IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> მტრის მოკვლა ან ამის სურვილი ცოდვა???
პატრიოტი
პოსტი Jan 21 2007, 11:39 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



მოგესალმებით ფორუმელებო. მე ახალი ვარ ამ ფორუმზე. მეგობარმა მომიწვია და ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი თქვენით.

ეხლა გეტყვით რა მჭირს. და იქნებ მოძღვარმა გამცეს ამაზე პასუხი. მოგეხსენებათ ძალიან ცუდი წლებში გვიწევს ცხოვრება, საქართველოს ულამაზესი ტერიტორიები მიტაცებული აქვთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. ჩემი ასაკის ადამიანებში ჩამოყალიბდა სამი კასტა. პირველს სრულიად არ აინტერესებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მეორეს აინტერესებს, ძალიან უნდა მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს ან ვერ აკეთებს. მესამე კი დღე და ღამეს ასწორებს რატა ეს მოხდეს და ამისთვის თავსაც გასწირავს. მე პირადად მესამე კასტას მივეკუთვნები. ძალიან მინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში შევიტანო საკუთარი წვლილი და არც თუ მცირე. ამისთვის მზად ვარ სიცოცხლეც დავთმო. დამეთანხმეთ ძალიან ძნელია იმის ყურება როგორ კლავენ შენს თანამემამულეებს საკუთარ მიწაზე, სამწუხაროდ მე უფრო მეტი ვიცი ვიდრე ტელევიზორში აჩვენებენ. ყველაფერი ეს ჩემში იწვევს ძალიან დიდ ზიზღს მოწინააღმდეგის მიმართ და მიჩნდება მათი მოკვლის სურვილი. ეს ჩემი მოვალეობაცაა... მაგრამ ეს სურვილი რაღაც უფრო მძლავრია ვიდრე მოვალეობა. ფაქტიურად საქმეს როცა არ ვაკეთებ და მარტო ვარ სულ მაგაზე ვფიქრობ. ხანდახან ღამე მესიზმრება ხოლმე. წარსული ფაქტები ან კიდევ ის რაც მსურს. ეხლა არ ვაკონკრეტებ რა მსურს და რისი გაკეთება შემიძლია ან რაც გამიკეთებია. მაინტერესებს მამაოს აზრი. გამიგია ადამიანის მოკვლის სურვილიც ცოდვაოო და ეს მართალია??? როცა შენი ქვეყნის მტერს ესვრი ეს ცოდვა??? ანუ მე ძალიან ცოდვილი ვარ???


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 21 2007, 11:44 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



პატრიოტი
სასიამოვნოა შენი აქ გამოჩენა ძმაო

იმედია თავს კარგად იგრძნობ ჩვენ ოჯახში

საერთოდ, მტრის მოკვლა ომში ცოდვად არ ერაცხება ადამიანს, მაგრამ ზიზღიც არ შეიძლება. შენ მტერს შენი სამშობლოს დასაცავად (ან სარწმუნოების) უნდა კლავდე, და ამით ხიფათს აშორებდე შენ ქვეყანას

მაგალითად განიარაღებული მტრის მოკვლა ცოდვაა

შეჯავრება არავისი არ შეიძლება, ყველაში ქრისტეს მიერ ძმას უნდა ხედავდე, რამდენადაც შეძლებ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 21 2007, 11:47 PM
პოსტი #3


დაურეგისტრირებელი









პატრიოტი
მე როგორც მახსოვს საპატრიარქომ ომიანობის პერიოდში თქვა რომ ომში როცა მოკლავდნენ მტერს, ეს ცოდვად არ ჩაეთვლებოდათ, ისე "გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი."
კეთილი იყოს შენი მაუსი smile.gif , ბედნიერი ვარ რომ ჩვენი ფორუმი ფართოვდება.
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jan 21 2007, 11:48 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ქავთარაძე
ციტატა
მე როგორც მახსოვს საპატრიარქომ ომიანობის პერიოდში თქვა რომ ომში როცა მოკლავდნენ მტერს, ეს ცოდვად არ ჩაეთვლებოდათ

ძალიან კარგი თუ მასეა. მაგრამ აი სურვილი რომ მაქვს ეგ თუ ითვლება ცოდვად ეგ მაინტერესებს


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 21 2007, 11:55 PM
პოსტი #5


დაურეგისტრირებელი









პატრიოტი
მგონი უნდა იყოს, ეს უკვე "გიყვარდეს მტერი შენი.." ს დარღვევაა.
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jan 21 2007, 11:56 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ქავთარაძე
ციტატა
მგონი უნდა იყოს, ეს უკვე "გიყვარდეს მტერი შენი.." ს დარღვევაა.

როგორ უნდა მიყვარდეს როცა მასაც ვძულვარ??? და ჩემს ხალხს ხოცავს???


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 21 2007, 11:57 PM
პოსტი #7


დაურეგისტრირებელი









პატრიოტი
ნუ ეგ უკვე ყველას უჭირს, მაგრამ ფაქტია რომ ცოდვაა
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jan 21 2007, 11:59 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ქავთარაძე
ციტატა
ნუ ეგ უკვე ყველას უჭირს, მაგრამ ფაქტია რომ ცოდვაა

მე ვფიქრობ რომ არ უნდა იყოს ცოდვა წესით


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Jan 22 2007, 12:05 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



პატრიოტი
გაგიმარჯოს!!! კეთილი იყოს შენი ფეხი აქ. იცი რა არის რა თქმა უნდა ომში კაცის მოკვლა არ არის ცოდვა რადგან ამით შენ სარწმუნოებას და ქვეყანას იცავ, მაგრამ ალბათ ზიზღი გარკვეულ შემთხვევაშიც გასამართლებელია.
მე აბიტურიენტი ვარ და ეხლა ვსწავლობ ისტორიას, აქამდე საერთოდ არ მისწავლია. ჯერ მეცხრამეტე საუკუნის მეოთხედი მაქვს ნასწავლი ჯერ მეტი არა და მე რაც რუსებზე შევიტყვე იმის შემდეგ უფრო შემზიზღდა ეგ ერი. ისეთ საზიზღრობებს ჩადიოდნენ: ხალხს უმოწყალოდ ცემდნენ ზოგს ცემაში კლავდნენ. გლეხებს საზრდოს პირიდან აცლიდნენ, ყველანაირ ქონებას ართმევდნენ, მარნებს უტეხავდნენ, ქვევრებში სასუქს და ადამიანის სიბინძურეს უყრიდნენ, ოჯახში თუ ვინმე მდედრობითი სქსის იყო ყველას აუპატიურებდნენ ქმრების და ოჯახისწევრების თვალწინ. 1812 წლის აჯანყების შემდეგ მოსახლეობამ იმპერატორს წერილი მისწერა და იქ წერენ გლეხები რომ ჩვენ ვიცით რომ ჩვენი ძალები არაფერია რუსეთის ძალებთან შედარებითო და ჩვენ ვერაფერ შედეგს ვერ მივაღწევთო, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ გაგვჟლიტონო, იმ მიზეზების გამო რაც წეღან ზემოთ ვახსენე. ასევე საქართველოში მცხოვრები ოსი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამდა რუსთა ქცევებზე. ერთ მიმართვაში ისინი წერენ, რომ რუსი სალდათები მოვიდნენ და შეიპყრეს ოსები, იმ ჯამში საიდანაც ძაღლები ჭამენ შრატი ჩაასხეს, კატები დახოცეს და ამ ჯამში ჩაყარეს, შემდეგ ადამიანის სიბინძურეც ჩაყარეს და იმ ოსებს აჭამეს. ასევე ქალებს აბამდნენ უღელში და როზგს ურტყავდნენ. ამის მერე ამ ყველაფერს იგნორირება როგორ უნდა გაუკეთო. მე იმ ეპოქაში რომ ვცხოვრობდე ისე გამოვღდრავდი ყელს იმ რუს ჯარისკაცებს რომ თვალს არ დავახამხამებდი და დიდი ზიზღიც მექნებოდა მათ მიმართ, უფრო მეტი ვიდრე ეხლა მაქვს. როცა ასე ჩაგრავენ ჩემს ერს არამგონია მტრის ზიზღი ცოდვა იყოს ამ შემთხვევაში, თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა მხოლოდ და შეიძლება ვცდები, მაინც საინტერესოა მამაო რას იტყვის ამ საკითხის თაობაზე. რუსებზე განსაკუთრებით მაინტერესებს.


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 22 2007, 12:10 AM
პოსტი #10


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



- ითვლება თუ არა ომში ადამიანის მოკვლა ცოდვად?

- ყოველი მოვლენის ქრისტიანული შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ მომხდარის არა მხოლოდ გარეგნული მხარე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მოტივაცია.

ღმერთი ისრაელს აძლევს მცნებას - „არა კაც ჰკლა“; ღმრთისავე კურთხევით ომობდნენ ისრაიტელები. ახალ აღთქმაში ადამიანისადმი მიმართულ მრისხანებასა და სიძულვილს უფალი კაცის კვლის ცოდვად თვლის; ამავე დროს არ უკრძალავს მეომრებს სამხედრო სამსახურს. ქრისტიანობა გვავალდებულებს, დავიცვათ მოყვასი, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად; და კატეგორიულად გვიკრძალავს შურისძიებას, თუნდაც სამართლიანს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ომში ადამიანი არა მტრის ბანაკიდან ვინმე კონკრეტული ადამიანის სიძულვილის, არამედ სამშობლოს, მოყვასისა და ოჯახის სიყვარულის გამო მიდის. ამიტომ მეომარს ბრძოლაში ადამიანის მოკვლა კაცის კვლის ცოდვად არ ეთვლება. ჩვენს შემთხვევაში კი, რადგან საქართველოს დამცველი მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველიცაა, ყოველი მეომარი ქრისტესთვის თავდადებულად, ქრისტეს მხედრად ჩაითვლება.

(მამა თეოდორე გიგნაძე)



--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 22 2007, 12:12 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
როგორ უნდა მიყვარდეს როცა მასაც ვძულვარ??? და ჩემს ხალხს ხოცავს???


ამ ფორმულის და ქრისტეს უარყოფა იდენტურია smile.gif როცა მეუბნებიან რა გწამს, მე ვეუბნები "გიყვარდეს მოყვასი შენი" smile.gif

თუ არ გიყვარს, გძულს smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 22 2007, 12:14 AM
პოსტი #12


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ამონარიდი "დათა თუთაშხია"-დან. ამ თემას ეხება:

დღემდე არსებული დიდი სახელმწიფოების ძირითადი თავისებურება გაფართოებისაკენ, ახალი ხალხების დაპყრობისაკენ, მათი მიწა-წყლის მიტაცებისაკენ, მსოფლიო ბატონობისაკენ სწრაფვაა. მათ იმპერიები ეწოდებათ, ხოლო ეს გამუდმებულ საომარ მზადყოფნას ან უშუალოდ დაპყრობითი ომების წარმოებას ნიშნავს. ომის ძირითადი მასალა მეომარია. ძლევამოსილების უმნიშვნელოვანესი პირობა ჯარისკაცის მძაფრი საომარი განწყობილებაა. თავდაცვითი ომების მამოძრავებელი ძალა მამულიშვილობა, სამშობლოს სიყვარულია და პირიქით: ვინ და რა გზით შეძლებს ადამიანი დაპყრობისათვის, ჟლეტისა და ნადგურის-ცემისათვის აღძრას, დაატოვებინოს ოჯახი, სახლ-კარი, სამშობლო, უცხო მიწაზე სასიკვდილოდ წაიყვანოს, თუ წინასწარ გულში სიძულვილი არ ჩაუთესა. დაპყრობითი ომის მამოძრავებელი ძალა სიძულვილი, ბოროტება და მომხვეჭელური სულია. ადამიანში ამ მდაბალი თვისებების აღძვრა-გაღვივება, პიროვნების ჭეშმარიტი დანიშნულების რღვევა იმპერიის ბუნებიდან მომდინარეობს, მისი პირდაპირი მიზანია, მისი არსებობის გარდაუვალი, აუცილებელი შედეგია... პიროვნება, რომელშიც სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების გრძნობა სხვა თვისებებს სჭარბობს, შეუძლებელია არ იყოს იმპერიისა და მისი კანონების აქტიური მოწინააღმდეგე და იგი იმ ზომით არის მოწინააღმდეგე, რა ზომითაც არის ხსენებული ღირსებები მასში მოცემული... სიკეთე, უპირველესად ყოვლისა ერისათვის სამსახური და კაცთათვის მაგალითია; სიყვარული - უანგარობასა და პირუთვნელობაში გამოხატული კეთილმოსურნე დამოკიდებულებაა სამშობლოსა და სამყაროს მიმართ; მშვენიერების გრძნობას მშობლიური მიწა-წყლის სილამაზე და ერის ზნეობრივ-კულტურული საგანძური აღვივებს. ყოველივე ამას ზიარებული კაცი - მამულიშვილია, პატრიოტია.

ანუ, თავდაცვითი ომი სიყვარულიდან გამოდის, დაპყრობითი - სიძულვილიდან. ამიტომ ალბთ აქვს მნიშვნელობა, რომელ ომში იბრძვი...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jan 22 2007, 12:14 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



mr_morrison
მიხარია რომ საქართველოს ისტორიას სწავლობ. მეც 16 წლის ვიყავი აბიტურიენტი. საქართველოს ისტორიას რომ ვსწავლობდი და მივედი რუსეთამდე ზიზღმა შემიპყრო. მაგის მერე რუსეთს ვეღარ ვიტან. ეხლა შეიძლება ზოგმა თქვას, რომ ხალხი რა შუაშიაო. დიახაც შუაშია. 200 წელზე მეტია რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ატარებს ერთი და იმავე პოლიტიკას. წარმოიდგინე რამდენი მეთაური შეიცვალა მასე მერე მაგრამ არ შეცვლილა მათი პოლიტიკა. რა ნაძირლებიც იყვნენ ისევ ის ნაძირლები დარჩნენ. მართლაც საშინლად ექცეოდნენ ქართველებს. რაც მარტო ეგრედ წოდებული სამხედრო გზის მშენებლობის დროს დახოცეს ქართველები. ალექსანდრე ყაზბეგის წაკითხვაც თვალნათლად წარმოაჩენს რუსეთის სახელმწიფოს. მაგათ მეგობარი ქართველი და ოსი ხალხი კი არა საკუთარი ხალხი არ უღირთ არაფრად. მარტო ბესლანი და ნორდოსტი შეიძლება ამის მტკიცებულება გახდეს. ეკლესიების დანგრევა, გაძარცვა და გაჩანაგებაზე არაფერს ვიტყვი ჩემზე უკეთ გეცოდინებათ თქვენ. მოდი და ამის გამკეთებელი ნუ შეგზიზრდება და თქვი გიყვარდეს მტერი შენიო. მეეჭვება ეს მცნება ვინმემ შეასრულოს ვისაც შეეხო ეს ან საკუთარი თვალით იხილა


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 22 2007, 12:17 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მაგის მერე რუსეთს ვეღარ ვიტან


ციტატა
მოდი და ამის გამკეთებელი ნუ შეგზიზრდება და თქვი გიყვარდეს მტერი შენიო. მეეჭვება ეს მცნება ვინმემ შეასრულოს ვისაც შეეხო ეს ან საკუთარი თვალით იხილა


უკაცრავად ქრისტეს სიტყვების განქიქების უფლება ვინ მოგვცა? smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jan 22 2007, 12:19 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



მნათე
ციტატა
უკაცრავად ქრისტეს სიტყვების განქიქების უფლება ვინ მოგვცა?

მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვხატე


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 22 2007, 12:20 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვხატე


თქვენი აზრი-ქრისტეს აზრის უარყოფაა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 22 2007, 12:20 AM
პოსტი #17


დაურეგისტრირებელი









პატრიოტი
ზიზღი თუ ხვდები რო დიდი ცოდვაა? მე არავინ მეზიზღება, თუნდაც რუსეთი. ისე საქართველოც ბევრს აწიოკებდა. მაგრამ ეს პოლიტიკაა.
მეც არ მიყვარს რუსები
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jan 22 2007, 12:21 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ქავთარაძე
ციტატა
ზიზღი თუ ხვდები რო დიდი ცოდვაა? მე არავინ მეზიზღება, თუნდაც რუსეთი. ისე საქართველოც ბევრს აწიოკებდა. მაგრამ ეს პოლიტიკაა.
მეც არ მიყვარს რუსები

დამეთანხმეთ რომ რუსეთის ნაირი ვერაგული პოლიტიკა არცერთ დამპყრობელს არ უწარმოებია
მნათე
ციტატა
თქვენი აზრი-ქრისტეს აზრის უარყოფაა

უნებურად მომივიდა


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 22 2007, 12:22 AM
პოსტი #19


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მნათე
როგორც ვიცი, როცა ქრისტე მტრის სიყვარულზე საუბრობს, იქ პირადი მტერი იგულისხმება. ქრისტეს და ეკლესიის მტერს კი, თუ საჭირო გახდა, უნდა ებრძოლო - როგორც იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები და ამას ბევრი მათგანის წმინდანობისთვის ხელი არ შეუშლია.
ბიბლიაშიც მრავლადაა მაგალითები, როცა ღვთის მითითებით იბრძოდა ისრაელი ერი.
პ.ს. ზიზღი არ მესმის მაინც. ეგ არაა ქრისტიანული...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 22 2007, 12:22 AM
პოსტი #20


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



რა გითხრათ აღარ ვიცი sad.gif

თქვენ რა ძალიან გინდათ, რომ დაიხოცოთ?


სულიერი ბრძოლა, ნაკლები გგონიათ?

ან მშვიდობის შენარჩუნებაზე დიდი ომი გეგულებათ სადმე?

ცოტა უგუნურებაა "იმათი" მოკვლის სურვილის გაჩენა და სიცოცხლის დათმობაზე ლაპარაკი, რომელიც სულაც არაა შენი ნებით მოღებული!

IPB-ს სურათი


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი