მოვილოცოთ ზუგდიდში სიწმინდეები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოვილოცოთ ზუგდიდში სიწმინდეები |
ნათია |
May 14 2008, 02:28 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ივნისის დასაწყისში, სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში 2 დღით (შაბათი, კვირა) წავიდეთ ზუგდიდში, ვინც სამეგრელოდან ხართ იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია სიწმინდეების შესახებ, რისი ნახვა შეიძლება...
აუცილებლად უნდა მოვილოცოთ ღვთისმშობლის კვართი (როგორც ვიცი მუზეუმში ინახება), მგონი წმ. მარინეს ხელის მტევანიც ამ მუზეუმში უნდა იყოს და ა.შ. დრო ისე უნდა შევარჩიოთ რომ მამა ირაკლიმაც შეძლოს წამოსვლა, ზუგდიდში ჩვენს ფორუმელ მამა ანდრიასაც მოვინახულებთ აბა, იდეები მოგვაწოდეთ ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი (1825-1830 წწ.) ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მაცხოვრის კარის) ტაძარი (XV-XVI სს) წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი (X ს.) კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (X ს.) ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსლის ისტორიიდან ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება ერთ - ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვია - პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა. ეპარქიის სიწმინდეები ზუგდიდის ისტორიული მუზეუმი ეროვნული საუნჯის დაცვისა და მეცნიერული შესწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა საქართველოში. მის ფონდსაცავებში დაუნჯებულია საქართველოს ისტორიისა და კულტურის უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლები. მუზეუმის კოლექციები შეიქმნა სამეგრელოს ყოფილი მთავრების, დადიანების საოჯახო საგვარეულო საგანძურის, 1922-1923 წლებში სახელმწიფოს მიერ ეკლესია-მონასტრებისათვის ჩამორთმეული ქონების, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპედიციების შედეგად მოპოვებული მასალების, მუზეუმის მიერ შესყიდული ხალხური ხელოსნობის ძვირფასი ნიმუშებისა და შეწირულობის საფუძველზე. ამჟამად მუზეუმში დაცულია 40 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის – არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, ფერწერული, ჭედური და გამოყენებითი ხელოვნების, წერილობითი და ბეჭდური მასალა. ცნობილია, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ოდითგანვე თაყვანს სცემდა და სათუთად ეპყრობოდა მონასტრებში დაცულ სიწმინდეებს, მაგრამ დროთა განმავლობაში, გარეშე მტრების შემოსევებისა და შინაგანი შუღლის გამო ეკლესიის საგანძურთან ერთად სიწმინდეების უმეტესობა განადგურებულია, ნაწილი კი მუზეუმებსა და სხვა ადგილებში დამკვიდრებულა. ამას ადასტურებს ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცული სიწმინდეები, რომლებიც ხობის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიიდან 1923-1936 წლებში შემოსულა და მუზეუმის საგანძურთა შორის დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ეს არის სახელგანთქმული კვართი ღმრთისმშობელისა, რომელიც თავის დროზე დეკორით ყოფილა შემკობილი, მაგრამ დროთა განმავლობაში საღებავი გადასულა. ამჟამად იგი ტილოს წააგავს (ზომა 180 X 150 სმ.). აქვეა დაცული წმინდა მარინეს მკლავი უსამკაულოდ (აკლია დიდი თითი და საჩვენებელი თითის სახსარი), წმინდა კვირიკეს ხელი (აკლია ორი თითი – პატარა და უსახელო), წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის ძვლების ნაწილები. წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის კუბოში, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. იგი გაკეთებულია ლევან II დადიანის (1611-1657 წწ) დაკვეთით. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ წმინდა ნაწილების საქართველოში მოხვედრის შესახებ: ერთი ვარაუდით, ეს სიწმინდეები მე-15 საუკუნის დასაწყისშია ჩამოტანილი იერუსალიმიდან. ვახუშტი ბატონიშვილი მწირ ინფორმაციას გვაწვდის აღნიშნულ საკითხებზე: “... ხოფის ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისა სასწაულ მოქმედი...” სამაგიეროდ, ცნობები ამ სიწმინდეთა შესახებ უხვადაა დაცული უცხოელ ავტორთა თხზულებებში. საინტერესო მასალა დაგვიტოვეს რუსმა ელჩებმა ფედოტ ელჩინმა და პავლე ზახარიევმა. ისინი 1640 წლის გაზაფხულზე სტუმრობდნენ ლევან II დადიანთან. ამ ელჩობის დროს ისინი ხობის მონასტერსაც ეწვივნენ. სტუმრების კითხვაზე, ვის მიერ და საიდან იყო ჩამოტანილი ეს სიწმინდეები, არქიმანდრიტს განუმარტავს: „მე დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ, ამ თანამდებობაზე და არ ვიცი, საიდან და ვის მიერ არის ეს წმინდა ნივთები ჩამოტანილიო”. არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობის შესახებ, მაგრამ ვის მიერ ან როდის იქნა ჩამოტანილი, ამაზე არაფერს ამბობს. ის აღნიშნავს , რომ ხობის მონასტერში „აჩვენებდნენ ღმრთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ”. სიწმიდნეთა შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, რომელმაც ღმრთისმშობლის კვართი ნახა მე-17 საუკუნეში. მან და მისმა მხლებლებმა სიწმინდეს თაყვანი სცეს და შემდგომ მის თარგზე აჭრეს ახალი კვართი, რომელიც კურთხევის შემდეგ დიდი სიხარულით წაასვენეს თავიანთ სამშობლოში. თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში ჯუზეპე მარია ძამპი საქართველოში რომში გაგზავნილ ერთ-ერთ მოხსენებაში უაღრესად საინტერესოდ აღწერს ხობის მონასტერში დაცულ სიწმინდეებს: „ამ ხალხს ბევრი რელიქვია აქვს, რომლებიც მათ, პირველ ყოვლისა, მიიღეს იმ დროს, როცა აქ, საქართველოში, ქრისტიანობა ჰყვაოდა და მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინოპოლის იმპერატორებთან, რომლებიც მათ ბევრ რელიქვიას უგზავნიდნენ საჩუქრად. ამბობდნენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდა ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანა ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა (ფრანგული ფუტის რვა დიუმზე რამდენადმე დიდი) და კვართი, რომელიც, მათი თქმით, ღმრთისმშობელს ეკუთვნოდა. ჩვენს პატრებს უნახავთ ტილო, რომლისგანაც იგი არის შეკერილი, ყვითელი ფერისაა, აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნემსით. სიგრძით იგი რვა რომაული მტკაველის ოდენაა, განით კი – ოთხისა, აქვს ერთი მტკაველის სიგრძის მოკლე მკლავები და ვიწრო საყელო. აქვე ვნახე ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს ლუსკუმაში გამხმარი მკლავი. როგორც ამბობენ, ეს არის წმინდა მარინეს მკლავი; ვნახე აგრეთვე წმინდა კვირიკეს მკლავი და ოქროთი და ვერცხლით შემკული წმინდანთა სხვა ნაწილები. კვართი, რომლის შესახებაც მე ვილაპარაკე, ინახება ვერცხლისგან გაკეთებული, ყვავილებით მორთულ ებანოზის ყუთში”. ექვთიმე თაყაიშვილი თავის არქეოლოგიურ მოგზაურობაში, ხობის ეკლესიაში დაცულ საგანძურთა შორის აღწერს სანაწილე კოლოფს, რომელშიც ინახებოდა ღმრთისმშობლის კვართი და სხვა ნაწილები. იგი აღნიშნავს, რომ „წარწერა ეკუთვნის დიდ ლევან დადიანს, მისი მეუღლე ნესტან-დარეჯან ჭილაძის ასული გარდაიცვალა 1639 წელს. მაშასადამე, წარწერა გაკეთებულია 1639-1657 წლებში”. ცხადია, რომ ზემოთ მოტანილი ცნობები, რომლებიც რუს ელჩებს ადგილობრივმა ინფორმატორებმა მიაწოდეს, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია შემოგვინახა: პირველის თანახმად, ის ჩამოიტანეს მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლიდან; მეორეს მიხედვით, კვართი ჩვენში ჩამოტანილ იქნა მე-15 საუკუნეში, კონსტანტინოპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ. თუ რომელი მოსაზრებაა სწორი, ამას შემდგომი კვლევა წარმოაჩენს. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ლილიანა |
May 14 2008, 02:28 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
მე მოვდივარ ჩამწერეთ სიაში
ლილიანა + -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
ნათია |
May 14 2008, 02:36 PM
პოსტი
#3
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ლილიანა
ციტატა მე მოვდივარ ჩამწერეთ სიაში ლილიანა + ლიილ 1. ლილიანა P.S. სამეგრელოში არსებული ეკლესიების შესახებ თუ მოგეპოვებათ ინფორმაცია დადეთ -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
May 14 2008, 02:37 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
+ მე იმედი მაქვს ხელს არაფერი შემიშლის წამოსვლაში.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მხევალი ნინო |
May 14 2008, 02:39 PM
პოსტი
#5
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ივნისის დასაწყისში, სავარაუდოდ პირველ კვირას 2 დღით (შაბათი, კვირა) წავიდეთ ზუგდიდში, ვინც სამეგრელოდან ხართ იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია სიწმინდეების შესახებ, რისი ნახვა შეიძლება... აუცილებლად უნდა მოვილოცოთ ღვთისმშობლის კვართი (როგორც ვიცი მუზეუმში ინახება), მგონი წმ. მარინეს ხელის მტევანიც ამ მუზეუმში უნდა იყოს და ა.შ. დრო ისე უნდა შევარჩიოთ რომ მამა ირაკლიმაც შეძლოს წამოსვლა, ზუგდიდში ჩვენს ფორუმელ მამა ანდრიასაც მოვინახულებთ აბა, იდეები მოგვაწოდეთ -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ნათია |
May 14 2008, 02:46 PM
პოსტი
#6
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
1. ლილიანა
2. მარინე P.S. სამეგრელოს მხარეს საერთოდ არ ვიცნობ და დეტალურ ინფორმაციებს ვერ ვდებ, პირველ პოსტში მოცემული ეკლესიების ნახვას მგონი მოვასწრებთ ამ საიტზე ზუგდიდში არსებული ყველა ეკლესიის სიაა http://eparqia.iatp.ge/tadzrebi/tadz.html ვინც იცის სამეგრელო იქნებ აგვიხსნას ახლოს რომელია და რამდენი ტაძრის მოლოცვას მოვასწრებთ... ლამის 1 დღე გზაში გვინდა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
piligrimi |
May 14 2008, 02:54 PM
პოსტი
#7
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
ნათ და მაინც ზუსტად როდის ვგეგმავთ?? პირველივე კვირა პირველია და ნინოობა მაშინ მე გარანტირებულად ვერ მოვდივარ. და სხვა არ ვიცი
ისე რა თქმა უნდა სიამოვნებით წამოვიდოდი მანდ ასე რომ იქნებ დავაზუსტოთ რა თარიღიც კაი მჯერა ძალიან კარგი ესკურსია გამოვა -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
ნათია |
May 14 2008, 02:58 PM
პოსტი
#8
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
piligrimi
ციტატა ნათ და მაინც ზუსტად როდის ვგეგმავთ?? პირველივე კვირა პირველია და ნინოობა მაშინ მე გარანტირებულად ვერ მოვდივარ. და სხვა არ ვიცი ნინოობას არა, მამაო ვერ წამოვა, სავარაუდოდ 8-ში -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
natiako |
May 14 2008, 02:59 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 823 რეგისტრ.: 6-August 07 წევრი № 2,575 |
1. ლილიანა 2. მარინე P.S. სამეგრელოს მხარეს საერთოდ არ ვიცნობ და დეტალურ ინფორმაციებს ვერ ვდებ, პირველ პოსტში მოცემული ეკლესიების ნახვას მგონი მოვასწრებთ ამ საიტზე ზუგდიდში არსებული ყველა ეკლესიის სიაა http://eparqia.iatp.ge/tadzrebi/tadz.html ვინც იცის სამეგრელო იქნებ აგვიხსნას ახლოს რომელია და რამდენი ტაძრის მოლოცვას მოვასწრებთ... ლამის 1 დღე გზაში გვინდა ნათი შიგ ზუგდიდში არის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი და იქვეა მაცხოვრის კარის სახლეობის ტაძარიც ე.წ. ფუნიკულიორზე,ეს ორი ტაძარი ანუ ახლოსაა ერთმანეთთან და ქალაქშია თან, დანარჩენი ორის შესახებ კი მხოლოდ გამიგია და ისე ზუგდიდში წასვლა ვლაქერნობის დღესასწაულზე ანუ 15 ივლისს აჯობებდა და კიდევ თუ 3 რიცხვამდე მოხერხდა წასვლა მეც წამოვალ და ჩამწერე და ზუგდიდი 2 დღიანი იქნება ალბათ არა? -------------------- ო ღმერთო, როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემიძლია
|
ნათია |
May 14 2008, 03:01 PM
პოსტი
#10
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
natiako
ციტატა და ისე ზუგდიდში წასვლა ვლაქერნობის დღესასწაულზე ანუ 15 ივლისს აჯობებდა დღესასწაულზე ბევრი ხალხია და არ ღირს, მოსალოცად მივდივართ გამატარე-გამიშვის თავი არ გვაქვს ციტატა ნათი შიგ ზუგდიდში არის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი და იქვეა მაცხოვრის კარის სახლეობის ტაძარიც ე.წ. ფუნიკულიორზე,ეს ორი ტაძარი ანუ ახლოსაა ერთმანეთთან და ქალაქშია თან გაიხარე ნათ! natiako ციტატა ზუგდიდი 2 დღიანი იქნება ალბათ არა? კი 2 დღიანი, შაბათი და კვირა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
კანონისტი |
May 14 2008, 03:01 PM
პოსტი
#11
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
+
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნათია |
May 14 2008, 03:03 PM
პოსტი
#12
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ციტატა და კიდევ თუ 3 რიცხვამდე მოხერხდა წასვლა მეც წამოვალ და ჩამწერე 3 რიცხვამდე არამგონია, 1-ში ნინოობაა და არამგონია წავიდეთ 1. ლილიანა 2. მარინე 3. piligrimi 4. კანონისტი 5. ნათია 6. მაიკონა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
piligrimi |
May 14 2008, 03:03 PM
პოსტი
#13
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
natiako დღესასწაულზე ბევრი ხალხია და არ ღირს, მოსალოცად მივდივართ გამატარე-გამიშვის თავი არ გვაქვს გაიხარე ნათ! natiako კი 2 დღიანი, შაბათი და კვირა მაგარამ მაშინ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იქ შეშვების საკითხზე 8 ჯერჯერობით მე მაწყობს ხო დარჩენის საკითხებზეც მოგვიწევს დაფიქრება -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
კანონისტი |
May 14 2008, 03:03 PM
პოსტი
#14
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნათია
ციტატა სამეგრელოს მხარეს საერთოდ არ ვიცნობ და დეტალურ ინფორმაციებს ვერ ვდებ, პირველ პოსტში მოცემული ეკლესიების ნახვას მგონი მოვასწრებთ მარტვილის ეკლესიაა უცილობლივ სანახავი + ჭყონდიდელის რეზიდენცია გარდა მაგისა, მეუფე გერასიმეს ვიცნობ საკმაოდ ახლოს და შემიძლია ვთხოვო მას კურთხევა და იდეებიც -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნათია |
May 14 2008, 03:03 PM
პოსტი
#15
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
piligrimi
ციტატა მაგარამ მაშინ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იქ შეშვების საკითხზე მამაო დაგვეხმარება, მეუფესთან დარეკავს -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
natiako |
May 14 2008, 03:03 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 823 რეგისტრ.: 6-August 07 წევრი № 2,575 |
natiako დღესასწაულზე ბევრი ხალხია და არ ღირს, მოსალოცად მივდივართ გამატარე-გამიშვის თავი არ გვაქვს გაიხარე ნათ! natiako კი 2 დღიანი, შაბათი და კვირა კარგი მაშინ 8-ში მე ვერანაირად ვერ წამოვალ 6-ში მივდივარ და 10 დღე არ ვიქნები, თუ ისე მოხდა რომ თარიღი გადაანავცლეთ შემოგიერთდებით არაუშავს კარგი, ზუგდიდში მაინც ვარ ნამყოფი, უბრალოდ თქვენთან ერთად მინდოდა მეც წამოსვლა -------------------- ო ღმერთო, როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემიძლია
|
ნათია |
May 14 2008, 03:06 PM
პოსტი
#17
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
კანონისტი
ციტატა მარტვილის ეკლესიაა უცილობლივ სანახავი + ჭყონდიდელის რეზიდენცია დათ მაგას გავივლით ხო? ციტატა გარდა მაგისა, მეუფე გერასიმეს ვიცნობ საკმაოდ ახლოს და შემიძლია ვთხოვო მას კურთხევა და იდეებიც ძალიან კარგი, აბა დატრიალდი natiako ციტატა კარგი მაშინ 8-ში მე ვერანაირად ვერ წამოვალ 6-ში მივდივარ და 10 დღე არ ვიქნები, თუ ისე მოხდა რომ თარიღი გადაანავცლეთ შემოგიერთდებით კარგი ნათ, აკონტროლე მაინც ეს თემა თუ რამე შეიცვალა და მოახერხო გამიხარდება ჩვენი აბო და თემო (ქუთაისელი) არ გამოგვრჩეს -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
კანონისტი |
May 14 2008, 03:06 PM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნათია
ციტატა დათ მაგას გავივლით ხო? კი, ან გავლით ან გამოვლით ციტატა ძალიან კარგი, აბა დატრიალდი რომ ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ, დავურეკავ აუცილებლად P.S. ძალიან ვუყვარვარ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
natiako |
May 14 2008, 03:08 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 823 რეგისტრ.: 6-August 07 წევრი № 2,575 |
კანონისტი დათ მაგას გავივლით ხო? ძალიან კარგი, აბა დატრიალდი natiako კარგი ნათ, აკონტროლე მაინც ეს თემა თუ რამე შეიცვალა და მოახერხო გამიხარდება ჩვენი აბო და თემო (ქუთაისელი) არ გამოგვრჩეს არა ნათ მარტვილს რანაირად გაივლით ის სხვა მხარესაა ზუგდიდი სხვა მხარეს.სხვა ამბავია წალენჯიხიდან ჩხოროწყუში თუ გადახვალთ და იქიდან შემოუვლით თორემ, ან უკან დაბრუნებისას სენაკიდან თუ გადაუხვევთ -------------------- ო ღმერთო, როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემიძლია
|
ნათია |
May 14 2008, 03:09 PM
პოსტი
#20
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
კანონისტი
ციტატა კი, ან გავლით ან გამოვლით აჰა ციტატა რომ ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ, დავურეკავ აუცილებლად კაქი! ციტატა ძალიან ვუყვარვარ შენ ვის არ უყვარხარ natiako ციტატა არა ნათ მარტვილს რანაირად გაივლით ის სხვა მხარესაა ზუგდიდი სხვა მხარეს.სხვა ამბავია წალენჯიხიდან ჩხოროწყუში თუ გადახვალთ და იქიდან შემოუვლით თორემ, ან უკან დაბრუნებისას სენაკიდან თუ გადაუხვევთ რუკა ხომ არ გაქვს ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 02:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი