მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვა |
marine |
Sep 29 2016, 10:32 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,140 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნუ დავიზარებთ სულიწმინდის მადლით გაჯერებული, მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვას, რადგან ნათქვამია: "მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი". ყოველი ადამიანი, რომელიც სუფთა გულით კითხულობს საღვთო წიგნებს, უდიდეს შემეცნებას მიიღებს უფლის შესახებ. ამიტომაც მთელი ძალით ვეცადოთ, არ დავიზაროთ ეს სათნო და კეთილი საქმე, განუშორებლად დავუმეგობრდეთ ლოცვასა და წიგნს, რათა საღვთო ნათლით განათდეს ჩვენი გონება და ყოვლად სრული და უნაკლო იყოს იგი.
შეისისხლხორცე ლოცვა და წიგნის კითხვა მარადის, რადგან რამდენადაც შეიყვარებ ღმერთს კითხვითა და ლოცვით, იმდენად იკურთხება შენი სხეული, სული და სამშვინველი. რაკი უწყი ამხელა მადლის შესახებ, ნუ დაიზარებ ამ სათნო საქმის აღსრულებას, მოუწყინებლად ითხოვდი ღვთისგან, მოგცეს ძალა და შეგეწიოს ამ კეთილ საქმეში". /წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 27 2024, 09:34 PM
პოსტი
#101
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,140 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნები სულიერ სამყაროს აღწერენ, ლოცვას კი ადამიანი ამ სამყაროში შეჰყავს.
მათ, ვინც ლოცულობს, ბერები უპირატესად ლოცვის შესახებ წიგნების კითხვას ურჩევდნენ" /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 28 2024, 07:32 PM
პოსტი
#102
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,140 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამაო, მამათა წიგნების კითხვას მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე ლოცვას.
- ნაკლები იკითხე, ხოლო მეტი დრო საკუთარი თავის მეთვალყურეობასა და იესოს ლოცვას დაუთმე. სხვაგვარად, მხოლოდ სულიერი საკითხავით, თუკი კაცი არ იღვწის და საღვთო ჩარევას, ღვთის მადლს, არ ითოხვს, უნაყოფო რჩება. მამათა წიგნების კითხვა გვეხმარება, როცა ამას ლოცვის წინ ვაკეთებთ. ამიტომ იკითხე იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ შენში ლმობიერება აღძრას და ლოცვისთვის შეგაგულიანოს" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 05:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი