![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ვხსნი თემას (მართალია არსებობს მრავალი მსგავსი თემა), რადგან ამ ბოლო დროს კარგთან ერთად იმდენი უარყოფითი იწერება, რომ ადამიანი სრულ გაურკვევლობაში ეფლობა და ამ საკითხის ირგვლივაც უკიდურესად ცდომილ სწავლებას ითვისებს. ამ თემაში მინდა მსჯელობაზე უფრო მეტად წარმოდგენილი იყოს მამათა სწავლებანი ამ კუთხით, წყაროს მითითებით. იმედია მაქსიმალურად მვოერიდებით გაურკვეველი წარმომავლობის ციტატების მოტანას და აგრეთვე ზეპირად არსებულ რაღაც ცნობებს. მინდა ჯანსაღად შევხედოთ ამ საკითხს, რათა ადამიანმა მცირედი სწორი ინფორმაცია მაინც მიიღოს.
თავდაპირველად მინდა იოანეს "გამოცხადების" შესახებ დავწერო, უფრო სწორად წარმოვადგინო წყაროები მისი კანონიკურობის შესახებ, ანუ რა გზა განვლო მან, ვიდრე აღიარებულ იქნებოდა ახალი აღთქმის კანონიკურ ძეგლად. ეს იმის საჩვენებლად, რომ ყოველმა ადამიანმა არ უნდა განმარტოს ის თავისი ჭკუით, რომ ამ წიგნთან დაკავშირებით გვმართებს მეტი სიფრთხილე. აქ წარმოდგენილია ის წყაროები, რაც მე მოვიძიე ქართულ ენაზე (ცხადია სხვაც ბევრი არსებობს, მაგრამ ვითარების დასანახად ესეც საკმარისია): მოციქულთა 85-ე კანონი, სადაც საუბარია წმინდა წერილის წიგნთა შესახებ, თუ რომელი წიგნები უნდა მივიჩნიოთ კანონიკურ წიგნებად. მათ შორის ჩამოთვლილია ახალი აღთქმის წიგნებიც: “ჩვენი კი, ანუ ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება - მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი; პავლეს ეპისტოლენი თოთხმეტი, პეტრესი - ორი, იოანეს - სამი, იაკობის - ერთი, იუდასი - ერთი, კლიმენტისა - ორი; აგრეთვე თქვენთვის, ეპისკოპოსთათვის, დადგენილებანი ჩემ, კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი (რომელთა გამოქვეყნება ყველას წინაშე უჯეროა, მათში შესულ საიდუმლოთა გამო); და საქმენი ჩვენი მოციქულთა.” როგორც ვხედავთ აღნიშნულ კანონში საერთოდ არაფერია ნათქვამი “გამოცხადების” შესახებ. ასევე არაფერია ნათქვამი ამ წიგნის შესახებ ლაოდიკიის კრების (რომელიც 343-381 წლებში უნდა გამართულიყო) 60-ე კანონში: “ახალი აღთქმის წიგნები: სახარება ოთხი: მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი. საქმე მციქულთა. კათოლიკე ეპისტოლეები შვიდი: იაკობისი 1, პეტრესი 2, იოანესი 3, იუდასი 1. პავლეს ეპისტოლეები 14: რომაელთა მიმართ 1, კორინთელთა მიმართ 2, გალატელთა მიმართ 1, ეფესელთა მიმართ 1, ფილიპელთა მიმართ 1, კოლასელთა მიმართ 1, თესალონიკელთა მიმართ 2, ებრაელთა მიმართ 1, ტიმოთეს მიმართ 2, ტიტეს მიმართ 1, ფილიმონის მიმართ 1.” (დიდი სჯულის კანონი) “გამოცხადებას” არ ახსენებს აგრეთვე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (გარდ. 389 წ.): ახლა ჩამოვთვლი ახალი აღთქმისას: მათემ აღწერა ებრაელთათვის ქრისტეს სასწაულნი, მარკოზმა - ალექსანდრიელთათვის[1], ხოლო საღმრთო ლუკამ - იტალიელთათვის[2] და დიდმა იოვანემ - ზოგადად ყველასათვის. შემდეგ გვაქვს ბრძენ მოციქულთა საქმენი. შემდეგ თოთხმეტი ეპისტოლე პავლესი და შვიდი კათოლიკე ეპისტოლე: ერთი - ღმრთის ძმისა [იაკობის], ორი - პეტრესი, სამი იოანესი, და იუდას ეპისტოლე მეშვიდე ბეჭდად გვაქვს. ამათ გარდა სხვა არ არის მისაღები. (დიდი სჯულის კანონი) სათუუო აზრია წარმოდგენილი წმ. ამფილოქე იკონიელთან (გარდ. 395 წ.): მოისმინე ჩემგან მადლიანი სახელები მახარებელთა წიგნებისა, იცოდე ოთხი: მათე, მარკოზი, მესამე - ლუკა და რიცხვით მათ შორის მეოთხე - იოვანე, ხოლო სიმაღლითა და სჯულით პირველი, ქუხილის ძედ ღირსეულად აღიარებული, რომელმაც დიდად იქუხა სიტყვა ღმრთისა. სხვა წიგნიც არის ლუკასი: საქმე დიდთა მოციქულთა. ამას დაუმატე წარმართთა ქადაგის, რჩეული ჭურჭლის, ბრძენი მოციქულის პავლეს ეპისტოლენი, რიცხვით ორჯერ შვიდი: ერთი რომაელთა და ორი კორინთელთა, სხვა გალატელთა და ეფესელთა მიმართ, ამათ მოსდევს ფილიპელთა და მერმე კოლასელთა და ორი თესალონიკელთა მიმართ. შემდეგ ტიმოთეს მიმართ ორი და ცალ-ცალკე ღირსი ტიტესა და ფილიმონის მიმართ. ერთი ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, რომლის შესახებ იცრუეს, არ არის პავლესიო, თუმც აშკარაა მასში ნიშანი მადლისა. სხვა კათოლიკე ეპისტოლეები შვიდია, როგორც ამბობენ ზოგნი, ზოგს კი მიაჩნია, რომ სამია მხოლოდ. უნდა წავიკითხოთ ერთი - იაკობისა, ერთი პეტრესი და ერთი - იოანესი. ხოლო ზოგი სამ ეპისტოლეს თვლის იოვანესად და ორს პეტრესად, რასაც ემატება ერთი იუდასი და ასე სრულდება შვიდად. ამათთან ერთად ზოგი იოვანეს გამოცხადებასაც აღრიცხავს, ხოლო უმრავლესობა საჭვოდ ხდის მას (“დიდი სჯულის კანონი” წმიდა ამფილოქე იკონიელის სელევკოსის მიმართ მიწერილ იამბიკოდან). წმ. ათანასე ალექსანდრიელი (გარდ. 373 წ.) კი ყოველგვარი ეჭვის გარეშე მიიჩნევს მას მოციქულის კალმით დაწერილ წიგნად: “ახალი აღთქმის მოხსენიებასაც ნუ დავიზარებთ. ესენი არიან - ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისი, ლუკასი და იოანესი. მათ შემდეგ - საქმე მოციქულთა და კათოლიკედ წოდებული მოციქულთა შვიდი ეპისტოლე: იაკობისა - ერთი, პეტრესი - ორი, იოანესი - სამი და იუდასი - ერთი. ამათ მოსდევს პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე, რომელთა რიგი ასეთია: პირველი - რომაელთა მიმართ, მეორე - კორინთელთა მიმართ (ორი), შემდეგ გალატელთა და ეფესელთა მიმართ, ამის შემდეგ - ფილიპელთა და კოლასელთა მიმართ, შემდეგ - თესალონიკელთა მიმართ (ორი) და ებრაელთა მიმართ. შემდეგ ტიმოთეს მიმართ (ერთი) და, დასასრულ, ფილიმონის მიმართ (ერთი) და ბოლოს - იოანეს გამოცხადება.” (“დიდი სჯულის კანონი”, ათანასე ალექსანდრიელის 39-ე სადღესასწაულო ეპისტოლიდან). საბოლოოდ კართაგენის კრებამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ამ წიგნის კანონიკურობა. ამ კრების 24-ე კანონში აღნიშნულია: “ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება, მოციქულთა საქმის წიგნი ერთი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრე მოციქულის ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულის - სამი, იაკობ მოციქულის - ერთი, იუდა მოციქულის - ერთი, იოანეს გამოცხადება, ერთი წიგნი.” (“დიდი სჯულის კანონი”). საინტერესოა აგრეთვე ცნობები ევსები კესარიელის (IV ს.) “საეკლესიო ისტორიიდან”, რომლებსაც აგრეთვე გთავაზობთ: წიგნი III, თავი XVIII “გადმოცემით ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალ მოციქულსა და მახარებელს, იოანეს ღვთის სიტყვისათვის მოწმობის გამო მისჯილი ჰქონდა კუნძულ პატმოსზე გადასახლება. როდესაც ირინეოსი იოანეს "გამოცხადებად" წოდებულ წიგნში მოყვანილი ანტიქრისტეს სახელის რიცხვის შესახებ წერს, "მწვალებლობების წინააღმდეგ" ნაშრომის მეხუთე წიგნში იოანეს შესახებ ამბობს შემდეგ სიტყვებს: "თუ საჭიროა ახლანდელ დროს მისი სახელის აშკარად ქადაგება, ეს ალბათ მან უნდა თქვას, ვინც იხილა გამოცხადება. რადგან დიდ ხნის წინ არ უხილავს, არამედ თითქმის ჩვენს თაობაში, დომიციანეს მმართველობის დასასრულს.” წიგნი III, თავი XXIV “იოანეს ნაწერთაგან გარდა სახარებისა პირველი ეპისტოლეც არასაეჭვოდ არის აღიარებული თანამედროვეთაგან და ძველთაგანაც, მაგრამ სადავოა დანარჩენი ორი, "გამოცხადების" შესახებაც ამ ჟამამდე მრავალთა შორის არის აზრი გაყოფილი; ესეც მსგავსადვე იქნება თავის დროზე ნაჩვენები და ძველების მოწმობის მოხმობით განსჯილი.” წიგნი V, თავი VIII “მწერალმა ეს თქვა ზემოხსენებული ნაშრომის მესამე წიგნში, მეხუთე წიგნში კი იოანეს "გამოცხადებისა" და ანტიქრისტეს სახელის რიცხვის შესახებ ასე მსჯელობს: "როდესაც ეს ასე არის და ყველა ძველი ნაშრომის ასლშიც მოყვანილია ეს რიცხვი, თვით იოანეს პირისპირ მხილველნიც მოწმობენ და კეთილგონიერებაც გვასწავლის ჩვენ, რომ მხეცის სახელის რიცხვი ბერძნული რიცხვების მიხედვით ამავე ასოების მეშვეობით წარმოჩნდება". შემდეგ აგრძელებს და მის შესახებ ამბობს: "ამრიგად ჩვენ არ ჩავიგდებთ თავს საფრთხეში, რომ გავაკეთოთ უეჭველი განცხადება ანტიქრისტეს სახელის შესახებ. რადგან თუ მისი სახელი გაცხადებულად უნდა იქადაგოს ჩვენს დროში, მაშინ ის გამოცხადების მხილველის მიერ ითქმებოდა; რადგან არცთუ დიდი ხნის წინ უხილავს, არამედ დაახლოებით ჩვენს თაობაში, დომიციანეს მმართველობის დასასრულს". წიგნი VI, თავი XXV "მათეს სახარების [განმარტებების]" პირველ წიგნში, საეკლესიო კანონის დაცვით, დაამოწმებს, რომ იცნობს მხოლოდ ოთხ სახარებას, და ასე წერს: "როგორც გადმოცემით ვისწავლეთ ოთხი სახარების შესახებ, რომლებიც არის ერთადერთი უეჭველი ცის ქვეშ არსებულ ღვთის ეკლესიაში, რომ პირველი დაიწერა ოდესღაც მებაჟის, მოგვიანებით კი იესო ქრისტეს მოციქულის მათეს მიხედვით, ვინც ეს ებრაულ ენაზე შედგენილი გამოსცა იუდაიზმიდან გადმოსული მორწმუნეებისათვის. მეორე კი არის მარკოზის. როგორც პეტრემ უამბო მას, მანაც ისე დაწერა, ვისაც [თავის] ძედ აღიარებს კათოლიკე ეპისტოლეში, როდესაც ამბობს: "მოკითხვას გითვლიან ბაბილონში თანარჩეული და მარკოზი, ძე ჩემი" (1 პეტ. 5, 13). მესამე კი არის ლუკას მიხედვით, პავლეს მიერ ნაქები სახარება წარმართთაგან გადმოსულთათვის შექმნილი. ყველაზე ბოლოს კი [სახარება] იოანეს მიხედვით". "იოანეს [სახარებაზე] განმარტებების" მეხუთე წიგნში იგივე პირი მოციქულთა ეპისტოლეების შესახებ ამას ამბობს: "ის, ვისთვისაც საკმარისი იყო გახდომა მსახურად ახალი აღთქმის არა ასოს, არამედ სულის, - პავლე, ვინც სახარებით აღავსო იერუსალიმიდან მრგვლივშემოვლით ილირიკიამდე, ყველა იმ ეკლესიებს როდი წერდა, რომლებსაც ასწავლიდა, მაგრამ რომლებსაც წერდა, მუხლების მცირე რაოდენობას უგზავნიდა. პეტრემ კი, რომელზეც ქრისტემ ეკლესია დააფუძნა, რომელსაც ჰადესის ბჭენი ვერ დაძლევენ, დაგვიტოვა ერთი აღიარებული ეპისტოლე, შესაძლოა მეორეც; რადგან ის საეჭვოა. რა უნდა ვთქვა იესოს მკერდზე მიყრდნობილის, იოანეს შესახებ, ვინც დაგვიტოვა ერთი სახარება, ვინც აღიარებდა, რომ შეეძლო იმდენის შექმნა, რისი დატევნასაც ქვეყნიერება ვერ შეძლებდა; მან დაწერა "გამოცხადებაც", ვისაც ნაბრძანები ჰქონდა დადუმებულიყო და არ დაეწერა შვიდი ქუხილის ხმები? მან აგრეთვე დაგვიტოვა ძალიან მცირერიცხოვანი მუხლებისაგან შემდგარი ეპისტოლე, შესაძლოა მეორეც და მესამეც; რადგან ამბობენ, რომ ყველა ესენი არ არის ნამდვილი. გარდა იმისა, რომ ორივე ერთად არ შეიცავს ას მუხლსაც". ევსების “საეკლესიო ისტორიის” VII წიგნის XXV თავში კი მოცემულია წმ. დიონისე ალექსანდრიელის მსჯელობა კონკრეტულად ”გამოცხადებასთან” დაკავშირებით, რომელსაც სრულად წარმოვადგენთ: შემდეგ გადადის მომდევნო თემაზე და იოანეს "გამოცხადების" შესახებ ამბობს: "ჩვენამდე ზოგიერთებმა უარყვეს და სრულიად განიშორეს ეს წიგნი, განიხილეს თითოეული თავი და განაცხადეს, რომ შეუცნობელი და არათანმიმდევრულია, სათაური კი ნაყალბევი. ამბობენ, რომ არც იოანეს ეკუთვნის, არც არის გამოცხადება, არამედ უმეცრების მტკიცე და სქელი ფარდით არის დაფარული; და არათუ რომელიმე მოციქული, საერთოდ არც წმინდანი და არც საეკლესიო პირი არ არის ამ თხზულების შემქმნელი, არამედ - კერინთოსი, მისგან [მომდინარე] "კერინთიანელებად" წოდებული მწვალებლობის შემქმნელი, რომელსაც სურდა თავისი თხზულებისათვის ნდობის ღირსი სახელი ეწოდებია. რადგან ეს არის მისი მოძღვრების დოგმატი, რომ ქრისტეს სამეფო დედამიწაზე იქნება, და რაც თვითონ სწადდა, სხეულის მოყვარესა და სრულიად ხორციელს, იმის აღსრულებაზე ოცნებობდა, - მუცელზე და მუცლის საჭმლითა და სასმელით, და ქორწინებებით გაძღომაზე და მათზე, რომელთა მეშვეობით ფიქრობდა, რომ ამათ (ხორციელ სიამეთ - მთარგ.) უფრო შესაფერის სახელს მისცემდა, ასევე დღესასწაულებზე, მსხვერპლშეწირვებსა და წმინდა საკლავებზე. მე კი ამ წიგნის უარყოფას ვერ გავბედავ, მაშინ როცა მრავალ ძმას გულმოდგინებით უპყრია იგი; მაგრამ მიმაჩნია, რომ მის შესახებ მოსაზრება აღემატება ჩემს აზროვნებას და ვთვლი, რომ მისი თითოეული ადგილის განმარტება არის დაფარული და უფრო საკვირველი. და თუმცა მე არ მესმის, მაგრამ ვეჭვობ, რომ უფრო ღრმა რამ დევს [მის] გამონათქვამებში, მათ ვზომავ და განვსჯი არა საკუთარი აზრით, არამედ რწმენას ვანიჭებ უფრო დიდ მნიშვნელობას. და ჩავთვალე, რომ ჩემს აზროვნებაზე უფრო მაღალია, და არ უარვყოფ იმას, რაც ვერ გავიგე, მაგრამ უფრო ის მიკვირს, რაც არ მინახავს". ამის შემდეგ განიხილავს "გამოცხადების" მთელ წერილს და აჩვენებს, რომ ტექსტის ხელმისაწვდომი ნაწილი შეუძლებელია გააზრებულ იქნას, და დასძენს: "მთელი ე. წ. წინასწარმეტყველების დასასრულს წინასწარმეტყველი აკურთხევს მის დამცველებს და საკუთარ თავსაც. რადგან ამბობს: "ნეტარი არის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვათა დამმარხველი და მეც, იოანე, ამის მხედველი და მსმენელი" (გამოც. 22, 7‑8). არ ვკამათობ, რომ მას იოანე ეწოდება და ეს იოანეს ნაწერი არის, რადგან ვგონებ, რომ ვინმე წმინდანს და ღვთივშთაგონებულს ეკუთვნის. მაგრამ იოლად როდი დავეთანხმები, რომ იგი არის მოციქული, ზებედეს ძე, იაკობის ძმა, ვისიც არის იოანეს სახელით დასათაურებელი სახარება და კათოლიკე ეპისტოლეც. რამეთუ თითოეული მათგანის ხასიათიდან, სიტყვების ბუნებიდან და ე. წ. წიგნის შედგენილობიდან განვსაზღვრავ, რომ არ არის ერთიდაიგივე. რადგან მახარებელი არსად არ მიაწერს თავის სახელს, არც აცხადებს თავის თავს სახარების ან ეპისტოლის მეშვეობით". შემდეგ კვლავ ამბობს: "...იოანე კი არსად, - არც პირველ, არც მესამე პირში. "გამოცხადების" მწერალი კი მაშინვე დასაწყისში წინადააწესებს თავის თავს: "იესო ქრისტეს გამოცხადება, რაც მას გადასცა მალევე მისი მსახურებისათვის საჩვენებლად. იგი აღნიშნა და წარგზავნა მისი ანგელოზის მეშვეობით თავის მონასთან იოანესთან, ვინც დაამოწმა ღვთის სიტყვა და მისი მოწმობა, და რაც იხილა" (გამოცხ. 1, 1‑2). შემდეგ ეპისტოლესაც წერს: "იოანე ასიაში მყოფ შვიდ ეკლესიას, მადლი თქვენ და მშვიდობა" (გამოც. 1, 4). მახარებელი კი კათოლიკე ეპისტოლის წინ არ წერს თავის სახელს, არამედ ყოველგვარი უხვსიტყვაობის გარეშე თვით საღვთო გამოცხადების საიდუმლოდან იწყებს: "რაც იყო დასაბამიდან, რაც გვსმენია, რაც გვინახავს ჩვენი თვალებით" (1 იოან. 1,1). ამ გამოცხადების გამო ნეტარ ჰყოფს უფალი პეტრეს და ეუბნება: "ნეტარ ხარ სიმონ ბარ იონა, რადგან ხორცმა და სისხლმა არ გაგიცხადა შენ, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ" (მათ. 16, 17). მაგრამ არც იოანეს მეორე და მესამედ წოდებულ მოკლე ეპისტოლეებში არის იოანე სახელით მოხსენიებული, არამედ უსახელოდ არის წარწერილი "ხუცესი" (2 იოან. 1; 3 იოან. 1). მან კი მომდევნო ამბის მოსათხრობად საკმარისად არ ჩათვალა საკუთარი თავის ერთგზის დასახელება, არამედ კვლავ ახსენებს თავის სახელს: "მე იოანე, თქვენი ძმა და თანაზიარი იესოს ტანჯვაში, სასუფეველსა და დათმენაში, ვიყავი პატმოსად წოდებულ კუნძულზე ღვთის სიტყვისა და იესოს მოწმობის გამო" (გამოც. 1, 9). დასასრულ კი ამას ამბობს: "ნეტარია ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვების დამცველი და მეც, იოანე, ამის მხედველი და მსმენელი" (გამოც. 22, 7‑8). ის, რომ იოანე არის ამ სიტყვების მწერალი, უნდა ვირწმუნოთ, რადგან თვითონ ამბობს. მაგრამ თუ რომელი იოანეა, ცხადი არ არის. რადგან თავის თავზე არ ამბობს, როგორც მრავალგზის - სახარებაში, რომ არის უფლის საყვარელი მოწაფე, ან მის მკერდზე მიყრდნობილი (იოან. 13, 25), ან იაკობის ძმა, ან უფლის თვითმხილველი და უშუალო მსმენელი. რადგან რომ ეთქვა ზემოხსენებულთაგან რაიმე, აშკარად საკუთარი თავის წარმოჩენის მსურველი იქნებოდა, მაგრამ ამათგან არცერთს არ ახსენებს, არამედ ამბობს, რომ არის ჩვენი ძმა და თანაზიარი, იესოს მოწმე და გამოცხადების ხილვისა და სმენის გამო ნეტარი (იოან. 22, 7‑8). ვფიქრობ, რომ იოანე მოციქულის მრავალი თანამოსახელე ცხოვრობდა, რომელსაც მის მიმართ სიყვარულის, გაკვირვებისა და აღფრთოვანების გამო, და მის მსგავსად უფლის მიერ შეყვარების სურვილით ამ სახელის აღება უხაროდა, როგორც მორწმუნეთა შვილებს ხშირად ეწოდებათ პავლე და პეტრე. ამრიგად, "მოციქულთა საქმეებში" არსებობს სხვა იოანეც, მარკოზად ზეწოდებული, რომელიც ბარნაბამ და პავლემ თან წაიყვანა, ვის შესახებაც კვლავ ამბობს: "ხოლო ჰყავდათ ასევე იოანე შემწედ" (საქმე. 13, 5). არ ჩანს, ის თუ არის მწერალი, რადგან არ წერია, რომ მათთან ერთად გაემგზავრა ასიისკენ, არამედ ამბობს: "პაფოდან წასულები პავლე და მასთან მყოფნი პამფილიის პერგეში შევიდნენ, იოანე კი მათ ჩამოშორდა და დაბრუნდა იერუსალიმში" (საქმე. 13, 13). ვფიქრობ, რომ იგი იყო სხვა ვინმე ასიაში მყოფთაგან. ასევე ამბობენ, რომ ეფესოში არის ორი საფლავი და ამბობენ, რომ ორივე მათგანი იოანეს ეკუთვნის. "და აზრებიდან, გამონათქვამებიდან და მათი წყობიდან ბუნებრივად აღიქმება, რომ ეს [მწერალი] მისგან განსხვავდება. ერთმანეთს ეთანხმება სახარება და ეპისტოლე, ორივე [ერთმანეთის] მსგავსად იწყება. ერთი ამბობს: "დასაბამში იყო სიტყვა" (იოან. 1, 1), მეორე კი: "რაც იყო დასაბამიდან". ერთი ამბობს: "და სიტყვა ხორცი გახდა და დაემკვიდრა ჩვენს შორის და ვიხილეთ მისი დიდება, დიდება როგორც მამისაგან მხოლოდშობილისა" (იოან. 1, 14); მეორე კი მცირედით ცვლის ამ სიტყვებს: "რაც გვესმა, რაც ვიხილეთ ჩვენი თვალებით, რაც ვნახეთ და ჩვენმა ხელებმა გასინჯა ცხოვრების სიტყვის შესახებ; და ცხოვრება გაცხადებულ იქნა" (1. იოან. 1, 1‑2). ამ სიტყვების შესავალში მიმართავს, როგორც შემდეგ ცხადყოფს, მათ, რომლებიც ამბობენ, რომ უფალი ხორციელად არ მოსულა, რის გამოც მზრუნველად დაურთავს: "და რაც გვიხილავს, დავამოწმებთ და გაუწყებთ თქვენ საუკუნო ცხოვრებას, რომელიც იყო მამასთან და გაგვეცხადა ჩვენ; რაც ვიხილეთ და გვესმა, გაუწყებთ თქვენც" (1 იოან. 1, 2‑3). ერთსა და იმავე [სიტყვას] იყენებს და წინ დადებულს არ განუდგება, ხოლო იმავე თავებისა და სახელების გზით ყველაფერს გაივლის. მათგან ზოგიერთს ჩვენც მოკლედ მოვიხსენიებთ. მაგარამ ყურადღებიანი მკითხველი თითოეულ მათგანში მრავალგზის აღმოაჩენს [სიტყვებს]: "ცხოვრება" (იოან. 1, 4; 1. იოან. 2, 25; 3, 14 და ა. შ.), "სინათლე" (იოან. 1‑12; 1 იოან. 1, 5‑7; 2, 8‑10), "სიბნელისგან მოქცევა"; მრავალგზის: "ჭეშმარიტება" (იოან. 1, 14; 1 იოან. 1, 8; 3, 19 და ა. შ.), "მადლი" (იოან. 1, 14‑17; 2 იოან. 3), "სიხარული" (იოან. 3, 29 და ა. შ.; 1 იოან. 1, 4; 2 იოან. 12; 3 იოან. 4), "ხორცი (იოან. 1, 13‑14; 6, 53‑56 და ა. შ.; 1 იოან. 4,2) და სისხლი (იოან. 6, 53‑56; 19, 34; 1 იოან. 1, 7; 5, 6‑8) უფლისა", "განკითხვა" (იოან. 3, 19 და ა. შ.; 1 იოან. 4, 17; 2, 18 და ა. შ.), "ცოდვათა მიტევება" (შდრ. იოან. 20, 23; 1 იოან. 1, 9; 2, 12; შდრ. 3, 5), "ჩვენს მიმართ ღვთის სიყვარული" (იოან. 3, 16; 14, 23; 17, 23; 1 იოან. 3, 1; 4, 11 და ა. შ.), "ერთმანეთის მიმართ სიყვარულის მცნება" (იოან. 13, 34; 15, 12‑17; 1 იოან. 3, 23 და ა. შ.), რომ უნდა "დავიცვათ ყველა მცნება" (იოან. 15, 10; 1 იოან. 2, 3; 3, 22 და ა. შ.); მხილება "ქვეყნიერების" (იოან. 16, 8; 1 იოან. 2, 16), "ეშმაკის" (1 იოან. 3, 8; 2, 14 და ა. შ.), "ანტიქრისტეს" (1 იოან. 2, 18); "სულიწმინდის აღთქმა" (იოან. 14, 16 და ა. შ.; 1 იოან. 3, 24; 4, 13; შდრ. 2, 20), "ღვთის ძეობილობა" (იოან. 1, 12; 11, 52; 1 იოან. 3, 1‑2 და ა. შ.); ჩვენგან მუდმივი მოთხოვნა "რწმენისა" (იოან. 1, 7 და ა. შ.; 1 იოან. 5, 4); "მამა" და "მე" (იოან. 3, 36 და ა. შ.; 1 იოან. 4, 14 და ა. შ.) - ყველგან გვხვდება ეს სიტყვები. და მთლიანად ყველა ადგილის გავლით ერთსა და იმავე დამახასიათებელ შეფერილობას ხედავ სახარებაშიც და ეპისტოლეშიც. "გამოცხადება" ამათგან ძალიან განსხვავებული და უცხოა, არაფრით არის მათთან დაკავშირებული და მახლობელი, და ძლივს აქვს, როგორც იტყვიან, მათთან საზიარო მარცვალი. ეპისტოლე (არაფერს ვამბობ სახარებაზე) "გამოცხადების" არც ხსენებას, არც აზრს არ შეიცავს, არც "გამოცხადება" - ეპისტოლისას, მაშინ როცა პავლე ეპისტოლეებში თავისი გამოცხადების შესახებ ზოგ რამეს წარმოაჩენს ისეთს, რაც ცალკე არ ჩაუწერია. "გარდა ამისა სტილის მეშვეობითაც შეიძლება აღინიშნოს სახარებისა და ეპისტოლის განსხვავება "გამოცხადებისგან". რადგან ისინი არა მხოლოდ განუხრელად არის ელინთა ენის მიხედვით დაწერილი, არამედ აზრის სიტყვიერი გამოხატვის უდიდესი მჭევრმეტყველების ხელოვნება არის ნაჩვენები სიტყვებით, სილოგიზმებით და წინადადების წყობით, და სრულიად არ მოიპოვება მათში ბარბარიზმი, სოლიციზმი*, ან რაიმე ვულგარიზმი. რადგან, როგორც ჩანს, მწერალს აქვს უფლისგან მიმადლებული ორივე სახის სიტყვა, ცოდნისაც და მეტყველებისაც. მეორე მწერალს კი, არ ვკამათობ, რომ უხილავს გამოცხადებები, მიუღია ცოდნა და წინასწარმეტყველება, მაგრამ ვხედავ, რომ მისი მეტყველება და ენა არ არის ზედმიწევნით ელინური, არამედ იყენებს ბარბაროსულ იდიომებს და ზოგ ადგილას სოლიციზმებსაც, რომელთა ჩამოთვლა ახლა აუცილებელი არ არის. რადგან არა დასაცინად ვამბობ ამას (ნურავინ იფიქრებს ამას), არამედ მხოლოდ ამ წერილების განსხვავებულობის დასადგენად". აქედან კარგად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება არსებობდა ამ წიგნის შესახებ პირველ ოთხ საუკუნეში, გამომდინარე ტექსტის სირთულიდან. ამიტომ გვმართებს დიდი სიფრთხილე, როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ სწავლების შესახებ გამოცხადებიდან. მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიტან იმის შესახებ, თუ რატომ არის საფრთხილო ამ წიგნის განმარტება. "გამოცხადების" XX თავში ვკითხულობთ "ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა." (20, 1-5). სწორედ ამ მუხლების საფუძველზე პირველი საუკუნეების ეკლესიაში გაჩნდა ე.წ. ქილიაზმის (ათასწლეული) ერესი, რომელმაც თვით ეკლესიაშიც კი შეაღწია: მაგ. წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს: "”ისინი (უკეთურნი, ე.ჭ.) ვერ ცნობენ ღვთის განგებულებას, ვერც მართალთა აღდგომისა და სასუფევლის საიდუმლოს, რაც არის დასაბამი უხრწნელებისა და რომლის მიერაც ღვთის შემეცნებაში წარემატებიან ღირსეულნი... ამ განახლებულ შესაქმეში, ღვთის გამოჩინების ჟამს, უპირველესად აღდგებიან მართალნი და დაიმკვიდრებენ კიდეც იმას, რაც ღმერთმა აღუთქვა მამებს ანუ იმეუფებენ მასთან (მაცხოვართან, ე.ჭ.) ერთად, ხოლო განკითხვა შემდეგ იქნება, რადგანაც მართებულია, რომ თვით შესაქმეში მიიღონ მათ ნაცვალგება მათი ღვაწლისა, სადაც აწამეს და გვემეს ისინი და ტანჯეს ყოველგვარი სახის სატანჯველით, რომ ამავე შესაქმეში, სადაც სიკვდილი უსაჯეს ღვთის სიყვარულისათვის, ახლად იცხოვრონ მათ, რომ ამავე შესაქმეში, სადაც დაითმინეს მათ მონობა, იმეუფონ, რადგანაც ღმერთი ყოვლად მდიდარია და ყოველივე მას ეკუთვნის. ამიტომაც ხამს, რომ ეს შესაქმე, აღდგენილი პირველსახეში, იყოს მართალთა სამფლობელო შეუზღუდველად” აგრეთვე წმ. იუსტინე მარტვილიც ამბობს: "ამ მხრივ იუსტინე, როგორც ჩანს, იზიარებდა მილენარისტთა მოძღვრებას ათასწლეულის შესახებ. იგი აღნიშნავს: “ხოლო მე და ყველამ მათ, რომლებიც აგრეთვე მართლმოაზროვნე (“ორთოგნომენეს”) ქრისტიანები არიან, ვიცით, რომ იქნება ხორცით აღდგომა და როგორც აღიარებენ ეზეკიელი, ესაია და სხვა წინასწარმეტყველნი, ათასი წელი (ვიქნებით) აშენებულ, შეკრულ და გავრცობილ იერუსალიმში... ჩვენს შორის ერთმა კაცმა, სახელად იოანემ, ქრისტეს ერთ-ერთმა მოციქულმა მასზე აღსრულებულ “გამოცხადებაში” იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტეს მორწმუნენი ათას წელს დაჰყოფდნენ იერუსალიმში, ამის შემდეგ კი მოხდებოდა საყოველთაო (“კათოლიკე”) და, მოკლედ რომ ვთქვათ (“სჳნელონტი ფანაი”), ერთსულოვანი (“ჰომოთჳმადონ”) საუკუნო აღდგომა ყველასთან ერთად და განკითხვა მათი” ეს სწავლება სახეზე იყო III საუკუნეშიც, რასაც ფართო ხასიათი მისცა ვინმე ნეპოტმა, ვისთან პოლემიკაშიც წმ. დიონისე ალექსანდრიელმა ამხილა ეს მოძღვრება. მინდა სრულად წარმოვადგინო ეს თავი ევსების "საეკლესიო ისტორიიდან", რადგან ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს გაუკუღმართებულ ადმაიანებთან. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
VII წიგნის XXV თავი ამ ყოველივეს გარდა მან (დიონისემ) შეადგინა ორი თხზულება "აღთქმათა შესახებ". ამის დაწერის საბაბი იყო ნეპოტი, ეგვიპტეში მყოფთა ეპისკოპოსი, რომელიც საღვთო წერილში წმინდანებისთვის აღთქმულის უფრო იუდაებრივად განმარტებას ასწავლიდა და მიიჩნევდა, რომ ამ მიწაზე ათასი წელი სხეულებრივი ფუფუნება იქნებოდა. ფიქრობდა, რომ საკუთარ მოსაზრებას განამტკიცებდა იოანეს "გამოცხადებიდან" და მის შესახებ შეადგინა რაღაც თხზულება სათაურით "ალეგორისტების მხილება". დიონისე მას უტევს "აღთქმათა შესახებ" წიგნებში, პირველ წიგნში გადმოსცემს თავის აზრს მოძღვრების შესახებ, მეორეში კი იოანეს "გამოცხადების" შესახებ საუბრობს, როდესაც დასაწყისში ნეპოტს მოიხსენიებს, მის შესახებ ამას წერს: "მას შემდეგ, რაც რომელიღაც თხზულება მოიტანეს ნეპოტისა, რომელსაც ეყრდნობიან როგორც უდავოდ მაჩვენებელს იმისა, რომ ქრისტეს სამეფო იქნება მიწაზე. სხვა მრავალი რამის გამო ვღებულობ და მიყვარს ნეპოტი რწმენის, შრომისმოყვარეობის, წმინდა წერილში განსწავლისა და ფსალმუნების გალობის გამო, რითაც ამ დრომდე მრავალი ძმა სიხარულით ივსება; და ყველა პატივით ვმოსავ ამ ადამიანს, უფრო მეტად იმიტომ, რომ განსვენებულია. მაგრამ ჭეშმარიტება არის ძვირფასი და ყოველივეზე უწინარეს ყველაზე უფრო მეტად პატივსაცემი. საჭიროა იმის ქება და შურის გარეშე მოწონება, თუ რამ მართებულად ითქვა, ხოლო გამოკვლევა და გამოსწორება იმისა, თუ რამ არ ჩანს, რომ საღად არის დაწერილი. აქ მყოფისა და უბრალო სიტყვით აზრის გამომთქმელის მიმართ საკმარისი იქნებოდა ზეპირი საუბარი, კითხვა-პასუხის მეშვეობით დავარწმუნებდი და დავმოძღვრავდი `მოწინააღმდეგეებს" (2 ტიმ. 2, 25). მაგრამ, როდესაც გამოცემული არის წიგნი, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ ყველაზე დამარწმუ-ნებელი, და როდესაც ზოგიერთი მოძღვარი რჯულსა და წინასწარმეტყველებებს არაფრად მიიჩნევს, სახარებების მიდევნებას უგულებელყოფს და მოციქულთა ეპისტოლეებს კიცხავს; ხოლო ამ თხზულების მოძღვრებას როგორც დიდ რაიმეს და დაფარულ საიდუმლოს აღგვითქვამს და ჩვენს უფრო ლიტონ ძმებს არანაირად არ აზიარებს დიდსა და მაღალ აზროვნებას, არც ჩვენი უფლის დიდებული და ჭეშმარიტად საღვთო გამოცხადების შესახებ, ან ჩვენი მკვდრეთით აღდგომის, მის მიმართ შემოკრებისა და მიმსგავსების შესახებ, არამედ მცირე, მოკვდავ და, როგორც ახლა არის, ისეთი ღვთის სასუფევლისადმი სასოების ქონას არწმუნებენ; აუცილებელია, რომ ჩვენც, როგორც აქ მყოფ ჩვენს ძმას, ისე ვესაუბროთ ნეპოტს". მცირე ხნის შემდეგ დასძენს: "როდესაც არსენოიეს ნომში ვიმყოფებოდი, სადაც, როგორც იცი, დიდი ხნის წინ თავი ამოყო ამ მოძღვრებამ ისე, რომ მთელი ეკლესიების მრავალი განხეთქილება და განდგომილება მოხდა, მოვიწვიე იმ დაბებში მცხოვრები ძმების პრესვიტერები და მოძღვრები (ესწრებოდნენ ის ძმებიც, რომლებსაც სურდათ), დავარწმუნე, რომ საკითხი საჯაროდ გამოეკვლიათ. როდესაც მომიტანეს ეს წიგნი, როგორც რამ უძლეველი საჭურველი და კედელი, მათთან ერთად დავჯექი და სამი დღე ზედიზედ, დილიდან საღამომდე, ვცდილობდი გამესწორებინა ნაწერი. ძალიან აღმაფრთოვანა იქაური ძმების სიმტკიცემ, ჭეშმარიტების სიყვარულმა, თანმიმდევრულმა მსჯელობამ და გონიერებამ; თუ როგორ წესისა და რიგის მიხედვით და კეთილგანწყობით ვსვამდით კითხვებს, ვაწყდებოდით სიძნელეებს და ვთანხმდებოდით. ერთი მხრივ, უარს ვამბობდით, რომ ერთხელ მიღებული შეხედულება ყველანაირი გზით და ჯიუტად შეგვენარჩუნებია მაშინ, როცა ჩანდა, რომ მცდარი იყო, მეორე მხრივ, არც საწინააღმდეგო მტკიცებულებას ვარიდებდით თავს, არამედ რამდენადაც შეგვეძლო ვცდილობდით ჩვენთვის ხელმისაწვდომისაგან შეგვეპყრა და დავუფლებოდით შეკითხვებს. არც აზრის შეცვლისა და აღიარების გვრცხვენოდა, თუ ამას საღი აზრი მოითხოვდა, არამედ კეთილგონივრულად, სიწრფელითა და ღვთის მიმართ გახსნილი გულით, წმინდა წერილის წარმოჩენითა და მოძღვრებით დადგენილს ვღებულობდით. დასასრულ, ამ მოძღვრების მოთავემ და შემომტანმა, სახელად კორაკიონმა, როდესაც მოუსმინა ყველა იქ დამსწრე ძმას, აღიარა და დაგვემოწმა ჩვენ, რომ მეტად აღარ მიუახლოვდებოდა მას (ამ მოძღვრებას - მთარგ.), არც ისაუბრებდა მის შესახებ, არც ახსენებდა, არც ასწავლიდა, რადგან საკმაოდ ძლიერი მარცხი აგემა საპირისპირო მტკიცებულებებმა. სხვა ძმათაგან ზოგი ხარობდა ერთობლივი მსჯელობის, ყველას მიმართ შემწყნარებლობისა და ერთსულოვნების გამო". სინამდვილეში აქ იგულისხმება პირველი, ნათლისღებითი აღდგომა, როდესაც უფალი ჯვარს ეცვა და გამოიხსნა კაცობრიბა და მეორე - მეორედ მსოვლა, ათასწლოვანი პერიოდი კი არის პერიოდი ჯვარცმიდან მეორედ მოსვლამდე. შეგიძLიათ იხილოთ ანდრია კესარიელის კომენტარები "გამოცხადების" შესახებ. შემდეგი თემა იქნება თუ როგორი იყო მეორედ მოსვლის შესახებ მოლოდინი სხვადასხვა ეპოქაში. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ქევანა |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ციტატა ეს იმის საჩვენებლად, რომ ყოველმა ადამიანმა არ უნდა განმარტოს ის თავისი ჭკუით, რომ ამ წიგნთან დაკავშირებით გვმართებს მეტი სიფრთხილე. ეჰ, ნეტა ბევრს ესმოდეს ეს ... ![]() საინტერესო თემაა ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
afxazi |
![]()
პოსტი
#4
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
როგორი იყო ესქატოლოგიური მოლოდონი სხვადასხვა ეპოქაში (ამ თემაზე ადრე მქონდა დაწერილი პროფესორ ედიშერ ჭელიძის ლექცია და მას კვლავ გავიმეორებ)
“ძველად არათუ სხვა აღმსარებელთა შორის, თვით მართლმადიდებლურ წიაღშიც კი ერთი წელთა აღრიცხვა არასოდეს არ ყოფილა. მაგალითად ქართული ტრადიციით ადამიდან ქრისტეს შობამდე გასული იყო 5604 წელი, ბიზანტიაში კი მიღებული იყო 5509 წელი (დაახლოებით VIIს-მდე), მოგვიანებით 5508 წ (ცნობილია აგრეთვე 5516 წელიც). ჩნობილი იყო აგრეთვე ალექსანდრიული წელთა აღრიცხვა, რომელიც ადამიდან მაცხოვრის შობამდე ითვლიდა 5492 წელს. ამ ყოველივეს თუ რა საფუძველი ქონდა ამაზე ამჟამად ვერ ვისაუბრებთ, ეს ძალიან ვრცელი საკითხია, მხოლოდ იმას ავღნიშნავთ, რომ ამ თარიღებს შორის დიდი სხვაობები იმიტომ არ გახლავთ, რომ ესაა პრაქტიკასთან და ყოფასთან მისადაგებული წელთა აღრიცხვები, თორემ ზოგადი გაგებით, სიმბოლური გაგებით რაც საფუძველია ყველა დასაბამითგანი წელთააღრიცხვებისა, ქვეყნის გაჩენიდან (ადამის შობიდან) მაცხოვრის შობამდე იანგარიშება 5500 წელი. წელთა აღრიცხვების ანგარიში ერთია, მაგრამ ამ წელთა აღრიცხვების შიგნით წრიული, პერიოდული მიმოქცევების ანგარიშიც ხდება, რასაც ეწოდება ინდიქტიონი. ინდიქტიონი ესაა მოვლენა, როდესაც რაღაცა წრეს შემოივლის, საწყის წერტილს დაუბრუნდება და შემდეგ ახლიდან დაიწყებს იგივე წრის გავლას. მაგალითად მთვარე ყოველ 19 წელიწადში ერთხელ ხელახლა იმეორებს მთელ თავის, ასე ვთქვათ მარშრუტს, ისევე როგორც მზეც ანალოგიურად მოქმედებს ყოველი 28 წლის განმავლობაში. ეს მზისა და მთვარის ინდიქტიონებია, მაგრამ ორივესი ერთად არის 532 წელი, ანუ ყოველი 532 წლის შემდეგ ზუსტად ისეთივე პლანეტარული მოძღაობაა მზისა და მთვარისა, როგორ 532 წლის წინ იყო. ანუ 532 წელი ის ციკლია, რომელიც აბოლოვებს ერთ დიდ პლანეტარულ მოძრაობას და ზუსტად იგივე მოძრაობა ხელახლა იწყება შემდეგი 532 წლის განმავლობაში. ამიტომ ამ532 წელს ეწოდება დიდი ინდიქტიონი. ძირითადად ეს 532 წლიანი ციკლები გამოიყენებოდა წელთა აღრიცხვების ჩამოყალიბების საფუძვლად. ამასთან რადგან 532 არაა მრგვალი თარიღი, მრგვალი კი არის 500, ამიტომ 532 წელი სიმბოლურ მეტყველებასა და აზროვნებაში 500 წლად წარმოჩინდება. თითო 500 წელი მიიჩნევა თითო ციკლად, თითო ჟამად. აქედან გამომდინარე მაცხოვარი, რომელიც მეათერთმეტე ჟამის მუშაკია, ხოლო მეთორმეტე ჟამი სასუფევლის დადგომას, მეორედ მოსვლას ნიშნავს (სიმბოლურად ცხადია), რომელიც მეათრეთმეტე ჟამს მოივლინა დედამიწაზე, თუკი თორმეტ ჟამად გავყოფთ სამყაროს ისტორიას და თითო ჟამს სიმბოლურად 500 წლად ვიანგარიშებთ, გამოდის რომ მაცხოვარი მოივლინა 5500 წელს, ხოლო მეორედ მოსვლა უნდა მომხდარიყო 500 წლის შემდეგ, ანუ დასაბამითგან 6000 წელს, როგორც მიიჩნეოდა კიდეც IV საუკუნემდე. ასეთ გამოთვლებს კიდევ რამდენიმე ფაქტორით ამყარებდნენ, მაგრამ ყოველი ასეთი გამოთვლა, თუნდაც ეს რომელიმე დიდი მოძღვრის მხრიდან ყოფილიყო, მარცხით დამთავრდა და ასეც უნდა ყოფილიყო. რაც შეეხებათ მოციქულებს, ისინი მხოლოდ მინიშნებებზე საუბრობდნენ და მათგან კონკრეტულ თარიღობრივ გამოთვლას ადგილი არასოდეს არ ქონია. რადგან პეტრე მოციქულმა ეს სიტყვები თქვა, რომ წელი ათასი ვითარცა ერთიდ დღე უფლის წინაშე, აშკარაა, რომ მოციქულებს ქონდათ, და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, აბსოლუტურად უცდომელი გაგება ამ საკითხისა, რომ არავინ არ იცის როდის დადგება უფლის მეორედ მოსვლა. ამიტომ ეს გამოთვლები ანუ თარიღობრივი მაჩვენებლის დადგენა მეორედ მოსვლისა არის უკიდურესი ცდომილება. ერთადერთი რაც უეჭველად ვიცით ისაა, რომ რაც დრო გადის თანდათან უფრო ვუახლოვდებით სამყაროს აღსასრულის თარიღს ანუ მეორედ მოსვლას, როგორც ფიქსირებულ თარიღს. პირველი ვინც კონკრეტულად შეეხო ამ თარიღობრივ გამოთვლას ეს გახლდათ ირინეოს ლიონელი, რომელმაც მხეცის ციფრში (666) ამოიკითხა სიტყვა (უფრო სწორად მან ჩათვალა რომ ეს სიტყვა ამოიკითხა) “ტეიტან”, ანუ ტიტანი. ტიტანი გულისხმობდა მაშინდელ მომძლავრებას წარმართული ტომებისას ეკლესიის წინააღმდეგ, რაც ირინეოსს აფიქრებინებდა მის ეპოქაში მეორედ მოსვლის აღსრულებას. რაც შეეხება სიტყვას, მისი ბერძნული შესატყვისის ასოთა მნიშვნელობა რომ შევკრიბოთ მივიღებთ 666-ს, ანუ ბერძნულად ტ-ს შეესაბამება რიცხვი 300, რადგან ორი ტ-ა ამ სიტყვაში, შესაბამისად 600, ხოლო დანარჩენი ასოებისგან იკრიბება 66. მოვიყვანთ შესაბამის ციტატას: “ასე, რომ, ამ მხეცში, როდესაც ის მოვა, შემოიკრიბება ყოველგვარი უსამართლობა და ყოველგვარი ცთომილება, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ ყოველი ძალი განდგომილებისა, რაც კი შეღვრილია მასში და მასშივეა განგრძობილი, მიეცეს სახმილს ცეცხლისას. ამიტომაც მართებულად შეიცავს მისი სახელი რიცხვს 666, რადგანაც იგი თავის თავში შემოკრებს უსამართლობის ყოველგვარ ნარევს, რასაც სათავე დაედო წარღვნამდე ანგელოზთა განდგომიოლების სახით... ამგვარად ექვსასი წელი... აღნიშნავს ამ კაცის (ანტიქრისტეს) სახეს, რომელშიც შემოიკრიბება ექვსიათასი წლის ყოველი განდგომილება, უსამართლობა და ურჯულოება, ცრუ წინასწარმეტყველება, ცთომილება და ყოველი ის საქმე, რომელთა მიზეზითაც მოიწევა ცეცხლისმიერი წარღვნა”. შემდგომი მოღვაწე არის იპოლიტე რომაელი (III ს), რომელმაც სპეციალური შრომა უძღვნა იმ განსაკუთრებულ მოლოდინს მეორედ მოსვლისას, რასაც მის ცხოვრებაში ქონდა ადგილი. წმ. იპოლიტე რომაელი ჩვენთვის ცნობილი უადრესი პერიოდის მოღვაწეთაგან, სრულიად პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გამოკვეთილი ქრონოლოგისტია, პიროვნება, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ჟამთა აღრიცხვას და ჟამთა აღრიცხვის კვალობაზე სპეციალური შრომების შედგენა ივალდებულა. ამ მხრივ მართლაც განსაკუთრებული ღირებულებისაა ხსენებული მოღვაწის თხზულება, რომელსაც სათაურშივე ეწოდება “ქრონიკონი”, რაც მან 234 წელს დაასრულა და რაც გულისხმობს ქვეყნიერების ისტორიის ქრონიკონს ანუ ჟამთა აღრიცხვას შესაქმის დასაბამიდან ვიდრე ნაწარმოების დაწერის წლამდე. წმ. იპოლიტემ ეს ქრონიკონი შეადგინა იმ მიზნით, რომ დაეცხრო მორწმუნეთა მგზნებარე მოლოდინი მეორედ მოსვლისა. ავტორი მიიჩნევს, რომ სამყარომ უნდა იარსებოს ექვსიათასი წელი. ეს თვალსაზრისი იპოლიტე რომაელისა ეფუძნება ყოვლიერების შექმნას ექვს დღეში ერთი მხრივ და მეორე მხრივ ფსალმუნთა და პეტრე მოციქულის სწავლებას იმის შესახებ, რომ წელი ათასი როგორც ერთი დღე უფლის წინაშე და შესაბამისად ბიბლიური ექვსი დღე მისთვის წარმოჩნდება 6000 წლის გამომსახველი, რაც ქვეყნიერების ხანგრძლივობის და ასაკის განმსაზღვრელ თარიღად მოიაზრა მან. წმ. იპოლიტემ ჩათვალა, რომ 6000 წელი უნდა იარსებოს მატერიალურმა სამყარომ ამ სახით, როგორც ის ჩვენს თვალთა წინაშეა, ხოლო შემდეგ იგი დაბოლოვდება, დადგება მეორედ მოსვლის ჟამი და რადგან ყველა მორწმუნე მეორედ მოსვლის ჟამს ელის, წინასწარვე ძიებანი და იმედგაცრუებათა და სასოწარკვეთათა შემთხვევები აქედან გამომდინარე თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან პიროვნება, რომელიც საკუთარი გამოანგარიშებებით გადაწყვეტს, რომ მეორედ მოსვლა დაახლოებით ამა თუ იმ თარიღს უწევს და ეს თარიღი მის ცხოვრებასაც შეესაბამება ხოლო შემდეგ აღნიშნულ თარიღზე არ მოხდება ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა და რა თქმა უნდა არ მოხდება, ასეთი პიროვნება ჩვეულებრივ სასოწარკვეთას ეძლევა, რისი შემთხვევებიც ცნობილია. რადგან ერთგზის უფალმა განაჩინა, რომ მეორედ მოსვლის ჟამი არავინ იცის არც კაცთაგან ვინმემ და არც ანგელოზთაგან და როგორც წმ. იოანე ოქროპირი გვაუწყებს, ამან აუკრძალა თვით მოციქულებსაც კი ამ ჟამის გამოძიება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მცდელობა მეორედ მოსვლის თარიღის დადგენისა წინდაწინვე განწირულია მარცხისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგჯერ ეკლესიის მამათა შორისაც კი ეს მხარე ბოლომდე ვერ აღიკვეთება და მათგანაც მცდელობა მიახლოებითი განსაზღვრისა თუ როდის დადგება მეორედ მოსვლა, სახეზეა. ერთ-ერთი ნიმუში ესეც გახლავთ, რომ იპოლიტე რომაელმა თავისი გამოანგარიშებით სამყაროს შექმნიდან მე-6000 წელს, ასე ვთქვათ, განაჩინა მეორედ მოსვლის დადგომა. ხოლო რადგან ის თხზულება, რომელშიც ამგვარი გამოთვლანია მოცემული, დაიწერა, როგორც უკვე ვთქვით, 234 წელს ანუ დასაბამიდან 5738 წელს (მისი ქრონოლოგიის შესაბამისად. ანდა 5734 წელს, რადგან როგორც ცნობილია იპოლიტე რომაელი ქვეყნიერების შექმნიდან მაცხოვრის მოსვლამდე, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვის დადგომამდე, 5500 წელს ითვლიდა), და რადგანაც 6000 წლამდე კიდევ დიდი მონაკვეთი ქრონოლოგიური ჟამთა აღრიცხვისა რჩებოდა, რასაც ერთი ადამიანის სოცოცხლე, რა თქმა უნდა, ვერ გაწვდებაო, ამით წმ. იპოლიტე იმ მორწმუნეებს, რომლებიც ყოველ წამიერად ელოდნენ უკვე მათ სიცოცხლეში მეორედ მოსვლას და იმედგაცრუებაც ეუფლებოდათ, რომ ეს თარიღი არ დგებოდა, აი ამგვარი გამოთვლის შესაბამისად დაუცხრობს ამ არაჯანსაღ მოლოდინს, განაკრძალებს მათ აი ამგვარი მაცდური რამ განწყობილებისგან და შთაუგონებს ყოველწამიერად მოლოდინს მეორედ მოსვლისას და არა ერთ რომელიმე თარიღზე. მართლაც აზრი იმის შესახებ, რომ დავუშვათ ჩვენს ცხოვრებაში არ დადგება ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, არანაირად ჩვენს ცხოვრებას სასოწარკვეთისა და უიმედობის განწყობას არ უნდა უქმნიდეს, რადგანაც ყველა პიროვნებისთვის ფაქტობრივად უკვე მეორედ მოსვლაა დამდგარი როდესაც იგი აღესრულება, იმიტომ, რომ მისი ხვედრი მეტნაკლებად უკვე, მისი ამქვეყნიური მოღვაწეობის შესაბამისად, რა თქმა უნდა, განსაზღვრულია და მეორედ მოსვლაც სხვა არაფერია თუ არა ბოლოჟამიერი დადასტურება, განჩინება და განსაზღვრა ყველა ადამიანის საბოლოო ხვედრისა. IV საუკუნის ისეთი დიდი მოღვაწე, როგორიც იყო მაკარი დიდი, აშკარად მიუთითებდა თავის ეპისტოლეებში (რომელიც ქართულად არის გამოცემული), რომ უფლის ნათქვამისებრ, უკანასკნელ ჟამს გამრავლდება უკეთურება და “აჰა ესე ყოველი ჟამთა შინა ჩუენთა აღესრულებისო”. ზემოთ ჩამოთვლილი სამი დიდი მოღვაწე მაინც ცხოვრებაზე დაკვირვებით აკეთებდა ამგვარ შეფასებას, რომ მათი მოღვაწეობის პერიოდშია, როგორც აღინიშნა, არაერთი დევნა და შევიწროვება განიცადა ქრისტიანულმა ეკლესიამ. მაგრამ ამ ყოველივეს პარალელურად 6000 წლიანი პერიოდს გასვლის შემდეგ მეორედ მოსვლის დადგომის მოლოდინი მაინც აქტუალური იყო. თუმცა საინტერესოა ის, რომ სხვადასხვა ეკლესიაში არსებული წელთა აღრიცხვითი სისტემის მიხედვით ეს 6000 წლიანი პერიოდის დასასრული სხვადასხვა თარიღს ემთხვეოდა. მაგალითად ქართული ტრადიციით, როგორც აღინიშნა, დასაბამითგან ქრისტეს შობამდე გასული იყო 5604 წელი, შესაბამისად 6000 წელი სრულდებოდა ქრისტეს შობიდან 396 წელს. საერთო ჯამში ყველა ეკლესიის წელთა აღრიცხვის სისტემით, მაშინდელ მცხოვრებთა გაგებით, მეორედ მოსვლა IV-V ს-ში უნდა მომხდარიყო. მაგრამ ცხადია ეს არ მომხდარა. თუმცა ამ გამოთვლით სისტემებ ჩაუტარდათ ხელახალი რევიზია (თუ შეიძლება ასე ითქვას) და მოძიებულ იქნა ასეთი გამოსავალი, რომ ბიბლიაში არ არის მოხსენიებული მხოლოდ ექვსი დღე (პეტე მოციქულის მიხედვით უფლის წინაშე ერთი დღე 1000 წელს უდრის (თუმცა სიმბოლურად), იხსენიება აგრეთვე მეშვიდე დღეც, რა დროსაც მართალია უფალმა დაისვენა, მაგრამ ეს დღე ნახსენებია და ამ შემთხვევაში სწორედ ამ დღეზე გაკეთდ აქცენტი და შესაბამისად მოლოდინმა კიდევ 1000 წლით გადაინაცვლა. ამ მხრი IV საუკუნის საქართველოში რა ვითარება იყო ძნელი სათქმელია, მაგრამ 1396 წლის შესახებ ვიცით ძალიან კარგად. ამ პერიოდის შესახებ კორნელი კეკელიძეს აქვს გამოქვეყნებული მასალები, საიდანაც ცხადი ხდება თუ როგორი გაცხოველებული მოლოდინი იყო მეორედ მოსვლისა. წარმოიდგინეთ ამ მოლოდინს როგორ უწყობდა ხელს იმ დროინდელი მოვლენებიც, რომ ერთ დროს უძლიერესი სახელმწიფო წინა აზიაში ასე დაქუცმაცებული და განადგურებული იყო. მაგრამ ამჯერადაც ეს მოლოდინი იმედგაცრუებით დამთავრდა, იმედგაცრუებით გაუცნობიერებელი მოლოდინის გამო. აი რა მასალები მოაქვს კორნელი კეკელიძეს: კეკელიძე ასახელებს პიროვნება აბუსერიძე ტბელს, რომელიც მისი თქმით ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო, და მის შრომას "ქრონიკონი სრული მისითა საუწყებელითა და განგებითა", სადაც ეს უკანასლნელი წერს: "წელთა დასაბამითგანთა შჳდათასთა იტყჳან წმიდანი წერილნი ვიდრე აღსასრულადმდე; და ესე ხუთას ოცდა ათორმეტი წელიწადი არს ერთისა ქრონიკონისჲ, და რაჲ განსრულდეს, ბოლოსა ამისსა იგივე შეუთქს, რომელი თავსა დაწყებულა; ათორმეტჯერ უწინარეს ამისა ქცეულა და აწ ამას მეათცამეტესა შინა ვართ, და ამისი ოთხას ორმეოცდა ათცამეტი წელიწადი გარდახდა წელსა (780+453=1233), ხოლო დასაბამითგან ყოველნი გარდახდეს ექუსათას რვაას ოცდა ათჩჳდმეტნი წელიწადნი (6837-5604=1233), და რაჲ ესეცა დასრულდეს, რომელი დაშთომილ არს, ამისსა შემდგომად ყოველნივე დასაბამითგან იქმნებიან ექუსათას ცხრაას ათექუსმეტნი წელნი და შჳდათას წლად დააკლდებიან ოთხმეოცდა ოთხნი მეათოთხმეტისა ქრონიკონისანი: და უკუეთუ დააცადოს ღმერთმან, ესევე თავსა დაიწყებს, რომელი დამიწერია, და იქი დასრულდების, სადა ჯუარი დამისუამს; გარნა ვინ უწყის, უკუეთუ აწცა მოიწიოს ჟამსა, რომელსა არა ვჰგონებდეთ, სიტყჳსა-ებრ წმიდისა სახარებისა, ვინაჲთგან კაცად-კაცადისა-თჳსცა ჟამსა არასაეჭუელსა მოიწევის წამისყოფაჲ სოფლით განსვლისაჲ, და არცა წმიდანი წერილნი წამებენ ამათ ოთხმეოცდა ოთხთა წელთა მოქცევასა, გარნა ამის რიცხჳსა კლებისა-თჳს დავწერე, რომელ არს შჳდათას წლად განმასრულებელი". როგორც ვხედავთ აბუსერიძე ტბელის აზრით, პერსონალური, "კაცად-კაცადისი" აღსასრული ყოველ წამსაა მოსალოდნელი, ხოლო ზოგადი, კოსმიური, არ გადაცილდება შვიდათას წელს, რომელიც მოდის მეთოთხმეტე მოქცევის ოთხმოცდამეოთხე ქორონიკონს, ესე იგი 1396 (1312+84) წელს, ამიტომ მისი ქრონიკულ-პასქალისტური გამოანგარიშებაც აღნიშნულ საზღვარს არ სცილდება. მეორე დოკუმენტი ამგვარივე მნიშვნელობისა ჩვენ გვაქვს ეგრეთწოდებულ წყაროსთავის (შემდეგ უბისის) სახარებაში მეცამეტე საუკუნისა; გადამწერს ამს ახარებისა, საბას, რომელიც თითქმის თანამედროვეა აბუსერიძე ტბელისა, შემდეგი იამბიკო დაურთავს მისთვის: სიბრძნით მპყრობელმან ჟამთამან რაჟამს იგი ათასეულთა შჳდეულნი აარვნეს, მკად ბრძანოს აგარაკი, ღუარძლნი განრჩევად, მთესვარნი მისნი მრისხანებით აარვნეს, ხოლო მართალნი აღტაცებად ღრუბელთა, შემთხუევად [მისა] მყის, აერნი აარვნეს, დაჯდეს საყდართა, კითხვად სცეს მატიანე, უწოდოს ღირსთა მარჯუენით, ნიჭნი აარვნეს. (ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. IV): საგულისხმო ფრაზას ვხვდებით იოანე საბანისძის “აბო წამებაში”, კერძოდ ავტორი ამბობს: “ამასთან, არათუ მარტოოდენ ჩემთვის არის საშური წმინდა მოწამის ამ საწადელი მარტვილობის სმენა, არამედ ასევე მართებს ყველა თქვენგანს, რომ გაკვირვებაში იყოს ჩემთან ერთად, რომლებიც კი “მეშვიდე ათასწლეულში”, - ამ შემოკლებულ დროში”, - ვდგავართ, რა დროისთვისაც უფალი ამბობს: “ბევრი შეცდება და ბევრს შეაცდენენ” (მათე 24, 5,11) და მოციქული პავლე მისწერს ტიმოთეს: “მოვა დრო, როდესაც ამ მაცხოვნებელ მოძღვრებას აღარ განიკუთვნებენ, არამედ საკუთარი სურვილისამებრ თვითონვე შეიკრებენ მოძღვრებას ყურთა ქავილით, როდესაც ჭეშმარიტებისგაბნ მიაბრუნებენ ყურთასმენას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან” (II ტიმ. 4, 3-4), რაც ხდება კიდეც ახლა ამ დროს ჩვენს შორის”. აქ ნახსენებ ფრაზას “მეშვიდე ათასწლეული” სწორედ მეორედ მოსვლის მოლოდინს გულისხმობს, რაც შესაბამისი გამოთვლების შედეგად იქნა გამოწვეული. თუმცა როგორც ვხედავთ მას შემდეგ XII საუკუნეა გასული. და ბოლოს ძალიან საყურადღებო მოვლენაა აღწერილი ტიმოთე ალექსანდრიელის ცხოვრებაში (IX), რომ ამ უკანასკნელის უდაბნოში მოღვაწეობის პერიოდში, უეცრად გახდება ცნობილი, რომ რომელიღაც პიროვნება დადის უდაბდნოდან უდაბნოში და ქადაგებს, რომ 80 დღის შემდეგ დადგება მეორედ მოსვლა (ამ ადამიანის შესახებ ყველამ იცოდა, რომ ის იყო დიდი მოღვაწე, დიდი ასკეტი, თუმცა მისი გაგებით მან განღმრთობის განსაკუთრებულ მწვერვალს მიაღწია და ყველაზე დიდ საიდუმლოს მიწვდა. ამიტომ გადაწყვიტა ყველასთვის ეცნობებინა თითქოსდა მისგან დადგენილი მეორედ მოსვლის კონკრეტული თარიღი. როდესაც ეს პიროვნება იმ უდაბნოს მიუახლოვდება, სადაც ტიმოთე მოღვაწეობდა, ტიმოთეს, როგორც გამორჩეულ მოძღვარს შეატყობინებენ აღნიშნული ფაქტის შესახებ და დაეკითხებიან აზრს ირწმუნონ თუ არა ამ მქადაგებლის. ტიმოთე ერთხანს ჩაფიქრდება და მცირე ხნის შემდეგ ეტყვის მასთან კითხვით მისულებს, რომ წადით და როდესაც ის ქადაგებას დაიწყებს დაიჭირეთ და ჩემთან მოიყვანეთო. მართლაც ტიმოთესგან გაგზავნილები შეიპყრობენ აღნიშნულ მქადაგებელ და მასთან მიიყვანან, ტიმოთე კი მის გაროზგვას დაავალებს, რის შედეგადაც ეს პიროვნება მართლაც შეიცვლის აზრს და იტყვის რომ ვცდებოდიო. როგორც ვხედავთ არაერთი ფაქტია ეკლესიის ისტორიაში, როდესაც ადამიანები კონკრეტულ ეპოქაში ელოდნენ მეორედ მოსვლას და ამ ხმრივ ჩვენი ეპოქა როგორც ჩანს გამონაკლისი არ არის. ცხადია შესაძლოა ეს დღე ხვალ დადგეს, ან ზეგ, ან ერთი თვის შემდეგ, ან ათი წლის შემდეგ... აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ადამიანმა კონკრეტული ვადების დასახელებისგან თავი უნდა შეიკავოს. სწორედ ამიტომ მომდევნო თემა ამ საკითხს მიეძღვნება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
![]()
პოსტი
#5
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ის რომ ჩვენი საქმე არ არის წლებისა და ვადების განსაზღვრა მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით.
ეს საკითხი ძირითადად ახალი აღთქმის სამი ციტატის საფუძველზე მინდა განვიხილო, თუმცა მანამდე წმ. გრიგოლ ნოსელის სიტყვები უნდა დავწერო: "ამრიგად, ვფიქრობ, რამდენადაც ღმრთეებრივი ქადაგებიდან ყველასათვის ცხადია, რომ დადგება დრო განახლებისა, საჭიროა არა გამოკვლევა ჟამთა (რამეთუ არა ჩვენი არს, როგორც ნათქვამია, ცნობაჲ ჟამთაჲ და წელთაჲ - საქ. 1,7) და არც გამოძიება რაღაც დასკვნებისა, რომლითაც ვინმე სულში აღდგომის სასოებას შეასუსტებს, არამედ რწმენით მომედგრება (განმტკიცება) მოსალოდნელის მიმართ და კეთილი მოქალაქეობით მოვაჭრება მომავალი ნეტარებისა" (კაცისა შესაქმისათვის, თავი XXII). ახალი აღთქმის იმ სამი ადგილიდან, რაზეც ზემოთ ვთქვი, ერთ-ერთს გრიგოლ ნოსელი ამ ციტატაში ასახელებს, თუმცა უპირველესად სახარების ციტატების შესახებ ვთქვათ: "ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, (ზოგან ემატება "არცა ძემან") გარნა მამამან მხოლომან" (მათე 24,36) და იგივე მარკოზის სახარებიდან: "ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან" (მარკ. 13,32). პირველი მათგანის განმარტებისას (ეს ციტატები იდენტურია, თუმცა ორი სახარებიდანაა და ცალ-ცალკეა განმარტებული) ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს: "აქ უფალი მოწაფეებს ასწავლის, რომ არ ეძიონ ცოდნა იმისა, რაც კაცობრივ გონებას აღემატება. ამბობს რა არცა ანგელოზთაო, მოწაფეთა სწრაფვას, ახლავე შეიტყონ ის, რაც ანგელოზებმაც არ იციან, ზღვარს უდებს; ხოლო სიტყვებით გარნა მამამან მხოლომან, ლტოლვას ამის გაგებისაკენ მომავალშიც გზას უღობავს... ხოლო როცა უთხრა, რომ არცა ძემან იცის, არამედ მხოლოდ მამამო, ამით გამოძიება დაუშალა... ცოდნა იმისა, როდის იქნება აღსასრული, ჩვენთვის მავნებელია, რადგანაც ეს უზრუნველად გვაქცევდა, მაშინ, როცა არცოდნა, პირიქით, გვაფხიზლებს". მეორედ მოსვლის ტარიღის დაფარვის მიზეზებზე ვრცლად საუბრობს იგივე მამა მარკოზის სახარების განმარტებაში: "ამასთან ჩვენი სარგებლისათვის ღმერთმა დაფარა როგორც საყოველთაო აღსასრული ცხოვრებისა, ისე თითოეული ჩვენგანისა, კერძოდ რათა ჩვენ, ამ აღსასრულის არცოდნის პირობებში განუწყვეტლივ ვიღვწოდეთ, ველით და გვეშინია რა, რომ მოუმზადებლებს არ მოგვისწროს... თუკი ჩვენ არ ვიცით რა აღსასრულის ჟამი, მტრობა გვაქვს ერთმანეთს შორის, რას აღარ ჩავიდენდით აღსასრულის ჟამი რომ ვიცოდეთ? მაშინ სიცოცხლის მთელ დროს, სიკვდილამდე, უკიდურესად ცუდ საქმეებში გავატარებდით. ხოლო უკანასკნელ დღეს, გამოვხატავდით რა სინანულს, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებოდით". პავლე მოციქული, როდესაც ის თესალონიკელებს წერს ეპისტოლეს, ამგვარი სიტყვებით მიმართავს მათ: "ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის" (I თეს. 5, 1-2). ეპისკოპოს ამბერკი ტაუშევს აქვს წიგნი "პავლეს ეპისტოლეთა განმარტება", სადაც ამ მუხლის შესახებ ვკითხულობთ: "უფლის დღედ", როგორც წმ. მამები ასწავლიან, შეიძლება თითოეული ჩვენგანის სიკვდილის დღეც ვიგულისხმოთ, რომელიც ასევე უცნობია ჩვენთვის, თუმცა გარდაუვალი, და რომელსაც მაშინვე მივყავართ სამსჯავროზე. "თუკი უფლის ხანგრძლივმა მოუსვლელობამ შეიძლება შეასუსტოს მისი მეყვსეულად მოსვლის რწმენა, მაშინ ისე ძლიერ ამისთვის სხვა არაფერი აღძრავს გონებას, როგორც იმის რწმენა, რომ სიკვდილი ყოველწამს შეიძლება მოვიდეს" (ეპ. თეოფანე დაყუდებული). წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: "თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის დასასრული, განა, ჩვენთვის ქვეყნის აღსასრულიც არ არის? რატომ ცნობისმოყვარეობ საყოველთაო აღსასრულის შესახებ? თუ შენ კარგად მოემზადები შენი კერძო აღსასრულისთვის, მაშინ საყოველთაოსაგან არანაირ ბოროტებას არ შეიმთხვევ; შორს იქნება ის თუ ახლოს, - ეს ჩვენ ხვედრზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს". და უფლის სიტყვები საქმე მოციქულთადან: "ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა," (საქმე 1,6-7). განმარტება: "... არამედ მაშინ ჟამთა აღსასრულისათვის იკითხვიდეს და არა უთხრა მათ დღე იგი მეორედ მოსვლისაჲ, რამეთუ რომელსა უმრავლესი ეთქუა მათდა და უმეტესი, ვითარმედ ძე არს ღმრთისაჲ და მის თანა სწორი პატივითა, და ვითარმედ აღდგომაჲ და საშჯელი ყოფად არს, არცა დღესა მას დაუფარვიდა, არათუმცა უწყოდა, ვითარმედ ესე უმარგებელეს არს კაცთათჳს, რაჲთა უცნაურებითა მის დღისაჲთა მარადის ეშინოდის და განემზადებოდინ მისთჳს... არამედ კაცთა არა უჴმს გამოკულევაჲ სიღრმესა ღმრთისა განგებულებათასა, რამეთუ არა ჩუენი, არამედ ღმრთისა მხოლოჲსაჲ არს ყოვლისავე უნაკლულოდ ცნობაჲ". (სამოციქულოს განმარტება, ტ. I). თანამედროვე პერიოდის ცნობილი ღვთისმეტყველი ვლადიმერ ლოსკი მრწამსის (VII მუხლის) განმარტებისას ამბობს: " ქრისტიანი ყოველთვის მეორედ მოსვლის მოლოდინში უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ ეს მოლოდინი არ უნდა გადაგვარდეს ფუჭ ცნობისმოყვარეობად და ღვთის განგების გამოცდად. ეკლესია ფრთხილობს, ნაჩქარევი დასკვნები არ გააკეთოს წინასწარმეტყველ დანიელის წიგნისა და აპოკალიფსის წიგნის ცალკეული მონაკვეთების საფუძველზე. აი, ყველა ეპოქის სექტანტები კი ხალისით აკეთებდნენ ამას, რათა მათემატიკური სიზუსტით გამოეანგარიშებინათ მეორედ მოსვლის თარიღი, ან კიდევ - შეცდომაში ემხილებინათ რომელიმე თავიანთი თანამოძმე. ასეთი სპეკულაციები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება უფლის სიტყვებს, არამედ იმ ადამიანთა სრულ უვიცობას ცხადყოფს, ვინც ასეთ კვლევა-ძიების ცდუნებას არიან აყოლილნი". თუ რამე მოვიძიე კიდევ დავამატებ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
![]()
პოსტი
#6
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ ჩემი ხედვა და არ არის აუცილებელი დამეთანხმოთ.
და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი. (გამოცხ. 13, 16-18). ხელი და შუბლი გამოცხადების წიგნში კიდევ რამდენიმეგზისაა ნახსენები, თუმცა მანამდე ის მუხლები მოვიყვანო, სადაც მარჯვენაა "ნახსენები", იმის საჩვენებლად თუ როგორ ესმით წმ. მამებს აღნიშნული გამონათქვამი. ძველ აღთქმაში, ცხადია, უამრავი ადგილი იქნება, სადაც "მარჯვენაა" ნახსენები, თუმცა ამჯერად მხოლოდ ფსალმუნთა წიგნიდან წარმოვადგენ რამდენიმე ციტატას: ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა: მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი, მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი. (ფს. 117, 15-16) "რამეთუ არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრონ ქუეყანა და არცა მკლავმან მათმან იჴსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი". (43,4). "შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი". (44,5). ამ უკანასკნელი მუხსლის შესახბ ათანასე ალექსანდრიელი ამბობს: "რადგანაც მახვილი ახსენა, ამიტომ, როგორც მოსალოდნელი იყო, მარჯვენაც მოიხსენია, მისი მარჯვენა კი - ეს არის მართალი შეგონებანი, რომლებითაც მართულმა არ დაუშვა თავისთან ცოდვის მიახლოება.(ფსალმუნთა განმარტებანი) კიდევ: "ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად". (44,10) ათანასე ალექსანდრიელი: "დედოფალი" არის ეკლესია, დიდ მეუფეზე დაწინდული, მარჯვენით დგომა კი იმ პატივს აღნიშნავს, რომელიც მომავალ საუკუნეში მიეგებება" (ფსალმუნთა განმარტებანი). ამიტომ წმ. იოანე დამასკელი ასკვნის: "მარჯვენა (ნიშნავს) - მისეულ შეწევნას სასიკეთო საქმეებში, რადგან ჩვენც უფრო მეტად სწორედ მარჯვენას ვიყენებთ იმგვარ საქმეებში, რაც უმეტესად კეთილსახოვანია, საპატიოა და რასაც ძალიან ბევრი ძალისხმევა სჭირდება" (გარდამოცემა XI თავი). ეხლა ვნახოთ ახალ აღთქმაში რა ხდება ამ კუთხით. "მარჯვენა" მიიჩნევა გამოცხადების ჭეშმარიტების ერთ-ერთ დასტურად: "მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე". (ლუკა 1,11). "შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ". (მარკ. 16,5). "და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო". (იოანე 21,6). ადამიანური ბუნება მამის მარჯვნივ ჯდომის ღისი გახდა: "რომლითაც იმოქმედა ქრისტში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში," (ეფეს. 1,20) "ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი". (რომ. 8,34) "თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ." (კოლას. 3,1). და მრავალი მსგავსი ციტატა, რაც "მრწამსშიც" აისახა. "ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა", (მათე 6,3). ამ მუხლის განმარტებისას თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს: "ეს გარდამატებულად ითქვა: თუ შესაძლებელია, შენს თავსაც დაუმალე; ანუ სხვაგვარად: მარცხენა ხელი პატივმოყვარეა, მარჯვენა - მოწყალე; მაშასადამე, დაე პატივმოყვარეობას ნუ ეცოდინება შენი მოწყალების შესახებ" (მათეს სახარების განმარტება) და ბოლოს საყოველთაო განსჯის დრო, რის შესახებაც ნათქვამია: "და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ". (მათე 25, 31-33). გალატელთა მიმართ ეპისტოლეში არის ერთი საინტერესო მუხლი: "და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან". (გალატ. 2,9) ამ სიტყვებს წმ. იოანე ოქროპირი ამგვარად განმარტავს: "ესე იგი არს, რაჲთა ზიარ და სწორ იყოს ყოველივე ქადაგებაჲ ჩუენი და მათი. და არცა ერთი რაჲ გუაქუნდეს განყოფილებაჲ ნებათაჲ განყოფილებისათვის ადგილთაჲსა, არამედ ზოგადითა ნებითა უქადაგებდეთ ადგილ-ადგილ, რაჲცა ვის უფროჲს სარგებელ ეყოფვოდის." ამ ყველაფრიდან გამომდინარე მარჯვენა მხარე ბიბლიაში უმეტესწილად საღვთო მადლმოსილებას, ღმერთთან ერთად ცხოვრებას ნიშნავს. (კიდევ შეიძლებოდა მრავალი ციტატის მოტანა, მაგრამ ვფიქრობ ესეც საკმარისია). რაც შეეხება შუბლს, მის შესახებ წმ. იოანე დამასკელი საყურადღებო სიტყვებს ამბობს: "წმ. ნათლისღება ნიშნად გვანიჭებს პატიოსან ჯვარს შუბლზე, თუმცა არა სხვა ხალხებისგან ჩვენს გამოსაყოფად (რადგან ყველა ხალხი მიახლებულია ნათლისღებას და აღბეჭდილია ჯვრის ნიშით), არამედ ყოველ ხალხში მორწმუნის გასამიჯნად ურწმუნოსაგან" (გარდამოცემა, 98 თავი). იგივე წმ. მამა ამბობს: "სწორედ ჯვარი მოგვეცა ჩვენ ნიშნად შუბლზე, როგორც ისრაელს-წინადაცვეთა, რადგან ამ ნიშნის მიერ შევიცნობით მორწმუნეები და ვემიჯნებით ურწმუნოებს. იგია ფარი, საჭურველი და ძლევის ნიში ეშმაკის წინააღმდეგ. იგია ბეჭედი, რომ არ შეგვეხოს ჩვენ "მომსპობი, როგორც ამბობს წერილი" (გამოსვლ. 12,21) და ამ ყველაფერის ფონზე განვიხილოთ "გამოცხადების" წიგნი. კვლავ გავიმეოროთ თავში ნახსენები სიტყვები: "და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი. (გამოცხ. 13, 16-18). ანდრია კესარიელი ამ მუხლებს შემდეგნაირად განმარტავს: "თარგმანი. რამეთუ მრავალნი გრძნებანი ქმნნეს და აზრახებდეს ხატთა და საკჳრველთა იქმოდის წყალთა მიერ და მკუდართა მიერ გუამთა, ვითარცა სჳმონ იქმოდა მათ დღეთა შინა, ეგრჱთვე წინამორბედმანცა ანტჱსმან უქმნას ხატი მჴეცსა ჲას და აზრახებდეს მას ეშმაკისა მიერ და რაჲთა მოიკლნენ, რომელნი მას არა თაყუანის სცემდენ; და ბეჭედი სახელისა უკეთურისაჲ მის ისწრაფოს ყოველთა ზედა დადებად მარჯუენესა ზედა, რაჲთა ჴეთჲლთა საქმეთა ქმნაჲ მოსწყჳდოს. და შუბლთა ზედა, რაჲთა ბოროტთა საქმეთა ქმნასა ზედა ურცხჳნო და კადნიერ იყვნენ. არამედ არა თავს-იდვან ესე, რომელნი დაბეჭდულ იყვნენ ნათლითა მით საღმრთოჲთა, და დადვას რჩული, რაჲთა ვერაჲ იყიდოს, ვერცა განყიდოს, რომელთა არა აქუნდეს იგი ბეჭედი. რაჲთა ესრჱთ რომელთა არა მიიღონ იგი, ბოროტად მოჴუდენ,*და რაჲთა ვერვინ რაჲ იყიდოს, ანუ განყიდოს, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი მისი, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. ჭეშმარიტებაჲ სახელისა მისისაჲ ჟამმან გამოაცხადოს, რამეთუ უკუეთუმცა ჯერ-იყო განცხადებულად ცნობაჲ სახელისა მისისაჲ მხილველსა მას, გამო-მცა-ეცხადა, არამედ არა ინება ღმერთმან საღმრთოთა წიგნთა შინა ბოროტისა მის სახელისა დაწერაჲ." რატომღაც ყურადღება არ ექცევა "გამოცხადების" XIV თავის IX მუხლს, სადაც ვკითხულობთ: "მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით,". აქ აშკარად არის ნათქვამი, რომ ამ ნიშნის მიღებს წინ უძღვის თაყვანისცემა მხეცისა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არანაირიად მოტყუებითა თუ რაღაც ძალის გამოყენებით, ვინმე რაიმე ბეჭედს დაასვამს ადამიანს და ამით თითქოს მისდაუნებურად მხეცის თაყვანისმცემლად გახდის. "და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა: ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს". (გამოცხ. 7, 2-3) ანდრია კესარიელის განმარტება ამ მუხლზე: "ისე ბეჭედი შეწევნაჲცა არს ღმრთისა მიერი, მოვლინებული მართალთა ზედა განსაცდელთა მათ მოთმინებისათჳს". "გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე." (გამოცხ. 9,3-4) ანდრია კესარიელი: "ვითარმედ ცოდვისა აღსასრულსა შინა დამალულ არს სულისა სიკუდილი, რომელი მოიწევის მათ ზედა, რომელნი მადლითა სულისა წმიდისაჲთა არა დაბეჭდულ იყვნენ". "და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა." (გამოცხ. 14,1) ანდრია კესარიელი: "ამისჳს სხუანი არიან ესენი და არა იგინი არიან, რომელნი პირველ თქუნა, ყოველთაგან ძეთა ისრაჱლისათა ათორმეტი ათასი, რამეთუ მათთჳს ქალწულებაჲ არა უთქუამს და ამათ ყოველთა შუბლნი ნათლითა მით საღმრთოჲთა დაბეჭდულ არიან". "და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა." (გამოცხ. 17,5) "და შუბლსა ზედა წერილი, ურცხჳნოებისა სახჱ არს და ცოდვათა შინა კადნიერებისა". ყველგან ნათლად არის ახსნილი, რომ მარჯვენა ხელსა და შუბლე ბეჭდის დასმა ეს არის დაბრკოლება უფლისკენ სავალ გზაზე. გამოცხადების XX თავი: ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა. (1-5). აქ ნახსენები პირველი აღდგომა, როგორც ადრეც დავწერე, განიმარტება, როგორც ნათლისღების მიერ ქრისტესთან ერთად აღდგომა მართლებისა. ტექსტის მიხედვით კი ისეა, რომ ე.წ. ბეჭედი ჯერ კიდევ მანამდე უნდა არსებულიყო, სანამ აღნიშნული აღდგომა (ანუ ნათლისღება) მოხდებაოდა, რადგან აშკარადაა თქმული "არ ეთაყვანენ და არ მიიღეს მხეცის ნიშანი და ქრისტესთან ერთად აღდგნენ". ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მარჯვენა ხელი და შუბლი შესაძლოა სულაც არ იქნეს გაგებული ისე, როგორც დღესაა გავრცელებული ამ ადგილებზე ნიშნის დადებაში იგულისხმეობდეს დაბრკოლება უფლისკენ მიმავალ გზაზე. დაბრკოლება მარჯვენა მხარეს დგომისაკენ და ჭეშმარიტი ბეჭდის (ნათლისღება, ჯვარი) მაგივრად, ცრუ ბეჭდის მიღება, ანუ თაყვანისცემა მხეცისა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
arcivi9 |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 ![]() |
afxazi
ყოჩაღ, კარგად გიმუშავია და ძალიან საინტერესო თემაა ![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#8
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
afxazi
გეთანხმები. ჩემი აზრით ერთგვარი საცდურია პირდაპირი გაგება მარჯვენა ხელსა და შუბლზე ბეჭდის დასმისა, რომელიც ეწინააღმდეგება მამების განმარტებებს და ცდილობს მოწყვიტოს მორწმუნის ყურადღება მის შინაგან, სულიერ და ზნეობრივ მდგომარეობას და აქცენტი გადაუტანოს გარეგნულზე. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
cxz |
![]()
პოსტი
#9
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 234 რეგისტრ.: 23-April 08 წევრი № 4,634 ![]() |
http://www.apocalypse.ge/sxv_avismomaswave..._gacitleba.html
მსოფლიოში უცნაური მოვლენები ხდება. რამოდენიმე ხნის წინ მსოფლიო შეძრა ფრინველთა თვითმკვლელობამ და მასიურმა დაღუპვამ. ფრინველები პირდაპირ სეტყვასავით ცვივოდენ მსოფლიოს ქალაქებსა და სოფლებზე. სულ ახლახან ვიუწყებოდით იმის შესახებ, რომ მრავალ ქვეყანაში უცნაური და შემაძრწუნებელი ხმები გაისმა ციდან, ამჯერად ამას წყლების სისხლისფრად გარდაქცევა მოჰყვა. ადამიანებს აპოკალიფსური განწყობა ეუფლება და ალბათ არც თუ უსაფუძვლოდ. წყალთან დაკავშირებულ ანომალიებს აკვირდებიან 2010 წლიდან. ზოგ ადგილებში წყალი საერთოდ გაქრა, ზოგან სისხლისფრად წითლდება და ეს პროცესი უკვე მრავალ ქვეყანაში დაიწყო: აშშ, ანტარქტიკა, ავსტრალია, ერაყი, ჩინეთი, ირანი, რუსეთი (http://survincity.ru/2011/08/chernoe-more-pokrasnelo/ ) და ა. შ. ლღვება ყინული და მისგან წითელი ფერის წყალი იღვრება, აგერ ულამაზესი ტყე, მაგრამ მასში საშინელი წითელი მდინარე მოედინება. ტელევიზიით ამას არ აჩვენებენ და არაფერს ამბობენ ამ მოვლენის შესახებ, რათა ადამიანებმა არაფერი უწყოდენ და ვერც გაიგონ, რომ აპოკალიფსისი ახლოვდება. ღმერთი სინანულისკენ მოუწოდებს ადამიანებს, რადგან რაც დრო გადის, საშინელი პერიოდი სულ უფრო და უფრო ახლოვდება... მრავალმა რომ იცოდეს თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში (უნივერსალური ელექტრონული ბარათი, ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკები, წყლის გაწითლება, უცნაური ხმები ცაში, ჩიპირება, მორგელონის დაავადება, ეკლესიათა განდგომა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან, იუვენალური იუსტიცია, ქიმტრეილები, პროექტი "BLUE BEAM" ("ცისფერი სხივი"), მიწისძვრა ათონზე, HAARP, დიდი ადრონული კოლაიდერი, საყოველთაო კატაკლიზმები, ანტიქრისტეს ერთიანი რელიგიის ჩამოყალიბება და მრავალი სხვა), ალბათ უფრო დაფიქრდებოდა თავის ცხოვრებაზე, შეინანებდა თავის უდარდელობას და ღმერთს მიუბრუნდებოდა, მაგრამ ისინი სრულ უმეცრებაში იმყოფებიან და არც აინტერესებთ მსგავსი მოვლენების წარმომავლობა. მართალია, მრავალი მათგანი ადამიანის ნახელავია, უფრო სწორედ ანტიქრისტეს მსახურებისა, მაგრამ ამგვარი მოვლენები ხომ ნაწინასწარმეტყველევია და ისინი ჩვენს გასაფრთხილებლად გვევლინება. ღმერთი დაუშვებს მათ აღსრულებას, რათა დავფიქრდეთ ჩვენს ცოდვილ ცხოვრებაზე და შევინანოთ. მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმრავლესობა მაინც დროსტარებასა და ქეიფს არჩევს, სათნო და სინანულით აღსავსე ცხოვრებას. ძალზედ გულსატკენია ყოველივე ამის ხილვა, გსურს იყვირო: "რას სჩადით, ადამიანებო!!! გონს მოეგეთ!!! გეყოფათ ტელევიზორების წინ ჯდომა და ზომბირება. ნუ იცინით და იტყვით, რომ ეს ყოველივე სისულელე და ზღაპრებია, დრო ძალზედ მცირე რჩება, შეინანეთ, სანამ დროა! შეინანეთ! წადით ტაძრებში, თქვით აღსარება, შეევედრეთ უფალს და ეზიარეთ!... გადარჩენა მხოლოდ ქრისტეშია!... კიდევ რამდენი რამ არ იციან ადამიანებმა და არც კი ეჭვობენ, რომ აღსასრული ახლოსაა... როგორ უნდა შევაგონოთ მათ, რომ მოიხედონ მართლმადიდებლობისკან, დააკვირდნენ საკუთარ ცხოვრებას და მიმდინარე მსოფლიო მოვლენებს, დაფიქრდნენ ქვეყნიერების ყოფაზე და ჯეროვანი დასკვნები გამოიტანონ... როგორ უნდა შევაგონოთ მათ?... ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი ვამცნოთ ყველას იმ მოვლენებზე, რაზეც მოსახლეობის უმეტესობას ან ინფორმაცია არა გააჩნია, ან საერთოდ წარმოდგენაც კი არა აქვს რა ხდება... ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევეწევით მათ გამოფხზილებას, იმედი გვაქვს ისინი შეიგნებენ, ჩაწვდებიან მოვლენათა არსს, შეინანებენ თავიან ცოდვილ ცხოვრებას და ცხონდებიან! ღმერთმა ქნას! იხსენ, ღმერთო, მართლმადიდებელი ქრისტეანნი ყოველგვარი განსაცდელისგან! ![]() შენ გინდა თქვა რომ ნახესენები ბიბლიაში და მამების წინასწარმეტყველებები ბეჭდის დასმა ხელსა და შუბზლე უაზრობაა? და საცდური? ჯერ ერთI ამას რომ ამტკიცებ რომ შეცდე და მართლა ეგრე იყოს როგოც წერია ბიბლიაში და პირდაპირ ხელზე და შუბლზე მოხდეს დასმა მერე სად მიდიხარ?? შენი აზრი შენთვის შეინახე და ნუ ავრცელებ აქ რაგაც პირად აზრებს და გამოკვლევებს!!! შენ რაიცი რა როგორ იქნება, შEცდომაში არ შეუყვანო ხალხი, აპოკალიფსისი განმარტება ურთულესია და ვისაც ხეედვაქ სულიერი ისიც ფრთხილად ეკიდება ამ საქმეს. ეს შენი სედარებებია და არა ეკლესიის ბევრი მამები ამბობენ რომ დასმა იქნება ხელზე და სუბლზე ეს ლაზერიტაც იქნება და ჩიპითაც, ფრთხილად იყავი აფხაზ შეიძება დამიანი ისეთ ცოდვებს ჩადიოდეს რომ არც იყოს საწირო ბეჭდის დასმა ისე მოხვდეს ჯოჯოიხეთსი მაგრამ შეიძლება ადამიანი არა ქრისტიანულად ცხოვრობდეს და ეს გარეგნული ბეჭეტი არ დაისვას და ამის გამო მარტო ცხონდეს ეს არავინ არიცის შენდობას ვითხოვ ყველასგან! ბერი გაბრიელის სწავლებანი: ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება, სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია. უამრავი მორწმუნე მოიყრის საქართველოში თავს. რაც კომუნისტებმა გააკეთეს, არის შესავალი და ახლა იწყება უფრო მნიშვნელოვანი. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე, ეს არის ბოლო. წარმოიდგინე დედა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, როგორ გამოკვებოს ეს ხუთი შვილი, თუ ბეჭედი არ მიიღო. ხედავ რამხელა მახეს უგებს ანტიქრისტე ადამიანს? თავდაპირველად იქნება ნებით, მაგრამ როცა გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი, აიძულებს ყველას, რომ ეს ბეჭედი მიიღოს; ვინც არ მიიღებს, ასეთ ადამიანებს გამოაცხადებს სამშობლოს მოღალატეებად და ხალხიც უნდა გაიქცეს ტყეში, ათი - თხუთმეტი ერთად, ერთი და ორი ვერ გადარჩება. ასეთ ხალხს სულიწმიდა შეინახავს. რაც არ უნდა მოხდეს ღმერთის იმედი არასოდეს დაკარგო. უფალი მოგცემს სიბრძნეს როგორ მოიქცე. ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე. -------------------- HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
----------------------------------------------------------------------------------------------- ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან. ---------------------- წინ წინაპრებისაკენ. ---------------------- ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ. |
marine |
![]()
პოსტი
#10
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,648 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა მონაზვნობა აღარ იქნება, საშინელი სამსჯავროც დადგება"
/წმ. ბარსანოფი ოპტელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
![]()
პოსტი
#11
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
მგონი დედა პარასკევას აქვს ნათქვამი, რომ მაღაზიებში რომ დაშტრიხული პროდუქტი იყიდება მაგასაც არ უნდა ვყიდულობდეთ და აბა რა ვქნათო და ჩვენით მოვიყვანოთ საკვები სახლშიო.
-------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
![]()
პოსტი
#12
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,648 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მგონი დედა პარასკევას აქვს ნათქვამი, რომ მაღაზიებში რომ დაშტრიხული პროდუქტი იყიდება მაგასაც არ უნდა ვყიდულობდეთ და აბა რა ვქნათო და ჩვენით მოვიყვანოთ საკვები სახლშიო. მე მგონი მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი, რომ დაშტრიხულ პროდუქტს ჯვარი უნდა გადავსახოთ და ისე მივირთვათ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#13
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
sanfol
ციტატა მგონი დედა პარასკევას აქვს ნათქვამი, რომ მაღაზიებში რომ დაშტრიხული პროდუქტი იყიდება მაგასაც არ უნდა ვყიდულობდეთ და აბა რა ვქნათო და ჩვენით მოვიყვანოთ საკვები სახლშიო. და დედა პარასკევამ რაღამც თქვა მართალია? მე რომ ვთქვა წყალი არ უნდა დავლიოთ ხუთი საათი მერეო არ უნდა დავლიოთ? თუ რაღამც სასულიერო დარგში მოღვაწეობდა მართალია?marine ციტატა მე მგონი მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი, რომ დაშტრიხულ პროდუქტს ჯვარი უნდა გადავსახოთ და ისე მივირთვათ. ზოგადად ჯვირს გამოსახვა ყველაფერზე ქრისტიანისთვის კარგია მაგრამ დაშტრიხული ქინება დაუშტრიხავი თუ დასაშტრიხი მაგას აზრი არ აქ. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#14
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,648 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine ზოგადად ჯვირს გამოსახვა ყველაფერზე ქრისტიანისთვის კარგია მაგრამ დაშტრიხული ქინება დაუშტრიხავი თუ დასაშტრიხი მაგას აზრი არ აქ. მართალი ხარ, გიორგი, ჯვარი აუცილებლად ყველაფერს უნდა გადავსახოთ და საერთოდ... ვილოცოთ ჭამის წინ და ჭამის შემდეგ და ჯვრის გადასახვაც არ დაგვავიწყდება ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#15
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
გ
|
marine |
![]()
პოსტი
#16
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,648 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უფალი მეორედ მოვა არა იმის გამო, რომ, ვთქვათ, ადამიანები წარწყმიდოს, არამედ იმისთვის, რომ ბოროტება და სიკეთე საბოლოოდ განყოს ერთმანეთისგან. ანუ სიკეთეს ბოროტება განაშოროს".
"მათთვის, რომლებიც ჯოჯოხეთში ხვდებიან თავიანთი ღვთის საწინააღმდეგო და არაღვთივსათნო ცხოვრებით, სასუფეველში ყოფნა უფრო დიდი სატანჯველი იქნებოდა, ვიდრე სასუფევლის გარეთ ყოფნა". /არქ. მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#17
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,648 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უნდა ვივარაუდოთ, რომ სამსჯავრო ორ ეტაპად განვითარდება:
ჯერ იქნება სამსჯავრო ქრისტიანების, წმინდანების, ხოლო შემდეგ, წმინდანების მონაწილეობით განიკითხებიან არაქრისტიანები და დაცემული ანგელოზები". /დეკ. ოლეგ დავიდენკო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#18
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,648 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"-უფალო, ნუ წამიყვან, თუ მთლიანად შენი არ გავმხდარვარ".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი