IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იესოს არამეული ენა
Otherguy
პოსტი Sep 12 2013, 01:07 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



რადგან აშკარაა, რომ იესო არამეულად საუბრობდა, მიკვირს, რომ თავიდანვე, ახალი აღთქმის არამეული ხელნაწერები დიდად არ იყო ეკლესიის მხრიდან მოწონებული და აღიარებული. წმ. ეფრემ ასურის და წმ. აფრაატის გარდა იშვიათად, რომ ვინმეს მხოლოდ არამეული ბიბლიით ეხელმძღვანელა.

არადა რაც მართალია მართალია - ყველაზე ახლოს იმასთან, თუ რას გულისხმობდნენ ნათქვამებში იესო და მისი მოციქულები, არამეულ ბიბლიაში შეგვიძლია ვნახოთ. როგორც არ უნდა იდეალურად ეთარგმნათ ბერძნულად, მაინც ხომ არამეულად იქნება ყველაზე ზუსტი?

ნუ ეხლა პეტრეს რომ პეტრე არ ერქვა ეგ ხომ ფაქტია. იესომ უწოდა მას კეფა, რომელიც ბერძნულად იყო პეტრე და შემდეგ შერჩა მას ეს სახელი. რატომ არ ეძახდნენ კეფა მოციქულს? რატომ ეძახდნენ სულ პეტრე მოციქულს? იესოს არასოდეს დაუძახია მოციქულისთვის პეტრე, არასოდეს. ის ეძახდა მას კეფას.

ან რომ წერია ლუკას 14:26-ში: "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას..."-ო, არამეულში ეგ სიტყვა ნიშნავს - "გვერდზე გადადება"-ს და რატომ არ შეიძლება ჩვენც ასე გავიგოთ? იესო სიძულვილს არასოდეს არ ქადაგებდა ისედაც.

ან ფრაზა მათეს 10:34-ში: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.", აქაც არამეული სიტყვები ასე პირდაპირ არ მიუთითებს ომების და მკვლელობების მოტანაზე. არამედ საუბარია იმაზე, რომ იესოს მოაქვს ადამიანებს შორის უთანხმოება და თავად ადამიანებში(ქრისტიანებში) ცხოვრების გაძნელება. რაც აისახა კიდეც ქრისტიანთა დევნაში შემდეგ საუკუნეებში.

უამრავი ამგვარი რთული ფრაზაა ახალ აღთქმაში, რომელსაც არამეული სიტყვების განმარტება თავისუფლად ხსნის. მიკვირს რომ არამეულით დაინტერესება ყოველთვის ძალიან მიზერული იყო XXI საუკუნის მანძილზე.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 29)
A.V.M
პოსტი Sep 24 2013, 01:23 AM
პოსტი #21


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ისე , სადმე ისწავლება ეს ენა?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 24 2013, 09:15 AM
პოსტი #22


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
საქართველოში დარწმუნებული ვარ რომ არა და მსოფლიოში იქნება biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 25 2013, 02:43 AM
პოსტი #23


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ციტატა
საქართველოში დარწმუნებული ვარ რომ არა და მსოფლიოში იქნება

დავიჯერო არავინ იცის საქართველოში ეს ენა?
(დაბალ დონეზე მაინც)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 25 2013, 09:25 AM
პოსტი #24


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
მეეჭვება ვინმემ იცოდეს. შეიძლება რამოდენიმე სიტყვა იცოდეს მაგრამ ისე რომ ისაუბროს დაბალ დონეზეც მაინც, საფუძვლიან ეჭვს გამოვთქვავ biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro sandro
პოსტი Mar 12 2014, 01:56 PM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 9-September 13
წევრი № 13,332



G_saxva
A.V.M
ციტატა
დავიჯერო არავინ იცის საქართველოში ეს ენა?
(დაბალ დონეზე მაინც)


საქართველოში მცხოვრებმა ასირიელებმა იციან არამეული ენა. მე ვარ ამის მოწმე როგორ საუბრობენ ამ ენაზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 12 2014, 03:12 PM
პოსტი #26


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sandro sandro
როგორ მიხვდი არამეული რომ იყო?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro sandro
პოსტი Mar 20 2014, 03:58 PM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 9-September 13
წევრი № 13,332



G_saxva
ციტატა
როგორ მიხვდი არამეული რომ იყო?


მე კი არ მივხვდი, თვითონ მითხრეს ასურელები ვართ და არამეულ ენაზე ვლაპარაკობთო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 21 2014, 09:23 AM
პოსტი #28


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(sandro sandro @ Mar 20 2014, 03:58 PM) *

G_saxva
მე კი არ მივხვდი, თვითონ მითხრეს ასურელები ვართ და არამეულ ენაზე ვლაპარაკობთო

აა გასაგებია ...


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გულთმისანი
პოსტი May 12 2014, 10:11 PM
პოსტი #29


ალექსანდრე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 94
რეგისტრ.: 8-May 14
წევრი № 13,702



აი ეს გადაცემა ვინმეს უბხია? (თუ უნახავს?)
http://www.youtube.com/watch?v=KCcKlsOb6LY

მე ერთმა კაცმა მთხოვა: გადამითარგმნეო. და მართალი თუ არიან ისინი, დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობს საქართველოში რომელიც არამეულ ენაზე საუბრობს


--------------------
და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი , ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გულთმისანი
პოსტი May 19 2014, 10:54 AM
პოსტი #30


ალექსანდრე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 94
რეგისტრ.: 8-May 14
წევრი № 13,702



ციტატა(Otherguy @ Sep 12 2013, 01:07 AM) *

რადგან აშკარაა, რომ იესო არამეულად საუბრობდა, მიკვირს, რომ თავიდანვე, ახალი აღთქმის არამეული ხელნაწერები დიდად არ იყო ეკლესიის მხრიდან მოწონებული და აღიარებული. წმ. ეფრემ ასურის და წმ. აფრაატის გარდა იშვიათად, რომ ვინმეს მხოლოდ არამეული ბიბლიით ეხელმძღვანელა.

არადა რაც მართალია მართალია - ყველაზე ახლოს იმასთან, თუ რას გულისხმობდნენ ნათქვამებში იესო და მისი მოციქულები, არამეულ ბიბლიაში შეგვიძლია ვნახოთ. როგორც არ უნდა იდეალურად ეთარგმნათ ბერძნულად, მაინც ხომ არამეულად იქნება ყველაზე ზუსტი?

ამ შაბათს საეკლესიო-სლავურ ენის კურსებზე ვიყავი rolleyes.gif და მასწავლებელმა მისი აზრი გამოთკვა ამ კითხვის შესახებ. მან თქვა რომ ახალი აღთქმის შემოქმედებიდ პერიოდში ბერძნული ენა იყო ერთად-ერთი ენა რომელშიც იყო შესაძლებელი სასულიერო ცნებებისათვის სასარგებლო სიტყვების მოძებნა. მაგალითათ აი ასეთი რამეს დაწერა უბრალოდ შეუძლებელი იყო არამეულად:

1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.
3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.
5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.

და ამაზე მეტად შეუძლებელი იყო აი ასეთი გამოთქმა:

14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.

უფრო ზუსტად - ასეთი გამოთქმა შესაძლებელი იყო, მაგრამ 100% არასწორად გაგებული იქნებოდა.


--------------------
და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი , ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2024 - 04:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი