დავით აღმაშენებლის გამოსახულება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავით აღმაშენებლის გამოსახულება |
Sotiris |
Jul 18 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
დაპირებისამებრ ვდებ დარეჯან კლდიაშვილის სტატიას ”წმ. გიორგის ხატი სინას მთიდან დავით აღმაშენებლის გამოსახულებით” (ფრანგულ ენაზე). სტატია ეხება ერთ სინურ ხატს, რომელზეც წმ. გიორგისთან ერთად პრაქტიკულად უეჭველად დავით აღმაშენებელია გამოსახული. ხატი მისსავე სიცოცხლეში უნდა იყოს შესრულებული, 1104-1118 წლებს შორის, ალბათ უფრო 1104 წლის მახლობელ ხანაში. ვისაც მეცნიერება არ აინტერესებს, შეუძლია ხატის ნახვით დაკმაყოფილდეს. ამავე სტატიაში მოყვანილია შიომღვიმის მონასტრისადმი დავითის მიერ მიცემული სიგელის ნაწილის ფოტო, მის მიერვე წარწერილი Sin. 10 ხელნაწერის ერთი ფურცლის ფოტო (ეს ორი ფოტო რატომღაც თავდაყირაა დაბეჭდილი) და დავითის მონეტის ფოტო (მონეტა ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული).
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Sotiris |
Jul 18 2007, 07:01 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
არა, მე მესმის, რომ ხალხი სკამთაყვანისცემის ერესთან ბრძოლითაა დაკავებული, მაგრამ ეს თემა გამოხმაურების ღირსი არ იყო?
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
kato_Bato |
Jul 18 2007, 07:31 PM
პოსტი
#3
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ვერ ვნახე
-------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
Lenus |
Jul 18 2007, 07:32 PM
პოსტი
#4
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
სოტირის, ძალიან დიდი მადლობა, მე მაინც არ დავტოვებდი ასეთ თემას ისტორიის პატივისცემის გამო უყურადღებოდ, მაგრამ მართლა საშინლად დაკავებული ვარ, მარტო ფაილის გადაწერა მოვასწარი.
რაც შენ გამოაქვეყნე არის სასწაული, გაგახაროს ღმერთმა!! -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Sotiris |
Jul 18 2007, 07:45 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ვერ ვნახე 1) Acrobat Reader-ი გაქვს? თუ არ გაქვს, აქედან გადმოწერე და დააყენე. 2) ფაილი fast.-ge-ზეც ავტვირთე. 3) სურათები სტატიის ბოლოშია, პდფ-ფაილის მეათე გვერდიდან მოყოლებული. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ქევანა |
Jul 18 2007, 08:52 PM
პოსტი
#6
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
რა ვქნა, ფრანგული არ ვიცი. როგორც ვისწავლე და ვიცოდი, დავითის ორი გამოსახულება გვქონდა: ერთი მონეტაზე და ერთიც გელათში. მაიტერესებს, მაგრამ სხვებს დაველოდები... კითხვების დასმის მეშინია უკვე,.
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
abo |
Jul 18 2007, 09:23 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
არა, მე მესმის, რომ ხალხი სკამთაყვანისცემის ერესთან ბრძოლითაა დაკავებული, მაგრამ ეს თემა გამოხმაურების ღირსი არ იყო? გაიხარე ნამდვილად იყო გამოხმაურების ღირსი , კი მაგრამ როდინდელია ეს ინფორმაცია? მადლობა , რომ საქმის კურსში ჩაგვაყენე -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
Sotiris |
Jul 18 2007, 10:46 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
გაიხარე ნამდვილად იყო გამოხმაურების ღირსი , კი მაგრამ როდინდელია ეს ინფორმაცია? 20 წლის წინანდელი სტატიაა. პირველად ამ ხატის არსებობის შესახებ დაწერა ეპისკოპოსმა პორფირი უსპენსკიმ 1856 წ.-ს. რომელი მეფე იყო გამოსახული, ეს არ იცოდა, მაგრამ ბაგრატიონი რომ იყო, ეს ამოიკითხა ბერძნული წარწერიდან. ცაგარელმა სინას მთაზე ვიზიტისას ეს ხატი ვერ ნახა, მაგრამ მიუხედავად ამისა 1888 წ.-ს მაინც გამოაქვეყნა მისი აღწერილობა და მეორე ხელით შესრულებული ასლი პორფირი უსპენსკის არქივიდან. ხატი შემთხვევით ხელახლა აღმოაჩინა 1908 წ.-ს ვლადიმირ ბენეშევიჩმა, რომელმაც 1912 წ.-ს მას შესაფერისი გამოკვლევა მიუძღვნა, სადაც დაასკვნა, რომ ეს მეფე დავით აღმაშენებელი უნდა ყოფილიყო. ამის მერე ეს ხატი შეისწავლეს გ. და მ. სოტირიუმ, რომელთა აზრითაც აქ მეფე გიორგი მესამე იყო გამოსახული (უფრო მოგვიანებით აზრი შეცვალეს და ლაშა გიორგის ვერსიაზე შეჩერდნენ). კლდიაშვილის სტატია ამათზე გვიანდელია, ცხადია (სხვათა შორის უსპენსკის არქივიდან ასლი გადმობეჭდა შ. მესხიამ დიდგორის ბრძოლის შესახებ დაწერილ თავის წიგნში). ხატს ორ ენაზე აქვს წარწერები: ბერძნულად და ქართულად. მეფის მარჯვენა მხართან, იქ, სადაც მისი სახელი უნდა ყოფილიყო დაწერილი, ხატი დაზიანებულია. ხატის მარცხენა ზედა კუთხეში ბერძნულად იკითხება: მორწმუნე მეფე ყოვლისა აღმოსავალისა ბაგრატონიანი. შუაში ბერძნული წარწერაა, რომელიც ათსტრიქონიანი იყო, მაგრამ ახლა ფრაგმენტებია შემორჩენილი. ამ წარწერის მე-4-მე-5 სტრიქონებს თ. ყაუხჩიშვილი ისე ხსნის, რომ მათში იკითხება სიტყვები "წმიდა ადგილები" და "დავით თვითმპყრობელი". ხატის ქვედა ნაწილში ხუთსტრიქონიანი ქართული წარწერაა, რომლის ასეთ რეკონსტრუქციასაც გვთავაზობს კლდიაშვილი (მრგვალ ფრჩხილებში ქარაგმების გახსნით მიღებული მარცვლები ან ასოებია, კვადრატულ ფრჩხილებში აღდგენილი ადგილები): ლ[ოცვა ყავ] წმ[ი]დაო მა[რტჳლო გ(იორგ)ი] {გაუშიფრავი სტრიქონი, ძალიან ფრაგმენტული სახით შემორჩა} დ[(ავი)თ აფხაზთ]ა, ქართ[ვე]ლთ[ა], რანთა, [კახ]თა მპყ[რ(ო)ბ](ე)ლსა ღ(მერთ)მ(ა)[ნ შ(ეუნდვე)ნ [ცოდვანი]. ამ(ე)ნ. ტიტულატურითაც დავითი უნდა იყოს, რადგან შირვანშაჰის და შაჰინშაჰის ტიტულები არ ჩანს, რაც ორივე გიორგის ჰქონდა. სოტირიუთა ვერსია იმას ემყარება, რომ მეფის თავიდან მარჯვნივ თითქოს ბერძნული ომეგა იკითხება, რაც გიორგიზე უნდა მიუთითებდეს, მაგრამ კლდიაშვილი ამბობს ნათელი შთაბეჭდილება მაქვს ეს ქართული ასომთავრული დ უნდა იყოსო, რომელიც თ-ს ან ა-ს შეიცავსო (ეს ალბათ აქაც დავითის სახელია დაქარაგმებული). -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ლილიანა |
Jul 18 2007, 11:09 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
Sotiris
ძალიან საინტერესო ინფორმაცია დიდი მადლობა ! -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
ქევანა |
Jul 18 2007, 11:58 PM
პოსტი
#10
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ხომ ვთქვი სხვებს უნდა დაველოდო მეთქი. საინტერესო იყო....
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
abo |
Jul 19 2007, 01:56 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
Sotiris
შენ გაიხარე, მადლობა. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
LOVEGAME |
Jul 19 2007, 02:40 AM
პოსტი
#12
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 11-July 07 წევრი № 2,438 |
სტატია რა ენაზეა დაცერილი? ფრანგულიც ვცადე ესპანურიც და იტალიურიც მაგრამ მაინც ვერ თარგმნის
ძალიან მაინტერესებს სტატიის შინაარსი ვინმე მოკლე შინაარს ხომ ვერ გაგვაცნობდა -------------------- მე მძულს თქვენი აზრები, მაგრამ იძულებული ვარ პატივი გცეთ თქვენ!!! |
ქევანა |
Jul 20 2007, 12:50 AM
პოსტი
#13
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
სოტირისი დაგვეკარგა, ალბათ მასალებს აგროვებს....
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
sable |
Oct 8 2007, 02:07 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
Sotiris
სტატია კი კარგია მაგრამ ვერ გადმოვქაჩე შეგიძლია სხვა საიტზე ატვირთო რაიმე ქართულზე? -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
Misha_kartveli |
Oct 8 2007, 09:27 PM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 23-September 07 წევრი № 2,821 |
Sotiris
დიდი მადლობა მართლაც საინტერესო სტატია ჩანს. თუ შეიძლება, რომ ამიხსნა ეს დარეჯან კლდიაშვილი პროფესიით ვინაა ? -------------------- წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
|
athos |
Jun 4 2010, 08:50 PM
პოსტი
#16
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
-------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
shavlegi |
Jun 5 2010, 10:05 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 7-July 09 წევრი № 7,229 |
ამას ჯერ წარწერის წაკითხვა უნდ. აბა ისე ვარაუდით ვერ გაიგებთ. შეიძლებასხვა წმინდანია ან საერთოდ არაა წმინდანი :l
|
athos |
Jun 5 2010, 10:16 PM
პოსტი
#18
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
shavlegi
ციტატა ამას ჯერ წარწერის წაკითხვა უნდ. აბა ისე ვარაუდით ვერ გაიგებთ. შეიძლებასხვა წმინდანია ან საერთოდ არაა წმინდანი :l როგორც ზემოთ უკვე დაწერა სოტირისმა წარწერა ასე იშიფრება: ლ[ოცვა ყავ] წმ[ი]დაო მა[რტჳლო გ(იორგ)ი] {გაუშიფრავი სტრიქონი, ძალიან ფრაგმენტული სახით შემორჩა} დ[(ავი)თ აფხაზთ]ა, ქართ[ვე]ლთ[ა], რანთა, [კახ]თა მპყ[რ(ო)ბ](ე)ლსა ღ(მერთ)მ(ა)[ნ შ(ეუნდვე)ნ [ცოდვანი]. ამ(ე)ნ. აი მისი მთლიანი პოსტი: ციტატა 20 წლის წინანდელი სტატიაა. პირველად ამ ხატის არსებობის შესახებ დაწერა ეპისკოპოსმა პორფირი უსპენსკიმ 1856 წ.-ს. რომელი მეფე იყო გამოსახული, ეს არ იცოდა, მაგრამ ბაგრატიონი რომ იყო, ეს ამოიკითხა ბერძნული წარწერიდან. ცაგარელმა სინას მთაზე ვიზიტისას ეს ხატი ვერ ნახა, მაგრამ მიუხედავად ამისა 1888 წ.-ს მაინც გამოაქვეყნა მისი აღწერილობა და მეორე ხელით შესრულებული ასლი პორფირი უსპენსკის არქივიდან. ხატი შემთხვევით ხელახლა აღმოაჩინა 1908 წ.-ს ვლადიმირ ბენეშევიჩმა, რომელმაც 1912 წ.-ს მას შესაფერისი გამოკვლევა მიუძღვნა, სადაც დაასკვნა, რომ ეს მეფე დავით აღმაშენებელი უნდა ყოფილიყო. ამის მერე ეს ხატი შეისწავლეს გ. და მ. სოტირიუმ, რომელთა აზრითაც აქ მეფე გიორგი მესამე იყო გამოსახული (უფრო მოგვიანებით აზრი შეცვალეს და ლაშა გიორგის ვერსიაზე შეჩერდნენ). კლდიაშვილის სტატია ამათზე გვიანდელია, ცხადია (სხვათა შორის უსპენსკის არქივიდან ასლი გადმობეჭდა შ. მესხიამ დიდგორის ბრძოლის შესახებ დაწერილ თავის წიგნში). ხატს ორ ენაზე აქვს წარწერები: ბერძნულად და ქართულად. მეფის მარჯვენა მხართან, იქ, სადაც მისი სახელი უნდა ყოფილიყო დაწერილი, ხატი დაზიანებულია. ხატის მარცხენა ზედა კუთხეში ბერძნულად იკითხება: მორწმუნე მეფე ყოვლისა აღმოსავალისა ბაგრატონიანი. შუაში ბერძნული წარწერაა, რომელიც ათსტრიქონიანი იყო, მაგრამ ახლა ფრაგმენტებია შემორჩენილი. ამ წარწერის მე-4-მე-5 სტრიქონებს თ. ყაუხჩიშვილი ისე ხსნის, რომ მათში იკითხება სიტყვები "წმიდა ადგილები" და "დავით თვითმპყრობელი". ხატის ქვედა ნაწილში ხუთსტრიქონიანი ქართული წარწერაა, რომლის ასეთ რეკონსტრუქციასაც გვთავაზობს კლდიაშვილი (მრგვალ ფრჩხილებში ქარაგმების გახსნით მიღებული მარცვლები ან ასოებია, კვადრატულ ფრჩხილებში აღდგენილი ადგილები):ლ[ოცვა ყავ] წმ[ი]დაო მა[რტჳლო გ(იორგ)ი]{გაუშიფრავი სტრიქონი, ძალიან ფრაგმენტული სახით შემორჩა}დ[(ავი)თ აფხაზთ]ა, ქართ[ვე]ლთ[ა],რანთა, [კახ]თა მპყ[რ(ო)ბ](ე)ლსაღ(მერთ)მ(ა)[ნ შ(ეუნდვე)ნ [ცოდვანი]. ამ(ე)ნ.ტიტულატურითაც დავითი უნდა იყოს, რადგან შირვანშაჰის და შაჰინშაჰის ტიტულები არ ჩანს, რაც ორივე გიორგის ჰქონდა. სოტირიუთა ვერსია იმას ემყარება, რომ მეფის თავიდან მარჯვნივ თითქოს ბერძნული ომეგა იკითხება, რაც გიორგიზე უნდა მიუთითებდეს, მაგრამ კლდიაშვილი ამბობს ნათელი შთაბეჭდილება მაქვს ეს ქართული ასომთავრული დ უნდა იყოსო, რომელიც თ-ს ან ა-ს შეიცავსო (ეს ალბათ აქაც დავითის სახელია დაქარაგმებული). მე უბრალოდ გადავაწყდი ერთ-ერთ წიგნში ამ გამოსახულებს და ეს თემა გამახსენდა, ამიტომ ავტვირთე ეს ფოტო -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი