![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
გამარჯობათ, მაინტერესებს რამდენად დასაშვებია მაგალითად მართლმადიდებლის(არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი) მიერ დაქორწინება სხვა რწმენის მქონე ადამიანზე?
არ ვგულისხმობ შამანს და სხვა ტიპის არანორმალურ ადამიანებს... ასე თუ ისე მთავარი რელიგიების მიმდევრებზე მაქვს საუბარი... ასევე ათეისტებზე ან არარელიგიურებზეც... ანუ რამდენად მისაღებია სხვა რწმენის ადამიანთან ქორწინება და ასევე არარელიგიურთან(აგნოსტიკოსთა )/ათეისტთან? იმას თუ გავითვალიწინებთ რომ ადამიანი დიდ პატივს სცემს მართლმადიდებელი საცოლის(საქმროს) რწმენას და არ შეეცდება მის დაბრკოლებას და ასე შემდეგ... (პირიქით, ხელი რომ შეუწყოს მას) მე მაინტერესებს რამდენად შეიძლება ეკრძალებოდეს მართლმადიდებელ ქალს/გოგოს ურთიერთობა(და თუნდაც ქორწინება) ადამიანთან რომელიც მის რწმენას არ იზიარებს... (ისე ამ XXI საუკუნეში, იმდენი სხვადასხვა პრობლემებია მრუშობასთან და მთლიანად ქორწინებასთან დაკავშირებით რომ ეს ამხელა ცოდვად ვერ წარმომიდგენია) ასევე იგივე ეხება თუნდაც კათოლიკეს და მართლმადიდებლის ქორწინებას, ან უფრო შორს წავიდეთ - მართლმადიდებელს და მუსლიმანის ქორწინებას... პატივისცემით, ლაშა. პ.ს. როგორც ვხვდები(წინასწარ მგონია) ჯვრისწერის საიდუმლო არ შესრულდება ხომ? მაგრამ თუნდაც კათოლიკესთან - შეიძლება შესრულდეს? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
თუ საუბარია ჯვრისწერაზე, მისი აღსრულების აუცილებელი პირობა არის მონაწილეთა მართალი სარწმუნოება. ცხადია, რომ ვერ აღესრულება საეკლესიო ქორწინება არამართლამადიდებელთან. ეკლესია კი ვერ ურჩევს თავის შვილს ისეთ ურთიერთობას, რომლის კურთხევა შეუძლებელია.
ოჯახი არის ისეთი თანაცხოვრება მამაკაცისა და დედაკაცისა, როცა ორი პიროვნება უნდა იქცეს ერთ მთლიანად. ერთობა გულისხმობს ერთობას ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხში, როგორიცაა სარწმუნოებრივი შეხედულებები. თუ ადამიანისათვის რწმენა არ არის არქაიზმი, ტრადიცია, მხოლოდ გარეგნული რიტულუალი, არამედ მისი შინგანი სამყაროს და გარემოსთან ურთიერთობის განმსაზღვრელი ცოცხალი სისტემა და ურთიერთობა პიროვნულ ღმერთთან, წარმოუდგენელია, რომ გაწიროს თავი მისი ცნობიერების არმიმღებ ადამიანთან მუდმივად მყოფობაზე. ასე რომ, არამათლმადიდებელთან შეუღლების დაშვებადობა არის საზომი იმისა, რამდენად ცოცხალია სარწმუნოება და რა ადგილი უკავია მას ადამიანის სულში. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th August 2025 - 01:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი