![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მოგესალმებით!
სანამ დაპირებულ სასიამოვნო ამბებზე გადავიდოდე, მინდა ერთი–ორი სიტყვით მოგითხროთ წინაპირობა, თუ რატომ აღმოვჩნდი ზარზმაში დაახლოებით 4 წლის წინ და მას შემდეგ ყოველწლიურად მაქვს ბედნიერება ჩავიდე ამ არაჩვეულებრივ ადგილას. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თბილისში ჩამოვიდა გერმანელი რეჟისორი და პროდიუსერი ტომას შმიდტი, რომელიც მეგობრებთან ერთად მოგზაურობდა საქართველოში. ისინი გოდერძის უღელტეხილით აპირებდნენ მესხეთიდან აჭარაში გადასვლას და გზად, სრულიად შემთხვევით შეამჩნიეს მონასტერი. დასათვალიერებლად მისულთ მორჩილი ბესარიონი დახვდათ, რომელიც თაფლითა და პურით გაუმასპინძლდა სტუმრებს. სტუმრებს გაგონილი ჰქონდათ ქართველ ღვთისმსახურთა ლამაზი გალობის ამბები და სთხოვეს, იქნება შენც იცი გალობა და რამე გვიგალობეო. მორჩილი ბესარიონი არ დაზარებულა და ისეთი უგალობია, უცხოელებს ყბები ჩამოსცვივდათ. ტომასმა და მისმა მეგობრებმა გზა გააგძელეს, მაგრამ ხსოვნა ზარზმის მონასტრისა და მგალობელი ბერის შესახებ დიდი ხანი გაჰყვათ. სწორედ ამიტომ ტომას შმიდტმა გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა კიდევ ჩასულიყო ზარზმაში და თუ მოახერხებდა ფილმიც გადაეღო. ის დაუკავშირდა საპატრიარქოს და მონასტრის წინამღვარის, მამა ნიკოლოზის ტელეფონი გამოართვა, დაურეკა და სთხოვა ფილმის გადაღების ნება მიეცა. მამა ნიკოლოზი უაღრესად კეთილი, თანამედროვედ მოაზროვნე და უშუალო ადამიანი აღმოჩნდა და სიამოვნებით დაპატიჟა ტომასი მონასტერში რამდენიმე დღით. პროფესიონალურ ვიდეო გადაღებას არა მარტო ვიდეო კამერა ყოფნის, არამედ მას კარგი ხმის ოპარატორიცა და გამნათებელიც სჭირდება, შესაბამისად, ტომასი შეეცადა საქართველოში დაექირავებინა შესაბამისი სპეციალისტები. ჩემდა საბედნიეროდ, ხმის ოპარატორად ჩემმა მეგობრებმა მე გამიწიეს რეკომენდაცია. ასე აღმოვჩნდი პირეველად ზარზმის მონასტერში. გადაღებები 4 წელს გაგრძელდა, წელიწადის სხვადასხვა დროს და ფილმის მთავარი გმირი მორჩილი ბესარიონი, ამჟამად კი მამა ბასილი იყო. გადაღებების განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. მაგალითად წინა წელს კანკელის მარცხენა მხარეს, სრულიად შემთხვევით, რესტავრატორებმა უძველესი ბარელიეფური გამოსახულებები იპოვეს, რომლებიც მე 9 საუკუნით თარიღდება. ამ გამოსახულებებს ზევიდან მე 15 საუკუნის ფრესკა ამშვენებდა და მის უკან იყო ჩამალული. კულტურის სამინისტროს ნებართვით მოხდა ამ გამოსახულებების გაწმენდა. 12 ოქტომბერს წავედით შემოდგომის სეზონის გადასაღებად და ჩვენდა საბედნიეროდ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დღეს შევესწარით. ზარზმის მონასტერში ოდითგან ორი უძველესი და უძვირფასესი ხატი ეკიდა, მე 16 საუკუნემდე ეს ხატები ამ მონასტერში იყო დასვენებული, ხოლო შემდეგ ხატები ჯერ დასავლეთში, შემდეგ კი სახელმწიფო მუზეუმში ოქროს საცავში გადაასვენეს. მამა ნიკოლოზისა და მრევლის უშუალო მონაწილეობით მოხდა ამ ორი ხატის – ზარზმის ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ფერიცვალების ზუსტი ხატების ასლების შესრულება. მხატვრებმა რეზო ხაზალიამ და სოსო (უკაცრავად გვარი არ მახსოვს) ხატები შეისწავლეს და ზუსტი ასლები დღეს ზარზმის მონასტრის ერთ–ერთ კედელს ამშვენებს. 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ პირველად ჩავედით მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი და სამიოდე მორჩილი იყო. დღეს მონასრერში 8 ბერი და 4 კაბოსანი მორჩილია. ამ წუთისთვის მიმდინარეობს სამონასრტრო კომპლექსის ორსართულიანი ნაგებობის მშენებლობა, სადაც განთავსებული იქნება ბერების კელიები, სატრაპეზო, ბიბლიოთეკა და სხვა საჭირო სათავსოები. რაც შეეხება ფილმს, რეჟისორი ვარაუდობს რომ ის 2010 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. შევეცდები არ გამოგაპაროთ მისი პრემიერა. ამჯერად კი გთავაზობთ მცირე სადემონსტრაციო ვერსიას. ალილუიას მომღერალი კი თავად მამა ბასილია. აქვე დავდებ ამ გალობის სრულ ვერსიასაც. ძალიან კარგი იქნება თუ მოახერხებთ ესტუმროთ მონასტერს და საკუთარი თვალით ნახოთ თუ რა სილამაზეა იქ. თავად იგრძნოთ თუ რამხელა სიმშვიდე მოაქვს თავად მონასტერსა და იქ მოღვაწე ბერებთან ურთიერთობას. მონასტერს სჭირდება სასულიერო წიგნები. მე პერიოდულად ვაგროვებ ხოლმე მათთვის წიგნებს და თუ კვლავაც იქნებიან მსურველები, ძალიან გაახარებს მონასტრის საძმოს. გვეწეოდეს წმინდა სერაპიონ ზარზმელი და გვფარავდეს ზარზმის ღვთისმშობლისა და ფერიცვალების ხატები! ალილუია – http://www.allshares.ge/download.php?id=0F6F8B089 ფილმი - http://www.youtube.com/watch?v=_OktFokaYNE ესეც ახლად ნაპოვნი ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამოსახულებები. აღბეჭდილია ვედრების სცენა: ![]() ესეც ახლად აგებული სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ![]() შენობა ჯერ არ არის დასრუებული, სავარაუდოდ ერთ ორ თვეში დასრულდება. ესეც თავად ზარზმის მონასტრის ტაძარი ![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
დათიკო
გაიხარე, კეთილი და სასიხარულო ამბების გაზიარებისთვის ![]() -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
დათიკო
გაიხარე. იმედია ფილმი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვისაც -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
დათიკო |
![]()
პოსტი
#4
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
შევრდომილი
ციტატა იმედია ფილმი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვისაც ნამდვილად, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#5
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
დათიკო
შესანიშნავია, მომწონს ძალიან, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ![]() დათიკო, ფილმი რომ იწყება, შალვა ახალციხელის ლექსზე შექმნილი სიმღერით, მაგისი სრული ვერსია თუ მოგეპოვება? უზომიდ მიყვარს ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
დათიკო |
![]()
პოსტი
#6
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ნაინა
ციტატა დათიკო, ფილმი რომ იწყება, შალვა ახალციხელის ლექსზე შექმნილი სიმღერით, მაგისი სრული ვერსია თუ მოგეპოვება? უზომიდ მიყვარს არც კი მახსოვს მაქვს თუ არა ![]() გადავხედავ ჩემს არქივებს და თუ წავაწყდი სადმე მოგცემ ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#7
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
დათიკო
ციტატა არც კი მახსოვს მაქვს თუ არა გადავხედავ ჩემს არქივებს და თუ წავაწყდი სადმე მოგცემ კარგი ჩემო კარგო, თუ მოიპოვება შენს არქივებში შესანიშნავი იქნება, მადლობა წინასწარ. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#8
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
დათიკო
ხოშიანი ნამუშევარია ![]() ოპერატორის ჩრდილმა გამიტეხა ერთადერთი (სამრეკლოში ჩანს) ![]() და ბოლო კადრი არის უძლიერესი... ბერი რო მღერის ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd September 2025 - 02:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი