მონანიება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მონანიება |
nato_temo11111 |
Apr 23 2011, 12:00 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 17-April 11 წევრი № 10,880 |
მონანიების გამჩენია დიდი სურვილი,
ლუციფერები მეტმასნიან ანდამატებად, ვიცი,არ არის ქვეყნად ცოდვა იმაზე დიდი, რომელიც,უფლის გულწყალობას აღემატება. რადგანაც ყველას პატიება მე ვერ შევძელი, ვერც მე ვითხოვე, და ყველასთან ვერ გავიხსენი, ღმერთო შემინდე, ყველა ცოდვა, შენ დამიხსენი, და სული ჩემი, დაღუპვისგან შენვე იხსნ. მოვილტვი შენსკენ,თუნდაც ყველამ ამითვალწუნოს, ვერ ვპოვე სხვა გზა,ვერც სხვა ხსნა ვერც სხვა ნუგეში, მსურს ჩემი გულის ყველა ძარღვი, შენს წინ დავწურო, თუნდაც დავიხრჩო,საკუთარი ცრემლის გუბეში. თავზე დამნათის მოწმენდილი,შუქი ცის თაღის, თითქოს გულშიდაც დამდგომია მზიან-დარები, კვლავაც შემაცდენს მე სატანა, ცხოვრებით დაღლილს, ისიც შემინდე,მე წინასწარ გემუდარები. შენი შენდობის იმედი მაქვს რადგან ვითხოვე და გამიფრთხილდი, ვით უფრთხიან, თვით თვალის ჩინებს, გადიდებ ღმერთო,მუხლმოყრილი გწირავ მადლობას, რომ სული ჩემი დაღუპვისგან გადამირჩინე. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th October 2024 - 11:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი