IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართველ მეფეთა და მათი ოჯახის წევრების საფლავები, სურათები, აღწერილობა
Lenus
პოსტი Jun 20 2007, 08:08 AM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ეს საკითხი გვერდით თემაში წამოიჭრა და მგონი კარგი იქნებოდა ცალკე გავცნობოდით ან გაგვეხსენებინა რომელი მეფე სადაა დაკრძალული.

მე ასევე მაინტერესებს ბატონიშვილთა და დედოფალთა გარდაცვალების დეტალებიც და საფლავების ადგილსამყოფელიც.

დავიწყოთ ნელნელა, რადგან აქ ძირითადად მრევლი შემოდის, ყველას გთხოვდით რომ ვინც სდ მოხვდებით, სურათი გადაუღოთ ეკლესიებში ან მონასტრებში განსვენებული მეფეებისა და მათი ოჯახის წევრების საფლავებს.

წინასწარ მადლობა ყველას!


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 20 2007, 10:13 AM
პოსტი #2


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jun 20 2007, 10:49 AM
პოსტი #3


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ეს შეკითხვა დაისვა გვერდზე თემაშივე,

ვეშაპო,

ქ. ყუმში ჯერეჯრობით აღმოვაჩინე სამი მეფის საფლავი:

1) როსტომი, ანუ რუსტამი (ხოსრო-მირზა)
2) ვახტანგ V, (შაჰ-ნავაზი)
3) კახეთის მეფე დავით II (იმამ-ყული ხანი)

თუ ვინმე მოხვდებით ირანში, შეიარეთ ყუმში...


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likita
პოსტი Jun 20 2007, 04:40 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 138
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,772



1737წ გარდაიცვალა ვახტანგ VI და დაკრძალულია ასტრახანში
1762წ პეტერბურგშივ გარდაიცვალა თეიმურაზ II. დაკრძალეს ასტრახანში, ვახტანგVI გვერდით.


--------------------
[size=3]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likita
პოსტი Jun 20 2007, 04:50 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 138
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,772



www.people.istoria.ge ამ საიტიდანაც შეიძლება ინფორმაციის ამოღება.
სურათებს მერე დაურთავთ.....


--------------------
[size=3]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jun 22 2007, 09:10 AM
პოსტი #6


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ერთი გენეალოგიური საიტიდან:

დავით IV აღმაშენებელი - გელათი
დემეტრე I - გელათი
დავით V - გელათი
გიორგი III - გელათი
დემეტრე II - მცხეთა (არ ეწერა ზუსტად სვეტიცხოველი თუ სამთავრო)
ვახტანგ II - გელათი
დავით VIII - მცხეთა
ვახტანგ III - დმანისი (!)
გიორგი VII - მცხეთა
ალექსანდრე I - მცხეთა

ქართლის მეფეებიდან
ლუარსაბ I - მცხეთა (მისი შვილიც მცხეთაში დაუსაფლავებიათ)
სვიმონ I - მცხეთის მონასტერი
გიორგი X - მცხეთის მონასტერი
როსტომი (ხოსრო-მირზა) - ყუმი, ირანი. (მისი მცირეწლოვანი ძე, ოტია - სვეტიცხოველი)
ვახტანგ V (შაჰ-ნავაზი) - ყუმი, ირანი
გიორგი XI - ჰერატ (?) - არ ვიცი რას ნიშნავს...
ვახტანგ VI - ასტრახანი
ბაქარი - მოსკოვი, დონის მონასტერი
[ ვახტანგის უკანონო შვილებიდან:]
** ვახუშტი (გ1772) - მოსკოვი, დონის მონასტერი
** რუსტამი - ტირის (tiris?) მონასტერი
იესე - გარეთუბანი (??)
იესეს შვილიშვილი არსენი - თბილისი, სიონის ტაძარი

კახეთის მეფეები
ალექსანდრე II - ალავერდის მონასტერი
თეიმურაზ I - ალავერდის მონასტერი
ერეკლე I - ალავერდის მონასტერი
დავით II (იმამ-ყული-ხანი) - ყუმი, ირანი
თეიმურაზ II - მცხეთა ეწერა, მაგრამ აშკარად შეცდომაა, ასტრახანშია დასაფლავებული
ძე, სოლომონი - სიონი
ერეკლე II - მცხეთა, სვეტიცხოველი
გიორგი XII - მცხეთა, სვეტიცხოველი


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jun 28 2007, 04:17 PM
პოსტი #7


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ახლახან აღმოვაჩინე 3 ცლის წინ გადაღებული სურათები - სვეტიცხოვლის საფლავებია. ხარისხი ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ უკეთესის გამოჩენამდე დავდებ.

პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი, სვეტიცხოველი, გარდ 1984 წელს, პოეტი, ცნობილი სიმღერების ტექსტების ავტორი.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა.

IPB-ს სურათი

მეფე გიორგი XII

IPB-ს სურათი

დედოფალი მარიამ, გიორგი XII მეუღლე

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jun 28 2007, 04:46 PM
პოსტი #8


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



პეტრე ალექსანდრეს ძე (თუ არ ვცდები) ბაგრატიონ გრუზინსკი.

IPB-ს სურათი



ბატონიშვილი თეკლა, ერეკლე II-ის ასული

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ბატონიშვილი ბარბარე, ილიას ასული

IPB-ს სურათი

ჯერჯერობით ჩემთვის უცნობი საფლავი (მეფის ოჯახი)

IPB-ს სურათი

და კიდევ ერთი ასეთივე საფლავი

IPB-ს სურათი


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 28 2007, 06:15 PM
პოსტი #9


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(Lenus @ Jun 20 2007, 11:49 AM) *

ეს შეკითხვა დაისვა გვერდზე თემაშივე,

ვეშაპო,

ქ. ყუმში ჯერეჯრობით აღმოვაჩინე სამი მეფის საფლავი:

1) როსტომი, ანუ რუსტამი (ხოსრო-მირზა)
2) ვახტანგ V, (შაჰ-ნავაზი)
3) კახეთის მეფე დავით II (იმამ-ყული ხანი)

თუ ვინმე მოხვდებით ირანში, შეიარეთ ყუმში...



როგორ არ ვიცოდი, თორემ ვნახავდი sad.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jun 28 2007, 06:36 PM
პოსტი #10


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ნათია

ნამყოფი ხარ ყუმში ???


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Sep 17 2007, 12:52 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



აბა რას იტყვით თამარ მეფის საფლავზე? როგორც ამბობენ გელათის მონასტერშია დაკრძალული თამარ მეფე, ნუთუ აქამდე ეს არავინ იცოდა? იქნებ სეგნებულადაც მალავდნენ? როგორ ფიქროფთ........
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2026, 02:46 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათში ასევე დაცული არის გვიანი შუასაუკუნეებში მოღვაწე ქართველი მეფეებისა და საეკლესიო მოღვაწეების საფლავის ქვები. მათ შორის არ არის ცნობილი, ვინ განისვენებს ზოგიერთ საფლავში. ჩვენი ყურადღება მიიპყრო გელათის მთავარ ტაძარში წმ. მარინეს სახელობის (ჩრდილოეთით) ეკვდერში, შესასვლელ კართან არსებულმა საფლავის ქვამ.

იგი საკმაოდ ძველია და არ გამოვრიცხავთ, რომ საფლავში XIII-XIV საუკუნეში მოღვაწე რომელიმე ქართველი მეფე განისვენებდეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია გელათში დაცული დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსთა საფლავის ქვები. ჩვენ საშუალება გვაქვს მთავარ ტაძარში დავაფიქსიროთ XVII და XVIII საუკუნეების ორი საფლავის ქვა, ორივე მათგანი კარგად არის დაცული. ასევე უნდა ვთქვათ, რომ გელათის მონასტრის ეზოში შემორჩა აფხაზეთის უცნობი კათალიკოსის, იაკობის საფლავის ქვა.

სავარაუდოა, რომ კათალიკოსი XV საუკუნეში მოღვაწეობდა, რადგან შემდგომი პერიოდის კათალიკოსებზე მეტნაკლებად გვაქვს ცნობები. წყაროების მიხედვით, გელათის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში განისვენებს XVI საუკუნის ცნობილი კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე.

გამოდის, რომ გელათი არამარტო სამეფო საძვალე მონასტერია, არამედ აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსთა საძვალე განსასვენებელიც არის, რაც მის უნიკალურობას კიდევ უფრო ზრდის.

გელათის სამონასტრო კომპლექსში ოთხასი წლის განმავლობაში კათალიკოსებიც იკრძალებოდნენ, რაც არ არის გასაკვირი, რადგან გელათი საკათალიკოსო კათედრალი და რეზიდენცია იყო.

აქ შემორჩენილია ასევე გაენათელი ეპისკოპოსის საფლავის ქვა თავისი საქტიტორო წარწერით (გედეონ ლორთქიფანიძე), წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ გელათში სხვა გაენათელი ეპისკოპოსებიც განისვენებენ, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გელათი გაენათელ მღვდელმთავართა განსასვენებელიც იყო"

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.50-51/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2026, 11:32 AM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისტორიკოსი ბაბილინა ლომინაძე შენიშნავდა:

საფლავის ეპიტაფიების ავტორები თვითონ იყვნენ და ეპიტაფიის ტექსტს თავად ადგენდნენ ხოლმე"

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.101/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2026, 03:21 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[გელათის] დასავლეთის მინაშენში იოაკიმესა და ანას სახელობის ეკვდერში განისვენებენ იმერეთის მეფე ალექსანდრე მესამე და მისი მეუღლე ნესტან-დარეჯანი (XVII ს.), სამხრეთის კედელზე გამოსახულია მათი პორტრეტები.

ეკვდერში არის რამდენიმე საფლავი, მათ შორის ყველაზე ძველია აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს იოსების (ბაგრატიონი 1776 წ.). დიდი ზომის საფლავის ქვა მდებარეობს ტრაპეზის ქვეშ. საქმე იმაშია, რომ იოსებ კათალიკოსის დაკრძალვის შემდეგ ეკვდერის თავდაპირველი მდგომარეობა გარკვეულწილად შეიცვალა და შესაძლოა სწორედ მაშინ გადაიფარა მეფე-დედოფლის საფლავის ქვები"

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.125/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2026, 07:21 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გელათში დაკრძალული მეფე-დედოფლების და სასულიერო პირთა ნუსხა


დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებულ სამეფო საძვალეში საქართველოს ყველაზე მეტი მეფე-დედოფალია დაკრძალული. აღსანიშნავია, რომ გელათში მეფეთა გვერდით იკრძალებოდნენ მათი მეუღლეები, ასევე ბატონიშვილები, ანუ სამეფო ოჯახის წევრებიც.

გელათის სამეფო საძვალეში პირველად მღვდელმთავარი გიორგი ჭყონდიდელი დაკრძალეს: „ოვსეთს ყოფასა შინა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი... და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და მუნ დაემარხა“. ეს ფაქტი კარგად მოწმობს, რაოდენ პატივს მაიგებდა დავით მეფე თავის აღმზრდელს.

ერთიანი საქართველოს მეფეები

„1.წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1125 წელი სამხრეთ კარიბჭე. XVI საუკუნის მეორე ნახევარში, წმინდანად შერაცხვის შემდეგ, გადაასვენეს გელათის მთავარი ტაძრის საკურთხეველში. გელათში განისვენებს ასევე დავითის მეუღლე გურანდუხტი, კონკრეტული ადგილსამყოფელი უცნობია.

2.დემეტრე პირველი 1156 წელი, გელათის მთავარი ტაძრის ერთ-ერთი ეკვდერი (სავარაუდოდ დასავლეთ ან სამხრეთ მინაშენში). დემეტრეს მეუღლე თამარი. ჯ. სამუშიას მიხედვით, დემტრეს მეუღლე იყო რუსუდანი, რომელთანაც დემტრეს ხუთი შვილი შეეძინა.

3.დავით მეხუთე, დემეტრეს ძე 1155 წ. მეუღლე თამარი.

4.გიორგი მესამე 1184 წ. (სავარაუდოდ, მთავარი ტაძრის სამხრეთ მინაშენი). მისი მეუღლე ბურდუხანი 1182წ.

5.წმინდა მეფე თამარი 1213 წ. (წმ. ანდრიას სახელობის ეკვდერი, ან საკურთხეველთან საიდუმლო აკლდამა?). დავით სოსლანი 1206 წ. მთავარი ტაძარი.

6.გიორგი IV ლაშა 1223 წლის 18 იანვარი. (სავარაუდოდ მთავარი ტაძრის სამხრეთი მინაშენი).

7.მეფე რუსუდანი 1245 წელი (სავარაუდოდ, მთავარი ტაძრის სამხრეთი მინაშენი).

8. დავით VI ნარინი 1293 წელი, დაკრძალულია წმინდა ანდრიას სახელობის ეკვდერში. დავითის მეუღლე დედოფალი თამარ ამანელიძე.

9.ვახტანგ II, დავით ნარინის ძე გარდაიცვალა 1292 წელს. მისი მეუღლე ოლჯათ-ხათუნი (წმ. ანდრიას სახელობის ეკვდერი).

10.დავით IX 1360, მისი მეუღლე სინდუხტარი (ზუსტი ადგილი უცნობია).

11.ბაგრატ V 1339, მისი მეუღლე ანა (მთავარი ტაძრის სამხერთი კარიბჭე).

12.ბაგრატ VI 478. (ქართლ-იმერეთის მეფე), მისი მეუღლე ელენე. (ზუსტი ადგილი უცნობია, ერთ-ერთი ეკვდერი.

ზოგი მოსაზრებით, გელათში განისვენებენ ასევე დასავლეთ საქართველოს მეფეები: კონსტანტინე პირველი - 1327, მიქელ - 1329. მათ გარდა დასავლეთ საქართველოს მეფეები იყვნენ ბაგრატ პირველი (1329-1330) და გიორგი პირველი, ბაგრატის ძე 1389-1392. ასევე ჯ. სამუშიას აზრით, გელათში უნდა განისვენებდეს დემეტრე პირველის ქალიშვილი რუსუდან დედოფალი, რომელიც ირანში იყო გათხოვილი და შემდეგ საქართველოში დაბრუნებულა. გელათში უნდა განისვენებდეს ერთიანი საქართველოს მეფეთა ოჯახის ზოგიერთი წევრიც, თუმცა ამის შესახებ საისტორიო წყაროები არაფერს გვეუბნებიან.


იმერეთის მეფეები


13. ალექსანდრე II 1510 წ. მისი მეუღლე თამარი (ჩვენი ვარაუდით, წმინდა მარინეს ეკვდერი, სამხრეთი მხარე).

14. ბაგრატ III 1565 . მისი მეუღლე ელენე. გელათის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

15. გიორგი II 1586. მეუღლე რუსუდანი, თამარი. გელათის წმინდა გიორგის ტაძარი

16. როსტომი I 1605 წ. მისი მეუღლე თინათინი, ნესტან-დარეჯანი. (გელათის მაცხოვრის სახელობის ეკვდერი).

17. გიორგი III 1639 წ. მისი მეუღლე თამარი (გელათის მაცხოვრის სახელობის ეკვდერი).

18. ალექსანდრე III 1660 წ. მისი მეუღლე, დარეჯანი, (გელათის დასავლეთის მინაშენი, იოაკიმესა და ანას სახელობის ეკვდერი)

19. ბაგრატ IV 1681 წ. (დაკრძალვის ზუსტი ადგილი უცნობია, შესაძლო წმ. მარინეს ეკვდერი სახმრეთით)

20. გიორგი VI 1720 წ. (გელათის მაცხოვრის სახელობის ეკვდერი)

21. ალექსანდრე V 1752 წ. მისი მეუღლე მარიამი (ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკვდერი)

22. თეიმურაზ მამუკას ძე ბატონიშვილი 1772 წ. (დაკრძალვის ზუსტი ადგილი უცნობია)

23. სოლომონ I 1784 წ. გელათის ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძარი. მარიამ დადიანი - მარინეს სახელობის ეკვდერი, გულქანი - დასავლეთის მინაშენი

24. სოლომონ II 1815 წ. გადმოასვენეს ტრაპიზონიდან 1990 წელს. გელათის ღვთისშობლის სახელობის მთავარი ტაძარი

მეფეთა ოჯახის წევრები შედგნილია შედგენილია ი. ბიჭიკაშვილის ნაშრომის მიხედვით "ბაგრატიონები. საქართველოს სამეფო დინასტიის და მისი განშტოებების გენეალოგია", თბ. 2016.

დასახელებ მეფეთა გარდა დასაფლავებული არიან ბატონიშვილები, ზოგიერთი მათგანი გამოსახული არიან გელათის მონასტრის ფრესკებზე, ასე მაგალითად, ბაგრატ მეფის ვაჟები: კონსტანტინე, თეიმურაზი, ვახტანგი, კახეთის მეფე თეიმურაზ პირველის შვილიშვილი გიორგი, ასევე სხვა ბატონიშვილებიც, რომელთა შესახებ ჩვენ ცნობები არ გვაქვს.

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.178-180/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2026, 05:59 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათის სამეფო მონასტერში XVIII საუკუნის განმავლობაში იმერეთის რამდენიმე მეფე-დედოფალი დაასაფლავეს. მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ იმერეთის მეფე გიორგი VI, რომელიც 1720 წელს დაკრძალეს მთავარი ტაძრის მაცხოვრის სახელობის ეკვდერში. იმ დროისათვის აღნიშნული ეკვდერი უკვე შევსებული იყო მეფეთა საფლავებით.

როგორც აღვნიშნეთ, იქ 1605 წელს დაასაფლავეს იმერეთის მეფე როსტომი, გაენათელი მღვდელმთავარი ბატონიშვილი სვიმეონი 1605 წლის ახლოს, ბატონიშვილი კონსტანტინე, თავის მეუღლით და 1639 წელს იმერეთის მეფე გიორგი III.

უნდა შევნიშნოთ, რომ დღესდღეობით ეკვდერში ჩანს მხოლოდ სამი საფლავის ქვა, რომელთაგან ერთი, უფრო ძველი, ეკუთვნის გაენათელ სვიმეონს, დანარჩენი ორი კი დიდი ალბათობით უნდა იყოს იმერეთის მეფე გიორგი მესამისა და მისი მეუღლის თამარის საფლავის ქვები.

ჩვენთვის უცნობია ეკვდერის რომელ ნაწილში დაასაფლავეს 1720 წელს გარდაცვლილი გიორგი მეფე, თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, ეკვდერში უნდა იყოს სამეფო აკლდამა"

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.111/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2026, 02:41 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათის გამშვენიერებასა და სრულყოფილებაზე ზრუნავდნენ საქართველოს ყველაზე მეტად ცნობილი მეფეები, ეს არც არის გასაკვირი, რადგან იგი მათი საბოლოო განსასვენებელი უნდა გამხდარიყო.

ინტერესს იმსახურებს ის ფაქტი, რომ გელათი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამშვენიერებული და შემკობილი ტაძარი იყო, თუმცა მეფეთა საფლავები გამოირჩევა განსაკუთრებული უბრალოებით.

ეს შეგვიძლია ვთქვათ დავითის საფლავზეც. უბრალო, არაფრით გამორჩეული ქვა - ეს არ არის შემთხვევითი ფაქტი. ქართული ტრადიცია არ ითვალისწინებდა პომპეზურ საფლავის მოწყობას, ამასთანავე მეფის საფლავი ხშირად გასაიდუმლოებულიც რჩებოდა და მისი ნეშტი საფლავის ქვემოთ შესაძლოა არ ყოფილიყო, ძველი საფლავები კი გვიან პერიოდში დაგებულმა ქვის იატაკმა გადაფარა. აქედან გამომდინარე, ჩვენამდე მხოლოდ დავით აღმაშენებელის საფლავმა მოაღწია უცვლელი სახით"

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2026, 03:34 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მესამე რიგს უნდა მივაკუთვნოთ გვიანი პერიოდის XVIII-XIX საუკუნეების საფლავები, მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ იოსებ კათალიკოსის (1776წ.) საფლავის ქვა დასავლეთ მინაშენში და მისი ძმის, სოლომონ პირველის (1784წ.) საფლავის ქვა.

სოლომონ მეფე იყო ის პირი, რომელიც თავისი დამსახურების გამო დაკრძალეს მთავარი ტაძრის დარბაზში. სოლომონის შემდეგ კი შუა ტაძარში დაკრძალვის პატივი ხვდა წილად 1896 წელს იმერეთის სახელოვან ეპისკოპოსს გაბრილ (ქიქოძეს)"

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.52/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2026, 03:16 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფეთა საფლავების საკითხზე საუბრისას ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - 1990 წელს, როდესაც გელათის მთავარ ტაძარში ჩრდილო-დასავლეთით ამზადებდნენ სოლომონ მეორის განსასვენებელს, ძალზე გაჭირდა საფლავის გაჭრა, რადგან საძირკველში იყო კლდე.

ანალოგიური რამ მოხდა 2005 წელს, როდესაც ამჯერად ჩრდილოეთ მხარეს, ამბიონთან ახლოს, გაჭრეს გაენათელი მიტროპოლიტის ექვთიმე შარაშიძის საფლავი.

მაშასადამე, გელათის მთავარი ტაძარი დგას კლდოვან ქანებზე. იგივე შეიძლება ითქვას მთავარი ტაძრის ეკვდერზეც, რომლებშიც ძირითადად არის ქართველ მეფეთა განსასვენებლები, შესაბამისად, ეკვდრების ქვემოთ იატაკი კლოდოვანი ქანი უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ისინი საგანგებოდ უნდა გაეჭრათ. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეკვდრების ქვემოთ უნდა იყოს საძვალე აკლდამები, მათი არსებობა მთავარი ტაძრის ამბიონის მიდამოებშიც არის შესაძლებელი"

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.48/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2026, 04:08 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...XVII საუკუნის დამდეგს მაცხოვრის სახელობის ეკვდერში დაასაფლავეს ყველა დასახელებული პირი და ეკვდერი წარმოადგენს გვიანი პერიოდი იმერეთის მეფეთა საოჯახო სასფლაოს.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდში ეკვდერმა დაკარგა პირვანდელი სახე, მოიხატა კედლები, მოაწყვეს სასაფლაო ახალი საფლავის ქვებით, რამაც აბსოლუტურად შეცვალა ყველაფერი.

ასევე უნდა ითქვას, რომ მაცხოვრის სახელობის ეკვდერში გამოსახულია ყველაზე მეტი ისტორიული პირის პორტრეტი და საფლავთა რაოდენობაც, თუ შევადარებთ სვა ეკვდერებს, ყველაზე მეტია.

ექვთიმე თაყაიშვილმა 1920 წელს გელათში ყოფნისას თავის დღიურში ჩაწერა, რომ ამბობენ ეს ეკვდერი იყო დანიშნული სოლომონ მეორისა და მისი ცოლის მარიამის დასამარხავად, მაგრამ სოლომონი გარდაიცვალა ტრაპიზონში, ხოლო მარიამი პეტერბურგში"

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.143/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 01:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი