საჩივრები სენატს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საჩივრები სენატს |
მნათე |
May 26 2008, 12:08 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
სათაური იყოს საზოგადო შინაარსში.
რაც შეეხება იუზერი მნათეს საჩივარსა და მოქმედებათა მსვლელობას: დღეს, გამოვიყენე რა პატივცემული სენატის მიერ ნაწყალობები და პატრიარქის კურთხევა წანამძღვრებული რიგითი იუზერის უფლებამოსილება, ჩვეულებრივ, ყოველგვარი ჯადოქრობის, მჩხიბავობისა და მწვალებლობის გარეშე, გალერიის განყოფილებაში დავდე ჩემის უმდაბლესობის ფოტო, რასაც მოჰყვა მოდერატორი აფხაზის კომენტარი, მე ბუნებრივია საპასუხოდ დავწერე კომენტარი და ამასთან დავდე ფოტო, რომელზე რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს მოდერატორი უჩასთვის, არ ყოფილა არანაირი პორნოგრაფიულ-ანტიკანონიერი ხაზგასმა, არც იაჰოვლურობისა დაეწამებოდა რამ... მრავალჯერ ნახსენებმა მოდერატორმა, (ხაზს გავუსვამ მის მოდერატორობას, მას ეს ძალიან სიამოვნებს) წაშალა ჩემი ფოტო და მასთან ერთად კომენტარი, რომელიც ეძღვნებოდა ისევ და ისევ ერთი გვერდით უკან მყოფი ფოტოს შინაარსს და ეხმაურებოდა მოდერატორი აფხაზის კომენტარს. ყოველივე ეს და მას შემდგომ გაკეთებული კომენტარები, რომელიც იწყება მიმართვებით "ბატონო იუზერო" და მთავრდება პრიმიტიულობის უბრალოებად წარმოდგენით, მიმაჩნია უსამართლობად, რასაც თან ახლავს თვალშისაცემი მიკერძოება. თქმულის გადასამოწმებლად გაისეირნეთ თემაში, სადაც კომენტარების სიჭრელეს შეხვდებით. აქვე შეგიძლიათ მოდერატორ/სენატორი მარიამის ოფტოპიკის ნებივრობითაც დატკბეთ, ისევ და ისევ ამ ამბავთან დაკავშირებულ პირველ სურათთან შეხებასა და დამოკიდებულებაში..... მოდერატორთა მხრიდან, ჩემზე განხორციელებული არაერთი უსამართლობის შემდგომ, ადმინისტრაციის მხრიდან აბსოლუტურად გაწონასწორებული პოსტის წაშლა, მიმაჩნია შეუსაბამოდ და არაკანონიერად. დანართი: თემა, რომელიც ფორუმის არსებობის პირველივე დღეს გავხსენი, არასდროს მომიაზრებია კომუნისტური გალერეის ციფრულ ნიმუშად, არც პარტკომისიის აუდიტორიად, რამდენადაც მისი დათვალიერება ხშირად და მე ვიტყოდი ყოველთვის: მუხტს კარგავს მაშინ, როდესაც კომენტარებისგანაა დაცლილი და მხოლოდ საკუთარი ავტოპორტრეტის შეთავაზებას გპირდებათ. რა სურს მოდერატორ უჩას ჩემთვის უცნობია, მაგრამ არც ფოტო და არც კომენტარი არ ყოფილა რელიგიურ შინაარსს მიღმა, ისინი მხოლოდ თემის ირგვლივ მსჯელობაში ეტეოდნენ. როგორ შეიძლება თემაში "ფორუმელთა ფოტოები" ოფტოპიკი იყოს სურათი, რომელსაც თან ახლავს მოზრდილი კომენტარი? თუ კომენტარისადმი სუბიექტურ დამოკიდებულებაშია საქმე ითქვას, საქართველოში და ამ ფორუმზე ეს არავის უკვირს და თუ კომენტარის ზომაში, ესეც. მაშ: პირველშია საქმე? გვაქვს თავისუფალი აზრიის დევნა. მეორეშია? აქ მთლად ვუგლარიზმს გადაეყრებით რამეთუ წახალისდებიან ისეთი კომენტარები როგორებიცაა: "ვაიმე რა სიცოცხლე ხააააააარ", "ვაიმე რა ლამაზი ჯინსები გაცვიაააა" და მისთ... თავად ამათთან არანაირ პრეტენზიას არ ვაცხადებ, მაგრამ რაოდენ სამწუხაროა მათ ფონზე სრულიად აკადემიური დიალოგისადმი დემაგოგიური დამოკიდებულება. დიდი პატივისცემით, სამართლიან რეაგირებას არმომლოდინე, მნათე. პ.ს რა თქმა უნდა ახლა არავის გაახსენდება შინაარსი, დაიწყება უსაგნო და ტენდენციური ლაყაფი მოდერატორის მხარდამჭერთა მხრიდან, რომელიც მე უკვე არაერთხელ მიხილავს და ძალიანაც არ მომწონებია.. ხო, არ გჯერათ? იხილეთ, ქვევით: -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი