IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> შიომღვიმის ეკლესის ფრესკები, რატომ ჰქონია ზოგს, შიომღვიმე კერპთაყვანისცემლური ეკლესიაა
ika-bebo
პოსტი May 31 2010, 08:35 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 29-August 09
მდებარ.: *ტაო-კლარჯეთი*
წევრი № 7,430



პირველ რიგში მოგესალმებით,
ერთ ჩემ ნაცნობთან კამათი მომივიდა იმასთან დაკავშირებით რომ ის ამტკიცებს რომ:
შიომღვიმელის საფლას ზევიდან ვარსკვლავები რომ დაჰყურებს ეს რუსული ეკლესიიდან არის გადმოღებულიო,
მთავარ ეკლესიაში წმინდანების გვერძე არის ცხოველები დახატული და ასევე შუბიანი ხალხი რაც ქარისტიანულ ეკლესიაში არ შეიძლებაო, გასაკვირი არ არისო იმიტომ რომ იმ დროისთვის კერპებს ცემდნენ თაყავნსო, თან წმ. შიომღვიემლსი აშენებულიაო და ერთ ხატზე მგელთან ერთად არის გამოსახულიო ხელში სარკმლითო და რანაირი წმინდანია აწიო, ამაზე მაინტერესებს თქვენი აზრი?
ეს ფრესკე შემდეგნაირად გამიშიფრა, მაინტერესებს თქვენი აზრიც.
IPB-ს სურათი

"12 ზოდიაქოს ნიშანი, ანუ 12 ქრისტეს მოწაფე, მზე ანუ იესო
არიან ადამიანები რომლებიც ამტკიცებენ რომ ღმერთი არ არსებობს
და ჩვენი ღმერთი დამახინჯებული ფორმაა მზის, მზე არის სიცოცხლის სიმბოლო, მზე რომ არა ჩვენ არ ვიარსებებდით ანუ მზე არის ერთგვარი ღმერთი ამ ფრესკაზეე ესაა ნაგულისხმევი...."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 31 2010, 10:56 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მართმადიდებლობა ზოდიაქოს ნიშნებს ისევე არ უარყოფს,
როგორც ყავას, რომელზე მკითხაობა დიდი ცოდვაა


დღეს საქართველოში, ისევე, როგორც მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში გაბატონებული ათეიზმის ეპოქა შეცვალა გაბატონებული ასტროლოგიის ეპოქამ. მედიის თითქმის ყველა საშუალებაში დიდი ადგილი ეთმობა სხვადასხვა ჰოროსკოპებს. მეტიც - პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ სვეტიცხოვლის ფრესკაზე გამოსახული ზოდიაქოს 12 ნიშანი მიმანიშნებელია იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეების განმავლობაში აღიარებდა ვარსკვლავთმრიცხველობასა და ჰოროსკოპებს. თითქოს მაცხოვარმა ამ ნიშნების მიხედვით შეარჩია თავისი მოწაფეები (მოციქულები).


ამ და სხვა ასტროლოგიურ საკითხებზე „ახალ ვერსიას“ ესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიის პედაგოგი, სიონის საკათედრო ტაძრის მთავარი მედავითნე ბიძინა გუნია. იგი, აგრეთვე, ლექციებს უკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის თეოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსს.

- დღეს მოდაში შემოვიდა ზოდიაქოს ნიშნებით ადამიანის ბედის განსაზღვრა და ამისათვის ხშირად მიმართავენ ე.წ. აღმოსავლურ თუ ევროპულ ჰოროსკოპებს. როგორ უყურებს მართლმადიდებელი ქრისტიანობა ამას?

- ასტროლოგები ადამიანთა ცნობიერებაზე ზემოქმედებას ცდილობენ. ისინი თავიანთ სწავლებას მართლმადიდებლობასთან თანხმიერებაში წარმოადგენენ და ამბობენ, რომ ასტროლოგიას თურმე არ უარყოფს მართლმადიდებლური სარწმუნოება. ეს სიცრუეა.

ჰოროსკოპების მიმართ არსებობს ცალმხრივი დამოკიდებულება - ის აბსოლუტურად მიუღებელია მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის. ვარსკვლავებით მკითხაობას ეკლესიამ დიდი ხანია პასუხი გასცა. სჯულის კანონშიც მკაფიოდ არის ამ საკითხზე პასუხი გაცემული. ნებისმიერი მკითხაობა მიუღებელი და შეუწყნარებელია მართლმადიდებლობისთვის. ის ადამიანთა ცნობიერებას არასწორი მიმართულებით წარმართავს. ასტროლოგია ანუ ვარსკვლავთმრიცხველობა ამტკიცებს, რომ ადამიანის ბედი დამოკიდებულია ვარსკვლავებთან, ზოდიაქოებთან, მთვარისა და მზის მოძრაობებთან.

სოტყვა „ზოდიაქო“ მოდის ბერძნული სიტყვიდან „ზოო“ (ცხოველი). ეს იმით არის განპირობებული, რომ თანავარსკვლავედებს უძველესი დროიდანვე უმთავრესად ცხოველთა სახელებით მოიხსენიებდნენ. ცნება ზოდიაქოს აღსანიშნავად ძველ ქართულ ენაში რამდენიმე ტერმინი გვხვდება: ცხოველთა სახილველი, ანუ ცხოველთა სახილავი, ბურჯი და ეტლი.

უპირველეს ყოვლისა, მინდა წარმოვაჩინო ის საკითხები, თუ რამდენადაა მისაღები მართლმადიდებელი ცნობიერებისთვის საერთოდ ზოდიაქოს თანავარსკვლავედთა და მათი ნიშან-გამოსახულებებით სარგებლობა. მოვუსმინოთ წმიდა იოანე დამასკელს: „ელინები ამბობენ, რომ ყოველი ჩვენი საქმიანობა ვარსკვლავთა, აგრეთვე მზისა და მთვარის ამოსვლით, ჩასვლითა და მათი ურთიერთმიახლოვებით, ურთიერთგანლაგებით წარიმართება, რასაც ასტროლოგია სწავლობს. ჩვენ პირიქით, ვამტკიცებთ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები წვიმისა თუ დარის, ნოტიო თუ მშრალი ამინდის, აგრეთვე, ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია და არანაირად არ განაპირობებენ ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. და ეს ცხადია, რადგან: ჩვენ ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა, მან მოგვანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება. და ჩვენვე ვართ ბატონ-პატრონები ჩვენი საქმეების.

თუკი ყველაფერს ვარსკვლავთა მოძრაობის ზემოქმედებით, ე.ი. აუცილებლობით ვაკეთებთ და არა ჩვენი თავისუფალი ნებით, უფრო მეტიც - თუკი ყოველივე აუცილებლობით ხდება და წარიმართება, მაშინ არც ღვთის განგებულება ყოფილა სამყაროში და არც მის მიერ წარმართვა მთელი ქმნილებისა... ამდენად, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვარსკვლავები ამქვეყნად აღსრულებული არც ერთი საქმის, არც ერთი მოვლენის მიზეზნი არ არიან. არც აღმოცენებადის აღმოცენებისა და არც განქარვებადის დაღუპვისა. მავანმა შეიძლება ისიც თქვას, რომ რაგვარობა ჰაერისა, რაც მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, სხვადასხვა სახით განაპირობებს განსხვავებული ტემპერამენტის, ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბებას ადმიანებში, მაგრამ ჩვევები ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ისინი ჩვენს გონებას ექვემდებარება და მისი ხელმძღვანელობით იცვლება“.

- თავად მაცხოვრის შობისას ხომ ამობრწყინდა ახალი ვარსკვლავი, რომელიც ვარსკვლავთმრიცხველებმა და მოგვებმა დაინახეს და ის მათი გზის მკვლეველად იქცა, რათა თაყვანი ეცათ ყრმისთვის?

- დიახ, ხშირად ამბობენ, მოგვებმა ხომ იწინასწარმეტყველეს მაცხოვრის შობა და თუ ასტროლოგია მიუღებელია, მაშინ როგორ მოახერხეს ესო. უპირველეს ყოვლისა, შევნიშნავთ, რომ ასტროლოგები თავიანთ ცრუ სწავლებას უკავშირებენ ხილულ ცას, ვარსკვლავიურ ზეცას. მათგან განსხვავებით ბეთლემის ვარსკვლავი არც ერთ ასტროლოგებისათვის მეტად თუ ნაკლებად ცნობილ ვარსკვლავს არ მიეკუთვნება. მეორე მხრივ კი, ასტროლოგები ვარსკვლავთა მეშვეობით ადამიანთა ბედზე ცრუბრძნობენ. წმინდა წერილში მოხსენიებულმა მოგვებმა კი განა მაცხოვრის ბედი ან მისი ამქვეყნიური ცხოვრება იწინასწარმეტყველეს? და მესამეც, მეტი სიცხადისათვის წმიდა მამას, გრიგოლ ღვთისმეტყველს მოვუსმინოთ. მის მეხუთე სიტყვაში განგებულების შესახებ ასტროლოგიით დაინტერესებულთა მიმართ იგი გვმოძღვრავს: „ნუ მახსენებთ მე მაცხოვრის უდიდეს დიდებას, მახარობელ ვარსკვლავს, რომელიც აღმოსავლეთიდან მიუძღვოდა მოგვებს იმ ქალაქისაკენ, სადაც აღმობრწყინდა ქრისტე, უჟამო შვილი მოკვდავი მოდგმისა. იგი (ანუ მახარობელი ვარსკვლავი) იმათ რიცხვს არ ეკუთვნის, რომელთა განმჩხრეკნიც ასტროლოგები არიან, არამედ არაჩვეულებრივი და ამ დრომდე გამოუჩინებელი, ამოკითხულია ებრაული წიგნებიდან. სწორედ მათგან, ებრაული წიგნებიდან შეიტყვეს ქალდეველებმა ამ ვარსკვლავის შესახებ, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება ვარსკვლავთმეტყველებას მიუძღვნეს. როცა განცვიფრებულებმა გამოარჩიეს იგი, მათ მიერვე დაკვირვებულ ურიცხვ ვარსკვლავთაგან, მოინიშნეს, თუ როგორი უცხო, ახალი ელვარებით მოიწევდა ზეცად აღმოსავლეთიდან ებრაელთა მიწისაკენ და დაასკვნეს კიდეც მეფის დაბადება. და სწორედ იმ დროს, როცა ზეცის მაცხოვრებლებთან ერთად, ასტროლოგებმაც თაყვანი სცეს მეფეს, საჭიროდ აღარ უჩნდათ ზრუნვა მათსავე ხელოვნებაზე“ (ტ. II, გვ. 28).

ალბათ, საინტერესოა, თუ რომელი ებრაული წიგნიდან იქნა მოგვების მიერ ვარსკვლავის შესახებ უწყება ამოკითხული. გიპასუხებთ, რომ მოსეს ხუთწიგნეულის მეოთხე წიგნიდან - „რიცხვთადან“. ამ წიგნის 24-ე თავის მე-17 მუხლში ვკითხულობთ ბალაამის წინასწარმეტყველებას, რომელიც აუწყებდა: „გამობრწყინდეს ვარსკვლავი იაკობისაგან და აღსდგეს კაცი ისრაელისაგან“.

წმიდა იოანე ოქროპირის სწავლებით „ბეთლემში მაცხოვრის თაყვანსაცემად მოსული მოგვნი ბალაამის შთამომავალნი არიან, მემკვიდრენი მისი წიგნებისა და წინასწარმეტყველებებისა, რომელნიც თვალ-ყურს ადევნებდნენ იმ დროს, როცა ქვეყნიერებას მესია უნდა მოვლონოდა“.

- ასტროლოგებს მაგალითად მოჰყავთ სვეტიცხოვლის ფრესკა, სადაც მაცხოვართან ერთად გამოსახულია ზოდიაქოს ნიშნები ანუ ეტლები. ამ ეტლებს ისინი მაცხოვრის თორმეტ მოციქულსაც კი უკავშირებენ და ამბობენ, რომ ქრისტემ მოწაფეები სწორედ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით შეარჩია.

- ხშირად გვესმის აზრი, რომ მართლმადიდებლობა და ეკლესია ზოდიაქოს ნიშნებს უარყოფს. ამნაირი უმეცრება ძნელად წარმოსადგენია. ზოდიაქოს ნიშნებს მართლმადიდბლობა არასოდეს უარყოფდა. მოვიყვან შედარებას. ადამიანს შეუძლია ყავა მიირთვას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყავაზე მკითხაობა დაუშვებელია. ზუსტად ასევე, ხილული ზეცის თანავარსკვლავედებად (ზოდიაქოებად) დაყოფა შეიძლება, ოღონდ ვარსკვლავებზე მკითხაობა არა. არც ვარსკვლავთა ჯგუფებს, არც მზეს და არც მთვარეს ეკლესია არ უარყოფს. ეკლესია გმობს ღვთის მიერ მეოთხე დღეს შექმნილი ციური მნათობების მეშვეობით ადამიანთა ბედზე ცრუბრძნობას, ვარსკვლავთმრიცხველობას.

თუმცა მართლმადიდებლობაში არსებობს ზოდიაქური გამოთვლები, რომელიც მისაღებია. ოღონდ ეს ადამიანთა ბედის გამოთვლას კი არ უკავშირდება, არამედ მართლმადიდებლობისთვის საჭირო საკითხებს ეხება. არსებობს მეათე საუკუნის ხელნაწერი, რომელსაც „მცხეთური დავითნი“ ჰქვია. მასში წარმოდგენილია ზოდიაქური გამოთვლები, მაგრამ იქ არსად არ არის მითითებული, რომ ზოდიაქოს ნიშნები გამოიყენება ადამიანთა ან კაცობრიობის ბედის განმსაზღვრელად.

სვეტიცხოვლის სამხრეთი კედლის ფრესკაზე გამოსახული ზოდიაქოები ეკლიპტიკაზე განლაგებული ვარსკვლავთა ჯგუფებია. ეკლიპტიკა ის დიდი წრეა, რომელზეც დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისათვის მზე ერთ წელიწადში ხილულ მოძრაობის გზას გადის და ის გაივლის ამ თორმეტ თანავარსკვლავედს. ეს ფრესკა განფენილია რვა მეტრი ხუთ მეტს სიბრტყეზე. მისი ერთ-ერთი ფრაგმენტია სწორედ ეს დისკო (ზოდიაქოს რკალი). უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ფრესკაზე ანგელოზები და ოთხი ცხოველია გამოსახული. ამის შესახებ საინტერესო განმარტება არსებობს - ამ დისკოს ცენტრში გამოსახულია მაცხოვარი, რომელსაც მარცხენა ხელში ნახევრადგაშლილი გრაგნილი უჭირავს. მის გარშემო ანგელოზთა დასია გამოსახული. შემდეგ მოდის ვარსკვლავები, მზე და მთვარე. ამ კომპოზიციას ყველაფერს ხსნის წარწერა, რომელიც ბერძნულადაა შესრულებული და შემდეგნაირად იკითხება: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას მზე და მთოვარი, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი“. ამ ფრაგმენტს შიფრავს თავად ტექსტი. ფრესკა კი მთლიანად აპოკაპიფსის ამსახველი სცენაა.

- ერთ ჟურნალში ამოვიკითხე, რომ უცხოელმა მეცნიერებმა, რომელთაც სვეტიცხოვლის ფრესკები დაათვალიერეს, აღნიშნეს, მაცხოვრის ჯვარცმის ფრესკაზე მფრინავი თეფშებიც კი არის გამოსახულიო. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- რასაც ისინი მფრინავ თეფშებს ეძახიან, არის მზე და მთვარე. ეს დიდი ცდომილება და სიტუაციაში გაუთვითცნობიერებაა. ჩვენთვის ცნობილია, რომ, როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, სავსე მთვარეობა იყო და ისიც ვიცით, რომ მზის დაბნელება მოხდა. ასტრონომიულად ეს ყოვლად შეუძლებელია. მაშინ მაცხოვარის მიერ კიდევ ერთი სასწაული აღსრულდა. ეს ჯვარცმა იყო ყოველი ადამიანის, მთელი კაცობრიობის გამომხსნელი და ასტრონომიულად შეუძლებელი მომენტიც კი შესაძლებელი გახდა: მზე დაბნელდა და ამავე დროს, სავსე მთვარეც იყო ცაზე.

- მათ მიერ „მფრინავ თეფშად“ წოდებულ საგნებში ჩახატულია ადამიანთა სახეები, რაც ამ მეცნიერებმა კოსმოსური ხომალდის პილოტებად შერაცხეს.

- ამ ფრესკაზე მზისა და მთვარის გამოსახულებაში მართლა ჩახატულია სახეები, რადგან ეს ხატწერის ერთ-ერთი ხერხია, გადმოსცეს არსი გამოხატულისა. აქ რაღაც კოსმოსური ხომალდის პილოტების „ამოცნობა“ დიდი მკრეხელობაა. მე მათგან ეს არ მიკვირს, რადგან მსოფლიოში ადამიანების დიდი მასა ჭეშმარიტებას დაშორდა და მათთვის არამართლმადიდებლური საკითხები უფრო მისაღებია, ვიდრე მართლმადიდებლობის სწავლება.


წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური: დეკ. ბიძინა გუნია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი May 31 2010, 11:06 PM
პოსტი #3


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ika-bebo

ფრესკების შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვი, ამ საკითხში სხვა კომპეტენტური ადამიანი იქნება ფორუმზე და დაწერს. მე ზოგადად გეტყვი რაც შემიძლია:

ცხოველების გამოსახვაში პრობლემას პირადად მე ვერ ვხედავ, რადგანაც ისინი გამოსახულია არა მათი გაკერპების მიზნით, რომელთა წინაშეც უნდა ილოცონ ადამიანებმა, არამედ სულ სხვა მიზნით. გავიხსენოთ, როგორ დაწერა წმ. დავით მეფსალმუნემ სიტყვები "ყოველი სული აქებდით უფალსა":
ციტატა
დავით მეფე დაჯდა წერად ფსალმუნისა. სულიწმინდის შთაგონებით. მადლით ღვთისა. დავით მეფე ბრძენთაბრძენი. ამ დროს თურმე ახლომახლო ბაყაყს ჰქონდა სამოსახლო. და ბაყაყი აყიყინდა. შეცბა მეფე. არ ესმოდა რას ბრძანებდა სულიწმინდა. უმალ ბრძანა - გააგდეთო საზიზღარი და ვეზირმაც მოყიყინე გააბრძანა. დავით მეფე დაჯდა წერად ფსალმუნისა: სულიწმინდის შთაგონებით. მადლით ღვთისა. უცებ ხედავს სტუმარია. ის ბაყაყი მოყიყინე კვლავ ესტუმრა ნებით ღვთისა და ნაწერზე დაუსკუპდა: „დიდო მეფევ, რად მიკრძალავ ქებას ღვთისა? თუ ასეა, მეც გიკრძალავ შენ გალობას ფსალმუნისა.” მოკლედ, ასე განმეორდა რამდენჯერმე. და არც მეფეს ის სიმშვიდე არ ეღირსა. არ ეღირსა შთაგონება სულიწმინდის, მადლი ღვთისა. მიხვდა მეფე, მიხვდა მაშინ ყოველივეს. დაჯდა წერად დავით ისევ ფსალმუნისა: „ყოველი სული აქებდით უფალსა. ყოველი სული...”
ასე, რომ სრულიად შესაძლებელია ცხოველები გამოსახული იყოს ამ დატვირთვითაც - იმის გამოსახატავად, რომ ყოველი დაბადებული უფალ ღმერთს ადიდებს. გავიხსენოთ, როგორ არის ნათქვამი წმ. ბასილი დიდის ლოცვაში, რომელსაც დილაობით ვკითხულობთ "რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველთა კაცთა და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი უკუნისამდე. ემინ."

რა საკვირველია, ცხოველებს სული არ გააჩნიათ, ისინი მშვინვიერი არსებები არიან, მაგრამ სიმბოლურად მათ მიერ უფლის დიდება ჩვენთვის იმის მიმანიშნებელია, რომ მხოლოდ ჩვენი უფალი არს ჭემარიტად სახიერი, საყუარელი და წყარო ყოვლისა სათნოებისა, რომელსა შუენის დიდება, პატივი და თაყუანის-ცემაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ლუკას სახარებიდან ერთი ასეთი ადგილიც:

ციტატა
37. და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი, 38. და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშვდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა! 39. და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა! 40. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე. (ლუკა, 19, 37-40)
როგორც ვხედავთ, უფლის დიდება არათუ ცხოველებს, ქვებსაც კი შეუძლიათ და საჭიროების შემთხვევაში მოხდება კიდეც ასე, როგორც თავად მაცხოვარი ბრძანებს სახარების მოცემულ ნაწყვეტში: "ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს."

ასე, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია საფუძველი იმისათვის, რომ ვიფიქროთ, თითქოს ეკლესია ზოდიაქოს იწყნარებს. როგორც მამა თეოდორე გიგნაძე (ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი) განგვიმარტავს, ადამიანი არის თავისუფალი არსება და ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია თავისი პიროვნული არჩევანისაებრ განსაზღვროს თავისი მომავალი - მის კონკრეტულ არჩევანს, შესაბამისი შედეგი მოჰყვება. კოსმოსში კი ყოველივე დეტერმინირებულია და მისი შემადგენელი ელემენტები საათის მექანიზმის ელემენტების მსგავსად ერთმანეთთან შეხამებულად, ჰარმონიულად მოქმედებენ. ადამიანი არ არის ამ მექანიზმის ნაწილი, იგი თავისუფალია. მისი მომავალი არ არის დამოკიდებული ციურ სხეულებზე, როგორც საათის მექანიზმში რომელიღაცა ბზრიალას მოძრაობა დამოკიდებულია სხვა ბზრიალების მოძრაობაზე. არამედ ადამიანი ამ სამყაროს მექანიზმისაგან თავისუფალია, არ არის ჩაკირული მასში. თვით პავლე მოციქული გვასწავლის, რომ არა ვართ ამ სამყაროს მოქალაქენი, არამედ სასუფევლის მოქალაქენი: "ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს (ფილიპ. 3, 20)".

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მაშინ როდესაც ჩვენ უკვე ვიცით, რომ ციური სხეულების მოძრაობაზეც კი არ არის დამოკიდებული ადამიანის ბედი, მივხვდებით, რომ მითუმეტეს არ ვიქნებით დამოკიდებულნი რაღაც ცხოველებზე, სასწორებზე და ა.შ.

ხოლო რაც შეეხება მზეს... ღმერთის მზის დამახინჯებულ ფორმად მიჩნევა ფაქტიურად არის შემდეგის თქმა: ღმერთი არ არსებობს, იგი არის ადამიანის მიერ გამოგონილი არსება, რომელ გამომგონებლობასაც ადამიანებმა საფუძვლად დაუდეს ისეთი საგანი, რომელიც არის სიცოცხლის სიმბოლო. ეს უდიდესი სიცრუეა, რაზეც მეტყველებს უამრავი არგუმენტი. გავეცნოთ რამოდენიმე მათგანს. თუმცა წინასწარ მინდა აღვნიშნო, რომ თეორიულად ღმერთის არსებობის მტკიცება არ არის საკმარისი, საჭიროა იცხოვრო რელიგიურად და ღმერთი შენი ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილი გახდეს, რათა საბოლოოდ დარწმუნდე მის არსებობაში. თუმცა ამ მოტივით ქრისტიანობის დაწყება არ ვიცი რამდენად სწორია, ეკლესიურობა ალბათ სხვა მოტივით უნდა დაიწყოს ადამიანმა, თუმცა ერთი კი ცხადია. ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანია და არა ნომინალურად ეკლესიური, მას ღმერთი უნახავს, (რა საკვირველია არა ხორციელი თვალით), მათ დარწმუნებით იციან, რომ ღმერთი არსებობს. მაშ ასე, რა არგუმენტები გვაქვს ღმერთის არსებობის შესახებ:

ღმერთის დანახვა
ღმერთის არარსებობის დასამტკიცებლად ხშირად მოუხმობენ არგუმენტს, რომ იგი არ ჩანს, ამბობენ, მე არსად ღმერთი არ მიხილავსო. მაგრამ ეს არგუმენტი უსუსურია, რადგანაც ეს იმას ჰგავს მიხვიდე ოკეანესთან, კათხით ამოიღო წყალი, ჩახედო და თქვა „აკი ამბობენ, რომ ოკეანეში ვეშაპები არიანო“. იმისათვის, რომ ღმერთის არარსებობის ეს არგუმენტი აბსურდული არ იყოს, საჭიროა, რომ შენი ინტელექტით სრულად ამოწურო მატერია (რომელიც ამოუწურავია).
და მაინც, თუ გაგვიჩნდება ღმერთის ხილვის სურვილი მის არსებობაში დასარწმუნებლად, ჩვენს თავს დავუსვათ კითხვა „კი მაგრამ როგორ უნდა დავინახო? ან რას ნიშნავს ღმერთის დანახვა? ან საერთოდ, რამდენად მაქვს იმისი ადექვატური აღქმა, რასაც ვხედავ?“. ადამიანური თვალებით ისიც კი ჩანს, რომ რაღაც საგნები მაგარია, მაგრამ მაგარი სხეული არ არსებობს, რასაც თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს. ასევე ჩვენს თვალებს შეიძლება ეგონოს, რომ მზე და მთვარე თითქმის ერთნაირი ზომისაა, მაგრამ მათ შორის კატასტროფული სხვაობაა ზომებში. ასევე, ადამიანური თვალებით არ ჩანს მაგალითად ჭიქა წყალში შაქარი არის გახსნილი, თუ არა. თუ მინდა ამ წყალში შაქრის დანახვა, ენით უნდა დავინახო, შეგრძნებით უნდა დავინახო. ანუ დანახვაში მხოლოდ ხორციელი თვალით დანახვა არ იგულისხმება და შესაბამისად ღვთის არარსებობის ზემოთხსენებული არგუმენტი საკმაოდ უსუსურია, რომელიც ბევრ განსჯას არც კი საჭიროებს, რადგანაც ჩვენ რასაც ვერ ვხედავთ, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არსებობს.
თუმცა ისიც უნდა აღნინიშნოს, რომ დიდი წმინდანების მიერ ღმერთ იხილვებოდა ვითარცა სინათლე, არა ელექტრონული სინათლე, არა მზის სინათლე, არა ინტელექტუალური სინათლე, არამედ ხელთუქმნელი სინათლე, რომელიც მატერია არ არის.

უსამართლობის არსებობა
ხშირად ადამიანებს ღმერთის არსებობაში იმიტომ ეპარებათ ეჭვი, რომ ამ სამყაროში არსებობს უსამართლობა, ტანჯვა. მაგრამ ქრისტიანებს ეს არავისგან არ ესწავლებათ, რომ ტანჯვა და უსამართლობა არსებობს. იმ ჯვრის სახით, რომელიც გულზე ჰკიდია, ქრისტიანი ჯვარცმულ სიმართლეს, ჯვარცმულ სიყვარულს, ჯვარცმულ სიკეთეს ატარებს. ამ სოფელში თუ ღმერთი მოკლეს (მისი ადამიანური ბუნება და არა პიროვნულად ღმერთი), ადამიანს მოერიდებიან?!
საინტერესოა აინშტაინის ეს ცნობილი დიალოგი ერთ-ერთ პროფესორთან:
- სანამ კონკრეტულად განსახილველ საკითხზე გადავიდოდეთ, მსურს
ცოტა გავისაუბროთ - დოინჯგაკეთებულმა პროფესორმა აუდიტორიაში სიარული დაიწყო.
- ვის გწამთ ღმერთის არსებობის?
- მ ე - უპასუხა ერთმა ოდნავ გასაგონი ხმით.
- ძალიან კარგი - ამჯერად უკვე მომღიმარემ გააგრძელა - მაშინ მიპასუხე,
ყველაფერი რაც არსებობს ღმერთის შექმნილია?
- დიახ.
- ღმერთმა შექმნა ყველაფერი? - გაიმეორა იგივე კითხვა უკვე გაცილებით
კონკრეტულად და შედარებით მაღალი ტონით.
- დიახ ბატონო.
- თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი გამოდის, რომ მანვე შექმნა ბოროტება,
რადგან ასეთი რამ არსებობს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ არსებულ პრინციპს,
რომ ჩვენი საქმენი განგვსაზღვრავენ პირადად ჩვენ, გამოდის - ღმერთი ბოროტიცაა.
ასეთი პასუხის გამგონე სტუდენტი დადუმდა. პროფესორი აშკარად კმაყოფილი იყო
მიღწეული შედეგით, ამაყად დარბაზს გადახედა, თითქოს თვალებით ანიშნა:
''ალბათ მიხვდით რისი თქმაც მსურდა'' და განსახილველ საკითხზე გადასასვლელად მოემზადა.

- შეიძლება ბატონო შეკითხვა თქვენც დაგისვათ? - გაისმა აუდიტორიაში
- რა თქმა უნდა.
- ბატონო პროფესორო სიცივე არსებობს?
- რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა არსებობს. შენ რა არასდროს შეგცივნია?
სტუდენტებს გაეცინათ და ირონიულად შეხედეს კითხვის დამსმელს.
- სინამდვილეში კი ბატონო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად,
რასაც ჩვენ სიცივედ ვთვლით, სხვა არაფერია თუ არა სითბოს არ არსებობა.
ადამიანის ან საგნის შესწავლა შესაძლებელია იმის მიხედვით გააჩნია
თუ არა მას ან გადასცემს თუ არა ის ენერგიას.
''აბსოლიტური ნოლი'' - 273 გრადუსი ცელსიუსი წარმოადგენს სითბოს სრულ არ არსებობას.
სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა, რათა აღვწეროღ ის,
რასაც სითბოს არ არსებობისას ვგრძნობთ და მას მოყვება.
ამჯერად დარბაზში სიჩუმე იდგა.
- ბატონო პროფესორო სიბნელე არსებობს?
- რა თქმა უნდა არსებობს - სერიოზულად მიუგო პროფესორმა.
- თქვენ ისევ ცდებით. სიბნელეც არ არსებობს. სინამდვილეში სიბნელე წარმოადგენს
სინათლის არ არსებობას. ჩვენ უნარი შეგვწევს სინათლის შესწავლის, მაგრამ არა - სიბნელის.
ჩვენ შეგვიძლია დავშალოთ დღის შუქი მრავალ სხვადასხვა ფრად და შევისწავლოთ ყოველი
ფერის განსხვავებული ტალღათა სიგრძე. თქვენ ვერ შესძლებთ სიბნელის გაზომვას.
უბრალო სინათლის სხივს ყოველთვის შესწევს უნარი
შეიჭრას სიბნელის სამყაროში და გაანათოს იგი.
როგორ შესძლებთ იმის გაგებას, თუ რამდენად ბნელია რომელიმე სივრცე?
თქვენ გაზომავთ რა რაოდენობის სინათლეა იქ წარმოდგენილი. განა ასე არ არის?!
სიბნელე ეს მცნებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს იმის აღსაწერად,
თუ რა ხდება სინათლის არ არსებობისას.

სტუდენტმა პაუზა გააკეთა. სურდა ბოლომდე დასულიყო ადრესატამდე ნათქვამი,
რაც ალბათ შესაბამის რეაქვიას გამოიწვევდა, თუმცა დარბაზში კვლავ სიჩუმეა გაბატონებული.

- და ბოლოს... ბოროტება თუ არსებობს?
ამჯერად პროფესორმა უკვე გაუბედავად უპასუხა:
- არსებობს, რაც უკვე ავღნიშნე. ჩვენ ვხედავთ მას ყოველ დღე.
სისასტიკე ადამიანთა შორის, უამრავი დანაშაული და ძალადობის ფაქტები მთელ მსოფლიოში...
ეს მაგალითები სხვა არაფერია, თუ არა ბოროტების გამოვლინება.
- ბოროტება არ არსებობს პროფესორო, ყოველ შემთხვევაში ის არ არსებობს როგორც ასეთი,
პირადად მისთვის. ბოროტება ეს უბრალოდ ღმერთის არ არსებობაა. ის გავს სიცივესა და
სიბნელეს - სიტყვა, ადამიანის მიერ შექმნილი, რომ აღწეროს ღმერთის არ არსებობა.
ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება. ბოროტება ეს არაა რწმენა ან სიყვარული
რომლებიც არსებობენ სითბოსა და სინათლის მსგავსად.
ბოროტება ესაა ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არ არსებობის შედეგი,
რომელიც დგება როდესაც არ არის სითბო... ან სიბნელის მსგავსად
რომელიც დგება სინათლის არ არსებობით.


ღმერთის არსებობის კოსმოლოგიური არგუმენტი
ღმერთის არსებობის კოსმოლოგიური არგუმენტი გულისხმობს იმას, რომ ამ მოწესრიგებულ, ჰარმონიულ, მშვენიერ სამყაროს აუცილებლად ჰყავს ის არქიტექტორი, რომელმაც ასე შექმნა იგი. ფაქტიურად დღეს უკვე აღარც განიხილავენ სამყაროს შექმნის აფეთქების თეორიას, რადგანაც მეცნიერები კარგად ხვდებიან, შეუძლებელია ნგრევისა და ქაოსის მომტან მოვლენას შენება და მოწესრიგება მოეტანა ვიღაცის ან რაღაცის ჩარევის გარეშე.

საინტერესოა მსჯელობა ყოფიერებისა და ყოფიერების დასაბამის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ თუ არსებობს ყოფიერება, მაშინ უნდა არსებობდეს ზეყოფიერებაც, რომელიც არის წყარო ყოფიერებისა. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება მაგალითი მდინარის შესახებ. თუ არსებობს მდინარე, ესე იგი მას აუცილებლად აქვს სათავე. ასევე, თუ არსებობს ყოფიერება, აუცილებლად არსებობს მისი შემოქმედი.

აქვე შეიძლება თეოლოგიური არგუმენტის განხილვაც, რადგან იგი ფაქტიურად კოსმოლოგიური არგუმენტის გაგრძელებაა. იგი ასე ჟღერს: თუ სამყაროში არსებობს კანონზომიერებები, მათი დამწესებელიც (შემოქმედიც) უნდა არსებობდეს.


ღმერთის არსებობის ონტოლოგიური არგუმენტი
ეს არგუმენტი ამბობს, რომ რადგანაც ჩვენ გვაქვს წარმოადგენა სრულყოფილ არსებაზე, ე.ი. იგი არსებობს. ეს არგუმენტიც, ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის -არა.

ღმერთის არსებობის ფსიქოლოგიური არგუმენტი
ყველა ადამიანში არის იდეა ღმერთის არსებობის შესახებ. ღმერთის არსებობა, რომ მხოლოდ ლოგიკური განსჯის ნაყოფი ყოფილიყო, ეს იდეა ადრე თუ გვიან ჩაქრებოდა, მაგრამ სამყაროს არსებობის მანძილზე ღმერთის არსებობას ადამიანი შინაგანად ატარებს.

ღმერთის არსებობის ისტორიული არგუმენტი
არ არსებობს ერი, არ არსებობს ტომი (თუნდაც კაციჭამია ტომები), რომელსაც რელიგია არა აქვს. ამ არგუმენტს ათეისტები უპირისპირდებოდნენ იმით, რომ ამბობდნენ „მათ იმიტომ ჰქონდათ რელიგია, რომ ისინი განუვითარებლები იყვნენო“. ამის საპირისპიროდ, არსებობს ფაქტი იმისა, რომ კაცობრიობის წიაღში ყველაზე მეტად განვითარებული ადამიანების, ანუ დიდი მეცნიერების 99%-ს ყოველთვის სწამდათ ღმერთის არსებობა.

ღმერთის არსებობის ზნეობრივი არგუმენტი
ზნეობრივი კანონი თითოეულ ადამიანშია. იგი არ არის კეთილშობილი ინსტიქტები, რომლებიც ადამიანს შეუძლია განახორციელოს ან არ განახორციელოს. არამედ ზნეობრივი კანონი არის ის, რომელიც ადამიანს უბრძანებს, თუ რომელი ინსტიქტი განახორციელოს და რომელი - არა. მაგალითად, პიანინოზე არ არსებობს არასწორი კლავიში, მაგრამ გააჩნია რა დროს რომელს უნდა დააჭიროს პიანისტმა, იმისდა მიხედვით, თუ რა ნაწარმოების ნოტები უდევს მას წინ.
როდესაც გაჭირვებული კაცი ქუჩაში ხედავს, რომ მის წინ მილიონერს ძირს უვარდება საფულე და თვითონ სახლში მშიერი ბავშვები ელოდება, ამ დროს ორი ინსტიქტი ამუშავდება მასში: ან დაუბრუნოს, ან თავის ნახევრად მშიერ ავადმყოფ ბავშვს წამალი უყიდოს. ორივე ინსტიქტი ლოგიკურად გამართლებულია („ორივე კლავიში სწორია“). ან მაგალითად, როდესაც ადამიანი ქუჩაში ხედავს, რომ ქალს შეურაცხყოფენ, სცემენ, რომელიც შველას ითხოვს, ამ დროსაც ორი ინსტიქტი ამუშავდება მასში: ან მიეხმაროს მას, ან გაიაროს, რადგანაც შეიძლება ჩხუბში მოკლან და ცოლ-შვილი უპატრონოდ დარჩეს. აქაც „ორივე კლავიში სწორია“. არ არსებობს ადამიანში ცუდი და კარგი ინსტიქტი (ყველა ინსტიქტი კარგია), არსებობს ცუდი და კარგი არჩევანი. და ის რაღაც კანონი, რომელიც ადამიანში ზის (ზნეობრივი კანონი) ავალდებულებს მას სწორი არჩევანის გაკეთებაში.
ხშირად ზნეობრივი კანონის არსებობას მიაწერენ ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგანაც ეს კანონი ძალიან ხშირად იმის გაკეთებას უბიძგებს ადამიანს, რაც მას საერთოდ არ აწყობს და საერთოდ არ სიამოვნებს. ასევე ცდილობენ ზნეობრივი კანონის წყაროს სოციუმისადმი მიწერას და ამბობენ, რომ საზოგადოება „შეთანხმდა“, რომ „ეს“ უნდა იყოს ზნეობა (და არა „ის“), მაგრამ ეს არასწორია რადგანაც ხშირად ზნეობრივი ნორმები ამ „შეთანხმების“ წინააღმდეგ მიდის, გაცილებით ფართო და დიადია ისინი. „აბა საზოგადოების გარეშე ადამიანი უზნეო იქნებოდაო“ იტყვის ადამიანი და სწორიც იქნება, მაგრამ იმის თქმა მაინც არ შეიძლება, რომ საზოგადოებაა ზნეობრივი კანონის წყარო. საზოგადოება მხოლოდ ხელს უწყობს ადამიანის შიგნით არსებული ზნეობრივი კანონის განვითარებას, ისევე როგორც იგი (საზოგადოება) ხელს უწყობს ადამიანის შიგნით არსებული მეტყველების უნარის განვითარებას, მაგრამ თავად ამ უნარს არ აძლევს. ეს რომ ასე იყოს (საზოგადოება რომ აძლევდეს მეტყველების უნარს), მაშინ საზოგადოებაში დაბადებულ-გაზრდილი მაიმუნიც ისწავლიდა მეტყველებას. მაშასადამე ადამიანი არის ზნეობრივი არსება. კანტი ამბობდა, რომ რადგან ადამიანი ზნეობრივი გონიერი და თავისუფალი არსებაა, ის აუცილებლად უნდა მიისწრაფოდეს უმაღლესი სიკეთისკენ - ჭეშმარიტების შემეცნებისკენ, სათნოებებში სრულყოფილებისაკენ და ბედნიერებისაკენ, რაც ამ ცხოვრებაში მიუღწეველია. თუმცა ადამიანს ეს „შია და სწყურია“, ადამიანი ამისთვის არის დაბადებული და ეს მისწრაფება, კანტის აზრით, ლოგიკურს ხდის იმას, რომ არსებობს ღმერთი და არსებობს სულის უკვდავება.

ადამიანის თავისუფლება - ღმერთის არსებობის დამადასტურებელი
კანტი ღმერთის არსებობას ხსნიდა ადამიანის თავისუფლებითაც. იგი ამბობდა, რომ თუ ოდესღაც ერთხელ მაინც უარსებია ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთი წამით მაინც ყოფილა აბსოლუტურად თავისუფალი, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ამ სამყაროს შვილი არ არის. ამ სამყაროში ყველაფერი დეტერმინირებულია, ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვით არის მოცემული და ადამიანი რომ ამ სამყაროს შვილი იყოს, მაშინ ისიც ამ ჯაჭვში იქნება, რასაც ამტკიცებენ ასტროლოგები და ა.შ. თავისუფლება არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ამ სამყაროს მოქალაქე არ არის, ადამიანი მარადისობაში გადადის და არსებობს ღმერთი.

ღმერთის არსებობის რელიგიური არგუმენტი
ეს არგუმენტი მიუთითებს პრაქტიკულ რელიგიურ ცხოვრებაზე. როცა ადამიანი ცხოვრობს ისე, როგორც უფალმა თქვა და როცა ადამიანს სურს ღმერთი იხილოს. ეს არის ყველაზე სწორი გზა და დადასტურება იმისა, რომ ღმერთი არის. ამის გარეშე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტი უბრალოდ უსუსური იქნება და არაფრის მომცემი. როცა ადამიანი რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობს, ის თითქოს მეცნიერი ხდება სულიერ ცხოვრებაში. მას აქვს თეორია, იგი იწყებს ცდების ჩატარებას საკუთარ თავზე და ემპირიულად ხვდება, რომ ღმერთი არის. და შემდგომ უკვე, როცა მის გულს ერთხელ მაინც ღმერთი შეეხება ნამდვილად და ის ღირსეულ ცხოვრებას დაიწყებს, მერე უკვე არ არსებობს ძალა რომელიც მასსა და ღმერთს შორის ჩადგება. ისეთი ძალა ამ სამყაროში არ არსებობს, რომელიც ადამიანის გულს ღმერთს მოწყვეტს, იმ გულს, რომელიც ღმერთის სიყვარულით არის ანთებული.

ალბათ ზედმეტი იქნება იმ უდიდესი სასწაულების მოხმობა, რასაც დღეს ვხედავთ. თუმცა ურიგო არ იქნება გავიხსენოთ ის მოწამეები, რომლებიც თავის სიცოცხლეს არ იშურებდნენ ღვთისათვის. შეუძლებელია გამოგონილ იდეალს შესწირო თავი, თუ არა ცოცხალ, რეალურად არსებულ ღმერთს. შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში დოკუმენტური ფილმი აღდგომის შესახებ: http://www.myvideo.ge/?video_id=289312 . ამ ფილმში ნათქვამია, რომ მრავალი არაქრისტიანი ადასტურებს ქრისტეს აღდგომას, თვით პილატეც კი, რომელმაც ჯვარს აცვა იგი, აღიარებს, რომ ქრისტე აღსდგა და იგი ჭეშმარიტად ღმერთია, რადგანაც აღდგომა მხოლოდ ღმერთს შეეძლო. ქრისტე რომ არ აღმდგარიყო და მისი ცხედარი მოეპარათ, მაშინ ვისთვის კვდებოდნენ წმ. მოწამენი?! თავიანთი მოგონილი ღმერთისთვის?!

ვფიქრობ საკმარისია რაც დავწერე. smile.gif
ღმერთის არსებობის არგუმენტები ამოწერილია დეკ. თეოდორე გიგნაძის ლექციიდან: http://church.ge/index.php?showtopic=7620 (ამ ლინკზე მოცემულია 8 ლექცია, ჩემს მიერ ამოწერილი არგუმენტები I ლექციაშია).


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი May 31 2010, 11:29 PM
პოსტი #4


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



აკაკი

მე როდესაც ამ გრძელ პოსტს ვწერდი, ამასობაში შენ გადმოგიკოპირებია მამა ბიძინასთან ინტერვიუ. დიდი მადლობა kiss1.gif გაგახაროს ღმერთმა!
იმედი მაქვს აუცილებლად დაეხმარება ika-bebo-ს.

smile.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 1 2010, 11:01 AM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



http://www.orthodoxy.ge/skhva/zodiako/zodiakos_rkali.htm


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jun 1 2010, 03:20 PM
პოსტი #6


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ika-bebo
რას პანიკობ? biggrin.gif
ციტატა
წმ. შიომღვიემლსი აშენებულიაო და ერთ ხატზე მგელთან ერთად არის გამოსახულიო ხელში სარკმლით

ალბათ საკმეველი გინდოდა გეთქვა.
ეს ყველაფერი მისი ცხოვრებიდან გამომდინარე გამოისახება.
როდესაც ცხოველები მონასტერში მყოფ სახედრებს და ცხენებს ესხმოდნენ, მამა შიომ უდანოს ყველა მხეცი დაიბარა და მიმართა, რომ სხვა ადგილი მოეძებნათ. ერთი ცხოველი კი სახედრების დარაჯად დარჩენილიყო. სწრორედ მგელი დარჩა მონასტერში და ექვსი წელი ცხოვრობდა ბერებთან.
საკმეველი ხელით აკმია, რომ მონასტრის ასაშნებელი ადგილი ეჩვენებინა უფალს.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jun 1 2010, 04:07 PM
პოსტი #7


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ერთი დამანახეთ ის ადამიანი, ვინც ამტკიცებს შიო მღვიმე კერპთაყვანისცემლური ეკლესიააო biggrin.gif

დანარჩენს მერე მოგახსენებთ, შუბლზე ხელს რომ დავადებ biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jun 1 2010, 05:58 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ზოდიაქო არ ნიშნავს მკითხაობას.
ზოდიაქოს ნიშნები ესაა ასტრონომიული ნიშნები
ასტრონომიას არ კრძალავს ქრისტიანობა.
ეს მეცნიერებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი Jun 1 2010, 08:16 PM
პოსტი #9


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



მთავარია ასტრონომია ასტროლოგიაში არ გადაიზარდოს


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jun 1 2010, 10:30 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
მთავარია ასტრონომია ასტროლოგიაში არ გადაიზარდოს

ძველად ეს ცნებები თითქმის ერთიდა იგივეს ნიშნავდა
დღესაა ასტროლოგია მაგიასთან რომ ასოცირდება
ზოდიაქოს ნიშნები სვეტიცხოველში აღნიშნავს თვეებს
ჩვეულებრივი კალენდარია გამოსახული ცის კამარაზე.
სხვათაშორის ზოდიაქოს სიმბოლოები ბაბილონში და ეგვიპტეში აღმოცენდა და ის ციურ სხეულებს (თანავარსკლავედებს) აღნიშნავდა.
დღესაა ზოდიაქო რომ მკითხაობად იქცა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th March 2026 - 08:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი