IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები
კანონისტი
პოსტი Feb 6 2007, 09:46 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თემა იხსნება KAIROS-ის თხოვნით

ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება წარმოადგენენ უმძიმეს საეკლესიო დანაშაულებს. აღნიშნულის ჩადენა ხშირად იწვევს ეშმაკის მიერ ადამიანის შეპყრობას ან სხვა მძიმე შედეგებს.

აქ მომყავს დიდ სჯულისკანონში შეტანილი კანონები ამ მძიმე დანაშაულის თაობაზე:

მეექვსე მსოფლიო (ე.წ. ტრულის) კრების 61-ე კანონი:
ვინც მიენდობა მისნებს ან ასისთავად წოდებულებს [ანუ უხუცეს მოგვებს], ან სხვა ამგვართ, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოეცხადოს მათ, ექვსი წლით უზიარებლობით განკანონება მიესაჯოს მათ მამათა მიერ განწესებული დადგენილებისამებრ.

ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონება, ვინც დაატარებს დათვს და სხვა ცხოველს მარტივი, უბრალო ადამიანების გასართობად და სავნებელად, ვინც მკითხაობს სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, ვისაც ეწოდებათ ღრუბელთმდევნელნი, მსახვრალნი (რიცხვებით მკითხავნი), შემლოცველნი, თილისმის მკეთებელნი, გრძნეულნი.

თუ ისინი განაგრძობენ ამგვარ უწესოებას, არ შეიცვლებიან და კვლავაც გამოიჩენენ მისწრაფებას სულის მომსპობი და წარმართული ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, ”რა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან?” (2 კორ. 6:14), როგორც ამბობს მოციქული, ”როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანამონაწილეობა აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?” (2 კორ. 6:15-16)

ანკვირიის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი:
მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევრები ან თავის სახლში წამლებისათვის და გრძნებისათვის ვინმეს შემყვანნი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ორი წელი უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს სიწმიდეთა გარეშე.

ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 36-ე კანონი:
მღვდელი ან სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელი არ უნდა იყოს ჯადოქარი, გრძნეული, ვარსვლავთმეტყველი. ისინი არ უნდა ამზადებდნენ თილისმას,რაც მათი სულების საპყრობილეა. ხოლო ვინც ატარებს თილისმას, როგორც დამცველს, მათ ეკლესიიდან გაძევებას ვბრძანებთ.

ბასილი დიდის:
ა) 65-ე კანონი:

ვინც თავისი გრძნეულება ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გაამჟღავნა თავის ცოდვაში თავი.

ბ) 72-ე კანონი:
ვინც გრძნებას ან რაიმე ასეთს მისცემს თავს, მან კაცისმკვლელის სასჯელი მოიხადოს იმავე დროით და დროის ისეთივე განაწილებით.

გ) 83-ე კანონი:
ის, ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისნობისათვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ერთი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს და ერთი წელი უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად უნდა იქნეს იგი შეწყნარებული.

განმარტებებს თანდათან დავდებ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
9 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 39)
ლილიანა
პოსტი Feb 7 2007, 09:41 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა
მგონი მოძღვრებიც აღიარებენ რომ ესეც ჯადოა

რაღაც არ მგონია ..........


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 7 2007, 10:35 PM
პოსტი #22


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ჯადოქრები შორს ჩვენგან biggrin.gif

ერთადერთი რამ, რაც გავაკეთე, წყალში რომ დებენ კალიცოს..
და 18 წლის უნდა გავთხოვილიყავი იმის მიხედვით biggrin.gif რაღა დროს ჩემი 18 წელია biggrin.gif
მერე მამაოს რომ ვუთხარი, ოოოოო


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lelenika
პოსტი Feb 7 2007, 10:57 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 912



ციტატა
ერთადერთი რამ, რაც გავაკეთე, წყალში რომ დებენ კალიცოს..
და 18 წლის უნდა გავთხოვილიყავი იმის მიხედვით რაღა დროს ჩემი 18 წელია
მერე მამაოს რომ ვუთხარი, ოოოოო

კარგად მახსოვს ეგ დღე, მე წესით 19ის უნდა გავთხოვილიყავი და რაგაც არ მიჩანს პირი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 7 2007, 10:58 PM
პოსტი #24


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ციტატა

კარგად მახსოვს ეგ დღე, მე წესით 19ის უნდა გავთხოვილიყავი და რაგაც არ მიჩანს პირი


laugh.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lelenika
პოსტი Feb 7 2007, 11:03 PM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 912



ციტატა
ხალხნო, ასევე ცნობილია ჯადო ე.წ. ქალის მენსტრუაციით...მართალია ეს? მგონი მოძღვრებიც აღიარებენ რომ ესეც ჯადოა

ეგ მართალია smile.gif))))))))))))

რა გაცინებს მატას?მახსოვს დეიდაშენს როგორ წავართვით ბეჭედი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 8 2007, 12:53 AM
პოსტი #26


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ამ საკითხზე საკმაოდ საინტერესო ნაშრომი აქვს ფსიქოლოგს დავით ციცქიშვილს.
"შეპყრობილობა" ჰქვია ნაშრომს.
დიდი არაა და თუ სურვილი გექნებათ ნელ-ნელა დავპოსტავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Feb 8 2007, 12:55 AM
პოსტი #27


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(დათიკო @ Feb 8 2007, 01:53 AM) *

დიდი არაა და თუ სურვილი გექნებათ ნელ-ნელა დავპოსტავ.


სურვილი არის smile.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 8 2007, 12:57 AM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დიდი არაა და თუ სურვილი გექნებათ ნელ-ნელა დავპოსტავ.


ციტატა
სურვილი არის


+!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 8 2007, 01:16 AM
პოსტი #29


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



შეპყრობილობა

დავით ციცქიშვილი

ეშმაკეულობის, შეპყრობილობის მდგომარეობა არის ფსიქიკური აშლილობა (ძირითადად ქცევითი), რომლის დროსაც განსაკუთრებით საგრძნობია რელიგიური მომენტი. ეკლესიური განმარტებით ასეთ აშლილობას ეშმაკისეულ მდგომარეობას უწოდებენ. ადამიანის მდგომარეობა მძაფრდება სხვადასხვა ქრისტიანულ სიწმინდეებთან მიახლებისას - იქნება ეს ჯვარი, ხატი, წირვისას მორწმუნეთა საზიარებელი ჭურჭელი თუ სხვა რამ. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ილანძღება, ბილწსიტყვაობს, ყვირის უღირს სიტყვებს, ეწყება კრუნჩხვები, ზოგიერთი კივის არაადამიანური ხმით, ზოგი კი იყეფება ძაღლივით, ყივის მამალივით ქალი იწყებს მამაკაცის ბოხი ხმით მეტყველებას, სასულიერო პირებისა და გარშემომყოფთათვის შეურაცხყოფის მიყენებას. ზოგჯერ, როდესაც სურთ მიეახლონ რაიმე სიწმინდეს, ისინი იჩენენ დიდ ფიზიკურ ძალას. ასეთი ავადმყოფები ხანდახან საუბრობენ სხვისი სახელით, კრიტიკულ დროს თავს გრძნობენ მტრული ძალის ტყვეობის ქვეშ, რის გამოც მეტად იტანჯებიან. მათი სახე, განსაკუთრებით შეტევებისას, უკიდურეს წამებას გამოხატავს, გარშემო მყოფებს ამ ყველაფრისაგან სწრაფად განრიდების სურვილი უჩნდებათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემოტევები უფრო მძაფრდება სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულის, რიტუალების ჩატარებისას. ამ დროს ფსიქიკური აშლილობის გამოვლენა ნაძალადევ ხასიათს ატარებს, რადგან ადამიანისთვის მიუღებელი და საძულველია ყველაფერი, რასაც აკეთებს, თუმცა წაინააღმდეგობის გაწევის უნდარი დაკარგული აქვს. მთელი რიგი სხვა ფსიქიკური აშლილობისაგან განმასხვავებელ ნიშნად ითვლება ისიც, რომ ადამიანს გააჩნია კრიტიკული დამოკიდებულება ყველაფერი იმისადმი, რაც მასთან დაკავშირებით ხდება.
ცნობილ რუს ფსიქიატრს დ. ავდეევს ეშმაკისეული მდგომარეობის გამოვლენის ასეთი შემთხვევა მოჰყავს: ჩემთან მოვიდა ტაძრის წინამძღვრის მიერ გამოგზავნილი მრევლის წევრი, მართლმადიდებელი ქალი. წყნარი, ხილბანდით მოსილი, სათვალეების მიღმა ლამაზი, მონაცრისფრო -მოცისფრო თვალები მოუჩანდა. მიყვებოდა თავის მდგომარეობის შესახებ. ფსიქიატრისთვის ძნელი არ არის ფსიქიკური აშლილობის შემჩნევა. იგი უცბად შეიცვალა, გააქტიურდა, თან ხმამაღლა მეტად უსიამოვნო, ჩახრინწული ხმით უცენზურო გინებააღმოხდა, თითქოს თქვა კიდეც რამდენიმე ფრაზა.

დანარჩენს ხვალ გავაგრძელებ. ეხლა ძალიან მეძინება.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 8 2007, 01:20 AM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



დათიკო

ანუ არავითარი ეშმაკუნა? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 8 2007, 01:39 AM
პოსტი #31


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



აუ ეგ მართლა საშინელებაა sad.gif
მე ვნახე ერთხელ, სვეტიცხოველში, პარაკლისზე ერთი კაცი რა საშინლად ყვიროდა sad.gif
ხალხო, რაღაც სულისშემძვრელი იყო sad.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Feb 8 2007, 01:40 AM
პოსტი #32


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა
მიხრწნილი დედაბერის


რა ვიცი, შეურაცხყოფილად არ იგრძნონ თავი biggrin.gif


ციტატა
ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს, მერე კი ისევ გავაგრძელებ...


მეორე აზრს ვემხრობი, მაგრამ სანამ უფრო ღრმა განხილვაზე გადახვალთ, მაინტერესებს თქვენი აზრი ერთი შეხედვით აბსურდულ საკითხთან დაკავშირებით: გავრცელებულია აზრი, რომ შელოცვების დროს ჯადოქრები აქტიურად იყენებენ იმ ადამიანის პირად ნივთებს, რომლებზეც სურთ ზეგავლენის მოხდენა. რამდენად აბსურდულად გეჩვენებათ ეს? რა როლს უნდა თამაშობდეს შელოცვის დროს ნივთი? blink.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 8 2007, 01:59 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მეორე აზრს ვემხრობი, მაგრამ სანამ უფრო ღრმა განხილვაზე გადახვალთ, მაინტერესებს თქვენი აზრი ერთი შეხედვით აბსურდულ საკითხთან დაკავშირებით: გავრცელებულია აზრი, რომ შელოცვების დროს ჯადოქრები აქტიურად იყენებენ იმ ადამიანის პირად ნივთებს, რომლებზეც სურთ ზეგავლენის მოხდენა. რამდენად აბსურდულად გეჩვენებათ ეს? რა როლს უნდა თამაშობდეს შელოცვის დროს ნივთი?


ხო ეგ ძალიან საინტერესო რამაა... biggrin.gif მისტიკა და რამე laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 8 2007, 03:13 AM
პოსტი #34


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
საინტერესო მიმართულებები გამოკვეთე

ისე ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ასეთი ადამიანზე ძალაუფლება თავად ეშმაკსაც არ აქვს, თუკი ადამიანი თავად არ მიუშვებს ბოროტ ძალას მასზე. გავიხსენოთ თუნდაც "ღორების კოლტის" შემთხვევა სახარებაში. რამდენადაც მახსოვს, განმმარტებლები სწორედ ასე იგებენ ამ ადგილს, რომ ბოროტს ძალაუფლება ღორებზეც კი არ აქვს უფლის დაშვების გარეშე, ხოლო ადამიანთან მიმართებაში მას ემატება თავად ამ ადამიანის თავისუფალი ნება

რაც შეეხება ბოროტის მოქმედებას ადამიანზე, ცხადია, რომ იგი იმოქმედებს ისედაც, ჯადო რომც არ არსებობდეს, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ჯადო ამძაფრებს ბოროტის მოქმედებას, ისევე როგორც მადლის მოქმედებას ლოცვა

მაგალითად, როდესაც მოყვასი სნეული გვყავს, რატომ ვლოცულობთ მისთვის? განა უფალმა არ იცის ჩვენი განზრახვა და მაშ პირდაპირ რატომ არ მიმადლებს მას კურნებას? ცხადია ამ კითხვას ცალსახა და მარტივი პასუხი არ აქვს, მაგრამ მისი პასუხი ზემომოყვანილი კითხვის პასუხიც იქნება უარყოფითი ნიშნით

ჯადო არის ბოროტი ძალების მოქმედების გაძლიერებისაკენ მიმართული ხერხი



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 8 2007, 05:46 AM
პოსტი #35


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დათიკო

ანუ არავითარი ეშმაკუნა?



ციცქიშვილი ფსიქოლოგია და თეოლოგია ვერ მოვთხოვთ... საინტერესო და კარგი კაცია, მის მიერ დანახული საკითხის ერთერთი, მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ერთერთი მხარეა...

ციტატა
დამიანზე ძალაუფლება თავად ეშმაკსაც არ აქვს, თუკი ადამიანი თავად არ მიუშვებს ბოროტ ძალას მასზე. გავიხსენოთ თუნდაც "ღორების კოლტის" შემთხვევა სახარებაში



აქ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მაშ გამოიკვეთა რომ ეშმაკი ადამიანს "თავისთავად" ვერ ეუფლება, რამეთუ მისი ძალაუფლება თვით ღორებზეც კი შეზღუდულია, მაშ, რატომ ხდება, ისე რომ უამრავი ადამიანი, რომელმაც არც კი იცის რაა ეშმაკი ხდება მისი ძალაუფლების ქვეშ? აქ საკითხი, ისევ უნდა გავაღრმავოთ და უნდა გავყოთ ქრისტიანი, ეკლესიური და არაქრისტიანი, არაეკლესიური ხალხი, აშკარაა, რომ წმიდა ზიარების სინანულით მიმღებებთან, ჯვრის მსასოებებლებთან, ეშმაკს არაფერი ესაქმება, გაიხსნეთ წმინა იუსტინა, ე.ი. ცოდვილ ცხოვრებაში მცხოვრებზე შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ისინი "გახსნილებია" ბოროტი ძალისათვის?


ციტატა
რა როლს უნდა თამაშობდეს შელოცვის დროს ნივთი


ახლა ამაზე დავფიქრდეთ, ყველამ იცით, რომ ეშმაკის ერთერთი სახელი არის "ღმერთის მაიმუნი", რაც ნიშნავს, რომ სურს ყველაფერში მიემსგავსოს, და ხოლო თუკი ღმერთს ჯვრის, ხატის და სხვა ნივთების საშუალებით სურს რომ მადლი მივიღოთ, მაშ რაა გასაკვირი თუ "ჯადოს" ან სხვა მსგავსის მიერ ეშმაკიც თავის ბოროტ ძალას და სიბოროტეს ავრცელებდეს?

გავაგრძელოთ ისევ ზემოქმედების კვლევის გზით...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 8 2007, 10:51 AM
პოსტი #36


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



თუ ეს ყველაფერი ჯადოა და ნუ პეციალური რიტუალებით მიიღწევა, მაშინ ჰიპნოზი რაღაა? მესმის, რომ ამ დროს მხოლოდ გონების დამორჩილებაა ყველანაირი ბოროტი გავლენის გარეშე, მაგრამ მაინც კრძალავენ ჰიპნოზს


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Feb 8 2007, 11:01 AM
პოსტი #37


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(KAIROS @ Feb 7 2007, 07:09 PM) *

თუ არა აქვს ძალა, მაშინ სატანისტების ეს უამრავი სექტები, ამდენი ჯგრო ჯადოქრებისა ( მე სერიოზულ ჯადოქრებზე ვწერ და არა "ნახალოვკელ მკითხავებზე" smile.gif ),

ნახალოვკელი ქურდები გამიგია ძმაააო,მკითხავების რა გითხრა.
დილით "პადიეზდში" რომ გამოვდივარ ვფრთხილობ დაგდებულ შპრიცსე ფეხი არ ამიგორდეს.
ეს რა არაა ჯადოქრობა ? ამდენი ნარკობანი სად ჯოჯოხეთიდან ამოვარდა?
P.S. აქ მოხდა თემათა ე.წ. გადაკვეთა...


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 8 2007, 01:06 PM
პოსტი #38


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
ციცქიშვილი ფსიქოლოგია და თეოლოგია ვერ მოვთხოვთ... საინტერესო და კარგი კაცია, მის მიერ დანახული საკითხის ერთერთი, მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ერთერთი მხარეა...

სრულებით გეთანხმები, თუმცა ეს მხარეც არანეკლებ საინტერერსოა smile.gif
პირადად მე მეორე მხარე უფრო მაინტერესებს, ამ ნაშრომ კი სხვათა მოთხოვნით ვდებ.

გაგრძელება:

სასულიერო პირის, ვლადიმერ ემელევიჩის წიგნში: "შეპყრობილები და ბოროტ სულთა განდევნა", ასეთი შემთხვევები აღწერილია საღვთო ლიტურგიის ჩატარებისას, როდესაც დამსწრეთა საზიარებლად ბარძიმი გამოიტანეს, ერთმა ქალმა არაადამიანური კივილი მორთო და ისტერიული შეტევა მოუვიდა, მაგრამ როგორც კი თასი გაიტანეს, მაშინვე დაწყნარდა და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. ერთ-ერთ მონასტერში ზეთისცხების ქრისტიანულ რიტუალზე დამსწრე 12 კაცში რამდენიმე ეშმაკისეულ მდგომარეობაში მყოფიც აღმოჩნდა. ეს მათთვის ზეთის პირველი ცხებისთანავე გამჟღავნდა, მანამდე კი ჩუმად იდგნენ. პირველ მათგანს, მარცხენა მხარეს მდგომს, კრუნჩხვა დაეწყო, დაიგრიხა სხვადასხვანაირად და აკვნესდა საშინლად, თან ღრიალი მორთო. მეორემ, შეპყრობილმა ქალმა უხეში და არაბუნებრივი მამაკაცის ბოხი ხმით ყვირილი მორთო: "არ გამოვალ, არ დაგნებდები, არ გამოვალ, არ დაგნებდები...". არადა, ლოცვის წინ კარგად ჩანდა, თუ როგორ ჩვეულებრივად ლაპარაკობდა. უკან გაისმა ძაღლის ყეფის ხმაც და ამასთან სიტყვები: "უფალო შემიწყალე". როგორც ნამდვილი ძაღლი, ვიღაც ისე იყეფებოდა. ასეთი მიბაძვა პროფესიონალ მსახიობსაც კი გაუჭირდება. სანამ რიტუალი მიმდინარეობდა, ისმოდა ყეფა და შემდეგ ცრემლნარევი ხმა: "უფალო შემიწყალე".
აქვე მოვიყვანთ ერთ პატარა შემთხვევას, რომელიც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მოგვითხრო: "ერთხელ მორწმუნეებმა მითხრეს: ეკლესიაში დადის ერთი ქალბატონი, იგი მოძღვარს ხედავს, მის სხეულს ხედავს, მის სახეს კი ვერ აღიქვამსო. ასეთ უცნაურობას აქვს ადგილიო. აღსარებაზე მიდის, ხოლო ზიარებით კი უკვე ვეღარ ეზიარება და რაღაც უშველეთო, - მთხოვეს.
საღამოს ლოცვა იყო, მე მაშინ მღვდელ-მონოზონი გახლდით. ლოცვის დამთავრების შემდეგ მაჩვენეს. სახლში ჩავედი, ხელი მოვკიდე, მობრძანდით მეთქი, - ვუთხარი. წინ წამოვიყვანე და ლოცვის წაკითხვა შევთავაზე. კვეთებულის ლოცვა არის "კურთხევანში", რომლითაც განიდევნება ბოროტი ძალა ადამიანისგან. საოცარია, მიმეორებდა, სხვა დროს იყოს, სხვა დროსო. არა მეთქი, ვუთხარი, ეხლავე უნდა წაგიკითხო. წინ დავაყენე. საკურთხეველში უნდა შევიდე, წიგნი, ჯვარი და ნაკურთხი წყალი გამოვიტანო, მაგრამ ეს ქწალი რომ გავუშვა, გაიქცევა. სრულიად ნორმალური ქალი გახლდათ, კარგი ოჯახიდან. მეორე მღვდელმა გამომიტანა ეს ყველაფერი. კითხვა დავიწყე და მას ბრძოლა დაეწყო. მამაკაცები იყვნენ იქ და ძლივს აჩერებდნენ. მერე თითქოს დაწყნარდაო (ამ ლოცვის წაკითხვა მეტად ძნელი საქმეა, ამის კითხვა ყველას არ შეუძლია. ის, ვინც ამას აკეთებს, ძალიან მარხული უნდა იყოს, მოღვაწე, მით უმეტეს, ეს საშიშია ცოლშვილიანი მღვდლისათვის. იყო შემთხვევები, როცა ცოლ-შვილზე გადასულა ბოროტი სული). ჰოდა, მეუბნება: ახლა დავწყნარდი, გამიშვითო. მართლაც გაუშვეს. ეცა ოლარს და დაგლეჯა უნდოდა, მერე ისევ დაიჭირეს.
როგორც იყო დამთავრდა ლოცვა, სულ ოფლიანი გახლდით. მეორე დღეს კიდევ მოიყვანეს. მესამე დღეს თვითონ მოვიდა და ეს ადამიანი სრულიად განტავისუფლდა ამ საშინელი ეშმაკისაგან. მოგვიანებით მომიყვა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. რუსეთში რომ ვცხოვრობდი (იგი რუსი გახლდათ), რომელიღაც წვეულებაზე მოვხვდი, არაყი დავლიეთ და ქუჩაში რომ გამოვედით, მოძღვარი შეგვხვდა, ჩვენ მას დაცინვა დავუწყეთო. იმ წუთიდან შევიდა ეშმაკი მასში. სულ ცოტა, 10-20 წელი გაატარა მან ამ წამებაში."
თანამედროვე ფსიქიატრია გამოყოფს ნიშნებს, რომლითაც დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფნი სხვა ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთაგან განსხვავდებიან: " შეპყრობილის გარეგნული სახე გამოხატავს პიროვნების სრულ ცვალებადობას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი ექცევა სხვა ინდივიდის ბატონობის ქვეშ. პირველად და მეორედად მდგომარეობას განასხვავებს შემდეგი ნიშნები:
- სახის გამომეტყველების სწრაფი ცვლა მეგობრული გამომეტყველებიდან საძაგელი ელფერის გრიმასამდე;
- გუნება-განწყობის სწრაფი ცვლა;
- ქალის ტემბრის - სოპრანოს მამაკაცური ბოხი ხმით - ბანით შეცვლის პერიოდი.;
- ცნობიერების შეცვლა ახალი ინდივიდის ნიშნებით.


დანარჩენს მერე დავწერ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 8 2007, 01:56 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



საინტერესო რამაა... მეუფე იობი ატარებს თუ არ ვცდები ურბნისში კვეთებულს...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Feb 8 2007, 02:07 PM
პოსტი #40


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



საინტერესო მასალებია ,მაგრამ ამ თემის არაა.
გასახსნელია ახალი თემა ექსორციზმი,შეპყრობილები ან რაღაც მსგავსი სახელით.
რაც შეეხება ჯადოქრობას.
მან მიიღო უთანამედროვესი ფორმები.
მაგალითად რეკლამა. ესაა ჯადოქრობის ერთი დარგი,რომლის მიზანია ადამიანის ქვეცნობიერზე, გულზე ზემოქმედება ,მატერიალური მოგების, ანუ ანგარების მიზნით.
აქ ჯადოქრობის ლეგალური ინსტიტუტებია მობილიზებული,რომლებიც თავის თავს უბრალო ყოფით სახელს არქმევენ: მენეჯმენტი, მარკეთინგი და სხვა.
არსებობს სექსუალური ჯადოქრობა ანუ მაგია.
თუ დაკვირვებიხართ ფრანგული სუნამოების მაღაზიების და კოლოფების გაფორმებას?
იქ რომ შეხვალ სუნები გაბრუებს.
ესაა სუნის მაგიის ,ჯადოქრობის ფორმა,რომლის გამოყენებითაც ქალი ცდილობს მამაკაცის მიზიდვას,მოხიბვლას.
ეჰ რომელი ერთი ჩამოვთვალო, კინო ტელევიზია,ეს მაგიის ინსტრუმენტებია,ჯადოქართა ხელში.
სამყარო ბოროტებაშია დაძირული.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 08:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი