![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,023 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დამლოცეთ, მამაო.
მართლმადიდებლურ ლიტერატურაში ასეთი რამ მაქვს ამოკითხული, რომ გინებას უარყოფითი ძალა აქვს და როცა ადამიანი იგინება, ქვაც კი იკუმშება. (ქვა, როგორც ყველამ ვიცით, სახარებაშიც ნახსენებია, როცა უფალი ამბობს: "თუ ესენი დადუმდებიან ქვები იღაღადებენ.") ზოგიერთი ფორუმელი თვლის, რომ სიტყვა მხოლოდ მშრალი ბგერების ერთობლიობაა და მის დადებით თუ უარყოფით ძალაზე საუბარი ზედმეტია. მე ისიც წამიკითხავს, რომ როცა ადამიანი დედას იგინება, უპირველესად დედა ღვთისმშობელს აყენებს უდიდეს შეურაცხყოფას. მამაო, გთხოვთ, ორიოდე სიტყვით გვითხრათ უარყოფითი სიტყვის ძალაზე და რამდენად რეალურად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გინებისას ქვა შეიძლება შეიკუმშოს. პასუხისთვის წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით მარინე პ. ს. ფოურმელებს მინდა ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ თავისი შეხედულებების დაპოსტვისგან, რადგან მხოლოდ მოძღვრის პასუხი მაინტერესებს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
ქვის შეკუმშვა ხატოვანი გამოთქმაა, რომელიც მიუთითებს სიტყვის მნიშვნელობაზე. ადამიანს სიტყვიერი არსება ეწოდება. სიტყვიერება ღმრთის ხატებიდან გამომდინარე გვაქვს.
სიტყვა არ არის მხოლოდ ბგერების თანწყობა, არამედ მისით ადამიანი გადმოსცემს გულის მდგომარეობას. აი რას ვკითხულობთ მათეს სახარებაში: „ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო” (12, 34–37) როგორც ვხედავთ, უფალი ადამიანის გულს საუნჯეს ადარებს, საიდანაც დროდადრო გამოაქვს ადამიანს იქ შენახული: კეთილს – კეთილი, ბოროტს – ბოროტი. სიტყვა არაა თვითმყოფადი ძალა, არამედ არის მატარებელი იმისა, რითიც არის სავსე ადამიანის გული. სიტყვის ზემოქმედება არის ადამიანში მყოფი იმ ძალის, ენერგიის ზემოქმედება, რომელიც აღძრავს ადამიანში სიტყვას და გადმოედინება გულიდან სიტყვების მეშვეობით. ადვილი წარმოსადგენია, რა უნდა იყოს გულში, რა ძალის სამყოფელად უნდა იყოს ის ქცეული, როცა ბაგეებიდან მოედინება ბილწსიტყვაობა, მკრეხელობა, განკითხვა. ვერ ვაფასებთ ჩვენ სათანადოდ სიტყვის მნიშვნელობას, თუმცა უფალი გვაფრთხილებს, რომ მისთვის მოგვიწევს პასუხის გაცემა საშინელ სამსჯავროზე. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 10:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი