IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მესვეტე მამები
marine
პოსტი Mar 15 2026, 08:44 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სვიმეონ მესვეტე [386-459] დღედაღამ ლოცულობდა, შუადღის სამი საათიდან მზის ჩასვლამდე მასთან მოსულ ხალხს მოძღვრავდა, ხშირად სვეტზე დაისიდან აისამდე მაღლა აწვდილი ხელებით იდგა.

სვიმეონი წლების განმავლობაში ოთხ სხვადასხვა სვეტზე იდგა.

ბოლო სვეტზე მან იღვაწა 30 წლის განამვლობაში და დაახლოებით 73 წლის ასაკში, 459 წელს აღესრულა, წმინდა მამას ხანგრძლივად ფეხზე დგომის გამო განგრენა დაემართა და გარდაიცვალა.

ა. ჰარნაკი შენიშნავდა, რომ სვიმეონის სტილი საკმაოდ რთული იყო და ძლიერ არ განვითარებულა, თუმცა ითვლება, რომ ეს სტილი წარმატებულია, რადგან დღესაც მიიჩნევა, რომ ექსტრემალური-ასკეტიზმი სწორედ აქაა შენარჩუნებული"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2026, 03:12 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათი, როგორც სამონასტრო ცენტრი და მონაზონთა ძველი სავანე, გამორჩეულია ასკეტი მამებისა და დედების ფრესკებით, მთავარ ტაძარში ვხვდებით მესვეტე მამათა, მეუდაბნოე განდეგილ ბერთა, მონაზონ დედათა და მოღვაწეთა გამოსახულებებს, რომლებიც ასე მრავლად სხვაგან არ არის შემორჩენილი"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2026, 06:44 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათში დასავლეთ მკლავში მრავლად არის ასევე გამოსახული მესვეტე ბერები: ავლიპი, პატაპი, სვიმეონი და სხვა..."

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2026, 04:49 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი ნეტარი მესვეტეები უსაშველოდ უძლურდებოდნენ. მუდმივად დგომისაგან ფეხები უსივდებოდათ, წყლულები უჩნდებოდათ და აუტანელი ტკივილით იტანჯებოდნენ.

ისინი ნებისმიერ ამინდში ნახევრად შიშვლები იდგნენ.

ერთი მათგანი კინაღამ გაიყინა ზამთრის ღამეში. თოვლის ნამქერი ბობოქრობდა და იგი სრულიად გათოშილიყო. დილით, როდესაც მოწაფეები მასთან, სვეტზე ავიდნენ და მისი გათბობა განიზრახეს, მან მიუგო: "დიახ, ძმებო, კინაღამ მოვკვდი, სრულებით გავითოშე, მაგრამ უფალი შემეწია ა გავთბი".

განა ეს არ არის უძლურებაში აღსრულებული ღვთის ძალა?

განა ღვთიური ძალა არ იზიდავდა სვეტისაკენ ურიცხვ ადამიანს, არა მხოლოდ მახლობველი ადგილებიდან, არამედ ყველაზე მოშორებული მხარეებიდანაც?

რამეთუ მესვეტეთა ღვაწლს შორს გაეთქვა სახელი. იმ უთვალავ ღირს მოღვაწეებზე რას ვიტყვით, რომლებიც აფრიკის მწველ უდაბნოებსა და შორეულ ჩრდილოეთის გაუვალ, ჭაობიან ტყეებში ცხოვრობდნენ?"

/წმიდა ლუკა (ვოინო-იასენეცკი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2026 - 04:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი