IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ისლამი
George Leluashvili
პოსტი Jun 15 2011, 10:52 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მოგესალმებით ახალ თემაში,რომელსაც მე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რელიგიას-ისლამს მივუძღვნი.

ყველა იმ ადამიანს ვისაც რაიმე შეხება ან ინტერესი აქვს არაბული სამყაროს მიმართ ალბათ ჩემსავით გასჩენია ვიზუალური და გარეგნული ეფექტებით დაწყებული და სიღრმისეული საკითხებით დამთავრებული კითხვები, მაგალითად თუ რატომ აქვთ არაბებს შავი გრძელი წვერი და ჩადრები, საიდან არის ამდენი მოწოდებები მკვლელობებისკენ და რატომაა მათ წიაღში არქაიზმისა და ძალადობის ამდენი გამოვლინება? ისლამი შეუთავსებადია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, კაცისა და ქალის თანაბარ უფლებებთან და ზოგადად მოდერნულობასთან? საინტერესოა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ისტორიული კონტექსტისა და სხვა ბევრი სპეციფიური ფაქტორის გათვალისწინებით და ქვემოთ სწორედ ამას შევეცდები.

IPB-ს სურათი


მაშ ასე მისთვის ვინც თავს მოიაზრებს რწმენის რაიმე სისტემის წიაღში, სრულიად კანონიერია იმის თქმა, რომ აღიარებს დოქტრინის ამგვარ ინტერპრეტაციას და არა სხვაგვარს, მაგრამ მე, უბრალო ადამიანი, რომელიც არ ვარ მუსლიმი და საერთოდ ნებისმიერი სარწმუნოების ჩარჩოებს მიღმა მოვიაზრებ თავს, სრულიად არ ვფლობ იმის გარჩევის უნარს თუ რა შეესაბამება ისლამს და რა არა, მე მაქვს მხოლოდ ჩემი სურვილები, მოსაზრებები და მისგან გამომდინარე შეხედულებები, ყოველთვის მივიჩნევდი და მივიჩნევ, რომ ესა თუ ის უკიდურესი ქცევა ტერორიზმი, გარკვეული კატეგორიის მუსიკის აკრძალვა, ექსციზიის ლეგალიზება და სხვები არ თავსდება ჩემს შეხედულებებში ისლამის შესახებ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუნდაც იმის გამო, რომ ამაოა წმიდა წიგნებში ჩაღრმავება და არგუმენტების შეგროვება, რადგან ყოველთვის იარსებებს განსხვავებული და საპირისპირო ინტერპრეტაციები. ერთსა და იმავე წიგნებზე დაყრდნობით შესაძლებელია მონობასთან შეგუებაც გაამართლონ და მისი დაგმობაც, ერთნაირად დაუჭირონ მხარი ღვინის აკრძალვასაც და მის გამოყენებასაც. ხოტბა შეასხან დემოკრატიასაც და თეოკრატიასაც. ადამიანებს თითქოს უხილავი მოთხოვნილება აქვთ საკრალური სიბრძნის მიმართ, რომლის ციტატებიც გაამართლებს, მათ ქმედებებს. აქედან გამომდინარე მგონი მართლა აზრს კარგავს საკუთარი თავისათვის კითხვის დასმა თუ სინამდვილეში რას ამბობს ქრისტიანობა, ისლამი, ან სხვა რომელიმე დოქტრინა, რომლის სახელითაც ძალიან ხშირად დასაგმობი ქმედება ხორციელდება. პასუხების ძებნაზე უფრო პროდუქტიულ გზად მე პირადად ის მესახება, რომ ყურადღება გამახვილდეს არა თავად მოძღვრების არსზე, არამედ ისტორიიის მანძილზე იმათ ქცევებზე, რომლებიც აღნიშნულ მოძღვრებებს თავიანთ სასარგებლოდ იმოწმებდნენ და იყენებდნენ

IPB-ს სურათი




ისლამი (არაბ. الإسلام ალ–ისლამ – "მორჩილება") - დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამადი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის (არაბულად: ალ-ლაჰ الله) უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, ტრადიციულად, ისლამურად ითვლება შემდეგი რეგიონები: ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ აზია და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზია.

მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები (აჭარლები)
არაბთა რელიგია მე-6 საუკუნეში [რედაქტირება]

არაბები ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო მექაში - ქააბა. ისლამურ გადმოცემის მიხედვით ქააბა ააგო იბრაჰიმმა, რომლისთვისაც მას ღმერთმა ციდან გამოუგზავნა შავი ქვა. შემდეგ კი არაბებმა მიატოვეს მონოთეიზმი (ჰანიფობა), ხოლო ქააბის სამლოცველოში კერპებს დაუდეს ბინა. არაბები მექაში ჩადიოდნენ სალოცავად ისლამამდელ პერიოდშიც. ასე რომ ნებისმიერი არაბი, რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ არაბებს სწამდათ სულების ანუ ჯინების, რომლებიც ცხოვრობდნენ მთვარეზე, მზეზე, ხეებზე, ჭებში, ქვებში. ხეები არაბულ წარმართობაში დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ – მათი მოჭრა დიდ ცოდვად ითვლებოდა.
მუჰამედი [რედაქტირება] მთავარი სტატია : მაჰმადი.


მუჰამედი (არაბ. محمد‎‎ მუჰამმად) იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში, მისი ოჯახი იყო ბანუ ყურაიშის ერთ–ერთი განშტოების, ბანუ ჰაშიმის წარმომადგენელი. მუჰამედის მამა მისი დაბადებიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა, ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა – 'იმრანი (აბუ თალიბი) ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი აქლემების და საქონლის მწყემსობას ეწეოდა (ეს საქმიანობა არცთუ ისე პატივსაცემად ითვლებოდა არაბებში). 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა მიიღო პირველი გამოცხადება (გადმოცემით ეს მოხდა 19 ან 21 რამადანის თვეში) ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ. არაბებს ერთი ღმერთის უნდა ერწმუნათ. ამ ახალ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა. მექელებმა არ მიიღეს მისი რელიგია, განსაკუთრებით მას ეწინააღმდეგებოდნენ გავლენიანი მექელები აბუ ჯაჰლი (უმეცართა მამა), აბუ სუფიანი (შემდგომში ისლამი მიიღო), მუჰამედის ბიძა აბუ ლაჰაბი (ალმოდებულთა მამა), მუჰამედი იყო დაცინვებისა და შეურაცხყოფის ობიექტი 12 წლის განმავლობაში და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მისი ბევრმა ირწმუნა და ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუჰამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი. სულ მოკლე ხანში მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა არაბობამ ღვთის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო შექმნა – (სახალიფო), რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდ იმპერიად იქცა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მისი ნაცვლები - ხალიფები განაგებდნენ.

თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი და, ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა...) ირწმუნეს.
ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნუჰს, იბრაჰიმს, ისმაილს იაყუბს, იშაყს, მუსას, დავუდს და სულაიმანს, წმიდა მარიამსა (მარიამ) და იესო ქრისტეს (ისა) (თუმცა მას არ თვლიან ღვთის ძედ და შესაბამისად არც წმიდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს (ჯაბრიილ). ისლამის მიხედვით, იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება, ამიტომ ღმერთმა მუჰამედი გამოაგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.

ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც შედგება მუჰამედის ქადაგებებისა და ხილვებისაგან, და „ჰადისები“ ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ. ისლამური ტრადიციის მიხედვით, ყურანი მუჰამედს ანგელოზმა ჯებრაილმა (გაბრიელმა) წაუკითხა. მისი ტექსტი პირველად ხალიფა ოსმანის დროს (644-665) გამოჩნდა. იგი 114 სურისაგან (თავი) შედგება. ყურანის შექმნიდან რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო მასში ჩამოყალიბებული დებულებების, კერძოდ, ეთიკური მოძღვრების კონკრეტიზაცია, რის გამოც შეიქმნა ე.წ. სუნა ანუ ხადისების კრებული, რომელიც თავის მხრივ მუსლიმური სამართლის - შარიათის წყაროდ იქცა.

ყურანში ბიბლიურმა სიუჟეტებმა თავისებური ტრანსფორმაცია (1) განიცადეს.

ისლამი წინასწარმეტყველებად აღიარებს: ადამს, ნოეს (ნუხი), აბრაამს (იბრაჰიმი), მოსეს (მუსა) და იესოს (ისა). მუჰამედი, როგორც უკანასკნელი წინასწარმეტყველი, მათზე მაღლა დგას. იუდეურ-ქრისტიანული ტრადიციიდან ისესხა ისლამმა ერთღმერთიანობის, ანგელოზების, სულის უკვდავების, საიქიო მისაგებელის, მეორედ მოსვლის და სხვა იდეები, თუმცა ყოველ მათგანში საკუთარი შინაარსი ჩადო.


მექა
IPB-ს სურათი

ისლამის სარწმუნოებრივ საფუძველს ე.წ. „5 ბურჯი“ შეადგენს: 1. ერთი ღმერთისა და მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის აღიარება; 2. ხუთგზის ყოველდღიური ლოცვა (ასსალათი, ანუ ნამაზი); 3. მარხვა (საუმი, ურაზა), 4. მოწყალების გაცემა (ზაქათი); 5. მოსალოცად წასვლა მექაში, სიცოცხლეში ერთხელ მაინც (ჰაჯი).

ისლამი არ არის ერთიანი რელიგია. მორწმუნეთა უმრავლესობა ტრადიციულ ისლამს - სუნიზმს აღიარებს, რომელიც სუნასა და ყურანს ემყარება. შიიტები ყურანს ქარაგმულად განმარტავენ, ხოლო სუნაში მხოლოდ იმ ხადისებს აღიარებენ, რომელიც მუჰამედის სიძის - მეოთხე ხალიფა ალის სახელს უკავშირდება, მათ აქვთ საკუთარი წმიდა გადმოცემა - ახბარი. ცნობილია აგრეთვე მუსლიმანური სექტები: ისმაილიტები, დრუზები, ვაჰაბიტები, ბაბიდები, ბაჰაულას მიმდევრები და სხვა.

მუსლიმანური თეოლოგიის საყრდენს ვოლუნტარიზმი და ფატალიზმი წამოადგენს. ისლამში ღმერთი მოიაზრება, როგორც სამყაროს შემოქმედი, მარადიული სული, იგია პირველი და უკანასკნელი, ამასთან იგი უპიროვნო არსია (ამაში ზოგიერთი მკვლევარი გნოსტიციზმის გავლენას ხედავს, ალაჰის, როგორც უპიროვნო ღმერთის განმარტება ჩვენს დროში სულ უფრო მეტ მომხრეს იძნენს მუსლიმან ღვთისმეტყველთა შორის). მუსლიმანურ მონოთეიზმთან მჭიდროდაა დაკავშირებული ალაჰისადმი აბსოლუტური მორჩილების იდეა, რომელიც ყოვლისმომცველ ხასიათს ატარებს. ღვთის მიერ დადგენილი წესრიგისადმი უსიტყვო მორჩილების მოთხოვნა აისახა ყოვლისშემძლე ღმერთისა და წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ მოძღვრებაში. თვითონ ყურანში სწავლება ღვთაებრივ და ადამიანურ ნებათა თანაფარდობის შესახებ წინააღმდეგობრივადაა ჩამოყალიბებული. აბსოლუტური წინასწარგანზრახულობის იდეისა და ადამიანის თავისუფლების იდეის მომხრენი ყურანში თავისი თვალსაზრისის დადასტურებას პოულობენ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადრეულ პერიოდში მუჰამედი და მისი მიმდევრები მექის არისტოკრატიასთან ბრძოლის დროს ნების თავისუფლებას ქადაგებდნენ, ხოლო როცა ისლამი ოფიციალური რელიგია გახდა, წინასწარგანზრახულობის იდეა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იდეად იქცა, რომელსაც უნდა გაემართლებინა როგორც ახალი, ფეოდალური წყობილების, ისე საღვთო ომის (ჯიჰადი) აუცილებლობა, როგორც ღვთის ნების გამოვლინება.

ამ პოზიციაზე დგას ისლამის ოფიციალური თეოლოგიური დოქტრინა ქალამი (მეცნიერება, მოძღვრება), რომლის ფუძემდებელია ალაშარი (783-835 წწ.). ქალამის მიხედვით, ალაჰს გააჩნია აბსოლუტური თავისუფალი ნება, რომლითაც ის უწყვეტად ქმნის და ამოძრავებს ყოველ ტომს. ყოველი მოვლენა განიხილება, როგორც ალაჰის შემოქმედებითი აქტის შედეგი. ნებისმიერი საგანი, მათ შორის ადამიანიც, იარაღია ღმერთის ხელში. ადამიანს არ გააჩნია თავისუფალი ნება, თუმცა პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე.

ქალამი შეიქმნა VIII საუკუნეში წარმოშობილი მუთაზილიტური მოძრაობის წინააღმდეგ, რომლის სათავეებთანაც იდგნენ ბასილ-იბნ-ატა (699-748 წწ.), ალ-კანდი (800-860 წწ.) და ან-ნაზამი (-845 წწ.), ხოლო ხალიფა მამუნის (813-838 წწ.) დროს მუთაზილიზმი სახელმწიფო მოძღვრება გახდა. იგი ტრადიციულ ისლამს ზომიერი რაციონალიზმის პოზიციიდან დაუპირისპირდა. მუთალიზიტები ცდილობდნენ, ალაჰისათვის ანთროპომორფული ნიშნები ჩამოეცილებინათ, უარყოფდნენ ყურანის შეუქმნელობას და ამდენად მას აბსოლუტურ ხასიათს. მათვე წამოაყენეს ადამიანის ნების თავისუფლების პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანი თვითონ არის სიკეთისა და ბოროტების ჩამდენი (2).

რაც შეეხება ბოროტების საკითხს, ისლამის ვოლუნტარიზმისა და ფატალიზმიდან იმგვარი დასკვნა გამომდინარეობს, რომ სამყაროში არსებული ბოროტების მიზეზი თვით ალაჰია. მით უფრო, რომ მუსლიმანური ანთროპოლოგია ადამიანს სუსტ არსებად წარმოაჩენს, რომელიც არარაობაა, უგუნურია, ძლიერ და ბრძენ ალაჰთან შედარებით, რისი მიზეზიც საბოლოოდ თვითონ ალაჰია. გარდა ამისა, ყურანის ბოლო 113 სურაში პირდაპირაა ნათქვამი: „თქვი, მივმართავ უფალს განთიადისას, რომ დამიფაროს ყოველი ბოროტებისაგან, რაც გააჩინა“, ამასთან ერთად, თვით ბოროტების ცნებაც ისლამში ფარდობითია, მაგ: კაცის კვლა საზოგადოდ - ბოროტებაა, მაგრამ იგივე კაცის კვლა ჯიჰადის დროს არა თუ ბოროტებად, არამედ პირიქით, წმინდა საქმედ ითვლება. ამგვარი თეოლოგიური წინამძღვარი შესაბამის მორალს აფუძნებს, რომელიც მუსლიმანური წესების ფორმალური და მექანიკური შესრულების ფარგლებს არ სცილდება და ყურანის მთელი ზნეობრივი მოძღვრებაც მხოლოდ ცხოვრების პრაქტიკული მხარის მოწესრიგებისაკენაა მიმართული.

ზემოხსენებულ ისლამური სექტებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია ვაჰაბიზმი და ბაჰაიზმი. პირველი მისი განსაკუთრებული აგრესიული ხასიათის გამო და მეორე იმიტომ, რომ მისი მიმდევრები საქართველოშიც არიან.

ვაჰაბიზმი, მომთაბარე არაბი ტომების იდეოლოგია, ჩაისახა XVIII საუკუნეში. მისი ფუძემდებელი იყო გამუსლიმანებული ებრაელი, მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბი. მისი სახელის გამო თანამოაზრეებს ვაჰაბიტებს ეძახდნენ. ეს რელიგიური გაერთიანება ითხოვდა მუჰამედის დროინდელი ისლამის აღდგენას და აღიარებდა მხოლოდ ყურანს. ისინი უარყოფდნენ ყოველგვარი შექმნილის, მათ შორის მუჰამედის საფლავის თაყვანისცემას. ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მუჰამედისა და მისი ოჯახის წევრების დაფიცებას. არ იყენებდნენ მათრობელა სასმელებს, თამბაქოს, არ უსმენდნენ მუსიკას, არ მღეროდნენ, არ მონაწილეობდნენ ცეკვებსა და სხვა თამაშებში, ე.ი. უარყოფდნენ ადამიანის აღმგზნებ ყოველგვარ საშუალებას. 1740 წელს ურთიერთშეთახმების საფუძველზე იბნ ვაჰაბმა და იბნ საუდმა გადაწყვიტეს, ერთად ემოქმედათ ვაჰაბიზმის გასავრცელებლად. გაიყვეს რა ძალაუფლება, ვაჰაბი სასულიერო ლიდერი გახდა, საუდი - საერო. მათ მიერ ნეჯდში შექმნილი სახელმწიფო უფრო ძალადობას ეყრდნობოდა, ვიდრე რელიგიურ ღვთისმოსაობას. მათ მუსლიმანთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვიეს, როდესაც ჯერ გაძარცვეს შიიტების სალოცავი, ხოლო 1806 წელს, ქ. მექა და დაარბიეს სალოცავები, არ შეეხნენ მხოლოდ ქააბას, სამაგიეროდ, შებილწეს მედინაში აიშას სახლი, სადაც სამი დიდი ადამიანის განსასვენებელი იყო. აქ ხომ ერთმანეთის გვერდით ესვენა მუჰამედი, აბუ ბაქრი და ომარი. დროთა მანძილზე ეს სექტა გავრცელდა მესოპოტამიასა და სომალში და ბევრი სირთულეებიც შეუქმნა ადგილობრივ ხელისუფლებას. ვაჰაბიტების მიერ უარყოფილი იყო მოლა, წმინდანები, წმინდა ადგილები. განსაკუთრებული ყურადღებდა დაეთმო ჯიჰადს ურწმუნოთა და რწმენაში დაბნეულთა წინააღმდეგ. როგორც რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანების საშუალება ვაჰაბიტური იდეები ადვილად გავრცელდა ინდოეთის მუსლიმებში. მათ მაშინვე იერიში მიიტანეს ადგილობრივ სიქხებზე (3). ბრძოლის რელიგიური მოტივი ის გახლდათ, რომ „მუსლიმს არ შეეძლო ეცხოვრა ურწმუნოების ქვეყანაში“, ამიტომაც, მისი მიზანი იყო საღმრთო ომი წმინდა რწმენის, ალაჰის სუფთა სახელის რწმენის აღსადგენად.

ბაჰაიზმი ბაბიზმის შემდგომი განვითარების შედეგად აღმოცენდა. თვით ბაბიზმის წარმოშობა კი უკავშირდება სეიდ ალ მუჰამედის, შირაზელი ვაჭრის, სახელს, რომელმაც, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდამ, XIX საუკუნის 40-50-იან წლებში თავი გამოაცხადა ბაბად, რაც ნიშნავდა თავისებურ შუამავალს ალაჰსა და მორწმუნეს შორის, კარიბჭეს. ალი აგრძელებდა შეიხიტების სექტის ხელმძღვანელის სეიდ კაზემ რეშტის საქმეს. ეს უკანასკნელი ითვლებოდა მოსასვლელი მეთორმეტე იმამის წინამორბედად.

ბაბმა დამთავრებულად გამოაცხადა ყურანსა და შარიათზე დამყარებული კანონების ბატონობა. წამოაყენა მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი; ადამიანთა უფლებების დაცვა, რითაც სწრაფად გახდა პოპულარული. აცხადებდა, რომ როგორც მოციქულის მემკვიდრე მოწოდებული იყო ახალი კანონების საუწყებლად. მის მოძღვრებაში დიდი ადგილი ეთმობოდა პანთეიზმისა და მისტიციზმის პრინციპებს. ბაბიზმი უარყოფდა ექსპლოატაციას და შიიტი სამღვდელოების თვითნებობას. ამ დროს დიდი უფლებები მოიპოვეს ადგილობრივმა ვაჭრებმა. ქვეყნიდან იდევნებოდნენ უცხოელი ვაჭარნი; რაც შეეხება რელიგიას, ბაბმა გაამარტივა ისლამური კულტი, შეამცირა ლოცვების რაოდენობა. ბაბისტურ მოძრაობაში დიდი როლი შეასრულა ქალმა ზაჰრე-ხანუმმა. ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი, რომელიც ითხოვდა ქალთა ემანსიპაციას, ასევე მრავალცოლიანობისა და ქალების დამამცირებელი სხვა მუსლიმური ჩვეულებების გაუქმებას.

1850 წელს შაჰის ბრძანებით ბაბი სიკვდილით დასაჯეს თეირანში. პროტესტის ნიშნად ბაბისტურმა მოძრაობამ მოიცვა მთელი ირანი, მაგრამ, რადგანაც უშუალო ხელმძღვანელი აღარ იყო, მოძრაობა თანდათან შესუსტდა და მალე თავი იჩინა ახალმა დაჯგუფებამ, რომელშიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ჰუსეინ ალი, ბაჰაულას სახელით ცნობილი (ეს სახელი ნიშნავდა „ღმერთის ბწყინვალებას“). მოძრაობამ ბაჰაიზმის სახელწოდება მიიღო და გამოაცხადა რჯულშემწყნარებლობა. ცდილობდა ისეთი მსოფლიო რელიგიის შექმნას, რომელიც იქნებოდა სრულიად ახალი და შეძლებდა გართულებების გარეშე ხალხების გაერთიანებას. ამ რელიგიურმა მიმდევრობამ უკანა პლანზე დააყენა კულტი: ლოცვას არ ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას და არც რელიგიური აკრძალვები მიუღია კანონად. სავალდებულოდ აღარ ითვლებოდა მეჩეთში ერთობლივი ღვთისმსახურება, გააუქმა მთელი რიგი ბაბისტური აკრძალვები და სხვ.


ბაჰაისტური ტაძარი
IPB-ს სურათი



ბაჰაიზმი თანამედროვე რელიგიურ-სოციალური-პოლიტიკურ მიმდევრობად ჩამოყალიბდა, რომელმაც თავის მოწოდებებსა და საქმიანობაში სერიოზული ყურადღება დაუთმო ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას, რითაც შეძლო ავტორიტეტის სწრაფად მოხვეჭა. ეს უარყოფდა ძალადობას და მოუწოდებდა სიყვარულისა და მიმტევებლობისაკენ. ბაჰაისტების რელიგიური წიგნი „ქითაბ აკდას“ ანუ „უწმინდესი წიგნი“ ამთლიანებდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ბაჰაისტურ ტაძრებში ამ წიგნიდან ამოღებულ ცალკეულ გამონათქვამებს კედლებზეც კი ლოზუნგებად აწერდნენ. ბაჰაი უდიდეს სიყვარულს გამოხატავდა უქონელი და მოშიმშილე ხალხისადმი. ის ბევრს წერდა იმ ადამიანთა მომავალი კეთილდღეობის შესახებ, რომლებიც სოციალური უთანასწორობის მსხვერპლი გახდნენ. ერთი ბაჰაისტური წიგნი გარკვევით იუწყება: „იყო ბაჰაის მიმდევარი ეს იმას ნიშნავს გიყვარდეს მთელი კაცობრიოიბა, ემსახურო მას, იმუშაო საყოველთაო მშვიდობისა და ძმობისათვის. ბაჰაის მიმდევარი არის პიროვნება, რომელშიც შეთავსებულია ყველა საუკეთესო და სრულყოფილი თვისება. ბაჰაიზმი კრძალავს ადამიანების მხრივ ყველა ძალადობას, უსინდისობას და კაცობრიობას მოუწოდებს სიყვარულისაკენ. ამ ამაღელვებელი გრძნობის დაუფლებაში ადამიანებს ეხმარება უფლისადმი ლოცვა, რომელიც დღეში სამჯერ აღევლინება და მისი მეშვეობით მორწმუნეში „იბადება უფალი“. ბაჰაიზმის ძირითადი რელიგიური და მორალური პრინციპები შემდეგია: ჭეშმარიტების ძიება; რელიგია, როგორც საშუალება ძმობისა და სიყვარულისა; რათა გამოირიცხოს ადამიანებს შორის რელიგიური წინააღმდეგობები, აუცილებელია საერთო რელიგია, ასეთი ბაჰაიზმი; რელიგიისა და მეცნიერების მტკიცე კავშირი; ცრურწმენის უარყოფა; სოციალურ და ეკონომიკურ საშუალებათა გათანაბრების გზით ადამიანთა თანასწორობის მიღწევა; ადამიანთა თანასწორუფლებიანობა კანონის მიმართ; საყოველთაო მშვიდობა დედამიწაზე; რელიგიის ჩაურევლობა პოლიტიკაში; ქალისა და მამაკაცის თანსწორუფლებიანობა; და სხვ.

ბაჰაისტებს აქვთ საკუთარი კალენდარი, რომელიც ეყრდნობა მზის სისტემას; წელიწადი მოიცავს ცხრამეტდღიან თვეს, სულ 361 დღეს, ხოლო ოთხი დღე არის დამატებითი მეთვრამეტე და მეცხრამეტე თვეებს შორის; დღესასწაულების უმეტესობა ბაჰაის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. მთელ რიგ სახელმწიფოებში მოქმედებს ბაჰაიზმის 8 „თაყვანისცემის სახლი“ და იმედოვნებენ, რომ მათი რაოდენობა თანდათან გაიზრდება. დღეს ბაჰაიზმი გავრცელებულია მსოფლიოს 30 ქვეყანაში, 10 მილიონი მიმდევარი აღიარებს ამ რელიგიურ მოძღვრებას. მოქმედებს 250000-მდე ადგილობრივი და 800-მდე „ეროვნული სასულიერო საბჭოები“. ბაჰაის საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს გაეროს სხვადასხვა მისიებთან, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მათი გაერთიანება „სამართლიანობის მსოფლიო სახელი“ ჩაბმულია ეკოლოგიური პრობლემების მოწესრიგებისათვის მოძრაობაში, განვითარებადი ქვეყნების, უპატრონო ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაში.

ბაჰაიზმი მოქმედებს საქართველოშიც, 1992 წელს აქ მისი გავრცელება დაიწყეს ირანელმა როჰანმა და ინდოელმა აფშინმა. ისინი ასრულებდნენ ბაჰაიზმის „გავრცელების საერთაშორისო კომიტეტის“ დავალებას. „ოთხი თვის მანძილზე თავიანთ რწმენაზე მოაქციეს საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების ოციოდე ადამიანი, ხოლო 1993 წელს თბილისში ჩაატარეს „ადგილობრივი სასულიერო საბჭოს“ პირველი არჩევნები. 1994 წლიდან აქტიურ მქადაგებლობას ეწევიან: ქუთაისში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, თელავში, გორში და ა.შ. დედაქალაქში მათი საკრებულო მოქმედებს აკაკი წერეთლის გამზირზე. ოთახში გაკრულია აბდულ ბაჰას დიდი სურათი, რწმენის 11 ძირითადი პრინციპი, ქარმალის მთის სურათი ბაბის განსასვენებელის გამოსახულებით და კალენდარი, აქვთ ბიბლიოთეკა და მათთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები. მოქმედებს ე.წ. „ბაჰაის აკადემია“, თვეში ერთხელ გამოსცემენ გაზეთს „ახალი ერა“. დღეისათვის თბილისში არის 200-მდე ბაჰაის მიმდევარი, მთალიანად საქართველოში - 2500.

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
3 გვერდი V < 1 2 3  
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(40 - 59)
George Leluashvili
პოსტი Nov 3 2011, 08:42 AM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(lasha_k @ Nov 2 2011, 08:48 PM) *

ამას უყურეთ ........დევნილი ქრისტიანები sad.gif

http://jesus.ge/index.php?newsid=67

აქვე შეგახსენებთ, რომ სუსტი ნერვები ვისაც აქვთ გთხოვთ თავი შეიკავოთ ...მე პირადად ბოლომდე ყურება ვერ შევძელი

sad.gif sad.gif sad.gif

მეგონა დიდი მოწამეები მხოლოდ პატერიკებს შემორჩა, მაგრამ ნახეთ რა სულის პატრონები არიან?
გაოგნებული დავრჩი...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 4 2011, 12:21 AM
პოსტი #42


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



lasha_k
და მაგ ვიდეოთი რა გინდა თქვა, რომ ეგ მუსულმანების ბრალია? :/

მე თვითონ საიტი jesus.ge არ მომწონს, პატარა პატარა ამოჭრილი კადრებია ჩხუბის სცენიდან და გასაღებულია
როგორც დევნული ქრისტიანები,..

ხოდა, ისა, რა გგგონია ქრისტიანები ნაკლები სასტიკები ვართ? :/

გაგახსენო ინკვიზიცია?


არ მევასება რა, რომ დაიწყებენ იმის ჩვენებას, აი ჩვენ გვცემენ.. მაშინვე იეღოვას მოწმეები მახსენდებიან და არ მინდა ქრისტრიანობა მაგათთან იგივდებოდეს :/ ქრისტიანი დაითმენს და არ იყვირებს რომ ცემენ, იმჰო.
ბოლო-ბოლო ქრისტეს რომ ჯვარზე აკრავდნენ, კი არ დაუწუწუნია და კი არ უთქვას, აი მცემესო, არამედ შეუნდო ... როგორ მინდა რომ ისწავლოთ ერთი რამ: ქრისტიანობა კი არ უნდა მოირგო, როგორც სამოსი, ქრისტე უნდა მიიღო გულში..


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 4 2011, 12:30 AM
პოსტი #43


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მთვლემარე დრაკონმა გაიღვიძა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 4 2011, 09:01 AM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
და მაგ ვიდეოთი რა გინდა თქვა, რომ ეგ მუსულმანების ბრალია? :/

ქეთევან დააკვირდი, რომ ვინც მათ აწამებს რელიგიური სამოსი აცვიათ, რომელიც ისლამისთვისაა დამახასიათებელი.
მართლა ფაქტია, რომ ამ ბიჭების სიკვდილი რელიგიურ ნიადაგზე ხდება და ისლამის "სულიერი ლიდერები" სიამოვნებით იღებენ ამ სისასტიკეში მონაწილეობას.
განა არ იცი, რომ ქრისტიასნობის მიღება ისლამურ ქვეყნებში სიკვდილით ისჯება? ამას სახელმწიფო თავისუფლად უშვებს.

მთელს მსოფლიოში ძალზე გახმაურებული ფაქტი:
პაკისტანელი ქალი, ასია ბიბი სიკვდილმისჯილია როგორც ვიცი დღესაც თავისი ქრისტიანული შეხედულებების გამო. როგორც ირკვევა, წყლის მიწოდებისას სხვა ქალებმა არ მიიღეს მისგან წყალი, როგორც ქრისტიანისგან. ამას მოჰყვა კამათი და ბიბიმ დაადასტურა, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი და არა მუჰამედი. ხოლო პაკისტანის კანონით, სიკვდილით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც შეურაცხყოფს მუჰამედს. ეს განცხადება კი მუჰამედის დიდ შეურაცხყოფად ითვლება. მოკლედ, ასია ბიბის მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა და როგორც ვიცი, დღემდე მიდის ჭიდაობა გადაწყვეტილების შეცვლისთვის.


თუ არ ვცდები 5 ოქტომბერს, ირანში სიკვდილით დასაჯეს ქრისტიანი მღვდელი - იუსეფ ნადარხანი. მას ბრალად ედებოდა ისლამიდან სხვა რელიგიაზე გადარჯულება, რაც ისლამის (და შესაბამისად ირანის) კანონების მიხედვით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
ბრლდებული უარჰყოფდა, რომ ის ოდესღაც მუსლიმი იყო, მაგრამ ირანის სასამართლომ უარი განაცხადა ეს არგუმენტი მხედველობაში მიეღო.


ძალზე გახმაურებული მკვლელობა - მოსკოვში 2009 წლის 20 ნოემბერს ტაძარში საღვთისმსახურო წესის აღსრულების დროს მოკლეს მღვდელი დანიელ სისოევი. ის იყო აქტიური მისიონერი, კერძოდ მუსულმანებს შორის ქადაგებდა მართლმადიდებლობას. მუსლიმებისგან მას არა ერთხელ მიუღია მძაფრი კრიტიკა და მუქარები. 2009 წლის შემოდგომაზეც სისოევმა თავად განაცხადა, რომ ისევ დაემუქრნენ სიკვდილით, თუკი არ შეწყვეტდა თავის საქმიანობას.

მკვლელის ვინაობა და მკვლელობის ზუსტი გარემოებები ვერ დადგინდა. ასევე საეკლესიო პირებმა თავი შეიკავეს მკვლელობის ამსრულებლების ან წამქეზებლების სავარაუდო დასახალებისგან, რათა არ გამოეწვიათ ამითი მასიური დაპირისპირება სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეებს შორის.
თუმცა აშკარაა, რომ მკვლელობა სისოევის მოღვაწეობას უნდა უკავშირდებოდეს.

ამასაც უყურე.
ციტატა
ხოდა, ისა, რა გგგონია ქრისტიანები ნაკლები სასტიკები ვართ? :/გაგახსენო ინკვიზიცია?

რატომ ურევ ერთმანეთში კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას?
მართლმადიდებელი არ ხარ?

ინკვიზიციას ხშირად ახსენებენ ხოლმე მართლმადიდებლობის მტრები და თითქოს ამაში ბრალი მართლმადიდებლობას მიუძღოდეს.
ჰოდა ვისაც სჯერა, რომ ინკვიზიცია მათლმადიდებელი იეკლესიის თაოსნობით ხდებოდა, დამიდოს ამის დამადასტურებელი ფაქტი.
ჩვენ არ ვართ კათოლიკეები და მათ იფიქრონ თავიანთ დანაშაულზე.
ციტატა
არ მევასება რა, რომ დაიწყებენ იმის ჩვენებას, აი ჩვენ გვცემენ.. მაშინვე იეღოვას მოწმეები მახსენდებიან და არ მინდა ქრისტრიანობა მაგათთან იგივდებოდეს :/ ქრისტიანი დაითმენს და არ იყვირებს რომ ცემენ, იმჰო.

ცდებიsmile.gif
ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ქრისტეს სახელის გამო ათასგვარ დევნას ვიტანთ, რომლის შესახებაც თავად უფალი გვაფრთხილებს.
არაფერი გვაქვს დასამალი.

მე მაგალითად, როცა ვუყურებ თუ როგორ ხოცავენ ქრისტეს მადიდებლებს წარმართები, შინაგანად საღვთო შურით ვივსები და მეც მზად ვარ ხოლმე მსგავსი ტანჯვა ავიტანო. ამას სხვისი სულიერი სიძლიერის ხედვა იძლევა.
სხვა თუ მაგალითს გაძლევს ქრისტეს სიყვარულისას, როცა მისი სახელის გამო ყოველგვარ ტანჯვა - წამებას უძლებს, შენც უნდა იყო მზად მსგავსი განაჩენისთვის.

რაც შეეხება იეღოველებსbiggrin.gif
ეგ საცოდავები, თავი რომ "ქრისტესთვის მოწამეებად" მოაქვთ, როდიდან გახდნენ ასეთები?
სულ რაღაც ორი საუკუნეა რაც არსებობენ ხომ?
ეს სასაცილოა.
რამდენიც ერთ დღეში მათლმადიდებლობისთვის ეწამა, იმდენი სულ არ არიან მგონი.

და კიდევ, მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს გამოუცხადებია ფიზიკური ბრძოლა იეჰოვას მოწმეების წინაამდეგ.
დაიმახსოვროს ყველამ, რომ ბასილ მკალავიშვილი არ არის მართლმადიდებელი ეკლესია და მისი უღირსი ქმედებების გამო, ნუ შეახოცავენ ხელს ერთიან, წმინდა ეკლესიას.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Nov 4 2011, 12:15 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



ქევანა
ციტატა
და მაგ ვიდეოთი რა გინდა თქვა, რომ ეგ მუსულმანების ბრალია? :/


არა ჩემი ბრალია biggrin.gif კარგად დააკვირდი კადრებს სახალხოდ არის გამოყვანილი ეს ორი ძმა რომელიც მთელი ტალპა იღებს მონაწილეობას მის ჩაქოლვაში რომელიც რელიგიური სამოსები აცვიათ.......ძალიან ადვილი მისახვედრია რომ ეს კადრები რელიგიურ დატვირთვას ატარებს
ციტატა
მე თვითონ საიტი jesus.ge არ მომწონს, პატარა პატარა ამოჭრილი კადრებია ჩხუბის სცენიდან და გასაღებულია
როგორც დევნული ქრისტიანები,..


რა შუაშია აქ jesus.ge საიტი? ეს არის youtube-ის კადრები

ციტატა
ხოდა, ისა, რა გგგონია ქრისტიანები ნაკლები სასტიკები ვართ? გაგახსენო ინკვიზიცია?:/


ქრისტიანობის მოძღვრებასთან რა მოსატანია ინკვიზიცია? ეს ხომ დაიგმო? რომის პაპმა ბოდიშიც კი მოიხადა ასეთ ქქმედებებზე

ძაან გთხოვ ინკვიზიციას ნუ მიაწერ რადგან ასეთ ქმედებას არანაირი საერთო არ აქვს ქრისტიანულ მოძღვრეასთან ხოლო მუსლიმებთან კი ფაქტი სახეზეა კადრების სახით......და არამარტო ეს კადრები ყველამ იცის რომ თუნდაც ირანში ქრისტიანები ეხლაც იდევნებიან

ან ეს რას ნიშნავს?

ჰოი თქვენ. რომელთაც იწამეთ! არ აიყვანოთ იუდიანნი და ქრისტიანნი მეგობრებად - ერთმანეთის მეგობრები არიან ეგენი. და ვინც თქვენგანი უმეგობრებს მათ, ისიც იმათგანია. ხოლო ალლაჰი არ გაუძღვება ცოდვილ ხალხს. (ყურანი 5:51)

იქნებ განმიმარტო მათი ეს მოძღვრება რომელიც პირდაპირ ყურანში წერია და არასიყვარულს ქადაგებს

ციტატა
არ მევასება რა, რომ დაიწყებენ იმის ჩვენებას, აი ჩვენ გვცემენ.. მაშინვე იეღოვას მოწმეები მახსენდებიან და არ მინდა ქრისტრიანობა მაგათთან იგივდებოდეს :/ ქრისტიანი დაითმენს და არ იყვირებს რომ ცემენ, იმჰო.


მოწმეები ქრისტიანობასთან რა მოსატანია? biggrin.gif

აი ამ სტატისტიკას გაეცანი
http://www.watchtower.org/e/statistics/worldwide_report.htm

რომელიც ირანი საერთოდ არ წერია.... მოწმეებს რომ კითხო ირანშიც არიანო მაგრამ სტატისტიკურ მონაცემებშიც ვერ ბედავენ რაოდენობა დაწერონ . ნეტა რატომ? .......ხოლო ქრისტიანები თამამად აღიარებენ და არ უშინდებიან....ფაქტი გინდა? ეს ვიდეოები ნახე და არამარტო ეს კადრები ყველამ ვიცით თუ როგორ იდევნებიან ქრისტიანები

მოწმეები მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებში არიან დიდგულზე smile.gif ....თუ არ ვცდები რუსთავში იყო მთელი ამბები ერთი ორი წაარტყეს და სამართლოში
ჩივილებით აქციის ორგანიზატორი დაიჭირეს ...ეგ ვერ აიტანეს და რომელ მოწმეებს მიდარებ ქრისტიანობასთან?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 4 2011, 12:27 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



lasha_k
ციტატა
მოწმეები მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებში არიან დიდგულზე ....თუ არ ვცდები რუსთავში იყო მთელი ამბები ერთი ორი წაარტყეს და სამართლოში ჩივილებით აქციის ორგანიზატორი დაიჭირეს ...ეგ ვერ აიტანეს და რომელ მოწმეებს მიდარებ ქრისტიანობასთან?

კი, ნამდვილად ასე იყო რუსთავში.

ჯერ იყო და გოგიტა მელიქიძე აავსეს უამრავი ცილისწამებებით და პოლიციაში უჩივლეს, მერე კიდე პატარა შეპასუხებაზეც მაშინვე პატრულს ურეკავდნენ.
(თავად ვარ ამის მომსწრე)

http://gutani.ge/videos/იეღოვე...სექტა

აი ამ დღიდან რამდენიმე დღის შემდეგ გოგიტა დააკავეს.


იყო კიდევ შემთხვევა, როცა სკოლასთან პატარა მოსწავლეს გაუბეს ლაპარაკი და ეს რომ შემდეგ მოსწავლის მამამ გაიგო, მოწმეებს ბუნებრივია ცოტა მკაცრად დაელაპარაკა.
ერთ–ერთმა კი, რომელიც სასამართლოში მუშაობს, ამ კაცს უჩივლა და ციხეში ჩააყუდა...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Nov 4 2011, 01:14 PM
პოსტი #47


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE
გაგახსენო ინკვიზიცია?

ალბად კათოლიკურს გულისხმობდა პატივცემული
ცდომილი მიმდინარეობსი მიერ ჩადენილ სისასტიკეებს
მართლმადიდებლობასთან რა კავშირშია მაინც ვერ გამიგია არადა აქ ამ კუთხით უნდა ყოფილიყო დასმული საკითხი


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 4 2011, 11:20 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ცოტა ძველი ინფო აღმოვაჩინე:

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მალატიაში გამომცემლობა „ზირვეს“ შენობაში შეიჭრნენ ექსტრემისტები და სასტიკი წამების შემდეგ დახოცეს გამომცემლობის სამი თანამშრომელი (ერთ-ერთი მათგანი გერმანიის მოქალაქე). როგორც ცნობილია, დასახელებული გამომცემლობა ქრიტიანული ლიტერატურის გამოცემითაა დაკავებული.

თურქეთის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს 5 ექსტრემისტი, რომელთაც ბრალი ედებათ აღნიშნულ დანაშაულში.

ორგანიზაცია „ისლამის კონფერენცია“ გმობს ქრისტიანების მკვლელობას თურქეთში. მასმედიის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ისლამი - მშვიდობის რელიგიაა, მშვიდობიანი თანაარსებობისა და შემწყნარებლობის სარწმუნოებაა. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის მიმდევრებისთვის. ისლამი კრძალავს უმიზეზო მკვლელობებს“.



--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 6 2011, 07:26 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ირანელი მართლმადიდებლის აღსარება


„უფალო იესო, მე შენ ყოველთვის მიყვარდი! ზოგჯერ მეტად, ზოგჯერ ნაკლებად, ზოგჯერ - მთელი ჩემი შინაგანი ძალების მთელი დაძაბვით, ზოგჯერ - არა, ზოგჯერ - სიხარულით, ზოგჯერ სიმშვიდით, - მაგრამ მაინც მიყვარდი იმ ხანიდან, რაც შენს შესახებ შევიტყვე. გახსოვს, როგორ მიცემდა გული, როცა შენს სახელს სპარსულ პოეზიაში წავაწყდებოდი?..

გახსოვს, თეირანში ფირდოუსის მოედანზე, 1984 წელს, ისლამური რევოლუციის მეხუთე წლისთავზე, ჯერ კიდევ სიყმაწვილეში მეგობარს რომ ვხვდებოდი? დანიშნულ ადგილზე ძალიან ადრე მივედი და დროის მოსაკლავად ნებისმიერი ფილმის სანახავად კინოში შევედი. და ვნახე ფილმი „იესო - ძე მარიამისი“ - ცენზურის მიერ შეკვეცილი ფრანკო ძეფირელის ფილმი „იესო ნაზარეველი“. გახსოვს, როგორ დამავიწყა მთელი სამყარო შენით აღტაცებამ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ფირი საგანგებოდ დაამახინჯა?

გახსოვს, როგორ მინდოდა ირანში ეკლესიაში შესვლა და როგორი სულიერი ცეცხლით მენთებოდა გული შენი ტაძრის დანახვისას?

მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო. ახლა მე უკვე ნათელღებული ვარ შენს წმინდა ტაძარში. გევედრები, უფალო: „დაიცევ და განამრავლე სიყვარული, რომელიც ჩვენს შორისაა, განაძლიერე ეს სიყვარული, რომელიც მომივლინე საბერძნეთში ნათლობისას. განამტკიცე ჩემი გონება ამ პირად სიყვარულში, რომელიც ჩვენს შორის წმიდა ნათლობით დამყარდა. დაე, სულ მუდამ იზრდებოდეს იგი და სრულიად შთანმთქას, რადგან, მხოლოდ მაშინ შევძლებ, დავიცვა შენი მცნებები და გემსახურო ისე, როგორც ჯერ არს...“


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Nov 7 2011, 10:52 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ციტატა(A.V.M @ Nov 2 2011, 09:40 PM) *

მუჰამედი აპირებდა ერთი ,,რამის"გარშემო ხალხის შემოკრებას მაგრამ ვერ პოულობდა იმას რაც კონსოლიდაციას მოახდენდა.
გამომდინარე იქიდან,რომ ვაჭართა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ საკმაოდ დიდი განათლებაც მიიღო.საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე რომ რწმენა იყო ის წერტილი,რის გარშემოც გააერთიანებდა ხალხს და მართლაც იგი ადგა და - იუდაიზმიდან,მართლმადიდებლობ
დან და ბუდიზმიდან ამოიღო საუკეთესო ნაწილები და შექმნა ისლამი."
(თეოსოფიას გავს არა ეს ფაქტი?)

ვფიქრობ საუკეთესო არ აუღია,ნეტა მართლა საუკეთესო აეღო.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 7 2011, 10:59 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(ხახაბოელი @ Nov 7 2011, 10:52 PM) *

ვფიქრობ საუკეთესო არ აუღია,ნეტა მართლა საუკეთესო აეღო.

ყოველ შემთხვევაში მუჰამედს ახალი არაფერი უთქვამს ღმერთის შესახებ.
ბიბლია გამოიყენა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Nov 7 2011, 11:05 PM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



მე როგორც ვიცი ყურანში ღვთისმშობელი მარიამი მოსეს დად არის მოხსენიებული, ანუ იესო, მოსეს დისშვილი იყო.სად მოსე და სად იესო?დანილ სისოევის საუბარს მოვუსმინე მუჰამედზე,საინტერესოდ მსჯელობდა, მისი აზრით მუჰამედს მართლა ჰქონდა ხილვები, სატანისაგან იყო ცდუნებული.მუჰამედი ამბობდა თურმე, რომ გამოცხადებისას საშინელ ტკივილებს განიცდიდა,ამითაც ჩანს, რომ მას ბოროტი სული ეცხადებოდა მიქაელ მთავარ ანგელოზის სახით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 7 2011, 11:13 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(ხახაბოელი @ Nov 7 2011, 11:05 PM) *

მე როგორც ვიცი ყურანში ღვთისმშობელი მარიამი მოსეს დად არის მოხსენიებული, ანუ იესო, მოსეს დისშვილი იყო.სად მოსე და სად იესო?დანილ სისოევის საუბარს მოვუსმინე მუჰამედზე,საინტერესოდ მსჯელობდა, მისი აზრით მუჰამედს მართლა ჰქონდა ხილვები, სატანისაგან იყო ცდუნებული.მუჰამედი ამბობდა თურმე, რომ გამოცხადებისას საშინელ ტკივილებს განიცდიდა,ამითაც ჩანს, რომ მას ბოროტი სული ეცხადებოდა მიქაელ მთავარ ანგელოზის სახით.

მე იმას კი არ ვამბობ, რომ მუჰამედი მართალია და სწორი რელიგია ჩამოაყალიბა, არამედ იმას, რომ მან რაღაც–რაღაცეები ბიბლიიდან ისესხა.
ყურანში თითქმის ზუსტად მეორდება "შექმნის" და "გამოსვლის" წიგნები.

რაც შეეხება მოსეს დას, მას მართლა მარიამი ერქვა და ეს მარიამი თუკი ღვთისმშობელში ეშლებათ, ეგ აღარ ვიცი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 8 2011, 07:40 PM
პოსტი #54


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ვფიქრობ საუკეთესო არ აუღია,ნეტა მართლა საუკეთესო აეღო.

არ დაგავიწყდეს,რომ მუჰამედზე ვსაუბრობთ.კაცს,რომელსაც იმპერიალისტური ზრახვები ჰქონდა და რელიგია მხოლოდ ამაში სჭირდებოდა.
რატომაც ის აიღი რაც საუკეთესო იყო მისი საჭიროებისათვის.
აბა თავისი რწმენა ცეცხლითა და მახვილით განავრცო,ამის გამართლებას კი უფლის სწავლებებში ვერსად ნახავდა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 8 2011, 08:05 PM
პოსტი #55


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მე როგორც ვიცი ყურანში ღვთისმშობელი მარიამი მოსეს დად არის მოხსენიებული, ანუ იესო, მოსეს დისშვილი იყო.სად მოსე და სად იესო?

მე დავდებ ეხლა ციტატებს და როგორაა მოხსენიებული თავად განსაჯე.
უპირველესად ვთქვათ ის,რომ მუჰამედი მკაცრად არ იზიარებდა იესოსა და მარიამის ღმერთობის იდეას:,,იესო,ძეო მარიამისა!განა ეუბნებოდი შენ ადამიანებს-მიმიღეთ მე და მშობელი დედა როგორც ორი ღმერთი?"
,,ალ-მასიჰ ისა იბნ მარიამი ალაჰის მოციქულია და სიტყვაა მისი,რომელიც მან მარიამს შთაუნერგა,და სულია მისგან გამომავალი.ირწმუნეთ ალაჰისა და მისი მოციქულებისა."(ყურანი 5-171)
ციტატა
მუჰამედზე,საინტერესოდ მსჯელობდა, მისი აზრით მუჰამედს მართლა ჰქონდა ხილვები, სატანისაგან იყო ცდუნებული.მუჰამედი ამბობდა თურმე, რომ გამოცხადებისას საშინელ ტკივილებს განიცდიდა

არსებობს მეცნიერება-ისამცოდნეობა,რომელიც ცდილობს მუჰამედის ისტორიული სახე გვანახოს.ყურანის,ისტორიულ გადმოცემებისა უშუალოდ მუჰამედის ცხოვრებაზე დაყრდნობით.(თუ გაეცნობი ამ მეცნიერებას ძალიან კარგი იქნება.)და მუჰამედს უფრო მეტად გაუგებრობა ჰქონდა ვიდრე გაუსაძლისი ტკივილები.მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნოთ,რომ ტკივილით ზებუნებრივი ნიჭის მიღება ქრისტიანულ სამყაროშიცაა,კონკრეტულად კათოლიციზმში სტიგმატების სახით.
ციტატა
,ამითაც ჩანს, რომ მას ბოროტი სული ეცხადებოდა მიქაელ მთავარ ანგელოზის სახით.

რაც შეეხება ისლამისა და ანგელოზების დამიკიდებულებას იგი აღიარებს მათ.და გამოყოფენ ორი სახის არსებებს:ანგელოზებს-ჯინებს.ყურანის თანახმად ღმერთმა იგი ცეცხლისგან,ჰადისის თანახმად კი სინათლისგან შექმნა.ამათზე აღმატებულია მთავარანგელოზი გაბრიელი-იგივე ჯიბრაილი.



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 9 2011, 04:44 PM
პოსტი #56


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ნახეთ ყურანში რას წერენ ჩვენზე:
,,ამბობენ იუდეველნი :უზიარა ძეა ალაჰისაო,და ამბობენ ნაზარეველნი:მესია ძე ალაჰისაო.ეს სიტყვები მათი ბაგეებიდან იმეორებენ იმათ სიტყვებს,რომლებიც უწინ იყვნენ ურწმუნონი.ალაჰიმც განგმირავს მათ!რაოდენ ღრმად სცდებიან ისინი!ირჩევენ თავიანთ მწიგნობრებსა და ბერ-მონაზვნებს მეუფეებად,ალაჰის გარეშე და ასევე ალ-მასიჰ იბნ მარიამს.მაშინ როდესაც ნაბრძანები ჰქონდათ მხოლოდ,რომ დამონებდნენ ერთადერთ უფალს."
(ყურანი,9:30-31)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 9 2011, 06:12 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(A.V.M @ Nov 9 2011, 04:44 PM) *

ნახეთ ყურანში რას წერენ ჩვენზე:
,,ამბობენ იუდეველნი :უზიარა ძეა ალაჰისაო,და ამბობენ ნაზარეველნი:მესია ძე ალაჰისაო.ეს სიტყვები მათი ბაგეებიდან იმეორებენ იმათ სიტყვებს,რომლებიც უწინ იყვნენ ურწმუნონი.ალაჰიმც განგმირავს მათ!რაოდენ ღრმად სცდებიან ისინი!ირჩევენ თავიანთ მწიგნობრებსა და ბერ-მონაზვნებს მეუფეებად,ალაჰის გარეშე და ასევე ალ-მასიჰ იბნ მარიამს.მაშინ როდესაც ნაბრძანები ჰქონდათ მხოლოდ,რომ დამონებდნენ ერთადერთ უფალს."
(ყურანი,9:30-31)

ნახე რა დღეში ყოფილან? biggrin.gif


შენ გაქ ყურანი ქართულად?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Nov 9 2011, 06:12 PM
პოსტი #58


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ხო კათოლიკურ სამყაროში არის სტიგმატები, რაც მე პირადად ეშმაკისაგან მგონია.ღმერთთან ურთიერთობა ხომ ადამიანს უდიდეს ნეტარებას ანიჭებს,ტკივილი და ღმერთი ერთმანეთთან შეუსაბამოა.მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ ღმერთმა შეიძლება ვინმეს განაცდევინოს ჯვარცმის ტკივილები და სხეულზე ჭრილობები გაუჩინოს.პირველი სტიგმატი ხო ფრანცისკ ასიზელი იყო.ის ევედრებოდა ქრისტეს, რომ შენი ტკივილები განმაცდევინეო, რაშიც დიდი ამპარტავნება სჩანს და ამ ლოცვის შედეგად დაინახა,რომ ქრისტედ გარდაისახა.პეტრემ ის სთხოვა ჯალათებს, რომ უკუღმა გამაკარით ჯვარზეო, რადგან ფიქრობდა, რომ ღირსი არ იყო,რომ უფალს მიმსგავსებოდა თავისი სიკვდილით.ხო საუკეთესოდ რაც თვითონ მიიჩნია ის აიღო, მაგრამ თავად რაც მიიჩნია ხომ მართლა საუკეთესო არ იყო.რაც ისლამში კარგია, ეს ბიბლიის დამსახურებაა და არა მუჰამედის.მოკლედ ისლამი შეიქმნა ეშმაკის შთაგონებით, რომ არა ისლამი მთელი არაბეთი ქრისტიანობას მიიღებდა,მთელი ისლამური სამყარო უეჭველად ქრისტიანული იქნებოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 9 2011, 06:25 PM
პოსტი #59


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა


შენ გაქ ყურანი ქართულად?

ადრე ვითხოვე ყურანი,ოღონდ რამდენადაც მახსოვს ის ფრანულიდან იყო ნათარგმნი.ეხლა კი ვეძებ პრ.გიორგი ლობჟანიძეს თარგმანით:,,ვინც მე,იმას მაპოვნინებს..."


ხახაბოელი
ყველაფერში გეთანხმები და სწორედ მაგიტომ აქვს ბევრისთვის გაუგებარი პოზიცია ქართულ ეკლესიას -თორნიკე ჯგერნაიასადმი(მგონი ეს სახელია)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 11 2011, 08:44 PM
პოსტი #60


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



სენატის გადაწყვეტილების შესაბამისად თემა იხურება. წევრებს მოვუწოდებ ნუ გახსნიან თემებს, რომლებიც ეხებიან განსხავვებული რელიგიების დეტალურ განხილვას. აპოლოგეტიკაში თემა აუცილებლად უნდა გაიხსნას ქრისტიანულ რელიგიასთან კავშირში. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ამა თუ იმ სწავლებასთან (ქრისტიანობაში) და ა.შ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 06:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი