IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რომელი ეკლესიაა ჭეშმარიტი?
esre ars cheshmariteba
პოსტი Aug 28 2014, 09:57 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო უფლის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას, რომელიც არის ყოვლად დაუძლეველი და არ იყო დრო როცა უფლის ეკლესია არ იყო! ვგულისხმობ 1 საუკუნიდან დღემდე.

სამწუხაროდ დღეს ბევრს აქვს პრეტენზია რომ მისი ეკლესია არის ჭეშმარიტი და უცთომელი, მაგრამ ეკლესიის ჭეშმარიტებას განსაზღვრავს არა ადამიანი , არამედ უფლის სული , რომელიც არის ჭეშმარიტ ეკლესიაში და თვით ყოველ ჭეშმარიტ ქრისტიანში!

მაშ სად არის ქრისტეს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია? ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია იბადება იქ სადაც ეძიებიან უფლის სიტყვას და სადაც იცავენ უფლის მცნებებს. რატომ იბადება? დღეს აცხადებენ კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც რომ ისინი არიან მემკვიდრენი და ხელდასხმულნი თვით მოციქულთაგან და მათი უწყვეტი ჯაჭვი მოდის უფლის 12 მოციქულიდან... თუ ეს მართლაც ასეა მაშინ გამოდის რომ ჭეშმარიტი ეკლესია ეს არის მზა პროდუქტი რომელიც შენ უბრალოდ უნდა მიიღო, რადგან განა ყოველ საუკუნეში არ იყო აღიარებული რომ მართლმადიდებლური ეკლესია ეს იყო ჭეშმარიტი და უცთომელი ეკლესია? ვენდოთ აღიარებას? თუ თავად მართლმადიდებლებმა აღიარეს თავიანთი უცთომელობა , მაშინ ეს გამოდის ამპარტავნება და ყოველი გონიერი ადამიანი მიხვდება , რომ თვითაღიარება არ არის საკმარისი და თუ ქვეყნიერებამ აღიარა, მაშინ გამოდის რომ მთლიანად მცთარია მართლმადიდებლობა , რადგან თუ ქრისტე არ მიიღო ქვეყნიერებამ და თუ მოციქულთა პირველი საუკუნის ეკლესია სექტად შეირაცხა , მაშ როგორღა უნდა იყოს ქვეყნიერების მიერ აღიარებული ეკლესია ჭეშმარიტი? ლოგიკურია რომ ქვეყნიერებას სძულს ქრისტე და მისი ეკლესიაც , ამიტომ იმის მტკიცება რომ მართლმადიდებლობა ანდა კათოლიკობა ეს არის ჭეშმარიტი და უცთომელი , აზრს მოკლებულია. დღეს არსებული სექტები არ არის ახალშობილი ეკლესია , ეს ის სექტებია სადაც ჭეშმარიტება არის დაფლული. ჭეშმარიტება _ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ყოველთვის იყო დიახ ყოველ საუკუნეში, უბრალოდ ის არასოდეს იყო ქვეყნიერების მიერ აღიარებული და სწორედ ამიტომ არ ჩანდა , რადგან ღვარძლმა მოაშთო იგი! ამიტომ ბრძანა უფალმა რომ ერთად იზარდონ დაე ... და ბოლოს მოხდეს მათი ერთმანეთისგან განცალკევებაო.

ეკლესია მუდამ მზად არის რომ მიიღოს ყოველი მაძიებელი ადამიანი, რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას! იესოს ბოლო ჟამის ეკლესია აქ არის დიახ აქვე ძალიან ახლოს თითოეული ჩვენგანის მიღმა , მას პოვნა უნდა, ის ძვირფასი მარგალიტია რომელიც უნდა იპოვო და დაიმსახურო!



იესოს ბოლო ჟამის ეკლესია !!!! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(40 - 42)
marine
პოსტი Jan 29 2022, 07:08 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,125
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა იოანე ოქროპირის აზრით, ეკლესიაში ჭეშმარიტების თავისუფალი კვლევა უნდა სუფევდეს. ეკლესია მხოლოდ ამოწმებს ქრისტიანის პირად აზრებს, რამეთუ გამოდის არა ლოგიკური წინაპირობებიდან, არამედ შინაგანი, ინტუიციური წვდომიდან ღვთაებრივ ჭეშმარიტებათა არსში".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2022, 11:54 AM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,125
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იქნებ რომელიმე თქვენგანს ეჭვი ეპარებოდა იმ ეკლესიის ჭეშმარიტებაში, რომელსაც ნათლისღების მადლით ეკუთვნის, ან თანაუგრძნობდა სექტანტებსა და ეკლესიდან განდგომილებს? იქნებ სხვაც აუღელვებია ჭეშმარიტებას საკმაოდ დაშორებული მსჯელობით. ძალიან ბევრი უნდა იცოდე, ბევრს გრძნობდე, ბევრი გესმოდეს, რომ უფლება გქონდეს არა მარტო მხილებისა, არამედ საერთოდ, ეკლესიაზე მსჯელობისა. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, რომ დავკარგეთ შიში და ისე გავკადნიერდით, რომ ვბედავთ ეკლესიის ბედიღბალზე მსჯელობას"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2022, 04:25 PM
პოსტი #43


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,125
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არც ერთ რელიგიაში არ არის ცოდვების გამომსყიდველი, მხოლოდ ქრისტიანობაში არის შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის, "რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ჯვარს ეცვა ჩვენთვის". და როცა მუსულმანები, იუდაიზმის მიმდევრები და სხვები სათანადო პატივს არ მიაგებენ ღმერთის ძეს, რომელიც ქრისტეს და ქრისტიანთა დევნისათვის ათასგვარ დიდებას ჰპირდებიან თავიანთ მრევლს, როგორ შეიძლება ქრისტეს მამა მათი მამაც იყოს. ამაზე თვით უფალი იესო ქრისტე პასუხობს იუდეველებს: "ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, გეყვარებოდით, რამეთუ მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან წარმომგზავნა. თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდან და არაა მასში ჭეშმარიტება, რადგან ცრუია იგი და სიცრუის მამა".

თუ მართლა გვწამს ღმერთი, მაშ ყური მივუგდოთ მას და აღარასოდეს არ ვთქვათ, რომ ჩვენი და სხვა რელიგიების ღმერთი ერთი და იგივეა.

ჭეშმარიტება ერთია: არსებობს სამპიროვანი ერთარსება ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა ღმერთი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 05:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი