IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> კიდევ ერთი კითხვა ნათლობასთან დაკავშირებით
ვეშაპო
პოსტი Nov 12 2008, 10:25 PM
პოსტი #1


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



მამაო 4 კვირის წინ შემეძინა მეხუთე ბავშვი და ვაპირებ, რომ პატრიარქს მოვანათლიო.
და რა მაინტერესებს.
ხომ შეიძლება მომავალში ჩემმა შვილმა ვინმე ისეთი გაიცნოს, ვინც ასევე პატრიარქის მონათლულია.
ვინაიდან ამის ალბათობა დიდია (მომრავლდა მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც პატრიარქს ანათლიებენ შვილებს), შესაძლებელი იქნება, თუ არა მათ შორის ქორწინება?

კიდევ ერთი კითხვა.
თქვენ გვერდითა თემაში პასუხი რომ გამეცით, ბოლო ფრაზა ასეთი იყო:

დეკ. ანდრია
ციტატა
მამები უარყოფითად უყურებდნენ მხოლოდ ერთი ბავშვის ნათლიებს შორის ქორწინებას, თუმცა სამართლებრივი წინააღმეგობა ამმხრივ არ არის.

ანუ, ერთი ბავშვის ნათლიებიც შეიძლება დაქორწინდნენ?

დიდი მადლობა წინასწარ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Nov 13 2008, 12:56 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ღმერთმა გაგიზარდოთ შვილი ღმრთისმოშიში, მოშურნე და ჯანმრთელი.

ერთი ნათლიის ნათლულები დაძმანი არიან. უწმიდესის ნათლიობასთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს გამოიცემა მისი ან სინოდალური განჩინება, სადაც იქნება ახსნილი სამართლებრივი მხარე. მანამდე კი ასეთი ქორწინება დაუშვებლად ითვლება. ეს საკითხი მსჯელობის საგნად იქცა არა მხოლოდ ჩვენში და მგონი აქაც, ფორუმში შეეხო მას ერთი კითხვა. პატრიარქის ნათლიობას მიზნად აქვს უფრო ერის წახალისება გამრავლებისაკენ, ვიდრე საკუთრივ ნათლიის აღმზრდელობითი ფუნქციის ტვირთვა. პატრიარქი ისედაც არის ერის სულიერი მამა.

რაც შეეხება მეორე კითხვას, ჩავასწორე. შენდობას ვითხოვ გაურკვეველი პასუხისათვის.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th November 2025 - 11:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი