IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "მოძღვარი მიტინგზე არ უნდა დადიოდეს", ჟურნ. "გუმბათი", N16
კანონისტი
პოსტი Apr 27 2009, 10:48 AM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ინტერვიუ დავით ჩიკვაიძესთან, მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტთან, რომელიც ამავე დროს ვაკის სამების სტიქაროსანი, კანონიკური სამართლის დოქტორანტი და ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების თავმჯდომარეა.

_ უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო ეკლესიის საქმიანობაში და პირიქით?
_ ოქროს შუალედი მოცემულია სახარებაში, `მიეცით კეისარს კეისრისა, ღმერთს ღვთისა~. ეს ნიშნავს, რომ ქრისტიანობა სხვა რელიგიებისგან განსხვავებით მიჯნავს სახელმწიფოს და ეკლესიას. ეკლესია მოწოდებულია თავისი აღმატებული მიზნებისთვის, სახელმწიფოსაც აქვს თავისი განცალკევებული მიზნები, საერთო მიზანი კი მოსახლეობის კეთილდღეობაა. რაც შეეხება ურთიერთმიმართების საკითხს, სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ეკლესიის მრევლი და პირიქით. `მიეცით კეისარს კეისრისა~ ნიშნავს იმას, რომ რაც სახელმწიფომ დაადგინა მოქალაქეთათვის, იგი უნდა შევასრულოთ. პავლე მოციქულის სიტყვებია `ყოველი სული უმაღლეს ხელისუფლებას დაემორჩილოს~, მაგრამ თუკი სახელმწიფო მოუწოდებს ქრისტიანს საეკლესიო მოძღვრების წინააღმდეგ, ქრისტიანს უფლება აქვს და მეტიც, ვალდებულიცაა არ დაემორჩილოს მას. დანარჩენ შემთხვევაში რიგითი ქრისტიანი უნდა ემორჩილებოდეს სახელმწიფოს, განსაკუთრებით საერო საკითხებში. რაც შეეხება ეკლესიას, თუ როგორ უნდა იყოს სახელმწიფოსთან მიმართებაში, არ შეიძლება იყოს ისე, როგორც, მაგალითად, რუსეთის იმპერიის დროს. ამ შემთხვევაში მოხდება ეკლესიის მაღალი მიზნების აღრევა, სახელმწიფოს მიზნებთან, რაც მისაღები არ არის. თუმცა, თუ სახელმწიფო იზრუნებს ეკლესიის ლეგიტიმურ საჭირობაზე და შესაბამისად ეკლესია აკურთხებს სახელმწიფოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ეს მოქალაქეებისთვისაც შექმნის კარგ გარემოს.
_ დღეს სახელმწიფო თუ დგას ეკლესიის გვერდით?
_ უდავოდ. მაგალითად, ძალიან ხშირად მთავრობის სხდომაზე განიხილება ეკლესიითვის რაღაც პრივილეგიის მინიჭების საკითხი. შეიძლება იყო ტყის ფართობის გადაცემა, თანხის ან მიწის ფართობის გამოყოფა ეკლესიის ასაშენებლად. საქართველოს სახელმწიფოსთვის ოთხი ადამიანის _ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოწვეული სტუმრები ითვლებიან უმაღლესი რანგის სტუმრებად. როცა აქ ჩამოდიან სტუმრები ოფიცალური ვიზიტით, ხვდებიან კათოლიკოს-პატრიარქს და იმ სამ პირს, რომელიც ზემოთ ავღნიშნე. მრევლში ჩნდება ხოლმე კითხვა, რატომ შეხვდა ისა თუ ეს უცხოელი სტუმარი პატრიარქს. ეს განსაზღვრულია პრეზიდენტის ბრძანებულებით და ისინი ვალდებული არიან შეხვდნენ. ევროპულ გამოცემებში რელიგიის შესახებ, საქართველო შეტანილია ისეთი ქვეყნების რიცხვში, რომელთაც აქვთ სახელმწიფო რელიგია. მხოლოდ, ფრჩხილებში მითითებულია _ `დე ფაქტო~, რამდენადაც პირდაპირი ჩანაწერი არ გვაქვს ამის თაობაზე, თუმცა სტატუსი ამ დონეზეა აყვანილი.
_ ქრისტიან-დემოკრატები მოითხოვენ მართლმადიდებლობის სახელწიფო რელიგიად გამოცხადებას, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში?
_ ამ საკითხზე მახსენდება თავად მისი უწმინდესობის სიტყვები, წარმოთქმული კონსტიტუციური შეთანხმების დადების დღეს: `რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ და საუკეთესო ფორმად შერჩეული იქნა ეს ვარიანტი, კონსტიტუციური შეთანხმება~. სახელწიფო რელიგიად გამოცხადებაში მხოლოდ სიტყვიერი დეკლარირება ხომ არ იგულისხმება? თუ გადავხედავთ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო რელიგიები, დავინახავთ, რომ იქ ეკლესია სახელწიფოს ერთგვარ დანამატად არის ქცეული. მაგალითად, საბერძნეთში მოძღვრები იღებენ ხელფასს სახელწიფო ბიუჯეტიდან. როდესაც ეკლესია საჯარო უფლებამოსილებებს ახორციელებს, შესაბამისად ეს მდგომარეობა აძლევს სახელმწიფოს საშუალებას აქტიურად გააკონტროლოს ეკლესია და ამდენად, ეკლესია სახელმწიფოს ერთ-ერთ სამინისტროსავით გვევლინება ხოლმე.
_ თუ მართლმადიდებლობა გამოცხადდება სახელმწიფო რელიგიად, სხვა რელიგიები, რომლებიც არის საქართველოში, დადგებიან რაიმე შეზღუდვის წინაშე?
_ მოქალაქეთა ნებისმიერი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით ყოვლად დაუშვებელია, ან პირიქით, დაუშვებელია ამ ნიშნით პრივილეგიის მინიჭებაც. მოქალაქეები უნდა იყვნენ თანასწორი. თუმცა, თავად ამ სტატუსის მქონე რელიგიურ ორგანიზაციას მეტი უფლებები ექნება, ცხადია.
_ როდის მიენიჭათ საქართველოში არსებულ სექტებს იურიდიულად არსებობის უფლება?
_ საქართველოს კანონმდებლობთ დღეს რელიგიური ორგანიზაციად ითვლება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია. ქართული კანონმდებლობა რელიგიური ორგანიზაციის შექმნის ან რეგისტრაციის წესს არ იცნობს, არც კანონი გვაქვს მათ შესახებ. სამოქალაქო კოდექსში იყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც რელიგიური ორგანიზაციები უნდა დაფუძნებულიყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად და ეს ამოიღეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გიგა ბოკერიას ინიციატივით. დღეს კანონმდებლობა რელიგიურ ორგანიზაციად არ ცნობს არც კათოლიკურ, სომხურ ეკლესიებს. ეს რაც შეეხებოდა ტრადიციულ კონფესიებს. ამიტომაა, რომ ვერ რეგულირდება ისინი რას აშენებენ და როგორ წარმართავენ საქმიანობას. გახსოვთ ალბათ, იეჰოვას მოწმეებზე იყო დიდი ამბებივი და ამბობდნენ რეგისტრაციაში გაატარეს, როგორც რელიგიური ორგანიზაციაო. რეალურად კი მათი დარეგისტრირება მოხდა, როგორც ფონდის. შემდგომში გაირკვა, რომ ამ ფონდის დაარსების სათავეებთან იდგნენ რასელის მიმდევრები.
_ თქვენ საუბრობდით სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დახმარებაზე, რას იტყვით იმ ფაქტებზე, როგორიცაა გლდანის ეკლესიაზე შტურმი და ფერიის მთაზე ეკლესიის ნგრევა?
_ გლდანის ეკლესიდან ბასილ მკალავიშვილის გამოძევება საეკლესიო სამართლით იყო დაშვებული, რამდენადაც მკალავიშვილი არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, იბრალებს ამას და შეცდომაში შეჰყავს მრევლი, თუმცა, მე არ ვსაუბრობ ფორმებზე. ზემოთქმული მიზეზის გამო, ტაძარსაც არ შეიძლება ეწოდოს მართლმადიდებლური. საერო-სამართლებრივად კი იგი თავისი მიმდევრებით არის კონფესია და საკულტო ნაგებობის შტურმით აღება ყოვლადდაუშვებელია. რაც შეეხება ფერიის ეკლესიას, საეკლესიო სამართლის მიხედვით პასუხი მკვეთრად უარყოფითია ამ ფაქტის მიმართ. საერო სამართლებრივად, თუ დოკუმენტაცია არასრულად იყო (როგორც საუბრობდნენ), ასეთ შემთხვევაში კი შეიძლება, რომ ნაგებობა დაინგრეს, მაგრამ როცა ეკლესიაზეა საუბარი, ცოტა ძნელია თქვა, რომ ის იყო უკანონო. რადიკალიზმი ძალიან ცუდია, ამაზე მოგვიწოდებს ხოლმე უწმინდესი, შეიძლებოდა ამ საკითხის დიალოგით გადაწყვეტა. თუმცა ეს უარყოფითი ფაქტი ერთეული შემთხვევაა სხვა უამრავი დადებითის გვერდით.
_ როცა ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, იმართება აქციები, მოძღვარი უნდა იყოს თუ არა თავისი ხალხის გვერდით, ამაზე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრია.
_ მოძღვარი ყველას მოძღვარია. ის წარმართავს სულიერი შვილების ცხოვრებას. თუ თავის სულიერ შვილებთან მივა, ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ მისი აქციაზე მისვლა შესაძლოა, საპატრიარქოს რაღაცნაირად ჩარევად ჩაითვალოს. ქართველებს ფიცხი ხასიათი გვაქვს და იქ მოძღვრის მისვლა, არ არის გამორიცხული ისე მოინათლოს, რომ მთელი საპატრიარქო იქ დგას. მეუხერხულება მოძღვრებისთვის რჩევის მიცემა, მაგრამ ჩემი აზრით, სასურველი იქნება არ მივიდნენ, ამ მიზეზების გამო. თანაც როგორ იქნება, რომ პოლიტიკურ საკითხებზე ერთგვაროვანი მრევლი ჰყავდეს? მაშინ მისი მისვლა აქციის მონაწილეებთან ნიშნავს, რომ იგი მრევლის ერთ ნაწილთან დგას, ეს კი ერთგვარად მრევლის გაყოფაა. მოძღვარმა ეკლესიაში უნდა იქადაგოს. თუკი მივა და უბრალოდ დალოცავს მომიტინგეებს, ამაში ცუდი არაფერია. გაუსვას ხაზი, რომ საკუთარი ინიციატივით მივიდა და არა საპატრიარქოს თხოვნით.
ამასთან დაკავშირებით სამწუხარო ფაქტი მინდა ავღნიშნო, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა თავის შეკრებაზე მიიწვია ქრისტეფორე წამალაიძე, რომელიც განკვეთილი ეპისკოპოსია და გაშუქდა რომ მიწვეული ჰყავდათ ეპისკოპოსი.
_ დღეს საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი? ასეთი აზრიც არის საზოგადოებაში, რომ სახელმწიფო ცდილობს ეკლეიის საქმიანობაში ჩარევას და მის გაკონტროლებას.
_ მე ვერ დავადასტურებ, თუმცა ამ მხრივ გარკვეული ნიშნები შეიმჩნევა და ეს არის სწორედ, რაც სახელმწიფო რელიგიის მინუსებზე მიუთითებს. ანუ, როცა სახელმწიფო ეკლესიას დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს, მას ბუნებრივია, შემდეგ უჩნდება იმის სურვილიც, რომ იქ არ გაჩნდნენ მისი მოწანააღმდეგეები. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება ისეთ საკითხებში ჩარევა, როგორიცაა დოგმატური სწავლება.
_ რაც შეეხება სკოლებში რელიგური სწავლების ამოღებას?
_ სწავლება ამოღებული არ არის, არამედ არის ფაკულტატიური, ნებაყოფლობითი. ასე წერია კონსტიტუციურ შეთანხებაში და ზოგადი განათლების კანონშიც. რელიგიის სწავლება უნდა მოხდეს ან პირველ, ან ბოლო გაკვეთილზე, რათა ვისაც არ სურს დასწრება, არ შევიდეს. რელიგიის სწავლებას წყვეტს თავად სკოლა. ამის შემდეგ პედაგოგის კანდიდატურა უნდა შეუთანხმოს საპატრიარქოს, რომ არ მოხდეს მართლმადიდებლობის სახელით სხვა რელიგიის სწავლება.


ია მერებაშვილი



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
4 გვერდი V « < 2 3 4  
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(60 - 66)
guest
პოსტი Apr 29 2009, 01:14 AM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
გეთანხბეით თოფები მაინც შეიზინეთ და ვიაროთ სანადიროთ.

ბიძია თომა
არსენალში ნადირობაზე ნაკლებადაა საუბარი smile.gif შეიხედეთ და ნახავთ, რას სწავლობენ და როგორ. აი, ჩვენი ნოდარიკო თუ არ ვცდები ორ გასვლაში მონაწილეობდა და ძალიან ვამაყობ მისით wub.gif თან არსენალი არის სრულიად აპოლიტიკური და ნებისმიერი პოლიტიკური გამოხდომა ისჯება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Apr 29 2009, 01:16 AM
პოსტი #62


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(staywhite @ Apr 29 2009, 02:14 AM) *

ბიძია თომა
არსენალში ნადირობაზე ნაკლებადაა საუბარი smile.gif შეიხედეთ და ნახავთ, რას სწავლობენ და როგორ. აი, ჩვენი ნოდარიკო თუ არ ვცდები ორ გასვლაში მონაწილეობდა და ძალიან ვამაყობ მისით wub.gif თან არსენალი არის სრულიად აპოლიტიკური და ნებისმიერი პოლიტიკური გამოხდომა ისჯება.

კი გასაგებია ვიცი რაცა მარა მე რაღაც ძან მიYვარს ნადირობა თოფის სროლას მაინც ისწავლიან რა.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 29 2009, 01:18 AM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა

კი გასაგებია ვიცი რაცა მარა მე რაღაც ძან მიYვარს ნადირობა თოფის სროლას მაინც ისწავლიან რა.

ხოდა შეიხედე იქ smile.gif ბევრ რამეს საინტერესოს ნახავ 2kiss.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Apr 29 2009, 01:24 AM
პოსტი #64


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(staywhite @ Apr 29 2009, 02:18 AM) *

ხოდა შეიხედე იქ smile.gif ბევრ რამეს საინტერესოს ნახავ 2kiss.gif

მარა გუშინ დავრწმინდი რომ მაგრათ ცუდათ ვისვრი ეს ბოლო ერთი 5 თვეა ხმამაღლა ვერ ვიტყვი მიზესს. sad.gif


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 29 2009, 01:27 AM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ბიძია თომა
ციტატა
მარა გუშინ დავრწმინდი რომ მაგრათ ცუდათ ვისვრი ეს ბოლო ერთი 5 თვეა ხმამაღლა ვერ ვიტყვი მიზესს.

იქ სროლა არაა და ისიც ახლა. სხვა რამეებია, მოკლედ შეიხედე იქ თემა "ვინცარაფერი ვიცით" ან M16-ს კითხე. პოლიტიკას და მსგავს სისულეებს საქმე ჯობია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
milana
პოსტი Apr 29 2009, 01:57 AM
პოსტი #66


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 278
რეგისტრ.: 14-February 08
წევრი № 3,934



ციტატა(კანუდოსელი @ Apr 28 2009, 07:33 PM) *

დიდი ხნის მუშაობს შემდეგ აქ შემოვედი და კანონას ეს შემოქმედება დამხვდა biggrin.gif

ნუ, მოკლედ, როდესაც
1. ქვეყანაში რომელსაც უკლავენ პრემიერს და არავინ ისჯება
2. კლავენ რამდენიმე ადამიანს რომელთა უკან მთავრობის მაღალჩინოსნები დგანან და დასჯის ცინიზმს ზღვარი არა აქვს
3. როდესაც ისეთ ვითარებაში ხდება მკვლელობა, რომ საერთოდ უზნეობაა ასე იდგე და უყურო
4. ისე სხვისდება შენობები მხოლოდ მიშას პირდაპირი მითითებით, რომ ვერ გაიგებ რა ხდება
5. ისე უქმდება კვლევითი ინსტიტუტები ლიკვიდაციის გზით, რომ მეცნიერებს არაფერს არ ეკითხებიან
6. იმდენად არაადექვატური ხდება მიშა, რომ რეალობას უბრალოდ გაურბის და რამდენჯერმე ხსნის ერთიდაიმავე ქარხანას biggrin.gif
დამრჩენია ერთი რამ
ვიდგე და ვიგინო...

პ.ს.
რატომ ვიგინო? იმიტომ რომ ოპოზიციაც ძირითადში ისეთივე ნაძირალაა როგორიც მიშა და ეს საქართველო კი არა გურჯისტანია უკვე

სრულიად ვეთანხმები
კიარა და გეთანხები..


--------------------
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 29 2009, 11:32 AM
პოსტი #67


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დიდი მადლობა დადებითი და უარყოფითი შეფასებებისათვის.

biggrin.gif

გეიხარეთ ნამეტანი. laugh.gif

თემა იხურება.



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 05:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი