მრისხანება, მრისხანებაა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მრისხანება, მრისხანებაა |
Alterego |
Mar 1 2016, 05:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის?
|
G_saxva |
Mar 7 2016, 09:40 AM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
Alterego
ციტატა მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის? არაა ყველა ახალ კითხვაზე გახსნა ახალი თემა მითუმეტეს როდესაც მსგავს საუბარი უკვე მიდის სხვა თემაში. ჯერ გადახედე და მერე გახსენი თემა. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
Apr 10 2016, 09:06 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუმცა ღვთის რისხვა არ უნდა გავიგოთ ადამიანური რისხვის ანალოგიურად, როგორც სიძულვილისა და შურისძიების სურვილი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 13 2016, 04:50 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია მრისხანების გამოვლენა, ეს ადამიანი ყოვლად უნიათოა და არაფრის მაქნისია. ადამიანს სიყვარულთან ერთად აუცილებლად უნდა შეეძლოს მრისხანების გამოვლინება. ეს პრაქტიკამაც აჩვენა. თუ შვილს არ უბრაზდები, მხოლოდ "შენ გენაცვალეთი" ზრდი, ის შვილი შეიძლება საშინელებად ჩამოყალიბდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ. ამის მაგალითები გვაქვს სახარებაში.
ქრისტეს შეეძლო მრისხანება? - დიახ, შეეძლო, როცა ტაძარს შეურაცხყოფდნენ მყიდველ-გადამყიდველები, ხმაურობდნენ, ალიაქოთი შექმნეს, უფალმა სახრე გააკეთა თოკისაგან და გამოყარა ისინი. წარმოგიდგენიათ? არა მარტო გამოყარა, მათ მაგიდებიც, სადაც ეს ყველაფერი ელაგა, ხელით აუყირავა. იმედია, ხვდებით, რომ ქრისტეს არ შეუცოდავს, რადგან იგი ღმერთია. დასკვნა ასეთია - მრისხანება არ არის ცოდვა, როგორც ასეთი. აბა, მრისხანება რომ სასიკვდილე ცოდვაა? მაგრამ ის მრისხანებაა სასიკვდილე ცოდვა, რომელსაც ყოველთვის ადამიანებში თან ახლავს სიძულვილი, რადგან ხშირად ჩვენში არსებული მრისხანება იკვებება სიძულვილისაგან და არა სიყვარულისაგან". /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 13 2016, 06:01 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„იმისათვის, რომ შენ იყო ქმედითი, ცოცხალი ქრისტიანი, შენში უნდა იყოს არა მხოლოდ ცოცხალი სიყვარული, არამედ მაცოცხლებელი მრისხანება, რომელიც ქრისტეს ჰქონდა, რომელიც აქვს ღმერთს“.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 9 2016, 10:59 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ის რბილი ადამიანი იყო და არ მახსოვს, ოდესმე გაბრაზებულიყო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 29 2016, 08:04 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მრისხანე ხარ? შენი ცოდვების მიმართ იყავი მრისხანე, სცემე შენს სულს, ჰგვემე შენი სინდისი, იყავი მკაცრი მსაჯული და მრისხანე მტანჯველი შენი საკუთარი ცოდვებისა - აი, მრისხანების სარგებელი, ამისთვის დანერგა იგი ღმერთმა ჩვენში".
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 27 2017, 11:07 AM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არავის არ უნდა მივმართოთ მბრძანებლური ტონით. თუ გულში რისხვა გაგვიჩნდა, უნდა ვეცადოთ მის მოთოკვას, რადგან რისხვა ბოროტისგან არის და არა ღვთისგან."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 17 2017, 07:32 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- წამიკითხავს, თუ გასაბრაზებელია, უნდა გაბრაზდე, მაგრამ ისე, რომ სიმშვიდე არ დაკარგოო. გაბრაზება ხომ უკვე სიმშვიდის დაკარგვაა?
- ვისაც გაბრაზება არ შეუძლია, მკვდარია. განა შეიძლება უზნეობაზე შინაგანად არ ამბოხდე? ყველაზე უკეთესი მაგალითი გარეგნული მრისხანებისა, მაგრამ შინაგანი სიმშვიდისა ის შემთხვევაა, როცა მშობელი უბრაზდება შვილს. დავტუქსავთ პატარას პედაგოგიური მოსაზრებით, შევაშინებთ, თვალებით ვანიშნებთ, რომ ასე აღარ მოიქცეს... შინაგანად გვიყვარს იგი და ვეფერებით, მაგრამ გარეგნულად სიმკაცრეს, გაბრაზებას ვავლენთ." /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 26 2017, 12:14 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამბავი რისხვისგან სასწაულებრივი განკურნებისა
"წმინდა ტიხონ ზადონელს ფიცხი ხასიათი ჰქონდა. ის ხშირად მრისხანებდა ადამიანებზე, მერე ინანიებდა და კვლავ რისხავდა. თავის სისუსტეს სხვებზე მეტად გრძნობდა და უფალს ევედრებოდა, დაეხსნა მრისხანებისგან. მართლაც, ღვთის განგებულებით, მოხდა ისეთი რამ, სამუდამოდ რომ დათრგუნა მისი რისხვა, გულშემუსვრილებასა და სიმდაბლეში მოიყვანა. ერთხელ ღმერთს ბევრი ევედრა, ავადმყოფობა მომივლინე, რისხვისგან რომ განმკურნოსო. ამ დროს ჩაეძინა და ძილში იხილა: ვითომ ტაძარში დგას, მღვდელს კი საკურთხევლიდან ყრმა გამოჰყავს, რომელსაც მოსასხამი მოსავს. წმინდა ტიხონი მღვდელს ეკითხება, ბავშვს რა ჰქვიაო. მღვდელი პასუხობს: ბასილიო (რაც ბერძნულად "მეფეს" ნიშნავს). მაშინ ტიხონი ბავშვს მოსასხამს ხდის და მარჯვენა ლოყაზე კოცნის. ამ დროს ყრმა მარჯვენა ხელით მარცხენა ლოყაში ისე ურტყამს ტიხონს, რომ ის ტკივილისგან ყვირის და იღვიძებს. ტიხონმა იგრძნო, სხეულის მთელი მარცხენა მხარე სტკიოდა. მან მადლობა შესწირა ღმერთს და მას შემდეგ აღარავიზე და აღარაფერზე მრისხანებდა." /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 13 2017, 10:06 AM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - გერონდა, აღშფოთებას ეგოიზმი იწვევს?
- ყოველთვის არა. მართალი, წმინდა მრისხანებაც არსებობს. მოსე წინასწარმეტყველს ხელის სჯულის ფიცარი ეკავა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ებრაელები ოქროს კერპს ეთაყვანებოდნენ, წმინდა მრისხანებაში ჩარდა, სჯულის ფიცარი მიწას დაანარცხა და დაიმტვრა. შეიძლება, ადამიანი გაბრაზდეს, აღშფოთდეს, იყვიროს, მაგრამ ამისთვის სერიოზული სულიერი მიზეზი ჰქონდეს. მას გულში ბოროტება არ აქვს და ზიანსაც არავის აყენებს. "განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ", - დავით წინასწარმეტყველი განა ასე არ ამბობს?" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 18 2017, 12:35 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - გერონდა, დღეს ადამიანები ასე ადვილად რატომ ღიზიანდებიან?
- დღეს ბუზებიც კი ღიზიანდებიან! სიჯიუტისა და დაჟინების გამო. ადრე, ბუზს ხელს რომ აუქნევდი, მიფრინავდა. ახლა ჯიუტად ზის... მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენს დროში ზოგიერთი საქმიანობა ბუნებით მშვიდ ადამიანსაც კი ნერვიულად აქცევს". /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 24 2017, 02:25 PM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შეკავებული რისხვით"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 4 2017, 03:10 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვთქვათ, ვინმე გაღიზიანებს. ყოველდღიურად შეეცადე, რომ არ გაღიზიანდე. დასაწყისისთვის, თუნდაც - არ შეიმჩნიო, რომ ის გაღიზიანებს, ნუ ესვრი მრისხანე მზერებს, დაე, ხმა ნუ აგითრთოლდება, შეეცადე მშვიდად ისაუბრო - და შენ დაინახავ, როგორი ტანჯვაა ეს.
გაცილებით იოლია - თავიდან მოიშორო იგი, კადნიერი სიტყვებით გაუმასპინძლდე, ეუხეშო - და მაშინვე გეამება, რადგანაც დემონი, რომელიც გაღიზიანებას აღაგზნებს სულში, თავის ზეწოლას შეასუსტებს. ის ელოდება, როდის შევცოდავთ, როდის შევტოპავთ სიბინძურეში - და მაშინ ცოტათი მოუშვებს მარწუხებს. ხოლო შემდეგ, ისევ თავიდან დაიწყება ეს დაუსრულებელი თამაში: ის ჩვენ გვაღიზიანებს, ჩვენ მრისხანებას ამოვანთხევთ, თავს უკეთ ვიგრძნობთ. ხვალ ისევ გვაღიზიანებს და ასე, დაუსრულებლად. და ეს გაგრძელდება არა მხოლოდ სიკვდილამდე, არამედ სიკვდილის შემდეგაც, რადგანაც ჩვენს გაღიზიანებას - იქაც წავიღებთ, იმქვეყნად. და ამ ტანჯვის განცდა, დავუშვათ გაღიზიანებისა - ხოლო ასეთი ტანჯვები ურიცხვად გვაქვს - მოგვიწევს მარადიულად. სწორედ ამას ქვია მარადიული ცეცხლი, სწორედ ამას ქვია ჯოჯოხეთი. /დეკ. დიმიტრი სმირნოვი/ "ხოლო ქრისტემ, სხვა გზა შემოგვთავაზა: საერთოდ გავთავისუფლდეთ გაღიზიანებისგან, მივაღწიოთ ისეთ სულიერ მდგომარეობას, როცა არაფერი გვაღიზიანებს - არცერთი ადამიანი, არც ამინდი, არც დაბალი ხელფასი, არც ის, რომ ფეხსაცმელი გაგვიცვდა, საერთოდ არაფერი - როდესაც გაწონასწორებულნი და მშვიდნი ვართ. და არა იმიტომ, რომ მზად ვართ ყველაფერს მივაფურთხოთ, არამედ იმიტომ, რომ მოთმინების საშუალებით სიმდაბლეს მივაღწიეთ. როგორ მიიღწევა გამარჯვება, დავუშვათ - გაღიზიანებაზე? მხოლოდ მოთმინებითა და ლოცვით, მხოლოდ მუდმივი თავშეკავებით: «მოვკვდები და არ გავღიზიანდები!» ხოლო თუ გაღიზიანება მაინც დაიწყებს ჩემში დუღილს, ვიწყებ ღვთის მიმართ ლოცვას, იქამდე, სანამ ის არ გაივლის. და ასე გავაკეთებ დღესაც, ხვალაც, ზეგაც, ათი, ოცი, ოცდაათი, ორმოცი წლის მანძილზეც - სანამ გაღიზიანება არ გაქრება. და ასე მოვექცევი თითოეულ ცოდვას, რომელსაც ჩემში აღმოვაჩენ." /დეკ. დიმიტრი სმირნოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 8 2017, 10:46 AM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა საყვედური გაგრძნობინებს, რომ სულერთი არ ხარ!"
/მარიამ პაპაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 15 2017, 11:36 AM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არქიმანდრიტი ქერუბინი ერთხელ ნავსადგურიდან კალივაში ბრუნდებოდა. ჩხუბის ხმა შემოესმა. `კარგი არაფერი მოხდებაო", - გაიფიქრა და წყლის რეზერვუარისკენ წავიდა, სადაც ბერი პ-ე ერისკაც მენავეს ეჩხუბებოდა. მენავემ შეაგინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი. მონაზონმა მოჰკიდა ხელი მენავეს და ძლიერი დარტყმით რეზერვუარში ჩააგდო, თან მიაძახა: `შე არამზადავ, მე ღვთისმშობლის სიყვარულისთვის უარვყავი მშობლები, სოფელი და საკუთარი თავიც. შენ აქ, მის სამეფოში, მის ლანძღვას ბედავ?"
ქერუბინმა მიირბინა, კიდევ რომ არაფერი მომხდარიყო და მენავე წყლიდან ამოათრია. საღამოთი კი თავის მოძღვარს, მამა გრიგოლს, მოუყვა ყველაფერს და ჰკითხა, იყო თუ არა მამა პ-ეს საქციელი ღვთისთვის სათნო. მამა გრიგოლმა ბრძანა: `წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ თუ ვინმე აგინებს ღვთის სახელს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ იგი. ის ხელით შეხების უფლებასაც კი გვაძლევს: "გააწანი სილა, შეუმუსრე ბაგე, განიწმინდე (ამ გარტყმით, _ კ.კ.) ხელი შენი". წმინდა მამები ამბობენ, რომ მორჩილი მოვალეა, შეეწინააღმდეგოს მათ, ვინც მის მოძღვარს ცილს სწამებს. მით უფრო უნდა დავიცვათ უფლისა და ღვთისმშობლის სახელები, როცა ზოგიერთნი, რომელთაც ღვთის შიში არ აქვთ, ლანძღავენ მათ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 3 2017, 10:55 AM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ვმრისხანებთ ბოროტის მიმართ - ეს კარგია, კეთილი მრისხანებაა (თეოფილაქტე ბულგარელი იმასაც კი ამბობს, ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ძალუძს მრისხანება, ჯანმრთელი არ არისო). როცა საქმე ბოროტს ეხება, იქ სწორედ რომ განრისხებაა საჭირო. შევრისხოთ და გავაგდოთ არაწმინდა სული ისე, როგორც ეს უფალმა უდაბნოში გამოცდის დროს გააკეთა. გახსოვთ ისიც, როგორ გამოყარა ქრისტემ ტაძრიდან ვაჭრები, რომლებიც ღვთის სახლს შეურაცხყოფდნენ. მაგრამ როცა პირადად ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას, უმჯობესია, თავი შევიკავოთ, ემოცია მოვთოკოთ. მაცხოვარს დევნიდნენ, გვემდნენ, აფურთხებდნენ, ცილს სწამებდნენ... მაგრამ ის, ვისაც შეეძლო, სულ ერთი სიტყვით ანგელოზთა მთელი დასი დედამიწაზე ჩამოეყვანა, ითმენდა. ითმენდა მდუმარებით. რატომ იქცეოდა ასე? - რათა ჩვენთვის მოთმინების მაგალითი მოეცა."
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 3 2017, 07:04 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღმერთს რისხვა კი არ შეიპყრობს, არამედ ეს არის ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვის შედეგი".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 14 2017, 12:41 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მრისხანების დროს საუბარს ვერიდოთ; ჯერ დავმშვიდდეთ და სათქმელი მერეღა ვთქვათ. ამ დროს, რა თქმა უნდა, არც ლოცვა უნდა დავივიწყოთ. იმასაც ამბობენ, რომ თუ ამ ვითარებაში ლაპარაკი აუცილებელია, ჯერ 33-ჯერ უნდა წარმოითქვას იესოს ლოცვა და ადამიანს მხოლოდ ამის შემდეგ გაეცეს პასუხი."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 16 2017, 11:23 AM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- სახარებიდან ვიცით, უფალი ზოგჯერ მრისხანებას კაცის კვლის ცოდვასთან აიგივებს. რითი ჰგავს ისინი ერთმანეთს?
- თავისთავად მრისხანება შეიძლება სამართლიანი იყოს. შეიძლება, ადამიანი ამხილო, რაღაც ცოდვიდან იხსნა, მერე კი რისხვა მშვიდობასა და მიტევებაში გადაიზარდოს. მაგრამ თუ მრისხანებით ადამიანის წინააღმდეგ ფიზიკურად ან სულიერად შესცოდავ, ეს კაცის კვლის ტოლფასია." /დეკ. გიორგი სხირტლაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი