IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ცუდად ვარ
tinatiniii
პოსტი Nov 8 2007, 01:31 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,402



მამო მე და ჩემ მეუღლეს 7 წელი გვიყვარდა ერთმანეტი და წელიწად ნახევარია რაც დავქონწინდით, ჯვარი დავიწერეთ და გამომიცხადა რომ მემგონი სხვა მიყვარსო,თუ ხელს არ მკრავ და მაპატიებ მემგონი დავივიწყებო,გულში სულ ვპიქრობ იქნებ ჯობდა ტავი დამენებებინა,სიყვარული რომ არ დაგვიბრუნდეს მერე რა ვქნა როგორ ვიცხოვროთ ერთად თქო,მაინტერესებს ჩემგან რომ წავიდეს მათ ასეთ ბოროთებაზე აწყობილ სიყვარულს ექნება მომავალი? ან სწორედ მოვიქეცი რომ ვაპატიე და ველოდები რომ ყველაპერი ძველებურად იქნება

ჩვენ მამაოსტანაც ვიყავით და გვაზიარა რომ გავძლიერდეთ და გვტის მადლს ვგრძნობ მაგრამ მაინტერესებს ისევ ისე ვეყვარები როგორ წინა 8 წელი?მაინტერესებს რომელიმე ლიტერატურაში თუ არის ამის შესახებ რამე?წინასწარ გიხდიტ მადლობას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 11 2007, 01:32 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



არათუ ისევ ისე, არამედ უფრო მეტადაც ეყვარებით. ოღონდ სიყვარული ბრძოლით მოიპოვება, საკუთარ თავთან, საკუთარ ნაკლოვანებასთან, ემოციების გონებაზე ზეობასთან ბრძოლით. სწორად მოიქეცით, როცა პატიების გზა აირჩიეთ. მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ სიყვარულის დაბრუნება არ არის მოკლე გზა. უნდა დააფასოთ მეუღლის სიმამაცე და გულწრფელობა, როცა შეძლო გამოეთქვა თქვენთან თავისი გულისტკივილი. ვერაფერი ვერ აერთიანებს ადამიანებს ისე, როგორც სარწმუნოებრივი ერთაზროვნება, თნამოღვაწეობა, თანამლოცველობა. ეცადეთ ამოუდგეთ მას, არ გაუუცხოვდეთ და არ დაარღვიოთ ის ნდობითი ურთიერთობა, რომელმაც შეაძლებინა მეუღლეს პირდაპირ ეთქვა სათქმელი. მიყევით მოძვრის დარიგებებს და თქვენი ოჯახი აუცილებლად გაუძლებს გამოცდას.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 12:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი