IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს ეკლესიის ისტორია, ძირითადი ასპექტები და მიმოხილვა
KAIROS
პოსტი Mar 1 2009, 06:06 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აქ საკმაოდ ბევრი თემაა გახსნილი და ისინი საქართველოს მართლმადიდებელი და ავტოკეფალური, სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს ეხება, ეს იქნება ავტოკეფალიის მოპოვება, დაკარგვა და აღდგენა, კომუნისტების მიერ დევნა, ასევე აქვეა თემები ეკლესიის ზოგადი ისტორიიდან, პირველი ეკლესიები, დასავლეთის ქრისტიანული ისტორია და ა.შ.
აქ არის მსგავსი თემა, მაგრამ იმდენად გადატვირთულია სხვადასხვა მასალებით, და ერთმანეთისაგან დაშორებული თემებით, რომ აგადავწყვიტე გვქონდეს ერთი თემა, სადაც უბრალოდ, მონახაზებით და ქრონოლოგიის მიხედვით გვექნება საუბარი საქ. მართლ. ეკლესიაზე, ზოგადად შევეხებით პრობლემებს და მნიშვნელოვან პერსონაჟებს, ვნახავთ რა ვარაუდები არსებობს და რამდენადაა ესათუის იდეა ცნობილი სხვაგან...
...........
თარიღი - I საუკუნე
ადგილი - საქართველო,
საკითხი - ქრისტიანობა შემოსვლის ვარაუდები
1. გარდამოცემა "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით ( ამ ნაწილის ტექსტი იხილეთ აქ )

წყაროს ცნობით, ქართველი ებრაელები უნდა ჩასულიყვნენ იერუსალიმში, სინედრიონის მოხმობით" მოუწერა ანა მღდელმან იერუსალემით მამის მამისა ჩემისა ელიოზის თანა ესრეთ, ვითარმედ: „იგი, რომლისათჳს სპარსნი მეფენი ძღუნითა მოვიდეს, აღზრდილ არს იგი და ჰასაკსა საზომსა მიწევნულ არს, და თავსა თჳსსა ხადის ძედ ღმრთისად. მოვედით ყოველნი სიკუდილსა მისსა, რათა აღესრულოს მცნება მოსესი" ანუ უფლის სიკვდილით დასჯაზე დასასწრებად, "და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახუდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა და მათ მოიღეს მუნით კუართი უფლისა, ელიოზ მცხეთელმან და ლონგინოზ კარსნელმან"

პრობლემა----

ქართლის ცხოვრების და წმ. წერილის წინააღმდეგობები

წყარო არ გვეუბნება, ზუსტად როგორ მიიღეს კვართი, მოისყიდეს რომაელები და იყიდეს წილნაყარი კვართი? თუ თავად მიიღეს მონაწილეობა წილის ყრაში? როგორც წერს ლეონტი მროველი "ქართლის ცხოვრებაში"
თქმული მისი-ვე აბიათარ მღდელისა
კუართისათჳს უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესისა
http://www.orthodoxy.ge/istoria/qartlis_ts...roveli2-2.htm#1
ხოლო კუართი იგი უფლისა წილით ხუდა მცხეთელთა: წარმოიღო ელიოზ, და მოიღო მცხეთას"
წმიდა წერილში არსადაა დაწერილი, რომ ვინმე ებრაელს მიეღოს მონაწილეობა წილის ყრაში
მათე 27. 35. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი,"
მარკოზი 15:24 " და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინ-ძი რაჲ აღიღოს. "
ლუკა 23 : 34 " ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი"
და ყველაზე მნიშვნელოვანი
იოანე 19 : 23-24
" და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს."

შეგვიძლია თუ არა აქ "ერისგანთა" შორის ვიგულისხმოთ ჩვენი ებრაელები? ნაკლებად და აი რატომ, რადგან იქ აშკარად რომაელები მოქმედებდნენ და არა ებრაელები, თან ესენი იყვნენ სიკვდილით დამსჯელი სამხედრო რაზმი, და შესაბამისად კვართიც და სამოსელიც იქნა გაყოფილ მათ შორის, ასევე წერია რუსულშიც "Воины "
და ასევეა ლათინურ-ბერძნულ-ახალ ქართულშიც "ჯარისკაცებმა"

მაშ ასე უფრო სარწმუნოა, რომ პირდაპირ წილისყრაში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ჩვენს ებრაელებს,
და ამიტომაც მცდარია რომ წილი ურიებმა იგდეს და შეხვდაო ჩვენს ებრაელებს"ხოლო ოდეს კუართსა მას ზედა უფლისასა წილ იგდეს უღმრთო/თა ურიათა ჯუარ-ცმასა უფლისასა, და განგებულებამან ღმრთისამან მიახუედრა მცხეთელთა ურიათა" არც წმ. წერილი და არც განმარტებელები არ ამბობენ ამას , პირიქით წმ. წერილის მიხედვით
რომაული ასეული იყო იქ "მათე 27:54. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს.." ეს შემდგომში წმ. მოწამე ლონგინოზ ასისთავია, მაშინ იგი წარმართი რომაელი მეომარი ლონგინოზი
ასე რომ უფრო სავარაუდოა, რომ მერე გამოისყიდეს რომაელთაგან, რატომ არ ვიცით, ალბათ ან კვართის სილამაზის გამო, როგორც წერია ქართლის ცხოვრებაში "ხოლო ვითარცა იხილა ადერკი მეფემან წმიდა კუართი
იგი, სთნდა უკუე ფრიად შუენიერებისა მისთჳს მისისა სამოსელი იგი შეემოსა შეგინებულსა მას გუამსა თჳსსა"

თუმცა ეს არასწორია, უფალს არ ეცვა რაიმე განსაკუთრებული და მდიდრული, რომ მეფეს გარეგნულად მოწონოდა, ადერკ მეფის მისი მოხიბვლა ალბათ ამ სამოსლის მისტიურმა ისტორიამ ( იყო რა ვინმე მოკლული წინასწარმეტყველის და უცნაური გარდაცვალება სიდონიასი) განაპირობა, ამასვე წერს თეოფილაქტე ბულგარელი და სხვა განმარტებელები პირდაპირ წერენ უფლის უბრალო სამოსლის შესახებ"Иоанн, чтобы показать, что таков именно был хитон, сказал, что он "весь тканый сверху", то есть соткан от начала и сверху донизу. Указывает же этим замечанием на бедность одежд Христовых"
http://www.rusbible.ru/books/in.fb.html#cite-274
ან უბრალოდ სამახსოვროდ წამოიღეს... ეს გახსნილი საკითხია...

გაგრძელება იქნება smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 39)
marine
პოსტი Dec 3 2014, 09:40 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა იოანე ხომ ღვთისმშობლის შვილობილია, ისე როგორც საქართველო, ამიტომ იმასაც ამბობენ, რომ ბოლო ჟამს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი საქართველოში იქადაგებსო".

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2014, 06:18 PM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხდებოდა ქართველებისათვის ჯერ კიდევ უცხო, "ჰრომთა სჯულის" (ანუ რომაელთა რჯულის - ასე მოიხსენიება უძველეს ქართულ წყაროებში ქრისტიანობა) დანერგვა ადგილობრივ ნიადაგზე, მისი გამშობლიურება".

"წარსულს ნუ გავაიდეალებთ. ზნეობრივი განსაცდელი ხშირად იყო საქართველოში. ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციაც სწორედ ის არის, რომ ამ გასაჭირის დაძლევაში დაეხმაროს ხალხს".

/ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ჩხარტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2014, 01:24 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ არ გვაშინებს, ქართველმა, თავისი სარწმუნოებისთვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვისი სარწმუნოებისაც".

/წმ. ილია მართალი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2015, 09:34 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"... ახლა რამდენიმე სიტყვით იმის შესახებ, შეეხო თუ არა ხატთმბრძოლობის ერესი ქართულ ეკლესიას, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში (725-843) მძვინვარებდა ბიზანტიის ეკლესიაში.

არავითარი ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოში ხატები და მათი თაყვანისცემა, როგორც კერპთაყვანისმცემლობა აკრძალული იყო, არ მოგვეპოვება.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში საქართველოს ეკლესია აღმოსავლეთში ერთადერთი იყო, რომელსაც ხატების თაყვანისცემა არ უარყვია..."

/"ქრისტიანული ეკლესიის ისტორია" გვ. 405/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2015, 11:20 PM
პოსტი #25


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართლისა მშვიდობისა, საზღვართა განმაგრებისა, მეფეთა და მთავართა დაწყნარებისა, მტერთა გარე-მიქცევისა, ტყვეთა მოქცევისა, ჟამთა დაწყნარებისა, ქრისტიანობის დამტკიცებისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ", - მხურვალედ ლოცულობდნენ ქართველი ბერები სინას მთაზე".

/საქართველოს ეკლესია X - XI საუკუნეებში

"ქრისტიანული ეკლესიის ისტორია" გვ. 429/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2015, 03:58 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეორე მსოფლიო ომი. ფაშიზმის მძვინვარება, ეკლესია მამულის სადარაჯოზე დგება.

1941 წლის 24 ივნისს კათოლიკოს-პატრიარქი [კალისტრატე (ცინცაძე)] ხელქვეითებს ავალებს, ყოველი წირვა-ლოცვისას დიდ კვერექსში "მენავეთა, მოგზაურთა" შემდეგ ჩართონ სიტყვები: "უფალმა ღმერთმა მისცეს მხედრობასა ჩვენსა ძალი შემუსვრად მტერთა..."

/"კარიბჭე" N12, 2015, გვ. 64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2015, 11:04 PM
პოსტი #27


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“კიდევ ერთი დოკუმენტი. 1942 წლის 6 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქი [კალისტრატე ცინცაძე] წერილს უგზავნის საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, სახალხო კომისართა საბჭოს და ულოცავს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ოცდაერთ წლისთავს, თანაც დასძენს: „ვსასოებ, ადრე და მალე მოგელოცოთ მტრებზედ სრული გამარჯვება და სამშობლოს მათგან განწმენდა“.

ეკლესია მატერიალისტურადაც ეხმარება არმიას, ამიტომაც იმსახურებს მთავარსარდლის მადლობას.

благодарю верующих и духовенство грузинского каталикосата за заботу о Красной армии.

Примите мой привет и благодарность Красной армии.
И. Сталин

1945 წელს კათოლიკოს-პატრიარქი 200 000 მანეთს უგზავნის გმირ წითელ არმიელებს და კვლავ სტალინის მადლობა.

როგორც ხედავთ, უმძიმეს დღეებში ეკლესია ხალხის და ხელისუფლების გვერდით დგას“.

/"კარიბჭე" N12, 2015, გვ. 64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2015, 02:41 PM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



პროტოპრესვიტერი იასონ კაპანაძე
1874-1962

"...1922 წლის მარტში, დღემდე გავრცელებული ვერსიის თანახმად, დეკანოზმა იასონმა წაიღო გენუის კონფერენციაზე კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) მიერ შედგენილი მემორანდუმი, რასაც 1923 წლის იანვარში მთელი საკათალიკოსო საბჭოს დაპატიმრება მოჰყვა.

სასამართლო გაიმართა 1924 წლის 10-19 მარტს ნაძალადევის თეატრში. სასამართლოზე მყოფი ყველა სასულიერო პირი, კათოლიკოს ამბროსის გარდა, აცხადებდა, რომ არაფერი იცოდა მემორანდუმის გაგზავნის შესახებ..."

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2015, გვ. 19/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2015, 10:51 PM
პოსტი #29


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...აქაური ეკლესიაც ანდრია პირველწოდებულის დაფუძნებულია სვიმონ კანანელთან ერთად. ყოველივე ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ანდრია მოციქული ღვთისმშობლის დავალებას ასრულებდა, ღვთისმშობლისთვის ხვდომილ საქმეს ასრულებდა ანუ საქართველოს საპატრიარქო ტახტი დედა ღვთისას დადგენილია ანდრია პირველწოდებულის ხელით. საქართველოს ეკლესია ღვთისმშობლის მიერაა შექმნილი ..."

/ისტორიკოსი გაიოზ მამალაძე
"კარიბჭე" N18, 2015, გვ. 5/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 2 2015, 10:52 PM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესია, სადაც უნდა ყოფილიყო ის, ავტოკეფალური იყო. ამიტომაც საქართველოს ეკლესიაც დაარსებისთანავე თავისთავადია"

/მიტროპოლიტი ანანია ჯავარიძე, საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია
"კარიბჭე" N18, 2015, გვ.5/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2015, 07:06 PM
პოსტი #31


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტეს შობიდან VI საუკუნე იდგა. ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში უფლის ეკლესიას ცრუ სოფელმა ათასგვარი საცდურის ცეცხლი შეუნთო. ზოროასტრის მიმდევარნი, მონოფიზიტნი თუ მწვალებელნი თავისკენ მიიზიდავნენ მრავალ ქართველს, "ახალნერგთა ქრისტეს სარწმუნოებაში".

სწორედ მაშინ შეგვიწყალა დედაღვთისამ და ჩვენს სამშობლოს წარმოუგზავნა ცამეტი ნათელი სვეტი, ცამეტი ღირსი მამა, რომელთაც გაამყარეს და ფეხზე დააყენეს ქრისტეს სარწმუნოება ქართველთა შორის".

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 23, გვ. 98/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2015, 07:01 PM
პოსტი #32


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1922 წელს გენუაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც მემორანდუმით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბოსიმ (ხელაიამ). ამ დოკუმენტში მხილებული იყო ბოლშევიკური რუსეთის ანტიქართული პოლიტიკა.

და აი, საჯარო დაკითხვისას კალისტრატე ცინცაძეს ჯიქურ მიმართავენ:

- ცნობთ თუ არა ამბროსი ხელაიას დამნაშავედ?

დარბაზი გაირინდა. პასუხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და აი, ამბობს უწმინდესი კალისტრატე:

- საეკლესიო წესდების მიხედვით, მორჩილს უფლება არ აქვს, ზემდგომის საქციელი განსაჯოს. კათოლიკოსი კი ჩემი წინამძღოლი და ზემდგომია".

/"კარიბჭე" N26, 2015, გვ.58/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2016, 09:03 PM
პოსტი #33


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს ეკლესიის ისტორია ერის ისტორიასთან არის შესისხლხორცებული. ჟამთა სიავემ ვერ შეძლო მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა".

/"კარიბჭე" N27, 2015, გვ.40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 21 2016, 09:29 PM
პოსტი #34


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იოანე ბაგრატიონი თავის "კალმასობაში" მოგვითხრობს ფერარა-ფლორენციის კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა შესახებ. თურმე საქართველოდან კრების დამსწრე ახტალელ ეპისკოპოს დანიელსა და თავად ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს ხელი არ მოუწერიათ კრების დადგენილებაზე, "ხოლო იმერეთის ეპისკოპოსმან იაკობ შემოქმედელმან მოაწერა ხელი".

საერთოდ, იოანე ბატონიშვილის აზრით, საბერძნეთიდან და რუსეთიდან ჩასულ სამღვდელოებას ხელი მოუწერია კრების აქტებისთვის: "მოაწერეს ხელი ბერძენთა და რუსთა, გარნა ანტიოხიისა პატრიარხმან არა მოაწერა ხელი, არცა ქართველმა ეპისკოპოსმან ახტალისამან დანიელმან..." თუმცა კრებიბს დამთავრების შემდეგ უკან დაბრუნებულ ბერძნებს (იმპერატორსა და პატრიარქს და სხვებს) უარუყვიათ ამ კრების დადგენილებანი.

ახტალის საეპისკოპოსო კათედრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ქართლის საკათალიკოსოში, მდებარეობდა ქვემო ქართლში (ამჟამად სომხეთის საზღვრებშია), ხოლო "იმერთა ეპისკოპოსი იაკობი", ალბათ, შემოქმედელი ეპისკოპოსი, აფხაზეთის ("ქვემო ივერიის") საკათალიკოსოდან იყო გაგზავნილი ფერარა-ფლორენციის კრებაზე. იბერიის მეფეს თავის სახელმწიფოში შემავალი ორივე საეკლესიო ერთეულის წარმომადგენლები მოუვლენია კრებაზე".

/"კარიბჭე" N11, 2008, გვ.37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2017, 10:18 PM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ეკლესია წააგავს ახლადგანკურნებულ ავადმყოფს, რომელსაც ფეხები იმდენათ არ გამაგრებია, რომ მას საშიშროება არ მოელოდეს დაუხმარებლად სიარულის დროს. საჭიროა მხარში ამოდგომა, დახმარება, რომ მთელი საუკუნის განმავლობაში სიდამბლეში მყოფი და ახლადგანკურნებულ და ფეხადგმული ეკლესიამ შეიძლოს გამოიჩინოს ის ცხოველმყოფელი ძალა და უნარი მოქმედებისა, რომლითაც ის განთქმული იყო ძველად. იოანე კესარიელი იტყვის თავის “ფიზიოლოგიაში” იმ ერთნაირ ხვლიკზე, რომელიც დაბერდება და კბილებ ჩაცვინული ხდება და მღვიმეში სძინავს. ასი წლის შემდეგ ის გამოდის მზეზე, მისი ყვითელი კანი ლურჯად აბრწყინდება, კბილები ამოუდის და ახალგაზრდავდება. საქართველოს ეკლესიაც ასი წელიწადი დამწყვდეული იყო მოუძლურებული, მოქმედების უნარისაგან გაძარცული, მაგრამ ახლა მას მოხვდა მზის სხივები და ისიც გადახალისდებაგაბრწყინდება. ეს მოხდება მხოლოდ ჩვენის მეოხებით და ხელშეწყობით."

/წმ. აბროსი ხელაია
"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი -20 მარტი, გვ. 180-181/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2017, 06:57 PM
პოსტი #36


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენს უიმედობაზე ღმერთი მოგვიგებს იმაზე მეტს, გვანუგეშებს უფრო მეტად და საგრძნობელად, ვინემ ანუგეშა წინასწარმეტყველი ილია, როდესაც ის ისრაელთა ურწმუნოებისა გამო აქაბის დროს სასოწარკვეთილებაში შთავარდა. “დამიტევებიეს ისრაელისა შვიდი ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრიკნეს მუხლნი მათნი ბაალს” (3 მეფეთა, 19,18). თუ ღმერთმა მაშინ ილიას უთხრა ეს სიტყვები, რომ არიან კიდევ შვიდი ათასი მორწმუნენიო, ახლა ის მიგვითითებს ამ სვეტიცხოველის და სხვა ტაძრების დღეობების დროს ზღვა მლოცველებზე, რომელთაც ქედი არ მოუხარეს ახლანდელ ურწმუნოებას და უღმერთობის ქადაგებას."

/წმ. ამბროსი ხელაია
"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 მარტი, გვ.200/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2018, 08:26 PM
პოსტი #37


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ შექმნილი ვითარება და ვიმოქმედოთ ისე, რომ შთამომავლობამ საყვედურით არასდროს გაიხსენოს 1960 წლის 11 იანვრის სინოდის სხდომა თავისი გადაწყვეტილების გამო", - ეს სიტყვები ბოდბელ მიტროპოლიტ დიმიტრის (იაშვილი) უთქვამს უწმინდესი მელქისედეკ მესამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებოდ მოწვეულ წმინდა სინოდის სხდომაზე.

მასვე, წმინდა სინოდის ყველა წევრის სახელით, წინადადება შემოუტანია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრედ დაესახელებინათ მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე). ჩვენი ვარაუდით, ხელისუფლების დაკვეთას საკადრისი პასუხი რომ გასცემოდა, მეუფე ეფრემის კანდიდატურას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი წმინდა სინოდის მთელმა მაშინდელმა შემადგენლობამ მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) ჩათვლით, რომელიც, განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკის ანდერძის თანახმად, მის კანონიერ თანამოსაყდრედ ითვლებოდა. ეს ჟესტი ღვთის კეთილი ნების გამოვლენა გახლდათ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს საქართველოს ეკლესიის ისტორიას."

/"კარიბჭე" N5, 2010, გვ. 46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2019, 09:06 PM
პოსტი #38


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია. საქართველოს ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო. ეკლესიის მოღვაწეობა რომ არ ყოფილიყო, დღეს ვინ ვიქნებოდით, არ ვიცი".

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2019, გვ.3/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 26 2019, 08:32 PM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველი ერი იცავს სარწმუნოებას შეურყვნელად. ეს არის ეკლესია, სადაც არასოდეს დამახინჯებულა ჭეშმარიტი სარწმუნოება, არასოდეს ყოფილა მწვალებლობა. ეს არის ეკლესია, რომელიც მიუხედავად უმძიმესი ისტორიისა, ყოველთვის ერთგული იყო ღვთისა. ჩვენი ხალხი თავს სწირავდა, მაგრამ სარწმუნოებას არ თმობდა".

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N21, 2019, გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2019, 05:19 PM
პოსტი #40


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რა იქნებოდა საქართველო ქრისტიანობის გარეშე?! ჩვენ ვიცავდით ქრისტიანობას და ქრისტიანობამ გადაგვარჩინა ჩვენ!"

/ილია მეორე
"კარიბჭე" N7, 2019, გვ.47/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 09:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი