IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, დიაკვან ანდრია კურეავის ცდომილების შესახებ
gio_xomasa
პოსტი Nov 17 2011, 02:15 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 17-November 11
წევრი № 11,771



პირადად მე ბევრი რამისთვის მადლობელი ვარ მამა ანდრია კურაევისა, კერძოდ, მისი ნიჭიერი პოლემიკური სტატიებისთვის, რომლებშიც იგი მახვილგონივრულად ებრძვის ეკლესიის მტრებს, განსაკუთრებით ნეოწარმართობასა და ოკულტიზმს. იგი სწრაფად რეაგირებს პროვოკაციებსა და თავდასხმებზე, ეკლესიის წინააღმდეგ რომ ეწყობა, შეუძლია თავისი ცოდნისა და ძალების მობილიზება მათთვის პასუხის გასაცემად. მამა ანდრია თვალსაჩინო საეკლესიო ჟურნალისტია ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ადამიანებს აშფოთებს. მაგრამ ამავე დროს ვერ ვიშორებ კითხვას: რატომ ხდება, რომ იცავს რა ეკლესიას, ებრძვის რა მის მტრებს მართლმადიდებლური პოზიციებიდან,
თავად თმობს ამ პოზიციებს, როდესაც საქმე ეხება ეკლესიის სწავლებას და მის საღმრთისმეტყველო გააზრებას? ასეთ დროს გასაოცარ შეცდომებს
ვაწყდებით, რომლებიც მკითველს გზა-კვალს უბნევენ. ამიტომ გულისტკივილით ვსვამთ კითხვას: რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?

ჩვენ ვლაპარაკობთ არა შინაგან რელიგიურ გრძნობაზე, არა მისტიკურ განცდებზე - ეს მისი სულიერი საიდუმლოა, რომელსაც უცხო ხელი ვერ შეეხება, ამაზე მსჯელობა მხოლოდ მის სულიერ მოძღვარს შეუძლია, თუკი ჰყავს ასეთი. აქ ლაპრაკია ქრისტიანული სარწმუნოების წყაროებზე, რომელთა მიმართ მამა ანდრია უარყოფასა და უნდობლობას გამოხატავს, თუ ეს ზეპირი ან წერითი მეტყველების ლაფსუსები არ არის.
მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძველია ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში დაცული წმ. გარდამოცემა, რომელიც ლიტურგიკაში, კანონიკასა და ეკლესიის სიმბოლურ წიგნებში, აგრეთვე პატრისტიკულ ლიტერატურაში ცოცხლობს და „მამათა ერთსულოვნების“ პრინციპს ემყარება. სწამს კი მამა ანდრია კურაევს წმ. გარდამოცემა? არა. იგი აცხადებს, რომ შეიძლება იყო უბრალოდ ქრისტიანი ყოველგვარი ტიპიკონის, მსოფლიო კრებების კანონების - კანონის და ა.შ. გარეშე. ესე იგი, წმ. გარდამოცემის არსებითი და იქნებ უმთავრესი ორგანული ნაწილი - ლიტურგიკა, მისივე სიტყვებით, რაღაც არაარსებითია, ურომლისოდაც ადამიანს შეუძლია ქრისტიანი იყოს, ამ სიტყვებს იგი არაერთგზის იმეორებს წიგნში „ეკუმენიზმის გამოწვევა“. ეტყობა, მამა ანდრიას აზრით, „იყო უბრალოდ ქრისტიანი“ ნიშნავს წრფელი გულით შეასრულო მცნებები და სხვა არაფერზე იფიქრო. მაგრამ ამგვარი უბრალოება ფილოსოფიის დოქტორისათვის ფილოსოფიური პოზიციაა, კერძოდ კი - აგნოსტიციზმი. უცნაური სურათია: პროტესტანტებთან პოლემიკაში მამა ანდრია კურაევი მოიხმობს ეკლესიის ცნებას, როგორც მყარ ტრადიციას, რომელმაც მოციქულთა სწავლება შემოინახა, ხოლო როდესაც ეკუმენიზმის გამართლებას ცდილობს, მაშინ ამბობს, რომ შეიძლება გვერდი აუარო ისეთ წვრილმანებს, როგორიცაა ტიპიკონი და კანონიკა. ამასთან ერთად, იგი შერჩევით სარგებლობს ციტატებით პატრისტიკიდან, ანუ აცხადებს, რომ შეიძლება ცხონება ეკლესიის გარეშე ანდა ეკლესიის დეფორმირებული და შეკვეცილი ცნებით. წმ. გარდამოცემისადმი უნდობლობა ლოგიკურად წმ. წერილისადმი უნდობლობამდე მიდის. ისიც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ ახალ აღთქმას საფუძვლად ძველი აღთქმა უდევს, მისი გამოვლინებაა, თვით უფალმა თქვა: „გამოიძიებდით წიგნთაგან... და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვის“ (ინ.5,39).

მამა ანდრიამ „გამოიძია“ წმ. წერილი და თავის სტატიაში „ექუსთა დღეთა“-ს პოლემიკურობა „იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბიბლიის ნდობა არ შეიძლება: მოსე ფსევდო მოსეა, მითიური პირი; ესაია და სხვა ბიბლიური პირებიც მხოლოდ „ფსევდონი“, ანუ ცრუნი და არარსებულნი არიან. მამა ანდრიას აზრით, ეს ისეთივე პირობითი და სუბიექტური ენაა, როგორც, მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ „მზე ამოვიდა“, მამა ანდრიამ კი, თუმცა ბავშობიდან იყენებს ამ გამოთქმებს, იცის, რომ მზე კი არ ამოდის, დედამიწა ბრუნავს მის გარშემო (იმასაც დავამატებთ, რომ მამა ანდრიას, როგორც ერუდირებულსა და ცნობისმოყვარე ადამიანს, ალბათ შესწავლილი აქვს თანამედროვე კოსმოლოგიური სისტემები, თუმცა კი არ ეთანხმება აინშტაინსა და ფლორენსკის, რომლების ამტკიცებენ, რომ გეო - ან ჰელიოცენტრული პრინციპები უახლოესი კოსმოსის სისტემაში მათემატიკურად დადასრუებული არ არის).

მამა ანდრიას მიაჩნია, რომ „ექუსთა დღეთა“, ანუ „დაბადების“ პირველი წიგნი, რომელიც ჩვეულებრივ ქრისტეს შობამდე XV საუკუნით თარიღდება, მოგვიანებით დაწერა ვიღაც პოლემისტმა იუდეველმა ბაბილონელთა ჯიბრზე. გამოდის, რომ ბიბლია ანტიმითოლოგიური ნაწარმოებია, რომელსაც მიზნად აქვს იუდეველთა დაცვა წარმართული მითოლოგიისგან - როგორც ჩანს,ბაბილონის ტყვეობის დროს, ამასთან ნათლად მიგვანიშნებს, რომ ბიბლია, ამ შემთხვევაში „ექუსთა დღეთა“, ღმრთივსულიერი ნაწარმოები კი არ არის არამედ „მითი მითების წინააღმდეგ“, რომელიც ბაბილონელთა მოძულე იუდეველმა „კბილი კბილისა წილ“-ის პრინციპით შეთხზა. ამგვარად, მამა ანდრიამ გაიმეორა ანტიბიბლიური კრიტიკოს-რაციონალისტების - ბაუერისა და მის მსგავსთა აზრები, რომელთაც დღეს დაკარგული აქვთ ყოველგვარი ავტორიტეტი თვით უწრწმონო მეცნიერებს შორისაც.
თუკი მამა ანდრიას არ სწამს ძველი აღთქმის ღმრთივსულიერება და ისტორიულობა, აღალი აღთქმა ჰაერში რჩება გამოკიდებული - საფუძველი მას დაკარგული აქვს. მაშ, რიღასი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

თარგმნა ნინო გულიაშვილმა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
5 გვერდი V « < 3 4 5  
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(80 - 86)
A.V.M
პოსტი Nov 22 2011, 04:23 PM
პოსტი #81


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
აქ 26 პოსტში გიპასუხე.
ადამიანი რომელიც ესეთ თემებზე საუბრისას მასხარაობას,და შეურაცყოფას დაიწყებს

ვერ ვხვდები ვიზე ან რაზეა საუბარი,რადგან 26-ე პოსტი თუ კარგად დავინახე აფხაზისა იყო. laugh.gif
ციტატა
ასე რომ არ გეწყინოთ მაგრამ თქვენთან ამ თემაზე ლაპარაკს არ ვთვლი მართებულად

მეწყინოს არა... biggrin.gif biggrin.gif
არაა პრობლემა კი ბატონო... laugh.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio_xomasa
პოსტი Nov 22 2011, 04:27 PM
პოსტი #82


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 17-November 11
წევრი № 11,771



A.V.M
ციტატა
ვერ ვხვდები ვიზე ან რაზეა საუბარი,რადგან 26-ე პოსტი თუ კარგად დავინახე აფხაზისა იყო.

შემეშალა 23
ციტატა
არაა პრობლემა კი ბატონო...

ძალიან კარგი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Hercules
პოსტი Nov 22 2011, 05:04 PM
პოსტი #83


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 26-July 11
წევრი № 11,371



ციტატა(nk44 @ Nov 22 2011, 12:20 PM) *

და სად წერს დიაკვანი ანდრია კურაევი ამის შესახებ?? თუკი ეს მისი სიტყვებია მაშინ მეც მაინტერესებს რიღასი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?


კურაევსაც მოუსმინე რას გულისხმობდა სინამდვილეში:

http://kuraev.ru/index.php?option=com_cont...id=82&Itemid=40

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iakob7
პოსტი Dec 6 2011, 12:22 AM
პოსტი #84


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 18-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5,117



სად ხართ ხალხო.რითი ვეღარ დაიდო ის წიგნი


--------------------
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 6 2011, 12:43 AM
პოსტი #85


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
სად ხართ ხალხო.რითი ვეღარ დაიდო ის წიგნი

მეც მაინტერესებს კაცო...
იტყვი რამეს და მასხარაობთო.კი არ ვმასხარაობთ დავიღალეთ... biggrin.gif
რა გახდა ამ ერთი რვეულის ხელა ბროშურის დაბეჭდვა.არადა მართლა დამაინტერესა, 90 ფურცლით 400 ფურცლიანი წიგნის ,,მხილება"როგორია...
თან ვერც ვერსად ვიშოვე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iakob7
პოსტი Dec 6 2011, 12:50 AM
პოსტი #86


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 18-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5,117



A.V.M
ციტატა
მეც მაინტერესებს კაცო...იტყვი რამეს და მასხარაობთო.კი არ ვმასხარაობთ დავიღალეთ..

biggrin.gif

ციტატა
90 ფურცლით 400 ფურცლიანი წიგნის ,,მხილება"როგორია

90 ფურცელი თუა დიდი ყოფილა მაშინ biggrin.gif

აფხაზს ხომ აქვს?არავინაა ახლოს აფხაზთან? გამოართვას ცოტა ხნით და დაასკანიროს



--------------------
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 6 2011, 12:59 AM
პოსტი #87


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

აფხაზს ხომ აქვს?არავინაა ახლოს აფხაზთან? გამოართვას ცოტა ხნით და დაასკანიროს

ეგ თქვა აფხაზმა,მაგრამ დასკანირებული არ გვინდა,ამობეჭდილი უნდა დავდოთო,ასე ბრძანეს და ვნახოთ აბა...დაველოდოთ...

(ხო,ამ ლოდინზე გამახსენდა ერთი ძვ.ინდურიანდაზა:
,,თუ საკმარისზე მეტხანს იჯდები მდინარის ნაპირთან.წყალი შენი მტრის გვამს ჩამოატარებს.")


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 08:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი