ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
Маиа |
Dec 24 2007, 05:46 PM
პოსტი
#81
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
აქეთ გადმომაქს... მემგონი ასე აჯობებს
* * * Как сложно в жизни не быть обузой Не заставлять, не просить, не ждать... Гореть... Страдать... Умирать... При этом другим путь освещать... Чужое бремя на себе таская, Чужую учесть облегчать... Любить и не ждать, Страдать и не роптать, Отдавать и не получать.... При это гореть любовным светом и всех вокруг согревать... Подай Господи по больше терпения И научи безвозмездной любви, Чтоб делами великими и благими Пречистое имя Твое прославляли мы! ***Любит или нет?*** В окне луна, отражая солнечный свет, Своим сиянием греет мою душу... В лунном свете блестит пушистый снег, Заботливо покрывая землю. Ослепленная красотой природы, восхищаюсь искусству Творца, Но сердце предательский стонет, разрываясь и не умея ждать... Ех, скорее бы долгожданное лето, промчаться по ромашковым полям, Чтоб успокоить рыдающее сердце, найдя ответ у цветка! -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
თამარი_ცქნაფო |
Jan 3 2008, 12:58 AM
პოსტი
#82
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
***
მე მინდა მქონდეს მოთეთრო ფრთები, მუქლურჯი ცა და ზურმუხტის ველი, მინდა ხანდახან მტკიოდეს გული და დატვირთული ნაღველით მკერდი. ვზიდო ხანდახან ხარის უღელი და დამესიზმროს მზის დედის თმები. მინდა გადმოვდგე ცისკარზე მთებით, გავყვე დინებას ლოდებად, კენჭით, ვწვიმდე და ვთოვდე მყინვარზე ნებით და ამოსუნთქვაც მე მქონდეს შვების. და კიდევ მინდა მიყვარდე ისე, როგოც ზამტთრში ბეღურას _ სხივი, როგორც დილის ცვარს _ ბალახის წვერი… და როგორც კლდეზე მოსული ია, გავქრე შენს გულში ოცნებად , გვიან… -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
q-e-T-i |
Jan 3 2008, 03:06 PM
პოსტი
#83
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
.. მე ამას ვგრძნობდი ..
ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მოხვიდოდი და დარჩებოდი ჩემს გვერდით დიდხანს. შენ იქნებოდი ჩემი მეგზური წუთისოფელში და ალბათ იქაც. საიდან, როგორ, გამოჩნდი ჩემთვის უეცრად გაჩნდი, მოხვედი ციდან, შენ მე გამიგე, მომეცი ხელი ერთად ვიაროთ-უფალს ეს უნდა... შენ გახდი ჩემი ჩრდილი და ფიქრი შენი სიკეთით და წრფელი გულით, შენით გავიგე ცხოვრების ფასი შემოგიერთდი გულით და სულით. არ დამცინოთ -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
Маиа |
Jan 3 2008, 04:24 PM
პოსტი
#84
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
.. მე ამას ვგრძნობდი .. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მოხვიდოდი და დარჩებოდი ჩემს გვერდით დიდხანს. შენ იქნებოდი ჩემი მეგზური წუთისოფელში და ალბათ იქაც. საიდან, როგორ, გამოჩნდი ჩემთვის უეცრად გაჩნდი, მოხვედი ციდან, შენ მე გამიგე, მომეცი ხელი ერთად ვიაროთ-უფალს ეს უნდა... შენ გახდი ჩემი ჩრდილი და ფიქრი შენი სიკეთით და წრფელი გულით, შენით გავიგე ცხოვრების ფასი შემოგიერთდი გულით და სულით. არ დამცინოთ რატო უნდა დაგცინოთ, პირიქით ლამაზია თან გილოცავ რომ შეხვდი "იმას" ცხოვრების გზაზე -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Маиа |
Jan 6 2008, 02:37 AM
პოსტი
#85
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
აი რაცხა ქართულად))
***ცას ამავალი გზა*** განა მარტო ხარ? ყოველ დღე ციდან მე გეფერები ფიფქად და წვიმად, მზის სხივად, თბილად, ვარსკვლავს გიშუქებ ბნელ გზაზე ნიშნად. ოღონდ ნუ ირბენ, იარე ფრთხილად, სავსეა გზაზე ნამსხვრევი მინა. გვერდს ნუ ჩაუვლი სხვის დარდს და ჭირსაც, იტვირთე თავზე. ნუ იტყვი მცივა, იარე გზაზე თოვლსა და ყინვას, არ შეუშინდე სიყვარულისთვის ტყეს გაემგზავრე, სიკვდილის პირას მედგრად დაუხვდი მგელსა და ტურას, არ დაიშურო მოყვასისათვის გადაეფარე გასროლილ ტყვიას. ესაა მხოლოდ, შენთვიშ მთავარი, გ ზ ა, უეჭველად, ჩემთან მავალი. -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
კანონისტი |
Jan 20 2008, 06:10 PM
პოსტი
#86
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ექსპრომტად პრეზიდენტს
(დღეს დილით დავწერე) დე, იხარონ ქართველებმა ზარ-განხდილი იყოს მტერი, ხალხის ერთგულების ფიცს დებს საქართველოს პრეზიდენტი. მაცხოვარმა ღვთივ გვიკურთხოს, რათა იყოს ქველი, ბრძენი, რათა ჩვენ მტრებს ძირს დასცემდეს საქართველოს პრეზიდენტი. გამთლიანდეს სამშობლო და ღმერთს აქებდეს ერი, ბერი, ღმერთო, მრავალჟამიერ ჰყავ საქართველოს პრეზიდენტი! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
შოთაძე |
Jan 20 2008, 06:18 PM
პოსტი
#87
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ექსპრომტად პრეზიდენტს (დღეს დილით დავწერე) დე, იხარონ ქართველებმა ზარ-განხდილი იყოს მტერი, ხალხის ერთგულების ფიცს დებს საქართველოს პრეზიდენტი. მაცხოვარმა ღვთივ გვიკურთხოს, რათა იყოს ქველი, ბრძენი, რათა ჩვენ მტრებს ძირს დასცემდეს საქართველოს პრეზიდენტი. გამთლიანდეს სამშობლო და ღმერთს აქებდეს ერი, ბერი, ღმერთო, მრავალჟამიერ ჰყავ საქართველოს პრეზიდენტი! წააკითხე და რა რეაქცია ექნება ჩვენც გაგვაგებიე ისე კარგი ლექსია -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
თამარი_ცქნაფო |
Jan 20 2008, 07:26 PM
პოსტი
#88
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ექსპრომტად პრეზიდენტს (დღეს დილით დავწერე) დე, იხარონ ქართველებმა ზარ-განხდილი იყოს მტერი, ხალხის ერთგულების ფიცს დებს საქართველოს პრეზიდენტი. მაცხოვარმა ღვთივ გვიკურთხოს, რათა იყოს ქველი, ბრძენი, რათა ჩვენ მტრებს ძირს დასცემდეს საქართველოს პრეზიდენტი. გამთლიანდეს სამშობლო და ღმერთს აქებდეს ერი, ბერი, ღმერთო, მრავალჟამიერ ჰყავ საქართველოს პრეზიდენტი! დედა, რა ვქნა, როგორც გურულები იტყვიან, სულ გადელდა აგი ბაღანა -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნათია |
Jan 20 2008, 09:26 PM
პოსტი
#89
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
კანონისტი
რავა ყველაფერში ნიჭიერი ხარ... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
q-e-T-i |
Jan 20 2008, 09:32 PM
პოსტი
#90
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
აგერ ჩვენს თვალწინ იშლება ეპოქა,
ვისგან იქმნება? რა გველოდება? არა, შევმცდარვართ ჩვენ ვართ მონები, მონები, ყველა ცოდვის მონები. გვეყოფა ხალხო მუდამ დროება, საცაა მოვა ამაოება, ამაოება ყოვლის მპყრობელი, ჩვენგან უქმნელი, შეუწვდომელი, თუ არ შეიცვლი საკუთარ წადილს, ვერ დაიმკვიდრებ სასურველ ადგილს, სწორედ აქ არის ხსნა ყველა ხალხის... ჩვენ ვართ მეფენი ჩვენი დროების თუ მოვლენილნი ცოდვის მორევში? ვერ გაგვიგია რა არს წამალი, ჩვენ ზემოთ მდგარი,დაუღალავი. ორი გზა არის ჩვენგან სავალი, ერთი მკაცრია, შეუბღალავი, სხვას კი ვადგავართ დაბლა მზირალნი, ვერ შეგვიგნია რაა მართალი. მივდივართ ასე თავისუფალნი, მოიხსენიეთ გულში უფალი! რა მოხდა სულში ასეთი მძლავრი, რომ გაგვიღვივა სიცოცხლის ალი, დაგამშვიდა და განუგეშა მან, შენ აგეხილა ცხოვრების თვალი. ჩვენ ვართ მეფენი ხორციელების, არ გვძალუძს ვიყოთ გონიერები, შეჩერდი წუთით და გაიხედეთ რას გიპირებენ მორიელები, ერთი სული აქვთ დაგშხამონ, მოგკლან, შხამით მომკვლელი სულიერების, მიიღებ ამას? შეგეშინდება წუთისოფელის ამაოების! ამიტომ არის ჭიდილი მუდამ, ხორცის წადილის და სულის ნების, ყველაფერი გაქვს ხელთ რაც გჭირდება, მიდიხარ იქეთ სადაც გინდება. გინდება მთელი სიმძაფრით ფული და ჭაობშია მთელი სხეული, მაგრამ ხსნას პოვებს თითოეული თუ დარჩა სულთან მარტო,ეული, ეს ცხოვრებაა არარაობა ჩვენგან შორსაა სხვა რეალობა. იმედგაცრუება ყველას ვერწმუნე, ყველას შევუნდე ღიმილით შევხვდი მტერსაც. გული გავუხსენ ვისაც მივენდე. ვენდე პატარა კრავივით მგელსაც. მაგრამ რა მოხდა, ასე უეცრად ვხვდები გული გამეპო ორად ყველა მათგანი შურით აივსო მთლად უცხო გახდა და იქცა ორბად. გულზე ეკლები მესობა მწარე, რომ დავფიქრდები და რომ მივხვდები… წუთისოფელი ასეა, რა ვქნათ აღარ ღირს მათთვის ფუჭი ფიქრები. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
შოთაძე |
Jan 20 2008, 11:00 PM
პოსტი
#91
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
აგერ ჩვენს თვალწინ იშლება ეპოქა, ვისგან იქმნება? რა გველოდება? არა, შევმცდარვართ ჩვენ ვართ მონები, მონები, ყველა ცოდვის მონები. გვეყოფა ხალხო მუდამ დროება, საცაა მოვა ამაოება, ამაოება ყოვლის მპყრობელი, ჩვენგან უქმნელი, შეუწვდომელი, თუ არ შეიცვლი საკუთარ წადილს, ვერ დაიმკვიდრებ სასურველ ადგილს, სწორედ აქ არის ხსნა ყველა ხალხის... ჩვენ ვართ მეფენი ჩვენი დროების თუ მოვლენილნი ცოდვის მორევში? ვერ გაგვიგია რა არს წამალი, ჩვენ ზემოთ მდგარი,დაუღალავი. ორი გზა არის ჩვენგან სავალი, ერთი მკაცრია, შეუბღალავი, სხვას კი ვადგავართ დაბლა მზირალნი, ვერ შეგვიგნია რაა მართალი. მივდივართ ასე თავისუფალნი, მოიხსენიეთ გულში უფალი! რა მოხდა სულში ასეთი მძლავრი, რომ გაგვიღვივა სიცოცხლის ალი, დაგამშვიდა და განუგეშა მან, შენ აგეხილა ცხოვრების თვალი. ჩვენ ვართ მეფენი ხორციელების, არ გვძალუძს ვიყოთ გონიერები, შეჩერდი წუთით და გაიხედეთ რას გიპირებენ მორიელები, ერთი სული აქვთ დაგშხამონ, მოგკლან, შხამით მომკვლელი სულიერების, მიიღებ ამას? შეგეშინდება წუთისოფელის ამაოების! ამიტომ არის ჭიდილი მუდამ, ხორცის წადილის და სულის ნების, ყველაფერი გაქვს ხელთ რაც გჭირდება, მიდიხარ იქეთ სადაც გინდება. გინდება მთელი სიმძაფრით ფული და ჭაობშია მთელი სხეული, მაგრამ ხსნას პოვებს თითოეული თუ დარჩა სულთან მარტო,ეული, ეს ცხოვრებაა არარაობა ჩვენგან შორსაა სხვა რეალობა. იმედგაცრუება ყველას ვერწმუნე, ყველას შევუნდე ღიმილით შევხვდი მტერსაც. გული გავუხსენ ვისაც მივენდე. ვენდე პატარა კრავივით მგელსაც. მაგრამ რა მოხდა, ასე უეცრად ვხვდები გული გამეპო ორად ყველა მათგანი შურით აივსო მთლად უცხო გახდა და იქცა ორბად. გულზე ეკლები მესობა მწარე, რომ დავფიქრდები და რომ მივხვდები… წუთისოფელი ასეა, რა ვქნათ აღარ ღირს მათთვის ფუჭი ფიქრები. კარგი ლექსია მაგრათ მომეწონა -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
poeti |
Jan 23 2008, 07:49 PM
პოსტი
#92
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 22-January 08 წევრი № 3,709 |
მზის სხივებით,მთვარის შუქზე,მხოლოდ შენ დაგინთებ კოცონს,
ყველაზე ძლიერ ჩემს ლექსებს შენზე საუბარი მოსწონთ. მომეხმარება შენზე სანადიროდ მე ეს ლექსები, მიწაზე ვერ ვართ ერთად ხოდა მოდი გავხდეთ მერცხლები. |
k@the |
Jan 23 2008, 07:52 PM
პოსტი
#93
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მზის სხივებით,მთვარის შუქზე,მხოლოდ შენ დაგინთებ კოცონს, ყველაზე ძლიერ ჩემს ლექსებს შენზე საუბარი მოსწონთ. მომეხმარება შენზე სანადიროდ მე ეს ლექსები, მიწაზე ვერ ვართ ერთად ხოდა მოდი გავხდეთ მერცხლები. ლამაზად წერ, სწორად მომიცია ლინკი -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მატასი |
Jan 23 2008, 08:36 PM
პოსტი
#94
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
რამდენი პოეტები გვყოლია ფორუმზე ))
გაიხარეთ ხალხო )) -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
კანონისტი |
Jan 25 2008, 02:28 PM
პოსტი
#95
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ესეც ჩემი ლექსი, ბექაზე მიძღვნილი დაბადების დღეს:
ცხრამეტი წლის დღეს შესრულდი ძმაო, გლოცავ გულით ახლობლებთან ერთად, დაგლოცოს და გაგახაროს ღმერთმა და მოგმადლოს წელთ სიმრავლე, ბექა! სულიწმიდამ მოგანიჭოს სიბრძნე, წმინდანებმა - ლოცვა-მეოხება, დედა ღვთისა ჩაგიკრავდეს გულში, ანგელოსნი გმფარველობდნენ, ბექა! და იქ სადაც სამოთხეა უფლის ღვთიურ ჰანგებს ვინ მოისმენს ნეტავ? უფლის ნებით და წყალობით იყავნ, რომ ერთ-ერთი ყოფილიყავ, ბექა! სამშობლოსთვის ბრძოლასა და ღვაწლში გვერდით წმინდა გიორგი რომ გედგას, რომ მტრებს შენსას ძირს დასცემდეს უმალ, უფალსა ვთხოვ, ჩემო ძმაო ბექა! ერთგულების, ძმობის მაგალითო, შენს სუფთა გულს უფალი ხომ ხედავს, მეგობრები გაგიმრავლოს ღმერთმა მათ იმედად მაგრად იყავ, ბექა! გამრავლდი და გაიხარე, ძმაო, შვილთაშვილებს რომ ვერ თვლიდე ყველას, ღვთის მოშიშნი აღუზარდე უფალს და სამშობლოს სათაყვანოს, ბექა! როცა ქართველს უხსენებენ შოთას, გალაკტიონს, აკაკის ან ვაჟას, გვარის თქმა მას აღარ უნდა მეტად, იცის, ვისზე გულისხმობენ ამას... და როდესაც ამ სოფლიდან გახვალ, ამის თხოვნას უფლისათვის ვბედავ, როცა ჩვენში ახსენებენ "ბექას", დე იცოდნენ, რომ ეს შენ ხარ, ბექა! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Satevari |
Feb 1 2008, 04:56 PM
პოსტი
#96
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
ბერდიას შაჰყვარებია
ქისტეთს ლამაზი ქალიო, ერთხელ იხილა შორიდამ, უმალ დაადგა თვალიო წყაროსთან ჩუმად ჩასაფრდა, ორს აფრთხობინა სულია, ქალი ნაბადში ახვია, არ მაუღეღა გულია... ხევსურეთს როცა მივიდა თემმა დაუწყო ძაგება: "რად მაათრიე, რად იწყე ჩვენს წესზე ხელის აღება, ცოლის სულს რად უღალატე?" იწყეს ერთზედა გაწევა... მაინც შაირთო ბერდიამ ქისტის ლამაზი ქალია ვაჟიც გაუჩნდათ ლამაზი, ქონდა ყორანის თვალნია... "ძაღლის ნაშობი ჩვენს თემში ვერა იცხოვრებს ძმურადა..." არ იკარებდნენ ახლოსა არ თვლიდნენ მას ხევსურადა... დედა და შვილი დახოცეს ბერდიას ეცნენ მტრულადა "რა გინდათ ხევსურთ ვაჟებო რად მამიკალით შვილია, ღმერთის არა გწამთ, ოხრებო?! ერთად შაჰკარით პირია... წყეულიმც იყავთ ყველანი, გათრევდეთ ყველას ძაღლიო, არ შაგრჩეთ ჩემის ცოდვითა, არც კარი, არცა სახლიო" გმინავდა, ამას ყვიროდა, ხელშებორკილი ბერდია არ მაეშველა არავინ, არცა მაღლიდამ ღმერთია... ცხედარი ეგდო გორაზე... გულს უჯიჯგნიდა სვავიო... არ შაარჩინეს არწივსა, ბედი ჰქონია ავიო -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
didou nana |
Feb 2 2008, 12:40 PM
პოსტი
#97
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 2-February 08 წევრი № 3,827 |
მე ვარ პოეტი
მე ვარ პოეტი, შენ ხარ სატანა, და ჩემს მომართვას ბედავს ვერავინ; შენ გძულს სიკეთე, კაცის გატანა, მე კი მძულს სიტყვა გაუკერავი. შენ ხარ ჭაობი მე ვარ მდინარე, მე უდაბნოში დარგული ხე ვარ; შენი მსხვერპლია სული მძინარე, ჩემი მსხვერპლი კი ისევლე მე ვარ. შენ - სარეველა, მე ვარ ყვავილი; პეპლის და ფუტკრის მსხვერპლი და წერა, შენი საქმეა კატებრ ჩხავილი, მე კი მიტაცებს ნატიფი ბგერა. მე ჰაერი ვარ, შენა ხარ კვამლი, და შენ გმონობენ ახალნიც, ძველნიც; შენ სუნი გიდის საძარღვე წამლის, მე კი ავქოთდი სურნელით მელნის. მე ვარ სარკმელი, შენ ხარ გისოსი, შენ ხარ ყველაფრის მკეტი ბოქლომი, შენი გენია კახპა და ბოზი, ჩემი გენი კი - მჭადი და ღომი. მე ვარ პოეტი, შენა ხარ ავი, კალმის ჟანგი ხარ პოეტთა თემში, თუმცაღა, ვაჰ, რომ შენი ნიავი, მაინც უბერავს, არსებობს ჩემში. 23.06.03 დიდოუ ნანა -------------------- შურ ძიუთ ინუქაქუ
ლაზურს დო მარგალურს, კოლხის კოლხურქ გაჭყორდასინ, ვა შინერს, წყარმალუს! |
k@the |
Feb 5 2008, 12:36 AM
პოსტი
#98
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
***
არ ვარ პოეტი, მე სიტყვებს ვრითმავ. გრძნობათა მორევს, ღრმად გულში ვირთავ. სიტყვები ჩემი, რვეულში ჩნდება. გრძნობები ჩემი, ხელებში მრჩება. კალმით ჩემ ლექსებს, მე ვერ გადმოვცემ. და არც ამ რვეულს აღარ გამოვცემ. არ ვარ პოეტი, მე სიტყვებს ვრითმავ. და თვით პოეტის, ცრემლს გულში ვირთავ. 1997 -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
nini1 |
Jul 3 2008, 09:17 PM
პოსტი
#99
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
ჩემი ლექსები რომ დავდო ხომ შეიძლება ?
თუ არ შეიძლება წავშლი მერე წითელი უდაბნო ქვიშას ასდიოდა ცხელი ოხშივარი და აგვისტოს ხვატი ხახამდე ატანდა. წითელი უდაბნოს დამწვარ ქვებს ლოშნიდა მოჰამედ ალ შაკა... ქარს შორით მიქონდა სიმი მრავალმჟღერი, აბრეშუმის შრაშუნს გაერთო ქარვასლა... მბჟუტავ ნაკვერჩხლებზე სიზმარი იწვოდა, კეთილსურნელებით ღამეებს კაზმავდა. იქ, დრო ხარკს უხდიდა არაბ ბედუინებს, თავჩაკიდებული მისდევდა ქარავანს... ქვიშას ასდიოდა ცხელი ოხშივარი და აგვისტოს ხვატი ძვალ-რბილში ატანდა. გამოაღე სარკმელი... გამოაღე! გამოაღე! გამოაღე სარკმელი... მინდა გითხრა კიდევ რაღაც, კიდევ დამრჩა სათქმელი... მოგიყვები რაც კი რამე, მომადგება ენაზე, არ დამიწყო, ქალი ხარო, გმართებს უფრო სინაზე! ისე გამოგეპრანჭები , ამ ჭერმების ჯინაზე, თვალს ვერ მომწყვეტ გეფიცები,გადაგივლის სიბრაზეც... ყოჩივარდებს შეშურდებათ, თუკი იებს მომართმევ, როს გავიგებ ზარების ხმას , საკვირაო წირვაზე გიჩურჩულებ , რომ მიყვარხარ, თორემ მერე ვინანებ... (არ დამიწყო ქალი რომ ვარ, მმართებს უფრო სიმდაბლე!) გამოაღე... გამოაღე... გამოაღე სარკმელი, მინდა გითხრა კიდევ რაღაც, კიდევ დამრჩა სათქმელი... ერთი თხოვნა ერთი თხოვნა გალეული მთვარის ნამგალს ეჭიდება ღამე, ლექსს ბუდიდან წამომიფრენს როცა ირიჟრაჟებს. -ნახე, უკვე გაზაფხული ეჩვენება ბაღებს, ჭერმის ტოტზე კვირტებს ვითვლი, განა დავიღალე ? ყვავილებით ვაგვირისტებ თეთრი ჩითის საკაბეს, ზუფები და ზარბაბები სულ სამზითვოდ გადავდე... სული ისე ამიმჩატდა- მოფარფატე პეპელა, თუ ავფრინდი მამა ღმერთთან, თუ როგორმე მეშველა.... ერთი თხოვნა შემისრულე ღმერთო, მწარედ მოტირალს, სული ლექსად წაიკითხე, ცოდვა-მადლს ნუ მომკითხავ! გალეული მთვარის ნამგალს ეჭიდება ღამე, ლექსს ბუდიდან წამომიფრენს როცა ირიჟრაჟებს..... ნინო ქადაგიძე -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
nini1 |
Jul 3 2008, 09:21 PM
პოსტი
#100
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
ციტატა კი როგორ არ სეიზლება კაი ლექსია. გაიხარე მაშინ ერთი-ორსაც დავდებ და გავაალ .... * * * მამალს გაეჩხირა ყელში ალიონი... ცოტაც.... იყივლებს და კიდეც გათენდება, ბუხარს წამოანთებს ისევ ძველი დარდი და ჭრელ ბალიშებზე ძილი დაფეთდება. მე კი დავუყვები ეზოს ჭიშკრის ბოლოს , ანდა ღობის ძირში ვიპოვი ნაკვალევს, კალთას დავაფარებ და გამოვაზამთრებ... ეხლა გინდ მზე იყოს, ან თუნდაც გაავდრდეს.... ფუძის ანგელოზებს მარანში მოვიხმობ და ქუდსაც წამოვხდი ღვინიან ზედაშეს, საბძელში მიკუჭულ ჭინკებსაც დავაფრთხობ, კერას არ ჩაგიქრობ ქარიც რომ ბერავდეს. მამალს გაეჩხირა ყელში ალიონი, ცოტაც.... იყივლებს დაა კიდეც გათენდება.... * * *გარღვეულ ზეცას ამოვკერავ ლურჯი ტიტებით, შევეფეთები ახირებულ გაზაფხულს სადმე, ატმის გუბიდან ამოვხვრეპავ ბადაგს მუჭებით და დავუმშვენებ ენძელებით ამღვრეულ თვალებს... მერე ხარებას ვიზეიმებ ჭერმის ხარხარით, მარტს გადავუხდი აპრილისგან აღებულ ვალებს, ლექსი-სურვილი ამეხლართა თითქოს თითებში, რომ არ დავწერო გავგიჟდები... მირჩიეთ რამე... გარღვეულ ზეცას ამოვკერავ ლურჯი ტიტებით.... თუ... თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას... თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს... თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი.... თუ როგორმე დავუყვავე ქარს... თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო... თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს... თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა, ძველებურად ამარიდებს ავს... თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური, -ჩუმად!თითქოს შენს ფეხის ხმას გავს... დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს, დარდი ვეღარ დამისველებს თვალს... თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას... თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს... ნინო ქადაგიძე -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 08:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი