IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

37 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფორუმის განვითარებისათვის, სიტუაცია,რჩევები და იდეები
KAIROS
პოსტი Sep 28 2009, 08:37 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სანამ თავად არ გავესაუბრე რამოდენიმე ძველ და რამოდენიმე ახალ, მაგრამ აქტიურ ფორუმელს, და არ ვნახე დღევანდელი მდგომარეობა ფორუმისა, მანამ განგებ შევიკავე თავი მსგავსი თემის გახსნისაგან, ეს არაა თემა, სადაც ჩვენ რაიმე შენიშვნებს ვაძლევთ ადმინისტრაციას, არც საჩივრების ადგილია და არც კამათების გარჩევა გვექნება მიზნად.
არამედ ის რომ ამ უკანასკნელ პერიოდში მართლმადიდებლური ფორუმი ჩორჩ.გე განიცდის მძიმე კრიზისს, ეს უკვე ფაქტია და ამის კულუარებში დამალვა, თვითმოტყუება იქნება და ეს ყველამ ვიცით, არადა შესანიშნავი საზოგადოება არის შეკრებელი, მე პირადად რამოდენიმე გულისხმიერი ადამიანი შევიძინე და რამოდენიმესთან მეგობრობამდის გავაღრმავეთ ურთიერთობა და ზოგადად კი ფორუმმა დიდი როლი შეასრულა მართლმადიდებელთა შორის დიალოგში და ეს დიდი საქმეა და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, დღეს ფორუმი ვერ ასრულებს ვერცერთ მისიას რაც აკისრია, ფაქტობრივად არ მუშაობს არცერთი ინსტანცია, რომელიც ფორუმის ირგვლივ შეიქმნა, უკვე წელია ჩემი და რამოდენიმე მეგობრის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, საეკლესიო ბიბლიოთეკა სრულიად უფუნქციოა და ვერ ხერხდება მისი განახლება, შესაბამისად ეს უნიკალური იდეა ქართულ ენაზე პირველი საეკლესიო ელექტრონული ბიბლიოთეკის შესახებ რომელიც წლების წინ დაგვებადა რამოდენიმე ადამიანს, ისევ განუხორციელებულია და სადღაც ინტერნეტსამყაროს ოკეანის ფსკერზე განისვენებს... ცნობილია რომ, მხოლოდამხოლოდ რამოდენიმე უკარგესი ადამიანის პირად ენთუაზიაზმზე და მონდომებაზეა მინდობილი საქველმოქმედო ფონდის არსებობაც... სრული ქაოსია შიგნით ფორუმშიც, ნებისმიერი კამათი პიროვნულ შეურაცხყოფაში გადადის და ამის გამო არაერთმა ძალიან კარგმა და ფორუმისათვის საჭირო ადამიანებმა დატოვეს ფორუმი, ამავდროულად, როგორც მე ვიცი, ძალიან იკლო დარეგისტრირების რიცხვმა, მით უფრო იმ ახალი იუზერების რიცხვმა, რომელიც ფორუმს გამოაცოცხლებდა და ნორმალურ რეჟიმში გადაიყვანდა კამათების სტილს და სისტემას.
არადა კამათები მიმდინარეობს (თუ საერთოდ მიმდინარეობს) ერთიდაიგივე საკითხების ირგვლივ, რაიმე ახალი არგუმენტების გარეშე, რამოდენიმემ სცადა ცალცაკე განყოფილებებში საძიებელის გაკეთება, ფსევდომართლმადიდებლობის თემაში ავტორმა ლინკებითაც მიანიშნა უკვე განხილული საკითხების მისამართები, მაგრამ აშკარად არც ეს კმარა, ვფიქრობ ნათლად უნდა გაკეთდეს ცალკე თემები ყველა განყოფილებაში, სადაც მოდერატორები ანბანის მიხედვით დააწყობენ (როგორც არის კიდეც გაკეთებული რამოდენიმეს მიერ) ყველა თემას, ხოლო ყველაზე აქტიურ თემებში (როგორც მაგალითად დაჯდომა ღვთისმსახურებისას, ეკუმენიზმი, ფსევდომართლმადიდებლობა, კალენდარი და ა.შ.) უნდა იყოს მინიშნებული ის გვერდები სადაც ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული, რათა ეს კითხვა ამ თემის ირგვლივ ისევ არ დაებადოს ახალშემოსულს, ამას სჭირდება მოწესრიგება.
სრულიად უყურადღებოდაა მოძღვართა კითხვა-პასუხის თემა, ამ პრობლემაზე რამოდენიმე თემაც კი გაიხსნა, მაგრამ შედეგი სახეზეა, ბოლო კითხვა რომელიც უპასუხოდაა დარჩენილი არის 19 სექტემბრის (ალბათ უკვე კითხვის დასმის სურვილმაც მოიკლო) და უპასუხოდაა კითხვები მთელი წლის განმავლობაში, აი პირველი კითხვა რომელიც სასაცილოა, სატირალი რომ არ უნდა იყოს დარჩენილია უპასუხოდ 31st December 2008 - 09:56 AM
ამის შემდეგ ფორუმზე, მხოლოდ ალაგალაგ არის გაცემული პასუხები, მაგალითად ბოლო პასუხი მოძღვარს , მამა ირაკლის გაცემული აქვს 29 ივლისს, მანამდის რამოდენიმე კითხვას ერთდროულად უპასუხა მამა ანდრიამ 21 ივლისს და ივნისში რამოდენიმე კითხვას უპასუხა მამა იოანემაც, იანვარში ერთ კითხვასაც უპასუხეს და სულ ესაა, მთელი 2009 წელში!
როგორც ვნახე თავადაც და მეგობრებმაც მითხრეს, ფაქტობრივად არ ხდება ფორუმელების საქმიანი შეკრება, არ ვგულისხმობ ვინმეს დაბადების დღეზე მისვლას ან ხინკლაობას, არ ხდება ერთმანეთში ლიტერატურის გაცვლა, კამათების და დიალოგების მოწყობა, თუკი რამოდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით რომელსაც მეუფე ესწრებოდა, არ არსებობს ყოველთვიური შეკრების ტრადიცია, არ არსებობს ტრადიცია შეხვედრების მოწყობა სასულიერო აკადემიის (სემინარიაში ქაოსია ) და საპატრიარქოსთან არსებული ინსტიტუტის, თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან, რაც ასე მნიშვნელოვანია ფორუმისათვის, რადგან ამით ჩვენ მათ მოვიზიდავთ, რაც ნიშნავს თეოლოგიაში ასეთუისე ჩახედული პირების მოზიდვას ფორუმზე, არ არსებობს ინტერკონფენსიალური და ინტერრელიგიური დისპუტების იდეაც კი, არ არსებობს სკოლის მაღალი კლასის ბავშვებთან და სხვა სტუდენტებთან შეხვედრის და გასაუბრების მცდელობაც, არადა რამოდენიმე ჩვენი ფორუმელი შესანიშნავად გაესაუბრებოდა ახალგაზრდებს ბიბლიაზე, ქრისტიანობაზე... ისინიც პოტენციური ფორუმელებია.
აღარ გავაგრძელებ... დიდია ეს სია, რადგან ფაქტობრივად არაფერი კეთდება, ამიტომ სიის ჩამოწერას აჯობებს, ვიფიქროთ რა შეიძლება გაკეთდეს

1. ადმინისტრაციის ირგვლივ უნდა შეიქმნას რამოდენიმე კაციანი დამხმარე ჯგუფი, მათ შორის პროგრამისტები, რომ გაიმართოს ბიბლიოთეკაც და დაემატოს ის საძიებელი თემები და საკითხები, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

2. უნდა დაწესდეს ფორუმის საქმიანი შეხვედრა თვეში ერთხელ, სადაც განხილული იქნება ყველაფერი, რასაც მოითხოვს თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები, ასევე ერთმანეთში გაიცვლება ახალი წიგნები ან ახალი სტატიები, ახალი იდეები და ახალი წევრები გაიცნობენ ძველებს და ა.შ.

3. ფორუმს უნდა ქონდეს მოწესრიგებული მოძღვართა პასუხების სისტემა, სრულიად თავისუფლად შეიძლება კითხვების დიქტოფონზე ჩაწერა, თვეში ერთხელ რომელიმე მოძღვართან სტუმრობა და მისი პასუხების გადატანა ან რაიმე მსგავსი გზის გამოძებნა.

4. ფორუმი უნდა იყოს უფრო რეკლამიზირებული და გატანილი სხვა ფორუმებზე, ასევე სკოლა-ინსტიტუტებში, უნდა მოხდეს სამთვეში ერთხელ მაინც დიდი შეხვედრების მოწყობა უპირველესად სასულიერო სასწავლებებში და ფაკულტეტებზე.

5. ფორუმელები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაში, მეც თავად ფინასისტებში ვარ, და ხანდახან ბიუჯეტზე ზარების რაოდენობა იმდენაც ცოტაა, რომ სამრცხვინოც კია, ასობით ადამიანი სისტემატურად პოსტავს, და 1 ლარის დარეკვა, კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში ერთხელ მაინც რა გახდა?
სამწუხაროდ მოუწესრიგებელია ასევე უცხოეთიდან დახმარების სისტემაც, რის გამოც, ბევრი ფორუმელი ვისაც შეუძლია და უნდა ფონდის დახმარება ფაქტიურად უძლური რჩება.

6. ბიბლიოთეკის დასახმარებლად უნდა გაერთიანდნენ ინ ფორუმელები, რომელთაც აქვთ სახლში სკანერი, და ნელნელა დაიწყონ დასკანერება კარგი წიგნებისა, რომელიც შემდეგ საყოველთაო ხელმისაწვდომი გახდება ბიბლიოთეკაში, ასევე რაგდან ყველა ვერ ახერხებს კომპიუტერში წიგნის წაკითხვას ან ამობეჭდვას, ამიტომ ფორუმმა უნდა მოინდომეს და რამოდენიმე კარგი წიგნი ქსეროქსზე გადაიღოს და ფორუმელებს რიგის მიხედვით გარკვეული ვადით ათხოვოს, შემდეგ კი შეკრებაზე უნდა მოხდეს ამ წიგნის ან სტატიის შესახებ საუბარი და გარჩევა, ასეთ სტატიებს ბლომად იპოვით ღვთისმეტყველების თემებშიც კი, და არის სპეციალური თემებიც.

7. რადგან ზემოთ დასახალებული უძრაობის გამო, ფორუმი სასტიკად განიცდის თეოლოგიაში ჩახედული პირების სიმცირეს, ამიტომ სხვა ფორუმელებმა, რომლებიც არიან ხელოვნებათმცოდნეები, არიან ისტორიკოსები, არიან საკმაოდ ჩახედულნი სხვადასხვა სასარგებლო საკითხებში, უნდა შეეცადონ თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ფორუმელებს, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ფორუმი, მით უფრო მიმზდიველი და საინტერესო გახდება იგი.

ეს შვიდი დღეისათვის იკმარებს, დანარჩენები თქვენ დაამატეთ და ვნახოთ რა შეიცვლება და რამდენად რეალურია ამ ყველაფრის თანდათანობითი განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მოაკლდა ფორუმს ლენუსი, სოტირისი ან მნათე, მოაკლდება სხვებიც, მაგალითად იგივე კანუდოსელი ან თუნდაც მე...

იხარეთ და იაქტიურეთ;


კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Sep 29 2009, 03:17 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



სანამ წახვიდოდი კაიროს კი ვისაუბრეთ კარგად და ნამდვილად არ მინდა პირადად მე რომ ის საუბარი მარტო ცარიელ სიტყვებად დარჩეს! სკანერს რაც შეეხება მაქ ჯერ და თუ რამე წიგნი იქნება მომეცით და დავასკანერებ არაა პრობლემა, ბიბლიოთეკაზეც რაც მითხარი იმ საკითხს მივხედავ კაიროს, სხვა საკითხებს რაც შეეხება პირადად მე არ მინდა აქ დავწერო, რადგან 99% დარწმუნებული ვარ უაზრო ლაი-ლაი წავა და სიტყვების ბრახუნი ისევ, ხოდა მირჩევნია ვისაც აწუხებს ეს საკითხი შევიკრიბოთ სადმე (სახინკლის გარდა) და დავილაპარაკოთ ყველაფერზე smile.gif რაც ამ კაცმა დაწერა კი სწორია ყველაფერი, ჩემ მაგალითზე ვიტყვი სამოდეროს და უწმინდესის განყოფილების გარდა არსად ვიხედები smile.gif რადგან ადრეც ვწერდი ფორუმი შეიცვალა smile.gif ხოდა თუ მოხდება შეკრება პირადად მე რასაც ვფიქრობ და ჩემი აზრით რა იყო ამის მიზეზი რომ ფორუმს ესე დაემართა ვიტყვი smile.gif
P.S. შეხვედრა შევეცადოთ რაც შეიძლება მალე მოხდეს თუ ვინმე არის რა თქმა უნდა მსურველი smile.gif
1. ბექა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 29 2009, 09:18 AM
პოსტი #3


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



მოსწავლეებთან და სტუდენტებთან შეხვედრები არსს ბოლომდე ვერ ჩავწვდისავით (ყოველ შემთხვევაში, სერიოზული მოფიქრება უნდა ამ შეხვედრების ფორმას და შინაარსს). ყველაფერი მომეწონა, მაგრამ სიტყვით აქამდეც ბევრს ბევრი რამ უთქვამს. საქმე? რაღაც გაზარმაცებულები ვართ. რეკლამას რაც შეეხება, აქ ცოტა სიფრთხილეა საჭირო. სადაც მოვახერხებთ პლაკატების გაკვრა და საიტებზე ბანერების გამოჭიმვა შეიძლება ღორებისთვის მარგალიტის დაყრა გამოვიდეს და თან არც ეკადრება ასეთ ფორუმს. bon.ge ხომ არაა, საკუთარი რეკლამა გატენოს ყველგან?

ციტატა(KAIROS @ Sep 28 2009, 09:37 PM) *

ფაქტობრივად არ ხდება ფორუმელების საქმიანი შეკრება, არ ვგულისხმობ ვინმეს დაბადების დღეზე მისვლას ან ხინკლაობას,
ეჰ, სადღაა ხინკლაობა IPB-ს სურათი ამუზამ და სერგიუს გლახუსმა ყელები ჩაიხლიწეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მეც გამცუდდა ოცდაერთში შეკრების იდეა... რამდენი ხანია, არ გვიქეიფია. არადა ეს სიყვარულის გამოხატვის, სწავლის და გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თან საქმეებზეც ვისაუბრებდით სასიამოვნო და ძალდაუტანებელ ატმოსფეროში. ადრე ქვეყნის ბედ-იღბალი წყდებოდა სუფრებზეო, გამიგონია.

ციტატა
ხოდა თუ მოხდება შეკრება პირადად მე რასაც ვფიქრობ და ჩემი აზრით რა იყო ამის მიზეზი რომ ფორუმს ესე დაემართა ვიტყვი
ეხლა თქვი კაცო, თუ იცი! მაგას გვიმალავდი? smile.gif შეკრება როდის იქნება, ვინ იცის?

ციტატა
შეხვედრა შევეცადოთ რაც შეიძლება მალე მოხდეს თუ ვინმე არის რა თქმა უნდა მსურველი
1. ბექა
+ ზარნაშო

ციტატა(ბექა @ Sep 29 2009, 04:17 AM) *

აწუხებს ეს საკითხი შევიკრიბოთ სადმე (სახინკლის გარდა) და დავილაპარაკოთ ყველაფერზე
ე, თქვენ სახინკლეს ეგრე კი ნუ უყურებთ! IPB-ს სურათი




--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 29 2009, 09:53 AM
პოსტი #4


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ეჰ, სადღაა ხინკლაობა ამუზამ და სერგიუს გლახუსმა ყელები ჩაიხლიწეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მეც გამცუდდა ოცდაერთში შეკრების იდეა... რამდენი ხანია, არ გვიქეიფია. არადა ეს სიყვარულის გამოხატვის, სწავლის და გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თან საქმეებზეც ვისაუბრებდით სასიამოვნო და ძალდაუტანებელ ატმოსფეროში. ადრე ქვეყნის ბედ-იღბალი წყდებოდა სუფრებზეო, გამიგონია.



ციტატა
შეხვედრა შევეცადოთ რაც შეიძლება მალე მოხდეს თუ ვინმე არის რა თქმა უნდა მსურველი


+ ატმანი jump.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Sep 29 2009, 11:13 AM
პოსტი #5


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



კაიროსს ვეთანხმები,მართლა ბევრი რამაა მოსაგვარებელი...

მე შემიძლია ამ საკითხში შევიტანო ჩემი წვლილი.

3. ფორუმს უნდა ქონდეს მოწესრიგებული მოძღვართა პასუხების სისტემა, სრულიად თავისუფლად შეიძლება კითხვების დიქტოფონზე ჩაწერა, თვეში ერთხელ რომელიმე მოძღვართან სტუმრობა და მისი პასუხების გადატანა ან რაიმე მსგავსი გზის გამოძებნა.



--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 29 2009, 11:30 AM
პოსტი #6


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



რამდენჯერ დავწერო, რამდენჯერ აღვნიშნო და რამდენჯერ დავაყენო საკითხი?

არ უნდა ამ ხალხს ძალით ღმერთი და რა ქნან...

ციტატა
, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მოაკლდა ფორუმს ლენუსი, სოტირისი ან მნათე, მოაკლდება სხვებიც, მაგალითად იგივე კანუდოსელი ან თუნდაც მე...

მაგ ადამიანებმადე, კიდევ ძალიან ბევრი მოაკლდა ფორუმს.

უბრალოდ, ძალიან ტკივნეულია და მე არ შემიძლია ამისი გულგრილად წაკითხვა, შენც, ალბათ, იმიტომ დაწერე, რომ ძალიან გწყინს, არ მგონია ასე სიტყვას მოგეყოლებინა..

არ არის ეს ისეთი საკითხი, "თუ არ მიყიდი კამფეტს, ყურებს მევიქაჩავო" დავწეროთ და თავი დანმაშავედ ვაგრძნობინოთ იმ ხალხს, ვისაც ამისი განცდა კიდევ შემორჩა.
აქ თითოეულმა უნდა აკეთოს თავისი საქმე, თუნდაც, სულ მცირე, ნებისმიერმა ყველა თემა არ აოფოს და ყურადღებით მოეკიდოს საქმეს.

აქ შენ ვინც თავს დაგიქნევს, მასე თავმოკანტურე მყავს ნანახი ამ 3 წლის მანძილზე და შედეგი არაფერი.
ვყელას სხვისი გაკეთებულის შეფასება უყვარს და თანაც მკაცრად.
მე სასაუბროს დახურვა იმიტომ კი არ მინდა, რომ ამ ხალხის ჟრიამული მაღიზიანებს.
უბრალოდ, ამდენი "გასართობის" ფონზე გულგრილი ვრჩებით ძალიან მნიშვნელოვანისადმი და ამას ვამართლებთ ყველა საშუალებით.
თუ ადამიანს არ უნდა სულიერებაში წინ წავიდეს,
ვინმეს მიეხმაროს,
რამე წაიკითხოს, ხედავ, ძალით არ გამოდის არაფერი.
ვიწყებ ლაპრას სასაუბროს შეკვეცით, იმედი მაქვს, რომ დიალოგი გავითარდება და რაღაცას მივიღებთ.
შედეგედ იგივე.
საიდანაც ვიიწყებთ, იმაზე უკან ვამთავრებთ და ვაგრძელებთ ძილს.
რეალობა კიდევ მეორე, აქ რომდ არეგისტრირდეს იუზერი, აქვს რამდენიმე შეუთავსებლობა, იმას დამატებული,რაც შენ აღნიშნე:
1. რალიგიაში გაცნობიერებულების საერთო ძალიან დაბალი დონე.
2.ცუდი დამოკიდებულება (ამბობენ, რომ ცინიკური)
3.აქტიური თემების ტოპ 10-ეული და გინდ 20-ეული: სასაუბრო, სასაუბრო სასაუბრო.
წავა და სხვაგან იჭორავებს, სხვაგან მივა სადაც დაცინვზე გინება შეიძლება და თუ რამე დააინტერესებს, ადგება და წიგნს წაიკითხავს ან თავის მოძღვარს ჰკითხავს.
იმ ადამიანს, შენ რომ დაგინახავს და ნიანგის ცრემლებს გადმოყრის, ჩემს ან სხვის დაწერილზე კიდე "ადამიანები ვართო" თავს იმართლებს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იმას გინდ გამოუსწორე რამე და აგინდ ტაძარი აუშენე.
მაინც საჩხაკუნა უნდა, იქ გააჩხარუნებს აქ გააჩხარუნებს და კმაყოფილი დაიძინებს საღამოს.
ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს გული გეტკინათ.
კიდევ მოვიხდი, არ მრცხვენია და არ დამეზარება, მაგრამ მარტო სოფელი არავის აუშენებია და ამის გასაგება როდის გავიზრდებით , არ ვიცი.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 29 2009, 03:03 PM
პოსტი #7


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



kato_Bato

კატ, შენ ერთ-ერთი ხარ, რომელსაც ძალიან ვაფასებ.. 2kiss.gif

დამნიშნეთ სასაუბროს მოდერად user.gif

ციტატა
1. ბექა


2. ქევანა

სად შევიკრიბებით? სამების ცენტრში? და როდის?

პ.ს. არაა აუცილებელი ჭამო-სვა რომ რაიმე პრობლემა გადაიწყვიტო, რომელი ბიზნეს ლენჩები შეეფერება ფორუმს? smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 29 2009, 03:07 PM
პოსტი #8


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ყველაფერი ბოლოს მაინც ერთ რამეზე დაიყვანება: ნება არ არის. ხუთი და ათი კაცი ვერაფერს უშველის ფორუმს (ამდენიც ძნელად მოგროვდება, ვინც სერიოზულად მოინდომებს და ბოლომდე გაქაჩავს). ერთი იმედია: იქნებ მაინც მოვგროვდეთ და ამ ათიოდე კაცმა იმდენი ქნას, რომ გადასდოს სხვას მუხტი? სერიოზული შრომა კი მოუწევთ. აქაური "ზავაძილების" ნახევარი რომ სხვა რელსებზე გადავიდეს, უკვე სერიოზულად იმოქმედებს ამინდზე. ამ ყველაფერს კაი დალაპარაკება უნდა ლაივში, თან უცხოეთში მყოფები სკაიპით რომ დაგვიკავშირდნენ, ისეთ პირობებში. სერიოზული ძალები გვყავს საზღვარგარეთ (ქეთო და კაიროსი რად ღირან მარტო!). მოკლედ, თუ რამეს მოიფიქრებთ, მზად ვარ!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 29 2009, 03:41 PM
პოსტი #9


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ქევანა
ციტატა
დამნიშნეთ სასაუბროს მოდერად



მართლა გინდა?


ციტატა
2. უნდა დაწესდეს ფორუმის საქმიანი შეხვედრა თვეში ერთხელ, სადაც განხილული იქნება ყველაფერი, რასაც მოითხოვს თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები, ასევე ერთმანეთში გაიცვლება ახალი წიგნები ან ახალი სტატიები, ახალი იდეები და ახალი წევრები გაიცნობენ ძველებს და ა.შ.


ჰო, ეს არ უნდა იყოს რთული, ადრე კანონა ლექციებსაც კიტხულობდა. საინტერსო იყო ნამდვილად.



ციტატა
4. ფორუმი უნდა იყოს უფრო რეკლამიზირებული და გატანილი სხვა ფორუმებზე, ასევე სკოლა-ინსტიტუტებში, უნდა მოხდეს სამთვეში ერთხელ მაინც დიდი შეხვედრების მოწყობა უპირველესად სასულიერო სასწავლებებში და ფაკულტეტებზე.


ვაიმე კაიროს, ოცნებაც არის და ოცნებაც biggrin.gif მეც კი, გამოუსწორებელ მოწუწუნეს ფორუმის ,,გაფუჭების,, მხრივ, ესეთი არც კი მიოცნებია. ნამეტანია ეხლა რავა ვთქვა მარა biggrin.gif



ციტატა
5. ფორუმელები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაში, მეც თავად ფინასისტებში ვარ, და ხანდახან ბიუჯეტზე ზარების რაოდენობა იმდენაც ცოტაა, რომ სამრცხვინოც კია, ასობით ადამიანი სისტემატურად პოსტავს, და 1 ლარის დარეკვა, კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში ერთხელ მაინც რა გახდა?



შენიშვნა მიღებულია.


ეხლა, გეგმასტან ერტად მისი განხორციელების გზებიც დაგვიწერე. რელაურად შევაფასოთ კაიროს, ხომ ხედავ, ამ თემაშიც კი, არ აქიტიურობენ იუზერები. ამდენის ერთად გაკეთება კიდევ...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Sep 29 2009, 03:56 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



სამწუხაროდ ამ ფორუმის განაჩენი გამოტანილია

ეს არის - კრახი!

გულდასაწყვეტია


KAIROS

ვა კაიროსა ჩამოსული ყოფილხარ ბიჭო, ერთი მაინც სემხმიანებოდი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 29 2009, 04:29 PM
პოსტი #11


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ფაქტია რომ ფორუმის ფორმატი შეცვლილია... ეს ის არაა რაც მე პირველად ვნახე! როცა გარემო იცვლება ეს ავტომატურად იცვლება ფორუმელთა განწყობა... ფაქტი სახეზეა ეს მოხდა... ბატონმა კაიროსმა სწორედ ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრებები, თუმცა მის კატეგორიული ტონი ვიღაცას ცოდად მოხვდა, მაგრამ ეს მისი მხრიდან გულისტკივილითა გამოწვეული, ისევე როგორც მრავალ თქვენგანს სწყდება გული...

გადაჭარბებულად მეჩვენება უმიცვალებულო გლოვა! ფორუმი არ მომკვდარა მხოლოდ სზინავს, ანდა დაძინებულს სხვაგან გამოეღვიძა... ასეთ თემებში საკითხის რჩევა, დიდ ვერაფერ შედეგს ვერ მოიტანს. მეტიც, კატობატოს ინიცირებულმა გამოკითხვამ სასაუბროს შესახებ აჩვენა რომ ფორუმელები ვერ არიან ერთსულოვნები არსებული პრობლემის ირგვლივ. შესაძლოა ერთსულოვნები ვართ გაუმჯობესებისკენ ოცნებაში, მარა პრაქტიკაში ვერ ვანვითარებთ... ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ არ ვართ ცოტანი და ეს ჩვენს მობილურობას ართულებს, მითუმეტეს ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში...
ჩემი შემოთავაზებაა, რომ ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე გამოაცხადეთ ადმინისტრაციაში საგანგებო სიტუაცია, ყველა მოდერმა და სენატორმა, ადმინის ბელადობით მოჰხვიოთ ხელი იმ თემებს რომელიც მიზანშეუწონლად მიგაჩნიათ ფორუმისთვის და გადაყაროთ, თავიდან დაადგინოთ ფორუმის სახე და ასე შემოგვთავაზოთ... სამწუხაროდ საჯარო დისკუსია შედეგს ვერ მოიტანს, ასე რომ შეიკეტეთ სამოდეროში და საქმეს მიხედეთ... ამის შემდეგ კი შევეცდებით ყველანი დარჩენილი თემების მოვლა პატრონობას, რომ ერთ მშვემნიერ დღესაც იგივე ბედი ამ თემებმა არ გაიზიაროს...
რაც შეეხება ასეთი ცვლილებების შედეგებს - თუ ვინმესთვის ეს იქნება წასვლის მიზეზი ამ ფორუმიდან, რას იზავთ, ყოველი ცვლილება რაღაც უკუშედეგი ექნება...

პ.ს. ბიბლიოთეკებზე და თემების გამდიდრებაზე დაიწყო ფიქრი მაშინ როდესაც ქაოსია ეს არ მეჩვენება მართებულად!


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Sep 29 2009, 05:13 PM
პოსტი #12


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ვეთანხმები კატოსაც და კაიროსსაც, თუმცა ძალიან რთული იქნება რასაც თქვენ წერთ smile.gif
მართლაც, პირველ რიგში ჯერ ფორუმი უნდა გაიწმინდოს და მერე უნდა ვისაუბროთ ჰანვითარებაზე, შეხვედრებზე და ასე შემდეგ..
Misha Songulashvili
ციტატა
გამოაცხადეთ ადმინისტრაციაში საგანგებო სიტუაცია, ყველა მოდერმა და სენატორმა, ადმინის ბელადობით მოჰხვიოთ ხელი იმ თემებს რომელიც მიზანშეუწონლად მიგაჩნიათ ფორუმისთვის და გადაყაროთ, თავიდან დაადგინოთ ფორუმის სახე და ასე შემოგვთავაზოთ... სამწუხაროდ საჯარო დისკუსია შედეგს ვერ მოიტანს

ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როცა მიშას ვეთანხმები smile.gif
მე მოდერატორებს არაფერში არ ვდებ ბრალს, უბრალოდ, როცა ისინი გააქტიურდებიან, თუნდაც სულ დაიხუროს ეს სასაუბრო, მერე ყველამ თავის განყოფილებას მიხედოს, საინტერესო თემები წამოწიოს და სხვა რომ არაფერი იქნება, ჩვენც იქ დავპოსტავთ...
თავს არ ვიმართლებ ხალხო, ნაინამ კი იცის რამდნეი ჩემი ოფი აქვს წაშლილი biggrin.gif
უბრალოდ რაღაცა მიბაძვა და საერთო სიტუაციაა რა... ის აოფებს, მე მივყვები, აქტუირი თემები სასაუბროშია და რატომ ავიტკიებ თავს? აი ასეა და ვაღიარებ.. user.gif
მე არ დავპოსტავ სასაუბროში თუ ამით რამე ეშველება ფორუმს, მაგრამ არა მგონია, ასე "ნამუსზე შეგდებით" ბევრი არ მოიქცევა...
მოკლედ ჩვენც გვმართებს თავშეკავება, მაგრამ, ჯერ სამოდეროში განიხილეთ და ჩამოაყალიბეთ ფორუმის რეფორმა კარგად, მერე შემოგვთავაზეთ და ვისაც ეს წესები არ მოეწონება, წავა, მგონი არ იქნება ეს ტრაგედია smile.gif
რავიცი, იფიქრეთ... smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Sep 29 2009, 05:37 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



კრახი_ ამ ფორუმის ბოლო

გაჩალიჩებული ზოგიერთი ფორუმის "შინა მანა კენა" ფორუმელისგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 29 2009, 06:10 PM
პოსტი #14


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(ქევანა @ Sep 29 2009, 04:03 PM) *

kato_Bato

სად შევიკრიბებით? სამების ცენტრში? და როდის?
სამების ცენტრში? g.gif
ციტატა(ზარნაშო @ Sep 29 2009, 04:07 PM) *

ამ ყველაფერს კაი დალაპარაკება უნდა ლაივში, თან უცხოეთში მყოფები სკაიპით რომ დაგვიკავშირდნენ, ისეთ პირობებში. სერიოზული ძალები გვყავს საზღვარგარეთ (ქეთო და კაიროსი რად ღირან მარტო!).
ამაზე რას იტყვით?



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Sep 29 2009, 06:21 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ა ხო ვამბობდი : )))
ვის უნდა შეხვედრა კიდევ ერთხელ ვწერ smile.gif აქ კაკუნით საქმე არ გადაწყდება და იქნებ ადმინიც მოვიდეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 29 2009, 06:33 PM
პოსტი #16


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ამ ადამიანის მოთქმა მიაშალოს ვინმემ sergi_glaxa


ქვების სროლა რა ადვილია.
მითუმეტეს, რომ ტაშის დამკვრელს ყოველთვის იპოვი.



დაუწიეთ ასოებს, ვხედავთ... huh.gif

ეგ იმის ნიშანია ფორუმის ბურჯები რომ ხართ, თუ წაუკითხავად არ დარჩეს გეშინიათ?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 29 2009, 06:48 PM
პოსტი #17


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



მივესალმები თქვენს ენთუზიაზმს მაგრამ, არ ვუერთდები...
თუმცა მე ბევრის შეცვლა ამ ფორუმზე არც შემიძლია, ყოველშემთხვევაში სასიკეთოდ biggrin.gif და ჩემი დასწრება არ დასწრება არაფერს შეცვლის...

ისე კი რეალური მიზეზი ის გახლავთ რომ იუზერთა შეკრება კი არა ამას ადმინისტრაციაში უნდა რეფორმის დაწყება...

მე ველოდები ადმინისტრაციის ერთიან განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით smile.gif



--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 29 2009, 08:32 PM
პოსტი #18


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(ბექა @ Sep 29 2009, 07:21 PM) *

ა ხო ვამბობდი : )))
ვის უნდა შეხვედრა კიდევ ერთხელ ვწერ smile.gif აქ კაკუნით საქმე არ გადაწყდება და იქნებ ადმინიც მოვიდეს

მინდა-მეთქი. სერიოზულად მომინდა ეხლა. იქნებ გვეშველოს რამე.


ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 29 2009, 07:48 PM) *

მივესალმები თქვენს ენთუზიაზმს მაგრამ, არ ვუერთდები...
თუმცა მე ბევრის შეცვლა ამ ფორუმზე არც შემიძლია, ყოველშემთხვევაში სასიკეთოდ biggrin.gif და ჩემი დასწრება არ დასწრება არაფერს შეცვლის...
ისე კი რეალური მიზეზი ის გახლავთ რომ იუზერთა შეკრება კი არა ამას ადმინისტრაციაში უნდა რეფორმის დაწყება...
მე ველოდები ადმინისტრაციის ერთიან განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით smile.gif
IPB-ს სურათი


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 29 2009, 10:21 PM
პოსტი #19


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



თქვენო უწმინდესობავ - ადმინ,
წმინდა მოწამენო - სენატორებო,
ანგელოზთა დარნო - მოდერატორებო,


ამ ფორუმზე შექმნილმა ამაზრზენმა სიტუაციამ და ამდენი აჟიტირებული ხალხის ხილვით ინსპირიებული გადავწყვიტე მოგმართოთ არც თუ ისე მორიდებულად და მოგთხოვოთ რამოდენიმე კონკრეტულ საკითხზე ჩაფიქრება ჩემთან ერთად!

ამისათვის კი მოვიშველიებ, ამავე ფორუმის ზოგად დებულებას

მუხლი 1. ფორუმი
1. ფორუმი church.ge არის ქართული მართლმადიდებლური ფორუმი და განკუთვნილია აღმოსავლურ-მართლმადიდებელი ქრისტეს წმინდა ეკლესიის მოძღვრების - მართლმადიდებლობის შესახებ მოსაზრებების, იდეებისა და შეხედულებების გამოსახატად. ფორუმზე დასაშვებია, აგრეთვე, გადმოიცეს წევრთა შეხედულებები ქართველი ხალხის ეროვნულ კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ანუ პირველივე თავში გამუქებული ტექსტი მოგვითხრობს რომ ეს ფორუმი არის რელიგიურ საკითხებზე სასაუბროდ განკუთვნილი ადგილი, ანდა აღნიშნულთან რაიმე კავშირში მყოფ თემებზე სასაუბრო...

ეს ყოველივე კი გვაფიქრებინებს იმას, რომ ფორუმზე არსებული ყველა ის თემა რომელიც არ ეხება ამ ფუნდამენტურ საკითხს, იმისათვისაა საჭირო რათა ხალხი იქნას მოზიდული და აქ დაკავებული არა სწორი გზით... ეს ყოველივე კი ფორუმის წესებში არ ჯდება, თუმცა არ გამორიცხავს სამწუხაროდ...

შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს, რა საჭიროა ფორუმზე ტრეფიკის შენარჩუნება იმ გზით რაც ამ ფორუმის მიზანს არ წარმოადგენს?
მე მაინტერესესბს რას ფიქრობს ამ დროს ადმინისტრაცია და რატომ უწევთ იუზერებს ამ საქმის რჩევა? ნუთუ ის ძნელი მისახვედრია, რომ აქ ინტერაქტივები არ ჭირდება იმ საკითხს რომ ეს ფორუმი უნდა დაუბრუნდეს იმას რაც წესებით არის გათვალისწინებული?.. სასაუბრო განყოფილება, შემდეგ გალერეაში უამრავი სახის გარეშე საკითხის თემის გახსნამ აარიდა ფორუმი თავის გზას.
იუზერები დგანან და ბჭობენ სიტუაციის გამოსწორებაზე მაშინ როდესაც ადმინისტრაციას მართებს ცვლილებების გატარება...
შემდეგ გამოდგება ისევ ვიღაც ადმინისტრაციიდან და დამრიგებლური ტონით საუბრობს როცა შეცდომა მათ მიერაა დაშვებული.

დამდეთ პატივი და ვიღაცამ, ადმინისტრაციიდან სანამ ჩემს მიმართ სადამსჯელო ზომებს გაატარებდეთ მიპასუხეთ, რატომ არის ფორუმზე ამდენი გარეშე თემა და რატომ არ ხურავთ? ანდა თუ დახურვის სურვილი გაქვთ რატომ ეკითხებით იუზერებს? წესების მიხედვით ვერ მოქმედებთ?

მოკლედ წერილის წერა სათაურიდანვე წესების დარღვევით დავიწყე, მოდი და აამოქმედეთ წესები ჩემზე ეხლა, ოღონდ იმ პირობით, თუ ამ წესებს აღარ გადადებთ გვერდზე და განურჩევლად სქესისა და ასაკისა თუ სიმპატიებისა ყველაზე თანაბრად იმუშავებს!

ეს არის გზა რომელსაც მე ვხედავ რათა ეს პრობლემა აღარ იქცეს პოპულიზმის იაღად იუზერთა ხელში თუ ადმინისტრატორთა ხელში მაშინ როდესაც უაზრო საყვედურებს არ ვიშურებთ არცერთი მხარე...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 29 2009, 10:25 PM
პოსტი #20


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ეს ყოველივე კი გვაფიქრებინებს იმას, რომ ფორუმზე არსებული ყველა ის თემა რომელიც არ ეხება ამ ფუნდამენტურ საკითხს, იმისათვისაა საჭირო რათა ხალხი იქნას მოზიდული და აქ დაკავებული არა სწორი გზით... ეს ყოველივე კი ფორუმის წესებში არ ჯდება, თუმცა არ გამორიცხავს სამწუხაროდ...


ავოეეეეე აქ რომ მარტო რელიგიურ საკითხებზე იყოს საუბარი განახევრდება ფაქტიურად პოსტების რაოდენობა biggrin.gif მე პირადად რელიგიურ თემებზე სათქმელი აღარაფერი მაქვს აქ და არც კითხვა მაქვს, ასე რომ თუ ასე მოხდა დავიხურავ ქუდს და წავალ
g.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

37 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 01:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი