IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ევროპა საქართველოს გადასახედიდან
marine
პოსტი May 26 2025, 01:37 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ევროპა ვახსენეთ და შეგახსენებთ პატრიარქის ევროპისადმი დამოკიდებულებას რომლებზეც მრავალჯერ განაცხადა ელჩებთანაც კი, "ჩვენი გზა ევროპისკენაა".

"როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპის სტრუქტურებში გაერთიანებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეზღუდული ვართ, კავშირი გვქონდეს სხვა ორგანიზაციებთან.

საქართველო "ქრისტიანული ევროპის ნაწილია", მაგრამ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს "ტრადიცია და აზროვნების წესი" (05.03.2014).

"საქართველოს იზიდავს ის ფასეულობები, რომელიც აქვს ევროპას" (04.05.2015).

"ევროკავშირში გაწევრიანება დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ვფიქრობთ არამხოლოდ იმაზე, რას მოგვიტანს ევროპა, არამედ რას შევიტანთ ევროპაში".

"ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართელოს ჰქონდა,..., ქართული მეცნიერება, სულიერება, იმდენად ძლიერია და იმდენად მაღლა დგას, რომ ბევრი რამ, უცხო ქვეყნებმა, შეიძლება საქართველოსგან ისწავლონ...

- მე მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა, ჩვენი ქართული, ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა - ყვეალფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროპას ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა" (05.07.2015)"

/კათილიკოს-პატრიარქი ილია II
ჟურნალი "ვიხარებდეთ ორთავ სოფელსა შინა" N1, 01.03.2025, გვ.14/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 01:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი