IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა"
Believer
პოსტი Mar 27 2010, 09:45 PM
პოსტი #1


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



საქართველოში "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" ფუძნდება




დღეს "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" პრეზენტაცია გაიმართება. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" დამფუძნებლების განცხადებით, კავშირის მიზანს მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-განვითარება წარმოადგენს. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრები ღვთისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას და ქართული ცნობიერების შენარჩუნებას ვემსახუროთ. ჩვენი დიდი ერთობა იქნება ის ქმედითი ძალა, რომელიც ყველგან და ყოველთვის დაიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს და ქართულ ეროვნულ ფასეულობებს, მის კულტურასა და ტრადიციებს და რეალურად დემოკრატიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებისათვის თავდაუზოგავად იღვაწებს. ბოლოდროინდელი პოლიტიკური ბატალიებით და ქვეყანაში განვითარებული პროცესებით იმედგაცრუებული ქართველობა ნელ-ნელა გამორკვევას იწყებს და ხვდება, რომ ღვთის ძალისა და მისი შეწევნის გარეშე საქართველოს გადარჩენა და აღორძინება შეუძლებელია," - ნათქვამია "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” განცხადებაში. [b]მოძრაობის თავმჯდომარე "Georgian Times"-ის რედაქტორი მალხაზ გულაშვილია, მოძრაობის წევრები - ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა დევდარიანი, "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ელიზბარ ჯაველიძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუა, პოეტი რეზო ამაშუკელი, "ქართული ფილმის" პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი, ხელოვნებათმცოდნე ბაია ამაშუკელი, ახალგაზრდული მოძრაობის "წინ" თავმჯდომარე შოთა აფხაიძე, ასევე იური ვაზაგაშვილი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, გურამ ფირცხალავა, დიმა ჯაიანი და სხვები. "სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის" წარდგენა-ბრიფინგი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.[/b]

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=45027&Itemid=1



ახალი მართლმადიდებლური მოძრაობა


თამარ ჩხეიძე

http://netgazeti.ge/GE/2/News/1208/


სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა ქრისტესმიერი ერთობით და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის სურვილით– ეს სწორედ ის ახალი ორგანიზაციაა, რომლის პრეცენტაცია ორგანიზაციის წევრებმა დღეს "ქორთიარდ მარიოტში" მოაწყვეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ პირს დასჯიან, ვიც ილია II -ს და ილია ჭავჭავაძეს ლანძღავს.


ახალ ორგანიზაციას დამფუძნებელთა თქმით უკვე 5 ათასამდე წევრი ჰყავს.

სლოგანით "დექით მტკიცედ და შეურყევლად" – ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს აერთიანებს. მათ შორის არიან ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, პოლიტიკოსი მამუკა გიორგაძე. ასევე რამდენიმე ჟურნალისტი, „ახალი თაობიდან“ ,სტუდია „ობიექტივიდან“ და „სვაბოდნაია გრუზიიდან“. ორგანიზაციის წევრია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუაც. თუმცა მის გარდა, შეხვედრას ამ კავშირის თანათავჯდომარე ავთანდილ უნგიაძე და მისი რამდენიმე თანამოაზრეც ესწრებოდნენ.

ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილია, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი და აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილი რუსეთ–საქართველოს საზოგადოების წევრი.

"მართლმადიდებლობა ამ ორგანიზაციის მთავარი შემკვრელი და მამოძრავებელი ძალაა" – აცხადებენ ორგანიზაციის წევრები – „ქრისტესმიერი ერთობით ვიწყებთ დიდ ქართულ საქმეს.“ ამ განცხადებას კი წინ უძღვოდა საუბარი მონარქიის აღდგენაზე.

„კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“.

მალხაზ გულაშვილის თქმით ორგანიზაციის, რომელიც მისი თქმით არ არის პოლიტიკური, მიზანია მოლაპარაკებების გამართვა კავკასიელ ხალხთან და დიალოგი რუსეთთან.

მართლმადიდებლური სულისკვეთების განმტკიცება, „კონკორდატის“ რეალური ამოქმედება, ეროვნულ უმცირესობებში მამულიშვილური სულისკვეთების აღზევება, აღზრდა –განათლებაში მართლმადიდებლობის წინა პლანზე წამოწევა და პატრიოტ–მართლმადიდებელთა კონსოლიდაცია – ესაა ახლადშქმნილი ორგანიზაციის მიზნები.

დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია „პოლიტიკური ბატალიებით დაღლილ–დაქანცული ქართველების გამორკვევას „შეეცდება".

ამ პროცესში ჩართვას აპირებენ მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, ლელიკო ჯაფარიძე, მომღერალი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან არის დაკავშირებული, და რომელიც წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა, ამავე პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა არა წევრის სტატუსით. მიუხედავად ამისა, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს ახალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას.

„მოქალაქის და მრევლის წევრის ერთ ადამიანში ჩამოყალიბების სურვილი არის ძალიან დიდი და მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა მართონ საზოგადოებრივი ცხოვრება“,
– ამბობს მამუკა გიორგაძე.

მალხაზ გულიაშვილმა ორგანიზაციის შექმნის მოტივის გარდა, იმაზეც ისაუბრა, რომ საპატრიარქოსა და კერძოდ ილია მეორესთან „სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას“
კავშირი არ აქვს. „მრევლის დაცვისთვის“ შექმნილი ორგანიზაციის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვა არ არის. თუმცა ამავე კავშირის წევრი, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას „ფულიანი ხალხის“ მათკენ გამოხედებას: „მე გავანთავისუფლებ საქართველოს ამ ჭირისგან ერთ თვეში, მოახედეთ ფულიანი ხალხი ჩვენკენ“ .

თუმცა სანამ ფულიანი ხალხი ორგანიზაციის შესაძლებლობებს შეაფასებდეს, ნანა დევდარიანი, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, ადამიანების უფლებებზეც საუბრობს. ამჯერად კი ის როგორც მართლმადიდებლების უფლებების დამცველია. მისი თქმით, ომბუდსმენად მუშაობის მანძილზე, „ხშირად მიხდებოდა სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების დაცვა, ვიღაცები ფიქრობენ, რომ მართლმადიდებლობა არის უმრავლესობა და ამიტომ მას დაცვა არ სჭირდება.“

შეხვედრაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც ისმოდა. მაგალითად იგივე ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ „არც ერთი ჩვენგანი ძალით ვიღაცის მოჭკვიანებას არ აპირებს“, ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა:

„ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(40 - 59)
KAIROS
პოსტი May 5 2010, 02:40 AM
პოსტი #41


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სახეზეა ტიპიური მართლმადიდებლური ფაშიზმის რიტორიკული და სიმბოლური ელემენტები...

სრული სიბნელე---
მაგ პატარა ბიჭებს შეიძლება მართლა არ ესმით რა სიმბოლოებს ატარებენ და რა უბედურებას ემსგავსებიან, აი ისაა ყველაზე დიდი ნაძირალა ამ პატარა, ზედიზედ რომ ორი წიგნი არა აქვთ წაკითხული, და შემცდარ ბიჭებს იყენებს ვითომც მართლმადიდებლობისათვის, სინამდვილეში კი მართლმადიდებლობის სახელის გასატეხად.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 5 2010, 02:24 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(llaasshhaa @ May 5 2010, 02:21 AM) *

Otherguy

საქართველი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მტერი ვერაფერს გახდება მართლმადიდებლობასთან ბრძოლაში smile.gif მართლმადიდებლობასთან მებრძოლი ბევრი უნხავს მსოფლიოს მაგრამ გამარჯვებული არცერთი დამარცხებული კი ყოვეთვის თითონ არიან ვინაიდან ვერ აცნობიერებენ რომ მათ საქმე ცოცხალ ღმერთან აქვთ ყოვლისშემძლე ღმერთთან

და ეს უსუსური ადამიანები რას გხდებიან : ) ვერც ვრაფერს


ისლამიც ასევე დაუმარცხებელია, კათოლიციზმი და ასე შემდეგ...

მართლმადიდებლობის დამარცხებას რას ეძახი? ცხადია ყოველთვის იარსებებენ მართლმადიდებლები, მაგრამ საქართველო სუფთად მართლმადიდებლური ქვეყანა აღარ იქნება...

ამიტომ არის დემოკრატია შეუთავსებელი მართლმადიდებლობასთან... ასევე შეუთავსებელია ეთნიკური კუთხითაც... საქართველო იმიტომ ჰქვია რომ ქართველები უნდა ცხოვრობენ უმრავლესობაში...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი May 5 2010, 02:54 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(KAIROS @ May 5 2010, 02:40 AM) *

სრული სიბნელე---
მაგ პატარა ბიჭებს შეიძლება მართლა არ ესმით რა სიმბოლოებს ატარებენ და რა უბედურებას ემსგავსებიან, აი ისაა ყველაზე დიდი ნაძირალა ამ პატარა, ზედიზედ რომ ორი წიგნი არა აქვთ წაკითხული, და შემცდარ ბიჭებს იყენებს ვითომც მართლმადიდებლობისათვის, სინამდვილეში კი მართლმადიდებლობის სახელის გასატეხად.


+1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი May 5 2010, 03:00 PM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384




ციტატა
ერთი მაინტერესებს მართლმადიდებლობა მარტო ეკლესიაში ლოცვააა ???

ეხლა ეკლესიაში თუ სალოცავად წახვედი და მერე გამოსულზე საქურდავად, ნუ გასაგებია რომ არ არის.


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი May 5 2010, 03:16 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



უი, უი, შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ , ტრიფონიასაც დაიჭერენ


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი May 5 2010, 04:16 PM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ეგენი მირჩევნია ლიბერასტებს, ამათ უფრო შეაგნებინებ და აზრზე მოიყვან,
კარგია თუკი ვინმეეებს დაუზელენ გვარდებს, მივესალმები tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 7 2010, 10:46 PM
პოსტი #47


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



ციტატა(death @ May 4 2010, 12:59 PM) *

IPB-ს სურათი

ისე ჯერ მართლმადიდებლობის სწორად დაწერა არ აწყენდათ biggrin.gif






უკვე ჩაასწორეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

IPB-ს სურათი


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 7 2010, 11:03 PM
პოსტი #48


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის და პრორუსული ორიენტაციის ერთ-ერთი იდეოლოგი მალხაზ გულაშვილი თავისუფლების ინსტიტუტზე ახალ ქრისტიანულ მორალს გვიქადაგებს

http://www.youtube.com/watch?v=Jzh583JSVYk...player_embedded


რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და ჟურნალისტებმა მოსკოვში სიარულს მოუხშირეს, სახელისუფლებო გუნდი აღშფოთებას ვერ მალავს. პარლამენტის წევრ ხათუნა ოჩიაურს "კვირის პალიტრამ" ქართველების ცხინვალში სტუმრობასა და ქართულ-რუსული კონტაქტების ბოლოდროინდელ გააქტიურებაზე ჰკითხა:


(ციტატა ინტერვიუდან) - ჟურნალისტებმა, რომლებიც მედიაფორუმზე იმყოფებოდნენ მოსკოვში (და აქვთ არგუმენტი, რომ კოლეგებთან აზრის გაცვლა და ინფორმაციის მიღება სურდათ), არც იცოდნენ, რომ ფორუმს რუსეთის პრეზიდენტი დაესწრებოდა.
- არავინ არის იმდენად გულუბრყვილო, რომ დაიჯეროს, მოსკოვში ქართველი ჟურნალისტები მხოლოდ აზრის გასაცვლელად მიიწვიესო. მედვედევთან ჟურნალისტების შეხვედრა რომ წინასწარ დაიგეგმებოდა, თქვენც მოგეხსენებათ.
მედვედევი რომ სახელით მიმართავდა გულაშვილს, ესეც არაფერს ნიშნავს? ორი თვის წინ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის საკითხებზე ორიენტირებული "ევრაზიის დიალოგის" შეკრებაზე ვიყავი თურქეთში. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მალხაზ გულაშვილი დავინახე, რადგან ის ჩვენი დელეგაციის წევრი არ იყო. დავინტერესდი და გავიგე, რომ მალხაზ გულაშვილი რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდა.


- თავად გითხრათ?

- ჩემს თურქ მეგობარს ვთხოვე ამოებეჭდა დელეგაციების წევრთა სიები. მაქვს ის ფურცელი, სადაც მალხაზ გულაშვილი რუსეთის დელეგაციის წევრად ფიგურირებს. "ევრაზიის დიალოგის" შეკრებაზე გულაშვილი პოლიტიკური და ჩვენს ხელისუფლებაზე კრიტიკული განცხადებებით გამოვიდა. მეორე დღეს მისი საქციელი დაიგმო, ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და საიდან მოხვდა ეს ადამიანი ამ შეკრებაზეო. მერე თვითონ რუსებმა აღარ შემოუშვეს გულაშვილი დარბაზში.

http://www.kvirispalitra.ge/politic/1865-q...-ar-ivlisq.html


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი May 7 2010, 11:08 PM
პოსტი #49


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



რა ეშველება ამდენ გზააბნეულს. sad.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი May 7 2010, 11:22 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ნაციზმის სუნი მცემს, თან რელიგიური საკმაზით


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი May 7 2010, 11:27 PM
პოსტი #51


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა
რა ეშველება ამდენ გზააბნეულს.


გვეშველება ნაინ გვეშველება kiss1.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი May 7 2010, 11:57 PM
პოსტი #52


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ძალიან სამწუხარო ფაქტია. მით უმეტეს, როგორც ვიცი ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა ასეთი იდეოლოგიის ორგანიზაციები.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 8 2010, 12:19 AM
პოსტი #53


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



კავკასიას უყურებთ? ohmy.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი May 8 2010, 12:28 AM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



თამარი_ცქნაფო
ვაი


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 8 2010, 12:29 AM
პოსტი #55


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ეს სამარცხვინოები! ფსევდო-მართლმადიდებლები!


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი May 8 2010, 12:33 AM
პოსტი #56


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ოო... საინტერესოა რა მოხდა sad.gif რატო მოხვდა დინგში აქუს sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 8 2010, 12:35 AM
პოსტი #57


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ისაკაძე და მისი საძმო, გულაშვილი და მისი ქვეშევრდომები - უნდა აიღო ერთად და კარგად გათათხო. ეს რა უბედურებაა, ეს რა სამარცხვინო რამ გააკეთეს! ყველანაირ ზღვარს გასცდნენ! ქრისტეს სახელით, მღვდლის ანაფორით ბოროტებას და შუღლს აღვივებენ?! ასე როგორ შეიძლება?!


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი May 8 2010, 12:38 AM
პოსტი #58


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 8 2010, 12:35 AM) *

ისაკაძე და მისი საძმო, გულაშვილი და მისი ქვეშევრდომები - უნდა აიღო ერთად და კარგად გათათხო. ეს რა უბედურებაა, ეს რა სამარცხვინო რამ გააკეთეს! ყველანაირ ზღვარს გასცდნენ! ქრისტეს სახელით, მღვდლის ანაფორით ბოროტებას და შუღლს აღვივებენ?! ასე როგორ შეიძლება?!

ჯერ გაირკვეს რა მოხდა და მერე ვლანძღოთ ! ! ! მგონი კარგი იქნება მარტო ამათი ნალაპარაკებით თუ არ ვიმსჯელებთ ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 8 2010, 12:40 AM
პოსტი #59


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(A.v.B @ May 8 2010, 12:38 AM) *

ჯერ გაირკვეს რა მოხდა და მერე ვლანძღოთ ! ! ! მგონი კარგი იქნება მარტო ამათი ნალაპარაკებით თუ არ ვიმსჯელებთ ...

რა უნდდოა იქ ისაკაძეს? არ უნდა ამას ლაპარაკი, ისაკაძის და სხვა მღვდლების ადგილი იქ არ იყო!


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი May 8 2010, 12:45 AM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



რაც უნდოდა იტყვის... და გაირკვევა...თვითონ უკეთესად იციან თავიანთი ადგილი ..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 04:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი