IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> 2012 და ფსიქიური დაავადებები, პასუხი arcivi9-ს
guest1
პოსტი Sep 26 2011, 10:58 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



arcivi9

საერთოდ ზედაპირულად რომ გიყვარს საკითხის კვლევა და ცინიზმით ხარ განწყობილი იქ, სადაც არ უნდა იყო, ეგ საკმაოდ შესამჩნევია. ამ კონკრეტულ პოსტში არგუმენტირებულად მინდა ვუპასუხო შენს დაუფიძნებელ ქილიკს მეუფე იობის ნათქვამზე. ამით ცოტა სამსახურს შენც გაგიწევ, რადგანაც (იმედი მაქვს) ცოტათი მაინც ისწავლი, საკითხის კვლევა როგორ უნდა ზოგადად. მეუფე იობი ახსენებს მოკლედ 2012 წლის გარშემო არსებულ წინასწარმეტყველებებსა და თანამედროვე მეცნიერთა პროგნოზებს. შენ "იმენნა" გაგიჟების პრობლემა არ მოგეწონა და ცოტა ნათელი მინდა მოვფინო შენთვის ამ საკითხს.

პრიველ რიგში, მეუფე იობი არის სასულიერო პირი და არა პროფესიონალი მკლევარი ექიმი. გარდა ამისა, მეუფე იობს რომც ქონდეს ტექნიკური დეტალები ამ საკითხის გარშემო, მან მისი მრევლისათვის გასაგებ ენაზე უნდა გადმოსცეს საკითხი. შენ უბრალოდ გგონია, რომ მის მრევლზე ბევრი რამ იცი. სინამდვილეში, შეიძლება ცოდნა გაქვს, მაგრამ მისი გამოყენების უნარი არ გაგაჩნია. შენ საკითხი ასე უნდა დაგესვა: არსებობს თუ არა რაიმე წინასწარმეტყველება მეცნიერთა მიერ, რომელიც, თუნდაც ირიბად, მოგვცემს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ფსიქიატრიული დაავადებების სიხშირი მკვეთრად გაიზრდება ამ დროის განმავლობაში? ამ კითხვაზე პასუხი დადებითია: არსებობს!

საქმე იმაშია, რომ დღეს ფიზიკოსები წინასწარმეტყველებენ 2012 წლისათვის მზის აქტივობის არნახულ გაზრდას, რომელიც უამრავ პროცესს გამოიწვევს დედამიწაზე, მათ შორის დედამიწაზე მაგნიტური აქტივობის მკვეთრ გაზრდასა და ამასთან დაკავშირებით ყველანაირი საკომუნიკაციო სისტემების (ტელეფონი, ინტერნეტი, ტელევიზია, რადიო ...) და ელექტროენერგიის მიწოდების თვეობით გამოითიშვას. ამას საუბრობენ ფიზიკოსები. ქვემო სამ ლინკში მიჩიო კაკუ საუბრობს ამ პრობლემებზე:

Nasa Warns Of Super Solar Storm 2012

Another dire warning for 2012 - Solar Maximum - peak of its 11-year cycle

2012: Leaks Found in Earth's Magnetic Field

ახლა, წესით, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ქე უნდა სვამდეს ასეთ კითხვებს: 1) ნუთუ მაგნიტური ველი (და შესაბამისად მისი აქტივობის მკვეთრი ზრდა) გავლენას არ ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და თუ ახდენს, შეუძლია თუ არა ამის აქტივობის ზრდას გამოიწვიოს ფსიქიური პრობლემების გამწვავება ან ინიციაცია? 2) როცა დღევანდელი ადამიანი ამდენად არის დამოკიდებული კომუნიკაციაზე და ელექტროენერგიაზე საერთოდ, მხოლოდ ამის პარალიზებას შეუძლია თუ არა ელქტროჰოლიკ/ინტერნეტჰოლიკების "გაგიჟება"?

უაზრო ქილიკის მაგივრად, ზუსტად მსგავსი კითხვები უნდა დაგესვა და გეჩვენებინა, რომ ჩაატარე დეტალური ძიება და დაადგინე, რომ წარსულში მზის აქტივობის ზრდა (და სხვა კატაკლიზმები) არანაირ კორელაციაში არ იმყოფებიან ფსიქიური დაავადებების სიხშირის გაზრდასთან. თუმცა, შენ რომ ესე დაგესვა საკითხი, აღმოჩნდებოდა, რომ მცარია ეს აზრი. მაგრამ, შენთვის ხომ მთავარი ის არის, რომ შენ პროფესორი ხარ და მეუფე იობი გაუნათლებელი მოძღვარი. ეგ ხარ სულ, მეტი არაფერი.

აგერ მაინც ერთ ლინკს დავდებ, სადაც ერთ-ერთ ექიმს უკვე გამოკველული აქვს ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სწავლები და მისი შედეგები აქვს გამოქვეყნებული: Solar storms affect life on Earth
ციტატა
That same solar weather can affect us biologically. In fact carefully monitored statistics show that whenever there are active solar flares, motor accidents, hospital admissions for psychiatric disturbance and heart disease rise dramatically. This is hardly surprising, since we are delicately balanced electronic tuners. We are, in effect, a collagen body acting like a liquid crystal system (just like the LCD display in your wristwatch).
ეს მაშინ ხდება, როცა ჰოსპიტალს კიდევ აქვს საკომუნიკაციო რეზერვი. ამას მიუმატე ის, რომ ჰოსპიტალის ფუნქციონირებაც კი წყდება და, ყოველგვარი დიდი ფანტაზიური ნიჭის გარეშე, ადვილად დაასკვნი, რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. თუ გაქვს ამის შნო, შეგიძლია კონკრეტული კვლევებიც (სტატისტიკა) ნახო ამის რაობაზე.

მოკლედ, რადგანაც ძაან ნიჭიერი კაცი ხარ და მხოლოდ სამეცნიერო ტერმინებით შეგიძლია საუბარი და უბრალო ნათქვამს ვერ იგებ, მამა იობის ნათქვამს ასე მოგითარგმნი: 2013 წლისათვის, მეცნიერთა ვარაუდით, ფსიქიატრიული პრობლემების რიცხვი ძალიან გაიზრდება. ახლა როგორია ასე ჩამოყალიბებული აზრი, აკმაყოფილებს შენს სამეცნიერო განათლებას?

P.S. აცოცხლეთ ეს თემა ცოტა ხანი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Sep 26 2011, 11:38 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



აი, სიურპრიზი biggrin.gif
ისა და.......რომელი ხარ პატივცემულო სტუმარო? ეჭვი მაქვს რომ vano_t ხარ ფორუმ.გე-დან

ახლა მივყვეთ შენს ნათქვამს:
[quote]მეუფე იობი ახსენებს მოკლედ 2012 წლის გარშემო არსებულ წინასწარმეტყველებებსა და თანამედროვე მეცნიერთა პროგნოზებს[/quote]
პატარა შესწორება-2013 წელზეა საუბარი. 2012 წლის შესახებ წინასწარმეტყველებები ეს ცალკე ამბავია, თუმცა სავსებით შესაძლოა 2013 წელთან კავშირი ჰქონდეს.

[quote]შენ უბრალოდ გგონია, რომ მის მრევლზე ბევრი რამ იცი[/quote]
მე კი ის მგონია რომ შენ აქ აშკარად მოგელანდა რომ მე "მრევლზე მეტი მგონია". მის მრევლს მე არ ვიცნობ, არ ვიცი რა განათლება აქვთ მიღებული და ამიტომ ჩემს განათლებას ვერ შევადარებ მათ განათლებას.
ისე კი, მართლა ძალიან მაინტერესებს მრევლის წევრებმა ამ ქადაგების მოსმენის მერე რა გაიფიქრეს და რა თქვეს.

[quote]პრიველ რიგში, მეუფე იობი არის სასულიერო პირი და არა პროფესიონალი მკლევარი ექიმი. გარდა ამისა, მეუფე იობს რომც ქონდეს ტექნიკური დეტალები ამ საკითხის გარშემო, მან მისი მრევლისათვის გასაგებ ენაზე უნდა გადმოსცეს საკითხი[/quote]
და რატომ ფიქრობ რომ მრევლი გაუნათლებელია? და ეს "გასაგები ენა" უფრო პრიმიტიული უნდა იყოს თუ რა? თქვი ის რაც არის (ან რასაც მეცნიერები პროგნოზირებენ) და ესაა სულ.

[quote]შენ "იმენნა" გაგიჟების პრობლემა არ მოგეწონა[/quote]
ამჯერად გამონაკლისის სახით სრულიად მართალი ხარ-სწორედ ამ დეტალის და მისი პროცენტული (50 %) მახასიათებლის გარკვევა მინდა მაგრამ ვერც იმ და ვერც ამ თემაში ამის შესახებ ვერავითარ მონაცემს ვერ წავაწყდი.

[quote]შენ საკითხი ასე უნდა დაგესვა: არსებობს თუ არა რაიმე წინასწარმეტყველება მეცნიერთა მიერ, რომელიც, თუნდაც ირიბად, მოგვცემს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ფსიქიატრიული დაავადებების სიხშირი მკვეთრად გაიზრდება ამ დროის განმავლობაში?[/quote]
რატომ უნდა დავსვა საკითხი ასე როცა მამა იობი სულ სხვას ამბობს? რის საფუძველზეა ნათქვამი რომ "კაცობრიობის ნახევარი გაგიჟდება?" აი, ეს მინდა გავიგო, არის ამაზე რელიგიური წინასწარმეტყველება ან მეცნიერული პროგნოზები? კი თუ არა?


[quote]საქმე იმაშია, რომ დღეს ფიზიკოსები წინასწარმეტყველებენ 2012 წლისათვის მზის აქტივობის არნახულ გაზრდას, რომელიც უამრავ პროცესს გამოიწვევს დედამიწაზე, მათ შორის დედამიწაზე მაგნიტური აქტივობის მკვეთრ გაზრდასა და ამასთან დაკავშირებით ყველანაირი საკომუნიკაციო სისტემების (ტელეფონი, ინტერნეტი, ტელევიზია, რადიო ...) და ელექტროენერგიის მიწოდების თვეობით გამოითიშვას. ამას საუბრობენ ფიზიკოსები. ქვემო სამ ლინკში მიჩიო კაკუ საუბრობს ამ პრობლემებზე:

Nasa Warns Of Super Solar Storm 2012

Another dire warning for 2012 - Solar Maximum - peak of its 11-year cycle

2012: Leaks Found in Earth's Magnetic Field

ახლა, წესით, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ქე უნდა სვამდეს ასეთ კითხვებს: 1) ნუთუ მაგნიტური ველი (და შესაბამისად მისი აქტივობის მკვეთრი ზრდა) გავლენას არ ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და თუ ახდენს, შეუძლია თუ არა ამის აქტივობის ზრდას გამოიწვიოს ფსიქიური პრობლემების გამწვავება ან ინიციაცია? 2) როცა დღევანდელი ადამიანი ამდენად არის დამოკიდებული კომუნიკაციაზე და ელექტროენერგიაზე საერთოდ, მხოლოდ ამის პარალიზებას შეუძლია თუ არა ელქტროჰოლიკ/ინტერნეტჰოლიკების "გაგიჟება"?[/quote]
რას მელაპარაკები! laugh.gif
მზის აქტივობა, მასზე არსებული ლაქები, 11-წლიანი აქტივობა, პროტუბერანციები, დედამიწის მაგნიტოსფერო, მზის ქარი, პოლარული ციალი.........ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი ხანია მეცნიერებმა იციან და ნებისმიერი მეტ-ნაკლებად განათლებული ადამიანისთვის არის ცნობილი (არ ვიცი, ახლა სკოლებში ეს ყველაფერი ისწავლება კი?), ისევე როგორც ადამიანზე მისი ზემოქმედების შესახებ, მზის ზემოქმედებას მაგალითად რუსი პროფესორი ჩიჟევსკი იკვლევდა ლამის ერთი საუკუნის წინ, აგერ ამწუთას წიგნსაც გადავხედე სადაც ამაზე დაწვრილებით წერია და რომელიც 60-იან წლებშია გამოცემული.
და ამ ყველაფერში არაფერია გასაგიჟებელი, დაუჯერებელი და საოცარი. და ჩემი შეკითხვა ამას არც შეეხებოდა.

[quote]უაზრო ქილიკის მაგივრად, ზუსტად მსგავსი კითხვები უნდა დაგესვა[/quote]
ზუსტ საკითხებზე კითხვებს სამეცნიერო ფორუმებზე ვსვამ და თუ პასუხი არსებობს ვღებულობ კიდეც, იმ თემაში კი სხვა რამეზე იყო საუბარი.
ისე, ცინიზმს რაც შეეხება: არც უმაგისობაა როცა, რბილად რომ ვთქვათ არასწორ და დაუსაბუთებელ აზრს ვკითხულობ ხოლმე biggrin.gif

[quote]მაგრამ, შენთვის ხომ მთავარი ის არის, რომ შენ პროფესორი ხარ და მეუფე იობი გაუნათლებელი მოძღვარი. ეგ ხარ სულ, მეტი არაფერი[/quote]
ამ, სპეციფიკურ ბოღმაზე გეტყობა ვინც ხარ laugh.gif

[quote]That same solar weather can affect us biologically. In fact carefully monitored statistics show that whenever there are active solar flares, motor accidents, hospital admissions for psychiatric disturbance and heart disease rise dramatically.[/quote]
ჰო, მერე? "ნახევარზეა" აქ საუბარი ან თუნდაც რაიმე საგრძნობ ნაწილზე (მესამედი, მეოთხედი და ა.შ.)? ან "psychiatric disturbance" ეს გაგიჟებაა? რომელმა მეცნიერმა გააიგივა ეს ორი რამ?

[quote]This is hardly surprising, since we are delicately balanced electronic tuners. We are, in effect, a collagen body acting like a liquid crystal system (just like the LCD display in your wristwatch).ეს მაშინ ხდება, როცა ჰოსპიტალს კიდევ აქვს საკომუნიკაციო რეზერვი. ამას მიუმატე ის, რომ ჰოსპიტალის ფუნქციონირებაც კი წყდება და, ყოველგვარი დიდი ფანტაზიური ნიჭის გარეშე, ადვილად დაასკვნი, რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. თუ გაქვს ამის შნო, შეგიძლია კონკრეტული კვლევებიც (სტატისტიკა) ნახო ამის რაობაზე.[/quote]
კი, სრულიად სწორია ის რაც აქ ხდება, მეტსაც გეტყვი, ხანდახან მთელი რეგიონები (დასავლეთში, აქ კი არა) გამოსულან მწყობრიდან "მზიური" მიზეზით, ერთი რომელიღაც ჰოსპიტალი კი არა........


[quote]მამა იობის ნათქვამს ასე მოგითარგმნი: 2013 წლისათვის, მეცნიერთა ვარაუდით, ფსიქიატრიული პრობლემების რიცხვი ძალიან გაიზრდება[/quote]
არ ვარგიხარ შენ თარჯიმნად no.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Sep 27 2011, 06:29 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



arcivi9
ციტატა
ისა და.......რომელი ხარ პატივცემულო სტუმარო? ეჭვი მაქვს რომ vano_t ხარ ფორუმ.გე-დან
დედუქციის უნარი გაქვს, შერლოკ ჰოლმს შეშურდება: გვერდით თემაში ჩემს პოსტს მივუთითე ფორუმ.გე-დან და ეტყობა ბევრი იფიქრე, რომ ეგ დასკვნა გაგეკეთებინა, არა?! biggrin.gif

ციტატა
ამ, სპეციფიკურ ბოღმაზე გეტყობა ვინც ხარ
აბა ენა გამოყავი და თქვი "აააა" biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Sep 27 2011, 03:57 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



guest1
ციტატა
დედუქციის უნარი გაქვს, შერლოკ ჰოლმს შეშურდება: გვერდით თემაში ჩემს პოსტს მივუთითე ფორუმ.გე-დან და ეტყობა ბევრი იფიქრე, რომ ეგ დასკვნა გაგეკეთებინა, არა?!

ვფიცავ ყველა ვორნს და ბანს რაც კი ფორუმ.გე-ზე მაქვს მიღებული რომ ჯერ ამ თემაში შემოვედი რადგან მე მეხებოდა და მერე ეკუმენიზმის თემაში tongue.gif


კიდევ რა მინდოდა დამეზუსტებინა: ჩემს მიერ მითითებულ ვიდეოში მამა იობი რომ ამბობს "რათქმაუნდა ეს ემთხვევა მამათა წინასწარმეტყველებებს" ეს რომელ წინასწარმეტყველებებზეა საუბარი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Sep 27 2011, 04:10 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



მამა თეოდორეს ეს ვიდეო მაგალითად სრულიად საწინააღმდეგო სულისკვეთებისაა ვიდრე მამა იობის ის ვიდეო რომელიც მე იმ თემაში დავდე, თქვენ რომლისა უფრო გჯერათ? მე ამისა a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Oct 3 2011, 08:45 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ციტატა(arcivi9 @ Sep 27 2011, 03:57 PM) *

guest1

ვფიცავ ყველა ვორნს და ბანს რაც კი ფორუმ.გე-ზე მაქვს მიღებული რომ ჯერ ამ თემაში შემოვედი რადგან მე მეხებოდა და მერე ეკუმენიზმის თემაში tongue.gif
კიდევ რა მინდოდა დამეზუსტებინა: ჩემს მიერ მითითებულ ვიდეოში მამა იობი რომ ამბობს "რათქმაუნდა ეს ემთხვევა მამათა წინასწარმეტყველებებს" ეს რომელ წინასწარმეტყველებებზეა საუბარი?

1) ვა? იქ შენც გაძლევდნენ ვორნებს და ბანებს? მე კიდევ მეგონა, იმ ფორუმის აფერისტი მუზიკანტი მოდერატორი მარტო მე მაძლევდა ბანებს - კათოლიციზმი და ეკუმენიზმი უყვარდა ძალიან და სიმართლესაც კი ვერ იტანდა ეგ თვალდაბნელებული, ეგა.

2) არ ვიცი, კერძეოდ რომელ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს მეუფე იობი, მაგრამ მაგ მეუფეს დიდ პატივს ვცემ - სულით გვრძნობ, მართალი და ალალი კაცია, სიმართლის მთქმელი. მასეთ ხალხს ვაფასებ და ღმერთმა გვიმრავლოს მასეთი ხალხი. აფერისტი ფსევდოგანათლებულები არ მევაესებიან.

3) ღმერთსა ვთხოვ პატიებას, მაგრამ არ მჯერა მე მამა თეოდორესი ზოგადად. იმედია ვცდები და ძალიან მინდა, ვცდებოდე. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შენ ახლა კონკრეტული მაგალითი მოიყვანე მამა თეოდორესი, რომელიც მეუფის ქადაგებშ ეწინააღმდეგება. არა. შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში კიდეც იყოს მართალი მამა თეოდორე - ეგე ყველაფერი რწმენის საკითხია და ვერავინ ვერიტყვის რომელია მართალი, სანამ 2012 წელი არ მოვა. უბრალოდ, ასე მკარნახობს "გუმანი" საერთოთოდ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 3 2011, 04:04 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Oct 4 2011, 10:09 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



guest1
ციტატა
იქ შენც გაძლევდნენ ვორნებს და ბანებს? მე კიდევ მეგონა, იმ ფორუმის აფერისტი მუზიკანტი მოდერატორი მარტო მე მაძლევდა ბანებს - კათოლიციზმი და ეკუმენიზმი უყვარდა ძალიან და სიმართლესაც კი ვერ იტანდა ეგ თვალდაბნელებული, ეგა

ფორუმზე სხვა განყოფილებაცაა გარდა რელიგიისა

ციტატა
არ ვიცი, კერძეოდ რომელ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს მეუფე იობი

საინტერესოა თვითონ თუ იცის, 2013 წელზე მე პირადად არსად, არცერთ რელიგიურ ფორუმზე (მათ შორის არც აქ), არცერთ სტატიაში აბსოლუტურად არაფერი შემხვედრია ამის მსგავსი და ამიტომ დავინტერესდი. მაგრამ რაკი ვერც აქ მპასუხობენ ეჭვი მაქვს რომ ასეთი წინასწარმეტყველება საერთოდ არც არსებობს

ციტატა
ღმერთსა ვთხოვ პატიებას, მაგრამ არ მჯერა მე მამა თეოდორესი ზოგადად

საინტერესოა, შეიძლება გავიგო კონკრეტულად რაში არ ეთანხმები? იმ ყბადაღებულ ზანგების ამბავზე თუ სხვა რამის გამო?

ციტატა
ეგე ყველაფერი რწმენის საკითხია და ვერავინ ვერიტყვის რომელია მართალი, სანამ 2012 წელი არ მოვა

2013

A.V.M
იქნებ შენ იცოდე რა წინასწარმეტყველებებზეა საუბარი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 4 2011, 10:18 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



arcivi9

ეთანხმები თუ არა ეპისკოპოსს ეს შენი უფლებაა და ერთი მხარეა, მაგრამ გთხოვ მოიხსენე იგი მისი შესაბამისი პატივით. არა მამა იობი, არამედ ეპისკოპოსი იობი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Oct 4 2011, 11:54 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



afxazi
ციტატა
მაგრამ გთხოვ მოიხსენე იგი მისი შესაბამისი პატივით. არა მამა იობი, არამედ ეპისკოპოსი იობი.

შენიშვნა მიღებულია, ისე "მეუფე იობი" თუ არის სწორი ფორმა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 5 2011, 12:11 AM
პოსტი #11


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Oct 5 2011, 12:31 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



A.V.M
ციტატა
და არც შევეკითხები მეუფეს საიდან გაიგე მეთქი

რატომ, არაა საინტერესო? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 5 2011, 12:37 AM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
რატომ, არაა საინტერესო?

არა ძმა!
ჩემთვის საინტერესო კია ეგ თემა,მაგრამ ლაპარაკს ვერიდები.
წმ.მამები იკავებდნენ ხოლმე თავს მეორედ მოსვლაზე საუბრისას.
წმ.იოანე ოქროპირი მცდარ დროს ვარაუდობდა ამ მოვლენას და...
მე რა უნდა ვთქვა?
როცა მოვკვდები მაშინ იქნება ჩემთვის განკითხვის დღე და ბოლო ჟამი.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს 2013 წლამდე იქნება ეს თუ იმის მერე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Nov 12 2011, 08:43 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



მცოდნე ხალხი ამბობს არაფერი საშიში არ მოხდება 2012 წელსო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th November 2025 - 11:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი