IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> "რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია"
ikanosi
პოსტი Jul 15 2010, 09:36 PM
პოსტი #1


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



........„რასაცა გასცემ, შენია, რაც არა — დაკარგულია”, — მახსოვს დიდხანს შემაყენა. ამისთანა სიტყვებზედ უყვარდა იმას შედგომა და ბაასი. მაშინდელი სიტყვები, რა მაშინდელი! რაც რამ უთქვამს ჩემთვის, დღევანდლამდინ სიზმარივით დამახსოვდა.

— გესმის ეგა? — მკითხა, — სახარებაში ქრისტე-ღმერთი ერთს იგავსა ბძანებს, თუ არ მოგწყინდება, გეტყვი. თურმე ყოფილა ერთი ბატონი, რასაკვირველია, მოსამსახურეებიც ჰყოლია. თითონ სხვაგან დაუპირებია წასვლა, დაუბარებია მოსამსახურეები და ფული დაურიგებია; ერთისათვის ბევრი მიუცია, მეორისა და მესამისათვის ერთი-ერთმანეთზედ ნაკლები და უთქვამს: ასარგებლეთ და, როცა მოვალ, სარგებლით დამახვედრეთო. თითონ წასულა. იმ ორ მოსამსახურეს ჭკვა უხმარიათ, ბატონის ბძანება აუსრულებიათ და, რაცა ჰქონიათ მიბარებული, ერთი იმოდენა კიდევ მოუგიათ. მესამე კი ერთი უჯიშო რამა ყოფილა, უმადლო, მცონარე; უფიქრია — მოგებას ვინა ჩივის, ესეც არ დავკარგოვო. აუღია და მიწაში ჩაუფლავს. ბატონი რომ მობრუნდა, მოიწონა ორივე მსახურის მადლიანი საქციელი, მესამეს კი გაუწყრა, წაართო ის ფული და იმათ მისცა ვისაც მოგებით ეარნათ. მესამე კი ხელცარიელი დარჩა. მიწაში ჩაფლა საწყალმა — არ დამეკარგოსო, მაგრამ ბოლოს მაინც კიდევ დაჰკარგა. რომ გაეცა კი, იმისი იქნებოდა. ბატონი ღმერთია, იმისი მსახურები — ჩვენა ვართ. ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება, ცოტას — ცოტა. იმისთვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, — იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა — დაკარგულია”. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცსა თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.


სხვა ვარიანტებსაც მოვისმენ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 15 2010, 09:47 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



„ჩემი მხოლოდ ის არის, რაც გავეცი“ - წმიდა მაქსიმე აღმსარებელი

„სიმდიდრე მსახურია ბრძენისა და ბატონია სულელისაო“ - ქართული ხალხური ანდაზა

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jul 16 2010, 02:55 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(ikanosi @ Jul 15 2010, 09:36 PM) *



სხვა ვარიანტებსაც მოვისმენ

"რასაცა გასცემ შენია,რაც არა ხო შენია და შენია" smile.gif ეს ვარიანტი ბევრჯერ გამიგია


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jul 16 2010, 10:58 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მე კიდე მგონია რო რუსთაველი ბონუსების სქემასე ზასუბრიბდა biggrin.gif...



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 16 2010, 11:04 AM
პოსტი #5


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
სხვა ვარიანტებსაც მოვისმენ

რა ვარიანტები გინდა?



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 16 2010, 11:20 AM
პოსტი #6


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ქევანა
მატამ შემომთავაზა http://church.ge/index.php?s=&showtopic=79...ndpost&p=628082

დაწერეთ კაცო საკუთარი აზრი


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 16 2010, 01:50 PM
პოსტი #7


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



რა უნდა გასცე, როცა ისედაც ყველაფერი რმერთს ეკუთვნის და შენი არაფერია?

ეკლესიასთან მამა რომ მისცემს ხოლმე პატარა ბავშვს ფულს, მიდი შვილო და მიეცი მათხოვარსო. ბავშვიც მიიცუნცულებს და უხარია სიკეთე გავაკეთეო smile.gif

ჰოდა ეგაა რა ჩვენი "გაცემა" smile.gif

შეგვიძლია გავცეთ ის, რაც მართლა ჩვენ გვეკუთვნის.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 16 2010, 01:54 PM
პოსტი #8


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Atman
ხო შეგიძლია სიყვარული გასცე? სითბო გასცე? აი როგორც მზე ათბობს ყვევილებს ისე უნდათ ადამიანებსაც გათბობა სიყვარულით....მაგრამ როგოც ბევრი სითბო მავნებელია ყვავილთათვის და შეიძლება დაჭკნობა გამოიწვიოს ასევე ადამიანურ სითბოს თუ გასცემ ბევრს მერე თავში უვარდებათ biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 16 2010, 01:55 PM
პოსტი #9


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
სოფელი და მთელი მისის სისავსე უფლისაა - ასე წერია ფსლამუნში. ჩვენი არაფერია, მაგრამ უფალი მოგვაბარებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში რაც ჩვენტვის საჭიროა, მატერიალურს. ჩვენ კი უნდა ვიყოთ მოწყალენი. როდესაც გაცემ ღვთის სადიდებლად გასცემ და არა შენი თავისთვის და ცუდი არაფერია თუ ბავშვს მიაჩვევ მოწყალებას.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 16 2010, 01:57 PM
პოსტი #10


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ხო შეგიძლია სიყვარული გასცე? სითბო გასცე?


ეგ ნამდვილად შეგვიძლია smile.gif

ციტატა
ასევე ადამიანურ სითბოს თუ გასცემ ბევრს მერე თავში უვარდებათ


ეს იმ შემთხვევაში, თუ ანგარების გამო გასცემ სითბოს და გინდა რომ "დაინახონ".

მაგრამ ვინ გიფასებს! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

lingvo
ციტატა
სოფელი და მთელი მისის სისავსე უფლისაა - ასე წერია ფსლამუნში. ჩვენი არაფერია, მაგრამ უფალი მოგვაბარებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში რაც ჩვენტვის საჭიროა, მატერიალურს. ჩვენ კი უნდა ვიყოთ მოწყალენი.


ჰოდა მეც მაგას ვამბობ.

ციტატა
ცუდი არაფერია თუ ბავშვს მიაჩვევ მოწყალებას.


ცუდი კი არა პირიქით, აუცილებელია.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 16 2010, 02:02 PM
პოსტი #11


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ეს იმ შემთხვევაში, თუ ანგარების გამო გასცემ სითბოს და გინდა რომ "დაინახონ".

ანგარებას ვინ დაეძებს, სენტიმენტალისტად შეგრაცხავენ

...რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 16 2010, 02:03 PM
პოსტი #12


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ikanosi
ციტატა
ანგარებას ვინ დაეძებს, სენტიმენტალისტად შეგრაცხავენ


საბედნიეროდ ეგ ნამდვილად არ მემუქრება biggrin.gif

ისე სიყვარული და სენტიმენტები განსხვავებული ცნებებია.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 16 2010, 09:40 PM
პოსტი #13


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ikanosi
ციტატა
ანგარებას ვინ დაეძებს, სენტიმენტალისტად შეგრაცხავენ


user.gif
ვინ დაგაბრალა სენტიმენტე ხარო? მე მიყვარს თბილი ადამიანები, ოღონდ გულწრფელად თბილები, ანგარებიანი მოფერება მთლად ყველა ვარიანტში არ არის ფარისევლობა

და აი რატომ:

ჩემი აზრი გინდა მაშ და აი ესაა: ყველა ადამიანი გასცემს რაღაცას და იღებს რაღაცას, არ არსებობს გასცე და არ მიიღო, ან არ გასცე და მიიღო..

ერთგვარი "ვაჭრობაა" biggrin.gif biggrin.gif

სულ ისეც არ ვარგა, გასცე და სანაცვლოდ არ მიიღო, ადამიანს კიარა რობოტსაც სჭირდება ენერგიით შევსება, სულ გაცემა არ გამიგია მე, მერე ნოლზე დაჯდები biggrin.gif
ასევე არ გასცე და მიღება გინდოდეს, არგამოვა მასე... უნდა დათმო რაღაც :უსერ:

ასე რომ, ვიღაცა იტყვის: რომ გეფერებიან სანაცვლოდ მოფერებას არ უნდა იღებდეო, სისულელეა, კვახია, არ ვეთანხმები მე ამას : )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2025 - 03:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი