IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბუდიზმი
George Leluashvili
პოსტი Jun 27 2011, 12:33 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ბუდიზმი


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


ბუდიზმი ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა, რომელიც რამდენიმე ასეულ მილიონ მორწმუნეს აერთიანებს. იგი ჩრდილო ინდოეთში ჩაისახა ძვ. წ. VI-V საუკუნეებში. მისი დამაარსებელია საკიას ტომის უფლისწული სიდჰართა გაუტამა, ანუ საკია მუნი (განდეგილი საკიას ტომიდან). იგი დღევანდელ ქალაქ ბენარესის მახლობლად მდებარე ქალაქ კაპიტალავასტში დაიბადა. მამამისი საკიას ტომის მეფე სუდოგანა იყო. დედას მაია-დევი ერქვა. მამა სიდჰართას ფუფუნებით ზრდიდა და ყველანაირად უმალავდა ამ ქვეყნად არსებულ ტანჯვასა და უბედურებას, მაგრამ გაუტამამ ყოველივე ამის შესახებ მაინც შეიტყო. იგი შეაძრწუნა საკუთარმა ბედნიერებამ, მიატოვა სასახლე, მშობლები, ცოლი, ვაჟიშვილი და ამ ქვეყნის ბოროტების დასათრგუნავი საშუალების საძებნელად წავიდა. მან მრავალი მოძღვარი მოინახულა და, ბოლოს, ერთ ღამეს წმიდა ხის ქვეშ მყოფს ჭეშმარიტება ეუწყა, რის შედეგადაც იგი გახდა ბუდა და (სანსკ. ბუდდჰა - განათლებული, გასხივოსნებული, სხვიფენილი) ამის შემდგომად მან ხსნის შესახებ დაიწყო ქადაგება. მალე მას მრავალი მიმდევარი და მოწაფე გაუჩნდა (მათ შორის ყველაზე საყვარელი მოწაფე ანანდა იყო). ბუდა 80 წელს მიღწეული გარდაიცვალა. მისი ნეშტი თაყვანისცემის საგანი გახდა. ბუდას არაფერი დაუწერია, რამაც მისი მოძღვრების ირგვლივ დავა გამოიწვია. ჭეშმარიტების დასადგენად კრებებს იწვევდნენ, რომელთა შორისაც უმთავრესია ძვ. წ. 250 წ. პაშალიპუტრაში მეფე აშოკას დროს ჩატარებული კრება, რომლის დადგენილების ძალით ბუდიზმი, რომელიც მანამდე იდევნებოდა, სახელმწიფო რელიგია გახდა. ამ დროისათვის მოხდა ბუდას მოძღვრების წერილეობითი ფიქსაცია. ეს ნაწერები 3 ნაწილად - 3 ტიპიტიკად იყოფა (ტიპიტიკა - სიბრძნის კალათა): 1. სუტრა (მოძღვრება), 2. ვინაია (დისციპლინა) და 3. აბჰიდჰართა (მეტაფიზიკა). მეფე აშოკამ მისიონერები სხვა ქვეყნებშიც გაგზავნა ბუდიზმის გასავრცელებლად. თუმცა შემდეგ ინდოეთში ბარაჰმანიზმმა კვლავ მოიკრიბა ძალა და ბუდიზმი ძალზედ შეავიწროვა. დღეისათვის ინდოეთში მხოლოდ 4 მილიონამდე ბუდისტია, სამაგიეროდ იგი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა შრი-ლანკაში, მიანმაში (ყოფ. ბირმა), ტაილანდში, კამბოჯაში, ვიეტნამსა და ლაოსში. ბევრია ბუდისტი ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში, აგრეთვე, მონგოლეთში.

ბუდიზმი არაა ერთგვაროვანი. სამხრეთული ბუდიზმი, რომელიც შრი-ლანკასა და ინდოჩინეთშია გავრცელებული და ჰინაიანას სახელითაა ცნობილი, უფრო ახლოა ბუდიზმის პირვანდელ ფორმასთან (ჰინაიანა მცირე ეტლს ნიშნავს). მისი პანთეონი ღარიბია, კულტი ძალზე მარტივი. ჩრდილოეთის ბუდიზმი - მაჰაიანა (დიდი ეტლი) - გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში. მას დოგმატიკა და კულტი უფრო რთული აქვს, იერარქია მდიდარია, ძლიერაა განვითარებული სამონასტრო ცხოვრება, რომელიც მკაცრი წესებით გამოირჩევა. (1)

ტერავადას შტო გავრცელებულია სამხრეთში: ცეილონზე, ბირმაში, კამბოჯასა და ტაილანდში. მისი სწავლება ეფუძნება ტიპიტაკას წიგნებს, რომელიც ცხოვრებისაკენ მოუწოდებს ადამიანს. მისთვის მთავარი სათნობა - სიბრძნეა. ტერავადას სკოლა გაურბის რიტუალებს და მეტ ყურადღებას უთმობს მედიტაციას.

ბუდიზმის ფორმაა აგრეთვე ლამაიზმი. იგი ტიბეტში ჩაისახა XIV საუკუნეში - მაჰაიანასა და ტანტრიზმის, აგრეთვე ტიბეტელთა ძველი სარწმუნოების ბონ-პოს ბაზაზე, XVI საუკუნიდან ლამაიზმი გავრცელდა მონღოლებში, ხოლო XVII საუკუნეში შეაღწია რუსეთის ტერიტორიაზე - ბურიატებში, ტუველებსა და ყალმუხებში. მასში ბუდიზმი შეერწყა ადგილობრივ წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს, რის გამოც ლამაიზმში ძლიერაა განვითარებული სხვადასხვა წეს-ჩვეულება, მაგალითად, შამანიზმი. ლამაისტების მეთაურია დალაი-ლამა, რომელიც დიდი უფლებამოსილების მქონეა და მას, როგორც ცოცხალ (განსხეულებულ) ბუდას, ისე სცემენ თაყვანს. ლამაიზმის კანონიკურ საფუძველს წარმოადგენს წმიდა ტექსტთა კრებულები: განჯური (108 ტომი) და დანჯური (225 ტომი). ლამაიზმისათვის დამახასიათებელია თეატრალური მისტერიები, ფუფუნებით აღსავსე მსახურებები, რომლებიც სრულდება დაცანებში (სამონასტრო დაწესებულებებში), „ათ შავ ცოდვად“ ლამაიზმი ასახელებს: მკვლელობას, ქურდობას, „არასწორ შეერთებას“, ტყუილს, ცილისწამებას, ბოროტისმეტყველებას, ამაოდმეტყველებას, სიხარბეს, მრისხანებას, „ცრუ წარმოდგენებს“.

არსებობს აგრეთვე ძენ-ბუდიზმი. იგი VI საუკუნეში აღმოცენდა ინდოეთში. მისი დამაარსებელია ბოდჰიდჰარმა, აქედან გავრცელდა იგი ჯერ ჩინეთში, შემდეგ იაპონიაში, სადაც VII-VIII საუკუნეებში დასრულებული სახე მიიღო (2). ძენ-ბუდიზმი საკმაოდ დასცილდა ტრადიციულ ბუდიზმს. იგი ერთგვარი ბუდისტური სუპერეგზისტენციალიზმია. იგია ბუდიზმი ბუდას გარეშე, ადოგმატური სწავლება, რომელიც არ ცნობს არანაირ ავტორიტეტს, არავითარ ტრადიციას. მისი კულტია დაცინვა, რომელიც ყველას, მათ შორის საკუთარი თავის წინააღმდეგაა მიმართული. იგია ფილოსოფიის სიძულვილი, მაგრამ ფილოსოფიური პარადოქსების სიყვარული. ძენი უარყოფს იმ ლოგიკის კანონებსა და ცნებით კატეგორიებს, რომლებიც ინდუიზმსა და ბუდიზმშია გავრცელებული. ძენ-ბუდიზმი დაახლოებით ისე მიემართება კლასიკურ ბუდიზმს, როგორც ძველ ცინიკოსთა სწავლება პლატონიზმს. ძენ-ბუდიზმი ერთგვარად თანამედროვე ევროპულ ეგზისტენციალიზმსაც ეხმაურება, რის გამოც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დასავლეთის ქვეყნებში. ამ პოპულარობას ხელი შეუწყო ძენ-ბუდიზმის ცნობილმა თანამედროვე პოპულარიზატორმა დაითაცუ ტეიტარო სუძუკიმ (1870-1966 წწ).

ძენში ლიგუკური ანალიზი ტაბუდადებულია. მისი მიხედვით ადმაინი უნდა გათავისუფლდეს სხვათა აზრების ზეგავლებისაგან, რჩევებისაგან და სწავლებებისაგან და არც თვითონ უნდა ასწავლოს სხვას რაიმე. ძენი უარყოფს სასწაულებს და ზებუნებრივ მოვლენებს. იგი ასწავლის, რომ რეალობას არ გააჩნია ობიექტური შინაარსი, არსეობს მხოლოდ სუბიექტური აღქმა. „ჭეშმარიტებები“ ცნობიერდება უშუალოდ, ინტუიტიურად - როდესაც შესაცნობი და შემცნობი ერთმანეთში შეირწყმიან. ძენის დოქტრინა ქაოტურია. ინდუიზმის მსგავსად ძენი აცხადებს, რომ ადამიანი და ღმერთი - ერთი არსებაა. ძენი არ აღიარებს არც მადლს, არც ცოდვას, რადგან მათ სუბიექტური აღქმის ნაყოფად მიიჩნევს, ძენის მოძღვრებით განსაკუთრებით ისინი ინტერესდებიან, ვინც გაურბის დოგმებსა და ავტორიტეტებს.

ბუდიზმის ძირითადი პოსტულატები შემდეგია: იგი არ აღიარებს არც შემოქმედს და არც ქმნილებას. მისთვის ერთადერთი ჭეშმარიტად არსებული არის არარა, ანუ არყოფნა, რომელსაც მარადიული, დამოუკიდებელი და თვითმყოფადი არსებობა აქვს. ყველა სხვა არსებობა, რასაც საწყისი და დასასრული აქვს, ცვლილებას ექვემდებარება და დროითა და სივრცითაა შეზღუდული, მოკლებულია ჭეშმარიტ ყოფიერებას. ყოველივე არსებული არარასაგან წამოსდგა და კვლავ მას უბრუნდება, მაშასადამე, არყოფნა ყველაფრის თავი და ბოლოა. ამდენად, თუკი იგი ჭეშმარიტი არსი და სამყაროს ერთ-ერთი საფუძველია, მაშინ სამყარო, ყოველივე იმასთან ერთად, რაც მასში არსებობს და ცოცხლობს, უკანონო და არასაჭირო არსებობის შედეგია და, ამდენად, ბოროტებაა.

ბუდიზმს არ გააჩნია პასუხი კითხვაზე, თუ როგორ წარმოიშვა თავდაპირველად ყოველივე. იგი იყენებს სწავლებას უსასრულოდ მრავალი სამყაროსა და მათში არსებულ არსებათა შესახებ, რომლებიც აუცილებლად ისპობიან და სხვას უთმობენ ადგილს, რომელთაც თავის მხრივ იგივე ელით.

მაშასდამე, ბუდიზმი რელიგია კი არა, ფილოსოფიური აგნოსტიციზმი უფროა, რადგან რელიგია, კლასიკური გაგებით, კავშირს გულისხმობს, კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის. ბუდიზმში კი არ არსებობს აბსოლუტური პიროვნების ცნება, არსებობა ბოროტებაა, ცხოვრება ტანჯვათა ჯაჭვია, ხოლო ბუდიზმის მიზანი ამ ტანჯვისგან გათავისუფლებაა. რადგან ტანჯვა თვით ყოფიერების ცნებას ერწყმის, ამიტომ მისგან გათავისუფლება თვით ყოფიერების მოსპობით უნდა მოხდეს. ტანჯვისგან გათავისუფლებისათვის თვითმკვლელობა უაზრობაა, რადგან ბუდიზმი, ისევე როგორც ინდუიზმი, რეინკარნაციას აღიარებს, რასაც კვლავ ახალი ტანჯვა მოჰყვება (3). ამიტომ ბუდა მიიჩნევს, რომ უნდა მოისპოს თვით სიცოცხლის სურვილი, რაც შემდგომი რეინკარნაციის შეწყვეტასა და სანსარისგან თავის დაღწევის საწინდარია. ასე გადადის ადამიანი ნირვანაში, რომელიც ღმერთთან ურთიერთობა კი არ არის, არამედ სიცოცხლიდან გაქცევა და სულიერი ვაკუუმის მდგომარეობაა. ნირვანა სიტყვასიტყვით ჩაქრობას ნიშნავს. იგი ბუდიზმში უდიდესი სიკეთე და ადამიანის საბოლოო მიზანია. იგი ტანჯვის, უბედურების და საერთოდ ყოფიერების ყოველგვარი გამოვლინების მოსპობაა. უკვდავება ბუდიზმს ესმის, როგორც აბსოლუტურ უმოქმედობასა და სრულ განურჩევლობაში გადასვლა.

როგორც უკვე ვთქვით, ბუდისტისათვის ბოროტების სათავე თვით სიცოცხლე, ადამიანის არსებობა და მისი სურვილებია, სადაც სიცოცხლეა, იქ აუცილებლად ბოროტებაცაა, როგორც მისი ძირეული და არსებითი ნიშანი. შესაბამისად ბუდიზმის თანახმად სიცოცხლის გაქრობა სიკეთეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ბუდიზმი არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რატომაა სიცოცხლის სურვილი ბოროტება. იგი მხოლოდ ფაქტების ემპირიულ მხარეს აფიქსირებს.

ბოროტებაზე ამგვარი შეხედულება ბუდიზმს სოციალურ სფეროშიც გადააქვს. ოჯახური, ეროვნული და სხვა ურთირთობები, ბუდისტური მსოფლმხედველობის მიხედვით, ბოროტებაა, რომელთაგანაც ასევე აუცილებელია გათავისუფლება.

თუ ქრისტიანი ასკეტისათვის უმთავრესი ამოცანა საკუთარ ვნებებთან ბრძოლაა და ამ ვნებათაგან გათავისუფლების შემდეგ იგი სიცოცხლისკენ ისწრაფვის, რათა ღირს იქნეს აბსოლუტთან თანაზიარებისა და მის სასუფეველში დამკვიდრებისა, ბუდისტი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, მისთვის მთავარი სიცოცხლის სურვილია და, ამის კვალობაზე, თავად სიცოცხლის გაქრობაა, ანუ როგორც მართებულად შენიშნავს ნ.ლოსკი: „სხეულებრივი სიკვდილით შეშინებული გაუტამა ხსნას აბსოლუტურ სიკვდილში, ყოფიერების სრულ მოსპობაში ეძიებს“, ხოლო გ.კ.ჩესტერტონი ამბობს: „ქრისტეს ეცოდება ადამიანები იმიტომ, რომ ისინი კვდებიან, ხოლო ბუდას ეცოდება იმიტომ, რომ ისინი ცოცხლობენ“. თუ მაცხოვარი ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მათე 5, 3), ბუდა ამ სიტყვების ამგვარ პერიფრაზს „ახდენს“: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათ ელოდებათ არყოფნა“.

ქრისტიანსაც და ბუდისტსაც გრძნობადი ბუნებისაგან გათავისუფლება სწადიათ, მაგრამ თუ ბუდისტი ბიბლიური სამსონივით მტრების მოსპობით საკუთარ თავსაც სპობს, ქრისტიანი, რომელიც სძლევს მტერს, ნეტარი ცხოვრების ღირსი ხდება.

ბუდისტი, რომელიც არ ცნობს პიროვნულ ღმერთს, ვერ ახერხებს დადებითი შინაარსი შესძინოს საკუთარ ზნეობრივ თავისუფლებას. ამიტომ მისთვის თავისუფლება უმიზნო სიცოცხლის უარყოფაში მდგომარეობს. ამის გამო კი იქ, სადაც პოზიტიური მიზანი არ არსებობს, აუცილებლად ხდება ყოველგვარი მიზანშეწონილი მოქმედების პარალიზება. პასიური სათნოებანი (მოთმინება, დათმობა) ბუდიზმში ყოველთვის ჭარბობს აქტიურს. ბუდიზმში ვხედავთ თანაგრძნობისმიერ სიყვარულს, მაგრამ იქ არ მოიპოვება მოქმედი, განმათავისუფლებელი და შემოქმედებითი სიყვარული. უფრო მეტიც, თვით ეს პასიური სიყვარულიც კი, რომელიც მხოლოდ თანაგრძნობას გამოხატავს და სიხარულს არ ანიჭებს, უკანა პლანზე იწევს და ადგილს უთმობს თვითჭვრეტისა და თვითმოსპობის სურვილიდან გამომდინარე კვიეტიზმს. ასე რომ, ბუდიზმი თავისი არსით ნიჰილიზმია, და ამის გამო იყო, რომ მან ამგვარი ფორმით დიდხანს ვერ იარსება. ამიტომაც მას ყოველთვის შეცვლილი და შერბილებული სახით წარმოადგენდნენ ხოლმე: კერძოდ, ნირვანას რაღაც სამოთხის მსგავსი თვისებები მიანიჭეს, დააწესეს კულტი, წეს-ჩვეულებები, შემოიღეს თეორია უმაღლეს არსებათა მიერ ადამიანის შეწევნის შესახებ. ყოველივე ამან კი ბუდას თავდაპირველი, წმინდა ფილოსოფიურ-ეთიკური სწავლება რელიგიად აქცია.

ასეთია მოკლედ ბუდიზმის შინაარსი. იგი ტანჯვის, უბედურების და ამდენად ბოროტების დაძლევისა და მისგან თავის დაღწევის თავისთავად კეთილშობილ მიზანს ისახავს, მაგრამ არ აღიარებს რა შემოქმედს, პიროვნულ ღმერთს, და ცხადია არ იცნობს ჭეშმარიტ მხსნელს - იესო ქრისტეს, ამ დიადი მიზნის მიღწევას გაუტამას გონების მიერ შექმნილი რეცეპტით - ნირვანათი აპირებს. ეს კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოძღვრებას არყოფნის, სიკვდილისა და ვოიდიზმის (4) მქადაგებლად აქცევს.





(1) მაჰაიანურ ბუდიზმს ახასიათებს აგრეთვე „ბოდჰისატვების“ ინსტიტუტის არსებობა. ბოდჰისატვა ის ადამიანია, რომელიც საკმარის განათლებულობას მიაღწევს, მაგრამ სხვა ადამიანთა ხსნის სურვილის გამო არ გადადის ნირვანაში და ამ ქვეყნად რჩება.

(2) თვით სიტყვა „ძენი“ (ჩინურად „ჩანი“) სანსკრიტული სიტყვიდან „დჰიანა“ მომდინარეობს, რაც პოზას, ასკეტურ ხერხს, გონების შემოკრებას ნიშნავს.

(3) უნდა აღვნიშნოთ, რომ რეინკარნაცია ტრადიციული გაგებითმ როცა პიროვნების სული შემდგომში სხვა სხეულებრივ გარსში აგრძელებს ცხოვრებას, ბუდიზმისათვის უცხოა (ყოველ შემთხვევაში, ასე არ იყო თავდაპირველ ბუდიზმში). ბუდიზმის მიხედვით, არავითარი „პიროვნება“ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ „სულის“ ილუზია, ამიტომაც ახალ ცხოვრებას იძენს არა ადამიანის პიროვნება, არამედ ის ელემენტები, რომლებიც ამ ადამიანის სიცოცხლეს შეადგენენ (როგორც სხეულებრივი , ისე ფსიქიკური) ე.წ. დჰარმები. ამ ახლად შექმნილი ადამიანის ცხოვრებას კი კარმა განსაზღვრავს.

(4) ვოიდიზმი - სიცარიელის, არარაობის ფილოსოფიაა. სხვათა შორის თვით ბუდიზმშიც, კერძოდ მისი მაჰაიანური განშტოების მადჰიამიკას სკოლაში (იგი II ს-ში დააარსა ნიგარჯუნამ), ერთ-ერთ მთავარ ფილოსოფიურ ცნებას სწორედ „შუნია“ - სიცარიელე წარმოადგენს. ესაა სიცარიელის განცდის ფსიქიკური მდგომარეობა, რაც „ყოფნა-არყოფნის“, „რეალურისა და არარეალურის“, „სუბიექტისა და ობიექტის“ და სხვა ასეთი პრობლემების მოხსნის სინონიმი და ნირვანას დადგომის ნიშანია.



IPB-ს სურათი


ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:


1)ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.
2)არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.
3)შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.
4)არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.



ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:


1)მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.
2)მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.
3)მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...
4)მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.
5)მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.
6)მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.
7)მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.
8)მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.


მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, ბუდასავით გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე - არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.

IPB-ს სურათი



ბუდისტური ტაძრები

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


მაჰათმა განდი: "თუ თითოეული ადამიანი თავისი სარწმუნოების თაყვანისცემისა და სიყვარულის ფონზე სხვა რელიგიებსაც არ შეისწავლის, ქვეყნიერებაზე არასოდეს იქნება მშვიდობა და ჰარმონიული თანაცხოვრების სრული გარანტია. თუ მართლა გვწამს ჩვენი სარწმუნოებისა, თუ ღრმად ღვთისმოსავნი ვართ, სხვათა სარწმუნოებასაც პატივითა და მოკრძალებით უნდა მოვეკიდოთ".

http://www.youtube.com/watch?v=akJMM7PZUwM&feature=related


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
8 გვერდი V « < 6 7 8  
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(140 - 153)
NINJA - ნინძა
პოსტი Oct 7 2011, 01:37 PM
პოსტი #141


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



Kanishtha-Adhikar
ციტატა
კაგი, მოდი ერთ რაღაცას გკითხავ:შენ და ბუდისტები ხომ იმეოებთ მანტრას "ომ" ?

კი, რათქმაუნდა.
მერე?


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 19 2011, 10:33 PM
პოსტი #142


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



რადჰანათჰა სვამის

შეხვედრა დალაი-ლამასთან

IPB-ს სურათი

რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო და ჩემი მზერა დალაი-ლამას შეხვდა. სათვალეებს მიღმა მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები მოჩანდა. მსხვილი თავი სუფთად გადაეპარსა, სახეზე გამომხატველი ნაკვთები ეტყობოდა, ხოლო ცხვირი დიდი და მომრგვალებული ჰქონდა. ლამას ბორდოსფერი სამოსა ეცვა, რომელზეც მკაფიო ყვითელი მოსაცმელი ჰქონდა მოხვეული. გადამდები ღიმილით გაეღიმა და ჩემსკენ გამოემართა. ხმამაღალი სიცილით ორივე ხელზე მომკიდა ხელები და მძლავრად ჩამომართვა. თან გულითადად მომესალმა: “თქვენ შორიდან ჩამოხვედით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან!”

ჩვენ ერთმანეთის პირისპირ, სკამებზე დავჯექით. ბავშვური ცნობისმოყვარეობით გამომკითხა ჩემი ცხოვრების შესახებ ამერიკაში და იმის შესახებ, თუ რატომ გავხდი სადჰუ. გულწრფელი ინტერესით ისმენდა ჩემს მონაყოლს და არც ერთი სიტყვა არ ეპარებოდა. ყოველთვის, როდესაც ჩემს თხრობაში იუმორის თუნდაც ჩრდილი გაიელვებდა, ლამა ძალიან ცოცხლად რეაგირებდა, ხელისგულებს ერთმანეთზე ურტყამდა და სიცილისგან მთელი სხეული უთრთოდა. ასე გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი და მე ვკითხე ლამას მის ქვეშევრდომებზე ტიბეტში. მოწოლილი მოგონებები მოქუფრული ჩრდილივით დააწვა მის სახეს, თვალებში კი ცრემლებმა გაიბრწყინა. მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა: “როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ჩემი სამშობლო თავისუფალი იყო. ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით, ერთიანი ქვეყანა ვიყავით, და ჩვენი რელიგიაც ყვაოდა.” დალაი-ლამა გაჩუმდა და ჩაიდნიდან ტიბეტური ჩაი დაასხა ჩემს ჭიქაში. შემდეგ ჩაიდანი დადგა და ღრმად ჩაფიქრებულმა დახარა თავი. ჩანდა, თითქოს აზრობრივი ხედვით ხედავდა, თუ როგორ იბრძვის მისი ხალხი ჰიმალაების მეორე მხარეს, ტიბეტში, და თანაუგრძნობდა მათ. შემდეგ კი ხმადაბლა წარმოთქვა: “ჩვენ უზარმაზარ ვალში ვართ ინდოეთთან, რომელმაც ათასობით ჩვენი დევნილი შეიფარა.”

თანაგრძნობა სხვა ცოცხალი არსებების მიმართ, - დაიწყო მან ახსნა, - ყველა რელიგიის განუყოფელი თვისებაა. მზადყოფნა საკუთარი თავის სხვათა კეთილდღეობისათვის გასაწირად – ესაა ჭეშმარიტი დჰარმა.” ეს სიტყვები, დამტკიცებული მისივე მსხვერპლით, რაც თავისი ხალხისათვის გაიღო, ჩემს მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებდნენ. “მედიტაცია, წმინდა წერილების შესწავლა და თაყვანისცემის რიტუალები, - თქვა მან, - შინაგანად მაძლიერებენ და საშუალებას მაძლევენ, რომ სიკეთესა და ცოდნაში ვიცხოვრო.” მისმა ნათქვამმა დამაფიქრა. მისი პიროვნება მოკრძალებას და პატივისცემას აღძრავდა, მაგრამ მისმა გულწრფელმა სიკეთემ და ზრუნვამ მაიძულა, რომ დამევიწყებინა მოკრძალება და მოვპყრობოდი, როგორც ახლო მეგობარს. დალაი-ლამამ ღიმილით მომახვია კისერზე თეთრი აბრეშუმის მოსახვევი, მასზე ამოქარგული ტიბეტური მანტრებით. “ჩვენთან ასეა მიღებული – ვაჩუქოთ ეს საჩუქარი ჩვენს ძვირფას სტუმრებს”. მომეჩვენა, რომ არ ვიმსახურებდი მის მიერ ჩემთვის გაღებულ დროს და სიკეთეს, და მადლიერების ნიშნად ქედი მოვიხარე მის წინაშე.

დალაი-ლამასთან ურთიერთობის წყალობით უკეთ შევძელი გამეგო უანგარო მსახურების მნიშვნელობა. ლამა ამ სიკეთის ცოცხალი განსახიერება იყო: ის არა მხოლოდ ურყევად მისდევდა სულიერ პრინციპებს, ასევე ატარებდა თავისი ხალხისადმი მსახურების მძიმე ტვირთსაც, იმ ხალხისადმი, რომელიც ნაწილობრივ განდევნაში იყო, ნაწილობრივ კი სხვა ხალხის მიერ იჩაგრებოდა. დალაი-ლამა მამაცურად გადალახავდა ხოლმე წარმოუდგენელ სიძნელეებს და დაბრკოლებებს თავის ერთი შეხედვით უიმედო ბრძოლაში, მოთმინებით იტანდა განდევნას და მუდამ სიკვდილის საფრთხის ქვეშ ყოფნას, და მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებდა თავისი ხალხის მსახურებას. მის მიერ ნაჩუქარი მოსახვევის მიღებასთან ერთად, მე მივიღე გაკვეთილი მისი თავდადებულობისა და მსახურებისა – ჭეშმარიტად ძვირფასი საჩუქარი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 9 2011, 04:31 PM
პოსტი #143


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ვინმემ დადო ამ ფორუმზე ,,დიდი სიყვარულის სამი"მწვერვალი ბუდისტური სწავლებით?თუ არავის გაუკეთებია ეს საქმე მე ვიზავ.ხოლო თუ ვინმემ დამასწრო,მაშინ გამეორება ცოდნის დედაა:
,,1-ადამიანებს შორის სიყვარული,დიდი თუ პატარა,გარეული თუ შინაური ცხოველებისადმი სიყვარული.

2-მეორე მწვერვალი,ესაა შემწყნარებლობა.ამბობენ არცერთი რელიგია არაა ისეთი ტოლერანტული,როგორც ბუდიზმი."

3-სიყვარულის მესამე მწვერვალია მტრის სიყვარული,რომელიც არ ცნობს საზღვრებს(,,მაშინაც კი როცა ყაჩაღები და მკვლელნი ვინმეს ალესილი ხერხით სხეულის ნაწილებს აჭრიან,თუ ის განრისხებით არის სავსე,იგი არაა ჩემი მოძღვრების მიმდევარი."
(მაჯჯჰიმა-ნიკაია 21)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 9 2011, 08:03 PM
პოსტი #144


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(A.V.M @ Nov 9 2011, 04:31 PM) *

ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ვინმემ დადო ამ ფორუმზე ,,დიდი სიყვარულის სამი"მწვერვალი ბუდისტური სწავლებით?თუ არავის გაუკეთებია ეს საქმე მე ვიზავ.ხოლო თუ ვინმემ დამასწრო,მაშინ გამეორება ცოდნის დედაა:
,,1-ადამიანებს შორის სიყვარული,დიდი თუ პატარა,გარეული თუ შინაური ცხოველებისადმი სიყვარული.

2-მეორე მწვერვალი,ესაა შემწყნარებლობა.ამბობენ არცერთი რელიგია არაა ისეთი ტოლერანტული,როგორც ბუდიზმი."

3-სიყვარულის მესამე მწვერვალია მტრის სიყვარული,რომელიც არ ცნობს საზღვრებს(,,მაშინაც კი როცა ყაჩაღები და მკვლელნი ვინმეს ალესილი ხერხით სხეულის ნაწილებს აჭრიან,თუ ის განრისხებით არის სავსე,იგი არაა ჩემი მოძღვრების მიმდევარი."
(მაჯჯჰიმა-ნიკაია 21)

ეს მე ზოგადად მეწერა და დაწვრილებით ეხლა გავეცანი.

მე ბუდისტები სერიოზული ხალხი მგონია, მაგრამ ის ტეხავს, რომ ღმერთის ნაცვლად მდგომარეობას ეძებენ.
პრინციპში, ვერც გაამტყუნებ; მათ ხომ ღმერთი არ ყავთ...

ამიტომ გამოაცხადეს ქრისტიანმა თეოლოგებმა ბუდიზმი "უღმერთო რელიგიად".


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 9 2011, 08:28 PM
პოსტი #145


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მათ ხომ ღმერთი არ ყავთ...

ამიტომ გამოაცხადეს ქრისტიანმა თეოლოგებმა ბუდიზმი "უღმერთო რელიგიად".

ამაზე წერს ზუსტად ზელენკოვი:
,,ბუდიზმი მორწმუნეებს სწორედ იმით იზიდავდა,რომ მათგან ცხოვრების წესის შეცვლას არ ითხოვდა არც იმ რიტუალების შეწყვეტას,რომელიც ადგილობრივი ღვთაებისთვის იყო დადგენილი.ბუდა არ უარყოფდა სხვა რელიგიის ღმერთებს და არც საკუთარ მიმდევრებს უკრძალავდა მათ თაყვანისცემას.ბუდა უბრალოდ მიუთითებდა,რომ ღმერთების თაყვანისცემა როგორი ძალმოსილნიც არ უნდა იყვნენ იგინი,მხოლოდ დროებით შემსუბუქებას მოუტანდა მათ და არა საბოლოოდ გადარჩენას."
სწორედ ამიტომ მითხრა ვახომ ერთი ჩვენი საუბრისას,რომ ,,რა პრობლემაა თუ მე ბუდისტი ვიქნები და შენ ქრისტიანიო."
სხვისი რა გითხრათ და მე ბუდიზმს ,,ეკუმენისტურ-ათეიზმს"ვეძახი ხოლმე ხანდახან.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 9 2011, 09:08 PM
პოსტი #146


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
ბუდიზმი მორწმუნეებს სწორედ იმით იზიდავდა,რომ მათგან ცხოვრების წესის შეცვლას არ ითხოვდა

ეს ასე არ არის.
ჭეშმარიტი ბუდისტები ასკეტურად ცხოვრობენ.
ციტატა
სხვისი რა გითხრათ და მე ბუდიზმს ,,ეკუმენისტურ-ათეიზმს"ვეძახი ხოლმე ხანდახან.

მაინც თავისებურად მიზიდავს ეს რელიგია.
ძაან მაგარი ფილოსოფიაა და საკმაოდ რეალიზებული პიროვნებები არიან ბუდისტი ბერები.
ყველანაირად ცდილობენ, რომ წმინდად იცხოვრონ და ამქვეყნიურ საზრუნავებზე უარი თქვან.

ერთი ფილმია ბუდიზმზე, სათაურით "ძენი", რომელიც ძენ-ბუდიზმზეა.
მასში ასახულია ბერების ცხოვრება - მოღვაწეობა.
ფილმში ადგილი ეთმობა ერთ ახალაგაზდა ბუდისტ ბერს, რომელიც ერთ გოგონასთან ერთად, რომელიც მონასტერში სამკურნალოდ იყო მისული, ტყეში წავიდა კენკრის მოსაკრეფად.
იქ მას გველი უკბენს ფეხზე და გოგო ფეხიდან შხამს ამოსწოვს.
ახალგაზრდა ბერს სიძვა დაძლევს და ვნებიანად ეტაკება გოგოს, მაგრამ მალევე მოეგება გონს და ატირებული შენდობას სთხოვს მას.
შემდეგ ტოვებს მონასტერს და მთელ სიცოხლეს მარტო ატარებს მთებში და მთლიანად მედიტაციითაა დაკავებული.

ეს შინაარსი იმიტომ მოვყევი, რომ ძალიან მაგარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ ფილმმა.
ბუდისტური ცხოვრება მთლიანადაა ასახულიდა შეგეძლება გაიაზრო ბუდიზმის არსი.

მოკლედ, ძალიან მაგარი ფილმიაsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 9 2011, 09:26 PM
პოსტი #147


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ეს ასე არ არის.
ჭეშმარიტი ბუდისტები ასკეტურად ცხოვრობენ.

მე დავწერე ცნობილი მეცნიერის-ზელენკოვის აზრი.ვინმე შეიძლება დაეთანხმოს,ვინმე არა.
ციტატა

მაინც თავისებურად მიზიდავს ეს რელიგია.
ძაან მაგარი ფილოსოფიაა და საკმაოდ რეალიზებული პიროვნებები არიან ბუდისტი ბერები.

მეც.და არა მარტო ბუდიზმი,საერთოდ აღმოსავლური რელიგიები მაგ მხრივ მიზიდავენ(ისლამის გამოკლებით.მუსლიმანობაში სხვა რამ მომწონს)
ციტატა
ფილმში ადგილი ეთმობა ერთ ახალაგაზდა ბუდისტ ბერს, რომელიც ერთ გოგონასთან ერთად, რომელიც მონასტერში სამკურნალოდ იყო მისული, ტყეში წავიდა კენკრის მოსაკრეფად.
იქ მას გველი უკბენს ფეხზე და გოგო ფეხიდან შხამს ამოსწოვს.
ახალგაზრდა ბერს სიძვა დაძლევს და ვნებიანად ეტაკება გოგოს, მაგრამ მალევე მოეგება გონს და ატირებული შენდობას სთხოვს მას.
შემდეგ ტოვებს მონასტერს და მთელ სიცოხლეს მარტო ატარებს მთებში და მთლიანად მედიტაციითაა დაკავებული.

ძალიან გავს წმ.იაკობ მონანულის ეპიზოდს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 9 2011, 09:39 PM
პოსტი #148


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
მე დავწერე ცნობილი მეცნიერის-ზელენკოვის აზრი.ვინმე შეიძლება დაეთანხმოს,ვინმე არა.

არასწორია და რატომ უნდა დაეთანხმონ, არ მესმის.
ციტატა
მეც.და არა მარტო ბუდიზმი,საერთოდ აღმოსავლური რელიგიები მაგ მხრივ მიზიდავენ(ისლამის გამოკლებით.მუსლიმანობაში სხვა რამ მომწონს)

მეც ასევე a075.gif
ციტატა
ძალიან გავს წმ.იაკობ მონანულის ეპიზოდს...

მაგრამ მთავარი განსხვავება გესმის ალბათbiggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 9 2011, 09:41 PM
პოსტი #149


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

მაგრამ მთავარი განსხვავება გესმის ალბათbiggrin.gif

ალბათ biggrin.gif biggrin.gif
ციტატა

არასწორია და რატომ უნდა დაეთანხმონ, არ მესმის.

როგორც ჩანს ვიღაცას ესმის...
rolleyes.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 9 2011, 09:46 PM
პოსტი #150


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
როგორც ჩანს ვიღაცას ესმის...

ნერვებს ნუ მიშლი ეხლაbiggrin.gif

ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა მართლმადიდებელი თეოლოგები სხვა რელიგიებზე ათასგვარ სისულელეს თხზავენ და თითქოს ამით მათ იდეოლოგიას ამარცხებენ.

ალბათ დამეთანხმები, რომ ჭეშმარიტი რელიგიის წარმოჩენა ამ ფორმით არ უნდა ხდებოდეს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 9 2011, 09:53 PM
პოსტი #151


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ლელუაშვილი ძენ-ბუდიზმზე რა აზრის ხარ?
თავად ბუდისტებიც არც ისე კარგ დამოკიდებულებაში არიან მასთან(მათ სორის ჩვენი თანაფორუმელი ვახო),მაგრამ აი რას გადავაწყდი,ერთ-ერთი კათოლიკე მღვდლის-კიკიჩი კადოვაკის ჩანაწერებში:
,,დავიწყე რა ძენ-ბუდიზმის(კერძოდ მჯდომარე მედიტაციის)აღსრულება,შევამჩნ
იე,რომ ამ მომენტიდან ბიბლიის ტექსტის კითხვა ჩემთვის უფრო კონცენტრირებული და შინაარსიანი გახდა.თავიდან ვერ ვიგებდი თუ როგორ შეიძლებოდა ძენ-ბუდიზმის პრაქტიკული წესების აღსრულება ბიბლიის უკეთესად გაგებაში დამეხმარებოდა.დროთა განმავლობაში ამ თემაზე ფიქრი დავიწყე და მივედი შმდეგ ფსიქოლოგიურ ახსნამდე:ძენის ამ რიტუალის აღსრულების დროს ცნობიერება მშვიდდება და ასევე წმ.წერილის სულიერი შინაარსი ადვილად პოულობს გზას ადამიანის გულისკენ."


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 9 2011, 10:05 PM
პოსტი #152


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
ლელუაშვილი ძენ-ბუდიზმზე რა აზრის ხარ?თავად ბუდისტებიც არც ისე კარგ დამოკიდებულებაში არიან მასთან(მათ სორის ჩვენი თანაფორუმელი ვახო)

მაჰაიანას, ჰანიანას და ლამაიზმის წარმომადგენლებს მართლა არ ეხატებათ გულზე ძენიsmile.gif
იგი იმით განსხვავდება ამ სამი მიმართულებისგან, რომ მასში არ არსებობს ერთი-ავტორიტეტული პიროვნება, როგორც ბუდა.
სიდჰარტა გაუტამას ბუდიზმის ყველა მიმდევრობაში დიდ პატივს სცემენ, ოღონდ ამას არ აკეთებს ძენი.
მისთვის ყველა განთავისუფლებული ერთ დონეზეა.
ჩემთვის გასაგებიცაა მათი პოზიცია. ამას თავად ბუდიზმის იდეოლოგია უდევს საფუძვლად, რადგან სიდჰარტას შესახებ ასწავლიან, რომ იგი იყო ადამიანი, რომელმაც ილუზიისგან განთავისუფლება შეძლო და ამის შესაძლებლობა სხვებსაც მისცა.
ამიტომ იგი არის არა უზენაესი ღმერთი, არამედ რიგთი ბუდა, ანუ გასხივოსნებული დჰარმა.
ბუდიზმს უზენაესი ღმერთის ცნება არ აქვს.
ციტატა
მაგრამ აი რას გადავაწყდი,ერთ-ერთი კათოლიკე მღვდლის-კიკიჩი კადოვაკის ჩანაწერებში:,,დავიწყე რა ძენ-ბუდიზმის(კერძოდ მჯდომარე მედიტაციის)აღსრულება,შევამჩნ
იე,რომ ამ მომენტიდან ბიბლიის ტექსტის კითხვა ჩემთვის უფრო კონცენტრირებული და შინაარსიანი გახდა.თავიდან ვერ ვიგებდი თუ როგორ შეიძლებოდა ძენ-ბუდიზმის პრაქტიკული წესების აღსრულება ბიბლიის უკეთესად გაგებაში დამეხმარებოდა.დროთა განმავლობაში ამ თემაზე ფიქრი დავიწყე და მივედი შმდეგ ფსიქოლოგიურ ახსნამდე:ძენის ამ რიტუალის აღსრულების დროს ცნობიერება მშვიდდება და ასევე წმ.წერილის სულიერი შინაარსი ადვილად პოულობს გზას ადამიანის გულისკენ."

ამის წაკითხვისას მაშინვე უფლის სიტყვებმა გამიელვა თავში:
"რა საერთოა ნათელსა და ბნელს, ქრისტესა და ბელიარს შორის?"

მგონი აქედან გასაგებიას ჩემი დამოკიდებულება ამ კათოლიკე მღვდლის მონათხრობისადმი.
ჩემი აზრით ეს არის რელიგიური იდიოტიზმი. (მაპატიეთ ამ გამოთქმისთვისsmile.gif )

აბა სად ბიბლია და სად მედიტაცია, თავი ხო არაფრისთვის მიურტყამს?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 9 2011, 10:54 PM
პოსტი #153


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ოსიპოვის და კარელინის მიდგომა მომწონს სხვა რელიგიებისადმი.
აი მათ უნდა მიბაძონ აპოლოგეტებმა, რომ უფრო კორექტულები იყვნენ.



--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 11 2011, 08:43 PM
პოსტი #154


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



სენატის გადაწყვეტილების შესაბამისად თემა იხურება. წევრებს მოვუწოდებ ნუ გახსნიან თემებს, რომლებიც ეხებიან განსხავვებული რელიგიების დეტალურ განხილვას. აპოლოგეტიკაში თემა აუცილებლად უნდა გაიხსნას ქრისტიანულ რელიგიასთან კავშირში. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ამა თუ იმ სწავლებასთან (ქრისტიანობაში) და ა.შ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 6 7 8
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 01:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი