ტიხრული მინანქარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტიხრული მინანქარი |
ალექსანდრე |
Oct 26 2006, 01:57 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მოდით აქ ვისაუბროთ ტიხრულ მინანქარზე, საქართველოში უძველეს ხელოვნების დარგზე და მის გამოყენებაზე საეკლესიო ნივთებსა და ხატების შესამკობად
მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი განვითარების ისეთსავე მაღალ საფეხურზე იდგა, როგორზეც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის დამადასტურებლად მარტო ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა საკმარისი. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ., ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე. შ.ამირანაშვილის მოსაზრებით, მინანქრის ფერებში მანგანუმის შერევის შედეგად ხორცისფერს იღებდნენ. ქართული ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია; უძველესი VIII საუკუნით არის დათარიღებული; ეს არის კათალიკოსის გულზე დასაკიდი ჯვარი (დაცულია საქართვილოს ხელოვნების მუზეუმში), ამავე პერიოდს ეკუთვნის მთლიანად ტიხრული მინანქრით შესრულებული ენკოლპიონი. IX საუკუნისაა ვარძიის ხატზე დაცული მინანქრები, ხახულის ხატის რამდენიმე მინანქარი. ჯუმათის ორი ხატის მინანქრები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიქსაქსა სხვადასხვა კოლექციაში, მათგან 3 მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა. ხახულის ხატის ცენტრში ჩასმული იყო X საუკუნის მინანქრის ღვთისმშობლის გამოსახულება, ეს იყო ყველაზე დიდი ქართ. ტიხრული მინანქარი, რომელიც XIX საუკუნეში გაიტაცეს და ნაწილებად დაამტვრიეს. ახლა შემორჩენილია ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდის ნაწილი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული მინანქარია. ტიხრული მინანქრის ხელოვნება განსაკუთრებით X-XII საუკუნეებში აყვავდა. ტიხრული მინანქრის წარმოება საქართველოში, როგორც ჩანს, XV საუკუნეში შეწყდა. ამ საუკუნისაა ვარაუდით წმ. გიორგის ორი ხატი ( დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჯვარცმა ტიხრული მინანქრის სახელოსნო ''ლეგენდა'' www.enamelworld.com -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
შევრდომილი |
May 31 2007, 08:59 PM
პოსტი
#41
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
-------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
catherina_10 |
Jun 1 2007, 11:26 AM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
აღფრთოვანებული ვარ, ძალიან მომეწონა თოთოეული ნამუშევარი
უფალი გფარავდეთ და ძალა მოგცეთ რომ კიდევ დიდხანს გაგვახაროთ |
ალექსანდრე |
Jun 4 2007, 02:58 AM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
კვერთხი, რომელსაც ატარებს მღვდელმთავარი ნიშნად მწყემსმთავრული პატივისა.
დააკვირდებით ალბათ და ნახავთ რომ კვერთზე გველია გამოსახული. გველი - მრავალმხრივი სიმბოლოა. იგი არა მარტო ბოროტ ძალას განასახიერებს, არამედ ზოგ შემთხვევაში სიბრძნესაც. გველის თავი, სასულიერო იერარქების კვერთხზე, მიუთითებს სიბრძნესა და წინდახედულობაზე უფალი შეგვაგონებს: '' იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი და უმანკონი ვითარცა ტრედნი'' -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
gio todria batumi |
Jun 4 2007, 09:26 AM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 29-September 06 წევრი № 230 |
არ იცით ისეთი ადამიანი რომელსაც ბათუმში მოგვაწეობა სურს მინანქრის დარგში ))
-------------------- "როგორც სულის გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე"
|
serafita |
Jun 4 2007, 02:04 PM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 171 რეგისტრ.: 15-May 07 წევრი № 1,913 |
ალექსანდრე, დიდი მადლობა, ძალიან მომეწონა ყველაფერი.
-------------------- ''უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის''
|
ალექსანდრე |
Jun 4 2007, 04:47 PM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
კანდელი - მომცრო ჭურჭელი, ჩვეულებრივ მინისა, პატრუქით, რომელიც ზეთითაა ავსებული. გარედან შეიძლება მომინანქრებულიც იყოს სხვადასხვა ხატებით. მას ანთებენ ხატების, წმიდა ნაწილების, სხვა სიწმიდეების წინ, ტაძრის განსაკუთრებით წმიდა ადგილებზე - ტრაპეზზე და სხვა. კანდელის ნათელი სიმბოლოა თვალთშეუდგამი საღმრთო ნათელისა, ღვთაებრივი სწავლებით მოფენილი სულიერი ნათლისა, სულიწმიდის მადლისა, ღვთისადმი შეწირული ლოცვისა.
კანდელი დაუშრეტელი - ასე ეწოდება კანდელს განსაკუთრებით დიდი სიწმიდის (ხატის, წმინდათა ნაწილების) წინაშე, რომელიც მუდმივად ანთია. კანდელის აუცილებლობაც ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს "მოსემ დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ ..... აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა'' [გამ. 40, 24-25] ''სიონისთვის არა დავდუმნე და იერუსალიმისათვის არ დავაცადო, ვიდრემდისცა გამოვიდეს, ვითარცა ნათელი, სიმართლე ჩემი, ხოლო მაცხოვარებაი ჩემი, ვითარცა ლამპარი, აღენთოს'' [ეს. 62. 1] -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალექსანდრე |
Jun 5 2007, 04:46 AM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
foresti |
Jun 6 2007, 09:15 PM
პოსტი
#48
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 6-June 07 წევრი № 2,120 |
გაუმარჯოს --- მე ახალი ვარ როგორც ხედავთ დიდი ნიჭიერებით არ გამოვირჩევი მაგრამ მაინც არამისშავს მგონი.ხო მეც მინანქარს ვაკეტებ და აქ იმიტო შემოვედი თან მეც მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მრევლი ვარ.
ალექსანდრესთან მქონდა შეკითხვა მინანქრის ფერებს გამზადებულს ყიდულობ თუ ბუნებაში მოიპოვებ ნედლეულს და იმას ამუშავებ? ჯერ ფოტოები არ მაქ ჩემი ნამუშევრების(მინანქრის) მაგრამ მალე გადაუგებ და განახაებთ. მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი |
ალექსანდრე |
Jun 6 2007, 10:04 PM
პოსტი
#49
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
გაუმარჯოს --- მე ახალი ვარ როგორც ხედავთ დიდი ნიჭიერებით არ გამოვირჩევი მაგრამ მაინც არამისშავს მგონი.ხო მეც მინანქარს ვაკეტებ და აქ იმიტო შემოვედი თან მეც მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მრევლი ვარ. ალექსანდრესთან მქონდა შეკითხვა მინანქრის ფერებს გამზადებულს ყიდულობ თუ ბუნებაში მოიპოვებ ნედლეულს და იმას ამუშავებ? ჯერ ფოტოები არ მაქ ჩემი ნამუშევრების(მინანქრის) მაგრამ მალე გადაუგებ და განახაებთ. კეთილი იყოს შენი მაუსი ამ ფორუმზე ძალიან გამიხარდა კიდევ ერთი ტიხრული მინანქრის მოყვარული რომ შეემატა ამ ფორუმს ამჟამად მინანქარს არ ვაკეთებ, მაგრამ ჩვენს სახლოსნოში გამზადებულ საღებავებს ყიდულობდნენ, თუმცაღა უახლოეს მომავალში დაგეგმილი იყო რომ თვითონ დაემუშავებინათ ნედლეული P. S მთავარანგელოს მიქაელის რომელი ტაძრის მრევლი ხარ? -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Spekali |
Jun 7 2007, 12:34 AM
პოსტი
#50
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 4-December 06 წევრი № 629 |
|
foresti |
Jun 7 2007, 12:32 PM
პოსტი
#51
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 6-June 07 წევრი № 2,120 |
|
ალექსანდრე |
Jun 7 2007, 02:23 PM
პოსტი
#52
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ასეთი აზრი გამიჩნდა, რომ ამ ფორუმის დაარსების ერთი წლის თავთან დაკავშირებით მოგვეწყო გამოფენა სადაც ფორუმელები თავიანთ შემოქმედებებს გამოფენენ, კარგი იქნება თქვენც თუ მიიღებთ მონაწილეობას
foresti ციტატა ისე ეხლა მივდივარ მინანქარზე სამუშოდ და მერე განახებთ.ფოტოებია ცუდი ხარისხი ტელეფონით ვიგებ და.... კარგი დაველოდებით სხვა ნამუშევრებსაც -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
foresti |
Jun 7 2007, 09:54 PM
პოსტი
#53
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 6-June 07 წევრი № 2,120 |
აი ესეც ახალგაკეთებული. თუ რათქმაუნდა რამე გაარჩიეთ ფოტო არ ვარგა ისე ამხელა ფოტოებს როგორ დებთ დავიჯერო ეგენი 50 კილობაიტია?
მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი |
ANNI |
Jun 7 2007, 10:27 PM
პოსტი
#54
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,125 |
დალინ კაგი ნამუშევრები გაქვს მომეცონა სხვათაშორის ამ დგეეში მინდოდა მინამკრის ჯვრების დათვალიერება გაიხარე ცინსვლას გისურვებ
|
ილია |
Jun 13 2007, 12:13 AM
პოსტი
#55
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
-------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
forest |
Jun 18 2007, 11:16 PM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 142 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,233 |
ეს ჩემი ნამუშევარია და რას იტყვით?
-------------------- ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის.............
|
Spekali |
Jun 28 2007, 01:03 PM
პოსტი
#57
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 4-December 06 წევრი № 629 |
მარადიული ფერადოვნება
http://www.enamelworld.com მოსკოვის 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინაციების ჯილდოები და მთავარი პრიზი "წმ.გიორგი" სახელოსნო "ლეგენდა"-ში დამზადდა. |
forest |
Jun 30 2007, 09:22 PM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 142 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,233 |
სად არის ეს სახელოსნო ლეგენდა? თბილის შია?
-------------------- ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის.............
|
ნათია |
Jun 30 2007, 09:54 PM
პოსტი
#59
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
მიხარია ასეთი ხელოვანი ხალხი რომ გვყავს ფორუმზე
წარმატებებს გისურვებთ ! -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ალექსანდრე |
Jul 1 2007, 05:12 AM
პოსტი
#60
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
სად არის ეს სახელოსნო ლეგენდა? თბილის შია? თბილისშია სწორედ მანდ შევისწავლე მინანქრის ხელოვნება -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th June 2024 - 12:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი