IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> თამბაქოს მოწევა
astral
პოსტი Apr 23 2009, 01:05 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 23-April 09
წევრი № 6,872



გამარჯობა მამაო! თამბაქოს ვეწევი ცოტა რაოდენობით, ვინაიდან ფიქრისას კონცენტაციის საშუალებას მაძლევს. რაოდენ საზიანოა მოწევა საერთოდ სულისთვის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Oct 31 2009, 10:39 PM
პოსტი #2


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(astral @ Apr 23 2009, 01:05 PM) *

გამარჯობა მამაო! თამბაქოს ვეწევი ცოტა რაოდენობით, ვინაიდან ფიქრისას კონცენტაციის საშუალებას მაძლევს. რაოდენ საზიანოა მოწევა საერთოდ სულისთვის?


დეკ. თეოდორე გიგნაძე (წყარო: www.orthodoxy.ge)

- წმ. პავლე მოციქული გვმოძღვრავს, რომ ყველაფრით, ყოველი ჩვენი საქმიანობით, ყოფითი ცხოვრებით ღმერთი უნდა ვადიდოთ. რელიგიური გაგებით ადამიანი დინამიური არსებაა. იგი ან უახლოვდება ან შორდება მას. თუ შენი ცხოვრებით ღმერთი არ იდიდება, მაშინ ცილდები უფალს; თუ შენი გზა ღვთისკენ არ მიდის, მაშინ სცილდები მას. და სწორედ ეს არის ცოდვა. ამგვარი შეფასებით აშკარა ხდება ცოდვიანობა თამბაქოს წევისა. შეიძლება შედარებაც კი მოვიყვანოთ: მაგალითად, ჭიქა ღვინით შეიძლება ღვთის დიდება. ეს ქართულ სუფრაზეც კარგად ჩანს, ხოლო სიგარების გაბოლებით ვერანაირად ადიდებ უფალს - პირიქით, გაბოლება და იმავდროულად უფალზე საუბარი, მით უმეტეს, თუ ეს წმ. ხატებთან ხდება, რა თქმა უნდა, ღვთის შეურაცხყოფაა.

არ უნდა დაგვავიწყდეს თამბაქოს და მისი მოწევის წარმართული წარმომავლობაც. იგი ხომ ამერიკელი ინდიელების საკმეველია და კმევის ფორმაც რომ უცვლელად გადმოვიღეთ!!!

მწეველი კაცი დამოკიდებული ხდება ნიკოტინზე და ამით გარკვეული ხარისხით თავისუფლებასაც კარგავს.

და რაც მთავარია, თამბაქოს წევა მწეველისათვის გარკვეულ რელიგიურ დატვირთვას ატარებს. ადამიანი რელიგიური არსებაა. მის პიროვნებას ვერაფერი ავსებს. იგი ყოველთვის "რაღაცას" ეძებს, გრძნობს სიცარიელეს და მის შესავსებად სიგარეტს იყენებს. აფორიაქებულია და ეძებს სიმშვიდეს, რის მისაღწევადაც კვლავ თამბაქოს მიმართავს. ქვეცნობიერად გრძნობს, რომ საჭიროა ჩაღრმავება საკუთარ თავში და ბოლს უშვებს შიგნით. ვერ გუობს მარტო ყოფნას, რადგან ასეთად შექმნა იგი გამჩენმა და სიგარეტს იხდის მეგობრად. ღმერთი უნდა უყვარდეს და მის გარეშე ვერ უნდა ძლებდეს, მას კი თამბაქო უყვარს და არ შეუძლია მის გარეშე.

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მწეველი ისევე ცოდავს, როგორც მრუში, მკვლელი, ქურდი, მკითხავი, დედის მაგინებელი, მემთვრალე და ა. შ. მაგრამ თუ იგი უფლის სიყვარულისათვის თამბაქოს წევას თავს არ დაანებებს, მაშინ ეს ჩვევა შეიძლება სასიკვდილო ცოდვას გაუთანაბრდეს.

რაც შეეხება მწეველ მღვდლებს - მღვდელი არ არის უცოდველი. იგი შეიძლება სხვადასხვა ცოდვით სცოდავდეს და სამწუხაროდ, მათ შორის, თამბაქოს წევითაც. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მღვდლის მიერ რაიმე ცოდვის ჩადენა (ოღონდ არა სასიკვდინესი; თამბაქოს წევას კი ვერ ჩავთვლით სასიკვდინედ) ვერც ამ კონკრეტულ ცოდვას დააკანონებს და არც მის მღვდლობას გააუქმებს.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 9 2010, 08:28 PM
პოსტი #3


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



თამბაქოს წევას საფუძვლად არ უდევს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება, როგორც ეს არის, ვთქვათ, ნაყროვანების ან მრუშობის ცოდვის შემთხვევაში. ის მთლიანად არის ცოდვისმიერი წარმომავლობის. როგორც ყველა ცოდვა, თამბაქოს წევა აზიანებს სულსაც და ხორცსაც, ვნებს ღმრთის მიერ მონიჭებულ ჯანის სიმრთელეს, გვიმოკლებს სინანულისათვის, განწმედისათვის მოცემულ დღეებს და ამით უკვე არის საკმაოდ დიდი ცოდვა. მაგრამ ყველაზე მძიმე არის ვნებულობა, რომლის გამოვლინებაც არის თამბაქოს წევა.

წმიდა ამბროსი ოპტელის ცხოვრებაში არის აღწერილი ასეთი შემთხვევა: ამ წმიდა მამასთან მოვიდა ერთი დედაკაცი, რომელმაც აღიარა, რომ ეწეოდა. "არაუშავს, არ არის დიდი ცოდვა", - უპასუხა ბერმა. "მაგრამ, ვერ ვანებებ თავს, მამაო", - მიუგო დედაკაცმა. "აი, სწორედ ეს არის უბედურება, რომ ვერ ანებებებ, ეს არის ვნებისადმი მონობა", - ბრძანა წმიდა მამამ. მათლაც უბედრება არის არა მხოლოდ წევა, არამედ უმეტესად ამ ვნებისადმი მონური დამოკიდებულება, რომელშიც ჩანს მისი ბოროტი წარმომავლობა, თამბაქოს წევით ბოროტისადმი მონობა.

ერთხელ წმიდა სილუანე ათონელს მოუწია რუსეთში ჩასვლა. მატარებელში მას დაემგზავრა ერთი ვაჭარი, რომელიც ეწეოდა თავად და ბერსაც შესთავაზა სიგარეტი. ბერმა უარყო შემოთავაზება. ვაჭარმა დაიწყო ჩაძიება, რატომ იყო ცოდვა თამბაქოს წევა. მაშინ მამა სილუანემ შესთავაზა მოწევის წინ ეთქვა "მამაო ჩვენო". "არა, რაღაც ვერ მიდის ლოცვა მოწევის წინ", - უპასუხა ვაჭარმა. "მაშ, არც უნდა ვაკეთოთ საქმე, რომლის წინ ვერ იქნება ლოცვა", - მიუგო ღირსმა მამამ.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th November 2025 - 06:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი