ვარძია, ფოტო-გამოფენა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვარძია, ფოტო-გამოფენა |
მარიამი |
Sep 27 2006, 11:19 PM
პოსტი
#1
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ვარძია იდგა, ვით კლდეში დაკიდებული და ჰგავდა ხომალდს - მაღალ ანძიანს, ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული, გამოკვეთილი კლდეში ვარძია. ათასი კიბით, ათასი ხვრელით ჟღერდა, მღეროდა სიცოცხლე ქვიდან და შემართული ოსტატის ხელი მართლაც ხელთუქმნელ სასწაულს ქმნიდა. ჰკვეთავდა ნათელ გუმბათს მარჯვენა, ხატავდა მაღალ თაღებს ოცნებით და კლდის სიღრმიდან ცად გასაფრენად ფრთებს ისწორებდნენ ანგელოსები. იდგა ქალაქი ურიცხვი მღვიმით - ქალაქი კლდეში გამოქვაბული და ბნელ ღამეში გამომკრთალ ღიმილს ჰგავდა ვარძიის წყარო ზღაპრული. ირგვლივ მესხეთის ტურფა მთა-ბარი ჰყვაოდა მართლა გასაოცრადა... აქ ფეხშიშველი იდგა თამარი და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა. თვით ემხობოდა დამამხობელი, ვინც საქართველოს ორმოს უთხრიდა, და გამარჯვების მახარობელი აქეთ მოჰქროდა ოთხივ კუთხიდან. იდგა, ვით ცაში დაკიდებული და ჰგავდა ხომალდს - მაღალ ანძიანს, ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული გამოკვეთილი კლდეში ვარძია. I ნაწილი: ქვემო ვარძიის მამათა მონასტერი მოკლე ისტორიული ცნობები: http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/vardzia/vardzia.htm ქვემო ვარძიის მამათა მონასტრის მთავარი ტაძარია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, რომლის სამხრეთ კედელზეც ცნობილი თამარის ფრესკაა: ამავე ტაძრის შესასვლელი კარის თავზეა მაცხოვრის ულამაზესი ფრესკა: ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ავედრებდა წმინდა თამარ მეფე თავის ქვეყანას ბასიანის ბრძოლის წინ: -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ალექსანდრე |
Sep 27 2006, 11:23 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ხალხო ვარძიაში არ ვარ ნამყოფი
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ლილიანა |
Sep 27 2006, 11:23 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
-------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მარიამი |
Sep 27 2006, 11:39 PM
პოსტი
#4
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
II ნაწილი: ანანაური ანანაურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი საკმაოდ შეუმჩნეველ ადგილასაა გამოკვეთილი. ისიც ვარძიის სამონასტრო კომპლექს ეკუთვნის. ძალიან მადლიანი პატარა ტაძარია ულამაზესი ფრესკებით. ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ფრესკების უმრავლოსობას თვალები დათხრილი აქვს ანანაურის ფრესკების ფოტოებს მოგვიანებით დავამატებ ლილიანა, გაიხარე ამ ფოტოსთვის. რამდენი ვეძებე და ასეთი კარგი ჩემს კოლექციაში ვერ ვიპოვე ციტატა ხალხო ვარძიაში არ ვარ ნამყოფი მოსალოცად გქონია საქმე წინ დიდი სიამოვნება გელოდება -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარიამი |
Sep 27 2006, 11:55 PM
პოსტი
#5
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
III ნაწილი: ზედა ვარძიის დედათა მონასტერი ვარძიის ჯვარი: წმინდა ნიკოლოზის მირომდინარე ხატი, რომელიც მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული: ზარი ჩემი სისუსტე - ყველგან ზარებს ვიღებ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (IX საუკუნე): უძველესი, კლდეში ნაკვეთი სენაკი. დღეს აქ არავინ ცხოვრობს... ყვავილები ტაძრის ეზოში - ჩემი მეორე სისუსტე კნუტები გაგრძელება - ხვალ... ან ზეგ... ან როცა მოვიცლი -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ალექსანდრე |
Sep 28 2006, 12:02 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მარიამ ვარძიაში ორივე მონასტერია მამათა და დედათა?
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მარიამი |
Sep 28 2006, 12:04 AM
პოსტი
#7
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამ ვარძიაში ორივე მონასტერია მამათა და დედათა? ქვემოთ არის მამათა მონასტერი - კლდეში ნაკვეთი, ზემოთ - დედათა. დედათა მონასტერი უფრო ადრინდელია, 2-3 საუკუნით უსწრებს წინ. 4-5 კილომეტრია მანძილი მონასტრებს შორის. როგორც ამბობებ, თამარ მეფეს მხოლოდ 2-ჯერ აქვს გათენებული ღამე ქვემო ვარძიის მამათა მონასტერში, სხვა დროს ყოველთვის ღამის გასათევად ზემოთ - დედათა მონასტერში რჩებოდა... იქ რომ დადიხარ, რაღაც საოცარი განცდაა, როცა გაიფიქრებ, რომ აქ წმინდა თამარ მეფეს უვლია -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ალექსანდრე |
Sep 28 2006, 12:06 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მარიამი
ციტატა როგორც ამბობებ, თამარ მეფეს მხოლოდ 2-ჯერ აქვს გათენებული ღამე ქვემო ვარძიის მამათა მონასტერში, სხვა დროს ყოველთვის ღამის გასათევად ზემოთ - დედათა მონასტერში რჩებოდა... მერე მამათა მონასტერში შეიძლებოდა? ისე რამდენი ბერი და მორჩილი მსახურობს? -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მარიამი |
Sep 28 2006, 12:10 AM
პოსტი
#9
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამი მერე მამათა მონასტერში შეიძლებოდა? ისე რამდენი ბერი და მორჩილი მსახურობს? თამარისთვის შეიძლებოდა ეტყობა ლოცვაში გაათენა, თორემ დასაძინებლად კი არ მივიდოდა ამჟამად 5-6 მამა მოღვაწეობს: ბერები და მორჩილები. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ალექსანდრე |
Sep 28 2006, 12:23 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მარიამი
ციტატა ამჟამად 5-6 მამა მოღვაწეობს: ბერები და მორჩილები. კარგი იქნებოდა მონახულება -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
qazqaz |
Oct 4 2006, 04:35 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 1-October 06 წევრი № 241 |
ეხ რა ბედნიერი ვარ რომ იქაური ვარ და ყოველ ზაფხულს დაახლოვებით 50 ჯერ ვნახულობ.საოცარია, ყველას გირჩევთ იქ ჩასვლას.ისე იქ აღდგა კიდევ ერთი ეკლესია რომელსაც წუნდა ეწოდება და რომელიც აშენებულია 12 საუკუნეში შევეცდები სურათი დავდო. http://up.aqache.com/?act=download&fid=
-------------------- [size=7]გფარავდეთ ღმერთი
|
მარიამი |
Oct 4 2006, 05:10 PM
პოსტი
#12
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა იქ აღდგა კიდევ ერთი ეკლესია რომელსაც წუნდა ეწოდება წუნდა აღადგინეს? ვაშააა! აი,სურათი: -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
G_I_O_R_G_I_ |
Oct 4 2006, 08:21 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
მემგონი ესეც წუნდაა |
qazqaz |
Oct 5 2006, 10:21 AM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 1-October 06 წევრი № 241 |
ეს მამა მათეს და კიდევ რამოდენიმე ადამიანის ძალისხმევით მოხდა:
-------------------- [size=7]გფარავდეთ ღმერთი
|
მარიამი |
Oct 6 2006, 09:53 PM
პოსტი
#15
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
III ნაწილი: ბერთსაყუდელი ვაგრძელებ ვარძიის თემას ერთი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილის ფოტო-მიმოხილვით ესაა - ბერთსაყუდელი. ბერთსაყუდელი ზემო და ქვემო ვარძიის მონასტრებიდან თანაბარი მანძილითაა დაშორებული. როგორც სახელიდანაც ჩანს, აქ ადრე ბერთა სავანე იყო, რომლებიც სწორედ ამ კლდეებში გამოჭრილ ქვაბულებში ცხოვრობდნენ. ზემოთა სურათზე მარჯვნივ ბერების სენაკებია. ფიცრები ამ ორიოდე წლის წინ გადეს, რომ ხალხისთვის ადვილი გადასასვლელი ყოფილიყო. მანამდე კი მარჯვენა სენაკებში მოხვედრა მხოლოდ მარცხენა სენაკში გაჭრილი საკმაოდ ვიწრო გვირაბით იყო შესაძლებელი (მე პირადად იქ ვერაფრით ვერ გავრძვრებოდი... შიშის გამო, რა თქმა უნდა და არა იმიტომ, რომ ვინი პუხივით გავიჭედებოდი პრინციპში ეს უკანასკნელიც არაა გამორიცხული ) მარცხნივ კი ტაძარია, ზუსტად ქვით ნაშენი კედლის ზემოთა მარცხენა მხარეს. ეს არის ტაძარი შიგნიდან. პირდაპირ სამკვეთლო ჩანს, ხოლო სანთლის მარჯვნივ - ტრაპეზი. ძალიან მაინტერესებს, რატომ არის იატაკზე ოთხკუთხედად ამოჭრილი. შეიძლება აქედან ლოცვის ხმა ჩადიოდა ქვემოთ, სადაც ბერების ერთი ნაწილი იდგა... ეს ჩემი ვარაუდია. ბერთსაყუდელიდან კი ასეთი ლამაზი ხედი მოჩანს: -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
qazqaz |
Oct 12 2006, 11:24 PM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 1-October 06 წევრი № 241 |
http://dade.ge/?code=1160695962MY835IZVZQ აი კიდევ ერთი სურათი
-------------------- [size=7]გფარავდეთ ღმერთი
|
შოთა |
Oct 20 2006, 12:13 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
-------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
G_I_O_R_G_I_ |
Oct 20 2006, 12:23 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
მარიამ ძალიან მომეწონა განსაკუთრებით მესამე ნაწილი.გფარავდეთ ღმერთი
|
მარიამი |
Oct 20 2006, 01:00 AM
პოსტი
#19
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამ ძალიან მომეწონა განსაკუთრებით მესამე ნაწილი.გფარავდეთ ღმერთი მეოთხე ნაწილიც იქნება ვეღარ მოვიცალე... ისიც ძალიან საინტერესოა, მგონი ყველაზე მეტად -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
tamara |
Dec 13 2006, 12:08 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ვარძიაზე თემა გავუხსენი რუსებს ერთ ერთ საიტზე - ფოტოებიც დავდე- გადაირივნენ...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი