IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იოჰან სებასტიან ბახი, უდიდესი კომპოზიტორი
Belief
პოსტი Mar 20 2009, 11:36 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



იოჰან სებასტიან ბახი (*21 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - † 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე.

ბახი ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო 1700 წელს იგი მიიღეს ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა გ. ბემმა. 1703 წელს ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე "კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო" (1704).

არნშტადტის შემდეგ ბახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 წელს შექმნა "არჩევნების კანტატა" (ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოსცა მის სიცოცხლეშივე). იმავე წელს ბახი კვლავ ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპული ქვეყნების მუსიკალურ კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა ( ანტონიო ა. ვივალდისა და არქანჯელო კორელის შემოქმედებამ). იტალიური მუსიკის თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა "მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა" (1716) და მრავალი სხვა. 1717 წელს ბახი ვაიმარიდან კეთენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამ პერიოდში ბახი ძირითადად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობდა. კეთენში შეიქმნა "კარგად ტემპერირებული კლავირის" I ტომი (1722), ექვსი "ინგლისური" (1720-1722) და ექვსი "ფრანგული სიუტა", ორ- და სამხმიანი ინვენციები (1720), ექვსი "ბრანდენბურგული კონცერტი" (1719), ექვსი სონატა ვიოლინოსათვის (1720). 1723-იდან გადავიდა ლაიფციგში წმინდა თომას ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი, საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი). ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე დარჩა.

ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები ("ქრისტეს ვნებანი") - იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), "სააღდგომო ორატორია" (1736), "მაგნიფიკატი" (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: "ყავის კანტატა" (1732), "თესევსი და პანი" (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), "მწყემსური კანტატა" (1725), "ღამის მუსიკა" (1738) და სხვა. აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები: "კარგად ტემპერირებული კლავირის" II ტომი, "გოლდბერგის ვარიაციები" (1742), "ფუგის ხელოვნება" (1749-1750), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, "იტალიური" კონცერტები (1734).

სავიოლინო სონატა Nº1, სოლ მინორი (BWV 1001). ბახის ხელნაწერი

ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურული წყაროები ხალხური შემოქმედებიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, ა კაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახის საეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიურ გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფვის. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატული ფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგის ხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს.

ბახის ნაწარმოებების გაცოცხლებაში უდიდესი წვლილი, მე-XIX-ე საუკუნეში შეიტანა ცნობილმა კომპოზიტორმა მენდელსონმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბახის ნაწარმოებების სახალხო შესრულების ღონისძიებებში. მისივე შუამდგომლობით, 1842 წ., ქ. ლაიფციგში წმ. ფომას ტაძართან მდებარე სკოლის წინ დაიდგა იოჰან სებასტიან ბახის ძეგლი. საინტერესოა, რომ ძეგლი განასახიერებს ბახს, რომელიც დგას ამობრუნებული, ცარიელი შარვლის ჯიბით. ამ ფაქტს მოსახლეობა აღიქვავს, როგორც მოქანდაკის მიერ, წვრილშვილიანი ბახის უკიდურესი სიღარიბის ხაზგასმას.

ბახების მუსიკალურ დინასტიამ, როგორც ბახის წინაპრების, ისე მისი ვაჟების სახით, ღრმა კვალი დაამჩნია გერმანული მუსიკის განვითარების პროცესს. "დიდი ბახის" ტიტული მ. შ. იოჰან სებასტიან მიაკუთვნა მსოფლიომ, რაც განაპირობა მის თხზულებაში მხატვრული იდეის ძალამ, გრძნობათა და განცდათა სიმდიდრემ, სახეთა სიმკვეთრემ და ინდივიდუალობამ.

ბახის შემოქმედება მთელი სისრულით მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეისწავლეს და ღირსეული ადგილი მიუჩინეს მსოფლიო მუსიკალურ საგანძურში. 1950 წლიდან ლაიფციგში ყოველ ოთხ წელიწადში იმართება ბახის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა საბალეტო სპექტაკლი ბახის სავიოლინო ნაწარმოების "ჩაკონას" მიხედვით (1975, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე, მხატვარი ნ. იგნატოვი). 1985 წელს ღირსეულად აღინიშნა საქართველოში ბახის დაბადების 300 წლისთავი. ამავე წელს მუსიკის ფესტივალები ჩაატარეს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ჯ. კახიძის დირიჟორობით და კამერულმა სახელმწიფო ორკესტრმა ლ. ისაკაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა მოსკოვის ბიჭუნათა გუნდთან ერთად შეასრულა მცირე მესები და მონუმენტური "იოანეს პასიონი", ცოტა ადრე კი მესა სი-მინორი. კამერულმა ორკესტრმა შეასრულა ბრანდებურგის კონცერტი № 5, კონცერტები კლავირისათვის, ორი ვიოლინოსათვის, სიუიტები, სოლო ვიოლონჩელოსათვის, კანტატები და სხვა. ბახის უკვდავი "მაგნიფიკატი" უცვლელად არის საქართველოს სახელმწიფო კაპელის რეპერტუარში.

ი. ს. ბახის პირველი დეტალური ბიოგრაფია, 1754 წ. განთავსებულია მაცლერის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში. იგი შედგენილია ბახის ერთერთი მოსწავლის - აგრიკოლასა და კომპოზიტორის შვილის კარლ ფილიპ ემანუილ ბახის მიერ. აღნიშნული ბიოგრაფია წარმოადგენს ცალკეული ბიოგრაფიული ფაქტების საიმედო წყაროს, იგი განსაკუთრებით ფასეულია ბახის ნაწარმოებთა ჩამონათვალის განხილვისა და დაზუსტების მხრივ.



B Y W I K I P E D I A


დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად?




1. ძალიან კარგი კომპოზიტორია
დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად?

ჩემ კითხვებს გავცემ მე პასუხს


1. ძალიან კარგი კომპოზიტორია

2. უდიდესი , ენით აუღწერელი გრძნობაა რომელსაც ვერავის გადასცემ რაღაცა სასწაულია .


3 . გლენ გულდი .... smile.gif


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია k@the: Mar 25 2009, 04:29 PM


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(40 - 59)
Belief
პოსტი Mar 26 2009, 08:02 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ბექა
კი , ძალიან ლამაზი ნაწარმოებები შეგირჩევია !



ციტატა
Piano Quartet in Eb, Op. 47 - 2 - Scherzo


ეს არის ფორტეპიანოს კვარტეტი . Op- ნიშნავს ოპუსს ანუ თხზულებას . ყოველი ნაწარმოებები არის დანომრილი და თხზულებებია . smile.gif


ბუუ გთხოვ ბახზე ვისაუბროთ ეხლა რა და მუსიკის გარშემო ეს რაც მკითხე მუსიკას ეხება , მაგრამ ვივალდიზე ნუ გადავიჭერით.


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lashuka.
პოსტი Mar 26 2009, 08:07 PM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 25-March 09
წევრი № 6,722



Belief

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif დაიჯერე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 26 2009, 08:12 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



lashuka.
არა კაცო . უბრალოდ ვთქვი biggrin.gif

lashuka.
გევედრები , ბახზე ისაუბრე და ნუ აოფებ რა გთხოოოვ smile.gif



http://www.youtube.com/watch?v=LU_QR_FTt3E

როსტროპოვიჩი უკრავს.ბახის პრელუდიას ჩელოსთვის , სუიტა N1 smile.gif კარგია


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 26 2009, 08:14 PM
პოსტი #44


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



შევეცდები ისევ ბახზე გადავიყვანო თემა smile.gif

მომბაძეთ biggrin.gif

რამდენადაც მახსოვს, ბახი ცხოვრებაში იმდენად დაფასებული არ იყო, რამდენადაც სიკვდილის მერე smile.gif

ვიოლინოსა და ორღანის გარდა, უკრავდა კლავესინზე და არფაზეც... ხო მგონი არფაზეც

ბახის მუსიკალური გენები მის შვილებზეც გადავიდა და შეიძლება ითქვს, რომ არ ამართლებს ანდაზას: მამის გენებ შვილებში ისვენებენო laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 26 2009, 08:20 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ახლა მე ბახს ვუსმენ smile.gif

ქევანა
კი მართლაც .

მოგბაძავ მისიე ქევანიკო biggrin.gif

პ.ს ნახე რა დავკნინეეეეეე biggrin.gif biggrin.gif


ქევან კი მართალი ხარ ყველაფერში . ბახის ბიოგრაფია დავწერე ასეა თუ ისე გავეცანით ამ კაცს ეხლა მოდით ვისაუბროთ მის შემსრულებელზე . ქევან აბა ისევ მე და შენ კაც გულდზე ვისაუბროთ biggrin.gif




აუ ხალხო ერთ ინიციატივას შემოვიტან .


კლასიკური საიტი გავხსნათ , კლასიკური ფორუმი და ყველაფერი
.

იქნებ სენატს შევატყობინოთ და ფონდიდან ცოტაოდენი თანხა გამოყონ .


ქართულ სივრცეში არის ერთადერთი კლასიკური საიტი ეს არის bach.myweb.ge , მაგრამ ეს ცოტაა sad.gif


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 26 2009, 08:47 PM
პოსტი #46


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
პ.ს ნახე რა დავკნინეეეეეე

არადა რეაქცია არ მაქ biggrin.gif

ციტატა
ქევან აბა ისევ მე და შენ კაც გულდზე ვისაუბროთ

სიამოვნებით smile.gif
ის შენეული შეფასება "ღმუილი" არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ღმუილი არაა... როცა უკრავ, განა გულში არ მღერიხარ ტაქტებს?
გულდი უბრალოდ ხმამაღლა მღერის ....

ციტატა
ახლა მე ბახს ვუსმენ

biggrin.gif მე ზამთარს... მაგრამ გადავალ ეხლა ბახზეც... მით უმეტეს გულდის დაკრულზე ...

http://www.youtube.com/watch?v=8-KyL2gMxV8&feature=related
Glenn Gould - Bach Concerto in D minor (1 of 3)

აი ეხლა ამას ვუსმენ სწორედ და თან ვეძებ კონკრეტულად ამ ნაწარმოებზე ინფორმაციას... ისტორიას... მომწონს და ვცდილობ გავიგო რას გადმოსცემს კომპოზიტორი... თუ ამას გავიგებ და მერე გულდის დაკრულსაც დავუგდე ყური, უფრო შევძლებ დავაფასო პიანისტი.

ჯერ ჯერობით არაფერი გამომდის, ჩემი საკუთარი ემოციის გარდა არაფერია ჩემ თავში laugh.gif რა ცუდია sad.gif


პ.ს. ისე ბილიF, ნუ ღელავ, ამ საუბრის შემხედვარე სხვებიც მოვლენ მსგავს განწყობაზე a075.gif და ... :იმედი მაქ ერთ-ერთი საინტერესო თემა იქნება:


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 27 2009, 11:51 AM
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ციტატა
ის შენეული შეფასება "ღმუილი" არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ღმუილი არაა... როცა უკრავ, განა გულში არ მღერიხარ ტაქტებს?


ვხუმრობ რათქმა უნდა , მაგრამ როგორ გგონია ჩანაწერებში არ შეეძლო წაეშალა ეს სიმღერა? მაგრამ არ მოინდომა . მაგარი კაცი იყო ....
ისე არც მე მომწონს ეგ შეფასება რათქმა უნდა მეც ვმღერი თან გულში არა smile.gif ისედაც smile.gif

ქევანა
ქევანიკუნიკუნა გენატალე , ინვენციებს ჩაწვდი , რომ კონცერტზე გადადიხარ? ჯერ ინვენციები ისმინე რა გთხოვ.

პ.ს ნახეეთ რა დავაკნინუნეე? biggrin.gif


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 27 2009, 10:16 PM
პოსტი #48


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



თხოვნა შესმენილია, მაგრამ მე რო არ ვუკრავ? : უნსურე:

1) http://www.youtube.com/watch?v=AJZS0qCrSqw

user.gif


2) http://www.youtube.com/watch?v=Jm1gZkzdIHU&feature=related

rolleyes.gif

ეს უკვე პრელუდიაა, მაგრამ საოცრად ლამაზი და ცნობილი wub.gif
http://www.youtube.com/watch?v=IEL2IIkOudg


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Mar 28 2009, 06:05 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



იოჰან სებასტიან ბახი

"კარგად (თუ სწორად) ტემპერირებული კლავირი", ტომი I.

ფორტეპიანო - გლენ გულდი (ბახის ერთერთი განუმეორებელი შემსრულებელი)

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=39b88a3f16e238c2

- - -

ტომი II.

სვიატოსლავ რიხტერის შესრულებით.

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=c0b00c3edd5deb69


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 29 2009, 12:23 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ციტატა
1) http://www.youtube.com/watch?v=AJZS0qCrSqw2) http://www.youtube.com/watch?v=Jm1gZkzdIHU&feature=related ეს უკვე პრელუდიაა, მაგრამ საოცრად ლამაზი და ცნობილი http://www.youtube.com/watch?v=IEL2IIkOudg



http://www.youtube.com/watch?v=E_ttS3JtRxY ესეც ნახე უცნობილესი და ულამაზესი ინვენციაა smile.gif

რა ინვენციებიც დადე ყველას ვუკრავდი ერთ დროს , მაგრამ ხომ უნდა გაიზარდო ახლა უფრო ძნელებს ვეტანები.... თუმცა ესენიც არაა ადვილი და მინდა ხელახლა ვისწავლო . და მაგ პრელუდიასაც , ამასაც რაც ეხლა დაგიდე smile.gif


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Mar 29 2009, 12:27 PM
პოსტი #51


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(ქევანა @ Mar 27 2009, 11:16 PM) *


რა ლამაზი მელოდიაა, დატკბები მისი მოსმენით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 29 2009, 12:33 PM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ციტატა
რა ლამაზი მელოდიაა, დატკბები მისი მოსმენით


კი მიუხედავად ყველაფრისა მაინც ცოტა ბანალურობისაკენ მიექანება , ძალიან ცნობილია . ქევანამ ინვენციები დადო და მეც დავდე და იქნებ იმას მოუსმინო...

პ.ს ამით იმის თქმა არ მინდა , რომ მოსაწყენი და ისეთი გახდა ეს მელოდია . ეს მელოდია უკვდავია , მაგრამ სწორედ გამიგეთ ყველამ იცის !


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 29 2009, 01:25 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



smile.gif


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Mar 29 2009, 01:30 PM
პოსტი #54


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



Belief
პრელუდია და ფუგა დადე I ტომიდან C minor ფუგას შემდეგ ჯანიზ ჯოპლინის summer time მოაყოლე და ჩათვალე შთაბეჭდილება მოხდენილი გაქვს tongue.gif biggrin.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 29 2009, 04:47 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



tustusa-gogo

http://www.youtube.com/watch?v=eJkaw_Vwz0Y

smile.gif


http://www.youtube.com/watch?v=u7Ac3eRarGI


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 29 2009, 05:23 PM
პოსტი #56


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა


ესეც მშვენიერია, წყნარი და მშვიდი.. ოდნავ მელანქოლიური.... და კარგადაც ასრულებს...ჩემი სამოყვარულო შეფასებით

მეორეც ... პრელუდია და ფუგა...

ჰუჰ.. ჯოპლინ laugh.gif rolleyes.gif

და ისე, ბილიეF, შენი მთავარი ინსტრუმენტი პიანინოა? biggrin.gif ისე მაინტერესებს... განა რამე... მაგრამ თუ რამე კონფიდენციალურია, ყურში მითხარ ..

lch
ძალიან სასიამოვნოა, რომ ატვირთე smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 29 2009, 05:42 PM
პოსტი #57


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ციტატა
ესეც მშვენიერია, წყნარი და მშვიდი.. ოდნავ მელანქოლიური.... და კარგადაც ასრულებს...ჩემი სამოყვარულო შეფასებით


კი . უკეთესი ვერსიებიც მომისმენია smile.gif




ციტატა
და ისე, ბილიეF, შენი მთავარი ინსტრუმენტი პიანინოა? ისე მაინტერესებს... განა რამე... მაგრამ თუ რამე კონფიდენციალურია, ყურში მითხარ ..

აიტ , შე ყურუმსაღო შენა ჰაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif . პიანინო არა ფორტეპიანო . მთავარი რას ნიშნავს ვერ გავაცნობიერე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ამ შემთხვევაში ;D

ვიოლინოზეც ვუკრავ და , ფორტეპიანოზეც biggrin.gif biggrin.gif



გავაბახოთ თემა...


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 29 2009, 08:53 PM
პოსტი #58


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ვიოლინოზეც ვუკრავ და , ფორტეპიანოზეც

biggrin.gif გასაგებია რომ ორივეზე უკრავ, მაგრამ აი.. როგორ აგიხსნა... მევიოლინისათვის (და არამარტო) ფორტეპიანოზე დაკვრა ეს სავალდებულოა, მაგრამ ძირითადად ხო ვიოლინოზე უკრავს იმიტომ რომ მევიოლინეა, ხოდა პიანისტი ერთადერთია რომელსაც სავალდებულო ინსტრუმენტზე დაკვრა არ სჭირდება biggrin.gif ეხლა გამიგე? ვერა ხო? :ყურებამდე გავწითლდი სმაილი:


ნუ კაი, გავაბახოთ თემა biggrin.gif

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი 'Air' from Suite No.3 in D major
http://www.youtube.com/watch?v=CyLo9-Voy5s&feature=related
ეს გადიოდა ხოლმე დოკ ფილმებში ხელოვნების თემაზე და ფონად ედებოდა.. ენით აუწერელი სიამოვნება იყო რა.. ეხლაც, ლინკზე რომ გახვიდეთ, რა ფრესკებია ვიდეოშიიიი rolleyes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Mar 29 2009, 08:55 PM
პოსტი #59


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



ციტატა
ვიოლინოზეც ვუკრავ და , ფორტეპიანოზეც

მე ფორტეპიანოზე და გარმონზე biggrin.gif biggrin.gif

ხომ არ გვეანსამბლ-გვედუეტა? rolleyes.gif tongue.gif biggrin.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 31 2009, 03:21 PM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ციტატა
გასაგებია რომ ორივეზე უკრავ, მაგრამ აი.. როგორ აგიხსნა... მევიოლინისათვის (და არამარტო) ფორტეპიანოზე დაკვრა ეს სავალდებულოა, მაგრამ ძირითადად ხო ვიოლინოზე უკრავს იმიტომ რომ მევიოლინეა, ხოდა პიანისტი ერთადერთია რომელსაც სავალდებულო ინსტრუმენტზე დაკვრა არ სჭირდება ეხლა გამიგე? ვერა ხო? :ყურებამდე გავწითლდი სმაილი:



ა მივხვდი მაშინ უნდა გეთქვა სპეციალობითო . სპეციალობა რათქმა უნდა არის ფორტეპიანო მაგრამ ვიოლინო სავალდებულოდ არ მისწავლია ნამდვილად (ლოგიკურად)



ციტატა
მე ფორტეპიანოზე და გარმონზე ხომ არ გვეანსამბლ-გვედუეტა?


biggrin.gif . მე არ ვთვლი ჩემს თავს პიანისტად და ვერც ჩავთვლი , მიუხედავად იმისა რომ მეუბნებიან კარგად უკრავო , მე მაინც არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი ამიტომ მგონია რომ ჯერ იმ დონემდე არ ვარ რომ ვიანსაბლ-ვიდუეტო smile.gif


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 06:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი