სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| esre ars cheshmariteba |
Dec 27 2014, 11:59 PM
პოსტი
#1
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
გავა დრო და მოგენატრებათ ღმერთი ! ძალიან მოგენატრებათ და ვერ იპოვით მას , რადგან გეგონათ რომ ის თქვენთან იყო და არც კი ცდილობდით თქვენი ცხოვრებით , რომ მოგეძებნათ იგი. მე ცოდვილი ვარ და უკვე რახანია ვეძებ მას მაგრამ ვერ ვპოვე ვერსად , ის არსად არის ! თითქოს გამოსავალი არსად არის ! თითქოს ხსნა არსად არის და მთლიანად ნაცრისფერია ეს ქვეყნიერება ჩემთვის . სრულიად უცხო ვარ ამ ქვეყნიერებაში და სრულიად მარტო დავრჩი , თითქოს არავინ არის ჩემს გვერდით ! მე კი პირიქით სულ მუდამ ვცდილობ რომ ადამიანებს გვერდით დავუდგე და სიკეთე გავუკეთო. ყოველი დღე მძიმეა ჩემთვის , არაფრის მომცემი ... ბევრჯერ მქონია შემთხვევა რომ სიკეთე გავაკეთე და ბოროტებით გადამიხადეს , მაგრამ გულში ვთქვი , რომ მაინც გავაგრძელებ სიკეთის კეთებას!
მაშ სად არის გამოსავალი? თუ შენ მუდამ სიკეთეს გააკეთებ , გახსოვდეს რომ არცერთი მცირედი არ იქნება დავიწყებული,,, თუ შენ მოძებნი ღმერთს გახსოვდეს რომ შენი მცდელობა არასოდეს დარჩება უშედეგოდ ,,, თუ შენ შეიყვარებ ადამიანს გახსოვდეს რომ ღმერთი კიდევ უფრო მეტად შეგიყვარებს,,, ხშირად ადამიანები სცოდავენ და ავიწყდებათ რომ ღმერთი ხედავს ყველაფერს ... ისინი ფორმალურად ინანიებენ და შემდეგ კვლავ სცოდავენ და კვლავდაკვლავ ინანიებენ და იგივეს აგრძელებენ. როგორ ფიქრობთ ვინ უფრო უპირატესია ღმერთი თუ სატანა? თუ შენ ნამდვილად უფლის ერთგული ხარ მაშ დაამტკიცე შენი საქციელით რომ ღმერთია უპირატესი! თუ კვლავინდებურად სცოდავ ესეიგი სატანა უპირატესობს შენთვის , რადგან ვინაცა სცოდა იგი ეშმაკისაგან არის! შენ კი შეგიძლია რომ უფლის ერთგული იყო , მაგრამ არ იყენებ ამ უპირატესობას სამწუხაროდ და მერე მოდის ბოროტი და გძლევს და იმარჯვებს შენზე. ძალიან სამწუხაროა რომ დღეს ადამიანთა უმრავლესობა ძლეულია სატანის მიერ , მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი , თუ შენ ცოდვილი ხარ ეს იმას არ ნიშნავს რომ უფალი არ შეგეწევა , ნუ იფიქრებ რომ დამარცხდი და ამის გამო ნუ იტყვი უარს სიკეთის გაკეთებაზე! რა იცი იქნებ შენმა ერთმა სიკეთემ გადაწონის 99 ბოროტება?! რა იცი იქნებ ერთმა მცირედმა სიკეთემ რომელსაც გააკეთებ , ცხონებას გაზიაროს? იცი როგორ არის _ უფალი კაცთმოყვარეა , მას ძალიან უყვარს ადამიანი და ის ადამიანში სულ მცირე მიზეზს ეძებს რომ იქნებ რამენაირად გაამართლოს და აცხონოს მე არ ვიცი სად წავიდე და სად მოვიძიო ჭეშმარიტება , ის თითქოს შორსაა ჩემგან . თითქოს უფალიც დაფარულია ჩემს თვალთაგან , თითქოს ზურგი მაქცია. ყველაზე დიდი საშინელება ისაა უფალმა ზურგი რომ გაქციოს, მაგრამ ეს სატანას სურს რომ დააჯეროს ადამიანი ამაში., ღმერთი კი არასოდეს არ აქცევს ზურგს ადამიანს ის ბოლომდე გაჰყვება ადამიანს სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე , რომ იქნებ სულ ბოლო წამს მოინანიოს ადამიანმა, რომ აცხონოს იგი... იცი რა მაგრად უყვარხარ ღმერთს ! ნუ გაგეცინება ამ სიტყვებზე , მას მართლა ძლიერ უყვარხარ და ყოველდღე გელოდება რომ მოინანიო და მასთან მიხვიდე . თუ შენ გადაწყვეტ რომ ღმერთთან მართლა გინდა მერე იწყება ყველაზე რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში _ შენ უნდა მოძებნო ის და დარწმუნდე რომ ის ნამდვილად დგას შენ გვერდით . ეს კი ყველაზე დიდი ბრძოლაა შენს და სატანას შორის , ის მუდმივად შეეცდებს დაგაეჭვოს რომ ღმერთი შენ გვერდით არ არის და შენ ძალიან ცოდვილი ხარ , რომელსაც არ გაქვს არავითარი წილი უფალთან ! თუ შენც იგივე სიტუაციაში ხარ როგორშიც მე მაშინ ერთად წავიდეთ უფლის გზაზე და ვეძიოთ იგი ვინძლო ვპოვოთ იგი და გავიხაროთ იმ სიხარულით რაც უფალთან მოზიარეობას მოაქვს! ჭეშმარიტი ქრისტე სულ სხვა გზით მოვა , არა იმ გზით რომელსაც ყველა მოელის! |
| Giorgi Kadagishvili |
Feb 11 2015, 02:39 AM
პოსტი
#2
|
|
Giorgi Kadagishvili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
esre ars cheshmariteba
ციტატა მე არ ვიცი სად წავიდე და სად მოვიძიო ჭეშმარიტება უწინარეს ყოვლისა ეძიეთ ცათა სასუფეველი და მისი სიმართლე......... სად? პასუხი: ცათა სასუფეველი თქვენში და თქვენს შორის არის. ანუ იცი უკვე სადაც უნდა მოძებნო ჭეშმარიტება. შენში. შენ ეს უკვე იცი სადღაც წაუსვლელად, აი როგორ უნდა მოძებნო შენში ცათა სასუფეველი ეს არ იცი, ამიტომაც ეძებ შენს გარეთ, შენს გარეთ კი ვერ იპოვი ვერც ცათა სასუფეველს და ვერც მის სიმართლეს ანუ ჭეშმარიტებას, რადგან ორივე შენშია და ერთ პაწია საიდუმლოსაც გეტყვი გამოგადგება, ღმერთიც შენშია და ვერც მას ვერ იპოვი შენს გარეთ. -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
| esre ars cheshmariteba |
Feb 12 2015, 11:29 PM
პოსტი
#3
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba უწინარეს ყოვლისა ეძიეთ ცათა სასუფეველი და მისი სიმართლე......... სად? პასუხი: ცათა სასუფეველი თქვენში და თქვენს შორის არის. ანუ იცი უკვე სადაც უნდა მოძებნო ჭეშმარიტება. შენში. შენ ეს უკვე იცი სადღაც წაუსვლელად, აი როგორ უნდა მოძებნო შენში ცათა სასუფეველი ეს არ იცი, ამიტომაც ეძებ შენს გარეთ, შენს გარეთ კი ვერ იპოვი ვერც ცათა სასუფეველს და ვერც მის სიმართლეს ანუ ჭეშმარიტებას, რადგან ორივე შენშია და ერთ პაწია საიდუმლოსაც გეტყვი გამოგადგება, ღმერთიც შენშია და ვერც მას ვერ იპოვი შენს გარეთ. უფალი ბრძანებს რომ ცათა სასუფეველი შორისა თქუენსა არს და არა თქვენში! თქვენში არ უთქვია იმიტომ რომ უფალი საუბრობს სამეფოზე და არა ვითომ სულზე რომელიც ადამიანს აქვს და ამ სულით შეუძლია სწორედ ვითომ ცათა სამეფოში შევიდეს , ეს ტყუილია! რატომ თქვა უფალმა რომ სასუფეველი თქვენს შორის არისო? იმიტომ რომ ის თავად ამ სამეფოს მეფე მათ შორის იმყოფებოდა და გარკვეულწილად თავისი ძალმოსილებით მისი მოწაფეები უკვე გადაყვანილები იყვნენ ამ სამეფოში , როგორც ამას მოგვიანებით პავლე მოციქული ამბობს კოლოსელების 1:13 რომ ღმერთმა იხსნა თავისი მსახურნი სიბნელის ხელმწიფებისაგან და გადაიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში . და კიდევ ნუ ცდილობთ რომ ცათა სასუფეველს მიანიჭოთ ისეთი მნიშვნელობა რომ თითქოს ის არის ზეციური ____ სამკვიდრებელი___ ეს არასწორია , ის არის ზეციური სამეფო. უფალი საუბრობს სამეფოზე რომლის ხელმწიფეც თავად არის . გავიხსენოთ ლუკაში უფლის სიტყვები_ 24. იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ. - აი რა კარგად ჩანს რომ მოღვაწეობაა საჭირო უფლის სამეფოში მოსახვედრად და თანაც მისი კარიბჭე ძალზედ ვიწროა! მე რათქმაუნდა დავეთანხმები ფიოდორ დოსტოევსკს რომელიც ამბობს რომ ბრძოლის ველი სატანასა და უფალს შორის არის ადამიანის გულში, გული კი ყველაზე ვერაგი და უმართავია როგორც წმინდა წერილი ბრძანებს , ასე რომ მე ჩემს გულში ვერ მოვნახავ უფალს , არამედ მე მას ვთხოვ რომ შემოვიდეს ჩემს გულში და აღმოფხვრას ყოველივე ცუდი და მაცდური სურვილები რაც ჩემს გულშია ! ადამიანმა მუდმივად უნდა გამოსცადოს თავისი გული და აღზარდოს სულიერი საკვებით _ წმინდა წერილით |
| esre ars cheshmariteba |
Feb 12 2015, 11:48 PM
პოსტი
#4
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
იესუ ქრისტეს ბოლო ჟამის ეკლესია !
|
| sanfol |
Feb 13 2015, 12:35 PM
პოსტი
#5
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
esre ars cheshmariteba
დარწმუნებული ხარ? თქვენ შორის კი არა თქვენშიაო ამბობს ქრისტე, დაუჯერე გიორგის ლუკა 17 20. ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; 21. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია. -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
| esre ars cheshmariteba |
Jan 26 2016, 11:38 PM
პოსტი
#6
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba დარწმუნებული ხარ? თქვენ შორის კი არა თქვენშიაო ამბობს ქრისტე, დაუჯერე გიორგის ლუკა 17 20. ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; 21. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია. ღმრთის სასუფეველი შორისა თქუენსა არს ! თუ ბერძნულს ჩახედავ კარგად დაინახავ ,თუ რათქმაუნდა შეგიძლია ბერძნულად კითხვა |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2026 - 08:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი