ქართული საბრძოლო ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საბრძოლო ხელოვნება |
ქავთარაძე |
Nov 6 2006, 07:16 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ. ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად: _მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. _საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. _მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები. _თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. _აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები. _ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური. _საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური. _საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები. www.mtavari.ge კარატე, კუნგ ფუ, ძიუდო, აიკიდო და სხვა საბრძოლო ხელოვნებები დღესდღეისობით საქართველოში ყველაზე გავრცელებული არაქართული საბრძოლო ხელოვნებებია. ცოტამ თუ იცის რომ ქართველებსაც გვაქვს ჩვენი საბრძოლო ხელოვნება,მასში პირველ რიგში შეასწავლიან ვაჟკაცობას, ღმერთის პატივისცემა სიყვარულს ,ეკლესიურობას. იზრდებოდნენ და მეტნაკლებად იზრდებიან პატარა ვაჟკაცები. სამწუხაროა რომ დღეს ჩვენს არმიაში ასწავლიან კარატეს და არა ნაციონალურ, საბრძოლო ხელოვნებას. გამოხატეთ თქვენი აზრი (მსგავი თემების შეერთების გამო გამოწვეულ მცირედი პრობლემისა და გარკვეული გაუგებრობის თავიდან აცილების გამო სატევარის პოსტი დავდე ამ თემის საწყისად. პატივისცემით მარინე) |
marine |
Jan 30 2008, 12:36 PM
პოსტი
#61
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,230 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგესამლბით სუყველას. გამიხარდა რომ ამ ფორუმზე გაიხსნა ეს თემა. რადგან ქართული საბრძოლო ხელოვნება და მართლმადიდებლური ეკლესია განუყოფელია. ამ განყოფილების მოდერატორებიც, ფორუმელებთან ერთად, მოხარულნი ვართ, რომ ეს თემა გაიხსნა და ველოდებით უფრო და უფრო მეტ საინტერესო ინფორმაციას ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლა მანავის ციხეზე. არტგენი 2007. http://www.myvideo.ge/?video_id=108673 ახლა ვუყურებ. ძალიან სასიამოვნო, ნამდვილი ქართული სანახაობაა. ყველა ქართველი მამაკაცი უნდა ფლობდეს ამ ხელოვნებას -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ჯეგე |
Jan 30 2008, 04:12 PM
პოსტი
#62
|
ღორონთქ გოგიმორძგვან! ჯგუფი: Members პოსტები: 231 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: ორბიტა წევრი № 970 |
marine
ციტატა ყველა ქართველი მამაკაცი უნდა ფლობდეს ამ ხელოვნებას მართალი ხარ, რადგან ქართული საბრძოლო ხელოვნება - ეს ცხოვრების ხელოვნებაა. ესაა გზა საკუთარი თავის შეცნობისა და ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ (თავისუფლებაში საკუთარი თავის სრულყოფილი ფლობა იგულისხმება, ფიზიკურიც და სულიერიც) ესაა სიბრძნითა და სიმართლით ცხოვრება, რომელიც მხოლოდ თავდაუზოგავ შრომას, სწავლაა და ვარჯიშს მოაქვს. ხოლო თუ სიბრძნე და სიმართლე თან გახლავს, ძალაც შეგწევს, რომ დაიცვა საკუთარი თავი, ოჯახი, სახლ-კარი, ქვეყანა,... იბრძოლო და ყოველთვის გაიმარჯვო. გამარჯვება და დამარცხება სიკვდილ-სიცოცხლით არ იზომება, ბრძოლაში სიკვდილიც გამარჯვებაა. კიდევ რაა?.. ესაა გზა გახდე კაცი, დაიცვა ზნეობის დაუწერელი (და არცთუ ადვილად შესასრულებელი) კოდექსი და მართალი წახვიდე ამ ქვეყნიდან საკუთარ თავთან, სამშობლოსთან და ღმერთთან... -------------------- მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ უჩა ზღვაში ქვარა! ------------------------------------- ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა, ვამიწუა ანწი ვარი, გემიჸუნწი ოჯალეში, დომიხვამი ჸუდე–კარი! |
marine |
Jan 30 2008, 04:22 PM
პოსტი
#63
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,230 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine (თავისუფლებაში საკუთარი თავის სრულყოფილი ფლობა იგულისხმება, ფიზიკურიც და სულიერიც) თუკი ფიზიკურ წრთობას თან არ დაერთვება სულიერი, მართლმადიდებლური, მაშინ აზრი არ აქვს ამ ხელოვნების სწავლებას. ამიტომ, ვთვლი რომ პრიორიტეტულია, როცა ეს მეცადინეობები, ფიზიკურის გარდა, ემსახურება ეროვნული, ქართული სულის აღზრდას მოსწავლეში. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ქავთარაძე |
Jan 30 2008, 04:22 PM
პოსტი
#64
|
დაურეგისტრირებელი |
აბა გაუმარჯოს ბიჭეებს მაგარია აქ რომ მოხვედით მე მაგრა მიყვარს ჩვენი საბრძოლო ხელოვნება და ვთვლი რომ მართლაც მრავლისმომცველი რამაა, მას აღდგენა და შველა ჭირდება მართლაც საჭირო საქმისთვის გაქვთ ბიჭებო ხელი მოკიდებული მალადეც
|
Satevari |
Jan 30 2008, 04:33 PM
პოსტი
#65
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
ქავთარაძე
იცოცხლე -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
zura maxaradze |
Jan 30 2008, 05:05 PM
პოსტი
#66
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 29-January 08 წევრი № 3,798 |
ქართული საბრძოლო ხელოვნება არის ორგანიზაცია რომელც ეწევა ძველი ბრძოლის სახეობების აღდგენა პოპულარიზაციას.მისი ხელმძღვანელი არის ლაშა კობახიძე. რაც შეეხება ხრიდოლს , ეს ტერმინი აღებულია ვასო ელაშვილის წიგნიდან სადაც იგი მას მოიხსენიებს როგორც ქალაქური კრივის ერთერთ სახეობას . ეს სახელი შეირჩა ფედერაციისთვის მისი ჩამოყალიბების წლებში ,მას შემდეგ რაც მოხდა ფედერაციის დაშლა პირთა გარკვეულმა ჯგუფმა განაგრძო ამ სახელით მოღვაწეობა და ისინი ძირითადათ სპორტულ მხარეზე ამახვილებენ ყურადგებას.
რაც შეეხება იმას რომ ჩვენთვის სიტყვა ხრიდოლი შეურაწყოფაა, მინდა გითხრათ რომ ეს ასე არ არის უბრალოდ არ გვსიამოვნებს როდესაც ამ ორ ორგანიზაციას ერთმანერთში ურევენ , რადგან ჩვენ და ხრიდოლის ფედერაცია სხვადასხვანაირად უდგებით და ვაკეთებთ იმ საქმეს რასაც ქართული საბრძოლო ხელოვნების აღორძინება ქვია |
Kabo |
Jan 30 2008, 05:05 PM
პოსტი
#67
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
მოგესამლბით!
მართლმადიდებლურ ფორუმს და კავშირს " ქართული საბრძოლო ხელოვნება" მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი |
marine |
Jan 30 2008, 05:14 PM
პოსტი
#68
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,230 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგესამლბით! კეთილი იყოს თქვენი ფორუმელობა რაკი ამ თემაში დაპოსტეთ პირველად, რაიმე ინფორმაციას ხომ არ მოგვაწვდით ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Kabo |
Jan 30 2008, 05:25 PM
პოსტი
#69
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
დიახ,ერთი საინტერესო შეკითხვა მაქვს, ისტორიულ ფილმებში ხშირად შეგიძლიათ ნახოთ ბრძოლის დროს ფარების ბევრ ნაირი სახეობები(პატარა, დიდი, მრგვალი და ა.შ) და თუ საქართველოშიც არსებობდა ?
|
zura maxaradze |
Jan 30 2008, 06:17 PM
პოსტი
#70
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 29-January 08 წევრი № 3,798 |
საქართველოში არსებობდა უამრავი სახეობის იარაღი, ნებისმიერ ტექნიკურ ნოვაციას ქართველები მაშინათვე ითვისებდნენ და იყენებდნენ ამდენად როგორც ფარების ისე სხვა სახის საბრძოლო საჭურვლის დიდი მრავალფეროვნებაა შემონახული როგორც მუზეუმებში ისე წერილობით წყაროებში. აღსანიშნავია ხევსურული ფარი რომელიც საკმაოდ პატარა ზომის იყო და ამდენად მის მფლობელს საკმაოდ თავისებური ტექნიკის გამოყენება უხდებოდა.მკვლევართა ნაწილი ფიქრობს რომ ხევსურული ფარის ასეთი მცირე ზომა რთული გეოგრაფიული ლანდშაფტიდან გამომდინარე წარმოიშვა , ამ თეორიის საპირისპიროდ შეგვიძლია ვთქვათ რომ სვანეთში სადაც არანაკლებ რთული რელიეფია , საკმაოდ მოზრდილი ფარები გამოიყენებოდა.ზოგადად კი მეომარი ინდივიდუალურად ირჩევს თავის იარაღს და არ იზღუდება არანაირი შაბლონით.
|
ჯეგე |
Jan 30 2008, 06:49 PM
პოსტი
#71
|
ღორონთქ გოგიმორძგვან! ჯგუფი: Members პოსტები: 231 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: ორბიტა წევრი № 970 |
არტ-გენი 2007 - ჩარგალი - ხევსურული ფარიკაობა
არტ-გენი 2007 - თბილისი - თუშური ფარიკაობა შოლტი (მათრახი) ჭიდაობა ეკალბურთა (გურზი) -------------------- მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ უჩა ზღვაში ქვარა! ------------------------------------- ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა, ვამიწუა ანწი ვარი, გემიჸუნწი ოჯალეში, დომიხვამი ჸუდე–კარი! |
ჯეგე |
Jan 30 2008, 07:08 PM
პოსტი
#72
|
ღორონთქ გოგიმორძგვან! ჯგუფი: Members პოსტები: 231 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: ორბიტა წევრი № 970 |
-------------------- მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ უჩა ზღვაში ქვარა! ------------------------------------- ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა, ვამიწუა ანწი ვარი, გემიჸუნწი ოჯალეში, დომიხვამი ჸუდე–კარი! |
MTAVARI |
Jan 30 2008, 07:30 PM
პოსტი
#73
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 29-January 08 წევრი № 3,793 |
არსებობს რაჭული ჭიდაობა, სვანური, მეგრული, გურული, ამ ჭიდაობებს შორის არანაირი სხვაობა არაა საერთო სახელი არ ვიცი, მაგრამ ერთიდაიგივეა (ქამარში ხელჩავლებული მიმდინარეობს და ხელებგადაჯვარედინებული),
საერთო სახელი თუ ვინმემ იცით ? და კიდევ ამდაგვარი ჭიდაობა ქონიათ იაპონელებსაც, ინდოელებსაც, ეხლაც არის შუა აზიაში , ევროპაშიც და ითვლება ძალიან ძველ სახეობად (თვითონ ჭიდაობა დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვსდა საკმაოდ ტრავმატულია) შემოგვრჩენია ერთი ძველი მარგალიტი ჩვეც )) |
xornabujeli |
Jan 30 2008, 08:37 PM
პოსტი
#74
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ციტატა მაგალითისთვი ლიქოკელის სამურაებთან ბრძოლა. არა ტექნიკისთვის, არამედ შემართებისთვის. მე ლიქოკელების შთამომავალი ვარ დედის მხრიდან და თვითონაც ვვარჯიშობდი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში ,თუმცა ამას ვარჯიშს ვერც დავარქმევ, ეს უფრო ჩემი გენების გამოძახილი იყო და არის .ბავშვობიდან დავდიოდი ქართულ ჭიდაობაზე ,მერე ჭაბუკობის დროს აღმოსავლურ ორთაბრძოლებზეც საკმაოდ ხანს ვვარჯიშობდი,მაგრამ როცა პირველად გავეცანი ქართულ საბრძოლო ხელოვნებას სულ სხვა გრძნობა დამეუფლა,რაღაც ძალიან ახლობელი.ერთ-ერთ ჟურნალში ამოვიკითხე რომ ლიქოკელები უწინ ხიმიკაურები ყოფილან და ერეკლე მეფის პირად გვარდიაში მცველებად იბრძოდნენ,ანუ მისი პირადი მცველები იყვნენ.ძალიან მეამაყება ასეთი წინაპრები რომ მყავდნენ,ვეცდები ცოტად ,თუ ბევრად, მეც მივემსგავსო მათ და ჩემს შვილებსაც ვასწავლო ქართული საბრძოლო ხელოვნების სიყვარული.აბა გფარავდეთ წმიდა გიორგი! -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
Lenus |
Jan 31 2008, 12:27 AM
პოსტი
#75
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
................
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Satevari |
Jan 31 2008, 03:35 AM
პოსტი
#76
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
ქართული საბრძოლო ხელოვნება
გიორგი ქარქაშაძე -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
Lenus |
Jan 31 2008, 09:15 AM
პოსტი
#77
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
----------
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Satevari |
Jan 31 2008, 01:15 PM
პოსტი
#78
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
Lenus
საერთოდ სხვადასხვა ქვეყნის საბრძოლო ხელოვნებები ერთმანეთს ძალიან გავს. ვერ იტყვი რომელ მხარეში იყო გავრცელებუული ეს ვარჯიში. დაახლოებით ამ ტიპის ვარჯიშებს გავდიოდი როდესაც კრივზე ვვარჯიშობდი. კუნთის გამაგრებისა და მკლავის სისწრაფისთვის იყო ის ვარჯიში. ამ სურათში გიორგი შეეჭიდა დიდ ლოდებს და ბურთივით ისროდა ჰაერში. დიდი ძალა უნდა ამას. არ ვიცი საიდან არის წამოსული ეს ვარჯიში მაგრამ სხეულ მაგრად ამაგრებს სურათი გადაღებულია ლეჩხუმში -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
ბექა |
Jan 31 2008, 01:53 PM
პოსტი
#79
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
Satevari
ძმას სიცოცხლე! რავა ხარ ბიჯო? ამ დღეებში გინახულებთ რაა იმ საქმეზე რო დაგირეკე თან რამდენი ხანია არ მინახიხართ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ ეს ხალხი იხარეთ და იბედნიერეთ! ეს სურათი არ გეცნობაათ? |
marine |
Jan 31 2008, 04:21 PM
პოსტი
#80
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,230 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
Satevari
რატი, ერთი შეკითხვა მაქვს: კომუნიზმის დროს ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე საუბარიც არ იყო, მაშინ მხოლოდ კარატე იცოდა ხალხმა. იქნებ ინფორმაცია მოგვაწოდო, ვინ აღადგინა ეს ხელოვნება და ხელახლა როგორ ჩაეყარა საფუძველი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 10:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი