IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> მოძღვრება სასჯელის შესახებ, რა არის სასჯელი? რას გვასწავლის ეკლესია??
კანონისტი
პოსტი Apr 19 2007, 03:04 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აქ გავაგრძელოთ სასჯელზე მსჯელობა

მხევალი ნინო
ციტატა
თავისუფლების შეზღუდვა არ ნიშნავს ადამიანის მოკვლას, თავისუფლების შეზღუდვა პირველ რიგში იმისთვისაა საჭირო, რომ საზოგადოება დაიცვა მკვლელისგან, ქურდისგან და აშ, რომ საზოგადოება დაიცვა განმეორებითი დანაშაულისაგან, მერე უკვე სასჯელია.

გახსოვს ალბათ, რომ სასჯელს აქვს ორი მნიშვნელობა
ა) ზოგადი პრევენცია
ბ) კერძო პრევენცია

ვისთვისაც ახალია ეს ტერმინები, განვმარავ, რომ ზოგადი პრევენცია გულისხმობს საზოგადოების დაცვას, ხოლო კერძო კონკრეტული პირის გამოსწორებას

ადამიანის იზოლაცია ხდება იმიტომ, რომ საზოგადოება იქნეს დაცული საშიში პიროვნებისაგან. სიკვდილით დასჯაც ამ მიზნით უნდა ხდებოდეს, ანუ საიმისოდ, რომ საზოგადოება საბოლოოდ იქნეს დაცული განსაკუთრებით საშიში პირისაგან

ციტატა
ეს სასჯელიც გამოსწორებადია თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ პატიმრის წესიერად მოქცევის პირობებში სასჯელი შეიძლება განახევრდეს, შეეხოს ამინისტია და აშ.

ამაზე ვთქვი, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი არგუმენტია. თუმცა აქვე დავწერ რა ამართლებს ან ამტყუნებს სიკვდილით დასჯას, როგორც სამართლებრივი, ისე საეკლესიო თვალსაზრისით



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 19 2007, 03:10 PM
პოსტი #2


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
სიკვდილით დასჯაც ამ მიზნით უნდა ხდებოდეს, ანუ საიმისოდ, რომ საზოგადოება საბოლოოდ იქნეს დაცული განსაკუთრებით საშიში პირისაგან



ამისთვის არსებობს სამუდამო თავისუფლების აღკვეთა. ეს არანაკლები ტანჯვაა, მუდმივად იჯდე საკანში.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 19 2007, 03:17 PM
პოსტი #3


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
ამისთვის არსებობს სამუდამო თავისუფლების აღკვეთა. ეს არანაკლები ტანჯვაა, მუდმივად იჯდე საკანში

ეგრე არ არის მთლად საქმე და გეტყვი რატომ

თსუ-დან წაგვიყვანეს ორთაჭალის კოლონიაში. იქ ერთ-ერთ საკანში იჯდა უვადო პატიმრობამისჯილი პიროვნება. მას გარეთ არ უშვებდნენ, იმიტომ, რომ დაუფიცია (!) ყველას მოვკლავ, ამაზე უარესს რას მომისჯიანო?? გესმის??

უვადო პატიმრობამოსჯილი ადამიანი არის ყველაზე საშიში, ის უნდა იყოს სრულიად იზოლირებული, რადგან მას დასაკარგი აღარაფერი აქვს

მე ამ ვიზიტმა დამაფიქრა.... შეიძლება ვინც საქმეში არ არის ჩახედული, მისთვის მარტივად ჩანდეს ყველაფერი, მაგრამ შენ ხომ იცი რაც არის და როგორც


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 19 2007, 04:01 PM
პოსტი #4


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
უვადო პატიმრობამოსჯილი ადამიანი არის ყველაზე საშიში, ის უნდა იყოს სრულიად იზოლირებული,




კი ბატონო იყოს იზოლირებული, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ადამიანებს არა აქვთ დასაკარგავი. მეც მახსოვს, სასამართლოში 1-2 წლის უკან უვადო ტავისუფლებამისჯილი პატიმარი გაიქცა და მძევლები აიყვანა, დახოცვით იმუქრებოდა, მაინც არაფერი მაქვს დასაკარგიო.

იცი რა დათო, რაღაც-რაღაცეები წამიკითხია სიკვდილმისჯილებზე, მათი დღიურები, ციხის ადმინისტრაციის მოგონებები და აშ. ისინი ცალკე საკანში ზიან, ყოველი კარის გაღებაზე შიშით ხტიან, მერე მოტყუებით გაჰყავთ ოთახიდან, ზოგი ხვდება სადაც მიდის შისისგან ისვრის, ტავში ესვრიან, ტვინით და სისიხლით ბინძურდება მთელი ოთახი, რომელსაც მერე რეცხვაენ. არ არის სახარბიელო მდგომარეობა.

გუშინ მე და ერთი ჩემი ტანამშრომელი smile.gif ვსაუბრობდით სიკვდილით დასჯაზე. ადამიანს, როცა ახლობელს მოუკლავ, ის ითხოვს ყველაზე მიმე სასჯელს, სიკვდილით დასჯას, ასე ვიქნებით ნებისმიერი (ღმერთმა გვაშოროს) ალბათ, რომ მიგვიშვა მოვკლავთ კიდეც მკვლელს და ბედნიერებიც ვიქნებით შურისძიების გამო, ამით ცოტა მაინც გაივლის ის სიმწარე, რაც ჩვენს გულშია (გვაშოროს ღმერთა) , მაგრამ... რა ვიცი ძალიან მძიმე საკითხია, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ახლობელი მოუკლეს, მაგრამ...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 19 2007, 04:12 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
სხვა ამბავს გავიხსენებ

უკრაინაში, დაახლოებით 7-8 წლის წინ მოხდა ასეთი დანაშაული: ვინმე ონოპრიენკომ (გვარიც მახსოვს wink.gif ) შეჭამა 14 ჩვილი (!)

რა უნდა მიესაჯოს ასეთ ადამიანს? rolleyes.gif


ამ საკითხებს რომ განვიხილავთ (ან პარალელურ რეჟიმში), დავდებ მოძღვრებას სასჯელზე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 19 2007, 04:16 PM
პოსტი #6


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
უკრაინაში, დაახლოებით 7-8 წლის წინ მოხდა ასეთი დანაშაული: ვინმე ონოპრიენკომ (გვარიც მახსოვს ) შეჭამა 14 ჩვილი (!)

რა უნდა მიესაჯოს ასეთ ადამიანს?



ფსიქიატრიული, არა მგონია ის სრულლ გონებაზე იყოს. კრავთა დუმილში, რომ პირაკრული მოჰყავთ ისე უნდა ატარონ.

უარესს გეტყვი, ბესლანის ტრაგედიამ 200 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, ვინ დაიწყო სროლა და აშ, ნუ ვიდავებთ, ფაქტია, რომ ბავშვები მძევლად იყვნენ აყვანილები, რამაც გამოიწვია ასეთი შედეგი. იმ წუთას ამის ჩამდენს ნაკუწებად ავგლეჯდი, მათთვის ერთი სიკვდილი ცოტაა, ორჯერ, ხომ ვერ დახვრეტ.


სიკვდილის დასჯის სემოღებამ უფრო ბოროტი არ გახადოს დამნაშავე, ადამიანმა, როცა იცის, რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს სასჯელდ სიკვდილის დასჯა ემუქრება, ის ყველაფერზე წამსვლელია. ებნაში მყოფი დამნაშავეები ხომ გაგიგია, ხოდა ასეთი ადამიანი განსაკუთრებით საშისია, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ დაიჭირონ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 19 2007, 04:21 PM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
ფსიქიატრიული, არა მგონია ის სრულლ გონებაზე იყოს. კრავთა დუმილში, რომ პირაკრული მოჰყავთ ისე უნდა ატარონ.


ჰოო, რა ვიცი, რა ვიცი....


ისე სხვები რატომ არ გვიერთდებიან?? rolleyes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Apr 19 2007, 04:27 PM
პოსტი #8


დაურეგისტრირებელი









კანონისტი
დავით რასელისტები არ ვიცი ნამდვილად ვინ არიან.
მაგრამ ლევანის(მნათეს) ცნობიერება რომ ევრ აქვს განვითარებული მთლად კარაგდ ეტყობა. ძალიან არარეალურად მსჯელობს. მაგას რომ ჰკითხო არც პოლიცია უნდა იყოს, არც ციხე, არც სპეცსამსახური და ასე შემდეგ. მაშინ საზოგადოებას ვინ დაიცავს? ეხლა გამახსენდა ფრაგული ფილმი მეცამეტე რაიონი. თუ გაქვთ ნანახი რა ხდება იქ? აი ეგეთი სიტუაციაა. რამდენიემ რაიონი შემოღობეს ჯებირებით გაუქმდა იმ რაიონის პოლიცია და სრულად გაბატონდნენ კრიმნალები. ხალხს ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და ყველანაირი საშინელება ხდებოდა. მნათეს ენახა ეს ფილმი კარგი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ მერე აღარ იტყოდა გაუქმდეს პოლიცია და ციხეებიო.


პირადად საკუთარ მაგალითს გეტყვით. რაღა დაგიმალოთ და რომ არ არსებობდეს მართლმსაჯულება და მე არ მეშინოდეს კანონი. მე თავად ვიქცეოდი შეუბრალებელ ადამიანად. მაგრამ ღვთის მადლით კანონიც არსებობს და თავად ვარ მისი დამცველი.

მხევალი ნინო
ციტატა
უარესს გეტყვი, ბესლანის ტრაგედიამ 200 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, ვინ დაიწყო სროლა და აშ, ნუ ვიდავებთ, ფაქტია, რომ ბავშვები მძევლად იყვნენ აყვანილები, რამაც გამოიწვია ასეთი შედეგი. იმ წუთას ამის ჩამდენს ნაკუწებად ავგლეჯდი, მათთვის ერთი სიკვდილი ცოტაა, ორჯერ, ხომ ვერ დახვრეტ.

ეგ ღმერთის მართლმსაჯულება იყო. 2 კვირის წინ ოსებმა 16 ჯარისკაცი მოგვიკლეს და 10 მდე მშვიდობიანი მოსახლე.
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 19 2007, 04:30 PM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



S W A T
ციტატა
დავით რასელისტები არ ვიცი ნამდვილად ვინ არიან.

იეღოველები იგივე smile.gif

იოანე ნათლისმცემელთან მივიდნენ სამხედროები და ჰკითხეს - რა ვქნათ, რომ გადავრჩეთო? წმ. იოანეს არ უთქვამს - ჯარს თავი დაანებეთო, მან უპასუხა - პატიოსნად იმსახურეთო!

ციტატა
რაღა დაგიმალოთ და რომ არ არსებობდეს მართლმსაჯულება და მე არ მეშინოდეს კანონი. მე თავად ვიქცეოდი შეუბრალებელ ადამიანად

ეს გამიკვირდა. მეგონა, ღვთის შიში გექნებოდა sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Apr 19 2007, 04:32 PM
პოსტი #10


დაურეგისტრირებელი









კანონისტი
ციტატა
ეს გამიკვირდა. მეგონა, ღვთის შიში გექნებოდა

დავით ემოციური პიროვნება ვარ და რომ ვბრაზდები ცუდი აზრები მიტრიალებს თავში, მაგრამ თავს ვუჭერ იმიტომ რომ ჩემს უკან დგას კანონი, სახელმწიფო და ღმერთი.

მაგრა რა მოხდება კანონი თუ არ იქნება? არ იქნება სახელმწიფოც. სახელმწიფო არ იქნება არ იქნება ღმერთიც.



მხედრიონის პერიოდი გაიხსენე დავით. არცერთი არ იყო ზემოთ ჩამოთვლილთაგან
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 19 2007, 04:34 PM
პოსტი #11


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



S W A T
ციტატა
ეგ ღმერთის მართლმსაჯულება იყო. 2 კვირის წინ ოსებმა 16 ჯარისკაცი მოგვიკლეს და 10 მდე მშვიდობიანი მოსახლე




ეს საშინელი ინფორმაცია აქ გავიგე. ოსებს 16 ჯარისკაცი როგორ მოაკვლევინეთ/ ვარგოდნენ მაინც რამედ (ეს ისე გადავუხვიე თემას).


შენც სიკვდილის დასჯის მომხრე ხარ?


ლევანი, შენ ომში ხომ არასოდეს არ ხარ ნამყოფი? ასე სასტიკად რატომ მსჯელობ? ომში, რომც იყო ნამყოფი უფრო მეტად დააფასებდი სიცოცხლეს, თუნდაც სხვისას.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Apr 19 2007, 04:37 PM
პოსტი #12


დაურეგისტრირებელი









მხევალი ნინო
ციტატა
ეს საშინელი ინფორმაცია აქ გავიგე. ოსებს 16 ჯარისკაცი როგორ მოაკვლევინეთ/ ვარგოდნენ მაინც რამედ (ეს ისე გადავუხვიე თემას).

2004 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებია. საომარი შეტაკების დროს დაიღუპა 16 ქართველი და 150 მდე ჩრდილო კავკასიელი მებრძოლი.

smile.gif ჩვენთვის არ არსებობს მშვიდობა და ომი. ჩვენ სულ საბრძოლო მდგომარეობაში ვართ. კანონისტმა იცის კარგად ეს. მინახავს ადამიანის სიკვდილიც.

სიკვდილის დასჯის მომხრე ვარ განსაკუთრებულ შემთხვევაში. მაგალითად 14 წლის ბიჭს რომ 33 წლის კაცი მოკლავს აბრეზით უნდა დაისაჯოს სიკვდილით
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Apr 19 2007, 04:39 PM
პოსტი #13


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(S W A T @ Apr 19 2007, 05:27 PM) *

რაღა დაგიმალოთ და რომ არ არსებობდეს მართლმსაჯულება და მე არ მეშინოდეს კანონი. მე თავად ვიქცეოდი შეუბრალებელ ადამიანად. მაგრამ ღვთის მადლით კანონიც არსებობს და თავად ვარ მისი დამცველი.




თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ ძალიან სასტიკი ხართ

ისე ნუ მოექცევი სხვას როგორც შენ არ გინდა მოგექცნენ

გფარავდეთ უფალი



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 19 2007, 04:39 PM
პოსტი #14


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



S W A T
ციტატა
მაგალითად 14 წლის ბიჭს რომ 33 წლის კაცი მოკლავს აბრეზით უნდა დაისაჯოს სიკვდილით




შენ, რომ ეხლა საშუალება მოგეცეს ამ 33 წლის კაცს მოკლავდი?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Apr 19 2007, 04:42 PM
პოსტი #15


დაურეგისტრირებელი









ციტატა(მხევალი ნინო @ Apr 19 2007, 03:39 PM) *

S W A T
შენ, რომ ეხლა საშუალება მოგეცეს ამ 33 წლის კაცს მოკლავდი?

ვერ მიგიხვდი ჩემო კარგო. ზოგადად კაცს მოვკლავდი თუ არა? თუ კონკრეტულად მაგ კაცს?
მე მოსამართლე არ ვარ. მე ჩემი პროფესია მაქვს. მე წავუყენებდი ბრალს და მოვითხოვდი სიკვდილით დასჯას. ვერდიქტი კი მოსამართლემ და თუ ნაფიცი მსაჯულები იქნებიან, მათ უნდა გამოიტანონ

natia83
ციტატა
თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ ძალიან სასტიკი ხართ

შენ წარმოიდგინე არა smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 19 2007, 04:47 PM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



S W A T



სიკვდილით დასჯის აუცილებლობა მინდა გავიგო. შენ რად გინდა სიკვდილის დასჯის აღდგენა? კონკრეტულად მიპასუხე, ანუ ამ საქციელით გინდა, რომ დასაჯო მკვლელი? ან სხვა დანაშაულის ცამდენი? თუ რაიმე სხვა მიზანი გაქვს?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Apr 19 2007, 04:52 PM
პოსტი #17


დაურეგისტრირებელი









ციტატა(მხევალი ნინო @ Apr 19 2007, 03:47 PM) *

S W A T
სიკვდილით დასჯის აუცილებლობა მინდა გავიგო. შენ რად გინდა სიკვდილის დასჯის აღდგენა? კონკრეტულად მიპასუხე, ანუ ამ საქციელით გინდა, რომ დასაჯო მკვლელი? ან სხვა დანაშაულის ცამდენი? თუ რაიმე სხვა მიზანი გაქვს?

რა მინდა იცი? 2 წლსი წინ ისრაელის დაზვერვის ოფიცერთან მქონდა საუბარი. ქართველი ებრაელი და ვმსჯელობდით მკვლელობებზე. რა მითხრა იცი? ისრაელში წელიწადში მაქსიმუმ ყველაზე დიდი მოხდეს 6-10 მკვლელობა.( ებრაელის მიერ ებრაელის მოკვლის ფაქტი). შემრცხვა მაშინ, იმიტომ რომ სქართველოში ხდება 300 მდე წელიწადში. აი მე მინდა რომ ასე არ ხდებოდეს. სხა რა მიზეზი უნდა მქონდეს. მართლა მკვლელი არ გეგონოთ და სისლის მოყვარული. უბრალოდ მე მინდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება სადაც კაცი კაცს იმისთვის არ მოკლავს, რომ ვითOმც ცუდად გაეხახუნა გავლის დროს.
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 19 2007, 04:53 PM
პოსტი #18


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა(მხევალი ნინო @ Apr 19 2007, 05:47 PM) *

S W A T
სიკვდილით დასჯის აუცილებლობა მინდა გავიგო. შენ რად გინდა სიკვდილის დასჯის აღდგენა? კონკრეტულად მიპასუხე, ანუ ამ საქციელით გინდა, რომ დასაჯო მკვლელი? ან სხვა დანაშაულის ცამდენი? თუ რაიმე სხვა მიზანი გაქვს?

სიკვდილით დასჯა... ცოტა ძნელია ამაზე ლაპარაკი. მაგრამ ერთ მაგალითს მოგიყვან. ვთქვათ დაიჭირეს ვინმე მანიაკი მკვლელი, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ცოტა ხნის შემდეგ იგი შეიწყალეს და აღარ დასაჯეს სიკვდილით. გავიდა დრო, ეს მანიაკი გაიქცა ციხიდან და კიდევ მოკლა რამდენიმე უდანაშაულო ადამიანი, როგორ ფიქრობ მის გარდა კიდევ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა უდანაშაულოდ დაღუპულ ადამიანთა სიკვდილზე?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 19 2007, 04:55 PM
პოსტი #19


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



afxazi
ციტატა
სიკვდილით დასჯა... ცოტა ძნელია ამაზე ლაპარაკი. მაგრამ ერთ მაგალითს მოგიყვან. ვთქვათ დაიჭირეს ვინმე მანიაკი მკვლელი, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ცოტა ხნის შემდეგ იგი შეიწყალეს და აღარ დასაჯეს სიკვდილით. გავიდა დრო, ეს მანიაკი გაიქცა ციხიდან და კიდევ მოკლა რამდენიმე უდანაშაულო ადამიანი, როგორ ფიქრობ მის გარდა კიდევ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა უდანაშაულოდ დაღუპულ ადამიანთა სიკვდილზე?


შენ ეტყობა ცოტა შორს დგახარ იურისპუნდენციისაგან , შეწყალება სულ სხვა რამეა, თუ შეიწყალეს გაქცევა აღარ უნდოდა, ნელი ნაბიჯებით წავიდოდა სახლში. თუ მკვლელია მანიაკია და აშ, მას არავინ სეიწყალებს, არამედ, მიესჯება დანაშაულისამებრ უვადო ტავისუფლების აღკვეთა, იმედია ციხეს ჰყავს ისეთი დაცვა, რომ ვერ გაექცევა პატიმარი, ამ ლოგიკით სიკვდილმისჯილიც კი შეიძლება გაიქცეს, მაშინ ვიზეა პასუხი? ციხის დაცვაზეsmile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 19 2007, 04:58 PM
პოსტი #20


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა(მხევალი ნინო @ Apr 19 2007, 05:55 PM) *

afxazi
შენ ეტყობა ცოტა შორს დგახარ იურისპუნდენციისაგან , შეწყალება სულ სხვა რამეა, თუ შეიწყალეს გაქცევა აღარ უნდოდა, ნელი ნაბიჯებით წავიდოდა სახლში. თუ მკვლელია მანიაკია და აშ, მას არავინ სეიწყალებს, არამედ, მიესჯება დანაშაულისამებრ უვადო ტავისუფლების აღკვეთა, იმედია ციხეს ჰყავს ისეთი დაცვა, რომ ვერ გაექცევა პატიმარი, ამ ლოგიკით სიკვდილმისჯილიც კი შეიძლება გაიქცეს, მაშინ ვიზეა პასუხი? ციხის დაცვაზეsmile.gif

შეწყალებაში სიკვდილით არ დასჯა ვიგულისხმე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2024 - 03:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი