IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან, პატრიარქის ქადაგება
იოანა
პოსტი May 21 2007, 01:39 PM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"[3],

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5].

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ.


_________________________________________

1 მესიისა , 2 რათა , 3 დღჲ , 4 დღეჲ , 5 მამისაჲთა , 6 ას ოთხი , 7 ას ოთხი ესე წელი, და ... (ზოგიერთ ხელნაწერში ასეთი ვარიანტებიც გვხვდება)



უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი...

უამრავი საიდუმლოებით არის მოცული ადამიანი. ბევრი რამ არ ესმის მის გონს, ბევრს ვერ გრძნობს მისი გული. მაგრამ ადამიანი არის ხატება ღვთისა, არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა. კურთხეულია ქართველი ერი, საქართველო. ღვთის მადლითაა კურთხეული ქართული ენა.

დიდი საიდუმლოებით მოცულია სიტყვები, რომელიც გადმოგვცა ჩვენმა დიდმა წინაპარმა იოანე-ზოსიმემ. ამ სიტყვებში სწერია:

დამარხულ არს ენაჲ ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად,
რაჲთა ყოველსა ენასა
ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ
მძინარე არს დღესამომდე,
და სახარებასა შინა ამას ენასა
ლაზარე ჰრქჳან!


ვინ დააკავშირა ერთმანეთთან მართალი ლაზარე და საქართველო? რა არის საერთო ლაზარესა და ქართულ ენასა შორის? ვინ იყო ლაზარე?

ჩვენ ვიცით, რომ ლაზარე იყო ძმა მართასი და მარიამისი. ვიცით ისიც, რომ ლაზარე ცხოვრობდა ბეთანიას, რომ იგი უყვარდა მაცხოვარს. და აი, ამცნეს მაცხოვარს, რომ ლაზარე ავადაა...

„უფალო, აჰა, რომელი იგი გიყუარდა, სნეულ არს“. (იოანე 4, 3)

„ვითარცა ესმა ესე იესოს, თქუა: ესე უძლურებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მისგან“ (იოანე 11, 4). და არ ჩქარობს მაცხოვარი წასვლას. რატომ? იმიტომ, რომ უნდა მოხდეს უდიდესი სასწაული - ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა. ამან კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, თუ ვინ არის მაცხოვარი. ბოლოს იგი მაინც ემზადება ბეთანიას წასასვლელად. სულ რამდენიმე დღის წინ ებრაელები მას უმუქრებოდნენ სიკვდილით და მოციქულები სთხოვენ, არ წავიდეს იქ. „მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა?“ (იოანე 11, 8).

და აი, ამ დროს თომა მოციქული (ვისი თავის ქალაც, როგორც დიდი სიწმიდე, ჩვენს სიონის ტაძარში ასვენია) მიმართავს მოციქულებს და ეუბნება: „წავიდეთ და ჩვენც მოვკვდეთ მასთან ერთად“.

შეხედეთ თომას, რომელსაც უწოდებენ ურწმუნოს, რომელიც თითქოს შეორგულდა იესო ქრისტეს აღდგომაში! ეს თომა მიდის იუდეაში, რომ მასთან ერთად მოკვდეს. შემდეგ მოდის ხმა ბეთანიიდან, რომ ლაზარე მოკვდა. მაცხოვარი მიმართავს მოციქულებს და ეუბნება - „ლაზარემ დაიძინა“. მოციქულები ვერ ჩაწვდნენ მაცხოვრის სიტყვების აზრს და პასუხობენ: „ლაზარემ თუ დაიძინა, ის განიკურნება, უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხოვნდეს“ (იოანე 11, 12). ისინი გულისხმობდნენ, რომ ძილი არის ნიშანი ჯანმრთელობისა; მაგრამ მაცხოვარი ამბობდა სხვა ძილზე - სიკვდილზე.

და წავიდა ბეთანიას უფალი. მაშინ მიეგება მას ტირილით ლაზარეს დაჲ მართა და უთხრა: - „უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი“ (იოანე 11, 21) შენ რომ აქ ყოფილიყავ, ჩემი ძმა არ მოკვდებოდაო. მაცხოვარს სურს, ჩაუნერგოს მართას რწმენა და ეუბნება მას: - გრწამს, რომ მე შემიძლია აღვადგინო ლაზარე? გრწამს, რომ მე ვარ ქრისტე? - „ჰე, უფალო, მრწამას, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა, მომავალი სოფლად“. - პასუხობს მას მართა. - „ჰრქუა მას იესუ: აღსდგეს ძმაჲ შენი.

ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა.

რქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომა და ცხოვრებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღა-თუ-კუდეს, ცხოვნდესვე.

და ყოველი, რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე - გრწამს ესე?

ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად.“ (იოანე 11, 23-27).

მაცხოვარი შედის ბეთანიას. მას ხვდება მეორე დაჲ ლაზარესი - მარიამი; ისიც ტირილით, ისიც ამავე სიტყვებით, შენ რომ აქ ყოფილიყავ, ლაზარე არ მოკვდებოდაო. მაცხოვარი მიდის ლაზარეს საფლავთან. ის უკვე შესვენებულია გამოქვაბულში, საფლავზე მიდგმულია ქვა. არავითარი ნიშანი არ ჩანს ლაზარეს სიცოცხლისა, მაცხოვარს ეუბნებიან, რომ ლაზარე არის ოთხი დღის მკვდარი და უკვე ყარს. ამ დროს უფალი იესო ქრისტე მიმართავს მამაზეციერს. - მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი, და შემდეგ დიდი ხმით დაუძახებს: - „ლაზარე, გამოვედ გარე“. მართლაც წამოდგა ლაზარე და გამოვიდა, გამოვიდა შეკრული, მიცვალებულის სამოსელით შემოსილი. მაცხოვარმა უბრძანა, რომ მოეხსნა ეს სამოსელი. ლაზარე აღდგა, ლაზარე გაცოცხლდა. „და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელითა და ფერხითა სახუეველითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდეს“ (იოანე 11, 43-44). და ცნობილია ისტორიიდან, რომ ლაზარე შემდეგ ყოფილა კრიტეს ეპისკოპოსი და იქვე გარდაიცვალა.

მე მქონდა ბედნიერება, როცა გახლდით იერუსალიმში, მივსულიყავი იმ ადგილზე, სადაც იყო დასვენებული ლაზარე. თაყვანი ვეცი იმ წმიდა ადგილს, სადაც უფალმა წარმოთქვა კურთხეული სიტყვები: - „ლაზარე, გამოვედ გარე“. ამას გვაუწყებს დღევანდელი სახარება. მაგრამ ამასთან ერთად, დღეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული - ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ.

„სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“.

ვინ იყო ის ჩვენი დიდი წინაპარი, ის კურთხეული ადამიანი, რომელსაც გამოუცხადა უფალმა, რომ „სახარებასა შინა ქართულსა ენასა ლაზარე ჰრქვიან“? ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი. იოანე-ზოსიმე, რომლის ხელნაწერითაც ამ ლექსმა, ამ საოცარმა სიტყვებმა ჩვენამდე მოაღწია, იყო მხოლოდ გადამწერი. ხოლო ავტორი, ვისაც გამოეცხადა ეს უდიდესი საიდუმლო, არ ვიცით. ვინ წარმოშვა ქართული ენა? ქართველმა ერმა წარმოშვა ქართული ენა, თუ ქართულმა ენამ წარმოშვა ქართველი ერი? ღვთის კურთხევით მათი შობა ერთად მოხდა. წარმოიშვა ქართული ენა და წარმოიშვა ქართველი ერი.

„და ესე ენაჲ
შემკული და კურთხეული
სახელითა უფლისაიჲთა,
მდაბალი და დაწუნებული,
მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“.


რატომ მოელის? ეს ხომ არის ენა „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა“... მაშ რატომღა სწერია, „მდაბალი და დაწუნებული“? ღვთის კურთხევით, ეს არის შემკული და კურთხეული, მაგრამ ვის მიერ არის დამდაბლებული და დაწუნებული? - მტრების მიერ, რომელნიც უძლურნი არიან საქართველოს წინაშე, უფრო სწორად, ღვთის კურთხევის წინაშე, რადგან მარჯვენა ღვთისა ჩვენს ქვეყანაზეა გადაფარებული, ჩვენს ერზეა და ეს მარჯვენა ლოცავს ქართულ ენას. რატომ მოელის ის „დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა“? იმიტომ, რომ მეორედ მოსვლის დროს უფალი ამით ენითა განსჯის ქვეყანას.

ჩვენ ვიცით, რომ მეორედ მოსვლის წინ დაეცემა სარწმუნოება; დაეცემა ზნეობა, აღარ იქნება სიყვარული. იქნება მტრობა, ღალატი. იშვიათად ნახავს ადამიანი ჭეშმარიტ მორწმუნეს. და აი, იმ დროისათვის, იმ სულიერი დაცემის დროისათვის, როცა თითქოს არავითარი სიკეთე აღარ ჩანს ქვეყანაზეო, რომ იფიქრებ, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის წინასწარმეტყველებით, ვისი საოცარი, სასწაულმოქმედი ხატიც ივერონის მონასტერში, ათონზე ქართველმა ბერებმა ზღვიდან ამოასვენეს, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად ცნობილია და ჩვენ ვიცით, რომ X საუკუნეში ყოველივე ეს ხილვით ეუწყათ წმიდა მამებს ივერონის ქართველთა სავანეში; როცა მთელი ქვეყანა დაკარგავს რწმენას, სიყვარულს, სათნოებას, საქართველო გაბრწყინდება სარწმუნოებით, სიყვარულით, სიწმინდით, და როგორც ჯილდო, მიეცემა უფლება, რომ ქართული ენითა ამხილოს უფალმა მთელი ქვეყანა. აი, მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას ეს სიტყვები. მეორედ მოსვლის ჟამს, უფალი ამხელს ქვეყანას ქართული ენით.

იმის შემდეგ, როცა ცნობილი გახდა ეს დიდი საიდუმლო, იმის შემდეგ, როცა უფალმა გამოუცხადა ჩვენს წინაპარს, რომ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“, იგი ზეიმობდა ქართული ენის დღესასწაულს - ლაზარეს შაბათს. მაგრამ ქვეყნის ავბედობამ, მისმა მძიმე წარსულმა წაშალა ეს კურთხეული და წმიდა ტრადიცია. დღეს კვლავ დადგა ჟამი და აღვადინეთ ეს დღესასწაული.

ღმერთმა დალოცოს ღვთივკურთხეული ქართველი ერი და ქართული ენა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი წინაპრები, - შოთა, სულხან-საბა, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, გოგებაშვილი და სხვანი, რომელნიც მძიმე ჟამს იცავნდნენ და ინახავდნენ ქართულსა ენას. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, ღმერთმა გააძლიეროს და აკურთხოს ქართული ენა, ამინ.

ლაზარეს შაბათი
13(26) აპრილი


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
4 გვერდი V « < 2 3 4  
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(60 - 69)
ზებედე
პოსტი Jul 24 2007, 04:19 AM
პოსტი #61


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 23 2007, 09:45 AM) *

საწყალი პატრიარქი, ღამეები არ დაეძინება biggrin.gif


როგორც მახსოვს ამ საკითხში არც შენ ეთანხმები პატრიარქს biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 24 2007, 04:00 PM
პოსტი #62


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ზებედე @ Jul 24 2007, 04:19 AM) *

როგორც მახსოვს ამ საკითხში არც შენ ეთანხმები პატრიარქს biggrin.gif



პატრიარქს რომ ვკითხავ პირადად, რას გულისხმობს ივერიის გაბრწყინებაში - თუ არ დავეთანხმე - პირველი შენ მოგახსენებ biggrin.gif

მე არ ვეთანხმები ეთნოფილეტიზმის პოზიციას რელიგიურ სფეროში, რისი ნიშნები ნამდვილად არის ჩვენს ეკლესიაშიც, მაგრამ ამას მრავალი მიზეზი აქვს და არ ვიცი რამდენად მიიღო მან ეთნოფილეტიზმის ის სახე, რომელიც დაგმობილია კრების მიერ...ასე, რომ სანამ ერესად არ გაფორმებულა უნდა ვთქვათ,რაც არის სწორი და ახლა ვინ როგორ ფიქრობს - ეს რთული საკითხია...აგერ კაიროსის ვარიანტი ჩემთვის მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს და რა? მასაც ვეწინააღმდეგები? არა, ჰოდა თუ პატრიარქი ამბობს, რომ ივერია გაბრწყინდებაო - საკითხავია რა იგულისხმება ამაში...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 24 2007, 11:48 PM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



მე ცოტა ძველ ფოსტებს გამოვეხმაურები,შტაინერი პირველად ვინც წაიკითხა უმრავლესობა ვინც ვიცი (არც თუ ცოტა)შტაინერისტად თვლიდა თავს,განსაკუთრებით ისინი ვინც ღვთისმეტყველებაში არც თუ ისე ღრმად იყვნენ ჩახედულები,მაგრამ გადის დრო ადამიანი იზრდება სულიერად ეცნობა მართლმადიდებლობას და ხვდება რომ შტაინერისტობა ცოტა სირცხვილიც კი შეიძლება იყოს!ამას ხანგრძლივი კომუნისტური უღმერთობაც უწყობდა ხელს ამიტომ ვაპატიოდ ძველი ეპოქის ხალხს ეს გატაცება მით უმეტეს თუ სასულიერო პირებმა ეს შეძლეს!ეს ერთი ეხლა მეორე ნუ დავეყრდნობით ბატონო ზვიად გამსახურდიას მოსაზრებას და წმინდა მამების ვიწამოთ!მეტი ღვთივკურთხევა რა გინდა როცა თვით უფლის დედას შეხვდა საქართველო გასანათლებლად!ზებ იმაში გეთანხმები რომ მარტო საქართველო არაა ღვთივკურთხეული ათონის მთაც დედა ღვთისმშობლის მფარველობაშია და კიევ-პეჩორის ლავრაც ეჰ არადა მთელი ქვეყნიერება განა მის მფარველობაში არ ვართ?!

ივერიის გაბრწყინებას უფრო და უფრო ვიგრძნობთ ცოდვილი სამყაროს ფონზე! (იმედია არ დავეცემით)


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 28 2007, 10:16 PM
პოსტი #64


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



იოანა! ვერ გადამირჩები! biggrin.gif

აქ მარტო ქადაგება არ არის, ეს არის იოანე ზოსიმესეული ტექსტის ახსნა პატრიარქის ქადაგების მეშვეობით, შემდეგ კი ზოგადად მეორედ მოსვლაზე საუბარი. ასე რომ, საყვარელო, გადმოაცუნცულე ეს თემა იმ თემაში ამ სათაურის ქვეშ და სხვა სტატიებსაც მოგიძებნი და დაგიდებ ამ ნაწარმოების ირგვლივ...
არა რა, დაუჯერეთ ხანდახან ფილოლოგებს, თორემ...

biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Oct 28 2007, 10:36 PM
პოსტი #65


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 28 2007, 11:16 PM) *

იოანა! ვერ გადამირჩები! biggrin.gif

აქ მარტო ქადაგება არ არის, ეს არის იოანე ზოსიმესეული ტექსტის ახსნა პატრიარქის ქადაგების მეშვეობით, შემდეგ კი ზოგადად მეორედ მოსვლაზე საუბარი. ასე რომ, საყვარელო, გადმოაცუნცულე ეს თემა იმ თემაში ამ სათაურის ქვეშ და სხვა სტატიებსაც მოგიძებნი და დაგიდებ ამ ნაწარმოების ირგვლივ...
არა რა, დაუჯერეთ ხანდახან ფილოლოგებს, თორემ...

biggrin.gif


არა, მაინც ვერ ვხვდები რა უნდა ამ თემას ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში? fiqri.gif

სინტაქსურად გაარჩიეთ მაგ განყოფილებაში წინადადებები.
ზმნას მე გაგირჩევა თუ გამახსენდა, ხომ იცი როგორ მიყვარდა viannen_79.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 28 2007, 10:52 PM
პოსტი #66


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(იოანა @ Oct 28 2007, 11:36 PM) *

არა, მაინც ვერ ვხვდები რა უნდა ამ თემას ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში? fiqri.gif

სინტაქსურად გაარჩიეთ მაგ განყოფილებაში წინადადებები.
ზმნას მე გაგირჩევა თუ გამახსენდა, ხომ იცი როგორ მიყვარდა viannen_79.gif

ნუ ხარ შენ გაუმაძღარი, მომეცი თემა, გელაპარაკები mad.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha_kartveli
პოსტი Dec 13 2007, 12:13 AM
პოსტი #67


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 23-September 07
წევრი № 2,821



ციტატა
ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან, პატრიარქის ქადაგება

იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის" მრავალნაირი გააზრება არსებობს, ჩემი აზრით მასში უთუოდ დიდი რაოდენობითაა ასახული იმ დროინდელი იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც საქართველო ყალიბდებოდა "ახალ რომად" საჭირო იყო ენობრივი საკრალიზაციაც, რითაც ქართული ენა წარმატებით შეუპირისპირდებოდა ლათინურსა და ბერძნულს.
ისე, ქართული ენა მართლაც საოცრებაა და ქართულ ანბანშიც ძალიან დიდი საიდუმლოებაა ჩადებული.


--------------------
წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shengela
პოსტი Dec 18 2007, 01:26 PM
პოსტი #68


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 13-December 07
წევრი № 3,411



უფალმან ძალი ერსა თვისა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვის მშვიდობით!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Dec 24 2007, 03:13 AM
პოსტი #69


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 23 2007, 12:45 PM) *

საწყალი პატრიარქი, ღამეები არ დაეძინება biggrin.gif

smile.gif კანუდოსა თავის ჩვეულ იუმორს არ ღალატობს... biggrin.gif


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
RKO
პოსტი Dec 24 2007, 02:09 PM
პოსტი #70


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 22-December 07
წევრი № 3,452



Misha_kartveli
ყველა ენა საოცრებაა, და იქნებ მოგვახსენო რა საიდუმლოებაა ენაში, თუნდაც ქართულში ჩადებული?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 01:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი