სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Jan 8 2024, 04:00 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისს [ათონელი] მიაჩნდა, რომ ტელევიზორი დამანგრეველ გავლენას ახდენდა ბავშვებზე და ახალგაზრდებზე. ტკივილით საუბრობდა ისეთ მშობლებზე, ვინც საკუთარი სიმშვიდისათვის შვილებს სწირავდა საათობით ტელევიზორის საყურებლად, შედეგად კი მათი სული, გონება და სხეული ირყვნებოდა. მშობლებს ურჩევდა ტელევიზორის ნაცვლად სხვა რამ მიეცათ შვილებისთვის, სულიერი საზრდოთი ეკვებათ. (მოეთხროთ წმინდანთა ცხოვრებაზე, ესწავლებინათ ხატების და სიწმინდეების თაყვანისცემა). ტელევიზორი მარტო მთვარემდე აღწევს, სულიერი ტელევიზორი კი ღმერთამდე ადის".
ამ თემაზე ესაუბრებოდა მამა პაისი ერთ მასწავლებელს და მოსწავლეებს. მასწავლებელმა გაიფიქრა: "კეთილი, სხვა გადაცემებს არ ვუყურებ, მხოლოდ ახალ ამბებს", სწორედ ამ გაფიქრებისას მოუბრუნდა მამა პაისი და უპასუხა: "არც ინფორმაციას" და კვლავ განაგრძო ბავშვებთან საუბარი" /მღვდელმონაზონი ისააკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 28 2024, 07:30 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ, ძალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მასწავლებელმა თავის მესამეკლასელებს დაავალა, თოვლის პაპისადმი თავიანთი სურვილი დაეწერათ.
მოვიდა სახლში და დაიწყო ბავშების ნაწერების შემოწმება. ერთი ბავშვის რვეულმა ის ძალიან გაანაწყენა, მწყობრიდან გამოიყვანა. მან რამდენჯერმე გადაიკითხა ბავშვის წერილი, სადაც ის თოვლის პაპას სასწაულს სთხოვდა. არა, ის შეცდომებს არ ეძებდა ნაწერში, - ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ოთახში ქმარი შემოვიდა. - რა მოგივიდა, ძვირფასო, რატომ ხარ ასე უხასიათოდ? - აი, წაიკითხე, გეთაყვა, - და ქმარს წერილი გაუწოდა. "ჩემო საყვარელო თოვლის პაპავ! ბევრს არაფერს გთხოვ, მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს: გადამაქციე ცოტა ხნით ტელევიზორად. მე ძალიან მინდა, რომ ჩემი მშობლები საღამოობით ერთად შეიკრიბონ და გულისყურით მომისმინონ. მამა რომ სახლში მოვა, მე შემეკითხოს - რა ხდება ახალი ამქვეყნად; ხოლო დედიკო, როდესაც მოეწყინება, ჩემთან მოდიოდეს და ჩემთან ურთიერთობით მშვიდდებოდეს; მსურს, რომ ისინი ჩემით ხარობდნენ, როგორც ახალი ტელევიზორით, რომელსაც ახალ ჩვენს ოთახში თითქმის მთელი კედელი უკავია. მე ცოტათი გავიწეოდი, რომ ნაძვის ხისთვისაც ადგილი მოიძებნოს. მე ძალიან მინდა, ცოტა ხნით მაინც ვიცხოვრო ტელევიზორის ცხოვრებით, რომელიც ასეთ დიდ ყურადღებას იმსახურებს ჩემი მშობლების მხრიდან". - საწყალი ბავშვი, ნუთუ არსებობენ ასეთი მშობლები! - აღშოფთდა მასწავლებლის მეუღლე. ცოლმა მას ცრემლით სავსე თვალები მიაპყრო: - ჩემო კარგო, ეს ჩვენმა შვილმა დაწერა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 15 2024, 11:53 AM
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გასინჯო" - საშინელი პრინციპია, რომელიც განაგდებს არა მხოლოდ სულიერ სიბრძნეს, არამედ ყოველგვარ ცხოვრებისეულ ლოგიკასა და წინდახედულბოას. ეს ლოზუნგი მასმედიის, რეკლამისა და დასავლური ცხოვრების წესის რეკლამის მეშვეობით ინერგება ჩვენი ახალგაზრდობის გულსა და გონებაში, რომლებიც განსაკუთრებით არიან მოწყვლადი პროპაგანდის მიმართ.
და თუკი მშობლიურ სახლში საკმარისი აღზრდა არ მიიღეს, სწორი ორიენტირების, ცხოვრების აზრის, საკუთარი როლის შესახებ, თუკი აღზრდა თვითდინებაზე იყო მიშვებული (ქუჩა, სკოლა, ტელევიზორი), მაშინ ასეთი ბავშვები ექცევიან კიდეც ამგვარი პროპაგანდის გავლენის ქვეშ. სრულებით არ ესმით, თუ რა დგას ამის უკან და რა შედეგებს მოიმკიან ამით. შედეგები კი მართლაც მტკივნეული იქნება, შეიძლება დამანგრეველიცა და გამოუსწორებელიც. ღმერთმა დაიფაროს, დასასრული, შესაძლოა, სუიციდიც იყოს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 2 2024, 08:34 PM
პოსტი
#4
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ტელევიზორი - ეს სახლში შემოპარული მტერია, რომელიც კინწისკვრით უნდა გააგდო. ბინა, სადაც ტელევიზორია, სულიერების მხრივ იმ სათავსოს ჰგავს, რომელშიც კანალიზაციის მილი გასკდა და აუტანელი სიმყრალე დგას. რამდენი საზრუნავი და მღელვარება მოაქვს მშობლებისათვის შვილების ავადმყოფობას! მაგრამ ტელევიზორთან ბავშვები თავიანთ სულებს რომ ხრწნიან, ეს ცოტას თუ აწუხებს. ამიტომ ისინი, ვინც ტელეგადაცემებს უყურებენ, დღენიადაგ არღვევენ მცნებას - "არა იმრუშო". ისინი ამ ვიზუალურ გარყვნილებას იმდენად მიეჩვივნენ, რომ ვეღარ წარმოუდგენიათ, უამისოდ როგორ უნდა იცხოვრონ"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 4 2024, 04:10 PM
პოსტი
#5
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არის ლოცვასთან სრულიად შეუთავსებელი რამ - ესაა თანამედროვე ჟურნალებისა და გაზეთების კითხვა, ესაა ტელევიზორი, რომელიც სახლის ბატონი გახდა. სულიწმიდა - ეს სისუფთავისა და უმწიკვლობის სულია. ლოცვა ადამიანის გულს ღვთის ტაძრად აქცევს, ამ ტაძარში კი ადამიანი, თითქოს სტუმრებს ეპატიჟებაო, მკვლელებსა და მეძავებს უშვებს და ცოდვის სიმყრალით ტკბება. ღვთის მადლი დატოვებს ასეთ ადამიანს. რანაირად შეიძლება ვნებებით გავარვარებულ სულში, გონებაში, სადაც ძალადობისა და გარყვნილების სახეებია, იმყოფებოდეს ქრისტე? ამიტომ ის, ვისაც არა აქვს გამბეოდაობა იმისა, რომ ტელევიზორი თავისი სახლიდან მოიშოროს, იესოს ლოცვას ვერასდროს მოიხვეჭს. ეს იქნება არა ლოცვა, არამედ ბგერათა შეხამება შინაგანი აზრის გარეშე. ასეთი ადამიანი ემსგავსება კაცს, რომელმაც თავის ოთახში კანალიზაციის მილები გაიყვანა და შემდეგ იქ სტუმრები დაპატიჟა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 10 2024, 05:17 PM
პოსტი
#6
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა მამები ეშმაკს ფერმწერს უწოდებენ, რომელიც ადამიანის გონებაში მაცდუნებელ სურათებს ხატავს, ამჟამად კი ადამიანის სულში ამ დემონურ საქმეს ტელევიზორი ასრულებს, თითქოს შვიდი ათასი წლის მანძილზე დაქანცულმა ეშმაკმა თავისი "პროგრამა" მანქანას გადასცა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
May 7 2024, 07:22 PM
პოსტი
#7
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"... ამას ემატება შეგნებული ბრძოლა ახალგაზრდების, ბავშვების წინააღმდეგ ტელევიზიის საშუალებით. უიშვიათესად ხდება, რომ კარგი ფილმი აჩვენონ, რომელიც დადებით გრძნობებს აღძრავს, სტიმულს მოგცემს ზნეობრივ ცხოვრებაში.
სულელური ფილმები მხოლოდ იმიტომ კი არ არის საშინელება, რომ დროს აკარგვინებს ადამიანს, არამედ, შემდეგ, როცა ლოცვაზე დგები, აღმოჩნდება, რომ ლოცვაში ის ხელს გიშლის. კითხვაში კი არა, - ღმერთთან ურთიერთობაში. შენსა და ღმერთს შუა დგება ერთი საძაგელი ფილმის ყურებაც კი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი ბავშვები დღედაღამ ათას უზნეობას რომ უყურებენ,რა დღეში არიან!" /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
May 26 2024, 03:15 PM
პოსტი
#8
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მართლმადიდებლებიდან ვინც ეზიარება, მაგრამ უყურებს ტელევიზორს - ისინი არ ეზიარებიან. ასეთ ადამიანებს ზიარება არ ერგებათ"
/სალოსი დედა ალექსანდრა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 21 2024, 09:44 PM
პოსტი
#9
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოვა დრო, როცა ეშმაკი ყუთში შევა და იქიდან ყვირილს დაიწყებს, ყუთიდან კი მისი რქები იქნება ამოშვერილი" - აშკარაა, აქ ტელევიზორზე საუბრობს. წმინდა კოზმამ [ეტოლიელი] ამით წინასწარ გვაუწყა ტელევიზორის მაზომბირებელი და გამხრწნელი გავლენა (არ დაგავიწყდეს, რომ წმინდა კოზმა XVIII საუკუნეში ცხოვრობდა)".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 19 2024, 09:30 PM
პოსტი
#10
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"განსაკუთრებით ფრთხილნი უნდა ვიყოთ ელექტრონიკასთან, ელექტროხელსაწყოებთან. მოჩვენებით მეგობართაგან, ისინი მყისიერად იქცევიან უმოწყალო მტრებად. განსაკუთრებით ეს ტელევიზორს ეხება... ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის კერპი, მე ვიტყოდი საშინელი დესპოტი და ტირანი, რომელსაც თავისი ხელმწიფების ქვეშ ჰყავს კაცობრიობის უდიდესი ნაწილი, და ჰყავს ისეთ მონობაში, როგორიც ამა ქვეყანას ჯერ არ უხილავს!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 22 2025, 08:49 PM
პოსტი
#11
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- მე ასევე მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ მსურს სატელევიზიო გადაცემებში ხატთან ერთად მონაწილეობა, ტელევიზორი ხომ ეშმაკისეული რამ არის, რომელიც ჩვენს თვაწლინ ცვლის ქრისტიანულ კულტურას.
- ტელევიზიაზე ხომ არ საუბრობს თავის წინასწარმეტყელებაში წმ. ნილოს მირონმდინარე, რომელიც წმიდა მთაზე მოღვაწეობდა? - დიახ, ის ამბობს, რომ ეშმაკი თავის ყუთს გააკეთებს და მის გარშემო მისი თაყვანისმცემლები თაყვანს სცემენ მას, და რომ ეშმაკის რქები ყველა სახლის სახურავზე იქნება. ბევრი მსხვილი ამერიკული ტელეკომპანია მთავაზობდა წარმოუდგენელ თანხას 15 წუთიანი გადაცემისთვის. მაგრამ მეჩვენება, რომ ასეთ პროგრამებში მონაწილეობა იგივე იქნება, რაც ქრისტეს გაყიდვა, ღვთისმშობლის ღალატი. არასდროს დავთანხმდები, რადგან ვიცი, თუ მაგალითად, საღამოს 7 საათზე აჩვენებენ ამ სასწაულს, მოგვიანებით, ალბათ ისევ პორნოგრაფიას აჩვენებენ. ვისაც სურს, ტელევიზიის გარეშეც, იცი ხატის შესახებ: მთელ მსოფლიოში და ყველგან არისს მისი ასლები" /ძმა იოსები, მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე ხატის მცველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 25 2025, 08:09 PM
პოსტი
#12
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ტელევიზია დღეს არის ცოდვის, წარმართობის სკოლა, უზნეობის აპოლოგია და ნამდვილი კულტურისა და ქრისტიანული მორალის განადგურების ძლიერი იარაღი"
/ძმა იოსები, მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე ხატის მცველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 27 2025, 02:12 PM
პოსტი
#13
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ მშობლები ღვთისმოშიშები არიან, ტელევიზორი სახლიდან უნდა გადააგდონ, ვიდრე ტელევიზორი გააგდებს ოჯახს სახლიდან. სახლში, სადაც მშობლები შვილებს ესაუბრებიან, იქნება ჰარმონია, ექნებათ კონტაქტი, მაგრამ თუ მათ შორის ეს საშინელი მხეცი იქნება, მაშინ ოჯახი დაინგრევა. ბავშვები ამბობენ კიდეც: "რატომ უნდა ვიცხოვროთ იქ, თუ მშობლებთან საუბარი არ შემიძლია?" ადრე დედები, ვიდრე სახლში მუშაობდნენ, ლოცულობდნენ, ახლა კი არა, თითებს იჭრიან, რადგან საჭმელის მომზადების დროს ტელევიზორს უყურებენ. ტელევიზორი ავადმყოფობაა, ნარკოტიკია, არ გაძლევს საშუალებას ილოცო, იმუშაო, ის აჰიპნოზებს. ადრე როდესაც ადამიანები კითხულობდნენ, თითოეული ადამიანი კითხვის დროს წარმოიდგენდა შესაბამის სურათებს. ტელევიზიით კი ადამიანები იღებენ სხვის წარმოდგენებს და ითვისებენ მათ. აქ, მონრეალში, ერთ სახლში ტელევიზორის წინ, 12 წლის ბიჭმა მოულოდნელად აიღო დანა და 15 წლის დას 15-ჯერ დაარტყა. აღმოჩნდა, რომ მან მსგავსი რამ ფილმში დემონური დღესასწაულის დროს ნახა"
/ძმა იოსები, მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე ხატის მცველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 27 2025, 08:06 PM
პოსტი
#14
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ტელევიზორი გვთავაზობს მაგიურ სამყაროს, მაგია კი ყოველთვის ცუდია. ტელევიზიის საშუალებით ვსწავლობთ საშინელ ცოდვებს. ამ საუკუნეში სამი რამ მძლავრობს: ფული, ხორციელი ვნება და სანახაობრივი გართობა. ისინი თანდათან ანადგურებენ ადამიანს. ჩვენ მართლმადიდებლები უნდა მოვერიდოთ ამ ყველაფერს. საშინელებაა იის ყურება, თუ როგორ ურეცხავს ადამიანს ტვინს ტელევიზიის კერპი და იცვლება ადამიანის მსოფლმხედველობა. ეს დემონური აპარატი, რომელიც გვაჩვევს ცოდვას, არ გვიჩვენებს დამღუპველ შედეგს.
მოციქული ამბობს, რომ ცოდვის საფასური სულიერი სიკვდილია. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ხორციელი სიკვდილისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ვუფრთხოდეთ სულიერ სიკვდილს. ჩვენ ვკარგავთ ძვირფას დროს ტელევიზორის წინ, როდესაც შეგვეძლო რაიმე სასარგებლოს გაკეთება, ღმერთის დიდება. სევდით ვუყრებ, რამდენი დედა ტოვებს შვილებს ტელევიზორის წინ, რომ თავად მშვიდად იყვნენ, მერე კი ეს ბავშვები კლავენ, იპარავენ. და ვინ იყო მათი დამრიგებელი? - ტელევიზორი" /ძმა იოსები, მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე ხატის მცველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 27 2025, 08:20 PM
პოსტი
#15
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მეცნიერებამ ასევე დაამტკიცა, რომ ტელევიზორის წინ ჯდომა იწვევს თვითშეფასების, დამოუკიდებელი აზროვნების, სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანის უნარის დაკარგვას"
/ძმა იოსები, მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე ხატის მცველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 6 2025, 05:31 PM
პოსტი
#16
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სატელევიზიო პროგრამები სავსეა ათასგვარი უწმინდურობით, ძალადობის სცენებით, საშინელებათა ფილმებით და ა. შ."
/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 10 2025, 09:06 PM
პოსტი
#17
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - ჩემს ვაჟს შეუძლია მთელი დღეები ტელევიზორს უყუროს და ამბობს, რომ ასე ისვენებს. საზიანოა ეს მისთვის?
- საზიანოა და ძალიანაც. ზიანი კი მრავალგვარია. პირველი: ტელეპროგრამების შინაარსი. ასეთი შხამის შემსრუტავი სული როგორ შეიძლება ჯანმრთელი დარჩეს? მეორე: ადამიანს, რომელიც ტელევიზორის წინ დიდ დროს ატარებს, ჰიპნონარკომანიის მდგომარეობა უვითარდება (ავადმყოფურად ზეაწეული შთაგონებრიობა). ამის შემდეგ ქვეითდება ნებისყოფა, სიტუაციის ანალიზის უნარი, სისტდება მეხსიერება, ძილი. გარდა ამისა, ხანგრძლივი ჯდომის შედეგად მცირე მენჯის არეში სისხლის მოძრაობა ფერხდება, ვითარდება ნაწლავის დისფუნქციაც. არც კინოსკოპის გამოსხივება იკარგება უკვალოდ. ის განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს სხვადასხვა ნერვოზულ დარღვევას, რაც ვლინდება გაღიზიანებულობაში, შფოთიან ძილში, საერთო თვითშეგრძნების გაუარესებაში, ფიზიკური ენერგიის დაქვეითებაში. ასე უაზროდ გადის ესოდენ ძვირფასი დრო. ასე რომ, დასვენება, რომელზეც თქვენი შვილი ლაპარაკობს, მხოლოდ ილუზიაა. შეეცადეთ აზრი შეაცვლევინოთ" /მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 19 2025, 02:27 PM
პოსტი
#18
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხაზგასმით ვამბობ: აქცენტი შესაძლო აფრთხეებზეა - ეს არაა მოწოდება, კომპიუტერი და ინტერნეტი აღვიქვათ, როგორც უეჭველი ბოროტება, რომლისგანაც აუცილებელია თავი დავაღწიოთ. იმ ამოუწურავი შესაძლებლობებისა და ხელსაყრელი პირობების შესახებ, რითაც ცივილიზაციის ამ სიკეთეებმა დაგვასაჩუქრა, ყველამ იცის. თუმცა, მინუსები ყოველთვის როდია თვალსაჩინო. ხოლო ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულიცაა...
ინტერნეტომანიისგან თავის დაღწევის პრინციპები ისეთივეა, როგორც კომპიუტერული თამაშებისადმი მიდრეკილებისგან. ნებისმიერი კიბერდამოკიდებულება - ესაა შედეგი სულიერი, შიდაპიროვნული და პიროვნებათშორისი პრობლემებისა. აი, რატომ არ შეიძლება მისი განკურნება ავადმყოფის ნებისგან დამოუკიდებლად. განწყობა სახიფათო ჩვევის დასაძლევად და შეგნებული ძალისხმევა თავად ადამიანის მხრიდან, უბრალოდ, აუცილებელია" /მართლმადიდებელი ექიმი კონსტანტინე ზორინი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 21 2025, 03:10 PM
პოსტი
#19
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თითოეული ქალიშვილისა და ჭაბუკის წინაშე ცხოვრების გზების ფართო არჩევანი იშლება, რომელთაგან სამწუხაროდ, ბევრი დამღუპველი, - ამგვარი სიტყვები ხშირად ისმის სასულიერო პირებისგან, მათგან, ვინც სულიერი თვალით აკვირდებიან ჩვენს ახალგაზრდობას. - ისინი მგრძნობიარენი არიან იმ სიბინძურისა და სიცრუის მიმართ, რაც ტელეეკრანებიდან, ინტერნეტიდან და ბულვარული პრესიდან იღვრება. ჩვენ უდიდესი უბედურება გვემუქრება, თუ ახაგაზრდები ამ სიცრუის შედეგად წარმოშობილი დაავადებების მიმართ იმუნიტეტს არ გამოიმუშავებს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 22 2025, 03:40 PM
პოსტი
#20
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მონიტორის ეკრანზე განვითარებული მოქმედებები იმავე მიზეზით იზიდავს ბავშვებს, რითაც ზღაპრები. გამოგონილი სამყარო გაცილებით ნათელი და მომხიბვლელია, ვიდრე სინამდვილე. აქ საჭიროა არაა ადამიანთა სულების მზაკვრობებში გარკვევა და საკუთარი ქცევის შედეგების წინასწარ გამოცნობა. წესები მარტივად გასაგებია: მოკალი ცუდები, ააცალე საკვები და იარაღი, ხოლო როდესაც ყველას დაამარცხებ და განსაზღვრული რაოდენობის ქულებს დააგროვებ, გადახვალ შემდეგ დონეზე. მოთამაშის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ყოველთვის იოლად შეიძლება.
ვირტუალური გასართობების გულუხვი შემქნელები მომხმარებლებს ერთ თამაშშაიც კი ხშირად რამდენიმე სიცოცხლეს სთავაზობენ. რა სასიამოვნოა, როცა მორიგ ჯერზე მოგკლა საშინელმა მტერმა და შენ ოპტიმიზმით წამოიძახებ: "ეს არაფერი! რამდენი სიცოცხლე დამრჩა?" მაგრამ, ასე ხომ არ ხდება რეალობაში?" /მართლმადიდებელი ექიმი კონსტანტინე ზორინი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th October 2025 - 12:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი