IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> კითვები ძველი აღთქმიდან :), გთხოვთ,მიპასუხეთ.
Liebevoll
პოსტი Oct 16 2009, 01:35 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 18-April 09
წევრი № 6,854




დავიწყებ იმით,რომ ღვთისმეტყველებაში საკმაოდ უმეცარი ვარ.ბიბლიის კითხვაც ახლა დავიწყე.თავიდანვე გამიჩნდა უამრაVი შეკითხვა.კითვებს აქ დავსვამ ხოლმე და თუ ვინმე ინებებს პასუხის გაცემას,უდიდესი მადლობელი ვიქნები.
შეიძლება იფიქროთ,რომ უფლის შესაძლებლობებში ეჭვი შემაქვს.მაგრამ ასე არაა.უბრალოდ,მინდა ჩემს რელიგიაში კარგად ვერკვეოდე და როდესაც ურწმუნო რაღაცეების მტკიცებას დამიწყებს,გონივრული და გააზრებული პასუხის გაცემა შევძლო.მანამდე კი დიდი სურვილი მაქვს,ჯერ მე თვითონ გავერკვე ამ საკითხში.

1."გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად."

2".უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო."

3."ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა ."

ეს ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ?

და კიდევ:

1.რატომ მოუნდა უფალს ადამისა და ევას გამოცდა?(სულ ესე ბედნიერად რომ ყოფილიყვნენ,ხომ კარგი იქნებოდა?უფალსაც ხომ ჩვენი ბედნიერება უნდა?)
2.რატომ არ მოეწონა უფალს კაენის ძღვენი?(უგულოდ მიართვა და იმიტომ?ბიბლიაში ხომ არ წერია,უგულოდ მიართვა თუ არა?)
3."ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა."---ამას რატომ ამბობს კაენი?სხვა ადამიანები ხომ არ არსებობდნენ?

და ის ვერ გავიგე,თუ სხვა ადამიანებიც შვა უფალმა,მარტო ადამზე და ევაზე რატომ წერია?და თუ მარტო ისინი შვა,მერე როგორღა გამრავლდნენ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 16 2009, 01:43 PM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
1."გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად."2".უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო."3."ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა ."ეს ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ?


რა თქმა უნდა არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით! smile.gif და როგორ უნდა გავიგოთ მწიგნობრები მოგახსენებენ ალბათ a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Liebevoll
პოსტი Oct 16 2009, 02:01 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 18-April 09
წევრი № 6,854



Atman
დიდი იმედი მაქვსsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Oct 16 2009, 02:33 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



ბიბლიის დაბადების წიგნის იოანე ოქროპირის განმარტება ამ მისამართზეა - http://www.ispovednik.ru/zlatoust/Z04_1/t04_1.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Liebevoll
პოსტი Oct 16 2009, 05:40 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 18-April 09
წევრი № 6,854



zaz
ამდენი რუსული არ ვიცი.თანაც ცუდი შრიფტითაა დაწერილი და მიჭირს კითხვა.

ისე,მადლობა.smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 16 2009, 09:54 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ადამის ნეკნიდან ევას შექმნა ნიშნავს იმას რომ ევა ადამის მსგავსი შეიქმნა.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Liebevoll
პოსტი Oct 16 2009, 10:00 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 18-April 09
წევრი № 6,854



ალექსანდრე
უფრო ვრცლად რომ დაწეროთ,შეგიძლიათ?
და ჩემს სხვა კითხვებზეც თუ შეძლებთ პასუხის გაცემას,მადლობელი ვიქნები.smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 16 2009, 10:10 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



Liebevoll
ციტატა
1.რატომ მოუნდა უფალს ადამისა და ევას გამოცდა?(სულ ესე ბედნიერად რომ ყოფილიყვნენ,ხომ კარგი იქნებოდა?უფალსაც ხომ ჩვენი ბედნიერება უნდა?)

ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება. თავისუფალი ნება კი ვლინდება იმაში რომ ადამიანს აქვს არჩევანის საშუალება. ხოდა ადამმაც ცუდი არჩევანი გააკეთა. მას ხომ შეეძლო რომ არ ეჭამა იმ ხის ნაყოფი?
არ ექნებოდა ადამს არჩევანის საშუალება? არ ექნებოდა მაშინ თავისუფალი ნება.


უფრო ვრცლად და კარგად აფხაზი და კაიროსი დაწერენ a075.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Liebevoll
პოსტი Oct 16 2009, 10:16 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 18-April 09
წევრი № 6,854



ალექსანდრე
ჩემი აზრით,ასეთი თავისუფლება არაფერში გვჭირდება.უფრო ბედნიერები ვიქნებოდით,უფლის მიერ "დატყვევებულები" რომ ვყოფილიყავით.

იმედია აფხაზი და კაიროსი ნახავენ ამ თემასsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 16 2009, 10:24 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
2.რატომ არ მოეწონა უფალს კაენის ძღვენი?(უგულოდ მიართვა და იმიტომ?ბიბლიაში ხომ არ წერია,უგულოდ მიართვა თუ არა?)


3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.
4. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. [დაბ. 4]

აბელმა ღმერთს რჩეული პირუტყვი შესწირა, ანუ ყველაზე საუკეთესო რაც გააჩნდა

ციტატა
3."ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა."---ამას რატომ ამბობს კაენი?სხვა ადამიანები ხომ არ არსებობდნენ?

ადამს ბევრი შვილები ჰყავდა ამიტომ შეიძლება სხვებიც არსებობდნენ. ან შეიზლება აქ ცხოველებიც იგულისმებოდეს.

ასეთი განმარტება მაქვს მოსმენილი რომ როდესაც კაენმა მოკლა აბელი, ცხოველებმა იყნოსეს ადამიანის სისხლი და სწორედ მას შემდეგ დაიწყეს მტაცებლობაო.

ვნახოთ აბა სხვები რას იტყვიან


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 16 2009, 10:28 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ნეკნის გამოღებას სხვა დატვირთვა აქვს... მრავალი მსოფლმხედველობა იმ დროს კამათობდა, იყო თუ არა ქალი ადამიანი... ბიბლიამ კი ამას მოჭრით გასცა პასუხი - დიახ, ის არის ადამიანური სხეულისგან შექმნილი, როგორც თანასწორი... ზოგადად, ძველი აღთქმა ლამის სიმბოლოთა კრებულია biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Liebevoll
პოსტი Oct 16 2009, 10:35 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 18-April 09
წევრი № 6,854



ციტატა(ალექსანდრე @ Oct 16 2009, 10:24 PM)
3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.
4. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. [დაბ. 4]

აბელმა ღმერთს რჩეული პირუტყვი შესწირა, ანუ ყველაზე საუკეთესო რაც გააჩნდა


ე.ი.კაენმა თავისი საუკეთესო მიწა არ მიუძღვნა?

ციტატა
ადამს ბევრი შვილი ჰყავდა ამიტომ შეიძლება სხვებიც არსებობდნენ. ან შეიზლება აქ ცხოველებიც იგულისმებოდეს.

ასეთი განმარტება მაქვს მოსმენილი რომ როდესაც კაენმა მოკლა აბელი, ცხოველებმა იყნოსეს ადამიანის სისხლი და სწორედ მას შემდეგ დაიწყეს მტაცებლობაო.


მაშინ და-ძმის კავშირი მისაღები იყო? ცოდვად არ ითვლებოდა?


ციტატა(მნათე @ Oct 16 2009, 10:28 PM) *

ნეკნის გამოღებას სხვა დატვირთვა აქვს... მრავალი მსოფლმხედველობა იმ დროს კამათობდა, იყო თუ არა ქალი ადამიანი... ბიბლიამ კი ამას მოჭრით გასცა პასუხი - დიახ, ის არის ადამიანური სხეულისგან შექმნილი, როგორც თანასწორი... ზოგადად, ძველი აღთქმა ლამის სიმბოლოთა კრებულია biggrin.gif



და ამ სიმბოლოებს არ ჯობდა პირდაპირ დაეწერათ?უფრო გასაგები იქნებოდა ადამიანებისთვის.: (
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Oct 16 2009, 10:36 PM
პოსტი #13


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(Liebevoll @ Oct 16 2009, 01:35 PM) *

2.რატომ არ მოეწონა უფალს კაენის ძღვენი?(უგულოდ მიართვა და იმიტომ?ბიბლიაში ხომ არ წერია,უგულოდ მიართვა თუ არა?)
4:5 ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი.
4:6 და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე.
4:7 ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას.
მგონი აქ გასაგებადაა ახსნილი თუ რატომ არ შეიწირა უფალმა კაენის მსხვერპლი dry.gif
ციტატა
3."ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა."---ამას რატომ ამბობს კაენი?სხვა ადამიანები ხომ არ არსებობდნენ?
4:14 და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.
4:15 და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა.

ციტატა
და ის ვერ გავიგე,თუ სხვა ადამიანებიც შვა უფალმა,მარტო ადამზე და ევაზე რატომ წერია?და თუ მარტო ისინი შვა,მერე როგორღა გამრავლდნენ?
ადამს და ევას კიდევ ბევრი შვილი ყავდათ მაგრამ ბიბლიაში ყველა მათგანზე არ წერია კონკრეტულად
ცხადია დანარჩენ შვილები მრავლდებოდნენ და შესაბამისად არსებობდა ადამის, ევას, კაენისა და აბელის გარდა კიდევ სხვა ადამიანებიც, ალბათ ახლო ნათესავები dry.gif

პ.ს. აუ როგორ გავკადნიერდი რა მე sad.gif
უკვე ბიბლიის ტექსტებს რო ვაციტირებ unsure.gif

Liebevoll
სხვებს მოუსმინო მგონი ჯობია yes.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 16 2009, 10:38 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



Liebevoll
ციტატა
ე.ი.კაენმა თავისი საუკეთესო მიწა არ მიუძღვნა?

საუკეთესო მიწის ნაყოფი, წრფელი გულით არ გაიღო.

ციტატა
მაშინ და-ძმის კავშირი მისაღები იყო? ცოდვად არ ითვლებოდა?

ცოდვად არ ითვლებოდა. შემდგომ მოგვიანებით, როდესაც რჯული მიეცა უკვე აკრძალული გახდა.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Liebevoll
პოსტი Oct 16 2009, 10:51 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 18-April 09
წევრი № 6,854



ნონა
გათანამედროვებული ბიბლიიდან რომ დაგეციტირებინათ,უკეთესი იქნებოდა.ჩემისთანა ადამიანისთვის ძნელია ძველი ქართული.

თქვენ რაც დააციტირეთ,ეგენი უბრალოდ ფაქტებია.ანუ რაც მე აღვნიშნე.

1.მაინც ვერ გავიგე.აშკარად არ წერია ბიბლიაში,რომ უგულოდ მიართვა.
2.თქვენ ალბათ ვერ მიხვდით,აქ რაც ვიკითხე.
3.მაგრამ აშკარად არ წერია,რომ ისინიც იმ დროს შექმნა უფალმა.

თუ კითხვები არ დავსვი,ვერ შეძლებენ მცოდნეები პასუხის გაცემას და მეც ვერაფერს გავიგებ.smile.gif

ალექსანდრე
აა,გასაგებიაsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 17 2009, 03:43 AM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეს ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ?

უცილობლად, რადგან როგორც დაგიწერეს ეს უმნიშვნელოვანესი აქტია, რადგან შემდეგ განვითარებულ კაცობრიობას ერთი საწყისი უნდა ქონოდა ანუ ადამი-იანები უნდა ყოფილიყვნენ, ასე რომ ერთიანობა ნამდვილი ერთიანობაა.

ციტატა
1.რატომ მოუნდა უფალს ადამისა და ევას გამოცდა?(სულ ესე ბედნიერად რომ ყოფილიყვნენ,ხომ კარგი იქნებოდა?უფალსაც ხომ ჩვენი ბედნიერება უნდა?)



უფალს არ მონდომებია, რაიმე გამოცდა, მაგრამ ნებისმიერი ბედნიერება ეფუძვნება თავისუფლებას, ანუ არჩევანს გინდა თუ არა იყო ასეთი, ძალით ბედნიერი ვერავინ ხდება, მათ შორის ვერც ანგელოზები, ამიტომაც დაეცა ის ნაწილი, რადგან თავისუფალი ნებით გადგნენ ღმერთისაგან, ასევე მოხდა ადამისა და ევას შემთხვევაში, ჩვენ თუ კარგად დავუკვირდებით გველისა და ევას საუბარს ვნახავთ, რომ არანაირი ძალადობა არ დაშვებულა ევაზე (მიუხედავად იმისა, ეს გველს ანუ სატანას შეეძლო) არამედ მხოლოდ არჩევანის დაყენების საშუალება დაუშვა ღმერთმა და არა ძალადობრივი გადაძალვა, ასე რომ ყოფილიყო მათი ცოდვა ცოდვად არ ჩაითვლებოდა, ის რომ ნებისმიერად განხორციელდა დაცემა და არა ღმერთის "მონდომებით" , ეს ჩანს თავად იმ დიალოგიდან, რასაც დაცემული ადამიანები გაუმართავენ ღმერთს დაცემისთანავე, ჯერ იყო და სულ ცოტა ხნის უკან უგონიერესი ადამი ახლა ღმერთს ბუჩქებში ემალება და მერე თავხედდება და მის დაცემას "შენ რომ შექმენი ევა"-ს აბრალებს (ანუ ღმერთს აბრალებს ფაქტიურად), ხოლო ევა კი გველს... ანუ ფაქტიურად დაცემა აისახა გონებაზეც, ზნეობაზეც და სულიერებაზეც, ეს კი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა დაცემა ხდება თავისუფლებით, სწორედ იმავე თავისუფლებით მოხდა ღმერთის განკაცება და ადამიანის გამოხსნა, აქაც რაიმე ძალადობა რომ ყოფილიყო მაშინ გამოხსნა აღარ მოხდებოდა, იგივეა ჩვენი ცხონების საქმეში, ჩვენც იგივე გზას გავდივართ რაც პირველმა ადამმა გაიარა და უნდა მივბაძოთ მეორე ადამს (ქრისტეს), რათა გავაკეთოთ სწორი არჩევანი, მხოლოდ ასე შეიძლება გავხდეთ ბედნიერი, რადგან ნამდვილი ბედნიერება ღმერთთან ყოფნაა და ღმერთთან ყოფნა თავისუფალი არჩევანით მიიღწევა.

ციტატა
2.რატომ არ მოეწონა უფალს კაენის ძღვენი?(უგულოდ მიართვა და იმიტომ?ბიბლიაში ხომ არ წერია,უგულოდ მიართვა თუ არა?)



ბიბლია არის ღრმა ენა, იქ ბევრი რამ სტრიქონს შორის იკითხება, ნუ ახლა პრეტენზიას ვერ წავუყენებთ დამწერს, რატომ არ გვესმისო, ეს ჩვენს სულიერებაში უკანყოფნაზე მიუთითებს და ამიტომ რჩევაა რომ მამების განმარტებები ვიკითხოთ ბიბლიის კითხვისას.
ახლა თავად ფაქტი, ვნახოთ რა ხდება (ახალქართულად მოვიყვან, კარგად გაგებისათვის)
. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.

4. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს.

5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.

6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?

7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.

ახლავე უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად ბიბლიაში არცერთი სიტყვა არაა ზედმეტი, არცერთი მინიშნება.
კაენი მიწისმუშაკია, აბელი მეცხვარე, წესით არცეთ საქმიანობაში ცუდი არაფერია, თუმცა მამები ვარაუდობენ, რომ კაენი მიწას მიეჯაჭვა, ქვემოთ ხედავდა სულ ხსნას, ხოლო აბელი კი თავისუფალი იყო და ღმერთზე ქონდა იმედი, ეს შემდეგი მოვლენებიდან სჩანს.
ახლა ვნახოთ როგორ ხასიათდება ორივეს ძღვენი:
წერია კაენზე:
მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი
წერია აბელზე:
აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი
ხომ აშკარაა განსხვავება?
დახე, კაენმა უბრალოდ რაც ქონდა შესასრულებელი, ჰაიჰარად, აგდებულად, რაც მოხვდა ხელში მიიტანა და შეწირა, უგულოდ...
აბელმა კი რა ქნა? თუ რაიმე ქონდა საუკეთესო ფარაში "ნათავარი" და რჩეული ის აურჩია უფალს, მთელი გულით ილოცა და ისე შეიწირა უფალმა.
ხედავ განსხვავებას? შეიძლება ერთმაც და მეორემაც ერთიდაიგივე ლოცვა თქვას, ერთიდაიგივე შეწირულება გაიღოს, მაგრამ ერთის შეიწიროს და მეორეს არა, იმიტომ რომ გული იყოს სხვა!
და როგორი იყო კაენის გული? მაშინვე გამოჩნდა, როგორც კი განსაცდელი შეეხო (ამასთან დაკავშირებით ნახე ჩემი თემა განსაცდელის შესახებ)
5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.

6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?

7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.

აი ასე, გამწარდა, გაბოროტოდა, ანუ კი არ გაბოროტდა ამ წუთში, არამედ რაც კოკაში უკვე ედგა ის გადმოდინდა, და მაშინვე ამხილა უფალმა, მაშინვე გააფრთხილა, მაგრამ აქაც თავისუფალი ნებაა და ჩაიდინა პირველი მკვლელობა!
და თავადვე იწინასწარმეტყველა მისი ბოლო:
ციტატა
3."ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა."---ამას რატომ ამბობს კაენი?სხვა ადამიანები ხომ არ არსებობდნენ?

ანუ ეს იყო წინასწარმეტყველება, თუ როგორ მოკვდებოდა და ასეც მოხდა, მისმავე ერთერთმა შთამომავალმა მოკლა შემთხვევით ნადირობისას.

რაც შეეხება გამრავლების საკითხს, ერთერთ თემაში ბევრი ვწერეთ ამაზე და დაგეხმარებიან მოდერები მოძებნაში.

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 17 2009, 10:59 AM
პოსტი #17


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



KAIROS
ციტატა
ანუ ადამი-იანები უნდა ყოფილიყვნენ

ეს კაიროს ქართულში გვაქვს ეგრე, თორე რუსულში სიტყვა человек ადამი-დან არ მოდის sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 17 2009, 12:14 PM
პოსტი #18


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ქართულში გვაქვს ეგრე

როგორც მითხრეს ასევე ყოფილა თურქულშიც, ებრაულშიცო... და კიდევ რამოდენიმე ენაში, ისე კი ნამდვილად ლამაზი სიტყვაა "ჩელო ვეკ" ხაზგასმაა სხეულის დროში შექმანზე მგონი... საინტერესოა ისე ამ სიტყვის ეტიმოლოგიის ძიება smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 17 2009, 12:35 PM
პოსტი #19


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS

არ ვიცი მართალია თუ არა მაგრამ სლავიანური ვედების მიმდევრები ჩელოვეკს შიფრავენ როგორც "ჩელო ნა ვეკ" ანუ ჭურჭელი საუკუნით...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Liebevoll
პოსტი Oct 17 2009, 06:12 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 18-April 09
წევრი № 6,854



KAIROS

ციტატა
უცილობლად, რადგან როგორც დაგიწერეს ეს უმნიშვნელოვანესი აქტია, რადგან შემდეგ განვითარებულ კაცობრიობას ერთი საწყისი უნდა ქონოდა ანუ ადამი-იანები უნდა ყოფილიყვნენ, ასე რომ ერთიანობა ნამდვილი ერთიანობაა.


ანუ ღმერთმა ადამი მართლა მიწისგან შექმნა,ხოლო ევა ადამის ნეკნნისგან?




ციტატა
ხედავ განსხვავებას? შეიძლება ერთმაც და მეორემაც ერთიდაიგივე ლოცვა თქვას, ერთიდაიგივე შეწირულება გაიღოს, მაგრამ ერთის შეიწიროს და მეორეს არა, იმიტომ რომ გული იყოს სხვა!
და როგორი იყო კაენის გული? მაშინვე გამოჩნდა, როგორც კი განსაცდელი შეეხო (ამასთან დაკავშირებით ნახე ჩემი თემა განსაცდელის შესახებ)


ამაში სავსებით გეთანხმებით.

რაღაცეებში უკვე გავერკვიე ასე თუ ისე.დიდი მადლობაsmile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2024 - 11:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience