IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> რწმუნებისა და ნდობის შესახებ
მნათე
პოსტი Mar 2 2008, 01:05 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ესეც ასე, საიდან დავიწყო არც კი ვიცი...

ალბათ კვლავ იქიდან, საიდანაც რეალური ცხოვრება დავიწყე - ეკლესიაში მოსვლის პირველივე დღიდან, ჩემს ცნობიერებაში ქრისტიანული დოგმატები დამკვიდრდა ბრმად!, მე არ მიმიღია საღვთისმეტყველო განათლება, მე არ მიმიღია კანონიკური ცოდნა - მე უბრალოდ გავხდი მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუმცა ჩემთვის მთავარი მაშინ ქრისტე იყო და არა სწავლება, რადგან სწავლება ყოველთვის სირთულეს და (იმჟამად) ბუნდოვანებას უკავშირდებოდა.. თავი დიდად არ შემიწუხებია და არც სხვა შევუწუხებივარ.. სიმართლე გითხრათ არც ეკლესიის ისტორიას ვიცნობდი კარგად, არც ლიტურგიკას და არც არაფერს... და დიდი პროფესიონალიზმით არც ახლა გამოვირჩევი... მე უბრალოდ ვიყავი მართლმადიდებელი და ჩემი რწმენა მეგონა ერთადერთი ჭეშმარიტება, როგორც ჩემსს თანატოლ მუსლიმანს, ბუდისტს, კრიშნაიდს და ა.შ

ახლა მე ცნობიერში შევედი და ჩემთვის უკვე ნათელი გახდა ბევრი რამ, ნათელი გახდა რატომ და როგორ ვაკეთებდი ამას - თუმცა მაშინ სრულიად გაუცნობიერებლად და გაუაზრებლად... ეს იყო ნდობა ეკლესიისადმი... ის, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია და მხსნელი სოფლისა, ჩემს ბუნებრივ ნორმაში სავსებით ჩაჯდა, სულმა თითქოს იპოვა სწორი ძრავა, ინსტიქტთა კლავიშებმა კი ნოტები - რომელზეც დაკვრა შეუკვეთეს, ეს ნოტები მხიარულების მარშისა იყო, მე კი აქამდე იმას ვუკრავდი რაც ვიცოდი - რექუიემსsmile.gif

მაგრამ აი რა ხდება, როდესაც დოგმატებს არ იცნობ - მაგრამ იცავ?

მე ძალიან ცოტა რამ ვიცი პრიმატის შესახებ, უფრო სწორედ იმდენი, რამდენიც დავას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ მე მაინც აღმოსავლური ეკლესიის შვილი ვარ და პრიმატზე საუბარიც კი დიდ სირცხვილად ისახება ჩემსავე განცდებში, რომელსაც დიდი გავლენა აქვს გარშემო მყოფი ადამიანებისგან smile.gif

ანუ მე რეალურად არაფერი ვიცი, მე არ მომისმენია მეორე მხარისთვის, და ვამტკიცებ ერთს.. რა ქვია ამას?

რომში რომ გავჩენილიყავი, იგივენაირად ვიქნებოდი, მაგრამ მაქვს კი უფლება ვთქვა რომელიმე დოგმატზე უპირობო ჭეშმარიტებააო მანამ, სანამ განსხვავებულ აზრს არ მოვისმენ? სანამ დიდი ხნის ძიების შემდეგ არ მივალ ჭეშმარიტებამდე? ანუ რამდენად დადებითად ეკიდება ეკლესია ამგვარ ლოიალობას, როდესაც ადამიანი თვითგამორკვევის პროცესშია და ებრძვის ბრმა რწმენას, ქრისტიანული სინათლის მტერს?

ანუ რა ხდება, როდესაც მე უბრალოდ ვიღებ იმას, რასაც მთავაზობენ, შემდეგ შევდივარ ცოდნაში - რომელიც არასრულია და მაინც მიკავია მკვეთრად რადიკალური პოზიცია თუნდაც ყველაზე ნათელი მაგალითი რომ ავიღოთ - კათოლიკეების მიმართ? ანუ რა შეგრძნებაა ჭეშმარიტების?

მე ქრისტესი მჯერა, მე ვეძებ მის გზას, მე ვეცნობი მის სწავლებას - მაგრამ მე ხომ ჯერ არ ვფლობ მას? იქნებ არც არის სწორი? რა ხდება ამ პერიოდში? როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი?

რატომ ხდება ასე? რატომ არ მაქვს უფლება პრიმატის შესაძლო სიმართლეში ეჭვი შევიტანო - როდესაც ცოდნას არ ვფლობ?

ხომ არ ვხდებით სუბიექტურები?

მე არაფერს ვამტკიცებ, მე უბრალოდ მიდგომის ახსნას ვცდილობ smile.gif

პ.ს ფანატიკოსთა საყურადღებოდა: ვარ მართლმადიდებელი.





--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Mar 2 2008, 01:29 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



თვითკრიტიკა გზაა ჭეშმარიტებისკენ.

როცა იწყებ განსჯას საკუთარი რწმენისას და შენ ვერ პოულობ ხშირად კითხვებზე პასუხს, ამიტომ ჩნდება ეჭვი საკუთარ რწმენაში.

და ასეთ სიტუაციაში რა დაგვრჩენია? მე ესე დავსვავდი კითხვას


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 2 2008, 01:31 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
თვითკრიტიკა გზაა ჭეშმარიტებისკენ.


უდავოდ...

ციტატა
როცა იწყებ მსჯელობას შენ ვერ პოულობ ხშირად კითხვებზე პასუხს, ამიტომ ჩნდება ეჭვი საკუთარ რწმენაში.


კი....

ციტატა
და ასეთ სიტუაციაში რა დაგვრჩენია? მე ესე დავსვავდი კითხვას


ძიება... ხოდა ამ ძიებას რა ეწოდება? როგორ ეკიდება ეკლესია? - კითხვას ასე დავსვამდი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Mar 2 2008, 01:33 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



განა ეკლესიას ყველაფერზე აქვს ადეკვატური პასუხი?! - არა მგონია

არის რაღაც რომელსაც ჯერ ვერ ჩავწვდებით


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 2 2008, 01:36 AM
პოსტი #5


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მნათე
2kiss.gif
მაგარი თემაა!


და რა გვიშლის ხელს მეტი ვისწავლოთ და რაციონალურად ავწონ დავწონოთ თვითეული არგუმენტი, შევაფასოთ რა არის სწორი და რა არა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები?
მეც ზუსტად იგივე გზა გავიარე რაც შენ თქვი ახლა, ზუსტად იგივე კიტხვეი მაწუხედა და დღესაც მაწუხებს, და დღემდე ვეწაფები მათ გადამჭრელ წყაროებს. ორი პროფესიის მიუხედავად ჩავაბარე აკადემიაში რომ მიმეღო ის რაციონალური ცოდნა, რომელიც გაამყარებდა ჩემს რწმენას.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 2 2008, 01:42 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



XAFRAN

უდავოდ, კითხვისნიშნები ქმნიან რწმენას - რადგან არსებითად ის ნდობაა...

ციტატა
და რა გვიშლის ხელს მეტი ვისწავლოთ და რაციონალურად ავწონ დავწონოთ თვითეული არგუმენტი, შევაფასოთ რა არის სწორი და რა არა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები?


ხო მაგრამ, ამ დროს დგება შეხდულების "მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა" - ეჭვქვეშ დაყენება, რადგან ცვენ ვერ ვფლობთ მას საკუთარ თავში, მაგრამ ვიცავთ კი, მართებულია ჩვენი დამცველობა? ანუ რა ხდება ამ დროს?

ეს კითხვა პრინციპში მხოლოდ მართლმადიდებლებს არ ეხებათ....



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Mar 2 2008, 01:43 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ციტატა(დათიკო @ Mar 2 2008, 01:36 AM) *

მეც ზუსტად იგივე გზა გავიარე რაც შენ თქვი ახლა, ზუსტად იგივე კიტხვეი მაწუხედა და დღესაც მაწუხებს, და დღემდე ვეწაფები მათ გადამჭრელ წყაროებს. ორი პროფესიის მიუხედავად ჩავაბარე აკადემიაში რომ მიმეღო ის რაციონალური ცოდნა, რომელიც გაამყარებდა ჩემს რწმენას.


არსებობს სხვა გზა, რომელიც მე გავიარე.

მხურვალე ათეისტი გავხდი მხურვალე კრეაციონისტი, და რწმენა აქ არაფერში დამხმარებია.


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 2 2008, 01:45 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მხურვალე ათეისტი გავხდი მხურვალე კრეაციონისტი, და რწმენა აქ არაფერში დამხმარებია.


მე თეისტი ვარ, მაგრამ არა კრეაციონისტი smile.gif ასე რომ ეგ ორი ცნება მთლად გასამიჯნად არ მესახება.. თუმცა სხვა თემაა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 2 2008, 05:15 PM
პოსტი #9


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



მნათე საკმაოდ რთული თემა წამოჭერი

მინდა გითხრა რომ მე ალბათ უფრო საპირისპირო გზით წავედი. სანამ ეკლესიაში დავიწყებდი სიარულს, მანამდე ვეცადე გავცნობოდი სხვადასხვა რელიგიებს შესაძლებლობის ფარგლებში. ჩემთვის საკმარისი არ იყო მართლმადიდებლობის ტრადიციულობა, როცა საქმე ჩემს სულს ეხებოდა.

არ ვიცი რამდენად გამოგადგება რასაც ვიტყვი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილებაზე დაიყვანება.
დოგმატები არ არის რაღაც მშრალი წესები, რომლის მიღება მხოლოდ გონებით შეიძლება. დოგმატი აისახება ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე და ყოველდღიურ ცხოვრების წესზე.

ციტატა
ძიება... ხოდა ამ ძიებას რა ეწოდება? როგორ ეკიდება ეკლესია? - კითხვას ასე დავსვამდი

ვფიქრობ სანამ სხვის შესწავლას დაიწყებდე, შენი უნდა იცოდე კარგად smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 2 2008, 11:19 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ეკატერინე
ციტატა
მნათე საკმაოდ რთული თემა წამოჭერი


უდავოდ, რადგან მე აქცენტს ვაკეთებ არა მხოლოდ მართლმადიდებლებზე, არამედ არაქრისტიანებზეც... ანუ სიბრმავე ქმნის ცდომილებას...

სათნოა უფლისთვის რწმენა, რომელიც მართლმადიდებლობას ისლამისგან ვერ არცევს? სათნოა უფლისთვის ტრადიციულობით რწმუნება? სათნოა უფლისთვის შინაგანი ნონსენსი?

ანუ როგორ ვიწამო? განვისჯები იმის გამო, რომ ვერ ვიწამე?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 2 2008, 11:55 PM
პოსტი #11


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



სამწუხაროდ ვერცერთ რელიგიას ვერ გაიცნობ თეორიულად.
ეს მხოლოდ მისი გარეგნული დანახვა იქნება

თეორიული ცოდნა საკმარისი არაა, უნდა იცხოვრო კიდევაც რწმენის შესაბამისად.
ხოლო ყველა რელიგიის მიხედვით ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენას ერთი სიცოცხლე ნამდვილად არ ეყოფა smile.gif

მე მგონი უფლისგან უნდა ვითხოვოთ ამაზე პასუხი, ვითხოვოთ მორჩილად და განუწყვეტლივ.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 2 2008, 11:57 PM
პოსტი #12


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



მეტად საინტერესო თემაა...

ის პირველი პერიოდი რომელიც აქ აღწერა ლევანმა ყვეალს აქვს.... თუმცა ყველას არა... ზოგს სამწუხაროდ მარტო ეგ პერიოდი აქვს...

მეც მეგონა რომ (აქ მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე ვისაუბრებ) კათოლიკეები მწვალებლები იყვნენ და როდესაც ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მაგალითად დედა ტერეზას მოღვაწეობა მომიყვანა მხოლოდ ის აღმოჩნდა ამ დიდებული ადამიანის გამტყუენების არგუმენტი, რომ მან მონასტრიდან გაუსვლელობის აღთქმა (მარტლმადიდებლური აღთქმაა) დაარღვია...
ამ პასუხზე ჩემმა მეგობარმა იმ ფარისეველს მიმასგავსა, რომელმაც უფალი "ამხილა" შაბათ დღეს თავთავების ფშვნეტაში.... და მართალიც იყო...


ქრისტიანობა არაა მაგია... ქრისტე არაა ჯადოქარი, რომლის წინაშეც უნდა ვასრულოთ განუწყვეტელი რიტუალები... ქრისტე არის მოდელი სრულყოფილი პიროვნებისა და ის არის ღმერთი...

თითოეული ჩვენგანის ვალია დავემსგავოთ მას, ვიქნებით მართლმადიდებლები, კათოლიკეები თუ სხვები....

ქრისტე არც მართლმადიდებელი იყო და არც კათოლიკე....

იმისთვის რომ ცხონდე მთავარია დაიცვა მცნება და იმის ცოდნა სული წმიდა ვისგან გამოდის ამისთვის საწირო ნამდვილად არაა wink.gif

ადამიანი, რომელიც კათოლიკეს ან სხვა დენომენაციის (და თუნდაც სხვა აღმსარებლობისას) განიკითხავს ვერასდროს დაემსგვასება ქრისტეს...

და ბოლოს ერთსაც ვიტყვი ყბადაღებული "დიდი სქიზმა" გაიხსენეთ საიდან დაიწყო და მიხვდებით რომ ეს გაყოფა სიგიჟეა.... და აუცილებლად გახსოვდეთ პავლე და ათენაგორა wink.gif

ბოდიში დიდი და ალბათ არცთუისე საინტერესო პოსტისთვის smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 3 2008, 12:04 AM
პოსტი #13


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
მეც მეგონა რომ (აქ მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე ვისაუბრებ) კათოლიკეები მწვალებლები იყვნენ და როდესაც ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მაგალითად დედა ტერეზას მოღვაწეობა მომიყვანა მხოლოდ ის აღმოჩნდა ამ დიდებული ადამიანის გამტყუენების არგუმენტი, რომ მან მონასტრიდან გაუსვლელობის აღთქმა (მარტლმადიდებლური აღთქმაა) დაარღვია...


წარმართებსაც ყავდათ არაჩვეულებრივი ქველმოქმედი ადამიანები smile.gif

დედა ტერეზაზე უფრო მეტად ჩემზე ცნობილი კათოლიკე ექიმის, გააზის ბიოგრაფიამ იმოქმედა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, საოცრად ქველმოქმედი, მართლაც მისაბაძი. წარმოშობით გერმანელი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და ღატაკებს და პატიმრებს უფასოდ მკურნალობდა

დედა ტერეზას რაც შეეხება, ახლახანს მისი დღიურები გამოქვეყნდა და როგორც ჩანს ძალიან მძიმე სულიერი ბრძოლები ქონდა.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 3 2008, 12:06 AM
პოსტი #14


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ეკატერინე
წარმართებისგან ერთით განსხვავდებიან კათოლიკეები.. ქრისტიანები არიან... და ტაძრის გარშემო სამჯერ ცხვარს არ ატარებენ დაკვლამდე tongue.gif

სულიერი ბრძოლა ყველას აქვს... ქრისტეც ებრძოდა ბოროტს უდაბნოში....


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Mar 3 2008, 12:09 AM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ერთერთმა ფილოსოფოსმა თქვა რომ რელიგია,ეს ის სფეროა სადაც ადამიანმა ხელებია რ უნდა აფათუროსო!
ბევრი რამეა ადამიანის გონებისათვის შეუცნობელი!
სად იყო დოგმატი ?უდიდესი საიდუმლო -როგორ შექმნა ღმერთმა არფრისაგა ყოველივე! ამას ადამიანის გონება ვერ წვდება!არიან ღვთივგანბრძნობილი ხალხი რომლებსაც მიეცათ ამის გაგების უნარი და მათ ჩვენ შემდგომში ეს ჩვენთვის გასაგებ ენაზე გადმოიტანეს.ასეგვასწავლიდა ჩენ იესო ქრისტეც!
დოგმატებიც ასევეა ასეთ ხალხს გაეხსნა გონების კარი. ისე კი ჩვენ შეიძლება არც გავეხსნას,სამწუხაროდ! ამიტომ ამ დროს ირთვება განსაკუთრებული ფენომენი!რწმენის ფენომენი !ის რასაც შენი გონება ვერ წვდება უნდა ირწმუნიო და შენი რწმენის შესაბამისად მიიღო,აქედან გამომდინარე ხელების ფათური და გამოძიება ასეთ საკითხებს არ დაჭირდება! ანუ ველოსიპედი მეორედ არ უნდა გამოვიგონოთ! ჭეშმარიტება ან უნდა მიიღო ან არა,და სადაც ადამიანის გონება ვერ წვდება იქ რწმენა უნდა ჩაიერთოს!
ხოლო თუ მაინც აქვს ადამიანს საღვთო ჭეშმარიტების წვდომის სურვილი ეს მიიღწევა განღმრთობის გზით!იყავით სრულყოფილნი ვითარცა მამაი თქვენი ზეცათა არს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 3 2008, 09:47 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ძალიან არ მომეწონა თემის გაგრძელება sad.gif ის გაიხსნა მეტად ფილოსოფიურ პლანში და არ ეხებოდა არც კათოლიკეებს, არც დედა ტერეზას და არც სხვას...

უბრალოდ ჩემი შინაგანი კითხვარი გადმოვალაგე ჭეშმარიტების შეცნობის ძირეული ასპექტების მიმართ, რომელზეც პასუხი ვერ მივიღე...

რაც შეეხება სიყვარულს, ჩემი აზრით ის საზოგადო მსახურებასთან ერთად ღრმა შინაგანი განცდაა კონკრეტული ადამიანისადმი, აი ახლა საშინელი სამსჯავროს კვირიაკე გვიდგას და სიყვარულის გაძლიერება მნიშვნელოვანია, ქრისტე ხომ მხოლოდ მისით განგვსჯის...

მე ვარ მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი და ვემორჩილები ყველაფერს... უბრალოდ მაქვს კითხვები და მისი ჩირგვებში დამალვა არ მახასიათებს smile.gif

დათიკო გაწმინდე თემა..


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 4 2008, 01:48 AM
პოსტი #17


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მნათე
ციტატა
დათიკო გაწმინდე თემა..

თემა გაწმენდილია.
სამწუხაოდ ევრი კარგი პოსტის წაშლაც მომიხდა....მაგრამ რა ვქნათ ოფტოპიკი ოფტოპიკია...

გთხოვთ დავურუნდეთ თემას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 5 2008, 12:44 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ეკატერინე
ციტატა
წარმართებსაც ყავდათ არაჩვეულებრივი ქველმოქმედი ადამიანები


მინდა მჯეროდეს რომ ამაში იმას არ გულისხმობ, რომ დედა ტერეზე ერთერთი წარმართთაგანია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 5 2008, 01:02 PM
პოსტი #19


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
მინდა მჯეროდეს რომ ამაში იმას არ გულისხმობ, რომ დედა ტერეზე ერთერთი წარმართთაგანია...

ეჰ, გლახა, კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო...

მე აქ ვიგულისხმე რომ ქველმოქმედება უნივერსალური ცნებაა

ქველმოქმედები წარმართებიც იყვნენ, მუსულმანებიც არიან (თან ისეთი ქველმოქმედები ხშირად, რომ მგონი ქრისტიანებს უნდა შეგვრცხვეს).

და გარეგნული ქველმოქმედებით შეგვიძლია აღვფრთოვანდეთ არა მარტო დედა ტერეზათი, არამედ ისლამითაც, ბუდიზმითაც და წარმართობითაც...

გარეგნულით ზოგ შემთხვევაში ძნელია ჭეშმარიტებაზე მსჯელობა

რაც შეეხება დედა ტერეზას, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, მაგრამ მისი სახელი ზოგ შემთხვევაში რეკლამისთვის გამოიყენება და ძალიან წარმატებითაც.
სამწუხაროა ეს ყველაფერი.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 5 2008, 01:05 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ეკატერინე
ციტატა
რაც შეეხება დედა ტერეზას, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, მაგრამ მისი სახელი ზოგ შემთხვევაში რეკლამისთვის გამოიყენება და ძალიან წარმატებითაც.


აშკარაა, რომ დედა ტერეზე რომ მართლმადიდებელი ყოფილიყო ასე არ იტყოდი.

სეგიძლია კონკრეტულად მიპასუხო: იყო თუ არა დედა ტერეზე ქრისტეს მსახური?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი