სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| Vanita |
Jul 12 2009, 02:03 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 21-June 09 წევრი № 7,155 |
კითხვა სათაურშივე წერია. ძალიან მაინტერესებს შეიძლება თუ არა მოგვარის შეყვარება და მასზე დაქორწინება?
გარდა გვარისა არაფერი ნათესაური კავშირი არ არის. მინიმუმ 7-8 თაობა მაინც. დიდი მადლობა წინასწარ. |
| დეკ. ანდრია |
Jul 21 2009, 03:51 PM
პოსტი
#2
|
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
ქორწინებისას ვითვალისწინებთ უპირველესად საეკლესიო კანონებს და ასევე ერის ტრადიციებს. ნათესაობის ხარისხი იანგარიშება არა თაობებით, შობათა რაოდენობით, ანუ ვინ ვისგან იშვა და რამდენი ასეთი საფეხური აკავშირებს მეორე ადამიანთან. ჩვეულიებრივად დაშვეუბილა შეუღლება მერვე ხარისხიდან მოყოლებული.
საეკლესიო სამართალი არ იცნობს გვარის მცნებას, რადგან ეს მაჩვენებელი ნათესაობისა პირობითია და არ ითვალისწინებს ნათესაობას დედის მხრიდან. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვითვალისწინებთ და პატივს მივაგებთ ერის კეთილ ტრადიციას, რომელიც კრძალავს მოგვარეთა ქორწინებას. ამას დიდი ზნეობრივი მნიშვნელობა აქვს როგორც ადამიანების ურთიერთნდობის გარანტს. ამიტომ თქვენი შემთხვევა უნდა გადაწყდეს ნათესავებში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არ არის კეთილი და მისაბაძი პრეცედენტი. ბევრად ადვილია წინასწარ თავის დაცვა გრძნობათა გაღვივებისაგან, ვიდრე შემდგომ საკითხის მოგვარება. შემიძლია გირჩიოთ ამ ნამბიჯის არგადადგმა. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th November 2025 - 03:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი