IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
ნათია
პოსტი Jun 28 2007, 06:32 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



პირველი ქართველები ფერეიდანში

ზურაბ შარაშენიძის "ფერეიდნელი გურჯების" მიხედვით


1. ლადო აღნიაშვილი


პირველი ქართველი მოგზაური, რომელმაც ფეხი შედგა ფერეიდანის მიწაზე იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გაცნობის მიზნით, იყო ლადო აღნიაშვილი.
ლადო აღნიაშვილი დაიბადა 1860 წელს კახეთში. თითქოს ბედმა არგუნა მას ყველაფერში პირველობა! იგი იყო ქართული ენის პირველი მასწავლებელი სათავადაზნაურო სასწავლებელში, პირველი ქართული გუნდის დამაარსებელი, პირველი ქართველი მოგზაური ფერეიდანში.


IPB-ს სურათი


მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადოება მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისათვის დიდ ინტერესს იჩენდა ირანში მცხოვრები ქართველების მიმართ, მხოლოდ ლადო აღნიაშვილმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით გამგზავრებულიყო ამ შორეულ და საშიშროებით მოცულ გზაზე, რომ ერთხელ კიდევ მოეხადა ვალი თავისი ხალხის წინაშე.
1894 წლის ზაფხულში რუსეთის გემმა ლადო აღნიაშვილი კასპიის ზღვის ნავსადგურ ენზელში (დღევანდელი ფეჰლევი) მიიყვანა. ენზელიდან იგი რუსეთში ჩავიდა, ხოლო აქედან ყაზვინს გაემგზავრა. იმ დროს ირანის ქალაქებს შორის კავშირი ქარავნებით ხორციელდებოდა. ლადო აღნიაშვილიც ქარავანთან ერთად გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში და დიდ სიძნელეებს, მაგრამ ბევრ საინტერესოს ხვდებოდა ამ მოგზაურობის დროს.
ყაზვინიდან დიდის გაჭირვებით და ვაი-ვაგლახით ჩავიდა ლადო აღნიაშვილი თეირანში, სადაც ვერაფერი შეიტყო ფერეიდანში ქართული მოსახლეობის შესახებ და თვენახევარის შემდეგ გაემგზავრა ისფაჰანისაკენ. აქ კი მთელი ზამთრის გატარება მოუხდა, ვინაიდან გაზაფხულამდე ფერეიდანის მაღალ მთებში ასვლა ძნელი იყო.
დადგა აპრილის თვე, საკმაოდ სიცხეები დაიჭირა. ლადოც შეუდგა სამზადისს ფერეიდანში გასამგზავრებლად. მაგრამ ამჯერად ახალი დაბრკოლება გამოუჩნდა. ისფაჰანში ფართოდ იყო გავრცელებული ხმები, რომ ფერეიდანის გზებზე საშინელი ყაჩაღობაა, მდიდარსა თუ ღარიბს, დიდსა თუ პატარას, ყველას ძარცვავენო. ლადოს უკვე მოთმინება ჰქონდა დაკარგული და, მიუხედავად ამგვარი ხმებისა, მაინც გადაწყვიტა გამგზავრება. იგი მოურიგდა ჩალვადრებს, ნახევარი თანხა წინასწარ გადაუხადა და გაუდგა გზას.
პირველი სადგური, რომელსაც ლადო აღნიაშვილი მიადგა, ნეჯეფაბადი იყო. მას ორი ცხენოსანიც შეუერთდა, რომლებიც შირაზიდან ბრუნდებოდნენ, მალე მათ წამოეწია ერთი შეიდი (სასულიერო პირი, რომელიც თავს მოჰამედის შთამომავლად თვლის) პატარა ბიჭით და ყველანი ერთად დაადგნენ გზას ყალანაზარისაკენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათ "დღისით მზე სულ ცეცხლს უკიდებდა", საშიშროების გამო არ უნდოდათ ღამით მგზავრობა. ისეთი მწველი მზე იყო, რომ აღნიაშვილს რამდენიმე დღეში სამჯერ გადასძვრა პირზე კანი.
ერთი სიტყვით, დიდის ვაივაგლახით აღნიაშვილმა მიაღწია "დომბექამარამდე". ეს უკვე ქართველებით დასახლებული სოფელი იყო, მაგრამ ჯერჯერობით ლადომ ამის შესახებ არა უწყოდა რა, ვინაიდან მას ფერეიდანის მხარის ქართული სოფლების ქართული სახელები ჰქონდა ჩაწერილი. დომბექამარს სპარსელები ეძახდნენ, ხოლო ქართველები ამ სოფელს თოლერს უწოდებდნენ. სწორედ თოლერი იცოდა აღნიაშვილმა და მხოლოდ ამ სოფელში გამოარკვია, რომ ეს იგივე დომბექამარია.
როდესაც ლადო ამ სოფელში შევიდა, მას ერთი ეზოდან შემოესმა საკმაოდ ხმამაღალი ქართული საუბარი:
- ბიჭო, ეიჰ, იადოლა! რა უყავ ბიჭო, ი შენი ვირი.
- შენ რაით გინდა? შინ არი - უპასუხია მეორეს.
- როგორ არ მინდა, პური უნდა წავიღო წისქვილში.
- ჩვენ გომშია, წადი წაიყვანე.
ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სიტყვები ლადოზე. იგი უმალ ჩარეულა საუბარში:
- ბიჭო, ეი! შენ ვინა ხარ, გურჯი ხარ?
- ჰო, გურჯი ვარ! მაგრამ შენ ვინა ხარ? ჩვენებური სად იცი?
- მეც გურჯი ვარ, გურჯისტანიდან მოველ თქვენს სანახავად.
- იიი, გურჯი კი არა!
- ჰო, მართლა გეუბნები - მიუგო ლადომ.
- მაშ გურჯი ხარ? - თქვა ეს და ლადოსკენ გაეშურა; დაუწყო მას ქართულად ლაპარაკი და თან თავის ამხანაგს
ხელს უქნევდა, ანიშნებდა აქ მოდიო.
გაოცებულმა მისმა ამხანაგმა ბარი მხარზე გაიდო და გაექანა მათკენ. ლადოს ცხენი ნელ-ნელა მიჰყავდა, ბიჭს მის უნაგირზე ჩაეჭიდა ხელი და ქართული საუბრით მიჰყვებოდა. როცა ბარიანი ბიჭი მიუახლოვდა მათ, პირველმა უთხრა:
- იცი, ეს გურჯია, გურჯისტანიდან არი.
- იი, გურჯი კი არა? - უპასუხა ბარიანმა.
მაგრამ, როდესაც ლადომ ქართულად დაუწყო ლაპარაკი, ისიც დარწმუნდა, გაექანა, ცხენს ფაფარში წაავლო ხელი და თან გაჰყვა ნელ-ნელა მიმავალ მხედარს. მათ გზაში ერთი კაცი შემოეყარათ. ფერეიდანელმა ბიჭებმა უთხრეს მას: - ბიჭო, იცი, ეს ჩვენი ძველიაო.
სოფლის ბოლოში ლადო გამოემშვიდობა მათ, აღუთქვა მალე შეხვედრა. აუხსნა, რომ გადაწყვეტილი აქვს ყველა ქართული სოფლის ნახვა და ამიტომ დროებით გტოვებთო, დომბექამარელმა ქართველებმა იგი გააცილეს სოფელ დაშქეშანისაკენ მიმავალ ნახევარ გზამდე და შემდეგ უკან გაბრუნდნენ გახარებულები. მათ ხომ თითქმის სამასი წლის განმავლობაში პირველად იხილეს თავიანთი თანამემამულე.
შესანიშნავად აგვიწერს ლადო აღნიაშვილი სოფელ მარტყოფში მისვლის ამბავს: "მარტყოფს, რომ მივუახლოვდი, იქ, სოფლის პირში ორი დედაკაცი წყალს ავსებდა. დამინახეს და გამართეს ლაპარაკი: ერთმა სთქვა - ეს "საჰაბიაო" (ბატონი). მეორემ უთხრა, - "არა ეს ჩვენია, გურჯიაო". - "არა, საჰაბიაო, ფარანგიაო" (უცხოელი). - არა ეს ჩვენი ძველია, გურჯია. ხანმა არა თქვა, ერთი ჩვენი ძველი ისპაანში ზისო". და როდესაც ეს პირველიც დაეთანხმა, წამოხტნენ ორივენი, დაყარეს იქ წყლის ჭურჭელი და გაიქცნენ სოფლისაკენ. მირბოდნენ და ყველა გამვლელ-გამომვლელს ეუბნებოდნენ: "ჩვენი ძველი მოდის! გურჯი მოდის გურჯისტანიდანაო!"
"სანამ შიგ სოფელში შევიდოდი აუარებელი ხალხი იყო ყველა გზებზედ გამოშლილი: კაცი და ქალი, დიდი და პატარა აქეთ-იქიდან მომძახოდა - აჰვალი (ჯანმრთელობა) როგორა გაქვს? - "სალამ!" - "ჩაღი (გუნება, ხასიათი) როგორა გაქვს": მე ყველას თავს ვუკრავდი და მადლობას ვეუბნებოდი".
ამგვარად, დიდი წვალებისა და გაჭირვების შემდეგ, ლადო აღნიაშვილმა მოახერხა ფერეიდანის მხარის თითქმის ყველა სოფლის ნახვა. იგი იმდენად გადაღლილი იყო მოგზაურობით, ბევრი დაბრკოლების გადალახვითა და ხელმოკლეობით, რომ მალე დაუტოვებია ფერეიდანი და საქართველოში დაბრუნებულა.
დაუღალავმა შრომამ წელში გატეხა ლადო აღნიაშვილი; სულიერადაც მოქანცა იგი, დასნეულებული ლადო გარდაიცვალა 1904 წლის აპრილში. იგი დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.



2. პავლე ლორთქიფანიძე


პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კავკასიის მხედრიონი აქტიურად მოქმედებდა ირანსა და თურქეთში. 1916 წელს ირანში ქართული ესკადრონის მეთაური იყო შტაბს-კაპიტანი პავლე ალექსანდრეს ძე ლორთქიფანიძე. იგი ფერეიდანში შეხვდა იქაურ ქართველებს და იყო ფერეიდნელი ქართველის სეიფოლა იოსელიანის სტუმარი.
აი, როგორ აგვიწერს პ. ლორთქიფანიძე ქართველებთან შეხვედრას თავის წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 1916 წლის გაზეთ "სახალხო ფურცელში": "დრო არა მაქვს, ამ წერილის წამომღებიც მიჩქარის და სამსახურიც ისეთია, რომ "წინ გასწით!"-ო გვიძახიან. გზაში ვარ, მაგრამ ქართველ მკითხველს მინდა გადავცე შემდეგი:... ქალაქ ისპაჰანის მოშორებით გაშენებულია პატარა სამაჰმადიანო საქართველო, თორმეტი თუ ცამეტი სოფელი... არაფერი არ ვიცოდი... შეველ ერთ სოფელში მოგზაურობის დროს და ირგვლივ ქართულად ლაპარაკობდნენ. თავბრუ დამესხა, ომი ახალი შეწყვეტილი გვქონდა და გონსაც არ მოვსულიყავი... ვიფიქრე, ეს რა ამბავია, ნუ თუ საქართველოს რომელიმე კუთხეში ამოვყავი თავი მეთქი... მაგრამ სპარსული ტანისამოსი როგორღაც მეჩოთირებოდა... როცა მე ქართულად დავიწყე ლაპარაკი, იმდენი ქალი და კაცი შემომესია, რომ ტევა არ იყო... საიდანა ხარ ბატონო? - გაიძახოდნენ... მხოლოდ მაშინ მომაგონდა შაჰ-აბასის სიმხეცე და მისგან გადასახლებული ქართველები სპარსეთში. დედაენა ჩინებულადაა დაცული, დიდი და პატარა მხოლოდ ამით ამაყობს - ქართულად ვლაპარაკობთო... ჩვენი ქართველობა მხოლოდ დედაენით გამოიხატებაო... თხოულობენ "სკოლას", ქართველ მასწავლებელს... ნუთუო, ლაპარაკობენ: ჩვენი ქართველები ისე უგულო შეიქნენ, რომ ჩვენზე არ ფიქრობენო".





3. ამბაკო ჭელიძე


ამბაკო ჭელიძე 1923 წლის ივლისის პირველ რიცხვებში მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულ სპეციალისტთა ჯგუფს, რომელთაც დავალებული ჰქონდათ ირანში საბჭოთა ბანკის გახსნა, გაჰყვა თეირანში ამავე წლის შემოდგომაზე, როგორც ფინანსიური საქმის მცოდნე. მას თან ახლდა მისი მეუღლე სარა ჭელიძე. ამ შემთხვევამ შესაძლებლობა მისცა ამბაკოს ჩასულიყო ფერეიდანში და ადგილზე გასცნობოდა ფერეიდნელთა ყოფას. მან ბევრი რამ იცოდა ლადო აღნიაშვილის გადმოცემით, მისი წერილებიდან და წიგნიდან. ამბაკო ჭელიძე ირანში სამუშაოდ იყო წასული და, მიუხედავად დიდი სურვილისა, მას არ შეეძლო უნებართვოდ დაეტოვებინა თეირანი და ფერეიდანში გამგზავრებულიყო.
დადგა 1927 წლის ზაფხული და ამბაკო ჭელიძეც მოემზადა ფერეიდანში გასამგზავრებლად. სეიფოლა იოსელიანს წინასწარ შეატყობინეს და ივლისის პირველ რიცხვებში ამბაკო, მისი მეუღლე - სარა, დაქირავებული ფოტოგრაფი და მძღოლი ფერეიდანისკენ დაიძრენ.

IPB-ს სურათი


პირველად ამბაკო ჭელიძე ახორე ფაინში - ქვემო მარტოფში მისულა. აქ მას სეიფოლა იოსელიანის მიერ გაგზავნილი კაცები შეგებებია, რომლებსაც ზემო მარტოფში უნდა წაეყვანა სტუმრები.
გზა სოფლისაკენ ყანებს შორის გადიოდა. მათ მოულოდნელად წინ გადაუდგა მარტყოფელი გლეხი ქალაჯი მაჰმუდი, გვარად თავაზიანი, ბარით ხელში. იგი თურმე ვენახს რწყავდა, როგორც კი ამბაკო და მისი თანამგზავრები დაინახა, თავი დაანება მუშაობას და მათ მიეგება. მან მეტად ზრდილობიანად მოიკითხა ამბაკო და მისი მეუღლე და მორიდებით უთხრა: - დიდხანს გვპირდებოდით, ბატონო მოსვლას, მოდი ჩემი ღარიბი ოჯახიც ნახე.
სოფლის შესასვლელთან ბევრი ხალხი მიეგება სტუმრებს. ბევრი მათგანი ამბაკოს ნაცნობი იყო და სხვებს ეუბნებოდნენ: - "ჩვენი ძველი არის, ჩვენი პატრონი საქართველოდან" ანდა კიდევ: "სალამი მიე, ჩვენები არიან. ჩვენებური ნამაათ (ლამაზად) იციან".
სეიფოლა იოსელიანი სოფლის თავში ცხოვრობდა, რის გამოც მთელი სოფელი ფეხით გაიარეს ამბაკომ და მისმა მეუღლემ. "სახლების ბანებზე და გომებზე გამოფენილი იყვნენ ჭრელი, ხშირი ნაოჭებიანი კაბებით მორთული ქალები, ყველა უჩადროდ, უნიღბოდ (ესეც ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო ქართველი ქალისა ირანელისაგან), ისინი გადასძახოდნენ ერთიმეორეს კრიალა ხმით. დარბოდნენ, კისკისებდნენ. ქალების სითამამემ გადააჭარბა კაცებისას" - შენიშნავს ამბაკო.
სეიფოლას სახლთან რომ მივიდნენ, იქ უკვე ტევა აღარ იყო. ფერეიდნელები აღფრთოვანებით გაიძახოდნენ - დიდი საქართველოდან მოსულანო. ბევრ ქართულ ოჯახს მიუწვევია ამბაკო და მისი მეუღლე. ფერეიდნელი ქალები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ თურმე სარა ჭელიძეს. ერთხელ, როცა სარა ფეხზე დგომით დაღლილა, ერთ ფერეიდნელ გოგონას მიწაზე ცხვირსახოცი დაუფენია და მისთვის უთქვამს: - "მე ცხვირსაწური (ცხვირსახოცი) ნამაათ (ლამაზად) დაგიფინე, დაჯექი!"
ამბაკო ჭელიძე ირანში 1929 წლამდე დარჩა. ექვსი წელი დაჰყო მან ამ ქვეყანაში და ჩამოიტანა მეტად ძვირფასი ცნობები ფერეიდნელი ქართველების შესახებ.
ამბაკო ჭელიძის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1944 წელს ირაკლი კანდელაკს მიეცა საშუალება ჩასულიყო ფერეიდანის მხარეში და ენახა ქართული სოფლები, სადაც იმ დროს ინგლისის ჯარები იყო განლაგებული. იგი, ჯერ კიდევ ისფაჰანში ყოფნის დროს დაახლოებია ფერეიდნელ ქართველ ხანს - ჰოსეინ დავითაშვილს, რომელიც რამდენიმე სოფლის პატრონი იყო ფერეიდანის მხარეში და მასთან ერთად გამგზავრებულა ქართული სოფლების დასათვალიერებლად.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კანდელაკმა ფერეიდანში ყოფნის დროს მოახერხა დოკუმენტური ფილმის გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ ფილმიდან მხოლოდ ნაწყვეტები გადარჩა, იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში.









ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებანი

ამონარიდები ზურაბ შარაშენიძის წიგნიდან

ფერეიდნელი "გურჯები"



იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებები, მოვიტანოთ რამდენიმე ფერეიდნელის საუბარი, რომელიც ჩაწერილია ფირზე 1968 წელს:
"მე ვარ მუხტარა... სოფელჩი (სოფელში) დაბადული, სამი წელია ოთხი წელია თეირანჩი ვცოცხლოფ (ვცხოვრობ). თეირანჩი რა რომ ვცოცხლოფ მივდივარ მუშოობ. მუშოობა ჩონთვის ძალიან ვიღონებით (ვიღლებით), ვიღონებით რო არ ითქმის ადვილათ, არც წერა არც კითხუა, პარსული (სპარსული) წერა-კითხუა ცოტათ ვიცით, ქართული არცრა ვიცით... შარშა (შარშან) და შარშაწინ, რო ჩონ (ჩვენი) ბიჭები გამოიდე (ჩამოვიდნენ, გამოვიდნენ) საქართველოსაყე (საქართველოდან), გამოიტანეს და ჩონ ერთრამე ეხლა ვწავლობთ და ვკითხობთ (ეხლა ვსწავლობთ ქართულს)... მე ცოტა ლექსებსა ვწერ და პარსულადაცა უწერ ეგრე რო... შაიად (შესაძლებელია) რო ქენ (თქვენ) გენახოსყე და გეკითხოსყე (წაგეკითხოთ) ჩემ ლექსები და ღმერთსაყე მინდა რო თქენ გამოგინდესყე იგრე მიშელეთ რო გამამინდეს ეს ლექსები ჩემ დედას ენაზედა ვწერო და ღმერთმა გააწეროს (ინებოს) რო გაკეთდეს და მაღლა (უმაღლესად, კარგად) დავწავლო (ვისწავლო) ქართული, რო ქართულად ვწერო და ვიკითხო, და თქენყე ეს ჩემ მოთხოვა არი, როგთხო (გთხოვთ) მე ჩემ ბიძებსა და ბიძაშვილებსა, მშვიდათ (ნახვამდის)".
"ხუალ იქნება პარასკევ, შვიდ საათზე მივდივართ სადგურში თითფრინავისა და უნდა ჩონი ბიძიები, მოსულიან ირანში გავაცილოთ და მოიდენ თბილიჩი... ჩონ გუნდა რო მოიდეთ თბილიჩი... დავჩეთ ჩონი ძმები, დები, პაპები ვნახოთ... ძალიან გუნდა, გუყვარს საქართველოს ქუეყანა და საქართველოს სამშობლო... გუნდა... მოსვლა თბილიჩი და დაჰწაულა (ქართულის სწავლა გვსურსო), მერე დაბრუნება ირანში... ძალიან მინდა ქენ ნახუა, საქართველოს ნახუა, საქართველოს რო გავიგეფყე ჩემ ბადანში (ტანი, სხეული), ჩემი ბადანში... დამაბრუებსყე, სიხარულით მინდა ჰამე (ყველას) გუნდა ქენ გამარჯობა, ღონიერება, ქენ ვაშკაცობა, საქართველო უნდა წაიდეს წინ, ქენ კი წინა ხართ, მერე ჩონაც წაგუყანოთ ქენთანა..."


P.S. მართლა ასე საუბრობენ ჩემი ნაცნობი ფერეიდნელი ქართველები


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
32 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(80 - 99)
Amuza
პოსტი Apr 9 2008, 10:28 PM
პოსტი #81


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(gugua @ Apr 9 2008, 06:37 PM) *

ამუზას და რა თქმა უნდა სხვებსაც!

66-ე ქვეთავის მე-5-ე განყოფილებაში დაემატა ქალბატონ მარიამ-ცინარი ხმიადაშვილის ახალი ლექსი, რომელიც ეძღვნება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II
გთხოვთ, მოინახულოთ!


ლამაზად არის შედგენილი და გამოქვეყნებული.
ღმერთმა გაგაძლიეროს და დაგლოცოს გიორგი!!!


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Apr 10 2008, 07:53 AM
პოსტი #82


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა
დადგა ხარება

იღვიძებს კვირტი, დადგა ხარება, ღმერთს დიდება და ჩვენ - გახარება.
გილოცავთ ზეიმს, ”უფალი მეფობს” ამას გვასწავლის, გვთხოვს სახარება.
ნეტავ, ისეთი დრო მოგვემადლოს ყველგან მშვიდობის სუფევდეს ნება,
და არა მხოლოდ ფუჭი სურვილით, მარტო რითმების ნაზი ზმანება.
ზეციერო გთხოვ, ავი გვაშორე, შიშით ძრწოლა და აკანკალება.
შემოუბრუნე ქართველი კერას, გვეყო გაყოფა და გაცალება!
სამამულე რქა გაგვიჩანაგდა, ვენახს მიგდებულს, ეკალ-ნარებში
მამულს უმზერენ, აღარ დასრულდა, უცხო ტომელთა სრბოლა-თარეში.
რა გვემართება, რად დავბეჩავდით, ცოდვა, ხომ ვერსად დაიფარება?!
ღმერთო გთხოვ, ძალა მოგვაკრებინე, ხარება დადგა, გვსურს გახარება.

გიორგი ალავერდაშვილს
(აკროსტიკი)

smile.gif გიორგი, შენ გაგახარა ღმერთმა, ლამაზი ლექსია ,ძალიან მომეწონა,კვლავ გაიხარე!

სხვათა შორის, ჩემთან ინსტიტუტში სწავლობდა რამოდენიმე ფერეიდნელი ქართველი,რამდენიმე ხნის მერე ისინი წავიდნენ,ზოგი უკან ფერეიდანში ,ზოგიც სხვა სასწავლებელში გადავიდა,მათგან ერთი კი დღესაც ჩემს კურსზე სწავლობს ,ლევანი ჰქვია...


-მე და ჩემი ჯგუფელი -ლევან ხუციშვილი(ფერეიდნელი,სოფელ მარტყოფიდან)სამების ტაძრის ეზოში:
IPB-ს სურათი




--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 10 2008, 01:57 PM
პოსტი #83


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



გახსენება

ვუძღვნი ჩემ თანასოფლელს
შალვა ქვასროლიაშვილის
ნათელ სულს

შალვას ვიხსენებ, შემორჩა სახედ
თავისუფლებას, როგორც მძევალი;
აკურამ ზარდა ნაკურთხ მიწაზე,
სულით შავლეგოს გზის მიმდევარი.
ცხრა აპრილის დღეს და იმ განთიადს
რატომ უტევდა ასე მდევარი?!
რატომ ინება ნეტავ განგებამ
ასეთი მსხვერპლი, შესაწევარი?!
როცა განკითხვის ზარმა დარეკა,
ლაღად, ამაყად ცეკვავდა მაშინ,
ისე მხნე იყო თურმე იმ წუთში
ალბათ უფალი თუ ედგა მხარში.
დაიგრუხუნა ტანკების დელგმამ
შემოიგრაგნა ღრუბელი ცაში...
იდგა "ბართლომეს ღამე" თბილისში
თავგანწირულთა ფოლადი ხმაში...
მგოსნის სიტყვები ძველ ხანჯლის ელდად,
სიოს ფოთლების შრიალი ქარში
უსინათლოთა ბნელში სიმღერამ,
ჩაახშო აბჯართ ჟღარუნი ხალხში...
გათენდა დილა, გადათელილი
და მართალ სულებს უხმობდა ცაში
და „ცხელი გული“ სვეტიცხოველში
სისხლის წვეთს თვლიდა გმირების ძარღვში.

ცინარი-მარიამ ხმიადაშვილი

9 წელი
2004 წელი


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 10 2008, 06:06 PM
პოსტი #84


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გიორგის! ეს ლექსი წავა იქ (ჩვენ რომ ვიცით), მაგრამ თარიღი 2004 წლის 9 აპრილია ხომ?


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 10 2008, 06:09 PM
პოსტი #85


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(gugua @ Apr 10 2008, 06:06 PM) *

გიორგის! ეს ლექსი წავა იქ (ჩვენ რომ ვიცით), მაგრამ თარიღი 2004 წლის 9 აპრილია ხომ?


biggrin.gif კი ნამდვილად მასეა ჩემო გიორგი.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 10 2008, 06:26 PM
პოსტი #86


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ამუზას!
უკვე მზად არის! ნეტავ იცოდე მაინც, რამხელა პატივს ვცემ შენს ოჯახს!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Apr 11 2008, 12:17 AM
პოსტი #87


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ვინმეს თუ გაქვთ მაგ მხარის სურათები, დადეთ რა.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 11 2008, 01:31 PM
პოსტი #88


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ვეშაპო @ Apr 11 2008, 12:17 AM) *

ვინმეს თუ გაქვთ მაგ მხარის სურათები, დადეთ რა.



www.fereidani.ge

შედი ამ საიტზე და იხილავ სურათებს!


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 17 2008, 07:27 AM
პოსტი #89


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



საიტს www.fereidani.ge დაემატა 38-ე ქვეთავის ინგლისური ვარიანტი (თარგმანი ქეთევან ივანაშვილისა). გთხოვთ მოინახულოთ!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
spy_lady
პოსტი Apr 17 2008, 03:38 PM
პოსტი #90


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 17-April 08
წევრი № 4,579



gugua
თქვენ გააკეთეთ ეს საიტი?


--------------------
გეშინოდეს საკუთარი ოცნების, მას ახდენა შეუძლია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 17 2008, 08:06 PM
პოსტი #91


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



spy_lady-ს!

კი, მაგიტომაც მაქვს ჩასმული ხელმოწერის ნაცვლად! უფრო სწორად ჩემმა ვაჟმა - ირაკლიმ დაიწყო და მერე მე გადმომაბარა, მას თავისი საქმე აქვს, მე კი არ ვასვენებდი, მერე მე მასწავლა და ახლა ორივემ მოვისვენეთ smile.gif

xornabujeli-ს!

ძმაო, მაპატიე ცოტა მოგვიანებით რომ მოგმართავ, მაგრამ სჯობს გვიანო, ხომ გაგიგონია? შეიძლება ეგ სურათი საიტში გადავიტანო? უბრალოდ მინდა თავი მოვუყარო ყველა ინფორმაციას და ფოტოს, რაც კი ფერეიდანს და ფერეიდნელებს ეხება! ოღონდ ცოტა კიდევ მომწერე რამე (თუ გინდა ჩემს მისამართზე) შენი სახელი და გვარი, ან რასაც ჩათვლი საჭიროდ, სურათის ქვეშ რომ დავურთო, კარგი?

ეს ხუციშვილებს ეხება:

ქართველთა ერთ-ერთი წინამძღოლი, ურუჯუყულ-ბეგი განსაკუთრებული სისასტიკით დაუსჯიათ, - ზარბაზნის ლულაზე მიუკრავთ, რომ მისი სხეული ნაფლეთებად ექციათ. სიკვდილის წინ ჯალათებისთვის ღიმილით უთხოვია, - სანამ გაისვრით, ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიმართეთო. ვერ შეუბედიათ უარი ვაჟკაცისათვის...
ქერიმ-ხანის ჯარის ერთ-ერთი სარდალი წარმოშობით ქართველი იყო. ბრძოლის დროს ის შირაზში იმყოფებოდა. ფერეიდანში დატრიალებული ტრაგედიის ამბავი რომ შეუტყვია, ქართველთა დასახმარებლად გაქცეულა, მაგრამ დაუგვიანია. ომი დასრულებული დახვდა. მხოლოდ ისღა მოუხერხებია, რომ ცოცხლად გადარჩენილი ქართველების სიცოცხლე გამოუთხოვია სასტიკი ხანისაგან. ქერიმს უარი ვერ უთქვამს უმამაცესი სარდლისათვის.
ომის შემდეგ ქართველებმა ვეღარ შეძლეს ქართული ადათ-წესების ბოლომდე შენარჩუნება. ამ ომში მრავალი გვარი ამოწყდა. თურმე ბრძოლისას, როდესაც დედა შვილთან ერთად კლდიდან ვარდებოდა, შვილის გადასარჩენად ცდილობდა, ზურგზე დაცემულიყო, ბავშვი კი გულში ჰყავდა ჩაკრული. სწორედ ასე გადარჩენილა ჰაყვერდი ხუციშვილი, რომლის შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს ფერეიდანში»...
ამ ამბის მთხრობელი გიორგი ხუციშვილი სწორედ იმ ჰაყვერდის შთამომავალია.
«ეს ბრძოლა ხარკის ასაცილებლად არ მომხდარა. ის ქართული ხასიათის გამოვლინება იყო და მტერს ასწავლიდა, რომ ქართველებს ძალით ვერავინ დაიმორჩილებდა. საქართველოს ისტორია ხომ ამის უტყუარი მაგალითია. ასეთი ტკივილით სავსე ამბები თაობიდან თაობას გადაეცემოდა ჩვენში. ასე ვიზრდებოდით, მათი მოსმენით ვძლიერდებოდით და გვიათმაგდებოდა ჩვენი შორეული სამშობლოს, მისი ენის, კულტურის სიყვარული. ასე შევინარჩუნეთ ქართველობა და გვინდა ჩვენმა მომავალმა თაობებმაც იცოდნენ, რომ მათი დასაცავია სამშობლო, ენა, ქართველობა და წინაპრის კულტი», - გვწერს გიორგი ხუციშვილი.
ფერეიდანში ქრისტესთვის ლოცვა რომ აუკრძალავთ, იმ დღიდან სამშობლოსა და სჯულისათვის წამებული წინაპრები გამხდარან სალოცავ-საფიცარნი. რაც დრო გადის, მით უკეთ ვხვდებით, რომ ჩვენი შორეული მოძმეებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, თუნდაც საკუთარი ისტორიის დაფასება.

გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Apr 17 2008, 09:06 PM
პოსტი #92


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



გაგიმარჯოთ ფერეიდანელო ქართველებო! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!!


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
spy_lady
პოსტი Apr 17 2008, 10:19 PM
პოსტი #93


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 17-April 08
წევრი № 4,579



spy_lady
შესანიშნავ საქმეს აკეთებთ!
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!


--------------------
გეშინოდეს საკუთარი ოცნების, მას ახდენა შეუძლია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Apr 18 2008, 02:56 AM
პოსტი #94


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(gugua @ Apr 17 2008, 07:06 PM) *

spy_lady-ს!

კი, მაგიტომაც მაქვს ჩასმული ხელმოწერის ნაცვლად! უფრო სწორად ჩემმა ვაჟმა - ირაკლიმ დაიწყო და მერე მე გადმომაბარა, მას თავისი საქმე აქვს, მე კი არ ვასვენებდი, მერე მე მასწავლა და ახლა ორივემ მოვისვენეთ smile.gif

xornabujeli-ს!

ძმაო, მაპატიე ცოტა მოგვიანებით რომ მოგმართავ, მაგრამ სჯობს გვიანო, ხომ გაგიგონია? შეიძლება ეგ სურათი საიტში გადავიტანო? უბრალოდ მინდა თავი მოვუყარო ყველა ინფორმაციას და ფოტოს, რაც კი ფერეიდანს და ფერეიდნელებს ეხება! ოღონდ ცოტა კიდევ მომწერე რამე (თუ გინდა ჩემს მისამართზე) შენი სახელი და გვარი, ან რასაც ჩათვლი საჭიროდ, სურათის ქვეშ რომ დავურთო, კარგი?

ეს ხუციშვილებს ეხება:

ქართველთა ერთ-ერთი წინამძღოლი, ურუჯუყულ-ბეგი განსაკუთრებული სისასტიკით დაუსჯიათ, - ზარბაზნის ლულაზე მიუკრავთ, რომ მისი სხეული ნაფლეთებად ექციათ. სიკვდილის წინ ჯალათებისთვის ღიმილით უთხოვია, - სანამ გაისვრით, ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიმართეთო. ვერ შეუბედიათ უარი ვაჟკაცისათვის...
ქერიმ-ხანის ჯარის ერთ-ერთი სარდალი წარმოშობით ქართველი იყო. ბრძოლის დროს ის შირაზში იმყოფებოდა. ფერეიდანში დატრიალებული ტრაგედიის ამბავი რომ შეუტყვია, ქართველთა დასახმარებლად გაქცეულა, მაგრამ დაუგვიანია. ომი დასრულებული დახვდა. მხოლოდ ისღა მოუხერხებია, რომ ცოცხლად გადარჩენილი ქართველების სიცოცხლე გამოუთხოვია სასტიკი ხანისაგან. ქერიმს უარი ვერ უთქვამს უმამაცესი სარდლისათვის.
ომის შემდეგ ქართველებმა ვეღარ შეძლეს ქართული ადათ-წესების ბოლომდე შენარჩუნება. ამ ომში მრავალი გვარი ამოწყდა. თურმე ბრძოლისას, როდესაც დედა შვილთან ერთად კლდიდან ვარდებოდა, შვილის გადასარჩენად ცდილობდა, ზურგზე დაცემულიყო, ბავშვი კი გულში ჰყავდა ჩაკრული. სწორედ ასე გადარჩენილა ჰაყვერდი ხუციშვილი, რომლის შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს ფერეიდანში»...
ამ ამბის მთხრობელი გიორგი ხუციშვილი სწორედ იმ ჰაყვერდის შთამომავალია.
«ეს ბრძოლა ხარკის ასაცილებლად არ მომხდარა. ის ქართული ხასიათის გამოვლინება იყო და მტერს ასწავლიდა, რომ ქართველებს ძალით ვერავინ დაიმორჩილებდა. საქართველოს ისტორია ხომ ამის უტყუარი მაგალითია. ასეთი ტკივილით სავსე ამბები თაობიდან თაობას გადაეცემოდა ჩვენში. ასე ვიზრდებოდით, მათი მოსმენით ვძლიერდებოდით და გვიათმაგდებოდა ჩვენი შორეული სამშობლოს, მისი ენის, კულტურის სიყვარული. ასე შევინარჩუნეთ ქართველობა და გვინდა ჩვენმა მომავალმა თაობებმაც იცოდნენ, რომ მათი დასაცავია სამშობლო, ენა, ქართველობა და წინაპრის კულტი», - გვწერს გიორგი ხუციშვილი.
ფერეიდანში ქრისტესთვის ლოცვა რომ აუკრძალავთ, იმ დღიდან სამშობლოსა და სჯულისათვის წამებული წინაპრები გამხდარან სალოცავ-საფიცარნი. რაც დრო გადის, მით უკეთ ვხვდებით, რომ ჩვენი შორეული მოძმეებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, თუნდაც საკუთარი ისტორიის დაფასება.

გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

smile.gif არაუშავს ძმაო გიორგი,კი ნამდვილად გამიგონია. გადაიტანე და თუ ,კი კიდევ რამეს ფოტოს,ან ინფორმაციას მოვიპოვებ იმასაც მოგაწვდი, რაც ფერეიდნელებს ეხებათ.ღმერთმა, ხელი მოგიმართოს ყველა კეთილ საქმეში.
ეს ,ეს ისტორიაც საინტერესოა და ბევრს რასმე გვასწავლის,სხვათა შორის მე ვკითხე და ლევანმა მითხრა ,რომ მე ჩემი წინაპრების 15-თაობა ვარო და პირველად ვინც ირანელებს კახეთიდან ტყვედ წაუყვანიათ(ჩემს წინაპართაგანო) გიორგი ხუციშვილი იყოო.ასევე აღნიშნა,რომ ირანის რევოლუციამდე იქაური ქართველები თავისი ტომის(ქართველების) გარდა სხვაზე არც თხოვდებოდნენ და არც ქორწინდებოდნენო,მხოლოდ რევოლუციის შემდეგღა დაიწყეს, ნელ-ნელა ამ ტრადიციის დარღვევაო.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 18 2008, 07:49 AM
პოსტი #95


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



xornabujel გიორგის სიღნაღელი გიორგისაგან!
ჩემო სეხნიავ და მიწა-წყალო! თუ გინდა ცოტა ხანს დავიცადოთ, ლევანის დაველოდოთ, იქნებ სურვილი ჰქონდეს უფრო სერიოზული ქვეთავი გავაკეთოთ მასზე და არა მარტო ეს ერთი სურათი. აბა დაელაპარაკე და მერე პასუხი შემატყობინე.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 18 2008, 07:20 PM
პოსტი #96


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა:
1. ქვეთავი 2 - "ტკივილიანი ციხემთა" ფერეიდნელი ლევან ხუციშვილის და ხორნაბუჯელი გიორგი ლეკაშვილის ფოტო;
2. ქვეთავი 63 - "გიორგი ოჩკუროვი - საქართველოს სიყვარულით" ორი ფოტო-გალერეა : "From the Collections of the
Georgian National Museum" და "ნიკო ფიროსმანი - Niko Pirosmani"

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Apr 22 2008, 12:36 AM
პოსტი #97


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(gugua @ Apr 18 2008, 06:49 AM) *

xornabujel გიორგის სიღნაღელი გიორგისაგან!
ჩემო სეხნიავ და მიწა-წყალო! თუ გინდა ცოტა ხანს დავიცადოთ, ლევანის დაველოდოთ, იქნებ სურვილი ჰქონდეს უფრო სერიოზული ქვეთავი გავაკეთოთ მასზე და არა მარტო ეს ერთი სურათი. აბა დაელაპარაკე და მერე პასუხი შემატყობინე.

smile.gif გაიხარე ძმაო,ახლა სააღდგომო არდადეგები გვაქვს ინსტიტუტში,მერე რომ ვნახავ აუცილებლად დაველაპარაკები,პასუხს გაცნობებ,აბა ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ჩვენ და ყველა ქრისტიანს,ღმერთს ებარებოდე!


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 23 2008, 10:20 PM
პოსტი #98


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



xornabujel-ს!
ჩემო სეხნიავ და ჩემო მიწა-წყალო! დიდი მადლობა! შენც და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ მომავალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

IPB-ს სურათი

გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 23 2008, 10:28 PM
პოსტი #99


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(gugua @ Apr 23 2008, 10:20 PM) *

xornabujel-ს!
ჩემო სეხნიავ და ჩემო მიწა-წყალო! დიდი მადლობა! შენც და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ მომავალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

IPB-ს სურათი

გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


გიორგი როგორ ხარ?

ვახ რა ლამაზი თამარის ჯვარია?

ახალი ხომ არ არის რამე შენსკენ?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Apr 24 2008, 01:30 AM
პოსტი #100


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(gugua @ Apr 23 2008, 09:20 PM) *

xornabujel-ს!
ჩემო სეხნიავ და ჩემო მიწა-წყალო! დიდი მადლობა! შენც და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ მომავალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

IPB-ს სურათი

გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

-გაიხარე, ძმაო ,მეც გულით და სულით გილოცავ შენ და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს დამდეგ აღდგომის დღესასწაულს,დაესწარით მრავალს!
-ღმერთმა, ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ჩვენ და სრულიად საქართველოს!
IPB-ს სურათი


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 7 მომხმარებელი (მათ შორის 7 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th June 2024 - 01:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი