IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზები, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
შოთაძე
პოსტი Oct 5 2007, 03:18 AM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზების საღვთისმეტყველო გააზრება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

...
მოყვასისადმი აგესია ბოროტებაა და იგი მარტო ქართული საზოგადოების საწუხარი არ არის. ამ მხრივ დღეს მთელ მსოფლიოს, არა მარტო ისლამურ აღმოსავლეთს, არამედ "ქრისტიანულ" დასავლეთსაც უჭირს. ამას მრავალი გარე, თავსმოხვეული, ობიექტური, მაგრამ ასევე შინაგანი ობიექტური მიზეზები აქვს. რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური მიზეზებიც.

სუბიექტურ მიზეზთა შორის უმთავრესი საზოგადოებისა და ხელისუფალთა მიერ იმ ჭეშმარიტების ნებით თუ უნებლიეთ უარყოფაა, რომელიც ღაღადებს: არის ღმერთი !!! მან შექმნა და განაგებს სამყაროს და აქვს საკუთარი გეგმა არა უბრალოდ სამყაროსადმი, არამედ უპირველესად ადამიანისადმი. ამ საკითხების უგულებელყოფა სამყაროში და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებში იწვევს მთელ რიგ დამახინჯებებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებული აგრესიის გარე და შინაგან ობიექტურ მიზეზებად იქცევიან. ხოლო ეს შინაგანი ობიექტური მიზეზები ისეთია, რომ ადამიანთა მხრიდან ძალისხმევის მიუხედავად, მათი მოშორება ვერ ხერხდება.

ამგვარ მიზეზთა წყარო ადამიანის დაცემული, დაზიანებული, ანუ ღმერთს დაცილებული ბუნებაა და ამგვარი ყოფა თავად ადამიანის არჩევანია(ადამის მიერ ღვთის შეგნებული უარყოფა). ამ დაცემულობის, ღვთისაგან დაშორებულობის გამო ადამიანის სულში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც გარეგან იურიდიულ ნორმებს და სახელმწიფო სამართალს არ ექვემდებარებიან. მაგრამ სწორედ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა განაპირობებს მის ქცევას საზოგადოებაში. თუ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა კეთილია, მისი გარეგანიც კეთილია; ხოლო თუ შინაგანი მდგომარეობა უკეთურია, გარეგანიც შესაბამისი იქნება; და ამ შემთხვევაში ადამიანზე ზემოქმედების ყოველი გარე სამართლებრივი საშუალებანი უძლური და უშედეგო იქნება.

სახელმწიფო, სამოქალაქო სამართალი ვერ დაინახავს და ვერც აუკრძალავს ადამიანს სიამაყეს, შურს, ეგოიზმს, ანგარებას, არაწმიდა ცხოვრებას... დიახ, ადამიანი ამგვარია, ასეთად რჩება და ეს მისი შინაგანი ობიექტური მდგომარეობაა, რომელსაც ვერც თავად ადამიანი და ვერც ვერანაირი თანამედროვე განათლების სისტემა ვერ შეცვლის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარადიული, უსასრულო განვითარებისათვის შექმნილი ადამიანი, ვერ ხედავს რა თავის უკვდავებას(ეს სუბიექტური მიზეზია, რამეთუ ადამიანი თავისი ნებით იბრმავებს თავს), გამოკეტილია სამგანზომილებიან სივრცეში, სადაც ყოველივე წარმავალია.

ეს სამყარო არ არის გათვლილი სრულყოფილი ბედნიერებისათვის. მას(ამ სოფელს) ღვთისაგან სულ სხვა დანიშნულება აქვს მინიჭებული, მაგრამ ღმერთს დაცილებული ადამიანი ამ სამ განზომილებაში არარსებულს ჯიუტად ეძებს... და ვერ პოულობს.

ცრუ, არარსებულ ბედნიერებას გამოდევნებული, სიამაყით, შურით, ეგოიზმით, ანგარებით, არაწმინდებით აღვსებული ადამიანი სხვა ადამიანს, უკეთეს შემთხვევაში, მომხმარებლურად უყურებს, ხოლო უარეს შემთხვევაში, საკუთარი ბედნიერებისთვის ხელის შემშლელად, ღირსების შემლახველად, ანუ მტრად. ასე ჩნდება უფლის მიერ მკვლელობის ცოდვას გატოლებული, ადამიანისადმი მიმართული მრისხანების ცოდვა, რომელიც ხშირად გარეგან აგრესიაში იღვრება.

ე.ი. მეტად არასახარბიელო სურათია: სამ განზომილებაში(ამ სამყაროში) გამოკეტილი, ერთმანეთისადმი მომხმარებლურად განწყობილი და დროის სწრაფი დინების გამო სასოწარკვეთილი საზოგადოება უსიყვარულობას ურთიერთაგრესიაში ავლენს. და რადგან ადამიანს არ შეუძლია შეცვალოს ყოველივე ამის ობიექტური მიზეზები(ამ სამყაროს შემოსაზღვრულობა და შინაგანი დაცემულობა, ანუ ღმერთს დაცილებულობა), მდგომარეობა გამოუვალია ... მაგრამ...

მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური არსება. იგი, უპირველესად, ღვთის ხატია. ანუ მან(ადამიანმა) უნდა გააცნობიეროს, რომ არის ღმერთი, სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედი, რომელსაც ძალუძს თავისი დაცემული ხატის უიმედო მდგომარეობიდან გამოყვანა. უფალმა ყველაფერი გააკეთა ადამიანის გადარჩენისათვის: იგი მოვიდა ადამიანად, ჩვენთვის იღვაწა და ამაღლების(ანუ ადამიანური ბუნების ამ სამყაროს ტყვეობიდან გაყვანის და ღვთაებრივ წიაღში შეყვანის, განღმრთობის) შემდგომ თავის საქმის გამგრძელებლად ეკლესია დაგვიტოვა.

ეკლესიას(რომელიც ღვთისაგან უფლებამოსილი ორგანიზმია) ხელეწიფება როგორც მთელი სამყაროს, ისე ჩვენი საზოგადოების გათავისუფლება არა მარტო აგრესიის, არამედ ყველა ცოდვისაგან.

ამისათვის ეკლესია თავისი მადლმოსილებით ყოველ კონკრეტულ ადამიანს განწმენდს შინაგანად. ე.ი. ეკლესია წმენდს, აჯანსაღებს თითოეულ ადამიანს, ხოლო განახლებულ ადამიანთა ერთობა ჯანსაღ საზოგადოებას ქმნის.

ადამიანმა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს თავისი გასაჭირი და ეკლესიას, როგორც ერთადერთ მკურნალს, სახელმწიფოში მოქმედების შესაძლებლობა მისცეს.

ეკლესიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იმოქმედოს, იღვაწოს ყველგან, სადაც სახელმწიფო აღმზრდელობით მუშაობას ეწევა(ან უნდა ეწეოდეს). კერძოდ: საგანმანათლებლო, პენიტენციალურ სისტემებში, ძალოვან სტრუქტურებში, საკანონმდებლო ორგანოში...

სხვაგვარად საზოგადოება ვერ გაჯანსაღდება, მდგომარეობა არ გამოსწორდება; მეტიც, იგი(მდგომარეობა) გამოუვალია...

ქრისტეს ეკლესია ღვთაებრივი ენერგიის მატარებელია, იგი მუდმივ მოქმედებაშია, ღვთის სიტყვას ანუ ჭეშმარიტებას ახმოვანებს...

"ვისაც ყური აქვს სასმენლად, ისმინოს..."


მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე"
№ 15(76) 26 ივლისი - 8 აგვისტო; გვერდი 46.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 39)
მარიამი
პოსტი Oct 6 2007, 12:02 AM
პოსტი #21


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



სერგი
ალბათ გაგიხარდება და, მამა თეოდორეს ქადაგებების 6 თუ 7 დისკი იყო გამოსული რამდენიმე თვის წინ. შეიძლება კიდევ დაემატა. ასე რომ, წინ ბევრი სიამოვნება გელოდება smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Oct 6 2007, 12:03 AM
პოსტი #22


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



მარიამ ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს ისე როგორც შენ მე გამახარე , ვეცდები რაც შეიძლება მალე მოვიძიო


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 6 2007, 12:04 AM
პოსტი #23


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(სერგი @ Oct 6 2007, 01:03 AM) *

მარიამ ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს ისე როგორც შენ მე გამახარე , ვეცდები რაც შეიძლება მალე მოვიძიო

ჯვართამაღლების ეკლესიაში იყიდება, ბახტრიონზე. მგონი 5 ლარი ღირს თითო.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Oct 6 2007, 12:06 AM
პოსტი #24


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



მადლობ მარიამ ღმერთმა დაგლოცოს


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 6 2007, 12:07 AM
პოსტი #25


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(სერგი @ Oct 6 2007, 01:06 AM) *

მადლობ მარიამ ღმერთმა დაგლოცოს

გაიხარე smile.gif

რამდენიმე მეც უნდა მქონდეს და შემიძლია გადაგიწერო. ოღონდ ჯერ მოვძებნი და მერე ზუსტად გეტყვი. როგორც მახსოვს, სამსახურში მაქვს.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Oct 6 2007, 12:07 AM
პოსტი #26


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



სერგი

სერგი სკაიპში იქნებ შემოხვიდე რა smile.gif მე დაგამატე უკვე ლისტში
smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Oct 6 2007, 12:11 AM
პოსტი #27


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



იქ ვარ


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Oct 6 2007, 12:33 AM
პოსტი #28


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083





ჩამოტვირთეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Oct 6 2007, 12:39 AM
პოსტი #29


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



გიორგი აგიტვირთავ ჯერჯერობით ჩემო კარგებო თუ მოვიცალე და შევძელი მეც მივეხმარები შემდეგში


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Oct 6 2007, 12:50 AM
პოსტი #30


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ჩამოტვირთეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 6 2007, 01:01 AM
პოსტი #31


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



თათარაშვილი
სათაურები მიაწერე ხოლმე, რაზეა ქადაგება. მგონი აჯობებს


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Oct 6 2007, 01:15 AM
პოსტი #32


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(მარიამი @ Oct 6 2007, 01:01 AM) *

თათარაშვილი
სათაურები მიაწერე ხოლმე, რაზეა ქადაგება. მგონი აჯობებს


მარ დიდი ბოდიში მაგრამ მე რაც გამომიგზავნა სერგიმ სახელები არ აწერია sad.gif


ამ ქადაგებაში ბევრ რამეზე საუბრობს... განკითხვაზე,ნაყროვანებაზე,მა
რხვაზე და ა.შ.

ჩამოტვირთეთ - განკითხვაზე,ნაყროვანებაზე,მა
რხვაზე და ა.შ.


დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ანტიქრისტეზე და ბოლო ჟამზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Oct 6 2007, 09:45 AM
პოსტი #33


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



ჩემო კარგებო, ხვალე (ან ზეგ) მთელ 2-ვე დისკს აგიტვირთავთ თავის სათაურებითურთ და რავიცი კიდევ რასაც ინებებთ....

პ.ს. გუშინ ისე მეძინებოდა დამავიწყდა გიორგისთვის სარჩევის გაგზავნა smile.gif


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Oct 6 2007, 11:17 AM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



ძალიან საინტერესოა smile.gif
სერგი დიდი მადლობა smile.gif

თათარაშვილი ---შენც ასევე smile.gif



--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 6 2007, 06:22 PM
პოსტი #35


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ერთი რამეს მიაქციეთ ყურადღება: როდესაც დებთ ამონარიდს, ამ შემთხვევაში მამა თეოდორეს ქადაგებაა, დაურთეთ კომენტარიც, რადგან მხოლოდ ამონარიდის კოპირება ძალიან გაურკვეველ სიტუაციას წარმოშობს. აქ ძალიან ხშირია ასეთი რამ, როდესაც იდება სტატია, და მორჩა, თემის ავტორი მის შესახებ არაფერს ამბობს...
ჩემი აზრით მხოლოდ სტატიის დაკოპირება თემის არაკონკრეტულობის საწინდარია და იქ გამართული დიალოგი იოლად შესაძლებელია ასცდეს დაკოპირებულ ტექსტში გატარებულ ძირითად აზრს.
მე გთავაზობთ გამოსავალის სახით, როდესაც რაიმე ტექსტს აკოპირებთ, მიანიშნეთ ხოლმე თუ რაზე უნდა ვისაუბროთ, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ნუ სტატია რომ კარგია და უბრალოდ სასარგებლოა მისი წაკითხვა ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან როგიორც ვხედავთ ყოველთვის არ არის ისე, რომ ყველა ეთანხმებოდეს ამ სტატიას, სწორედ ამიტომ დავწეროთ ხოლმე ის ძირითადი ფაბულა რის გარშემმოც უნდა გაიმართოს დიალოგი.
იმედია მიმიხვდით რისი თქმაც მინდოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Oct 6 2007, 06:54 PM
პოსტი #36


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(დათიკო @ Oct 6 2007, 06:22 PM) *

ერთი რამეს მიაქციეთ ყურადღება: როდესაც დებთ ამონარიდს, ამ შემთხვევაში მამა თეოდორეს ქადაგებაა, დაურთეთ კომენტარიც, რადგან მხოლოდ ამონარიდის კოპირება ძალიან გაურკვეველ სიტუაციას წარმოშობს. აქ ძალიან ხშირია ასეთი რამ, როდესაც იდება სტატია, და მორჩა, თემის ავტორი მის შესახებ არაფერს ამბობს...
ჩემი აზრით მხოლოდ სტატიის დაკოპირება თემის არაკონკრეტულობის საწინდარია და იქ გამართული დიალოგი იოლად შესაძლებელია ასცდეს დაკოპირებულ ტექსტში გატარებულ ძირითად აზრს.
მე გთავაზობთ გამოსავალის სახით, როდესაც რაიმე ტექსტს აკოპირებთ, მიანიშნეთ ხოლმე თუ რაზე უნდა ვისაუბროთ, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ნუ სტატია რომ კარგია და უბრალოდ სასარგებლოა მისი წაკითხვა ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან როგიორც ვხედავთ ყოველთვის არ არის ისე, რომ ყველა ეთანხმებოდეს ამ სტატიას, სწორედ ამიტომ დავწეროთ ხოლმე ის ძირითადი ფაბულა რის გარშემმოც უნდა გაიმართოს დიალოგი.
იმედია მიმიხვდით რისი თქმაც მინდოდა.

ეს სტატია იმიტომ დავცერე რომ ყველას დაენახა რომ ახალგაზდობაში ანუ სკოლის მოსწავლეებისთვის აუცილებელია სახვთო სჯულის შეტანა და ეკლსიური ცხოვრებით ცხოვრება ასევე მე დავწერე უწმინდესის ქადაგევაც რომ აუცილებელია ეკლესია ჩაერიოს და ეკლესიურად აღვზარდოთ მოზარდები და იმიტომ დავწერე რომ საერო ადამიანის ნათქვამი და დაწერილს იმდენი ყურადგება არ მიაქციეს რამდენსასაც საეკლესიო პირის, თუ გაქვთ ჩემი პოსტები წაკითხული მოზარდების აგზდაზე და სახვთო სჯულის სწავლაზე ბევრმა თქვა რომ სხვა სარწმუნოების მიმდევრებიც სწავლობენ და მათი უფლებიც ირღვევაო და აი ეს არის პასუხი. ყველა მოძღვარმა და საეკლესიო პირმა უკეთ იცის თუ როგორ უნდა დავიცვათ მათი უფლებები და ესეთი სწავლება მათ უფლებებს რომ არღვევდეს მაშინ არცერთი საეკლესიო პირი არ იქადაგებს მოზარდებისთვის საეკლესიო განათლებას მითუმეტეს ჩვენი უწმინდესი.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 6 2007, 07:58 PM
პოსტი #37


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



shota_shotadze
ციტატა
ეს სტატია იმიტომ დავცერე რომ ყველას დაენახა რომ ახალგაზდობაში ანუ სკოლის მოსწავლეებისთვის აუცილებელია სახვთო სჯულის შეტანა და ეკლსიური ცხოვრებით ცხოვრება ასევე მე დავწერე უწმინდესის ქადაგევაც რომ აუცილებელია ეკლესია ჩაერიოს და ეკლესიურად აღვზარდოთ მოზარდები და იმიტომ დავწერე რომ საერო ადამიანის ნათქვამი და დაწერილს იმდენი ყურადგება არ მიაქციეს რამდენსასაც საეკლესიო პირის, თუ გაქვთ ჩემი პოსტები წაკითხული მოზარდების აგზდაზე და სახვთო სჯულის სწავლაზე ბევრმა თქვა რომ სხვა სარწმუნოების მიმდევრებიც სწავლობენ და მათი უფლებიც ირღვევაო და აი ეს არის პასუხი. ყველა მოძღვარმა და საეკლესიო პირმა უკეთ იცის თუ როგორ უნდა დავიცვათ მათი უფლებები და ესეთი სწავლება მათ უფლებებს რომ არღვევდეს მაშინ არცერთი საეკლესიო პირი არ იქადაგებს მოზარდებისთვის საეკლესიო განათლებას მითუმეტეს ჩვენი უწმინდესი.

სწორედ ასეთი პატარა განმარტების მიწერაზე მქონდა საუბარი.
ეს თავიდანვე უნდა მიგეწერა შენს მიერ დადებულ სტატიაზე.
თუმცა, არაფერია იმაში ცუდი რომ სენ სტატია უკომენტაროდ დადე, მაგრამ ჩემი აზრით უკეთესი იქნება თუ გადმოკოპირებულ სტატიებს კომენტარებსაც მივუწერთ ხოლმე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Oct 6 2007, 08:10 PM
პოსტი #38


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



შაკუნა

იხარე wink.gif
მადლობა უფალს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ann-ann
პოსტი Oct 22 2007, 06:48 PM
პოსტი #39


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 21-May 07
წევრი № 1,970



MARTALIA GVIAN YKETEB KOMENTARS, MAGRAM TAVS GAVIMARTLEB DA VITKVI, ROM EXLA CAVIKITXE DA GAMIKVIRDA '' home fader'' IS ASETI KOMENTARI, MAINTERESEBS RATO PIKROB ASE ME, ARANAIRAD AR GNSJI DA ARC GSAKVEDYROB, AMIS YPLEBA ARANAIRAD AR MAKVS, YBRALOD MAINTERESEBS ASE RATO PIKROB, IKNEB KARGAD ARC CAGIKITXAVS, AN RAGACEEBI MOGECHVENA, RAVI YAMRAVI MIZEZIA... YBRALOD ERTS GTXOV, DAAPIKSIRO SHENI AZRI RA AR MOGECONA. DA TY NANOB ESEC GVITXARI DAMERCMYNE BODISHIS MOXDA SIRCXVILI AR ARIS... KVELE GAGIGEBT TY GAMOMEXMAYREBI GAMIXARDEBA ANN_ANN
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Oct 22 2007, 08:27 PM
პოსტი #40


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



Homo Faber
ციტატა
shota_shotadze

ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს...


უხ შენი თავი მომცა ეხლა უღრან ტყეში... ყოველ ჭამაზე გამიხსენებდი wink.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 07:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი