რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე.. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე.. |
marine |
Apr 24 2007, 01:43 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო საყვარელო ფორუმელებო, მოდით, აქ განვათავსოთ და ამით ერთმანეთს გავუზიაროთ ყველა ის ინფორმაცია, რაც აქამდე არ ვიცოდით და ახლა გავიგეთ, წიგნში ან ჟურნალში ამოვიკითხეთ და დაგვაინტერესა..
პილატემ დანაპირები შეასრულა "თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკდვრეთით.." ბერძენმა ჰერმედიუსმა, იუდეის მმართველთა ოფიციალურმა ბიოგრაფმა, აღწერა პილატეს ცხოვრება. საინტერესოა, რომ ჰერმედიუსი თავიდან ქრისტეს მოწინააღმდეგე იყო და იგი მატყუარად მიაჩნდა. აი, რას წერს იგი პილატეს შესახებ: ქრისტეს ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა ერთ მხარეს კეისრის (ტიბერიუსის) დიდი, მეორე მხარეს პილატეს მცირე გამოსახულებებით. ქრისტეს განსჯის დღეს, როდესაც პილატეს ცოლმა ქმარს ხალხი გაუგზავნა და სთხოვა სიცოცხლე შეენარჩუნებინა ქრისტესთვის, ცოლმა ჰკითხა პილატეს: "რით გამოისყიდი შენს დანაშაულს, თუკი შენგან გაწირული ადამიანი მართლაც ძე ღვთისა აღმოჩნდება და არა დამნაშავე?" პილატემ უპასუხა: "თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკვდრეთით და მაშინ პირველი, რასაც მე გავაკეთებ, ის იქნება, რომ ავკრძალავ ჩემი გამოსახულების ამოტვიფრას მონეტაზე." უნდა აღინიშნოს , რომ რომაელებისთვის უდიდეს პატივი იყო მონეტაზე საკუთარი გამოსახულების აღბეჭდვა. როგორც ბიოგრაფი ჰერმედიუსი ამბობს, ყველაზე გასაოცარია, რომ პილატემ დანაპირები შეასურლა. როდესაც იგი დარწმუნდა რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, მან, მართლაც, აღარ აღაბეჭდვინა თავი მონეტაზე. ჰერმედიუსის მონათხრობს სრულებით ადასტურებს თანამედროვე ნუმიზმატიკის მონაცემები. იმ დროიდან მოყოლებული მონეტებს იერუსალიმში ჭრიდნენ მხოლოდ კეისრის გამოსახულებით, პონტოელი პილატეს გამოსახულების გარეშე." "საპატრიარქოს უწყებანი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ლეონტი |
Apr 24 2007, 02:27 PM
პოსტი
#2
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
კლაუდია პროკულა ანუ პროკლა.
ეკლესიის მიერ შერაცხილ იქნა წმინდანად. წმ. პროკლა იყო პილატე პონტოელის ცოლი. მას სიზმარში ეუწყა ქრისტეს შესახებ და მათეს სახარებაში წერია რომ უსტარი აფრინა ქმართან რომელშიც არწმუნებდა და სთხოვდა რომ არ დაესაჯა იგი. წმ. პროკლა აღესრულა მოწამეობრივად. მოიხსენიება 27 ოქტომბერს. ნესტორ თესალონიკელი და მოწამე პროკლა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
ალექსანდრე |
Apr 24 2007, 02:54 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
marine
ვაა ასეთი რამე აქამდე არ გამეგო, გაიხარე მარინე -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
marine |
Apr 24 2007, 02:58 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ლეონტი
ნამდვილად არ ვიცოდი.. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის ალექსანდრე შენც გაგახაროს უფალმა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ლეონტი |
Apr 24 2007, 03:13 PM
პოსტი
#5
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს.
აგრეთვე ის უბრალოდ სცნო ქრისტეს ჯვარცმაში. პილატეს და პროკულას დღეს ერთად აღნიშნავენ 25 ივნისს. ასევე აღმოჩენილია წმ.პროკლას წერილები. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
tamari_irakli |
Apr 24 2007, 08:18 PM
პოსტი
#6
|
tako ჯგუფი: Members პოსტები: 151 რეგისტრ.: 24-March 07 წევრი № 1,477 |
ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად არ ვიცოდი
-------------------- ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
|
ალექსანდრე |
Apr 24 2007, 09:23 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ციტატა ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს. აგრეთვე ის უბრალოდ სცნო ქრისტეს ჯვარცმაში. პილატეს და პროკულას დღეს ერთად აღნიშნავენ 25 ივნისს. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ლეონტი |
Apr 24 2007, 10:12 PM
პოსტი
#8
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
რა იყო, ბერძნების და რუსებისგან უცხო სამყარო იხსნება თავის კატაკლიზმებით? -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
lado s |
Apr 24 2007, 10:53 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-December 06 წევრი № 738 |
ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს. აგრეთვე ის უბრალოდ სცნო ქრისტეს ჯვარცმაში. პილატეს და პროკულას დღეს ერთად აღნიშნავენ 25 ივნისს. ასევე აღმოჩენილია წმ.პროკლას წერილები. ლეონტი დააზუსტე პილატეს საკითხი. რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლებს არ შეურაცხავთ წმინდანად, პირიქით, მას მამები უარყოფითად იხსენიებენ, როგორც მახსოვს. შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს. |
ალექსანდრე |
Apr 24 2007, 10:56 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ციტატა შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს. მეც ეგრე მგონია, ეგ მგონი ის ხალხია იუდას სახარებასაც რომ აღიარებენ, როგორც მახსოვს. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ზებედე |
Apr 24 2007, 11:19 PM
პოსტი
#11
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ლეონტი დააზუსტე პილატეს საკითხი. რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლებს არ შეურაცხავთ წმინდანად, პირიქით, მას მამები უარყოფითად იხსენიებენ, როგორც მახსოვს. შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს. ხო, მეც ეგრე მახსოვს, თან მრწამსშიც არის მოხსენიებული პილატეს მიერ ჯვარს ეცვაო... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ლეონტი |
Apr 25 2007, 10:57 AM
პოსტი
#12
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ლეონტი დააზუსტე პილატეს საკითხი. რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლებს არ შეურაცხავთ წმინდანად, პირიქით, მას მამები უარყოფითად იხსენიებენ, როგორც მახსოვს. შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს. ვაზუსტებ. პილატე მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეურაცხავს წმინდანად პირიქით, ლოცვებში იგი ხშირად უარყოფითად მოიხსენიება. ლადო_ს თუ ყურადღებით წაიკითხავ ზემოთ მოტანილ ფრაზას, ნახავ რომ მე არსად მიწერია პილატეს კანონიზაციის შესახებ მართლმადიდებელთა მიერ. მე მიწერია: "ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს." ხოლო ქალკედონიის კრებაზე, ანუ მე 6 საუკუნემდე კოპტური ეკლესია გამოეყო მართლმადიდებლურს. ხოლო ეთიოპიური ეკლესია, კოპტურის ნაწილი იყო მეოცე საუკუნემდე. მომიტევეთ თუ ზევით რაიმე გაუგებრად დავწერე. რაც შეეხება მრწამსში პილატეს მოხსენიებას. ეს იყო ტრადიცია, როგორც ეხლა ვამბობთ დაუშვათ ჩ.წ.33 წელს ძველად ამბობდნენ ამა და ამის მეფობის, იმპერატორობის და ა.შ. დროსო. მაშა კაცო... -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
marine |
Apr 25 2007, 04:56 PM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მიხაკი ქრისტიანულ სიმბოლიკაში მოწამეობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რაც მისი თესლის ფორმითაა ნაკარნახევი. მიხაკის თესლი ლურსმანს ჩამოჰგავს. იგი მაცხოვრის ვნების იარაღის - სამსჭვალის მიმანიშნებელია. (არ ვიცოდი )
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანონისტი |
Apr 25 2007, 05:20 PM
პოსტი
#14
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ცოტა რამ ქრისტიანული დროშების შესახებ
ზოგადად სახელმწიფო დროშაზე ჯვრის გამოსახვა კონსტანტინე დიდს უკავშირდება, სწორედ მან ნახა ზეცაში ჯვრის ნიში წარწერით NIKA, ანუ სძლევ, სძლიე და ჯვრები გამოასახვინა დროშებზე, რაც შემდგომ ტრადიციად იქცა ქრისტიანულ ქვეყნებში საინტერესოა ერთი დეტალიც: ადრე დროშები ვერტიკალურად მაგრდებოდა (განსხვავებით დღევანდელისაგან), სწორედ ამით აიხსნება ის, რომ სკანდინავიურ ქვეყნებს დროშებზე თითქოს წაქცეული, ან მობრუნებული ჯვარი აქვთ. ეს დროშები ვერტიკალურად რომ ავაფრიალოთ, მივიღებთ ჩვეულებრივ ჯვარს რაც შეეხება დროშაზე ჯვრის ფორმასა და ფერს, განარჩევენ სხვადასხვა წმინდანების დროშებს: წმინდა გიორგის დროშა - თეთრ ფონზე წითელი ჯვარი (საქართველო, ინგლისი) წმინდა ანდრიას დროშა - ლურჯ ფონზე თეთრი ჯვარი მართკუთხედის კუთხეებს შორის (შოტლანდია) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ლეონტი |
Apr 25 2007, 08:39 PM
პოსტი
#15
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
მიხაკი ქრისტიანულ სიმბოლიკაში მოწამეობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რაც მისი თესლის ფორმითაა ნაკარნახევი. მიხაკის თესლი ლურსმანს ჩამოჰგავს. იგი მაცხოვრის ვნების იარაღის - სამსჭვალის მიმანიშნებელია. (არ ვიცოდი ) ვარდისფერი მიხაკი სიმბოლოა დედობის, ამიტომ ხარების სცენებზე გვხვდება, განსაკუთრებით დასავლურ ტრადიციულ მხატვრობაში. 33 თეთრი მიხაკისგან წნავდნენ გვირგვინს და ამკობდნენ გამოსვენებულ გარდამოხსნას დიდ პარასკევს.რუსეთში, საიდან შევიდა ეს ტრადიცია არ ვიცი.გვაზდიკა, სწორედ სიტყვა გვოზდიდან მოდის რაც მისი თესლის ფორმის აღმნიშვნელია როგორც მარინემ თქვა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
marine |
Apr 26 2007, 01:02 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კანონისტი
ლეონტი რა საინტერსოა თქვენი სიტყვები!!! დიდი მადლობა ერთ-ერთ ჟურნალში წავაწყდი ასეთ შეკითხვას თავისი პასუხით: თუ თქვენ ამ ქალაქში გაგზავნით წერილს ფაქსით ნომერზე 02-612-222, ის პირდაპირ ღმერთთან მოხვდება. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს კომპანია, რომელიც ასეთ მომსახურებას სთავაზობს ხალხს. კომპანია შემკვეთების სიმცირეს არ უჩივის. როგორ ხვდება წერილი ადრესატთან? პასუხი კი ასეთია: კომპანიის წარმომადგენელი წერილს "გოდების კედელში" ათავსებს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
KAIROS |
Apr 26 2007, 01:15 PM
პოსტი
#17
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კომპანიის წარმომადგენელი წერილს "გოდების კედელში" ათავსებს. მერე გამოივლის ღმერთის პირადი ფოსტალიონი ზეციური ველოსიპედით და ღიღინით წაიღებს ფაქს ღმერთისაკენ, ისე პირდაპირ "ზემოთ" დაედგათ ის ფაქსი რამდენ სისულელეს ავრცელებენ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
marine |
Apr 26 2007, 01:21 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
KAIROS
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 30 2007, 04:38 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჯვარცმა
ვიდრე მხედრები ჯვარს აღმართავდნენ და ამაგრებდნენ, მაშინდელი წესისამებრ, მისცეს უფალს ნაღველში გაზავებული ძმარი, ანდა როგორც ამბობს მარკოზ მახარებელი: ღვინო, რათქმაუნდა წამხდარი, დაძმარებული, მწარე გემოსი: ასეთი სასმელი კაცს განსჯას უკარგავდა და ჯვარზე გაკვრისას ტკივილებს შედარებით უფრო დასათმენს ხდიდა, მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ როცა მაცხოვარს ნაღვლით შეზავებულ ძმარს სთავაზობდნენ, სინამდვილეში დავით მეფის წინასწარმეტყველებას ასრულებდნენ: "და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნაღველი, და წყურვილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი" (ფს. 68,21), უფალმა მორჩილად მიიღო მწარე სასმელი, და გემო რაი იხილა, არა უნდა სუმის, უკან დაუბრუნა სასმელი. მიუხედავად ტანჯვათა სისასტიკისა, რაც მას ელოდა ჯვარზე, ძე კაცისას სურდა დაეთმინა ისინი მთელი შეგნებით, შეხვედროდა სიკვდილს ყველა მისი საშინელებით ისე, რომ არ შეესუსტებინა არც ერთი მისი მტანჯველი გრძნობა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 11 2007, 03:12 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ლომბარდიის რკინის გვირგვინი, რომელიც გადმოცემით იესო ქრისტეს ჯვარცმისას გამოყენებული ერთ-ერთი ლურსმნისგან არის გამოჭედილი:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%...%83%9C%E1%83%98 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი