IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე, ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა
ზვარე
პოსტი May 21 2008, 01:44 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა

წმიდა მამების უამრავი შრომა ეხმაურება აღნიშნულ საკითხს. მასვე განმარტავენ ებრაელი კომენტატორები, მეცნიერები. საინტერესოა მათი გაცნობა და მსჯელობა ამ საკითხებზე.

სხვადასხვა თემებში ხშირად ხდება შეხებაამ თემასთან. გთხოვთ დადოთ ლინკები, გამოთქვათ მოსაზრებები, ვისაუბროთ ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ...
ალბათ ბევრისთვის იქნება საინტერესო.




წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით

1

1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

2. ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.

3. და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი.

4. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.

5. და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი.

6. და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა. და იქმნა ეგრეთ.

7. და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა.

8. და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე.

9. და თქუა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი.

10. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

11. და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.

12. და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

13. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე.

14. და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად.

15. და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.

16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.

17. და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.

18. და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.

19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე.

20. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ.

21. და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

22. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა.

23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.

24. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე.

25. და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

26. და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა.

27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი.

28. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა.

29. და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად.

30. და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ.

31. და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად,და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(60 - 79)
argani
პოსტი Jun 18 2008, 09:42 PM
პოსტი #61


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



კანუდოსელი
ციტატა
რა არის 24 საათი?
რა დროა მითხარი თუ შეიძლება

თავად შესაქმის მატიენეზე უკეთესს წყაროს იპოვის ადამიანი? იქ მკაფიოდაა განმარტებული თუ რას უდრის დღე, და ექვგზის არის განცხადებული იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი და ამით აღესრულა თვითოეული დღე. ასე მოხდა მანამდეც სანამ უფალი მზეს შექმნიდა და ასე გაგრძელდა მისი შექმნის შემდეგაც.

ნათების დასასრული და მერე მისი დაბრუნება აღნიშნავს დღის მონაკვეთს რომელიც ამჟამად 24 საათის რადენობით იზომება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 18 2008, 09:53 PM
პოსტი #62


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(argani @ Jun 18 2008, 09:42 PM) *

თავად შესაქმის მატიენეზე უკეთესს წყაროს იპოვის ადამიანი? იქ მკაფიოდაა განმარტებული თუ რას უდრის დღე, და ექვგზის არის განცხადებული იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი და ამით აღესრულა თვითოეული დღე. ასე მოხდა მანამდეც სანამ უფალი მზეს შექმნიდა და ასე გაგრძელდა მისი შექმნის შემდეგაც.

რომელი დღე მოდის მეექვსე დღის შემდეგ?
რომელი დღე ეწოდება საუკუნო ნეტარებას?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 18 2008, 10:13 PM
პოსტი #63


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



კანუდოსელი
ციტატა
რომელი დღე მოდის მეექვსე დღის შემდეგ?

ჯერ მოცემული ექვსი დღის თაობაზე დავადგინოთ. ამაზეა აქ ლაპარაკი და არა საუკუნო, ანუ უსასრულო ვადაზე. ეს ისედაც ნათელია რას გულისხმობს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 18 2008, 10:20 PM
პოსტი #64


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(argani @ Jun 18 2008, 10:13 PM) *

კანუდოსელი

ჯერ მოცემული ექვსი დღის თაობაზე დავადგინოთ. ამაზეა აქ ლაპარაკი და არა საუკუნო, ანუ უსასრულო ვადაზე. ეს ისედაც ნათელია რას გულისხმობს.

ეს კითხვა იმიტომ დაგისვი, რომ პარალელი მეჩვენებინა...
შენი ლოგიკა იყო, როგორ შეიძლება ერთი დღე 24 საათი იყოს და მეორე 25-იო?
იყო ასე?

ახლა შენ გამეცი პასუხი: როგორ შეიძლება პირველი დღე იყოს 24 საათი და VIII დღე- საუკუნო?

თუ შეიძლება გამეცი პასუხი სწორედ შენი ჩემდამი კითხვის კონტექტში...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 18 2008, 10:26 PM
პოსტი #65


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



კანუდოსელი
ციტატა
როგორ შეიძლება პირველი დღე იყოს 24 საათი და VIII დღე- საუკუნო?

ამის პასუხი ძალიან მარტივია: უფალი რასაც უნდა იმას ინებებს. ინება მან ექვს დღეში სამყაროს შექმნა, შექმნა კიდევაც.

ჩემი გაოცება და შეიძლება ვთქვათ დაბნეულობა ხოოლო მერე წუხილი გამოიწვია იმ განმარტებებმა რომ თურმე ჩამოთვლილი დღეები სულაც არ იყო 24 სათიანი, მწუსხითა და განტიადით დასამანებული დღე, ისეთი როგორიც ამჟამადაც გვაქვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 18 2008, 10:28 PM
პოსტი #66


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(argani @ Jun 18 2008, 10:26 PM) *

კანუდოსელი

ამის პასუხი ძალიან მარტივია: უფალი რასაც უნდა იმას ინებებს. ინება მან ექვს დღეში სამყაროს შექმნა, შექმნა კიდევაც.

ჩემი გაოცება და შეიძლება ვთქვათ დაბნეულობა ხოოლო მერე წუხილი გამოიწვია იმ განმარტებებმა რომ თურმე ჩამოთვლილი დღეები სულაც არ იყო 24 სათიანი, მწუსხითა და განტიადით დასამანებული დღე, ისეთი როგორიც ამჟამადაც გვაქვს.

არგან საერთოდ აზზე არა ხარ რა არის:
1. ბიბლიის ენა
2. ეგზეგეტიკა
3. ლოგიკა

ეკამათე საბავშვო ბაღში ვინმეს biggrin.gif
ჩემგან დაგასვენებ biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 18 2008, 10:41 PM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



კანუდოსელი
ციტატა
ეკამათე საბავშვო ბაღში ვინმეს

smile.gif კამათი კი არა განმარტება ჭირდება ბავშვებს. სწორედ ლოგიკის ამბავია რომ როცა მზის ჩასვლა ამოსვლას ვუკავშირებთ დღეს, უნდა ვიგულისხმოთ 24 საათი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 18 2008, 10:43 PM
პოსტი #68


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(argani @ Jun 18 2008, 10:41 PM) *

კანუდოსელი

smile.gif კამათი კი არა განმარტება ჭირდება ბავშვებს. სწორედ ლოგიკის ამბავია რომ როცა მზის ჩასვლა ამოსვლას ვუკავშირებთ დღეს, უნდა ვიგულისხმოთ 24 საათი.

კი, ოღონდ ლოგიკაც არ ჭირდება იმას, რომ სანამ მზე არ არის არაფერი არ ჩადის და არ ამოდის biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 18 2008, 10:45 PM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



კანუდოსელი
ციტატა
ლოგიკაც არ ჭირდება იმას, რომ სანამ მზე არ არის არაფერი არ ჩადის და არ ამოდის

ოოო, ახლა კი დავუბრუნდით მეორე საკითხს....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 19 2008, 02:53 AM
პოსტი #70


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



ციტატა
ბუკვალური გაგება ყოველთვის არ არის სწორი

QUOTE(argani @ Jun 18 2008, 07:24 PM) *

ეს გასაოცარია! ეჭვი გვეპარება რამეებში??? და რაც მთავარია, რატომ???



opaa.gif ohmy.gif sad.gif dry.gif

რა ეჭვებზე მელაპარაკები???????????

მე არ ვიცი რა პროფესიისა ხარ და თქვენთან როგორაა, მაგრამ როგორც იურისტი გეტყვი, 1995 წლიდან რაც სტუდენტი გავხდი მაშინათვე გაგვაცნეს აქსიომა, რომ არც კანონის ნორმა, არც გარიგების შინაარსი და არც სხვა რაიმეს შინაარსი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთი ნაწილის ბუკვალური გაგებით კი არა მისი კონტექსტთან ერთად ანალიზის შედეგად დგინდება. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ძალიან ბევრ სფეროსთან მომიწია შეხებამ, მაგრამ ჯერ არ შემხვედრია ისეთი სფერო სადაც ეს პირიქით იყოს. ამიტომ ძალიან მაინტერესებს შენი მოღვაწეობის სფერო, სადაც ეს პირიქითაა.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 19 2008, 05:47 AM
პოსტი #71


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



ზვარე
ციტატა
როგორც იურისტი

ჩინებული! აქ საუბარი სწორედ ფაქტების შეჯერებით სიმართლის დადგენაზე მიდის.

მე ვამბობ, წმინდა წერილზე დაყრდნობით, რომ წინადადება "იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი, დღე პირველი" მიანიშნებს სიტყვა 'დღის' ჩვეულებრივ გაგებაზე, ანუ იმაზე რომ დღე უდრის 24 საათიან მონაკვეთს.

მეკამათებიან იმაზე რომ დღე შეიძლება დროის სხვა ხანგრძლივობის მონაკვეთსაც ნიშნავდეს. რაზეც მე, მონა ღვთისა და მისი ყოვლისძლიერების მორწმუნე, ვპასუხობ რომ შესაქმის მატიანეს მიხედვით ღმერთმა სამყარო შექმნა 6X24 სთ ვადაში.

ასევე ვერ გამიგია რატომ არ უნდათ ჯიუტად იმის აღიარება რომ შემოქმედი ამას მოახერხებდა სწორედ 6X24 სთ ხანში.

აი საქმის მოკლე წარდგენა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 19 2008, 11:32 PM
პოსტი #72


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(argani @ Jun 19 2008, 04:47 AM) *

შესაქმის მატიანეს მიხედვით .



ეს რაღაც განსხვავებულია ბიბლიისაგან? თუ სხვა წყაროა მიუთითე


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 19 2008, 11:38 PM
პოსტი #73


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



ზვარე
ციტატა
ეს რაღაც განსხვავებულია ბიბლიისაგან?

არა, შესაქმის მატიანეა რომელიც წმინდა წერილის პირველი თავია.
იმის მიუხედავად რომ ბოროტი ეხმები სისინებენ ის ერთადერთი და განუმეორებელი არააო, მე მკვიდრად მიმაჩნია რომ იგი მართლაც უნიკალურია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 19 2008, 11:48 PM
პოსტი #74


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(argani @ Jun 19 2008, 04:47 AM) *




მე ვამბობ, წმინდა წერილზე დაყრდნობით, რომ წინადადება "იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი, დღე პირველი" მიანიშნებს სიტყვა 'დღის' ჩვეულებრივ გაგებაზე, ანუ იმაზე რომ დღე უდრის 24 საათიან მონაკვეთს.




დიახ და შენ ეყრდნობი სიტყვა ,,დღის'' ჩვეულებრივ, ყოველდღიურ გაგებას. მე კი გეუბნები, რომ წმიდა წერილის თანახმად ეს სიტყვა გამოიყენება ცოტა სხვა გაგებით. ამას გეუბნები იმიტომ, რომ შინაარსობრივი ანალიზი ხშირად უჩვენებს, რომ ეს არ არის 24 საათი.

ისე მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, იმის თქმა რომ არიქა რასაც მე ვიტყვი მხოლოდ ესაა სიმართლე მეთქი, ცოტა გადამლაშებული იქნება.

წმიდა წერილი სულიწმიდის კარნახითაა დაწერილი, მის გაგებასაც სულიწმიდის მადლი ჭირდება.
წმ. კირილე იერუსალიმელის სიტყვებით ,,სულიწმიდა იძლევა იმდენს, რამდენის მიღებაც შეგვიძლია. მისი წყალობა ყოველთვის უხვია მათთვის, ვისაც წმიდა გული აქვს''.

ჩვენ ვიკამათებთ, მაგრამ რადგან არც შენ და არც მე წმიდა გულის ქონაზე პრეტენზია ვერ გვექნება, წმიდა წერილში დაფარული სიბრძნე მხოლოდ ნაწილობრივ გაიხსნება ჩვენთვის.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 19 2008, 11:57 PM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



ზვარე
ციტატა
შინაარსობრივი ანალიზი ხშირად უჩვენებს, რომ ეს არ არის 24 საათი.

ამ კერძო მონაკვეთის ანალიზი უცვენებს ასე? მწუხრი და აისი, მზის გაჩენამდე და მისი გაჩენის შემდეგაც არ უდრის 24 საათს?
ციტატა
მისი წყალობა ყოველთვის უხვია მათთვის, ვისაც წმიდა გული აქვს'

სხვისი არ ვიცი მაგრამ ჩემი გული წმინდაა და სწორედ იმიტომ რომ უფლის სიძლიერის მჯერა ისე, როგორც ეს შესაქმის აღწერაშია მოცემული. ანუ მწამს რომ შემოქმედმა 6 24 საათიან დღეში შექმნა სამყარო. შენ არ ფიქრობ ასე, დაწერილის წაკითხვის შემდეგაც?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 19 2008, 11:57 PM
პოსტი #76


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



argani
შენ განზრახ არ მიპასუხე მეშვიდე და მერვე დღეზე და შესაბამის პარალელზე

და რადგან ასე გინდა 24 საათი

მოდი დამისაბუთე ლოგიკურად, რომ "იქმნა მხუხრი იქმნა ნათელი დღე ერთი" გულისხმობს 24 საათს და არა სხვა შუალედს, ანუ მაინცა და მაინც 24-ს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 19 2008, 11:59 PM
პოსტი #77


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



კანუდოსელი
ციტატა
რადგან ასე გინდა 24 საათი

შენ რატომ არ გინდა ასე ჯიუტად. მოგიბრუნდება ენა იმის სათქმელად რომ უფალი ვერ შექმნიდა სამყაროს 24 საათში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 20 2008, 12:00 AM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(argani @ Jun 19 2008, 11:59 PM) *

კანუდოსელი

შენ რატომ არ გინდა ასე ჯიუტად. მოგიბრუნდება ენა იმის სათქმელად რომ უფალი ვერ შექმნიდა სამყაროს 24 საათში?

და შენ გგონია, რომ უფალი 1 წამში ვერ შექმნიდა? biggrin.gif რა ლოგიკაა ეს?
ველი დასაბუთებას, რომ მაინცა და მაინც 24 საათია გასული პირველი მწუხრის და დილის პერიოდში


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 20 2008, 12:13 AM
პოსტი #79


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(argani @ Jun 19 2008, 10:57 PM) *



სხვისი არ ვიცი მაგრამ ჩემი გული წმინდაა



სააღოლ!!!

ცოტა ხმამაღალი განცხადება ხომ არ არის?

ასეთი განცხადება არც მოციქულებს და არც წმიდა მამებს არ გაუკეთებიათ.

რა გინდა ჩვენნაირ ცოდვილებთან წმიდა გულის პატრონო? biggrin.gif

QUOTE(argani @ Jun 19 2008, 10:57 PM) *

ზვარე

ამ კერძო მონაკვეთის ანალიზი უცვენებს ასე? მწუხრი და აისი, მზის გაჩენამდე და მისი გაჩენის შემდეგაც არ უდრის 24 საათს?



რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე. რომელ წარჴდა და, ვითარცა საჴუმილავი ერთი, ღამესა შინა. (ფს. 89.4)

ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე. (2 პეტრ. 3.8)

ბიბლიაში ბევრგან (მათ შორის დაბ. 2,4; გამოს. 10.6; ლევ. 7. 35-36; რიცხ. 7.10; რიცხ. 7.84; მეორ. რჯ. 9.24; მეორ. რჯ. 31..17-18; მეორ. რჯ. 32.7), სუფთა ყოფითი მიდგომითაც კი ტექსტში ნახსენები ,,დღე'' ვერ ემთხვევა 24 საათს, ეს რაიმე განსაკუთრებული ლოგიკის, განმარტების და წიაღსვლების გარეშეც ნათლად ჩანს.

კერძო მონაკვეთის არა ბიბლიის მთლიანად.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 20 2008, 12:13 AM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



კანუდოსელი
ციტატა
და შენ გგონია, რომ უფალი 1 წამში ვერ შექმნიდა?

მე მგონია რომ ყოვლისშემძლე უფალი ამას დაუბრკოლებლად მოახერხებდა.

მაგრამ ვეყრდნობით რა მწუხრის და ნათების ხსენებას და ამ კონტექსტში დღის ხსენებას,
და ასევე ვითვალისწინებ რა იმას რომ უფლის მიერ შექმნილი ყველა ქმნილება ისევე მოქმედებს დღეს როგორც შექმნის პირველსავე წუთებში,
ვამტკიცებ რომ მაშინდელი ნათება, განსაკუთრებით მესამე დღეს მზის შექმნის შემდებ დღევანდელი ჟამთასვლის მსგავსია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 09:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი