ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
Mark |
Jun 13 2013, 05:39 PM
პოსტი
#241
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
Mark სამარცხვინო დემაგოგია. უფალი გარკვევით ეუბნება მოციქულებს, რომ იერუსალიმი უნდა დაისაჯოს მიზეზთა გამო, ეს არის განგებულება უფლისა, ეს ასე უნდა მოხდეს. რა ეთქვა უფალს, მაინც დარჩით და შეეწინააღმდეგეთ ამ განგებულებასო? სად არის აქ საუბარი ან იმაზე, რომ სამშობლოს ცნება ეს არაქრისტიანულია, რომ არ უნდა დავიცვათ ის ადგილი სადაც ვცხოვრობთ და ა.შ. ლოტიც გამოიყვანა უფალმა თავის დროზე სოდომ-გომორიდან, მაგრამ მეორე შემთხვევაში მოუწოდებდა იუდეველებს დაეცვათ თავიანთი ქვეყანა. რა ვუყოთ იმ უამრავ ფაქტს, როცა პირველი საუკუნის ქრისტიანები იმპერატორის (წარმართი და არა ქრისტიანი) ჯარში იყვნენ და იბრძოდნენ. ახლა მე ვეწევი დემაგოგიას თუ თქვენ. მითუმეტეს თუ ღვთის სატახტო ქალაქი არ დაიცვეს, მერე საერთოდ რომელი სამშობლო უნდა დაიცვან. ეს ხომ არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ქრისტიანებზე და არა ისრაელ ერზე, ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის. ვინ იბრძოდა? ქრისტიანები? როგორ გეკადრება? „ჩვენს ხელთ არსებული მასალების გულდასმით გამოკვლევა ცხადყოფს, რომ მარკუს ავრელიუსის [რომის იმპერატორი ახ. წ. 161—180 წწ.] მმართველობამდე არც ერთი ქრისტიანი არ გამხდარა ჯარისკაცი; და არც ერთი ჯარისკაცი გაქრისტიანების შემდეგ არ დარჩენილა სამხედრო სამსახურში“ („The Rise of Christianity“, ე. ბარნზი, ლონდონი, 1947, გვ. 333). „ომი, ხოცვა-ჟლეტა და ყოველგვარი ბოროტება ერთ დროს ჩვენთვის ჩვეული რამ იყო, მაგრამ ახლა მთელ დედამიწაზე ყველამ შევცვალეთ საომარი იარაღი — მახვილები სახნისებად, შუბები კი მიწის დასამუშავებელ სხვა იარაღებად — და შევიძინეთ ღვთისმოსაობა, სახიერება, კაცთმოყვარეობა, რწმენა და იმედი, რომელიც მამისგან გადმოგვეცა მისი მეშვეობით, ვინც წამებით მოკლეს“ (იუსტინე წამებული, „დიალოგი ტრიფონთან“, ახ. წ. II საუკუნე; „The Ante-Nicene Fathers“, გრანდ-რეპიდზი, მიჩიგანის შტატი, 1885, გადამუშავებული გამოცემა, რედაქტორები ა. რობერტსი და ჯ. დონალდსონი, ტ. I, გვ. 254). „ისინი უარს ამბობდნენ სახელმწიფოს მართვაში აქტიურ მონაწილეობაზე და სამხედრო ძალით იმპერიის დაცვაზე . . . წარმოუდგენელი იყო, რომ ქრისტიანი გამხდარიყო ჯარისკაცი, სახელმწიფო მოხელე ან მმართველი, თუ უარს არ იტყოდა თავის წმინდა მოვალეობაზე“ („History of Christianity“, ედუარდ გიბონი, ნიუ-იორკი, 1891, გვ. 162, 163). მაგალითისთვის: ატყდა ომი ორ სახელმწიფოს შორის. ორივეგან ხდება მობილიზაცია და ქრისტიანები ჯარში მიდიან (როგორც მოხდა 2008 წლის ომის დროს). მაშინ როგორ შეასრულებენ ისინი იესოს მცნებას? ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის. -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
afxazi |
Jun 13 2013, 05:42 PM
პოსტი
#242
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ციტატა მათ. 26:52: «მაშინ იესომ უთხრა მას: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“» (პეტრე ღვთის ძის დაცვას ცდილობდა. განა არსებობს ამაზე საფუძვლიანი მიზეზი ბრძოლისთვის?! მიუხედავად ამისა, იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ მის მოწაფეებს იარაღი არ უნდა აეღოთ ხელში). 2 კორ. 10:3, 4: „თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი არ არის, რადგან მას ღვთისგან აქვს მიცემული ძალა სიმაგრეთა დასამხობად“ (აქ პავლე ამბობს, რომ ცრუსწავლებებისგან ქრისტიანული კრების დასაცავად მას არასდროს მიუმართავს „ხორციელი იარაღისთვის“ — მზაკვრობისთვის, მაღალფარდოვანი საუბრებისთვის ან საბრძოლო იარაღისთვის). ლუკ. 6:27, 28: „თქვენ კი, ვინც მისმენთ, გეუბნებით [იესო ქრისტე]: გიყვარდეთ თქვენი მტრები, კარგად მოექეცით თქვენს მოძულეებს, აკურთხეთ ისინი, ვინც გწყევლით, და ილოცეთ მათთვის, ვინც შეურაცხგყოფთ“. აქ არსად არ არის მოწოდება იმაზე, რომ როდესაც ფიზიკური საფრთხე ექმნება ოჯახს, ახლობელს და ა.შ. ხელი არ გავანძრიოთ. სამარცხვინოა ამგვარი მსჯელობა. პეტრეს მაგალით კი უკიდურესი ინტრიგანი უნდა იყო ადამიანი, რომ იმის მაგალითად გამოიყენო, სამშობლოს და ოჯახის დაცვა არ შეიძლებაო. Mark მძიმე თემას ეხები, ამიტომ სიფრთხილეს მოგიწოდებ. გაურკვეველი ადამიანების დასკვნები ჩემთვის უმნიშვნელოა. მე მგონი იმდენს იზავენ ესენი, რომ კონკრეტულად იეღოველთა სექტას აქ შემოსვლა აეკრძალება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Mark |
Jun 13 2013, 05:45 PM
პოსტი
#243
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
მაიცა. რას ჰქვია მძიმე. ჩემთვისაც მძიმეა. ეს არის თავის არიდება პოლემიკისგან. გეკითხები (თ) როგორ დაიცავენ ქრისტიანები იოანეს. 13:34-35 ში მოცემულ მცნებას?
-------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
A.V.M |
Jun 13 2013, 05:45 PM
პოსტი
#244
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა კაი კაცო... რა ოსტატურად წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს მე ვაჟკაცობის და ღირსების წინააღმდეგ მქონდეს რამე საწინააღმდეგო. ქრისტიანი და ომი, ეს არის ნონსენსი. შეუთავსებელი რამ არის. როდესაც საქმე ღირსებას , ოჯახს , სამსობლოს და.ა.შ. ეხება და ადამიანი მსვიდად უყურებ მის დაღუპვას , არ ცდილობ სეეწინააღმდეგო მას , ეს სწორედ ლაჩრობაა და მეტი არაფერი . + ამას უპტივცემულობა იმ მილიონობით ადამიანისა , რომლებმაც ტავი სესწირეს მის დაცვას . ბიბლიიდან ზალიან ბევრი მუხლის მოტანაა შესაძლებელი , მაგრამ არ მივიჩნევ საჭიროდ . ჩემთვის , როგორც ახალი ისრაელისთვის , ჩემტვის როგორც ქართველისტვის , ჩემთვის , როგორც ქრისტინისთვის ეს ტემაა , რომელზეც ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანი უნდა თანხმდებოდეს . არავინ ამბობს რომ ვინმეს შეიძლება ომი მოსწონდეს . მაგრამ როდესაც ამას ტუნდაც სამსობლო მოითხოვს ვალდებული ხარ გაიღო მსხვერპლი . მახსენდებ წ.იოანე ოქროპირის სიტყვები (რომელიც თქვენთვის ავტორიტეტი არაა რა თქმა უნდა ) ,, მშვიდობა , რომელიც დამაშორებს ღმერთს , მირჩევნია ომი , რომელიც მიმიყვანს მასთან !'' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Jun 13 2013, 05:48 PM
პოსტი
#245
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
კაი კაცო... რა ოსტატურად წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს მე ვაჟკაცობის და ღირსების წინააღმდეგ მქონდეს რამე საწინააღმდეგო. ქრისტიანი და ომი, ეს არის ნონსენსი. შეუთავსებელი რამ არის. მათ. 26:52: «მაშინ იესომ უთხრა მას: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“» (პეტრე ღვთის ძის დაცვას ცდილობდა. განა არსებობს ამაზე საფუძვლიანი მიზეზი ბრძოლისთვის?! მიუხედავად ამისა, იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ მის მოწაფეებს იარაღი არ უნდა აეღოთ ხელში). ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად? მათ 26:53-54 ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც. როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს? მათ 26:53-54 ანუ რას ეუბნება მაცოხვარი დაინახე განა იმიტომ არ იბრძლო რომ მე არ დამიცვაო არამედ იმიტომ რომ ასეა დაწერილი და ეს უნდა აღვასრულოო. არასწორდა მოგაქვს წმინდა წერილიდან ამონარიდები -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
afxazi |
Jun 13 2013, 05:49 PM
პოსტი
#246
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Mark
ციტატა მაიცა. რას ჰქვია მძიმე. ჩემთვისაც მძიმეა. მე მახსოვს ეს საკითხი სადამდე მივიდა ადრე, როდესაც ორი ადამიანი, იეჰოვას მოწმე, აქ გვიმტკიცებდა, რომ აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭები ესენი იყვნენ არაქრისტიანები და ა.შ., რომ მათ სიკვდილს აზრი არ ქონდა. როგორი მძიმეა გეტყობა. რა თავის არიდება, რაზე მელაპარაკები საერთოდ, ნორმალურები ხართ? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
Jun 13 2013, 05:49 PM
პოსტი
#247
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
afxazi
ციტატა მე მგონი იმდენს იზავენ ესენი, რომ კონკრეტულად იეღოველთა სექტას აქ შემოსვლა აეკრძალება. არ ვიცი რა... ნუ ჯანდაბას . შეიძლება თქვათ სისხლის გადასხმის წინააღმდეგი იყო და მიგაჩნდეს რომ ამით მცნებას არღვევ (მაგრამ შვილი როდესაც გიკვდება ,,დარღვიო მცნება'') არ გწამდეს სულის უკვდავების და.ა.შ მაგრამ ოჯახის ღირსების დაცვისთვის რომ ხელი არ გაანძრიო კაცმა ეს როგორ შეიძლება ვერ ვხვდები ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Mark |
Jun 13 2013, 05:51 PM
პოსტი
#248
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
ესენი ვინ არიან კაცო. კონკრეტულ კითხვას გაეცით პასუხი. იესოს მცნებაა ბოლო-ბოლო...
არის მცნება, ქრისტიანობის ამოსაცნობი ნიშანია სიყვარული ერთმანეთს შორის (ოანეს. 13:34,35.) როგორ შეასრულებენ ქრისტიანები ამ ცნებას თუ ომში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს? ისტორიული ფაქტებიც მოწმობს რომ პირველი ქრისტიანები არ მონაწილეობდნენ ომებში. -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
afxazi |
Jun 13 2013, 05:53 PM
პოსტი
#249
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
A.V.M
ციტატა მაგრამ ოჯახის ღირსების დაცვისთვის რომ ხელი არ გაანძრიო კაცმა ეს როგორ შეიძლება ვერ ვხვდები ... და სისხლი არ გადაუსხა კიდე შვილს და მის სიკვდილს მშვიდად უყურო. რატომ? თურმე ღმერთი მოგვიწოდებს ამას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
Jun 13 2013, 05:54 PM
პოსტი
#250
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ამ თემაზე საუბრისას რატომ უნდა დამჭირდეს კაცთან , რომ ბიბლიური მუხლები მოვუყვანო ან ისტორიული ფაქტები . შეგიძლიათ ამიხსნათ ვინმემ?
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Jun 13 2013, 05:59 PM
პოსტი
#251
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ნორმალურები ხართ? ყველაზე სწორი კითხვა რა ქრისტიანობაზეა საუბრაი როცა ადამიანი თავის შვილს სისხლს არ უსხვას და სასიკვდილოდ იმეტებს ეს არაადამიანურობაა ქრისტიანობაზე საუბარიც ზედმეტია. ადამიანის გასაჭირში მიტოვება სასიკვდილოდ გაწირვა როგორი ქრისტიანულია ? იგავი მაინც არ წაგიკითხავთ როგორ უნდა მოექცეთ მოყვასს? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
Mark |
Jun 13 2013, 06:01 PM
პოსტი
#252
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
აი ხომ ხედავთ ხალხო როგორ იჭედებით ყოველთვის და როგორ არიდებთ კითხვებს თავს ყოველთვის. ხომ ხედავთ რამხელა განსხვავებაა წერილსა და ადამიანების ადათ-წესებს შორის.
ქრისტიანს რა თქმა უნდა უყვარდეს თავისი ქვეყანა. მაგრამ ერთ რაღაცას არ ითვალისწინებთ. ეს წუთისოფელი ეშმაკის ხელშია (1 იოან. 5:19). ეს ასე რომ არ იყოს მაშინ ჰარმონია და მშვიდობა იქნებოდა ყველგან, დედამიწის ნებისმიერ კუთხე–კუნწჭულში. მეთანხმებით ამაში ალბათ. სახელმწიფოები ბიბლიაში მხეცებს არიან შედარებული მათი მმართველობის ფორმების გამო. და როცა საქმე მიდის არჩევანზე, ქრისტიანმა უნდა აირჩიოს ღმერთი და მისი ნების შესრულება და არა რაღაც ტერიტორია მოქცეული კონკრეტულ საზღვრებში. მიუხედავად იმისა გვიყვარს ის ადგილი სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ და ა. შ. აი იმიტომ დათმეს იმ ქრისტიანებმა მათთვის ძვირფასი სამშობლო იუდეა. და ბიბლიაში კი წერია რომ საბოლოო ჯამში ღმერთი გაანადგურებს დღეს არსებულ ყველა არსებულ სახელმწიფოს (დან.2:44). ისინი არ ასრულებენ მის ნებას. იქნება ერთი მმართველობა ღვთის სამეფო (ცათა სასუფეველი), სწორედ ის გასწევს დედამიწის მმართველობას და აღადგენს სამოთხეს. იესო მოვიდა დედამიწაზე როცა მისი სამშობლო იყო დაპყრობილი და იჩაგრებოდა, მაგრამ მას არასდროს გაუმახვილებია ამაზე ყურადღება. და ამიტომაც არ მიიღეს იუდეველებმა, მათ უნდოდათ წინამძროლი, ვინც ხალხს გაუძღვებოდა რომაელებტან ბრძოლაში. მაგრამ მისი ქადაგების მთავარი თემა იყო ღვთის სამეფო. ასე რომ სამშობლო არ იყო საკრალური იესოსთვის, არც მისი დაცვისკენ მოუწოდა ვინმეს, არც ომში გაუძღვა და ა. შ. -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
afxazi |
Jun 13 2013, 06:01 PM
პოსტი
#253
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
G_saxva
ციტატა რა ქრისტიანობაზეა საუბრაი როცა ადამიანი თავის შვილს სისხლს არ უსხვას და სასიკვდილოდ იმეტებს ეს არაადამიანურობაა ქრისტიანობაზე საუბარიც ზედმეტია. და ეს არის უფლის მცნების აღსრულება ამათი ჭკუით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Mark |
Jun 13 2013, 06:03 PM
პოსტი
#254
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
ოფტოპიკები არ იყოს...
რამდენ კითხვებს აარიდეთ თავი, გენიოსებო? -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
G_saxva |
Jun 13 2013, 06:04 PM
პოსტი
#255
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
G_saxva და ეს არის უფლის მცნების აღსრულება ამათი ჭკუით. საერთოდ ყველაზე მარტივი წესი თუ როგორ უნდა მიხვდე არასწორი რელიგიის მიდევრებისა ისაა თუ როგორ ექცევიან მოყვას. იაღოველები სისხლს არ უსხვენ ბავშვებს და ისე კლავენ მუსლიმანები უდანაშაულო ხალხს უვარდებიან და ისე კლავენ. მართლაც სანატრელია მართლმადიდებლობა. ყველზე მეტად ის მაოცებს ასეთ ხალხში ადამიანურობა რა დონეზეა მკვდარი სხვის სიკვდილს უყურო და არაფერი გააკეთო. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
qetevano |
Jun 13 2013, 06:05 PM
პოსტი
#256
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
Mark |
Jun 13 2013, 06:18 PM
პოსტი
#257
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
qetevano შენ მაინც შეეცადე, რა იცი რა ხდება...
როგორ შეასრულებენ ქრისტიანები ამ ცნებას თუ ომში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს? ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის. ქრისტიანობა მშვიდობისმყოფელების რელიგიაა (მათ. 5:9) ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას. თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ. თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“. ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი. (რომ.12 17-21) -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
afxazi |
Jun 13 2013, 06:18 PM
პოსტი
#258
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Mark
მორჩი დემაგოგიას. შენთან პოლემიკა არავის უნდა აქ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Mark |
Jun 13 2013, 06:19 PM
პოსტი
#259
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
რას მელაპარაკები? არ გინდათ თუ არ შეგიძლიათ? მასეა, განსხვავებულ შედეგს არც ველოდი...
არც პოლიტიკაში ერეოდნენ ქრისტიანები (არა ნომინალურები):[b] იოან. 17:16: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე [იესო] არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“. იოან. 6:15: „იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი [იუდეველები] მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა მთაზე“. მოგვიანებით მან რომაელ მმართველს უთხრა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოან. 18:36). იაკ. 4:4: „მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (რატომ არის ეს საკითხი ასე სერიოზული? იმიტომ რომ, როგორც 1 იოანეს 5:19-ში წერია, „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“. იოანეს 14:30-ში იესომ სატანას „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა. აქედან გამომდინარე, სინამდვილეში ვის გავლენაში მოექცევა ადამიანი, თუ ქვეყნიერებაში რომელიმე ჯგუფს მიემხრობა?). რა პოზიცია ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით? რას ამბობენ ისტორიკოსები? „წარმართული სამყაროს მმართველებს არ ესმოდათ პირველი ქრისტიანების და კარგი თვალით არ უყურებდნენ მათ . . . ქრისტიანები უარს ამბობდნენ რომის მოქალაქეთა ზოგიერთი ვალდებულების შესრულებაზე . . . ისინი არ იკავებდნენ პოლიტიკურ თანამდებობებს“ („On the Road to Civilization, A World History“, ა. ჰეკელი და ჯ. სიგმანი, ფილადელფია, 1937, გვ. 237, 238). „ქრისტიანები ცალკე იდგნენ სახელმწიფოსგან და სასულიერო რასას ქმნიდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ქრისტიანებს, როგორც ჩანს, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მხოლოდ დადებითი გავლენის მოხდენა შეეძლოთ, რადგან პრაქტიკული საშუალებებით ცდილობდნენ მოქალაქეებისთვის ღვთისმოსაობის სულ უფრო მეტად ჩანერგვას“ („The History of the Christian Religion and Church, During the Three First Centuries“, ავგუსტ ნეანდერი, ნიუ-იორკი, 1948, გვ. 168). -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
qetevano |
Jun 13 2013, 06:19 PM
პოსტი
#260
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
Mark
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. თქვენ ასრულებთ ამ მცნენებს უკაცრავად? უფლის სახელი დასაცინი გახადეთ. ან მე-4 მცნების ასრულება სად გაქვთ? გეყოფა მართლა რა -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 01:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი