IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმ. პანტელეიმონის მეოხება
marine
პოსტი Jun 18 2022, 05:09 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმ. პანტელეიმონის ეს ხატი დაიწერა ათონის წმ. მთაზე და 1882 წელს წააბრძანეს რუსეთში.

წმ. პანტელეიმონის დედათა მონასტრის მონაზონი ტაბითას თქმით, არ იციან, როგორ მიაბრძანეს ეს ხატი მათ მონატერში. მისივე თქმით, ის ძველისძველია, ჯერ კიდევ 10 წლის წინ იყო ისეთი მუქი, რომ სახე არ უჩანდა და სულ ახლახანს განათდა, წმიდანის ლოყაზე კი გაჩნდა თეთრი ლაქა.

ეს წმინდანი კურნავს სულსა და ხორცს. მონაზონ ტაბითას თქმით, ზოგიერთები მიდიან ხატთან ოპერაციის წინ, შემდგომ კი ვლიდნება, რომ ოპერაცია აღარაა საჭირო. ზოგადად, ამ ხატს მონასტერი არ დაუტოვებია მხოლოდ თათრეთი დაუშვეს გამონაკლისი.

- ხუთი წლის წინ ხატს წამოუვიდა მირონი. ეს მოვლენა განსაცდელის მაუწყებელია. მალევე მონასტერში დაიწვა ცხოველთა ეზო. მაგრამ რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენ - თითქმის იგივე ადგილზე ჩვენ ავაშენეთ ტაძარი, - იხსენებს მონაზონი.

ბევრია შემთხვევა, როცა წმ. პანტელეიმონი დაეხმარა ადამიანებს განკურნებაში.

- ჩვენ ყველას ვუყვებით ერთ ისტორიას:

ერთ კაცს ასტკივდა თავი და ცოლმა ურჩია, ნაკურთხი ქუდი დაეფარა. ის კი უარყოფდა - თავი დამანებე, არ დავიხურავო. შემდგომ კი ეს ცოლის ჯიბრით გააკეთა. ტკივილი მყისიერად გაქრა. ამის მერე ის ყოველდღე მოდიოდა ჩენთან, - იხსენებს დედა ტაბითა.

პანტელეიმონს მამა წარმართი ჰყავდა, დედა - ქრისტიანი. ამიტომ ადამიანები მას მოსაქცევი ახლობლებისთვისაც ევედრებიან წყალობას, - თქვა მონაზონმა"

/იულია სოროკინა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2022, 07:13 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს მოხდა 2006 წელს. ზაფხულში მე ვისვენებდი სოჭში, კურორტ ლაზარევსკში. შვებულების სეზონი არ იყო, მე მოვიწყინე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაქვს მუხლის ძველი ტრავმა, რომელიც ვერაფრით განვიკურნე.

მოკლედ, სანაპიროზე ვისვენებ და იქვე იყიდებოდა სხვადასხვა ექსკურსიის ბილეთები. გამყიდველი ყველას ურჩევდა აფხაზეთში ახალი ათონის მონასტრის მონახულებას და წმ. პანტელეიმონის სასწაულთმოქმედი ხატის მოლოცვას, ამბობდა, რომ იქ ხალხი მიდიოდა ყველა მხრიდან და კურნებას იღებდა.

როგორღაც ეს ყველაფერი ყურადღების მიღმა გავატარე, მაგრამ ძალიან მინდოდა აფხაზეთში გამგზავრება: ლამაზი მთები, სასიამოვნო ზღვა... წმ. ადგილზე საერთოდ არც ვფიქრობდი. როდისღა მომეცემოდა ასეთი შემთხვევა?..

წავედი ექსკურსიაზე და მოვხვდი ხსენებულ მონასტერში. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით ზღვის პანორამით, რომელიც იმ მთიდან იშლებოდა. გიდმა გვითხრა: "მიდით სასწაულთმოქმედ ხატთან, ის სნეულებას კურნავს. მიადეთ თავსაფარი და დააფარეთ, როცა ავად იქნებით - წმ. პანტელეიმონი აუცილებლად გიშველით!

მე კი ვიდექი და ვფიქრობდი: - რაში მჭირდება ეს ყველაფერი? მე ისედაც ჯანმრთელი ვარ. როგორ უნდა დამეხმაროს რაღაც ნივთი?

მეორე დღეს კურორტზე მოვიდა ძლიერი წვიმა, ფეხი ძალიან ცურავდა და მე ისე ძლიერ დავნარცხე, რომ მეღრძო ფეხი და დავიზიანე სახსრები. ექიმებმა თქვეს, რომ საჭირო იყო ოპერაცია და სახსრის ამოღება (რაც ინვალიდობას ნიშნავდა) - არ იყო სხვა გამოსავალი. მე მივხვდი, რომ წმ. პანტელეიმონმა სიამაყის გამო დამსაჯა. მივაღწიე საკუთარ ნომერს, დავიწყე ტირილი, მივიდე წმ. ხატზე მიდებული ქსოვილი, ვთხოვე წმ. პანტელეიმონს დახმარება და ასე ვიწექი სასწაულის მოლოდინში... სასწაული მოხდა ტანჯვის 6 თვის შემდგომ, როცა ვიპოვე ახალი ექიმი. მან მითხრა, რომ უნდა წავსულიყავი ეკლესიაში და მეთქვა პირველი აღსარება - 32 წლის ასაკში.

მე ახლა ციგურებზე არ ვდგავარ, მაგრამ წმ. პანტელეიმონის მეოხებით გადავრჩი ინვალიდობას.

წმ. მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩვენ ცოდვილისათვის. უფალო, შეგვიწყალენ!"

/ოლგა სიდოროვა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2022, 08:32 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალს თავი მოჰკვეთეს 305 წლის 27 ივლისს. ბასილის თთვენში ნათქვამია, რომ თავისკვეთის დროს მისი ჭრილობიდან წარმოდენილი სისხლი და რძე მე-10 საუკუნემდე ინახებოდა და საკურნებლად ეძლეოდა მორწმუნეებს; მისი ხსენება ძველთაგანვე განსაკუთრებულად იყო პატივდებული აღმოსავლეთში. მის სახელობაზე ეკლესიები აგებული იყო IV საუკუნეშივე სებასტიასა და კონსტანტინოპოლში, სადაც გადაასვენეს მისი წმიდა ნაწილები. რუსმა მომლცველმა ანტონიმ წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის პატიოსანი თავი 1200 წელს იხილა სამეფო ქალაქში, წმიდა სოფიას - ღვთის სიბრძნის დიდებულ ტაძარში, ხოლო სტეფანე ნოვგოროდელის მოწმობით (1350 წ.) მისი წმიდა ნაწილები დასვენებული იყო კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ეკლესიაში. ამჟამად, ზოგიერთი წმიდა ნაწილი არის ასევე ათონის მთის წმიდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 13 2023, 05:47 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ბავშვი ვიყავი მე ასეთი ისტორია შემემთხვა, ცხადად მახსოვს:

ვიჯექი ტახტზე, მქონდა მაღალი სიცხე და მტკიოდა მუცელი - მოწამლული ვიყავი. ძალიან ცუდად ვიყავი - არ მშველოდა წამლები.

მე ვლოცულობდი, ვკითხულობდი "მამაო ჩვენოს" და სხვა ლოცვებს და უცებ თვალში მომხვდა წმ. პანტელეიმონის ხატი და მისი ცხოვრება. დედამ მირჩია ამ ლოცვის წაკითხვა, რაც გავაკეთე კიდეც.

გულით წავიკითხე ლოცვა და ისე ჩავეფალი მასში, რომ გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი.

იქნებ ჩვეულებრივად ჟღერს, მაგრამ როგორც კი ყურადღებით და ცრემლებითაც კი წავიკითხე ლოცვა, მყისიერად გამიარა ტკივილმა. სიცხემ დამიწია და მაშინვე დამეძინა.

მეორე დღეს წინა დღის ავადმყოფობისგან არაფერი შემრჩა. ასეთი რამ პირველად გადამხდა.

ახლა ავადმყოფობისას ყოველთვის ვლოცულობ წმ. პანტელეიმონის მიმართ და ვთხოვ შეწევნას, ვთხოვ ჩემი ახლობლებისა და ნათესავებისთვისაც.

ყველას ვურჩევ ილოცოს ამ საოცარი წმიდანის მიმართ.

ღმერთმა გიშველოთ!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2023, 08:21 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი ათონელი მონაზონი ყვებოდა წმინდა პანტელეიმონის გამოცხადებაზე: 1879 წლის 1 სექტემბერს: მარჯვენა ფეხი ამტკივდა, კელიაში შინაურული საშუალებებით ვწამლოდი, რვა დღის მანძილზე, მაგრამ არაფერმა მიშველა, მასზე დაყრდნობა აღარ შემეძლო. ავიღე ჯოხი და მონასტრის საავადმყოფოში წავედი. ფეხი ამასობაში გამისივდა. ექიმმა გამსინჯა და მითხრა: "თქვენ რევმატიზმი გაქვთ, რამდენიმე თვე გარეთ არ უნდა გახვიდეთ და სიცივეს აარიდოთ თავი".

ძალზე შევწუხდი, რადგან სუფთა ჰაერზე სიარულს ვიყავი მიჩვეული, მთელი ათი დღე ყავარჯნებით დავდიოდი. მალამოს ვისვამდი, წამალს ვსვამდი, მაგრამ არაფერს მშველოდა. ვხედავდი, რომ შველა არსაიდან იყო და წმინდა პანტელეიმონისადმი ლოცვა დავიწყე.

სამი დღის მერე, პირველ სექტემბერს, ღამის სამ საათზე, სრულიად ცხადში ვიხილე ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სამჯერ გვერდში ხელი წამკრა და მითხრა: "შენ გძინავს, მე კი მოვედი". მე ეშმაკის ზმანებად ჩავთვალე და ჯვრის ნიში გამოვისახე. ვუყრებდი ყმაწვილს - იყო 18 წლამდე, ნათელი შესამოსლით. მან მითხრა: "უკვე სამი დღეა რაც შენ მიხმობ და მეც მოვედი". ამასთან წამლის მინაში ჩასხმული ზეთი მაჩვენა და მითხრა: "მე აქედან გადმოგისხამდი, მაგრამ მჭირდება, შორი გზა მიდევს, სადაც ძალზე მძიმე ავადმყოფები მელოდებიან, შენ კი ზემოთა ტაძარში, ჩემი ხატიდან ზეთი აიღე და სნეული ფეხი დაიზილე დღეში ორჯერ, მანამ კი თბილი წყლით დაიბანე იგი."

მეორე დღეს იღუმენს ამის კურთხევა ვთხოვო, მან ნებართვა მომცა. იმავე დღესვე ჩემი თხოვნით წმინდა პანტელეიმონს ხატის კანდელის ზეთი მომიტანეს და ექიმს კი თბილი წყლით დაბანვის ნებართვა ვთხოვე, რაზეც მან მითხრა: "როგორც ინებებთ, ოღონდ, ნახეთ, რომ უფრო უარესად არ გახდე". დავიბანე ფეხი, ზეთს დღეში ორჯერ ვიცხებდი. 4 სექტემბერს გამითავდა ზეთი და მე კი უკვე ყავარჯნების გარეშე შევძელი სიარული. ფეხი სრულიად განმეკურნა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 17 2024, 09:30 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დადუმება არ ძალმიძს აგრეთვე ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც წმიდა პანტელეიმონ მკურნალის მიერ აღესრულა. ყბის ოპერაციის შემდეგომ მრავალი დღის განმავლობაში უგონოდ მყოფი ჩემი საბრალო ქმარი გონზე მოვიდა და აღმოჩნდა, რომ მეხსიერება სრულიად დაეკარგა. ექიმებმა უმწეოდ გაშალეს ხელები. სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, მაგრამ უფალმა ამჯერადაც არ მიმატოვა განსაცდელში. ეს მოხდა 1996 წელს. მოსკოვში ათონიდან ჩამოაბრძანეს წმიდა პანტელეიმონის წმიდა მირომნმდინარე თავი. ჩემმა მეგობარმა მომიტანა ეს ძვირფასი მირონი, რომელსაც მოსკოვში ყველა მსურველს აცხებდნენ. მაშინვე ვაცხე ზეთი თავზე ჩემს საბრალო ქმარს - პალატა კეთილსურნელებით აივსო, და პანტელეიმონ მკურნალმა ჩემ ქმარს მეხსიერება და გონება დაუბრუნა. დიდება შენდა, უფალო!"

/ლ.ი. სიდიაკინა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2024, 01:43 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მამაო, გთხოვთ, ილოცეთ ჩემი გამოჯანმრთელებისთვის.

- შენთვის უმჯობესი იქნება, რომ არ ვილოცო ამაზე. თუ რწმენით მოითმენ, ზეიცური სალაროდან პენსიას მიიღებ, რომელიც სამოქალაქო პენსიაზე გაცილებით დიდია. სადღაც წავიკითხე, რომ ერთი სნეული წმინდა პანტელეიმონს განკურნებას სთხოვდა. წმინდა პანტელეიმონი არ კურნავდა სნეულს, თუმცა ის თავისას არ იშლიდა. ბოლოს და ბოლოს განიკურნა. როცა გარდაიცვალა და საიქიო ცხოვრებაში გადავიდა, დაინახა, რომ განკურნების გამო ბევრი გვირგვინი დაკარგა. მაშინ მან წმინდა პანტელეიმონს შესჩივლა: "შენ ხომ იცოდი, რომ გვირგვინებს დავკარგავდი, რატომ განმკურნე?"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2024, 09:24 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა გოგონამ, რომლის ძმაც იმყოფებოდა ათონის მთაზე, შემთხვევით გაიჭრა ხელი და სისხლისგან იცლებოდა. ძალა გამოლეული და აუტანელი ტკივილებით შეპყრობილი ის ძირს დაეცა. მოხუცმა დედამ დაიწყო წმ. პანტელეიმონის დაუჯდომლის კითხვა. დედა მივიდა სნეულთან და წმინდანის ხატი მიუბრძანა სამთხვევად, თან წმინდანს ევედრებოდა შვილის განკურნებას. გარდა ამისა, ჭრილობაზე სცხო წმ. ზეთი და შეუხვია ხელი, რის მერეც სისხლდენა შეწყდა და სნეული წამოდგა. ის არავითარ ტკივილს აღარ გრძნობდა და ვითომც არაფერი, გააგრძელა თავისი საქმე. ეს ამბავი მონასტერს ეუწყა 1865 წლის 19 იანვარს. მოხუცი დედა ასევე იუწყებოდა, რომ მათ მხარეში ძალიან ხშირი იყო წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის მეოხებით აღსრულებული კურნებები"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2024, 08:43 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"5 წლის წინ მე ვცხოვრობდი გერმანიის ქალაქ კიოლნში. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ეკლესიური ცხოვრება.

მე მაქვს ჩვევა, ყოველ დღე წავიკითხო საიტზე პრავოსლავიე.რუ წმინდანთა ცხოვრება. და აი, 5 წლის წინ მე წავიკითხე წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონზე. ეს იყო შაბათს საღამოს. კვირას ლიტურგიის შემდეგ ჩვენი ტაძრის მრევლმა დამპატიჟეს კათოლიკურ ეკლესიაში, სადაც არის წმ. პანტელეიმონის წმ. ნაწილი. მანამ არც კი ვიცოდი, რომ იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, არის ასეთი სიწმიდე. როგორც აღმოჩნდა, წელიწადში ერთხელ, 9 აგვისტოს, ამ ტაძარში რუსულ სასულიერო პირებს აძლევენ უფლებას, წმიდანის მიმართ პარაკლისი აღავლინონ. გამოაბრძანებენ ლუსკუმას წმ. ნაწილით და მრევლი ემთხვევა სიწმიდეს. იმ დროიდან მე ხშირად დავდიოდი სიწმიდის მოსალოცად.

დაახლოებით 4 წლის წინ მე ასეთი რამ შემემთხვა: ძლიერ ამტკივდა კბილი. სტომატოლოგმა მითხრა, რომ კბილის ქვეშ ჩირქი მქონდა. მიმკურნალეს, ჩირქი მომაშორეს, კბილი დამიპლომბერს. უნდა მივსულიყავი 2-3 დღის შემდგომ. ექიმმა გამაფრთხილა - თუ დამეწყებოდა ტკივილი უნდა მომეთმინა.

მეორე დღეს ამიწია სიცხემ და დამისივდა ლოყა. ექიმმა ტელეფონით მითხრა, რომ ისევ კბილი დამიჩირქდა. მეორე დღეს დამიბარა, რომ ლოყა გაეჭრა და გამოედევნა ჩირქი, თანაც ანესთეზიის გარეშე.

მე მეუღლესთან ერთად წმ. პანტელეიმონის დაუჯდომელის კითხვა დავიწყე. და უკვე 3-4 კონდაკზე ვიგრძენი, რომ პირში სითხე წამომივიდა, დასივება კი შემცირდა. უფალმა წმ. პანტელეიმონის მეოხებით ისმინა ჩვენი ლოცვა!

იმ ღამემ მშვიდად ჩაიარა. მეორე დღეს ქმართან ერთად მივედი საავადმყოფოში. ექიმი შოკირებული იყო - ჩირქი თავისით გამოვიდა ყველაზე უფრო მოულოდნელ ადგილზე, ექიმს კი მხოლოდ დრენაჟის ჩასმა მოუხდა. ორი დღის შემდგომ კი ყველაფერმა გამიარა.

წმიდაო დიდმოწამე პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"

/ვერონიკა შეტინინა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2025, 06:49 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პარიზში, სადაც მისი [ძმა იოსების, მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე ხატის მცველის] მოგზაურობა შეწყდა, თუ უკვე შინ კანადაში დაბრუნებულმა, როდესაც ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულიყო და გრძნობდა,რომ შეუძლოდ იყო, მან თავზე წმ. მკურნალი პანტელეიმონის ხატი დაიდო, და დახმარება შესთხოვა, თან თავი შეიხვია, რომ ხატი დაემაგრებინა. როგორც ჩანს, ასე დაწვა დასაძინებლად. "და წმ. დიდმოწამე პანტელეიმონმა განმკურნა!" - თქვა მან და დასძინა: "მე ავიღე მისი ცხოვრება და ახლა დაუჯდომელს ვწერ. დიახ, მე ხომ არ შემიძლია წავიკითხო დაუჯდომელი, რომელიც მისადმი რუსულ ენაზეა შედგენილი".

მომხდარს კი (ავადმყოფობას, სიყრუეს) უყურებდა, როგორც ღვთის მიერ გამოგზავნილ გამოცდას და ამბობდა: "თორემ, როგორ გავდიდგულდებოდი, რომ ამდენი ფული მოვაგროვე ათონის მონასტრისთვის".

სხვა დროს წმ. დიდმოწამე და მკურნალ პანტელეიმონის შესახებ შემდეგი რამ თქვა: "მადრიდში ინახება ჭურჭელი წმ. მკურნალი პანტელეიმონის სისხლით. მისი სისხლი დაშრა, მაგრამ წმინდანის დღესასწაულის დღეს ჭურჭელი სისხლით ივსება". მოგვიანებით გავიგე, რომ ეს ჭურჭელი ქალთა მონასტერში ინახება.

იოსები დიდ პატივს მიაგებდა წმიდა დიდმოწამეს.

როცა მას აჩუქეს პატარა ხის კარედი, წმ. მკურნალი პანტელეიმონის ხატით, ის ძალიან ბედნიერი იყო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 12:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი