სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| kent5 |
Dec 13 2010, 01:34 PM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
დღეს რადგან ამ ორი წმინდანის ხსენების დღეა, მინდა მოკლედ საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან რამდენიმე საინტერესო საკითხს შევეხო. მოციქულები ქრისტეს ამაღლემამდე და სული წმინდის მოფენამდე მხურვალე მონაწილეობას არ იღებდნენ ახალი სჯულის გავრცელებაში, არამედ სულ მუდამ გარს ეხვივნენ თვით ღმერთ-მოძღვარს და მისგან განიმტკიცებოდნენ სჯულის სწავლაში.მეათე დღეს ქრისტეს ამაღლების შემდეგ მათ მოეფინათ სული წმინდა ,,და აღისნეს ყოველნი სულითა წმინდითა და იწყეს სიტყვად უცხოთა ენითა,ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყვასა. ამნაირი სასწაულის შემდეგ მოციქულებმა სხვადა-სხვა ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. ამ დროს იეროსალიმში მოხდა სული წმინდის მოფენა. ეს იყო პირველი გამარჯვება მოციქულებისა. ამ დღიდან ისინი განშორდნენ ერთმანეთს და გაემგზავრნენ იმ ქვეყნებისაკენ, რომელთ განათლებაც წილად ხვდათ სული წმიდის მოფენის დღეს.-საქართველოში შემოვიდნენ მოციქულნი ანდრია და სიმონ კანანელი. ამათიქადაგეს ქრისტეს სჯული იმერეთში (კოლხიდაში) და ზემო ქართლში სამცხემდე. ხოლო მოციქულმა ბართლომემ მოიარა საქართველოს აღმოსავლეთის მხარე რომელსაც მაშინ ერქვა ,,ალბანია'' და იქ დასთესა თესლი პოხიერი და მაცხოვნებელი (იხ. მოთხრობა სოფრონისა გვ.397). მკითხველს თავი, რომ არ მოვაბეზრო თხრობას შევწყვიტავ ვფიქრობ ყველაზე საინტერესო ადგილას და შემდეგ გავაგრძელებ თუ იქნება თქვენი დაინტერესება რათქმაუნდა. მე, ადრე დავწერე, რომ პროფესიით ისტორიკოსი არა ვარ მაგრამ იმდენად შეყვარებული ვარ და ძალიან მაინტერესებს საქართველოს ეკლესიის ისტორია და ამ მიზეზით უკვე რამდენიმე წელია პირადად ჩემი ძალებითა და ხარჯებით მოვიკვლიე არა ერთი საინტერესო მასალები როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთაც, რატომღაც გამიჩნდა სურვილი (ვხედავ, რომ ამ საიტს სერიოზული მკითხველიც და საქართველოზე შეყვარებული ხალხია ფორუმის წევრები). ჩემი ნაშრომი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია რაზედაც ბოდიშს ვიხდი მალე წიგნად გამოვა (სახსრებზეა დამოკიდებული), მანამდე გადავწყვიტე ამონარიდებს შემოგთავაზებთ. ,,უფალი იყოს ჩვენი შემწე, ამინ''.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
| კოკა |
Dec 13 2010, 03:03 PM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
kent5
იცოცხლე და გაიხარე კეთილო ადამიანო....... სულმოუთქმელად ველით ამ სტატიის გაგრძელებას........ -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
| marine |
Dec 17 2017, 10:25 PM
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოს სამოციქულო საყდარია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ანდრია მოციქულმა იქადაგა".
/"კარიბჭე" N25, 2017, გვ.15/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 18 2022, 09:24 PM
პოსტი
#4
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ო, სახიერო ჯვარო, დიდხანს სანატრელო, მხურვალედ საყვარელო, თავდაუზოგავად ნაძებნო და მხოლოდ ახლაღა გამზადებულო სურვილით აღსავსე სულისათვის! მე მოვდივარ შენთან მშვიდი და ბედნიერი; და შენ საზეიმოდ მიმიღე მე!" - ასე ხმობს წმიდა ანდრია პირველწოდებული, და ჯვარზე სიკვდილის საშინელებაში თავის ნეტარებას ხედავს".
/"სულიერი მდელო" გვ.45/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 5 2022, 09:57 PM
პოსტი
#5
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმ. ანდრია პირველწოდებული სამჯერ შემოსულა საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად. მეორედ და მესამედ მასთან ერთად დასაველთ საქართველოში შემოვიდნენ წმ. სვიმონ კანანელი და წმ. მატათა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის ცნობით, საქართველოში სხვა მოციქულებიც შემოსულან, თვით წმ. პეტრე მოციქულიც კი.
აღმოსავლეთ საქართველო ბართლომეს გაუქრისტიანებია; იგი შემდეგ ალბანეთსა და სომხეთშიც გადასულა, სადაც დიდი წამების შემდეგ ცოცხლად გაუძვრიათ ტყავი (ზოგიერთი ცნობით - ალბანეთში გაუძვრიათ ტყავი). როგორც მეუფე ანანია (ჯაფარიძე) სლავურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, თომა მოციქულის საყდარიც იბერია ყოფილა. იქნება სწორედ ამიტომაცაა თბილისის სიონის ტაძარში წმ. თომა მოციქულის თავის ქალა?! არსებობს ისტორიკოსთა ცნობები, რომ საქართველოში უქადაგია წმ. მოციქულ თადეოზს (იუდა იაკობისას). მღვდელი პ. კარბელაშვილი კი წერს, რომ ანჩის საეპისკოპოსო თვით წმ. ანდრია პირველწოდებულმა და წმ. პეტრე მოციქულმა დაარსაო". /ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია" გვ. 152/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 4 2022, 09:44 PM
პოსტი
#6
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ანდრია მოციქულმა მრავალი სასწაული აღასრულა. კუნძულ კვიპროსზე მან კლდიდან წყალი გადმოადინა და მწყურვალ ადამიანებს ასვა. მანვე განკურნა გემის დაბრმავებული კაპიტანი (თვალებზე მოუსვა წყალი და კაპიტანს მხედველობა დაუბრუნდა). განკურნებულმა კაპიტანმა იმ ადგილას, სადაც ეს მოხდა, ეკლესია ააშენა.
ამის შემდეგ ანდრია პირველწოდებული საქართველოში გამოემგზავრა, ქრისტიანობა იქადაგა დასავლეთ საქართველოში და შემდეგ რუსეთში წავიდა. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში ქრისტიანობა მოციქულებმა იქადაგეს, საქართველოს ეკლესიას სამოციქულო ეწოდება" /"სულიერი ყვავილნარი"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 16 2022, 09:45 PM
პოსტი
#7
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თეიმურაზ ბატონიშვილის "ისტორია ივერიისას" მიხედვით, მთაზე, სადაც ახალ გერგეტის სამება დგას, თავდაპირველად ჯვარი მდგარა, რომელიც ანდრია პირველწოდებულს აღუმართავს"
/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N2, 2022, IV-VI, გვ.42/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
May 8 2024, 11:35 AM
პოსტი
#8
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც ანდრია პირველწოდებული წარმართებმა ჯვართან მიიყვანეს, რათა გაეკრათ, მოციქულმა შესძახა აღელვებით და სიხარულით: "ჰოი, ტკბილო ჯვარო, რამდენ ხანს გელოდი შენ და ვოცნებობდი ასეთ ხვედრზე"
/წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი), "სჯული უფლისა", გვ.116/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 27 2025, 05:24 PM
პოსტი
#9
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძვირფასო ძმებო და დებო, ანდრიასთვის ქრისტესთან შეხვედრის ჟამი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დრო მის ცხოვრებაში. ეს ჟამი იმდენად ჩაებეჭდა მას სულში, რომ ეს მას ახსოვდა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, როდესაც თვითონაც გახდა ღირსი ჯვარცმით სიკვდილისა"
/მეუფე შიო მუჯირი "საპატრიარქოს უწყებანი" N23, 2024-25 წ.წ., გვ. 6/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 9 2025, 06:45 PM
პოსტი
#10
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს განადიდებს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს - ჩვენს სამშობლოში ქრისტეს ნათლის მომფენელს. განკაცებული ღვთის რწმენამ მონობიდან დიდებულებაში, ბნელიდან ნათელში, სიკვდილიდან სიცოცხლეში დაგვადგინა. უსულო კერპებს შეწირული სისხლიანი თასები უსისხლო მსხვერპლშეწირვით შეიცვალა და საკურთხევლის ტრაპეზზე წმინდა ბარძიმები აღმართა. ბორგნეულ ქურუმთა მსახურება კეთილკრძალულმა ეპისკოპოსებმა, მღვდლებმა, დიაკვნებმა შეცვალა და მათი ლოცვა, ვითარცა კეთილსურნელოვანი საკმეველი, აღევლინა ზეცას. პირუტყვს მიმსგავსებული ერი იქცა ერად სამღვდელოდ და საზეპუროდ.
ღვთის ნებით და წმ. ანდრია მოციქულის ღვაწლით მოხდა ქართველთა ფერიცვალება და სულიერი ამაღლება. დედაღვთისას კურთხევითა და ღვთის მადლით აღსავსე წმ. ანდრიამ ჩვენში შემოიტანა სიხარული აღდგომისა, ცნობა ცათა სასუფევლისა, მაცხოვრისმიერი ცოდვის ტყვეობიდან გამომხსნელი და ნეტარების მომნიჭებელი კურთხევისა" /მღვდელი პართენი (მიქელაძე) "ფუძნარი" N5, 2024, გვ.7/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 18 2025, 06:59 PM
პოსტი
#11
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართლის ცხოვრების მიხედვით წმ. ანდრია პირველად ტრაპიზონში მივიდა, იქ მცირე ხანს დაჰყო, "იხილა უგუნურება პირუტყუებრივი მკვიდრთა შორის" და შემდეგ მიაშურა ქვეყანას, ქართლად წოდებულს. დიდ-აჭარაში დაიწყო ქადაგება სახარებისა, მრავალი ჭირი დაითმინა იქ მცხოვრებ ურწმუნოთაგან. მემატიანეს მათი საქციელის აღწერა სამარცხვინოდ მიაჩნია, მაგრამ წმ. მოციქულის დიდ სულიერებას აქებს და ბრძანებს, რომ ღვთის შეწევნით ყოველივე მადლიერებით დაითმინა, ვიდრე არ მოაქცია ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. რაოდენ დიდი მაგალითია წმ. ანდრიას მოთმინება და მადლიერება დღეს მოღვაწე სასულიერო პირთათვის ღვთის სიტყვის ქადაგებისას"
/მღვდელი პართენი (მიქელაძე) "ფუძნარი" N5, 2024, გვ.8/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 16 2026, 09:48 PM
პოსტი
#12
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეთნოგრაფიულ მასალაში ასახულია სამეგრელოში კერპის შემუსვრისა და ჯვრის აღმართვის ისტორია. მარტვილის მონასტრის ადგილზე ძველად აღმართული ყოფილა კერპი, რომელსაც "კაპუნია"-ს (იგივე "დიდგმირს") უწოდებდნენ.
ეს იყო ლითონის კაცის პირღია ფიგურა, რომელსაც მსხვერპლად ბავშვებს სწირავდნენ. "კაპუნია" მიბმული იყო დიდ მუხაზე ("ჭყონ დიდზე"). გადმოცემის თანახმად, სოფელ მარტვილში ჩასულმა წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმეონ კანანელმა შეუსრეს კერპი, მოჭრეს მუხა, რომელზეც კაპუნია იყო მიბმული და მის ნაცვლად ჯვარი აღმართეს. ამ ისტორიული მოვლენის უკვდავსაყოფად აღნიშნული კუთხის მღვდელმთავარს "ჭყონდიდელი" ეწოდა. ისტორიულ წყაროებად ასევე შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოში შემორჩენილი უძველესი ტოპონიმები. ასე, წმინდა ანდრიას სამოციქულო გზებზე მიგვანიშნებენ დღემდე შემორჩენილი ტოპონიმები: "ანდრიაწმინდა" და "ანდრიას წვერი" მესხეთში, "ანდრიას გორა" მარტოფში და სხვ. ქადაგების ადგილებში მოციქულს ყველგან ჯვრები აღუმართავს". /"საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2025, გვ.13/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 17 2026, 09:16 PM
პოსტი
#13
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უძველესი დროიდან წმინდა ანდრია პირველწოდებული მიჩნეულია ასევე რუსეთისა და შოტლანდიის მფარველად. შოტლანდიაში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებას 30 ნოემბერს აღნიშნავენ, როგორც არა მარტო საეკლესიო, არამედ ასევე როგორც დიდ ეროვნულ და სახალხო დღესასწაულს. XI საუკუნიდან "X" ფორმის წმინდა ანდრიას ჯვარი შოტლანდიის ეროვნულ ემბლემადაა მიჩნეული. მისი გამოსახულებები აღბეჭდილი იყო შოტლანდიურ მონეტებზე, XV საუკუნიდან კი ანდრიას ჯვარი - შოტლანდიის დროშაზეც გამოსახეს"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2025, გვ.13/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 21 2026, 08:31 PM
პოსტი
#14
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სასტიკმა ეგეატემ ანდრიას წამების გახანგრძლივების მიზნით, ბრძანება გასცა, წმინდა მოციქულისთვის ხელები და ფეხები ჯვარზე თოკებით მიებათ"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2025, გვ.14/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 23 2026, 03:04 PM
პოსტი
#15
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა საფლავი თავდაპირველად პატრაში მდებარეობდა.
357 წელს პატრადან წმინდა ნაწილები (თავის ქალის გარდა) კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ კი წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები იტალიაში მოხვდა და 1208 წლიდან დღემდე იგი ქალაქ ამალფის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. გადმოცემის თანახმად, წმინდა ანდრიას საფლავიდან ზეციური მანანა და კეთილსურნელოვანი მირონი მოედინებოდა" /"საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2025, გვ.14/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 27 2026, 11:38 AM
პოსტი
#16
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[გელათის] აღნიშნულ ფრესკებს შორის აშკარად გამორჩეულია სამხრეთის მხარეს არსებულ კარის წირთხლზე ანდრია პირველწოდებულის ფრესკა აწყურის ღვთისმშობლის ხატით ხელში, რომელსაც მართლაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან აწყურის ხატი ამ დორისათვის გელათის მთავარ ტაძარში იყო დაბრძანებული და ამავდროულად აფხაზეთის კათალიკოსები თვლიდნენ, რომ ისინი წმინდა ანდრია პირველწოდებულის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას მართავდნენ.
წმინდა ანდრიას გამოსახვას ალბათ სხვა დატვირთვაც ჰქონდა, რაც ალბათ ზაქარია ქვარიანის დამსახურებად უნდა ჩავთვალოთ. მხედველობაში გვაქვს ის ფაქტი, რომ ამ დროისათვის საქართველოში მრავლად ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, პატრიარქები, მღვდელმთავრები, კათოლიკე მისიონერები, ელჩები და სხვები, ამიტომ გელათში მისული სტუმარი უნდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ საქართველო მოციქულთა მიერ განათლებული ქვეყანა იყო და ეს ფაქტი ფრესკებზეც უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი" /ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.108/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 29 2026, 08:46 PM
პოსტი
#17
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა ანდრია მოციქულს განსაკუთრებული მისია ერგო წილად. თქვენ იცით, მან მრავალ ქვეყანაში იქადაგა: საბერძნეთშI, მცირე აზიის ქვეყნებაში და შემდეგ მოაშურა საქართველოს, შემოვიდა დიდაჭარიდან და საქართველოს მრავალ კუთხეში იქადაგა. აკურთხა მღვდლები, დიაკვნები, ააგო და მოაწყო ტაძრები, დაადგინა საღვთისმსახურო წეს-განგება. ამიტომ ეს დიდი მოციქული, ამავე დროს დიდი მოწამეც, არის ჩვენი ერის განსაკუთრებული მფარველი!
შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ერს ისტორიის მანძილზე წილად ერგო ამდენი განსაცდელი, ტანჯვა, დევნა და შევიწროება. არ არსებობს ისეთი მეორე ქვეყანა, სადაც ერთდროულად ამდენი ადამიანი ეწამა, როგორც საქართველოში! ეს არის ნიშანი ღვთისგან, რომ უფალი მოგვიწოდებს მისი ერთგულებისკენ, რათა ვიყოთ მისი ერთგული, მისი ეკლესიის ერთგული სიკვდილამდეც კი და თუ საჭირო გახდება, გავიმეოროთ ჩვენი დიდი წინაპრების ღვაწლი. ხოლო ეკლესიისთვის მშვიდობიან პერიოდში მოთმინებით, სიმდაბლით გადავიტანოთ ის განსაცდელები, რომლებიც წილად გვერგება" /მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) "საპატრიარქოს უწყებანი" N15, 2025, გვ.5/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 2 2026, 07:47 PM
პოსტი
#18
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზოგიერთ ევროპულ ხალხში არსებობდა ასეთი დაკვირვება - წმინდა ანდრიას ხსენების დღეს, 13 დეკემბერს ზამთარი დგებოდა, ხოლო წმინდა გიორგის დღესასწაულზე 6 მაისს - გაზაფხული იყწებოდა. ასე ამბობდნენ: "ანდრია ყინულს დგამს, გიორგი კი ამსხვრევსო".
როდესაც კუნძულ როდოსზე პირველად გათოვდება ხოლმე, ბერძნები ამბობენ: "წმინდა ანდრიამ წვერი შეივერცხლაო". წმინდა ანდრია პირველწოდებულს მრავალი სასწაული უკავშირდება; მათ შორის ისტორიულ წყაროებში შემონახულია მკვდრეთით აღდგენის უამრავი შემთხვევა; მათ შორის აღწერილია ზღვაში დამხრჩვალი 39 ადამიანის ერთად გაცოცხლება. სწორედ ერთ-ერთ ასეთ სასწაულს, აწყურში, გარდაცვლილი ყრმის გაცოცხლებას, მოჰყვა ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მოქცევა და მასობრივი ნათლობა. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბრძანებს, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული დღემდე განაგრძობს თავის მისიონერულ მოღვაწეობას სრულიად საქართველოში" /"საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2025, გვ.14-15/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 08:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი