ბიბლიის კითხვის გეგმა, რამდენად მოგწონთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბიბლიის კითხვის გეგმა, რამდენად მოგწონთ |
dato1992 |
May 22 2010, 05:59 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 16-December 09 წევრი № 7,829 |
შემთხვევით აღმოვაჩინე... ვფიქრობ ძალიან საჭირო და გამოსადეგი რამა
გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი. თუგაქვთ საკუთარი გეგმა გთხოვთ გაგვიზიარეთ ისე კი ფსალმუნებს მაინც ცალკე გამოვყოფდი ბიბლია 3 თვეში ახალი აღთქმა 3 თვეში ახალი აღთქმა 40 დღეში ბიბლია 6 თვეში ბიბლია 1 წელიწადში ასევე დავამატებ პატრიარქის ლოცვა კურთხევას ყოველმა ქრისტიანმა ყოველდღე უნდა იკითხოს: 1 თავი ძველი აღთქმა 1 თავი სახარება 1 თავი საქმე მოციქულთა 1 თავი ეპისტოლე ის საიტი რომლიდანაც ეს გეგმაა ამოღებული მართმადიდებლური არა |
აბე |
May 22 2010, 10:05 PM
პოსტი
#2
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
შემთხვევით აღმოვაჩინე... ვფიქრობ ძალიან საჭირო და გამოსადეგი რამა გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი. თუგაქვთ საკუთარი გეგმა გთხოვთ გაგვიზიარეთ ისე კი ფსალმუნებს მაინც ცალკე გამოვყოფდი ბიბლია 3 თვეში ახალი აღთქმა 3 თვეში ახალი აღთქმა 40 დღეში ბიბლია 6 თვეში ბიბლია 1 წელიწადში ასევე დავამატებ პატრიარქის ლოცვა კურთხევას ყოველმა ქრისტიანმა ყოველდღე უნდა იკითხოს: 1 თავი ძველი აღთქმა 1 თავი სახარება 1 თავი საქმე მოციქულთა 1 თავი ეპისტოლე მე გამიგია ასეთი გამოთქმა: ჩადე ბიბლიაში ორი სანიშნი და იკითხე ყოველდღიურადო. ერთი სანიშნი სახარებაში, მეორე სამოციქულოში. ვფიქრობ ეს გეგმები გადატვირთულია ჩემთვის. მიმაჩნია, რომ უმჯობესია სახარების ერთი თავი წავიკითხო და მისი განმარტება, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის წიგნიდან, რომელიც ფაქტიურად ტყუილად მიდევს, ვიდრე ვიკითხო ამდენი რამ ბიბლიიდან და არ მესმოდეს ბევრი რამ. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
აბე |
May 23 2010, 09:42 PM
პოსტი
#3
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მე გამიგია ასეთი გამოთქმა: ჩადე ბიბლიაში ორი სანიშნი და იკითხე ყოველდღიურადო. ერთი სანიშნი სახარებაში, მეორე სამოციქულოში. ვფიქრობ ეს გეგმები გადატვირთულია ჩემთვის. მიმაჩნია, რომ უმჯობესია სახარების ერთი თავი წავიკითხო და მისი განმარტება, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის წიგნიდან, რომელიც ფაქტიურად ტყუილად მიდევს, ვიდრე ვიკითხო ამდენი რამ ბიბლიიდან და არ მესმოდეს ბევრი რამ. შეიძლება შევნიშნოთ, რომ ეს დავწერე ისეთი ადამიანის (ჩემნაირი ადამიანის) პოზიციიდან, რომელმაც წმინდა წერილი ცუდად იცის. თუ ადამიანმა წმინდა წერილი ნორმალურად იცის და ასეთუისე ესმის რასაც კითხულობს, მაშინ ალბათ შეიძლება ეს გეგმები გამოიყენოს, მაგრამ განმარტებების კითხვა არც მას აწყენს -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
MONTY |
May 23 2010, 11:21 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 90 რეგისტრ.: 6-May 10 წევრი № 8,776 |
მაგ საიტს არანაირი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობასთან!
|
მხევალი ნინო |
May 24 2010, 08:26 AM
პოსტი
#5
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
dato1992
გეგმით კითხვა აღარ გამიგია ანუ მიზანი წაკითვხაა თუ გაგება წაკიტხულის? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
.zakaria. |
May 24 2010, 02:45 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
dato1992 გეგმით კითხვა აღარ გამიგია ანუ მიზანი წაკითვხაა თუ გაგება წაკიტხულის? მიზნამდე თვითონ გეგმა მიგიყვანთ))))) რა არიცით? -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
izi-bartki |
May 24 2010, 07:25 PM
პოსტი
#7
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
დილის ლოცვები.შემდეგ ფსალმუნები.(1 კანონი),სახარებიდან ერთი თავი და ძილად მისვლის ლოცვები,(სხვადასხვა ლოცვები საჭიროების მიხედვით) ჯერჯერობით მეტს ვერ ვახერხებ...
-------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
mata |
May 24 2010, 07:29 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 |
მე საერთოდ არ ვლოცულობ.
ეს არ უნდა დამეწერა ხო? ... უნდა დამემალა და კაი გოგოს როლი მეთამაშა, მარა არ მინდა როლი რაც ვარ ესა ვარ :ღვთისპირიდანგადავარდნილი: |
Atman |
May 24 2010, 08:11 PM
პოსტი
#9
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
mata
შენც რა ჩუმად მყვირალა "ცრუ ეგო" გაქ ჩემი არ იყოს -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
აბე |
May 24 2010, 09:33 PM
პოსტი
#10
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მე საერთოდ არ ვლოცულობ. ეს არ უნდა დამეწერა ხო? ... უნდა დამემალა და კაი გოგოს როლი მეთამაშა, მარა არ მინდა როლი რაც ვარ ესა ვარ :ღვთისპირიდანგადავარდნილი: ჩვენი მიზანი ხომ სასუფეველში შესვლა არაა, ჩვენი მიზანია უფალთან მისვლა, ღმერთთან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა, ანუ ცხონება. ლოცვა კი ღმერთთან ურთიერთობის ერთგვარი სახეა. რა თქმა უნდა არა ისეთი ურთიერთობა, როგორიც სასუფეველში აქვთ ცხონებულებს (ანუ წმინდანებს), მაგრამ მაინც ღმერთთან ურთიერთობაა. თუ ლოცვის გარეშე გინდა ცხონება, ესე იგი შენ ცხონება სამოთხეში შესვლა გგონია მხოლოდ და მეტი არაფერი. ცხონება კი პირველ რიგში ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას გულისხმობს. სხვათაშორის, აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ძე ღმერთის მიერ ხორცშესხმა არა დროებითი, არამედ სამუდამოა. მან მიიღო ადამიანური ბუნება განუყოფლად, მუდმივად. რატომ? იმიტომ რომ ადამიანებს შეეძლოთ მასთან ურთიერთობა სასუფეველში, თორემ მის ღვთაებრივ ბუნებას, ბუნებრივია, ვერ დავინახავდით. მაშ, ჩვენ თუ ახლა უკვე ვიცით რომ ჩვენი მიზანი თურმე არა სასუფევლის დამკვიდრება, არამედ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის აღდგენაა (რაც "ავტომატურად" სასუფევლის დამკვიდრებასაც გულისხმობს), მაშინ ჩვენ ახლავე მოგვინდება მასთან ურთიერთობა ნებისმიერი არასრულყოფილი ფორმით. ლოცვას ვუწოდე ღმერთთან ურთიერთობის არასრულყოფილი ფორმა, შეიძლება ნიუანსობრივად შეცდომასაც კი ვუშვებ, მაგრამ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი გარდაცვალების დროს ღმერთთან ურთიერთობა სრულიად სხვა ფაზაში გადავა (თუ ამის ღირსი შევიქმენით). -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
MONTY |
May 24 2010, 10:05 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 90 რეგისტრ.: 6-May 10 წევრი № 8,776 |
ამ თემას რატომ არ ხურავთ? თუ გეზარებათ ნახოთ რომ ის ლინკები რომლებიც ავტორმა დადო, მართლმადიდებლური საიტი რომ არ არის?!
ვიღაცას ეგონება ის ბიბლიაც მართლმადიდებლური და შეცდომაში უნდა შევიდეს და მიზანიც ეგ არის ! ავტორს კი არსად არ უწერია რომ მართლმადიდებლური არ არის ის საიტი რომლის ლინკებიც დადო ! |
dato1992 |
May 24 2010, 10:21 PM
პოსტი
#12
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 16-December 09 წევრი № 7,829 |
MONTY
ბოდიშს ვიხდი. არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ამ შემთხვევაში საიტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი გეგმა და არამგონია რაიმე განსხვავება იყოს თუ ასე არაა დახურეთ თქვენ უკეთ იცით |
mata |
May 24 2010, 10:35 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 |
აბე იცით რა არის, ვიცი რომ ლოცვა აუცილებელია და კარგია სულის განწმენდისთვის ... მაგრამ მთელი დღე ისე გავა არც კი გამახსენდება და თუ გამახსენდება კიდე ... მეზარება.
აი ასეთი უარგისი ვარ. ჩემი მიზანი უფალთან სიახლოვეა... ადრე ჩვეულებრივ ვლოცულობდი ხოლმე და შვებას ვგრძნობდი, რაღაც ემოციას ... ეხლა რო ვლოცულობ ვერაფერს ვერ ვგრძნობ... პროსტა ვკითხულობ და არ მინდა, მასეთ ლოცვას ჯობია სუ არ ვილოცო. ამიტომაც აღარ ვლოცულობ |
MONTY |
May 24 2010, 10:53 PM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 90 რეგისტრ.: 6-May 10 წევრი № 8,776 |
dato1992
ციტატა ბოდიშს ვიხდი. არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ამ შემთხვევაში საიტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი გეგმა და არამგონია რაიმე განსხვავება იყოს თუ ასე არაა დახურეთ თქვენ უკეთ იცით გეგმა და დრო არ არსებობს! ქრისტიანმა ყოველთვის უნდა იკითხოს ბიბლია ! ბიბლია არ არის სკოლის პროგრამა რომ ერთხელ წაიკითხო და მეორეთ ის აღარ წაიკითხო იმიტომ რო წაკითხული გაქვს! |
izi-bartki |
May 24 2010, 11:37 PM
პოსტი
#15
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
მე საერთოდ არ ვლოცულობ. ეს არ უნდა დამეწერა ხო? ... უნდა დამემალა და კაი გოგოს როლი მეთამაშა, მარა არ მინდა როლი რაც ვარ ესა ვარ :ღვთისპირიდანგადავარდნილი: რაოდენობას მნიშვნელობა არ ააქვს მთავარია ხარისხი ჩემო მატა ხანდახან ერთი გულიდან წამოსული ფრაზა მთელ წაკითხულ წიგნზე მეტია,ერთი გულწრფელი პაწაწინა ლოცვა ზოგჯერ უფრო მეტად მითბობს გულს ვიდრე საათობით კითხვა ღვთის პირიდან გავარდნილი არავინ არაა,ღმერთს ყველა უყვარს და ყველას ეფერება ისე ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ, რომელიღაც სასულიერო ლიტერატურაში წავიკითხე რომ ჯერ იწყება დილა -საღამოს ლოცვების კითხვა,შემდეგ ეტაპზე ფსალმუნების და მერე უკვე სახარების თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია... არავინ არ იცის ხვალ ვინ როგორი იქნება -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
mata |
May 25 2010, 12:05 AM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 |
აბე
იზი მადლობა ყურადღებისთვის |
აბე |
May 25 2010, 12:34 AM
პოსტი
#17
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
mata
ციტატა ადრე ჩვეულებრივ ვლოცულობდი ხოლმე და შვებას ვგრძნობდი საქმეც მაგაშია ჩემო ძვირფასო ადამიანო, რომ ლოცულობდი შვების მისაღებად. ლოცვა დასამშვიდებელი წამალი კი არ არის, არამედ სულ სხვა რამ არის. ჩვენ როდესაც მოყვასი დაგვეხმარება, კეთილ საქმეს გაგვიკეთებს, მადლობას ვუხდით მიუხედავად იმისა, ჩვენი გული მაშინ აღივსო თუ არა სიხარულით. თუ ამ კეთილი საქმის გამო ვერ გაიხარა ჩვენმა გულმა, ეს ჩვენი გულის პრობლემაა და არა იმ მოყვასის, რომელმაც არაფერი დაიშურა ჩვენთვის. ასევე, როდესაც უფალი გაგვითენებს დილას, ეს უდიდესი წყალობაა მისგან ჩვენზე - მოგვმადლა კიდევ ერთი დღე სიცოცხლისა. თუ ეს არ გვიხარია, პრობლემა ჩვენშია, მაგრამ მადლობა მაინც უნდა გადავუხადოთ მას ლოცვით და შევთხოვოთ რომ ეს პრობლემა მოუგვაროს ჩვენს გულს, რათა ამიერიდან ჩვენმა გულმა დააფასოს ყველაფერი ის, რასაც უფალი მისი მრავალმოწყალებით გვაძლევს ჩვენს, შევთხოვოთ გვასწავლოს მადლიერება. თუ ადრე ცრემლებით ლოცულობდი, მაგრამ ახლა ძალიან მშრალად ლოცულობ, გრძნობ, რომ რაღაცნაირად გამოიფიტე, იცოდე ეს ცუდი სრულებითაც არ არის, არამედ ღვთის საჩუქარია შენთვის და ნუღარ აყოვნებ, დე გაიხაროს შენმა გულმა ამ წყალობისათვის რატომაა წყალობა? მოდი რჩევა დავეკითხოთ წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელს (ათონელს): შენ ეუბნები წმ. ნიკოდიმოსს: ციტატა "ეხლა რო ვლოცულობ ვერაფერს ვერ ვგრძნობ... პროსტა ვკითხულობ და არ მინდა, მასეთ ლოცვას ჯობია სუ არ ვილოცო. ამიტომაც აღარ ვლოცულობ..." იგი გპასუხობს: ციტატა "უხილავი ბრძოლა" მეორე ნაწილი, თავი 23 (ფრაგმენტი) მტერი უამრავ მზაკვრობას იყენებს შინაგანი სიმშვიდის დასარღვევად, იფხიზლე "ბოროტი ყველა ხერხსა და საშუალებას იყენებს სულის ასამღვრევად. ზედმეტ შიშს სთესს გულში, ზრდის სულის უძლურებას, არ აძლევს საშუალებას აღსარების, ზიარების თუ ლოცვის დროს ჯეროვანი განწყობილება შეინარჩუნოს და დატკბეს. ბოროტის მოქმედების შედეგად სული მდაბალი კადნიერებისა და სიყვარულის გარეშე, შიშითა და სირცხვილით მოქმედებს. ამის შემდეგ სული უიმედო მწუხარებით ხვდება რელიგიური გრძნობების დაკნინებას და შინაგანი სიტკბოების დაკარგვას - რაც ხშიად ხდება ლოცვის ან სხვა სულიერი ვარჯიშისას. ბოროტი კი ჩააგონებს, რომ ეს დაკნინება ღვთისგან მის სასიკეთოდ არაა დაშვებული, რომ მისი შრომა და ღვაწლი ამაოა და, სჯობს, ყველაფერი მიატოვოს. ასე მიჰყავს მას სული უდიდეს შეცბუნებამდე და უიმედობამდე. ადამიანიც ფიქრობს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, უსარგებლო და უნაყოფოა და რომ ღმერთმა სრულიად დაივიწყა და მიატოვა. მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. დაე, განიცადოს სულმა რელიგიური გრძნობებისა და სულიერი სიტკბოების სიმშრალე და დაკნინება. მიუხედავად ამისა, მას მაინც ძალუძს კეთილი საქმეების კეთება, რწმენის შენარჩუნება და მოთმინებითა და ერთგულებით განმტკიცება. ეს რომ უკეთ გაიგო და ზიანი არ მიიღო, თუ ღვთისთვის სათნო იქნება და შენივე სიკეთისთვის ინებებს და სულიერი დაკნინებისას ასეთ გრძნობებს განგაცდევინებს, შემდგომ თავში გადმოგცემ, რა სიკეთეს გვძენს სიმდაბლით დათმენა, როდესაც გულის გაცივებისა და სიმშრალისას მას მივმართავთ. ამით ისწავლი სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებას და მწუხარების გამკლავებას, როდესაც მათი დათმენა მოგიწევს, რაიმე გევნება ან სხვა შემაშფოთებელი გულისსიტყვები თუ ვნებები აღგეძვრება." აი, შემდეგი (24-ე) თავიც: ციტატა არ უნდა შევცბუნდეთ სულიერი გრძნობების დაკნინებისა და სხვა შინაგანი განსაცდელის გამო "მართალია, მეშვიდე თავში უკვე ვისაუბრეთ გულის სიცივის, სიმშრალისა და მათი მიზეზით განცდილი სულიერი იმედგაცრუების შესახებ, მაგრამ ახლა დავასრულებ სათქმელს: ასეთ გულისტკივილსა და სიმშრალეს, ანუ სულიერი სიხარულისა და სიტკბოების დაკნინებას დიდი სარგებელი მოაქვს სულისათვის, როდესაც მათ მოთმინებითა და სიმდაბლით მივიღებთ და გადავიტანთ. ადამიანმა რომ წინასწარ იცოდეს ამ სარგებლის შესახებ, აღარ დანაღვლიანდებოდა და დამძიმდებოდა ასეთი მდგომარეობისას; შინაგანი სულიერი ნუგეშის შესუსტებას ღვთის არაკეთილგანწყობად აღარ ჩათვლიდა. პირიქით, მასში უფლის განსაკუთრებულ სიყვარულს დაინახავდა და სიხარულით მიიღებდა, როგორც უდიდეს მოწყალებას. უკვე ისიც მანუგეშებელია, რომ ასეთ მდგომარეობას მეტწილად ის პიროვნებები განიცდიან, რომლებიც განსაკუთრებული მოშურნეობით იწყებენ ღვთის სამსახურს და ცდილობენ, თავი აარიდონ ყველაფერს, რაც უფალს შურაცხყოფს. და ამას განიცდიან არა ღმერთთან ურთიერთობის დასაწყისში, არამედ კარგა ხნის ღვაწლის შემდეგ, როდესაც საკმაოდ განიწმენდენ გულს წმიდა ლოცვითა და შემუსვრილებით, როდესაც ერთგვარ სულიერ სიტკბოებას, სითბოსა და სიხარულს იგრძნობენ და გადაწყვეტენ, მთლიანად უძღვნან თავი უფალს და ასეც იქცევიან. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ცოდვილნი და ამსოფლიურ და ცხოვრებისეულ ამაოებათ დამონებულნი მსგავსს ცდუნებებს განიცდიდნენ. აშკარაა, რომ ეს სიმწარე წმინდა და ძვირფასი ტრაპეზია, რომელთანაც უფალი თავის საყვარელ შვილებს იწვევს. მართალია, დაგემოვნებისას ეს ტრაპეზი დიდად სასიამოვნო ვერაა, ფრიადი სარგებელი მოაქვს ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ გემოს გასინჯვისას ამას ვერ გვრძნობთ. სული, რომელიც სიმშრალეს განიცდის, სიმწარეს იგემებს და შიშისმომგვრელი განსაცდელებითა და გულისსიტყვებით იტანჯება, რომლებიც თავის მხრივ, გულს უწამლავენ და თითქმის სრულიად მოაკვდინებენ შინაგან ადამიანს. ასეთ მდგომარეობაში სული აღარ ენდობა საკუთარ თავს, საკუთარ კეთილგანწყობას და ჭეშმარიტ სიმდაბლეს იძენს, რაც სურს კიდეც უფალს ჩვენგან. ამავე დროს სული ღვთის მხურვალე სიყვარულით, საკუთარი გულისსიტყვებისადმი გულმოდგინე ყურადღებითა და მსგავსი განსაცდელების მამაცური დათმენით აღინთება. ამ ბრძოლიდან, როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს, ადამიანი ისეთი გამოდის, რომლის გრძნობებიც გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ (ებრ. 5,14). თუმცა ვიმეორებ, ის ვერ ხედავს ამ ძვირფას და უხილავ ნაყოფს, შეცბუნებულია და გაურბის სატანჯველს, რადგან არ სურს, თუნდაც მცირე ხნით სულიერი ნუგეშის გარეშე დარჩეს. ამ ნუგეშის გარდა ყველა სხვა სულიერი ვარჯიში მისთვის ტყუილუბრალოდ დაკარგული დრო და უნაყოფო შრომაა." -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
izi-bartki |
May 25 2010, 01:00 AM
პოსტი
#18
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
აბე
ციტატა საქმეც მაგაშია ჩემო ძვირფასო ადამიანო, რომ ლოცულობდი შვების მისაღებად. ლოცვა დასამშვიდებელი წამალი კი არ არის, არამედ სულ სხვა რამ არის. ჩვენ როდესაც მოყვასი დაგვეხმარება, კეთილ საქმეს გაგვიკეთებს, მადლობას ვუხდით მიუხედავად იმისა, ჩვენი გული მაშინ აღივსო თუ არა სიხარულით. თუ ამ კეთილი საქმის გამო ვერ გაიხარა ჩვენმა გულმა, ეს ჩვენი გულის პრობლემაა და არა იმ მოყვასის, რომელმაც არაფერი დაიშურა ჩვენთვის. ასევე, როდესაც უფალი გაგვითენებს დილას, ეს უდიდესი წყალობაა მისგან ჩვენზე - მოგვმადლა კიდევ ერთი დღე სიცოცხლისა. თუ ეს არ გვიხარია, პრობლემა ჩვენშია, მაგრამ მადლობა მაინც უნდა გადავუხადოთ მას ლოცვით და შევთხოვოთ რომ ეს პრობლემა მოუგვაროს ჩვენს გულს, რათა ამიერიდან ჩვენმა გულმა დააფასოს ყველაფერი ის, რასაც უფალი მისი მრავალმოწყალებით გვაძლევს ჩვენს, შევთხოვოთ გვასწავლოს მადლიერება. თუ ადრე ცრემლებით ლოცულობდი, მაგრამ ახლა ძალიან მშრალად ლოცულობ, გრძნობ, რომ რაღაცნაირად გამოიფიტე, იცოდე ეს ცუდი სრულებითაც არ არის, არამედ ღვთის საჭუქარია შენთვის და ნუღარ აყოვნებ, დე გაიხაროს შენმა გულმა ამ წყალობისათვის რატომაა წყალობა? მოდი მოვუსმინოთ წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელს (ათონელს): შემოგევლე გულში ! P.S. ჩაასწორე რააა -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
აბე |
May 25 2010, 01:07 AM
პოსტი
#19
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
izi-bartki
აბე შემოგევლე გულში ! ციტატა P.S. ჩაასწორე რააა ჩასწორებულია -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
izi-bartki |
May 25 2010, 10:37 AM
პოსტი
#20
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
აბე
თემა არ გვაქვს გახსნილი წმინდა ნიკოდომოს მთაწმინდელზე? კიდევ დადე რა თუ გაქვს ნაწყვეტები -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 05:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი